შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (4)


13-12-2016, 20:09
ავტორი crybaby
ნანახია 1 827

გაინტერესებთ რა არის უფრო სასიამოვნო,ვიდრე ვიღაცის ნერვებზე ტანგოს ცეკვა? გყავდეს ადამიანი,ვისზეც დღის განმავლობაში იფიქრებ. მერე რა რომ ეს ადამიანი უცხოა და არც სიყვარულის თავდავიწყებას გპირდება. მთავარია ტყუილებისაგან შემოძარცვული შემოდგომასავით იჭრება შენი ცხოვრების ერთფეროვნებაში და გთავაზობს ჰარმონიას,რომელსაც სიტყვა „სამუდამოს“ მსგავსად გაუფერულება არ უწერია. არჩის შემოთავაზება სილამაზის ახალ ელფერებს უდებდა სათავეს და ამიტომ მეც გადავწყვიტე მოოისფრო ჩრდილებით შემევსო ჩემი ცხოვრების სიცარიელე.
-არანაირი თამაშიდან გადახვევები, შევთანხმდით?-გამოწვევა მიღებულია,გავიფიქრე და ჩემს დამცინავად მაცქერალ ქვეცნობიერს თვალი ისევ ავარიდე.
-შევთანხმდით.-მომიჭრა მოკლედ და ჩემს ხელს დასწვდა-ვკვდებოდი,იმ დღის შემდეგ ისე მინდოდა შენი შეხება-მომაცქერდა და ორივე ხელში მოქცეული ჩემი თითების გათბობა სცადა.
-მე კიდევ შენს ეგოს მინდა ვწვდე ყელში და მივახრჩო.-გავუღიმე და თმა უკან გადავიყარე.
-რა სისინა გოგო მყავს-გადაიხარხარა-აბა მითხარი,როგორები იყვნენ შენი წარსულის ბიჭები?
-სხვა უფრო ბანალური კითხვა ვერ მოიფიქრე?
-რა არის იმაში ცუდი, ვიცოდე, ვინ მიწევდა აქამდე კონკურენციას?
თვალები გადავატრიალე და ვუპასუხე,მხოლოდ იმიტო,რომ იგივე მასზეც მაინტერესებდა:
-მახსოვს, ერთი გიტარაზე მიკრავდა ხოლმე ჩემს საყვარელ სიმღერებს,მაგრამ ძალიან გაუბედავი იყო და ჩვენი ურთიერთობაც ერთ ადგილზე ტრიალებდა. არ მომწონს,როცა ბიჭი იმაზე ფიქრით თუ რა პასუხს მიიღებს, საკუთარ სურვილებს თრგუნავს.
-ჩემში რა მოგწონს?
-სულ შენ უნდა მკითხო? ახლა შენ აღწერე წარსულის გამოცდილებანი.
-გეფიცები ჩვენს დეკემბრის რომანს, ასეთი ურთიერთობა არავისთან მქონია. შენ სულ გამახსენდები,როგორც გოგო,რომელიც სალანძღავ სიტყვებს მეტაფორებით ამკობდა.
-რა სასიამოვნო მოგონება ვიქნები, ხომ წარმოგიდგენია? მე გამახსენდები,როგორ ბიჭი,რომელმაც 2კვირიან სიგიჟეში ჩამითრია
-არ ვიღებ მე მაგ პასუხს.-მომიჭრა მკვახედ-რამდენიმე დღის შემდეგ რომ გკითხავ უფრო თამამად აღმიწერ რა,როგორ,რატომ გაგახსენდება და მოგწონს ჩემში,პატარავ.-მოჩვენებითი წყენით ამარიდა მზერა და ნამცხვრის დიდი ლუკმა გადასანსლა.
მეც ის გავაკეთე რაც იმ მომენტში მინდოა,რომ გამეკეთებინა და მისკენ მივწიე სკამი. (ჩვენ ხომ ყველაფრის უფლება გვაქვს, ზედმეტი კითხვების გარეშე) ხელები ფრთხილად შევახე სახეზე და ჩემკენ მოვმართე მისი შავად აციმციმებული წყვილი. საკვლევი ობიექტივით ვლაშქრავდი მის სახეს თითებით და მისი გაოცებული მზერა, საშინლად მამხიარულებდა.
-რას აკეთებ?-მკითხა ბოლოს
-ახლა შეხების გარეშეც გამახსენდები. გპირდები, კარგად აღვიბეჭდე შენი თითოეული ნაკვთი. რა სახე გაქვს?
