შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობის თვალთახედვა (ნაწილი IV) 02:02


12-12-2016, 02:01
ავტორი Maniacal Laughter
ნანახია 1 253

01:47
უკვე მერამდენედ დამერღვა ძილი, თუკი მეძინა საერთოდ. ისევ იგივე სცენარი მეორდება, რაც უწინ, ფანჯრის რაფაზე იდაყვდაყრდნობილი დავყურებ ინგოროყვას ცარიელ ქუჩას, პირში სიგარეტ გაჩრილი და თვალებს უაზროდ ვაცეცებ ლამპიონებსა და მოპირდაპირე ბინის აივნების მოაჯირებს შორის. მუსიკას ვრთავ და ოთახს konoba - on our knees ავსებს , და არამარტო ოთახს, დარწმუნებული ვარ, მთელ ქუჩას ფარავს.
უკვე მერანდენედ ღამდება ასე ემოციურად. ფიქრები რომ შემოგაწვება და მოსვენებას არ გაძლევს. უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში, მაგრამ არც ერთ მათგანზე პასუხის მოსმენა შვრბას არ მომგვრის, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ამ კითხვების ხმამაღლა დასმას აურზაური და ხმამაღალ ტონთა უაზრო ტრიალი მოჰყვება ჩემ გარშემო მყოფებისგან. რამდენჯერ დაგმართნიათ ასე? რამდენჯერ შეგშინებიათ საკუთარი სზრის გახმოვანების, რადგან იცოდით, რომ ვერ გაგიგებდნენ, გაგრიყავდნენ, აგითვალწუნებდნენ, უაზრო კამათს დაგიწყებდნენ, ზურგს გაქცევდნენ. რამდენჯერ ჩაგიკლავს გაჩენილი აზრი საკუთარ გონებაში, რადგან იცოდით, რომ სხვას არ მოეწოონებოდა.
მე პირადად ბევრჯერ მომსვლია ასე, ბევრჯერ გამიხსნია ბაგეები რაიმეს სათქმელად მაგრამ უმალვე მომიკუმავს პირი, ვიცოდი არავინ დამიდგებოდა გვერდით, არავინ დამეთანხმებოდა და დამიჭერდა მხარს. მაგრამ ყოფილა ისეც, თავი ვეღარ შემიკავებია და ბოლომდე მითქვამს სათქმელი, სამაგიეროდ კი კრიტიკისა და წინააღმდეგობის მთელი ზღვა ამხედრებულა ჩემს წინააღმდეგ.
სწორედ ესაა ადამიანების გამოუსწორებელი ნაკლი, ვერ იაზრებენ იმას რაც შეიძლება სხვისთვის რეალობას წარმოადგენდეს, რადგან მათთვის ეს იმ სამყაროს იმ კანონთა რღვევაა რომელიც თავად შექმნეს. ასეთ დროს კი ძნელია იბრძოლო შენი აზრის დასაცავად ათასობით და ათი ათაშობით გაავებული ადამიანის წინააღმდეგ. ჩვენც თავს ვანებებთ ქარის საწინააღმდეგოდ სიარულს და დინებას მივყვებით, ჩუმად და უხმაუროდ.
ცნობიერება არეული კიდევ ერთ ღერს ვუკიდებ და ქუჩის სტუმარს ვაკვირდები, ლეონიძის კუთხიდან ჯერ ორმა თვალმა გამოანათა, შემდეგ კი ცარიელ ქუჩას ნელი ნაბიჯით ამოუყვა შავი კატა, ან იქნებ თეთრი, ასეთ სიბნელეში მის ფერსაც კი ვერ გაარჩევს ადამიანი. ტანის ნელი მოძრაობით და კუდის ნელი რხევით მოსეირნობს ღამის უცნობი სტუმარი. წამით ჩერდება, ალბათ ჩემი ოთახიდან გამავალი მელოდია სწვდება მის სმენას, მზერას მაბყრობს და უცნაურად შემომჩხავის. თვალს არ ვაშორებ, ტრიალდება და სწრაფი მოძრაობით სადღაც ქრება.
ისევ მარტო ვარ და თავში ისევ უცნაური, მხოლოდ ღამისთვის ცნობილი კითხვები ტრიალებს.
იცი ვინ ხარ?
იაზრებ რა შეგემთხვა?
გინდა ასე განაგრძო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent