სვანური ვერდიქტი (19 თავი)
თავი ცივ კედელზე მქონდა მიყრდნობილი თვალები დახუჭული, ნაბიჯების ხმა გავიგონე, ფრთხილად თითქოს უჩუმრად მოდიოდა, თვალებ დახჭულმაც კი ვიგრძენი მისი სიახლოვე, ისევ ტელეფონის ხმა, ნელა ძალიან ნელა გავახილე თვალები, არ გამიგია არც ერთი სიტყვა რაც თქვა, მხოლოდ ის შევამჩნიე ღიმილიანი სახით რომ დამიჯდა ისევ გვერდით. -სასწაულების მჯერა უკვე იცი?- ისევ იღიმოდა და ტელეფონს ხელში ათამაშებდა. -თუკი ირწმუნებ აუცილებლად ახდება კიდეც, ამბობენ ფიქრებს დიდი ძალა აქვსო, რასაც ფიქრობ ადრე თუ გვიან იმ გზას გაივლიო. -ნელ-ნელა ვრწმუნდები ამ ყველაფერში, მართლაც რომ დიდი ძალა აქვს ფიქრებს. -რა მოხდა?- დამაინტრიგა მისმა ღიმილმა. -სიურპრიზია მარიამო- ისევ ღიმილმა დაუფარა სახე. -როგორ შეიცვალე მარგიანო, როგორ უცებ იქეცი თინეიჯერ ბიჭად. -მინდა განაგრძო, მინდა მეტი ვიცოდე შენზე. -მეგობრებზე? -არა მარტო მეგობრებზე, შენი ცხოვრების ყველა წვრილმანი მაინტერესებს. როგორც ამბობენ საინტერესო ცხოვრება გაგივლია, ბევრი რამ გინახაავს. -არა, არ ვთვლი ეგრე, მხოლოდ ტკივილი, დანარჩენი კი ყველაფერი ილუზიაა, მეგობრები ძალიან ბევრი მყავს და ამავ დროულად ძალიან ცოტა. ერთ ძალიან კარგ ადამიანს უთქმელი სიტყვები ვერ ვაპატიე, ვერ ვპატიე მისი უთქმელობა და სიცივე, მან იმის მიუხედავად რომ რამე ეთქვა, ისიც ადგა და წავიდა, შეიძლება მის ახსნასაც არ ჰქონდა აზრი მაგრამ შეიძლება ასე ძალიან არ მტკენოდა, ის ბავშობის მეგობარი იყო, რაც მახსოვს მარიამი მახსოვს ის. და რატომ თვალები? - მისგან უხმო თანხმობა მივიღე, მთელი გულით მისმენდა, მთელი ინტერესით, ჩემ სიტყვებში კიდევ უთქმელ სიტყვებს ეძებდა.- რამდენი მეგობარი გყავს?- ვკითხე უცებ. -ძალიან ცოტა, სანაცნობო ძალიან ბევრი, მაგრამ აი ისეთი ვისაც ვენდობი ძალიან ცოტა შესაბამისად მეგობრების სიაც შეზღუდულია. -მაშინ შენ ყველაზე მეტად გამიგებ, ჩემი მეგობრების სია, აი, ისინი ვისაც ვენდობი ძალიან მცირეა, იმდენად მცირე რომ ცალი ხელის თითებიც კი არ დამჭირდება. ერთი მეგობარი მყავდა, ამბობდა თვალები სულის სარკეაო, თუ მათ ამოიცნობ, ყველაზე ბედნიერად გაქცევენო, საოცარი თვალები ჰქონდა, თბილი და ოქროსფერი, აი ისეთი შენ რო გაქვს როდესაც იღიმი, საოცარი სითბოთი აღსავსე, დიდი ხნის ნაგროვები, თითქოს გინდა ერთიანად ამოხეთქო, მისი უმეგობრობა დღემდე მტკივა, მისმა გარდაცვალებამ დამაცარელა, ერთინად გავცივდი, მერე... მერე იყო ბევრი ... ტკივილი, ღიმილი ბედნიერება და იმედგაცრუებაც... -ძალიან კრიტუკულდ ხომ არ ხარ განწყობილი, როგორც საკუთარი ასევე მეგობრების მიმართ, ვინც შენს გარშემო არიან? -არა, არ ვფიქრობ ეგრე, არც ერთ გადადგმულ ნაბიჯს არ ვნანობ, ზოგჯერ უმოქმედობა მინანია მაგრამ, არც ერთი გადადგმული ნაბიჯი. -გიბრძოლია? -კი თითქმის მთელი ცხოვრებაა ვბრძოლობ, იმისთვის რაც მინდოდა, რაც ვარ დღეს, ყველაფრისთვის ომი მიწევსს, განა იმიტომ რომ ვინმე ხელს მიშლის, არა, უბრალოდ ბრძოლის გარეშე ვერაფერს ვერ გახდები, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ სურვილებზე უარის თქმაც გვიწევს საყვარელი ადამიანების გამო. ჩვენ სურვილებს გვერდზე, მეორე ხარისხოვნად ვთვლით რომ ისინი იყვნენ ღიმილიანები და ბედნიერები. მე ბედნიერების დრო გამომეპარაა, განა იმიტომ რომ არ მინდოდა, უბრალოდ იმ დროს სხვა რამით ვიყავი დაკავებული. -ნანობ? -კი, არც ბევრს და არც ცოტას, სინანული ერთგვარი შვებაა, აი, თუნდაც შენ რომ გიყვები, ეს ერთგვარი შვებაა, თითქოს იმდენად აღარ მეფიქრება, აღარ მაწუხებს კიდეც. -შეცვლიდი რამეს? -კი, ადამიანების გამო აღარ დავდებდი თავს, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის ისევ ისეთი მიამიტი ბავშვი ვრჩები და მაინც ვუშვებ ისევ და ისევ ერთი და იგივე შეცდომას. ვერ ვსწავლობ რომ ყველა ადამიანი ისე ღრმად არ უნდა შემოუშვა შენში რომ მან გაგანადგუროს, ისე რომ სხვა მოვიდეს და შენი გამთელებაც კი ვერ მოახერხოს, -ყველაფერს გულწრფელად ვეუბნებოდი, იმას რასაც ვფიქრობდი და რაც უკვე დიდი ხანია მინდოდა რომ მეთქვა- რომ ამბობენ თუკი შეცდომის გამოსწორების უფლება მექნებოდაო, თუ კი ჩემი სურვილი იქნებოდაო არ დავიბდებოდიო- აქ მწარედ გამეღიმა, მან კი მძიმედ ამოისუნთქა- ამას არასოდეს არ დავუშვებდი, არ ვიტყვი და არავისს მივცემ უფლებას იგივე გაიმეოროს. -აი, მასზე რას იტყვი? შენს მეგობარზე, კეთილ ფერიას რომ ეძახი? მასთან როგორი ხარ? -მასთან? ... მასთანნ ისეთი... როგორიც საკუთარ თავთან... გიჟიც, ჭკვიანიც, მხიარული, მოწყენილი, დაღლილი და ნახევრად მძინარე... თითქოს ყველაფერს ვგრძნობ რასაც ის, რასაც განვიცდი განიცდის ისიც, მახარებს.. მებუზღუნება... რამდენჯერ მოკვლითაც კი დამემუქრა... -მისი გახსენებისას სიმშვიდე იგრძნო სულმა.. მომნატრებია მასთან ჭორაობა. მისი ბუზღუნი და საყვედურებიც კი... - ჩუმად ნესკვიკის გოგოს ვეძახი, ეს რომ იცოდეს, ნამდვილად მომკლავს - ხმამაღლა გამეცინა და მისი სახეც ღიმილმა დაფარა. -რატომ გესმით ასე ერთმანეთის?- დაინტერესდა, ეს კითხვა ადრეც დამისვა მაგრამ პასუხმა არ დააკმაყოფილა, მაშინ გამახსენდა, ადრე ჩვენი დიალოგი, ჩემი ფერია რომ მიყვებოდა: ,, იყო დრო, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო.. უდარდელი, ლაღი ბავშვობა მქონდა. ყველა სირთულეს გადავლახავდი მეგონა, ყველა პრობლემას მოვაგვარებდი.. მათი წყალობით და გვერდში დგომით.. არ იყო აუცილებელი რამეში დამხმარებოდნენ, მათი უბრალო არსებობაც დიდი სტიმული იყო ჩემთვის.. -მერე რა მოხდა? რა შეიცვალა? -დარწმუნებული ხარ, რომ გინდა მოისმინო? -მომიყევი, გთხოვ, გამიზიარე შენი ტკივილი, ასე უფრო მოგეშვება-თბილად გავუღიმე. -სკოლის დამთავრების შემდეგ, ურთიერთობა არ გაგვიწყვეტია, უნივერსიტეტშიც ერთად ჩავაბარეთ რამდენიმე მეგობარმა, ყოველდღე ერთად მივდიოდით და მოვდიოდით, ერთად ვმეცადინეობდით, ზოგჯერ ლექციებს ვაცდენდით, ვერთობოდით და ვმხიარულობდით, უბედნიერესი ვიყავი.. მათით ვხარობდი- ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. უცებ მისი ხელი ვიგრძენი ჩემ ხელზე, სითბომ, ჟრუანტელმა, დენმა-ყველაფერმა ერთად დამიარა მთელ სხეულში.. შევკრთი.. იგრძნო, მაგრამ ხელი არ აუღია.. ყველაზე მეტი მაინც სიმშვიდე იყო, გასაოცარი სიმშვიდე მის გვერდით და დაცულობა.. თვალებში ჩახედვა ვერ გავბედე, ისე განვაგრძე მოყოლა.. -მათ მაგივრადაც მე ვმეცადინეობდი, ოღონდ ჩაებარებინათ, ღამეებს ვათევდი, მარტივ ენაზე ვუწერდი თემებს და ვაიძულებდი, ესწავლათ- მწარედ ჩამეცინა.-მერე ყველაფერი შეიცვალა, საჭირო აღარ ვიყავი, თვითონ ართმევდნენ თავს სირთულეებს და ჩემი სახელი აღარც ახოვდათ.. მალევე ჩამანაცვლეს.. სხვებთან ერთად ატარებდნენ დროს, ქუჩაში შემთხვევით თუ შემხვდებოდნენ, გამარჯობასაც აღარ მეუბნებოდნენ.. მწყინდა, მაგრამ ვითმენდი, მჯეროდა, მალე მოეგებოდნენ გონს.. გაახსენდებოდათ ერთად გატარებული ბავშვობა, მოვენატრებოდი და ჩემთან დაბრუნდებოდნენ, მე კი ისე მივიღებდი მათ, თითქოს არაფერი შეცვლიდა, ისევ ისე გავაგრძელებდით მეგობრობას და ყველაფერი კარგად იქნებოდა.. ამ ილუზიებში დიდხანს ვიცხოვრე, სანამ..-გავჩუმდი, გაგრძელება მიმძიმდა.. მიმიხვდა.. დიდხანს მელოდა, თუმცა მოთმინებამ მაინც უმტყუნა.. -სანამ? -მკითხა -სანამ ისეთი რამ არ ჩაიდინეს, რასაც მეც კი ვერ ვაპატიებდი. -რა?-აღმოხდა გაოცებულს. -ღალატი-დავიჩურჩულე, თითქოს არ მინდოდა ვინმეს გაეგო.... შევძრწუნდი.. შემეშინდა.. ოთახმა თითქოს რყევა დაიწყო, პირველად.. პირველად წარმოვთქვი ეს ყველაფერი ხმამაღლა და დამერწმუნეთ, ადვილი სულაც არ ყოფილა.. დიდხანს ვიყავი გახევებული და ხმას ვერ ვიღებდი.. ვხედავდი, როგორი თანაგრძნობით მიყურებდა, თანაგრძნობით და არა სიბრალულით და ეს ძალას მმატებდა, შოკიდან გამოსვლაში მეხმარებოდა, მისი გამოწვდილი წყლის ჭიქა ავიღე და ერთი ამოსუნთქვით ჩავცალე.. თავი უკეთ ვიგრძენი, ძალა მოვიკრიბე და განვაგრძე: -იცი პირველად როდის გავბედე ამ ამბის მოყოლა? როდის ვიგრძენი ოდნავი შვება? -არა- თავი გააქნია. -როცა მას მოვუყევი -ჩამეღიმა. -მას? შენს ფერიას? -ჰო, კეთილ ფერიას. -რა გითხრა ასეთი? -ძნელი წარმოსადგენია ალბათ, რომ მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ჩემმა ოჯახმა, ახლობლებმა, ფსიქოლოგებმა, ფსიქიატრებმა და ა.შ, ხომ? -ეგ როგორ?-გაუკვირდა. -იცი ხანდახან მგონია, ის არც არსებობს და მე გამოვიგონე, იცი რატომ? -რატომ? - მეტი ინტერესი იგრძნობოდა მის ხმაში -ის იდეალურია.. მეშინია მისი ნახვა, მეშინია იმედი არ გამიქრეს. იმედი იმისა, რომ მისნაირი ადამიანები მართლაც არსებობენ. მასთან ძალიან გულახდილი ვიყავი, გაცნობიდან ძალიან მალევე მოვუყევი ყველაფერი.. -რა მოხდა?- შეპარვით მკითხა. -გთხოვ, ნუ მაიძულებ ყველაფრის მოყოლას, ახლა არა, არ შემიძლია, ოდესმე იქნებ.. ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს ჩემი სულის ნაწილები იყვნენ და საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ყველა, მათ გამიმეტეს.. სასიკვდილოდ გამწირეს.. მათმა საქციელმა გული სასტიკად მომიკლა, დამინაწევრა და სამუდამო ტანჯვისთვის გაიმეტა.. მეშინოდა, რომ მას ვეღარავინ გაამთელებდა.. სანამ მას არ შევხვდი, სიცოცხლის რწმენა და ხალისი დამიბრუნა და ცხოვრებისკენ მომაბრუნა.. საოცარია, ხომ? -ეს მხოლოდ მან შეძლო? კეთილმა ფერიამ?-ჩამეკითხა. -არა მხოლოდ მან -უფრო ჩემთვის ჩავიბურტყუნე და საბედნიეროდ არც გაუგია-ჰო, მან- ხმამაღლა განვაგრძე -მან მითხრა, რომ ადამიანები ხშირად უშვებენ შეცდომებს, არ ფიქრობენ სხვების ტკივილზე, მაგრამ რამდენიმე მათგანის სულელური ქცევის გამო კაცთა მოდგმას ხაზი არ უნდა გადავუსვათ, განა ჩვენ თვითონ არ გვიწყენინებია სხვისთვის? გული არავისთვის გაგვიტეხია? რა თქმა უნდა კი, მთავარი ეს არაა, მთავარია პატიების და მონანიების უნარები გვქონდეს, ჩვენი მოვინანიოთ და სხვას ვაპატიოთ, მერე ყველაფერი დავივიწყოთ და ახალი იმედებით გავაგრძელოთ ცხოვრება, ახალი ფურცლიდან.. მეც ასე მოვიქეცი, ბარგი ჩავალაგე და აი დღეს აქ ვარ-“ მისი ხმა, სხე გამახსენდა როდესაც ესს ყველფერი გამახსენდა, ის იქ დავბრუნდი იმ დროში, ისევ დამიდგა თვალწინ მისი თაფლისფერი თვალები და გამეღიმა. - რა? მასაც უღალატეს? ვიცი რომ მისი კეთილი ფერია შენ ხარ, უკვე მივხვდი, მაგრამ ეს ყველაფერი ვის მოუყვა?- მისმა ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან- ასე ერთმაინერები როგორ შეხვდით ერთმანეთს? -საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, მაგრამ მისმა ერთმა ძალიან ახლობელმა ადამიანმა თქვა რომ ჩვენ ორივეს თბილი თვალები გვაქვს და არ შეიძლება ამ თვალების პატრონი ბოროტს ფიქრობდესო. აი ასე, სრულიად ორი უცნობი ადამიანი ერთმანეთისთვის ძალიან ახლობლები გავხდით. ვის? ეგ არ ვიცი, მხოლოდ მათი დიალოგის ყველა უმნიშვნელოვანესი დეტალი სიტყვა სიტყვით ამიღწერა. -მეც მაგ აზრზე ვარ, თბილი თვალები გაქვს. -ოჰ, თავად დიდი მარგიანისგან ეს სიტყვები დასაფასებელია- ოთახიდან ხველების ხმა გავიგონე და წამებში გავჩნდი საწოლთან, ბაქარს სიცხე ქონდა, ახველებდა, წამლების პარკს ისევ დავწვდი, ანტიბიოტიკების მთელი შეკვრა ვიპოვე, დავალევინე და საწოლთან ჩამოვჯექი. -მე წავალ და მალე დავბრუნდები- ჩუმად მითხრა მან- თუ რამე შემატყობინე. -კარგი, თავს გაუფრთხილდი. -უკვე ვუფრთხილდები- ჩვეული ფრაზით მიპასუხა, ტუჩის კუთხეში გაეპარა ღიმილი და ჩუმად გაიხურა კარი. ოთახს მოვავლე თვალი, ნაცრისფერ ფერში იყო, ერთ მხარეს ორი ტონით მუქი დეკორი გაეკეთებინათ და წიგნების თარო, მოჩუქურთმებული, ოღონდ არეული თაროები, არაორდინალური, სიძველისა და თანამედროვეობის შერწყმა ერთად, რამდენიმე ფოტო, ნაინა და იაგო ერთად ბავშვობაში, მერე მარტო იაგო მკაცრი გამოხედვით, ისევ ნაინა და იაგო მეგობრებთან ერთად, ყველანი იღიმოდნენ, ერთმა გოგონამ მიიპყრო ჩემი ყურადღება, გოგონამ კი არა მისმა თვალებმა, დამეფიცება ეს თვალები სადღაც მყავს ნანახი, თბილი თვალები, მოციმციმე და ნაზი. -შენ მარიამი ხარ?- მომესმა ბოხი ხმა, ოდნავ შევკრთი კიდეც. -კი მე ვარ მარიამი- სურათი ადგილზე დავაბრუნე, გავუღიმე და საწოლთან სკამზე ჩამოვჯექი.- როგორ ხარ? როგორ გრძნობ თავს? -ისე თითქოს ნაცემი ვიყო- გაღიმე სცადა.- თუ ვარ? - აშკარად ხუმრობის თავი ჰქონდა, ან ზოგადად ესეთი იყო. -არა, მგონი უნდა იყო კიდეც- მეც გამეღიმა მის დამანჭულ სახეზე. -აბა მარიამ ექიმო, რამდენ ხანში შევძლებ წამოდგომას? -დღეს უნდა დაისვენო, როგორც შენი პირადი ექიმი გიკრძალავ მოძრაობებს, განსაკუთრებული შემთხვევისა წამოდგომას, თამროს შენი თავი საღი უნდა ჩავაბარო- ექიმის მსგავსად მკაცრი ხმა მქონდა, რაზეც მეც კი გამეცინა, მას ჯერ ღიმილი გაუკრთა შემდეგ კი ორივენი ერთ ხმაში ვიცინოდით. ,,მალე მოვალ, მიხედე მაგას არ ადგეს, თუ რამე დაგჭირდეს იცი სადაცა ნაინას ოთახი, იქ ყველაფერს იპოვი, თავს ვუფრთხილდები“- მომივიდა შეტყობინება. -დიდი ხანია აქ ხარ?- პაციენტი აშკარად საუბრის ხასიათზე იყო. -თითქმის ერთი თვეა. ორი კვირით ჩამოვედი მაგრამ როგორც ხედავ შემოვრჩი. -ხო, ასე იცის სვანურმა ბუნებამ და ხალხმა, თუ შეგიყვარა აღარ გაგიშვებს. -ხო, მსმენია ამ ყველაფერზე. -როგორ მიდის წიგნის წერის ამბები? ნაინამ მითხრა რომ წერ- უცებ შეკრთა, უფრო სწორად მსმენია- უცებ შეცვალა, მაგრამ რომ მიხვდა უკვე ყველაფერი ისე გავიგე როგორც თქვა, დანებდა და თვალებში ჩამხედა- ეს იაგომ არ უნდა იცოდეს, მე და ნაინა ვმეგობრობთ, მხოლოდ ჩვენ დავრჩით აქ, უფრო სწორად ერთმანეთს ჩვენ შემოვრჩით. -შეგიძლია უფრო უკეთ ამიხსნა ყველაფერი? და თუ ნაინამ ჩემზე გითხრა იმასაც გეტყოდა რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, რომ მე ყველასი მესმის. -ჰო ვიცი და ამიტომაც ვარ მე აქ. -მოდი ნუ მაბნევ კარგი- უფრო კომფორტულად მოვკალათდი სკამზე, მანამდე ბალიში გავუსწორე და მოსასმენად მოვემზადე- მითხარი ყველაფერი ისე რომ გავიგო, თუ ნაინამ შენ აქ გამოგიშვა რაღაც ხდება და ეს მე უნდა ვიცოდე. -პირველ რიგში შენი წიგნი უნდა გამოვიდეს, განა იმიტომ კი არა რომ ჩვენ ყველანი წიგნის ფურცლებზე აღმოვჩნდეთ, ჩვენი კუთხე პოპულარი გახდეს მეტად, რომ ხალხი დაინტერესდეს ლეგენდებით, არამედ ერთი კარგი გოგონას ისტორია უნდა გაცოცხლდეს, შენ ყველაფერი არ იცი და უნდა გაიგო, ჰო მართლა შენი დღიური არ დაკარგულა, შენს ოთახში, კარადის თავზე დევს, კედლის მხარეს. -რაა?- სულ დამაბნია მისმა სიტყვებმა, ვერაფერი გავიგე რას მეუბნებოდა, რა წიგნი, რა ლეგენდა, რა ისტორია, რა გოგონა და ჩემი დღიური რა შუაში იყო.- ნორმალურად ამიხსენი გთხოვ. -ეს ნენეს ისტორიას ეხება- მას სახეზე არც ერთი ნერვი უტოკდებოდა, მაგრამ თვალებში დაგუბებული სევდა საოცრად უცვლიდა სახის ნაკვთებს. -საკმარისად დამაბნია მაგ ისტორიამ და ნაინა ალბათ გეტყოდა რომ მე წიგნს აღარ ვწერ. - ჩემი დღიური კი უგზო -უკლოდ გაუჩინარდა. -შენ ბევრი რამ არ იცი, ბევრი რამე გაიგე და გაარკვიე, მაგრამ ძებნა მაშინ შეწყვიტე როდესაც მიზანთან ყველაზე ახლოს იყავი. -გამოცანებით ნუ მელაპარაკები, პირდაპირ მითხარი. -კარგი მაშინ ისევ თავიდან დავიწყოთ- მითხრა მან, მე კი მოსასმენად მოვემზადე. -იცოდე ამჯერად მთელი ისტორია უნდა მომიყვე, არ დავუშვებ ისევ ამერიოს ფიქრები, თავ გზა. ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს მომიყვები. რა შუაში ხართ შენ და ნაინა. -ჩვენ ყელანი ერთი სამეგობრო ვიყავით. -რააა?- ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა- შენ ნაინა და ნენე? -კი და სხვები. მაგრამ შემდეგ დავიშალეთ, ზოგი გადაიხვეწა, ზოგი ჩვენს გვერდით აღარ არიან, ზოგიც კი.. -კარგი მომიყეი, არც ერთი სიტყვა არ გამოგრჩეს. მოგესალმებით... შედარებით მალე დავდე ახალი თავი... აზარიაშვილი... სეფაშვილი... ერთი ვარ და ნუ მკლავთ აღარ გეყოლებით... და ეს ისტორია ჩემს კეთილ ფერიას ეძღვნება.... მიისაკუთრა... მინდაო... და ვარგუე წილად... დამშვიდდი და ცოტა ამომასუნთქე... მადლობა ყველას ამდენი მოთმინებისა და სიყვარულისთვის... ამდენი თბილ-ტკბილი სიტყვისთვის.. მიყვარხართ მე თქვენ ძალიან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.