-არაფერი..მომწონს შენი თითები ჩემს სახეზე, ნებისმიერ წამს შეგიძლია გამაოცო ასე სასიამოვნოდ.
-2 კვირის მანძილზე, ამის ოფიციალური უფლება მაქვს.
-კიდევ თუ ახსენებ 2 კვირას, დავშორდებით-გამიღიმა
-ძალიან კარგი,კარგად-მივაყარე უცებ და სკამიდან ავდექი.
-რას აკეთებ?-გაოცდა
-სახლში მივდივარ
-უჰ, მართალი ხარ, აღარც მე მინდოდა აქ გაჩერება, წავედით.-თანხა დატოვა და წამოდგა.
-მოიცა,მოიცა-ხელით ვანიშნე გაჩერდი მეთქი-დღეს მე ვიხდი.-რა თქმა უნდა, ძალით ვიწვევდი.
-რას ქვია შენ იხდი? დამცინი?-დამავლო ხელი და გამათრია გასასვლელისკენ.
-აბა,შენ რა გგონია, ჩვენი ერთად ყოფნის პერიოდში, ყოველთვის ასე იქნება?
-ჩემი ეგოს დახრჩობა ფაქტია გამოგდის. აბა,სად ცხოვრობ?-შეჭმუხნა წარბები
მისამართი ვუთხარი და თან ქვეცნობიერს ვალსს ვეცეკვებოდი. რა სასიამოვნოა,როცა გყავს ვიღაც, ვისაც ნერვვებს მოუშლი.
-გიყვარს ღვინო?-მკითხა
-მხოლოდ წითელი-ვუპასუხე და გამეცინა, რადგან საერთოდაც ვერ ვერკვევი სახეობებში.
-ძალიან კარგი, მინდა ვნახო ჩემი გოგო, ამაზე მეტად თუ ცეცხლისფერდება სიმთვრალეში.
-ჰმმ-დავეთანხმე და თვალები მივხუჭე-დაუწიე რა, ამტკივდა თავი
-მე შემიძლია მარტივად გიხსნა თავის ტკივილისგან. გამიგია ჩემი კოცნა პანაცეაზე ძლიერიაო
-ნეტავ, მანახა ვინ გაცხოვრა ამდენი ხანი ტყუილში
-გინდა დავნაძლევდეთ?
ფხიზელი, ჩემი „ნახევარქათამა“ გამბედაობა ამდენს ვეღარ აიტანდა,ამიტომ უარით გავისტუმრე
-კარგი რა, ჯილდოც იქნება. თუ ჩემი კოცნა მოგეწონა,კიდევ განვმეორდებით და თუ არა..-დაფიქრდა-მეორე ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.
-იცოდე, ჩემს უებარ წამალს,აუცილებლად დააგემოვნებ-გააგრძელა და სადარბაზომდე გამომყვა-ამისთვის წითელი ღვინის ელექსირული ძალაც მეყოფა,თუ ჩემი ეშხი ბოლომდე ვერ ამსხვრევს შენს კომპლექსებს
-ცოტა არ იყოს, სასაცილოა ჩემი, კომპლექსებიან ადამიანად მოხსენიება,მაშინ,როცა ამ სიგიჟეზე დაგთანხმდი.-მობეზრებით გავაქნიე თავი
-ამას კომპლექსებთან რა კავშირი აქვს მერე,პატარავ? რასაც გადავწყვეტთ ყოველთვის არჩევანი არ არის,ზოგჯერ შეუძლებელია სხვა პასუხის მოძებნა და იმიტომ ვთანხმდებით.ასე მარტივად,ულოგიკოდ, გვინდა და იმიტომ.-ამიხსნა და ჩემს სართულზე რომ გავჩერდი, იგივე გაიმეორა.-ესე იგი, აქ ცხოვრობ დეკემბრის რომანის გმირო?
-დიახ,ელფო. და ახალი წლის შემდეგ ეს ადგილი მეხსიერებიდან ფეხის კვრით უნდა გამოაგდო.-ახალი წლის შემდეგ კი არა, ახალ წლამდეო, შემისწორა ქვეცნობიერმა.
-მშვენიერია,მანამდე კი უარს არ ვიტყოდი ბოლომდე შემეგრძნო აქაურობის სიდიადე,არ შემომიპატიჟებ?-აათამაშა წარბები და ამ ჟესტით ჩვენი შეხვედრის პირველ წუთებში გადამისროლა.
-ერთ მიზეზს თუ მეტყვი,რის გამოც შენი აქ ყოფნა ჩემს საღამოს უკეთესს გახდის,რატომაც არა?-გამოვიწვიე და გასაღები მოვარგე საკეტს.
შევნიშნე,როგორ გადაეშვა ფიქრების მორევში და თითქოს ისიც ნათლად დავინახე,რა მონდომებით ეძებდა ჩემთვის დამარწმუნებელ მიზეზს.მე კი,ურცხვად ვიხელთე დრო და ვაკვირდებოდი,მისი ნაკვთების თითოეულ გამოძახილს და მივხვდი, მომნატრებია ჯაშუშობანა.
-რაც არ უნდა იყოს-მისი ბედნიერებით გაჯერებული ხმა მომნუსხველად მოედო ჩემს სხეულს და გამოფხიზლებულმა,ყურადღება არჩისკენ მივმართე-14 დღეში ერთმანეთს ვშორდებით,ამიტომ ამ დროის განმავლობაში ორივემ უნდა ვცადოთ ბოლომდე ვეკუთვნოდეთ ერთმანეთს. ეს ორი კვირა მხოლოდ „ჩვენ“ ვართ და გარეთ დანარჩენი სამყარო,არა?
არ ვიცოდი რა მეპასუხა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი,რომ ამ არარეალური ფანტაზიებისკენ საკუთარი ხელით შევაღე კარი.
-მელაპარაკე რა-ისევ თვითონ დაიწყო და ჩემი უხერხულობის ჩახშობა სცადა.-ხომ იცი, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ თავისუფლებას მოიცავს,ყველა გრძნობა ჩაკეტილი სივრციდან უნდა გამოვიყვანოთ და ამისთვის პასუხსაც არავინ მოგვთხოვს.
მართალია, ჩვენ ხომ მხოლოდ 2კვირა ვითამაშებთ და ისე დავშორდებით არ გვეცოდინება, ერთად ყოფნის მანძილზე, რომელი გრძნობა ასხივებდა სიმართლის ნაპერწკლებს და რომელი იყო თამაშისთვის ზუსტად მორგებული მსვლელობა. ამიტომ ჩემი „მსვლელობები“ დაცული იქნებოდა მომავალი გამომჟღავნებისგან.
-ცხოვრებას ირონიით შეხედე,პატარავ.
„ჰაჰაჰა“ ფართოდ დავიკრიჭე და კარი ღია დავტოვე,რომ შემოსულიყო.
-პირფერობა გეხერხება,ცეცხლისფერო.-ისევე,როგორც შენ ჩემი დათანხმება მეთქი,გავიფიქრე-კარგი,რამე ფილმი ჩართე, სანამ მე სასმელს ამოვიტან.-მომაძახა და კარში წამის მეასედში გაუჩინარდა.
ჩაი დავადგი და საკმაო დროც დამრჩა არჩის სიახლოვით გადამწვარი გონებისთვის, ფუნქციონირება დამებრუნებინა. რაც, რა გასაკვირია რომ არც ისე სასიამოვნო აღმოჩნდა. რას ვაკეთებ? ვკითხე საკუთარ თავს,მაგრამ უკვე ხომ ვაკეთებ, სინანულს რაღა აზრი აქვს. არის რაღაც გიჟური ჩვენს ურთიერთობაში. ერთგვარ ავადმყოფობას გავს,რომელიც ბოლოს გიღებს,ლიმიტს გიწესებს და გაიძულებს ყოველი წამი უკანასკნელივით შეიგრძნო. არის კი ამაში რამე ცუდი? ეს პასუხგაუცემელი აზრები ტიტრებივით დარბოდნენ ჩემი ფიქრების უსასრულობაში,რომ შავ ლანდად აციმციმებულმა ჩემი შეყვარებულის სხეულმა, მათთან ერთად ჩემი სილუეტიც ადგილზე გაყინა. მისგან წამოსული სითბო შტორმივით დაეპატრონა ჩემს არსებას და გრიგალივით მოვარდნილმა ამ წამმა, თვალებდახუჭულს მკვეთრად ჩამიღვარა წარმოდგენებში ზმანება არჩისა და არჩის გარეშე სამყაროსი. იმ განსხვავებით რომ ამ უკანასკნელში ფერთა უსასრულობას ვეღარ ვხედავდი.
-რაზე ფიქრობ, პატარავ.-ხელებთან ერთად, სიმშვიდით გაჟღენთილი ხმით შემოაპარა ეს ფრაზები ჩემი მიმართულებით და თავი, ჩემს ცეცხლისფრად აციმციმებულ თმას ჩამოადო.
-არაფერზე
-და მაინც რა უსასრულოდ ჟღერს ეს „არაფერი“-გადაწყვიტა და ბოთლიდან გადაუშვა მის ორგანიზმში ცოტათი მეტი სითამამე. ჰაერი ერთი ამოსუნთქვით შეიყნოსა, მე კი რამდენჯერმე დათვლა დამჭირდა, ჩემი სულიდან ქაოსი რომ განმედევნა. მინდოდა მასშიც გამომეწვია ის ემოცია,სიცილი,სურვილი, რასაც ჩემში ჩურჩულითაც აღვიძებდა და მეც მცირე დოზით დავიმატე წითელ სითხეში გაჟღენთილი სითამამე. აივანს გავხედე, ოთახის მბჟუტავ სინათლეში კი არჩის ჩემკენ მომართულ მზერას გადავაწყდი,რომელიც მინიდან მიცქერდა და შავი ვარსკვლავებით ცდილობდა ჩემი სიმშვიდე გაებზარა. ეს წამი კი იმდენად ინტიმურად შერაცხა ჩემმა მახსოვრობამ,რომ 14 დღის შემდეგ დარჩენილი სიცარიელე ამ მოგონებითაც შეივსებოდა. რაღაცის განწირული ფეთქვა მეხის გავარდნასავით დაატყდა ჩემს ყურთასმენას და მასში ჩემი გული ამოვიცანი,რომელიც ერთადერთი მაკავშირებელი იყო სიჩუმესა და ყურისწამღებ სიჩუმეს შორის. ვგრძნობდი,რომ სათქმელი მისი ტუჩებიდანაც ცდილობდა თავისუფლებაში განავარდებას, მაგრამ არცერთი არ ვეხებოდით ამ უსარგებლო სიტყვებით სასიამოვნო მდუმარებას და ჯიუტად ვიჭრებოდით ერთმანეთის უსასრულობაში მინაში დაჭერილი მზერების თამაშით.
-აღარ შემიძლია-აღმოხდა, თმა ფრთხილად გადამიწია რომ კისერზე ეკბინა და ხელის ერთი მოძრაობით თავისკენ შემატრიალა,თან ისე რომ ჩემს წელს არ ათავისუფლებდა. მისი მოსალოდნელი თავდასხმისთვის ჩემმა ქვეცნობიერმა მზად ყოფნა,რომ ვერ გამოაცხადა ტუჩებიდან ჩუმად გადმოვღვარე გაოცების შეძახილი,რომელიც იმის ნაცვლად რომ ოთახის სივრცეს შეზრდდოდა, აჩიმ დაიჭირა და საკუთარი ჰაერი უწილადა. ხელებში რომ ჩემი ცეცხლისფერი თმა მოიქცია, და კისერი მისი ტუჩებისთვის სასურველ პოზიციაზე გააჩერა, მუხლები საყრდენის გარეშე დარჩნენ და მეც წამებში ჩავებღაუჭე არჩის მხრებს. ბიჭმა იგრძნო ჩემი სისუსტე და ერთი ხელი წელზე მომხვია, მე კი ჩემს ყელში მისი ღიმილი ვიგრძენი და ფილტვები ჰაერით ამოვივსე. უკვე მეორედ, რაღაცის ყურისწამღებმა ექომ, ჩემი სმენა გააპო და ამჯერად, არჩის ყურადღებაც რომ მიიპყრო, მივხვდი საქმეში ჩემი გული აღარ ფიგურირებდა.
-ჩაიდანი-წამოვიკივლე და არჩის ხელებთან ბრძოლის შემდეგ სამზარეულოში გავქანდი.
-მეღადავები?-განწირულად დაიწუწუნა არჩიმ და უკან დამედევნა
-შენ რა მომდევ?-გამეცინა,ჩვენი ორი დღის დიალოგი რომ გამასენდა და ჩაი ჩამოვასხი ორივესთვის.
-ახლა ჩემი ცეცხლოვანი გოგო ხარ და სხვა რას ელი?-დამეკრიჭა და ისევ ჩემს კისერში ჩარგო თავი
-გაიტანე ეს ჭიქები იქით,გთხოვ, მეც ნამცხვარს დავჭრი და მოვალ-ვცადე მისი თავიდან მოშორება, რომ რეალობაში დავბრუნებულიყავი.
-არის, სერ-დამეთანხმა ჟესტურად და მეორე ოთახში გადაინაცვლა.
არჩიმ ამ რამდენიმე წუთში მაგრძნობინა,როგორია,როცა ზედაპირზე ტივტივის ნაცვლად,ცხოვრების დინებას მიჰყვები და შემაწუხებელ დაბრკოლებებს, გონების საკუჭნაოში კეტავ. აუტანელი ყოფა, სასიამოვნო სიმსუბუქემ შემიცვალა,რომელიც მარტოობის დეპრესიულ ხასიათს არ ატარებს და უცნაური მიმზიდველობით მხვევს ექსტაზში. გამაფრთხილებელი ზარებით მოწკრიალე ჩემი ქვეცნობიერი ამჯერად ჰორიზონტს იქით გავაგზავნე და თვალებშიც თამამად ჩავხედე, მაინც ვერ ვამჩნევდი შორიდან ანთებულ მის წითლებს და იმიტომ.
-თაისია-შემომძახა არჩიმ და ოთახში შევბრუნდი-მეგონა, გადაადგილების უნარი დაგაკარგვინა ჩემმა პანაცეამ.-იხუმრა თავისი აზრით და დივანზე მოკალათთებულმა „შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება“ ჩართო
-ეგ ჩემს უფრო ეთქმის,რადგან ნახე რა პოზიციები გვიჭირავს-ნიშნის მოგებით ვანიშნე,რომ თვითონ იყო საყრდენგამოცლილივით მისავათებული დივანზე.
-ჰო,კარგი,ორივე თანაბრად ვართ გაოცებულნი-აიქნია ხელი და მანიშნა მოდიო-ჩემთან მოდი პატარავ, ვუყუროთ ამ ანიმაციას
-ვგიჟდები,ისე მიყვარს-დავუდასტურე ბედნიერმა და მის გვერდით მოვთავსდი,თან პლედში გავეხვიე,რადგან ცხელი მომენტების შემდეგ გაყინულმა ჩემმა სხეულმა უფრო ძლიერად შეიგრძნო სიცივე.
რა თქმა უნდა, ეს არც „მისტერ-მე ყველაფერს ვამჩნევს-და დაუფიქრებლად ვამბობ“ არჩისაც არ გმოჰპარვია მხედველობიდან და მკლავებში მომიქცია.
-კარგი რა, ყინულის დედოფალო. თუ ჩემი სითბო გინდა თამამად შეგიძლია მითხრა-წარმოთქვა და კიდევ ერთხელ მომპარა კოცნა,რომელიც წინასგან განსხვავებით, უფრო ხანმოკლე და ფრთხილი იყო.
მე კი ყურადღება ტელევიზორისკენ გადავიტანე და აღტაცებით აღვნიშნე:
-რომ დავბერდები,პატარა სოფლის სახლს ავაშენებ და ცხოველების ფერმა მექნება.
-ბევრი კატებით,რომელიც იმის ნათელი გამოხატულება იქნება,რომ შინაბერა დარჩი?-შეუფერებლად იხუმრა
-შინაბერა რატომ უნდა დავრჩე? ეგ შენ უნდა იკითხო, ვინმე თუ აიტანს მაგ ცინიკურ ხასიათს-ავიბზუე გვერდი და მოვიშორე მისი ხელი,თან ჩვენს შორის მანძილიც გავზარდე.
-ოო,ნუ ბავშვობ, დამიბრუნდი.
-მულტფილმს უყურებ და ბავშვი კიდევ მე ვარ?-გამეცინა
-სისინა,როგორც ვხედავ, ეგ ენა კიდევ ვერ დავატკბე. სამუშაო ნამდვილად ბევრი მაქვს-მოჩვენებითი მწუხარებით გაიქნია თავი და ხელის ერთი მოძრაობით კალთაში მომიქცია,თან სცადა ზემოხსენებული „სამუშაო“ სისრულეში მოეყვანა.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Au dzaan momwons. Ai dzaan ra. Erti suli maq xolme rodis dadebbbb. Es tavi mainc ragacnairad pozitiuri momechvena winebtan shedarebit. Ashkaraa progresi chemi azrit da yoveli axali tavi winas jobia. Agar vambob arafers weris stilze da a. Sh. Magari xar. Didxans nu malodineb gtxovv.
P. S nawka var davregistrirdi da axla cota sxvanairi niki maq.

 


№2 სტუმარი Guest Eka

Vgijdebi me shenze da am wyvilze kideeee

 


№3  offline წევრი crybaby

nawkas12345
Au dzaan momwons. Ai dzaan ra. Erti suli maq xolme rodis dadebbbb. Es tavi mainc ragacnairad pozitiuri momechvena winebtan shedarebit. Ashkaraa progresi chemi azrit da yoveli axali tavi winas jobia. Agar vambob arafers weris stilze da a. Sh. Magari xar. Didxans nu malodineb gtxovv.
P. S nawka var davregistrirdi da axla cota sxvanairi niki maq.

კი, კი გიცანი ♥♥♥ მეც ასევე ერთი სული მაქვს ხოლმე შენი შეფასება მოვისმინო heart_eyes kissing_heart
Guest Eka
Vgijdebi me shenze da am wyvilze kideeee

♥♥♥♥♥♥♥

 


№4  offline წევრი MegMorgan

საუკეთესოა! <3 ველოდები 5 თავს, რაღაც სასწაული იქნება heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი crybaby

MegMorgan
საუკეთესოა! <3 ველოდები 5 თავს, რაღაც სასწაული იქნება heart_eyes heart_eyes

ვეცდები მალე ავტვირთო <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

აუ ხო კინაღამ დამავიწყდა ტანგოს ცეკვა მომეწონა ძაან და ვალსის კიდე . თავიდანვე ისეთ სასიამოვნო ნოტაზე დაიწყო თხრობა როგორიც არ უნდა ყოფილიყო მაინც მოეწონებოდა კაცს. საღოლ!!!

 


№7  offline წევრი crybaby

nawkas12345
აუ ხო კინაღამ დამავიწყდა ტანგოს ცეკვა მომეწონა ძაან და ვალსის კიდე . თავიდანვე ისეთ სასიამოვნო ნოტაზე დაიწყო თხრობა როგორიც არ უნდა ყოფილიყო მაინც მოეწონებოდა კაცს. საღოლ!!!

ძალიან მსიამოვნებს ასეთ დეტალებსაც რომ ამჩნევ bowtie innocent

 


№8  offline წევრი karma

საინტერესო და განსხვავებულია, მომწონს ძალიან...
კარგად წერ! <3

 


№9  offline წევრი crybaby

karma
საინტერესო და განსხვავებულია, მომწონს ძალიან...
კარგად წერ! <3

დიდი მადლობა <3

 


№10  offline წევრი crybaby

MonsTer №13
ვახ, რა კარგი ხარ <3

♥♥♥♥

 


№11 სტუმარი Leporela

Ra sayvareli xar ^^ tavebs cota tu gazrdi gamaxareb dzalian <3

 


№12  offline წევრი crybaby

Leporela
Ra sayvareli xar ^^ tavebs cota tu gazrdi gamaxareb dzalian <3

<3 ვეცდები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent