შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფუნქცია თუ ბედნიერება (თავი 7)


12-12-2016, 23:22
ავტორი Dollhouse
ნანახია 1 469

წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი,რომ მისი ბაგეები ჩემსას მიეწება. თმებში ხელი ჩამავლო და მისკენ მიმიზიდა.ისე დავიბენი შეწინააღმდეგებაც ვერ მოვახერხე.ბოლოს დავეხსენი. გაკვირვებული სახით მომაჩერდა.
-მგონი ახლა უნდა დაგარტყა?
-რა?
-ძალით რომ კოცნიან არტყამენ მგონი.
-ხო,მაგრამ თუ არ უნდოდათ, რაც შენ ვერ შეგატყვე .
-საერთოდ არ უნდა გაგეკეთებინა!
-მინდოდა დაგაკოცე.
-სამაგიეროდ მე არ მინდოდა!
-გინნდოდა!
-არამეთქი!
მოულოდნელად ისევ დამეწაფა,სუნთქვა შემეკრა. თითქოს აწმყომ ყოფნა შეწყვიტა.არა. არც აწმყო არ არსებობდა ამ დროს და არც წარსული. უბრალოდ წამიერი,თუმცა სამუდამო ბედნიერება იყო. აზროვნება შევწყვიტე და ტუჩებს ავყევი. ვიგრძენი როგორ გაიღიმა სანდრომ.ჯანდაბა~ რას ვაკეთებ? კოცნა შევწყვიტე და მოვშორდი.
-გვიანია. სახლში უნდა ავიდე
-ხვალ ხო მნახავ ?
-ვნახოთ
-ვნახოთ არა მნახავ!
ჩემსკენ მოიწია, ტუჩის კუთხეში მაკოცა და წავიდა.




არის ცხოვრებაში რაღაც პერიოდი, როცა რაღაც მთელიარსებით გაბედნიერებს. გაბედნიერებს იმ დონემდე, როცა გგონია,რომ იმით ცოცხლობ. ამიტომ ბრთხილადუნდა იყო, რომ ის არ დაკარგო.მგონი ბანალურად ჟღერს თუ სხვა გაგებით გამიგებთ. მე არ ვამბობ,რომ სანდრო ისე შემიყვარდა, რომ მის გარეშე სიცოცხლე მის გარეშე არ წარმომიდგენია და ბლა..ბლა..ბლა.. იმის თქმა მინდა,რომ ის საუკეთესო ნათელი წერტილი იყო ჩემს ცხოვრებაში, არის და იქნება. წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე,თუმცა ძალიან ბუნდოვნად. რომ არ დაგაბნიოთ მარტივად აგიხსნით.
აი,ბავშვობაში (ახლაც(მეზიზღებოდა დილით ადგომა. ყოველ დილით, როცა დედა მაღვიძებდა ვიწყებდი იმაზე ფიქრს რა მაქვს ისეთი, რისთვისაც ღირს ამ დილაადრიან ადგომა,რისთვისაც ღირს ცხოვრება და არა მთელი დილის თბილ საწოლში გატარება.
ერთხელ თმები კარეზე შემჭრეს. ისე მომეწონა ჩემი თმის ახალი სტილი, სწორედ დილით ადგომისას ფიქრს თმის ახალ სტილს ვანდომებდი. თითქოს თმის და ცხოვრების სტილიც შემეცვალა.ხოლო შემდეგ დილით ადგომა მეხალისებოდა. თითქოს ყველაფერი უკეთესია ვიდრე გუშინ და გუშინწინ. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ გაღვიზებენ დილით, იკიდებ თავზე ხელს და იქ არც გრძელი თემას და არც კარე. ხოლო ახლა წარმოიდგინეთ, ვიღვიძებ, არ არის ჩემი ნათელი წერტილი და არც სივრცე სადაც შემიძლია ის დავინახო. საერთოდ არაფერია.
სწორედ ასეა. ცხოვრებაში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაალამაზებენ, რადიკალურად შეცვლიან, შემდეგ კი წავლენ და რჩებით მარტო, არაფრით. არ იცით რა გააკეთოთ, არ იცით რა გინდათ, რა გინდოდათ ამ ხალხის მოსვლამდე. ისიც კი არ იცით ვინ ხართ და რატომ. შეიძლება, როცა ამას წაიკითხავთ უაზრო აბზაცებად მიიჩნევთ და თვალს ზერელედ გადაავლებთ, ანდა შეიძლება საკუთრი გრძნობები ამოიცნოთ და ჩაგაფიქროთ. არ ვიცი რას ფიქრობთ, ან რას იფიქრებთ.უბრალოდ ჩემთვის ეს აბზაცები უფრო დიდ როლს თამაშობს ვიდრე დანარჩენი ისტორია. ზოგი ხალხის აზრს ან თვითონ მათ აქცევთ ყურადღებას! მე? ხალხი ფეხებზე! თუ მათდამი ვერაფერს ვგრძნობ ან მითუმეტეს მათ გამო ვკარგავ სულის რაღაც ნაწილს. არ ვიცი , გგონიათ, რომ ვბოდიალობ. მე კი, მთელი ამ "ბოდიალობით" აღმოვაჩინე ვინ ვარ და გავერკვიე საკუტარ თავში. ზოგიერთებს რომ ვუყურებ ისიც კი არ იციან ვინ არიან. მაშ, მე საიდან უნდა ვიცოდე ვინ არიან?
საიდან სად წავედი,არა? რომ არ გამიგრძელდეს გეტყვიტ, რომ მე და სანდრო 3 თვე ერთად ვართ. ვფიქრობ არ ვგავართ სხვა წყვილებს. არ სემოვიფარგლებიტ სიტყვებით "ჩემოდათუნია " "ჩემოერთადერთო " და ა.შ. ეს ჩემთვის სიყვარული კი არა გულის რევის შეგრძნებაა. რა საჭიროა დღეში შვიდასჯერ უთხრა მიყვარხარ? თუ მას უყვარხარ, ეცოდინება,რომ შენც გიყვარს. არ არის საჭირო ყოველდღე ამ სიტყვების გამეორება. გიყვარს და დამთავრდა. შენ ბედნიერება ამ სიტყვამ კი არა მასთან ყოფნამ უნდა მოგანიჭოს , იმ თვალებმა რითაც სიყვარულით გიმზერთ. იმითაც კი კმაყოფილი იქნები,რომ ის უბრალოდ არსებობს. შენც არსებობ.და თითოეულის არსებობა ერთმანეთზეა დამოკიდებული.
სკოლის მერე დარჩენილი დრო სულ ერთად ვართ. ყურებში ყურსასმენები,ხელში ერთმანეთის ხელი, ჩამოვჯდებით მორზე, ტბასთან და ვუსმენთ სიმღერებს. შეიძლება ზოგისთვის ეს უაზრობაა, ჩემთვის -ბედნიერება.
არ ვიცი ზუსტად რა დავწერე, ისიც არ ვიცი რაზე ვსაუბრობ. უბრალოდ ვეცადე ის გრძნობები და ფიქრები თქვენთვის გამეზიარებინა. ისინი თავში გააზრებასაც არ მაცლიან ისე ენღენთებიან ფურცელზე. აზრზე არ ვარ მოგწონთ თუ არა ჩემი გულახდილობა და გუულწრფელობა. იქნებ ეს თქვენთვის მხოლოდ ბოდიალია. თუმცა ამ "ბოდიალზე" საუბარი საათობით და სიამოვნებით შემიძლია. პირობას გაძლევთ თუ მიცემთ საკუთარ თავს იმის უფლებას, "იბოდიალოთ" ,მაშინვე მიხვდებით ვინ ხართ და რას მოელით ცხოვრებისგან.



№1  offline წევრი LSD

Tavidan sanam wakitxvas daviwyeb yoveltvis vici dabla chamosvla da mowoneba am istorios da mere wakitxva exlac ese moviqeci da metqi dialogebo sadaan an ra patara taviatko magram rogorc ki kitxva daviwye ai martla chemitavi vicoani arvici sheidzleba es istoriss garetac iyo da werili magram mouxda kidec patara rchevisavit iko mkitxvelistvis zogi martla bodials daarkmevs ai meki es " bodiali" dzalianac momewona xoo kide es tavi dzaan patara gamogivida magram mainc kargi iko veli shemdegs da watmatebebi❤️❤️

 


№2  offline წევრი Dollhouse

LSD
Tavidan sanam wakitxvas daviwyeb yoveltvis vici dabla chamosvla da mowoneba am istorios da mere wakitxva exlac ese moviqeci da metqi dialogebo sadaan an ra patara taviatko magram rogorc ki kitxva daviwye ai martla chemitavi vicoani arvici sheidzleba es istoriss garetac iyo da werili magram mouxda kidec patara rchevisavit iko mkitxvelistvis zogi martla bodials daarkmevs ai meki es " bodiali" dzalianac momewona xoo kide es tavi dzaan patara gamogivida magram mainc kargi iko veli shemdegs da watmatebebi❤️❤️


მადლობა^^ ხო ვიცი რო პატარა გამომივიდა. სამაგიეროდ შემდეგ თავს ვამზადებ და იმედი მაქვს ყველაზე დიდი და საინტერესო იქნება. დღეს მინდოდა დამედო ,მაგრამ სწავლა და წერა ერთად მგონი იცი როგორი რთულია. ხვალისთვის დავდებ და იმედი მაქვს ისიც მოგეწონება❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent