ყველას წინააღმდეგ (დასასრული)
მარტოდ დარჩენილი დავადექი გზას..მივდიოდი,დავიარებოდი უადგილოდ ქუჩებში,არ გამაჩნდა არც დრო და არც საათი. მასზე ფიქრი მაგიჟებდა,ჭკუას მაკარგვინებდა ჩემი ლამაზ თვალება სესილია..არ მეპატიებოდა მსგავსი მიჯაჭვულობა მასზე,მაგრამ ის უკვე ჩემი ნაწილი იყო,ამას ვერ შეცვლიდა ვეღარაფერი. ძალაგამოცლილი ხის ძირში მოვკალათდი,მშვიდი ამინდი იდგა,შემდეგ აირია ჩემი გუნებასავით და გაწვიმდა. ფოთლებქვეშ წვიმის წვეთები მაინც აღწევდა,ვიბუზებოდი და საკუთარ მუხლებს ვებღაუჭებოდი ”გაუძელი,გთხოვ გაუძელი” თვალები დავხუჭე და ფიქრი თბილ კერაზე დავიწყე..სხვაზე რაზე შეიძლებოდა მეფიქრა მე იმ დროს ? დილით კი როდესაც გავახილე ჩემ გვერდით ის იჯდა,მუხლებზე თავისი ნაზი ხელები ელაგა და მომჩერებოდა,როგორც კი ჩემი გაღვიძება შეამჩნია შეკრთა.. პატარა სათუთი გოგონა,როგორი ნაზი და დაუცველი იყო ნეტავ განახათ,მას ყველაფერი აშინებდა,შეხება,ქარი,ხმაური.. ასეთი ქალი ჯერაც არ მყავდა ნანახი,მამაკაცის მკლავებს ამოფარებული. გამეღიმა და მისკენ მივიჩოჩე,გაყინული თითრები ლოყაზე მომაბჯინა და თვალები აუწყლიანდა.რა ხდებოდა მაშინ ვერ გამეგო,მაგრამ აშკარა იყო რომ არ ულხინდა,თორემ ჩემ გვერდოთ სესილია კი არა ძაღლიც არ იკავებდა ადგილს.. მასზე გაგონილი მქონდა ადრე, არ სძულს ღატაკი ხალხიო,ამით ვიიმედებდი უბადრუკ თავს და ვცდილობდი გამაგრებას იქ სადაც იმ წამა ვიჯექი. -წამოდი-დაბალი ხმით მითხრა და წამოდგა ფეხზე,მექაჩებოდა მეც,აღარ ვაწვალეა ვდექი და გავყევი.. ის საღამო მის სახლში ვიყავით,არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა,თუ გამოვრიცხავთ იმას რომ თბილი კერძის ჭამა მეღირსა. ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა გაუჩერებლად,მე კი ვიჯექი და ვუსმენდი მას.მისი წკრიალი ყურებს მალამოდ ედებოდა,ის ისეთი ბავშვური იყო ჯერაც რომ მენანებოდა ჩემი თავისთვის. ზოგჯერ წამოხტებოდა ხოლმე იგიჟებდა თავს,იცინოდა უდარდელად,შემდეგ წყნარდებოდა და სევდა ერეოდა.ამოუცნობი ქალი იყო..მასში იმდენი კითხვა იმალებოდა მერიდებოდა კიდეც მის წინაშე ხმის ამოღების,მას უბრალო საუბარი იმდენად დიდ სიამოვნებას ანიჭებდა როგორც მე მისი მოსმენა,ამაზე სასიამოვნო გრძნობა იმ დღემდე არ მიგრძვნია. თვალზე თითქოს ბინდი გადაგაფონესო,ვიჯექი და ვიღიმოდი სულელივით. დილით ჩემდა გასაკვირად მისმა კოცნამ გამაღვიძა,თვალები დავაჭყიტე და რა დავინახე ეს? ყავა ჰქონია მოხარშული ჩემთვის. მეც გამოვართვი და მოვსვი,სესილია კი გახდას იწყებდა. ჩემს წინაშე ისე შოშვლდებოდა არც შერცხვენია,ნატიფი სხეული გამოაჩინა და სააბაზანოში გადაკარგა.მისი გამბედაობა მაოცებდა,კიდევ უფრო მაყვარებდა თავს. იმ დღის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩვენ ორ შორის, უფრო ხშორად ვხედავდი,მაგრამ დრო და დრო იცვლებოდა,ღვინდებოდა და იზრდებოდა.ის ისეთი პატარა აღარ იყო როგორიც მახსოვდა პირველი ნახვისას. ყოველ ჯერზე უცხოვდებოდა, უეცრად იჩენდა თავს ,შედმეგ კი უჩინარდებოდა. შემდეგ კი რაღაც შეიცვალა... საერთოდ გაქრა. მეც რა მექნა? მისი ლოდინი მანადგურებდა,გადავწყვიტე აღარ დავლოდებოდი და ავდექი.შევეშვი ბარს რომელთანაც ათასი კარგი მოგონება მაკავშირებდა და წავედი... ქუჩაშუ თვალს მაყოლებდნენ მესმოდა მათი საუბარი ”უსორცხვილო კაცია ეს,შვილის ტოლას დასდევს” შევცბი და გავშეშდი. რაღა მექნა? აცრემლიანებული თვალებით ტაძარს მივადექი,მის კარებთამ ჩავიმუხლე და ავქვითინდი ქალივით..უფალი იმ წამს ჩემ გვერდით იყო,ამას ვგრძნობდი. მხარზე ხელის შეხებას ვგრძნობდი,შევტრიალდი და მდიდრულ სამოსში გამოწყობილი კაცი შემეფეთა,ინედი გადამეწურა,მეგონა რომ სესილია იქნებოდა.. წამოვდექი,შევხედე და დავინახე როგორ სწუხდა ჩემ გამო -რა გვქია?-მკითხა და ამათვალიერა გემრიელად -ანდრე -წამომყვები?-არ ვიცოდი სად მიპირებდა წაყვანას,აღარც შიშს ვგრძნობდი.თავი დავუქნია კის ნიშნად და უკან გავედევნე მას.. წელიწადი მოვშორდი ჩემ ქალაქს. თვალით არ მყავდა ნანახი არავინ იქაური,მე კი შევდექი, ისეთ მამაკაცად როგორად ყოფნაზეც ბევრი იოცნებებდა... ნულიდან აღზევება განმაცდევინმა მაშინდელმა უცნობმა მამაკაცმა,შემდეგ კი ზენიტს მივახწიე სიმშვიდის.. ამ ერთ წელიწადში ბევრი ქალი მყოლია,ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ მაგრამ ალისია მაინც ის ერთადერთი კანფეტი იყო . გზა გავიკვალე ძველი ქალაქისკენ,იქ ჩასვლის შემდეგ კი კვლავ იმ ბარს მივადექი. არაფერი არ ყოფილა შეცვლილი,ბართან მივედი და დინჯად დავჯექი -ანდრე?-იმ ახალგაზრდა ვარმენის ხმა ჩმესმა,სულ არ ჰქონდა თვალები ბრწყინვალე და ბდნიერი -ხო-ვუპასუხე მე.აქეთ იქით ვიყურებოდი შეშინებული,ალისიას ვეძებდი თვალებით -ვის ეძებ?-მკითხა მან -სესილიას -რა?-თვალები აუწყლიანდა.ფეხზე წამოვდექი მეც,გული ცუდს მიგრძნობდა.იქნებ მისი გაუჩინარება მაშინ უმიზეზოა რ ყოფილა? -რამე ხდება? -ქუჩის შუა გულში სასაკლაოა გამართული,მისი ჩამოხრჩობაა ნაბრძანები.შენ გამო ანდრე,შენ ვერ შეგელია და ხალხმა ვერ გაუგო ვერც მას,ამხელა კაცის სიყვარული...-გული ისე მიცემდა,ისე რომ ცოტაც და გამისკდებოდა..ბარიდან გავიქეცი,მთელი სისწრაფით მივრბოდი და თვალებიდან ტკივილის ცრემლები მსდიოდა,ვდარდობდი საშინლად. სესილიას გარეშე რა უნდა მექნა? მივაღწიე სასაკლაოს,იქ კი ხალხი იყო შეკრებილი,შუა გულში შევიჭერი და გავქვავდი... ჩემი ლამაზი სესილია,ჩამოკიდებული იყო თოკით,ფეხშიშველი ძველ ძონძში გამოწყობილი. მისი ყურება მიმძიმდა,მუხლებზე დავეცი და ისე მივედი მის სხეულამდე. მის ნაზ ფეხებს ბოლოჯერღა ვეკვროდი,ვეფერებოდი და ვუკოცნნიდი. ხალხს ეს ვერ გაეგო. ”ეს რა სიყვარულია ?” წამოიყვირა ქალმა ”ეს მანიაკი ეს ჩამოვახრჩოთ ! ” აღარ მეშინოდა აღარაფრის.. სესილიასაც არ შეეშინდა მაშინ.. მის ფეხევის ქვეშ გამხობილი ვეგდე.. სესილია ქალი იყო,რომელმაც მიმიღო,შემდეგ კო გამიშვა. გაურკვევლობით ვერ მოვკვდებოდი რადგან სასაკლაოს ჩემთვისაც ამზადებდნენ. წამითაცარ შემშინებია.. როცა ჟამი მოვიდა ჩემი ჩამოხრჩობისი ისე ავდექი თოთქოს არც მადარდებდა რაიმე.. ცოტაც და.. მაგრამ შეწყვიტეს და დამაგდეს ძირს ”მისი სიკვდილი მოკლავს” ამბობდნენ და ოშლებოდნენ.. მას შემდეგ ოცდაათი წელია გასული. მე კი კვლავ მახსოვს ის. ხალხი სასტიკია,სილამაზეს,სინაზეს და სიყვარულს არ გაპატიებენ. სესილიას ბევრი უბრძოლია მათ წინააღმდეგ..მაგრამ ჩემ გარეშე ვერ შეძლო. ყველას წინააღმდეგ დაიწყი სვლა,ყველამ კი-მოკლა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.