შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (23)


11-12-2016, 18:14
ავტორი სატი
ნანახია 1 855

დაჩის სხვა გზა არ ჰქონდა ნინა პალატაში უნდა დაებრუნებინა.
-ნინა, წამო პალატაში დაგაბრუნებ, შენებმა რომ გაიღვიძონ და ვერ გნახონ ინერვიულებენ.
-არა, გადი! დამანებე-ნინამ ხელების ქნევა დაიწყო.
-ნინა, არ შეილება უფრო ცუდად გახდები.
-არავის არ ჯერა ჩემი! არავის!-ნინა ხელ-ფეხს იქნებვდა მაგრამ მიუხედავად ამისა დაჩიმ მაინც აიყვანა ნინა ხელში და პალატამდე მიიყვანა-ნინა, ეხა ჩუმად თორემ შენებს გავაღვიძებთ.
-არ მინდა დამსვი!
-შშ, გინდა ისევ ანტიდეპრესანტებით გაგაბრუონ? თუ არა მაშინ გაჩუმდი-დაჩიმ ნინა ჩუმად შეიყვანა ოთახში და ლოგინში დააწვინა, შემდეგ კი ექთანს დაუძახა და მან ისევ გაუკეთა ნინას გადასხმა. ნინა იმდენად გამოფიტული იყო რომ დაწოლისთანავე გაითიშა და დიდიხანი ეძინა. დაჩი კი პირიქით იყო, ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ ნინა ესე იტანჯებოდა. ისიც კი არ იცოდა ვისი ხელებით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული,მას არ უნდოდა დაეჯერებინა რომ ნინა ნარკომანი იყო. ნინას ტანჯვა დაჩისთვის წამება იყო, უყურებდა როგორ წვალობდა ნინა და ვერაფრით ვერ ეხმარებოდა, უძლური იყო, შეეძლო ყველაფერი გაეკთებინა ამის გარდა. დილით ნინამ იგივე საშინელ ხასიათზე გაიღვიძა. ისევ მილიონ აპარატურაზე შეერთებულმა, ერთადერთი რაც შეცვლილიყო ნინას კარებთან გარეთ დაცვა იდგა. ცოტახანში ანა შევიდა ნინასთან და საწოლზე ჩამოუჯდა, უჩვეულო სითბოთი ჩაეხუტა და მისი დაწყნარება სცადა.
-ნინა, ყველაფერი კარგად იქნება.
ნინა კი ხმას არ იღებდა რადგან უკვე ყველა და ყველაფერი ნერვებს უშლიდა, არავის არ ჯეროდა მისი, ფიქრობდა რა მოხდებოდა ნიკას და ელენეს რომ ცოდნოდათ ეს ყველაფერი.
-დღეს სახლში წავალთ ღამე.
-და ხვალ რეაბილიტაციის ცენტრში-ამოიოხრა ნინამ. ანამ კი ამაზე პასუხი ვერ გასცა.
-ნინა, უბრალოდ რომ გვქონდეს პატარა დამამტკიცებელი საბუთი მაინც იმისა რომ შენ...
-და არ გაქვთ... როსი სადაა?
-როსი? შენ საიდან იცი როსი?
-იმ ღამეს ვნახე.
-ანუ იმ ღამეს სახლიდან გახვედი?
-კი, მაგრამ არ მახსოვს სად.
-რომ გაგეხსენებინა.. როსმა არ იცის სად წახვედი?
-არ ვიცი... მემგონი არა, რადგან მასთან საუბარი მახსოვს.
-იქნებ მისმა დანახვამ გაგახსენოს რამე?
-ვერაფერსაც ვერ გამახსენებს, მაგრამ ვიცი რომ ნარკომანი არ ვარ.
-ნინა, თავიდან რთულია ამის აღიარება.
-გამოდის რომ შენ მე არ მიცნობ!აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-კიდე რაღაც მინდოდა მეთქვა... სასამართლო გადაიდო, მოსამართლემ გაიგო შენი ამბის შესახებ და პროცესის შეჩერებას აპირებს.
-ანუ მე თქვენი შვილი ვიქნები?
-არა... ფიქრობენ ისევ ისე დატოვონ ყველაფერი, მათ გონიათ რომ შენი აქ ყოფნა ჩვენი ბრალია.
-და?
-როგორც კი რეაბილიტაციის ცენტრიდან გამოხვალ საქართველოში მიყავხარ.
-რააა?!!!
-მაგრამ არ ინერვიულო, ნიკა და ელენე უკვე საქართველოში არიან, ის მაინც ვითხოვეთ რომ ეს დრო შენთან გავატაროთ.
-1დღე ხო? დიდი მადლობა. დარწმუნებული ვარ რომ არც გიცდია შეწინააღმდეგება როგორც მაშინ დამტოვე.
ანას ბოლო სიტყვებმა გული მოუკლა, იმის სურვილიც არ გაჩენია რომ გაეგრძელებინა ნინასთან ლაპარაკი ერთადერთი თქვა და გასვლა დააპირა.
-ნინა, შეცდომას ყველა უშვებს და უნაკლო არავინაა-თქვა ანამ და აცრემლიანებული თვალებით გავიდა ოთახიდან. ნინა რათქმაუნდა ძალიან ცუდად მოიქცა მაგრამ მისი გაგებაც შეილებოდა. ამდენი რამ გადაიტანა, ემოციურად არასტაბილური იყო, დაღლილი და გამოფიტული. ცოტახანში ჩადი, სამანტა, ჩაკი, ჯეიმსი და როზალი მივიდნენ ნინასთან, სანამ შევიდოდნენ დაცვამ არ გაატარა მაგრამ ანა მივიდა.
-ყველაფერი კარგად არის ესენი ნინას მეგობრები არიან-უთხრა ანამ დაცვას-როგორ ხართ ბავშვებო?
-კარგად მისის როუზვუდ თქვენ?-პირველი სამანტა მიესალმა.
-მეც კარგად, შეილება უხეში იყოს და განერვიულებული რაც არ უნდა თქვას ყურადღება არ მიაქციოთ, ყველა უყვარხართ.
-რათქმაუნდა, მისის როუზვუდ დაღლილი იქნებით წადით და მას ჩვენ მივხედავთ-შესთავაზა ჩადმა.
-არა, არ არის საჭირო.
-რას ამბობთ, დაისვენეთ. ჩვენ პირიქით გავართობთ მას-არ მოეშვნენ ბავშები.
-რადგან ასეა, მაშინ ცოტახნით წავალ-ანამ მადლობა გადაუხადა ბავშვებს და დაცვა გააფრთხილა-დაჩის და ამ ბავშვების გარდა შეილება მისი დეიდაშვილი როსი მოვიდეს, სხვა არავინ შეუშვათ.
-რათქმაუნდა მისის როუზვუდ-დაცვა მაშინვე დათანხმდა. ბავშვები შიგნით შევიდნენ და ჩადმა პალტო გაიხადა და პივა ამოიღო.
-ნინა! მე ვიცი შენ ახლა რაც გიშველის! პივა.
-ჩად ნუ ყვირიხარ შეაშინებ საცოდავ ბავშვს-გაეცინა ჩაკს და ნინას გვერდით ჩამოჯდა-ნინ დაჩი არ გინახავს?
-გუშინ.
-აქაა?
-არ ვიცი.
-ნინ, როგორ ხარ?-სემი და როზი გვერდით ჩამოუჯდნენ.
-რავი. მართლა მიხარია რომ მოხვედით მაგრამ ნამდვილად არაფრის თავი არ მაქვს.
-კაი, ნინ რა დაგემართა, ჩვენ ვართ და არა თეთრხალათიანები-ნინას გამხიარულება სცადა როზალიმ.
-ვიცი, მაგრამ მართლა არავის ნახვა არ მინდა.
ამ დროს დაჩი შემოვიდა და ყველას სათითაოდ მიესალმა.მერე კი ჩუმად ჩაჩურჩულა ჩაკს ყურში.
-ჩაკ, ხასიათზე არაა დაანებეთ თავი, რაც უფრო მეტს ელაპარაკებით მით უფრო ჯიუტდება და ცუდ ხასიათზე აყენებს ყველას.გადით და მე მივხედავ.
-გასაგებია. გოგოებო წამოდით რამე ავუღოთ ნინას აუტომატიდან თორე არა მგონია საავადმყოფოს საჭმელი მოსწონდეს-ყველა გავიდა დაჩის გარდა.
-შენ აქ ჩემ ძიძად დარჩი?
-დაახლოებით მაგიტომ.
-დაჩი, გავიგე რომ გიყვარვარ მაგრამ მე არ მიყვარხარ და დავიღალე, წადი შენც და ისინიც გაუშვი სანამ ისინიც დაიბოღმნენ და შენც იმის მერე რასაც გეტყვით.
-რაც გინდა ის მითხარი, თავს არ დაგანებებ და სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან გამოგყვები.
-და რა უნდა შემიყვარდე? დაჩი წადი!!-ნინამ ყვირილი დაიწყო მაგრამ დაჩი ადგილიდანაც არ დაძრულა.
-ექიმებს დავუძახებ და გაგაგდებენ.
-მამაჩემი აქ საავადმყოფოს უფროსია,ვერავინ ვერ მახლებს ხელს.
-რა გინდა?!
-არც არაფერი.
-მაშინ შეიგნე რომ არ მჭირდება ძიძა და ამას იმიტომ არ ვამბობ რომ დეპრესია მაქვს ან რამე ეგეთი, ამას მართლა ვგულისხმობ!!!-ნინა ბოლო ხმაზე გაჰკიოდა.
-როგორც იტყვი.
-აააჰ!!!
-მეც მიყვარხარ-გაიღიმა დაჩიმ.



№1  offline წევრი LSD

Vaime rogor velodi am istorias dzaan momwons magram ragac damaklda am tavshi imedia shemdegi uketesi ikneba warmatebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი ელიზა

ძაან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent