შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რამდენჯერ


5-04-2016, 13:50
ავტორი Kristy
ნანახია 1 849

რამდენჯერ შევნიშნე შენს თვალზე ცრემლები,
როცა მე მტკიოდა გატეხილი გული
და ისევ ძლიერად ჩამკიდე ხელები,
რომ გადაგერჩინა მომაკვდავი სული!

რამდენჯერ მინახავს მზერაში მალავდი,
ჩემი არჩევანი როგორ არ მოგწონდა
და ხშირად გეგონა, რომ ვეღარ ვხედავდი,
რამდენად ძლიერი სიყვარული გქონდა!

რამდენჯერ გტკენია და სიტყვა არ გითქვამს,
ზოგჯერ კი სიმართლე არ დაგიმალია,
მიგრძვნია შავეთის ფერები და მითქვამს,
რომ ჩემი წუხილი შენი ტკივილია!

რამდენჯერ მინახავს... ამიტომ ვიცი, რომ
ჩემი სიხარული ღიმილს გფენს სახეზე
და როცა მიყურებ, არ მინდა ვიტირო,
არ მინდა ვიფიქრო გატეხილ სახელზე!

რამდენჯერ სევდიანს ჩუმად გპოულობდი
ოთახში შეკეტილს (ჩემთვის რომ ტიროდი)
და თუმცა სანაცვლოდ მადლს ვერ პოულობდი,
საყვედურს მალავდი და კვლავ იღიმოდი!

რამდენჯერ უგულო სიტყვებსაც ვიტყოდი,
ჩემს წუხილს და სევდას უსიტყვოდ იგებდი
და რომ სიჯიუტის შედეგებს ვიმკოდი,
პასუხისმგებლობას შენს თავზე იღებდი!

რამდენჯერ ცხოვრებას აქციე ზურგი და
რამდენი უძილო ღამეც კი გქონია,
ჩემ გამო, ძვირფასო, სიცოცხლე კვლავ გინდა...
მაკვირვებს, დედობას რა გული ქონია!

რამდენჯერ არ მითქვამს, როგორ მჭირდებოდი,
რადგან ბრაზს ვაძლევდი ბატონობის ნებას
და კვლავ ყოველ ჯერზე ჩუმად გპირდებოდი,
რომ არ მოგაკლებდი სათანადო ქებას!

რამდენჯერ უგულოდ დაგტოვე ეული
და ბევრჯერ გვქონია გაყრილი ენები,
ჩემგანაც გსმენია სიტყვები სნეული,
რამდენი უაზრო პატარა წყენები!

რამდენჯერ უთქმელად გამქრალი სიტყვები,
რამდენი შესაძლო ლამაზი წამი და
ახლა საოცარი გრძნობებით გიყვები:
შენს გარდა, ძვირფასო, არავინ არ მინდა!

რამდენჯერ მქონია უაზრო ქცევები,
რამდენი გარგუნე უჩემო დღეები
და როცა ფიქრებში უკან ვიხედები,
ვხვდები, რომ თანდათან ივსება შრეები!

რამდენჯერ ოცნების ფერადი ფუთები
აგივსო სილაღით ჩემმა სიყვარულმა
და გრძელი, ამაყი ღიმილის წუთები
გარგუნა, დედიკო, შენმა სიხარულმა!

რამდენჯერ პირობა დავტოვე პირობად,
ახლა კი მინდა, რომ შევცვალო ეს გზები!
მინდა შენი გრძნობა შევრაცხო გმირობად
და რომ დაგიბრუნო დაკარგული წლები!



№1 სტუმარი Magda

უძლიერესი ლექსია. საოცარი. სიტყვები არ მყოფნის

 


№2 სტუმარი barfh

maria genacvale

magaria genacvale

 


№3 სტუმარი Nini

ისეთი ლექსია დედა რო უფრო შეგაყვარებს,მაგარია

 


№4 სტუმარი Firestorm

დედაშენი შენით იამაყებს ამაში დარწმუნებული ვარ
შეუძლებელია ასე არ იყოს
როცა დედაზე ასეთ ლექსს დაწერ, როგორ უნდა გიყვარდეს
საოცარი რამეა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent