შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველგან გამოგყვები (9)


21-11-2016, 18:12
ავტორი სატი
ნანახია 2 377

ნინა აბაზანაში იჯდა ტვალეტთან და სახეზე ფერი არ ედო რადგან აღებინებდა. დაჩის მისი თმები ეკავა.
-საავადმყ..ოფოში უნდა წავიდე-არ ჩერდებოდა ნინა და წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც ასე აკეთებდა ისევ ეცემოდა-დაჩი.. აქ ... არ უნდა იყო.
-გააჩუმე ენა და თავი ოდნავ ზემოთ აწიე, ისუნთქე, რა გინდა საავადმყოფოში?-ჰკითხა დაჩიმ.
-ჯორჯი.. ჯორჯი-თვალებიდან ცრემლები მოდიოდა. ისევ ხელები გაუოფლიანდა და სახე გაუწითლდა. თვალებში უბნელდებოდა და ცოტახანში ალბათ გული წაუვიდოდა. დაჩი მიხვდა უკვე რაც ემართებოდა ნინას და ხელები დაუკავა, თმები გადაუწია სახიდან და წყალი შეასხა.
-ნინა, ნინა შემომხედე! ნინა!-დაჩი აჯანჯღარებდა ნინას-ესე, ყოჩაღ. დაწყნარდი. რა მოხდა? რა დაემართა ჯორჯს? წყნარად ახსენი.
-ჯორჯი... ჯორჯი... ავარიაში მოყვა...
-კარგი, ნელა წამოდექი საავადმყოფოში მივდივართ. ანდა არ წამოდგე-დაჩიმ ნინა ხელში აიყვანა და აბაზანიდან გაიყვანა. კართან ჩადი, სამანტა და უეიდი ელოდებოდნენ-გამატარეთ-უხეშად უთხრა დაჩიმ და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა, მანქანაში ჩასვა ნინა და საავადმყოფოში წაიყვანა. იქაც ხელში აყვანილი ყავდა და ისე შეიყვანა შიგნით, ჯორჯის პალატასთან ჰეილი, ანა და ექიმი იდგნენ. ექიმი ანას სიტუაციას უხსნიდა, ნინა მაშინვე მოვიდა გონზე.
-დამსვი შე დებილო!-ხელების ფათური დაუწყო ნინამ.
-ეხლავე, რა დაგეტაკა, უმადურო-დაჩიმ ნინა ნელა დასვა ძირს, ის კი მაშინვე ანას მივარდა.
-ჯორჯის მდგომარეობა სტაბილურია, თავის ქალა არის დაზიანებული, ჩვენი ტრავმატოლოგები და ნეიროქირურგები ყველაფერს აკეთებენ რომ გადაარჩინონ ჯორჯი, ოპერაცია ჯერ კიდე მიმდინარეობს. თუ რამე შეიცვლება მაშინვე შეგატყობინებთ-ექიმი გავიდა.
ნინა გაშეშებული იდგა ერთ ადგილას და ვერაფერს ვერ ამბობდა, იმ მომენტში უნდოდა რომ გამქრალიყო. ძლივს იპოვა მისი ოჯახი და ახლა ისევ კარგავდა.მას ეგონა თუ ჯორჯს რამე მოუვიდოდა ანა ისევ დატოვებდა მას და ესტერი ჯორჯის მთლიან აქციებს მიიღებდა. ამ ფიქრებიდან ისევ ჰეილიმ გამოიყვანა.
-ნინაა, მამა კაქად იქნება?
-... არ ვიცი-ნინამ ცრემლები მოიწმინდა და ჰეილი ხელში აიყვანა.
-ანა, როგორ არის?-დაჩიმ ანა გადაკოცნა.
-არ ვიცი, ამბობენ სტაბილურადო-ანასაც უნდოდა ტირილი მაგრამ არ იმჩნევდა.
-რითი შემილია დაგეხმაროთ?-იკითხა დაჩიმ.
-იმით რომ ჰეილი და ნინა სახლში წაიყვანო.
-არ არსებობს! მე ჯორჯს არ დავტოვებ, შენ და ჰეილი წადით-გაჯიუტდა ნინა.
-ნინა ვიღაცამ ხო უნდა მიხედოს ჰეილის? აქ ღამე ჯორჯთან ერთ პალატაში ვერ დავრჩებით ყველა-ევედრებოდა ნინა ანას რომ წასულიყო.
-პალატას ითხოვთ და მოგცემენ, ბოლოს და ბოლოს მერის ოჯახი ხართ. ეხლავე მოვაგვარებ ყველაფერს-დაჩი ექიმთან მივიდა და დაელაპარაკა, 5წუთში ანა, ნინა და ჰეილი პალატაში იყვნენ. ოთახში ორი გასაშლელი საწოლი შეუტანეს, გარდა ამისა იქ საავადმყოფოს ლოგინიც იყო.
-დიდ საწოლზე დავაწინოთ ჰეილი-შესთავაზა ნინამ.
-ხო, გვერდით იმ რკინებს ამოვწევ რომ არ დაეცეს-ანა საქმეს შეუდგა.
-მე არ მეძინება!-გამოაცხადა ჰეილიმ.
-ჰეილს, ნუ ართულებ ყველაფერს-წყნარად უთხრა ნინამ რადგან ჩხუბის თავი არ ჰქონდა, თვითონაც დაუძლურებული იყო, ჰეილი ხელში აიყვანა და საწოლზე დასვა.
-ნინა, ცუდად ხო არ ხარ? რაღაც ფერი არ გადევს სახეზე.
-დავლიე ცოტა.
-მარტო მაგიტო? შენი პანიკის შეტევები ხომ არ გქონია?
-კი.
-რამდენჯერ?
-რა მნიშვნელობა აქვს.
-დიდი, ნინა ამასთან ხუმრობა არ შეილება. რამდენჯერ?
-3ჯერ.
-ნინა, ექიმთან უნდა წავიდეთ. ამას მიხედვა ჭირდება.
-მარტო არ ვყოფილვარ, გული ერთხელ წამივიდა. მერე დაჩისთან ერთად ვიყავი-დაამშვიდა ნინამ ანა.
-კარგი. ფრთხილად იყავი.
ცოტახანში ჰეილი დააძინეს, მერე ანასაც ჩაეძინა. მარტო ნინა იწვა გაუნძრევლად და ვერ იძინებდა. დაახლოებით 3საათი იქნებოდა, ნინა ჩუმად წამოდგა და ხალათი შემოიცვა. კარი ჩუმად გააღო და ოთახიდან გავიდა. იქვე სკამზე დაჩის ეძინა. ნინამ ჩუმად აუარა გვერდი, ავტომატთან მივიდა და ყავა იყიდა. უცებ უკნიდან ვიღაც მიეპარა.
-დაჩი! მე მეგონა გეძინა!-შეყვირა ნინამ.
-რა გაყვირებს გოგო მთელ საავადმყოფოს გააღვიძებ. რატო არ გძინავს?-მკაცრად ჰკითხა დაჩიმ.
-ჩემი ძმა ხარ თუ რა უფლებით მიყვირიხარ?-გაბრაზდა ნინა.
-ხო გაგაფრთხილე როცა საქართველოში ვიყავით შენი დიდიხნის დაკარგული ძმა ვარ თქო-გაეცინა დაჩის.
-შენ ღადაობის ხასიათზე ხარ?-ისევ ცხვირი ჩამოუშვა ნინამ რადგან ჯორჯი გაახსენდა.
-შშშ-პირზე ააფარა ხელი-გაჩუმდი, თორე ეხლა თეთრხალათიანები მოვლენ და დაგაბრუნებენ საგიჟეთში-გაეცინა ისევ დაჩის,ის ყველანაირად ცდილობდა რომ ნინა გაემხნევებინა. ნინამ დაჩის ფეხი ფეხზე დაადგა და მანაც ტკივილისგან ხელი გაუშვა.
-გოგო გააფრინე? რა ფეხებს მადგამ!-გაბრაზდა დაჩი.
-მაშინ ნუ მაფარებ ხელებს პირზე. ისა... მადლობა დღეს რომ მომიყვანე-ძლივს წარმოთქვა ბოლო სიტყვები ნინამ.
-არაფრის. ნინა როგორც ვხედავ ვეღარ დაიძინებ. წამო სადმე გავიდეთ.
-მანქანის გარეშე ოღონდ.
-გასეირნება მოგინდა ხალათით რო ფილტვების ანთება აიკიდო, ბაზარი არაა ნინ, თუ გინდა პირდაპირ ყინულებიან წყალს გადაგასხამ?
-აჰაჰაჰააჰ, მაგარი ხარ. არ გავცივდები, გავიდეთ რა?-მუდარით სავსე თვალებით შეხედა ნინამ დაჩის.
-კარგი ხო!-დაჩიმ ნინა ხელში აიყვანა და საავადმყოფოს ეზოში გაიქცა. იქვე ფანტანი იყო და ნინა მანდ ჩააგდო.
-დაჩი! მოგკლავ-ნინა მოიტყუა თითქოს ვერ დგებოდა.
-კარგი რა ნინ, ყველა რომანტიკულ ფილმში ეგრეა მე შენ დაგეხმარები შენ მე ჩამაგდებ და ჰეპი ენდი, ადექი შენთითონ.
-დაჩი-ნინა მოიტყუა ვითომ პანიკის შეტევა ქონდა, დაჩი მაშინვე ნინასთან მივიდა, ნინამ ხელი მოკიდა დაჩის და ჩააგდო წყალში.
-მოგკლავ!-დაჩი წყალს ასხამდა ნინას.
-არ მომკლა-იცინოდა ნინა და ისიც წყალს ასხამდა დაჩის. ცოტახანში ორივე ამოვიდა წყლიდან და შიგნით შევიდნენ. დაჩიმ ცოტახანში პირსახოცები მოიტანა და ნინას მოახურა.
-დაჩი ეს მოპარვად არ ითვლება?
-არა, ნინა ისევ დავუბრუნებთ. შენი გაციებაღა მაკლია რომ მერე ტვინი წამიღო და მე დამაბრალო. მერე ალბათ სასამართლოშიც წახვალ და...-ნინამ არ დააცადა ლაპარაკი და აკოცა, მერე უცებ მოშორდა დაჩის და ოთახში გაიქცა.





№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოოოო ეს კარგი იყო.მომეწონა
--------------------
ლანა

 


№2 სტუმარი Takia

Ufro megona rom dachi akocebda amas ar movelodi

 


№3  offline წევრი Mziako...

Wow...magaria amas martla ar velodi.imedia jorji kargad iqneba.ai RAC sheexeba Nina's DA dachis chemi azrit mati ertad yofna gadawyvwtilia ukve...gagrdzele magari istoriaa... <3 :-*

 


№4 სტუმარი მიკაკო

ვაიმე ! ვაიმე ! და ეს უნდა იყოს მოდერი ?! მაგას მე არ ვწყვეტ მარა რაარი ადამიანო , ცოტა ემოციები გადმოეცი რა ! კიდევ , ძალიან მალე ანვითარებ მოვლენებს და არ მომწონს , კიდევ ძალიან ცოტა არ იყოს "უხეშადაც" წერ ! არაა შენი საქმე წერა . მოდერი რომ არ იყო ასე არ გეტყდი , მარა როგორც ამბობენ მარტო წავიდა-მოვიდა არაა მოთხრობა .

მიკაკო
ვაიმე ! ვაიმე ! და ეს უნდა იყოს მოდერი ?! მაგას მე არ ვწყვეტ მარა რაარი ადამიანო , ცოტა ემოციები გადმოეცი რა ! კიდევ , ძალიან მალე ანვითარებ მოვლენებს და არ მომწონს , კიდევ ძალიან ცოტა არ იყოს "უხეშადაც" წერ ! არაა შენი საქმე წერა . მოდერი რომ არ იყო ასე არ გეტყდი , მარა როგორც ამბობენ მარტო წავიდა-მოვიდა არაა მოთხრობა .

აფსოლიტურად გეთანხმები რა ! აი ყველაფერში ზუსტი ხარ . ნუ ეხა ეტყობა იჩქარე და ეგრე დაწერე თორე დარწმუნებული ვარ შენ კარგად დაწერ . რატომღაც ეგრე მგონია !არ გინდა წერა დაიწყო , "მიკაკო " ? smile

 


№5  offline მოდერი სატი

მიკაკო
ვაიმე ! ვაიმე ! და ეს უნდა იყოს მოდერი ?! მაგას მე არ ვწყვეტ მარა რაარი ადამიანო , ცოტა ემოციები გადმოეცი რა ! კიდევ , ძალიან მალე ანვითარებ მოვლენებს და არ მომწონს , კიდევ ძალიან ცოტა არ იყოს "უხეშადაც" წერ ! არაა შენი საქმე წერა . მოდერი რომ არ იყო ასე არ გეტყდი , მარა როგორც ამბობენ მარტო წავიდა-მოვიდა არაა მოთხრობა .

მიკაკო
ვაიმე ! ვაიმე ! და ეს უნდა იყოს მოდერი ?! მაგას მე არ ვწყვეტ მარა რაარი ადამიანო , ცოტა ემოციები გადმოეცი რა ! კიდევ , ძალიან მალე ანვითარებ მოვლენებს და არ მომწონს , კიდევ ძალიან ცოტა არ იყოს "უხეშადაც" წერ ! არაა შენი საქმე წერა . მოდერი რომ არ იყო ასე არ გეტყდი , მარა როგორც ამბობენ მარტო წავიდა-მოვიდა არაა მოთხრობა .

აფსოლიტურად გეთანხმები რა ! აი ყველაფერში ზუსტი ხარ . ნუ ეხა ეტყობა იჩქარე და ეგრე დაწერე თორე დარწმუნებული ვარ შენ კარგად დაწერ . რატომღაც ეგრე მგონია !არ გინდა წერა დაიწყო , "მიკაკო " ? smile

მართალი ხარ იმაში რომ სწრაფად განვავითარე ყველაფერი და ამას გამოვასწორებ მაგრამ წერას არ შევყვეტ.
--------------------
a.m&m.i

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent