შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუოლოდნელი შეჯახება 4 თავი


12-12-2016, 00:28
ავტორი lina777
ნანახია 1 776

ლიკას შეუმჩნევლად გადავულაპარაკე
-გიორგია აქ
-ვინ გიორგი?
-ჩვენი კურსელი, დღეს სადღაც რომ მეპატიჟებოდა
-მერე?
-რა მერე, ვუთხარი არმცალიათქო და აქ რომ დამინახავს ეწყინება
-გაგაპარო?
-სხვა გზა არარის, თან უკვე ვეღარ ვუძლებ მათეს მზერას.კარგი ერთი წუთით
-მათე, ქეთას სახლიდან დაურეკეს და უნდა წავიდეს , ვერ წაიყვან?
-კი, რათქმაუნდა
სახეზე ყველანაირმა ფერმა გადამიარა და მინდოდა ლიკა ადგილზე მომეკლა. ლუკას დავემშვიდობე და ლიკას ყურში ვუჩურჩულე
-არ გაცოცხლებ იცოდე
-არაუშავს ქეთა, ვიცი რომ ძალიან გინდოდა ჩვენთან ერთად ყოფნა. ამბობს ისევ ხმამაღლა და ლოყაზე მკოცნის.
მათეს გვერდით მივყვები და ყველანაირად ვცდილობ გიორგიმ ვერ შემამჩნიოს, მაგრამ პირდაპირ მათ მაგიდასთან გვიწევს ჩავლა და გიორგის ხმაც მესმის
-ქეთა?
ადგილზე ვშეშდები და ნაბიჯს ვეღარ ვდგამ, უკან ვბრუნდები და ნაძალადევ ღიმილს ვიკრავ სახეზე
-გიორგი? შენც აქ ხარ?
-ჰო ქეთა, ხომ გითხარი რომ მეგობრები ვიკრიბებოდით.
როგორც ჩანს მარტო არხარ, მეუბნება და მხოლოდ ახლა მახსენდება ჩემს გვერდით მდგარი მათე. და უცებ თავში ერთი აზრი მომდის. თან დიდი ხანია გიორგი თავს არ მანებებს და ვფიქრობ ეს საუკეთესო გამოსავალია. ჩემი იდეით კმაყოფილი ვიღიმი, მათეს ხელზე ვეხვევი, ისე რომ მის დაბნეულ სახეს ყურადღებას არვაქცევ და გიორგის ვპასუხობ
-ჰო, მარტო არვარ გაიცანი ეს მათეა ჩემი საქმრო. ვხედავ გიორგის როგორ ეცვლება სახეზე გმომეტყველება და ლამისაა გაკვირვებისგან ყბა ჩამოუვარდეს.
-რაა? კიმაგრამ, არვიცოდი საქმრო თუგყავდა.
-ჰო არცმე, დღეს შემომთავაზა ცოლობა, და ძალიან ბედნიერი ვარ. ვამბობ და კიდევ უფრო ვეკვრი მათეს, ისიც მხვევს ხელს და ისევ ირონიულად მიღიმის. ღიმილი სახეზე მაშრება და მხოლოდ ახლა ვიაზრებ რაგავაკეთე.
-არვიცი რავთქვა, ბედნიერებას გისურვებთ
-მადლობა, პასუხობს მათე ჩემს მაგივრად და გასასვლელისკენ ისე მივდივართ,მათე ხელს არ მიშვებს. მანქანაში ვჯდები და თვალს ვერ ვუსწორებ.ჯანდაბა,ეს რაგავაკეთე, ასე დაუფიქრებლად როგორ მოვიქეცი, ახლა რაიქნება? ვეკითხები ჩემს თავს და ფიქრებიდან მათეს ხმას გამოვყავარ.
-ესეიგი საქმრო არა?
-იცი.. მე.. არცკივიცი ეს რამ მათქმევინა..
-ჯერ კინაღამ მანქანით დამეჯახე, მერე სილა გამაწანი, და ახლა შენი საქმროც გავხდი?
-ჩემ ბრალი არარის, დავიბენი და სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-და ეს რატომ უთხარი?
-იმიტომ რომ სხვანაირად თავიდან ვერმოვიშორე
-ანუ თაყვანისმცემლების რიცხვს არუჩივით ქალბატონო ქეთა?
-ოღონდ არმითხრა რომ ცოლი გყავს და ამისგამო თმით უნდა მითრიოს. უცებ ჩემსკენ იხედება, გაკვირვებული მიყურებს, თითქოს ამოწმებს ხომარ მომესმაო და მერე,იმხელა ხმაზე იწყებს სიცილს შიშისგან გული მისკდება
-ჰა ჰა ჰა,მაგის საშიშროება არ გემუქრება,ცოლი არ მყავს. და მეც არვიცი ცნობისობისმოყვარეობა დავიკმაყოფილე,თუ მართლა იმ სისულელის მეშინოდა,რაც წეღან ვთქვი, მაგრამ აშკარაა ვმშვიდდები. სახლამდე ისე მივყავარ,ხმას არცერთი აღარ ვიღებთ. კორპუსის წინ აჩერებს და ისისაა მანქანიდან უნდა გადავიდე,რომ მისი ძლიერი ხელი მაჩერებს
-მადლობა გავიწყდება
-მადლობა! ძლივს გასაგონად ვბურტყუნებ
-ეგრე არა! მპასუხობს და აზრზე ვერ მოვდივარ,ისე სწრაფად მეხება ტუჩებზე. ვეღარაფერს ვხედავ, ვერც ვფიქრობ, იმის თავიც არმაქ, რომ შევეწინაამდეგო და არცკი ვიცი რატომ.
-ძილინებისა საცოლევ. გაბრუებული ძლივს ვიფიქრებ მანქანიდან გადასვლას და უკენმოუხედავად ავდივარ კიბეებზე. ჩემს ოთახში შევდივარ და ჯერ ისევ შოკში ვარ.პიჟამოებს ვიცმევ და საბანში ვეხვევი. ტუჩებზე ხელს ვიდებ და მაინც ვერ ვხვდები ეს რატომ გააკეთა? იქნებ მოვწონვარ? კარგი რა, სისულელეა, მხოლოდ ერთობა ვერხედავ რა ცინიკოსია? ალბათ ისე მიყურებს როგორც ყველა ქალს. კიმაგრამ,რასმოვითხოვ მისგან, სულ სამჯერ ვნახე და აქედან ერთხელ გავარტყი და მეორედ ჩემს საქმროდ გამოვაცხადე. ჯანდაბა! ჩემს თავთან ჭიდილში მეძინება კიდეც. დილით საშინლად მეზარება სავადმყოფოში პრაქტიკებზე წასვლა და თბილი ლოგინის მიტოვება.
აბაზანაში შესვლას ვაპირებ,რომ უცებ ტელეფონი რეკავს და უკვე ისედაც ვხვდები ვინცაა
-გისმენ ლიკა, გაბრაზებული ტონით ვპასუხობ, გუშნდელი ჯერ არ დამვიწყებია
-სწრაფად მომიყევი რამოხდა გუშინ?
-საშინელება! აი რამოხდა.
-რაა? შეგაცდინა? ხანდახან მაკვირვებს ამ გოგოს ფანტაზიის უნარი.
-პირიქით, მე შევაცდინე
-ვერაფერი გავიგე,ათ წუთში შენს სახლთან ვარ,მალე ჩამოდი და ერთად წავიდეთ სავადმყოფოში, ვკვდები ინტერესით.
-გუშინდელისთვის პასუხს მოგთხოვ
-ჯერ მომიყევი და მერე მეთვითონ მოვიკლავ თავს.აბაზანაში შევდივარ,ათ წუთში ზუსტად ვეტევი და უკვე მზად ვარ, სამზარეულოში გავდივარ და მხოლოდ დეა მხვდება
-როგორ გაერთე გუშინ?
-შენი ფანტაზიაც კი ვერ გასწვდება ისეთი რამ ჩაიდიმა შენმა დამ.
-რაქენი ასეთი კაცი მოკალი?
-უარესი, კარგი საღამოს მოგიყვები ყველაფერს
-ბევრი რამ გაქვს ვატყობ მოსაყოლი.
-ჰო და მომენატრა შენი რჩევები, ვეხუტები და საღამომდე ვემშვიდობები.
-დაბლა ჩავდივარ და სიცივისგან მობუზულ ლიკას ვუახლოვდები.
-სადხარ აქამდე გავიყინე
-მადლობათქვი ათ წუთში რო ჩავეტიე საერთოდ
-კიდე მიბრაზდები? მე მეგონა კარგი ვქენი, ვიფიქრე ერთმანეთს კარგად გაიცნობდით და დაახლოვდებოდით
-ვერცკი წარმოიდგენ ისე დავახლოვდით უკვე
-უკვე მაშინებ
კარგი წამოდი,არაფერი მიჭამია საავადმყოფომდე მივიდეთ.
ტაქსს ვაჩერებ და შიგნით ვჯდები. კაფეტერიში ვზივართ და ლიკას გუშინდელ ამბებს ვუყვები, ისეთი გაოგნებული მიყურებს მეშინია შოკში არ ჩავარდეს რეაქციის შესაბამისად კოცნის სცენას ვტოვებ.
-ღმერთო! ამბობს ბოლოს შოკირებული
-ახლა რაჯანდაბა ვქნა?
-იციმაინც რამდენი გოგო ცდილობს მათე ხომერიკის ხელში ჩაგდებას, და შენ ერთ დღეში საქმროდ გამოაცხადე?
-კარგი რა ეგ მხოლოდ გიორგისთან, ჩემს ცოლად მოყვანას მართლა კიარ აპირებს
-ამას მარტო ქეთა ავალიანი თუ მოახერხებდა.
-მითხრა ჩემთან ვალში ხარო და ესე ადვილად ვერდავაღწევ თავს.
- დრო გიჩვენებს რაუნდა ქნა. მათე ასე უბრალოდ არავისთან იჭერს საქმეს
-მეც ზუსტად მაგის მეშინია
-კარგი ახლა, წავიდეთ თორემ დაგვაგვიანდა. მთელ დღეს მიმღებში ვატარებ,ვირუსების გამო უამრავი პაციენტია და მეც ძალიან ვიღლები. უკვე საღამოა, ლიკასთან ერთად რომ ვტოვებ საავადმყოფოს, გარეთ გამოვდივართ და მისი ტელეფონი რეკავს
-ჰო ლუკა
-მე და ქეთა ვართ
-კარგი გელოდებით.
აქვე ვარ და გაგიყვანთო მეუბნება ლიკა და ლუკაც მალე მოდის. ლიკა გახარებული მირბის მისკენ და წინა სავაძელს იკავებს. მე უკან ვჯდები და ისეთი დაღლილი ვარ თავს მაშინვე მინას ვადებ. უცებ ნახნობი ხმა მესმის, რომელიც ისე ახლოსაა ჩემთან, რომ მისი სუნთქვა პირდაპირ კისერთან მეფრქვევა.
-საქმროს არუნდა მიესალმო?
-მაშინვე ვსწორდები და გაფართოებული თვალებით ვუყურებ მერე აზრზე მოვდივარ და ძლივს გასაგონად ვამბობგამარჯობა!
-როგორახარ ქეთა? სარკეში მიყუებს ლუკა და მხიარლად მესალმება.
-ძალიან დავიღალე ლუკა შენ?
-ძველებურად
-სადმე წავიდეთ?
-მე სახლში, არაფრის თავი არმაქვს. ვამბობ და ვცდილობ მათეს მზერა დავაიგნორო.
მანქანა სახლთან ჩერდება და ისე სწრაფად ჩავდივარ, დამშვიდობებას ძლივს ვასწრებ, ამდროს მათეს ხმაც მესმის.
-მეც აქ ჩამოვალ, საქმე მაქვს აქ რაღაც,
ადგილზე ვიყინები და მანქანის წასვლის შემდეგ მოვდივარ გონს, ჩემს პირდაპირ დგას და თვალებში მიყურებს, მხოლოდ ერთს ვფიქრობ როგორ ავორთქლდე აქედან და ადგილიდან სწრაფად ვიძვრი,რომ მისი ძლიერი ხელი მაჩერებს.
-სად გარბიხარ ქალბატონო?
-გამიშვი რაგინდა ჩემგან?
-ჯერ არვიცი
-იცი რა? ვინმე რიგითი გოგო არგეგონო, რომელსაც სხვებივით მოექცევი
-შენ რაიცი მე ვის როგორ ვექცევი? ხმა უმკაცრდება მათეს
-არვიცი, არაფერი არვიცი
-ჰოდა არცარის საჭირო გაიგო, და წინასწარ დასკვნებს ნუაკეთებ. ახლა სახლში ადი გაცივდები მკაცრი,მაგრამ მაინც მზრუნველი ტონით მეუბნება და მანამ მიყურებს,სანამ სადარბაზოში არ შევდივარ. სახლში ასულს კარებში ლიზიკო მხვდება და დაღლილობაც წამში მავიწყდება. ვეხვევი და ხელში აყვანილი შემყავს მისაღებში,სადაც დეა და იკა ტელევიზორს უყურებენ და ყურადღება ჩემზე გადმოაქვთ
-მოხვედი ქეთა? ხოარ დაიღალე? მეკითხება იკა
-კი,სრული ქაოლი იყო დღეს,იმდენი პაციენტი შემოვიდა.
-აბა რაგეგონა ექიმობა ადვილი საქმე კიარარის
-ჩაის გაგიკეთებ და ოთახში შემოგიტან მანამდე გამოიცვალე.
-მადლობა დეაკო. ლიზის კიდევ ერთხელ ვკოცნი ფეხზე ვდგები და ოთახში შევდივარ. ტანსაცმელს ვიცვლი და დეაც სწრაფად შემოდის ოთახში ჩაის ჭიქით და ნამცხვრით. ტუმბოზე დგამს და საზოლზე მიჯდება
-დალიე გათბები! ჭიქას ხელებს ვხვევ და ცხელი სითხე ძალიან მსიამოვნებს ერთიანად ვთბები და ჭიქას ისევ ტუმბოზე ვდგამ დეას კალთაში თავს ვდებ და მოყოლას ვიწყებ.ყველაფერს ვყვები მათეს გაცნობის დღიდან დღევანდელ საღამომდე, ისევ კოცნის სცენის გამოკლებით რადგან არმინდა ეს ვინმემ გაიგოს, თითქოს იმედგაცრუების მეშინია.
დეა მშვიდად მისმენს და ბოლოს მეუბნება.
-მოგწონს?
-არვიცი, მეშინია მგონია რომ მეთამაშება
-გულს მიენდე, ნუიჩქარებ და დაუფიქრებლად არაფერი გააკეთო,
-როცა მიახლოვდება ყველაფერი მავიწყდება და საშინლად ვიბნევი
-ანუ რაღაცას გრძნობ, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა,დრო გიჩვენებს. როგორ მომნატრებია შენთან საუბარი,ვეუბნები და ისიც თმაზე მეფერება, ეს უკანასკნელი ისე მსიამოვნებს, რომ ვდუნდები და მალევე მეძინება. მეორე დღეს სოფელში წასვლას ვგეგმავთ ორკვირიან შვებულებას ვიღებ რომ ახალწელსაც იქ შევხვდეთ, ისე მიხარია დილიდან არ გავჩერებულვარ, ხან რას ვალაგებ ჩანთებში და ხან რას. ლიკუნას ვურეკავ და მეუბნება რომ ჩვენთანერთად ვერწამოვა მაგრამ ერთკვირაში მპირდება რომ აუცილებლად ჩმოვა და ახალ წელს ჩვენთან შეხვდება სოფელში. ყველაფრის ჩალაგებას ვრჩებით და იკას ველოდებით როდის მოვა. ტელევიზორის ყურებაში ვერთობი, გუშინდელი დღე მახსენდება და ისევ ვსვდიანდები. მათეს ისევ ვაწყენინე, ისევ დაუფიქრებლად წამოვაყრანტალე და ამის მერე არც ვიცი როდის ვნახავ.
-წავედით ქეთა, ფიქრებიდან დეას ხმას გამოვყავარ და ფეხზე ვდგები. ქურთუკს ვიცმევ და ლიზიკო ხელში ამყავს. გზაში მალევე მეძინება და ქუთაისამდე ისე ჩავდივართ ვერაფერს ვიგებ. სამაგიეროდ ლიზიკოს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია და ახლაც მღერის. ჩვენს სოფლამდე ნახევარი საათის სავალია მანქანა ნაცნობ ჭიშკართან ჩერდება და მე და ლიზიკო გახარებულები ვხტებით მანქანიდან ჭიშკრის ხმაზე ბებია გამოდის ეზოში და როცა გვცნობს ხელებგაშლილი მოდის ჩვენსკენ ჯერ მე მეხუტება და ლოყებს მიკოცნის, როგორ მომნატრებია, ნაოჭებიან სახეს მთლიანად ვუკოცნი და ახლა ლიზიკოს იყვანს ხელში
-დედა, რავა გამახარეთ თქვე ახტაჯანებო, შემოდით ბებია შემოდით სიცივეა. დეას და იკას ბარგი გადმოაქვთ მანქანიდან და მეც მათკენ მივდივარ მოსახმარებლად ბებია გახარებული კოცნის სიძეს და შვილიშვილს და ყველანი სახლში შევდივართ. ისეთი სასიამოვნო სუნი დგას ვერვარჩევ ეს ლამარას გაკეთებული საჭმლისაა თუ იმ შეშის ბუხარში რომ იწვის. ზამთარში ყველაზემეტად მიყვარს აქყოფნა ბუხართან და საყვარელ ადამიანებთან ვგრძნობ რომ ეს ორი კვირა დაუვიწყარი იქნება.
-ბაბუა სადარის? ვეკითხები ლამარას რომელიც ქოთქოთებს ამდენი რამის ყიდვის გამო.
-მეზობელთან არის ბებია, ტელწვიზორი გაგვიფუჭდა და იქუყურობს რაცხა საინფორმაციოს.
-ტელევიზორს რამოუვიდა? კითხულობს იკა
-რავიცი შვილო კია ასი წლის და დაძველდა ალბათ. ბაბუათქვენს კიდო მაგის გარეშე არშეუძლია ერთი წუთი
-ეს რომ გვცოდნოდა წამოვიღებდით ჩვენ.
-რასამბობ ბებია, მაგაზე თქვენ რავა შეგაწუხებთ
-ლიკუნას დავურეკავ და წამოსვლისას იყიდის, ფულს გავუგზავნი. ვამბობ იდეით კმაყოფილი.
-ლამარა ისე მშია მარტო შენ და შენი ხაჭაპურები თუმიშველით ახლა.
-ახლავე ბებია, ყველაფერს გავაკეთებ, რაფერ გამხდარხარ ბებია, ვინ წაგიყვანს ასე გაჩხინკულს? მეუბნება ნათელა და რატომღაც ისევ მათე მახსენდება და ვსევდიანდები, თუმცა მალე მოვდივარ ხასიათზე და ლამარას სამზარეულოსკენ მივყვები.
ბარგი ოთახებში აგვაქვს და ყველანი ბუხართან ვიკრიბებით. მალე ბაბუაც მოდის და მასაც ძალიან უხარია ხვენი ნახვა განსაკუთრებით იკასი, ამწლის ღვინის გასინჯვას პირდება და მარნისკენ მიდის,
-რავა სულ დალევაზე ფიქრობ შეკაცო, ამოასუნთქე ხალხს დაღლილები იქნებიან ამხელა გზაზე ნამგზავრები.
მალევე იშლება სუფრა ბუხართან. ნათელა ხაჭაპურების გამო უამრავ კომპლიმენტს იღებს და ისიც გახარებული დაგვტრიალებს თავს. ბაბუა და იკა რამდენიმე ჭიქა ღვინოს სვამენ და ღვინოც მოწონებას იმსახურებს. ოთახში ავდივარ ლიკუნას ვურეკავ.
-ჰო ქეთა ჩახვედით?
-კი აქვართ უკვე, იცი რა კარგია?
-აუ მეც ძალიან მინდოდა ჩამოსვლა, მალე ჩამოვალ მომიკითხე შენები
-ლიკუ ფულს გამოგიგზავნი ტელევიზორი გაუფუჭდა ბებოს და შეძლებ წამოღებას?
-უი დამავიწყდა თქმა ლუკა წამომიყვანს მანქანით, კი წამოვიღებთ აუცილებლად
-ლუკა? მაშინვე მათე მახსენდება თუმცა თავს ვიკავებ კითხვისგან.
-ხო დარჩება?
-არვიცი, უხერხული ხომარიქნება? ისედაც ამდენი ხალხი.
-რაგინდა გოგო შენ, ნათელა გადარიო? ვეუბნები მხიარულად და ნათელას იმიტაციას ვაკეთებ
-კარგი ვეტყვი, აბა დროებით თოვლი დამახვედრე იცოდე
-აბა ახალიწელი თოვლის გარეშე სადგინახავს? ჩამოდით და ყველაფერს დაგახვედრებთ
-კარგი გაკოცე და არმოიწყინო მეუბნება გადაკვრით და თითქოს ხვდება ჩემი მოწყენის მიზეზს.
მეორე დღეს გამოძინებული ვდგები და მისაღებში ჩავდივარ სადაც უკვე საუზმეა გაშლილი და საუზმობენ. საუზმეს გემრიელად შევექცევი და უკვე გასუქებისაც მეშინია. მე და დეა მთელ დღეს სახლის ლაგებას ვუნდებით, ლიზიკო ლამარას დაყვება აქეთ-იქეთ. იკა ბაბუას შეშიდს დაჩეხვაში ეხმარება. ეს დღეც სრულდება და დანარჩენი ერთი კვირაც ასე გადის. დილით სიცივე მაღვიძებს და უკმაყოფილოდ ვჭმუხნი სახეს. ლოგინიდან ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ, სიხარულით ხტუნვას და კივილს ვიწყებ და პირველ სართულზე კივილით ვეშვები
-თოვლი მოვიდაა!!



№1  offline წევრი LSD

Tbili tavi iko dzaan momwons esistoriaa saswauli gogoxar imedimakvs shemdegi coda didi ikneba warmateebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი lina777

LSD
Tbili tavi iko dzaan momwons esistoriaa saswauli gogoxar imedimakvs shemdegi coda didi ikneba warmateebebi❤️❤️

მადლობა ❤️

 


№3  offline წევრი isterichka123

dzan momwons kai gagrdzele

 


№4 სტუმარი lana

მალე დადე შემდეგი რა გთხოოვ

 


№5 სტუმარი Guest Ketu

Male dade ise velodebi mteli dge am istoriaze vfiqrob :-) kargi xar :-* warmatebebi..... male dade ra

 


№6  offline წევრი Mtirala

Agar agrdzeleeb
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent