შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერმკრთალდება შენი ჩრდილი კართან


11-11-2016, 21:19
ავტორი Kristy
ნანახია 1 614

ფერმკრთალდება შენი ჩრდილი კართან, მელოდიაც ჰარმონიას კარგავს,
უიმედო მონატრება ბართან ალკოჰოლის სურნელებას ქარგავს,

სანიმუშო მადლს ანიჭებს ძველი მოლოდინი ამ უაზრო ეგოს,
მე კი ისევ მარტოობას ველი, რომ ოცნებებს არაფერი ევნოს,

შემომრჩება ერთადერთი ჟინი შენი ლაღი სილუეტის ხილვის,
ძველებურად გამიღიმებს ჯინი, სულ მუდამ რომ გრძნობებისკენ ილტვის...

ოცნებებში ჩვენს მომავალს ვხატავ, აწმყო ისევ მეჩხირება თვალში,
ჩემ მოგონილ ისტორიას ვკარგავ დღეს ჩემსავე გამოგონილ ფარსში,

მინდა ტრფობის ხასიათი მეყოს, რომ არ შევსვა მათრობელა საკე
და გრძნობებს რომ მოთმინება ეყოს, კვლავ მიღიმის დაღვრემილი სარკე!

მეპარება ჟრუანტელი ხმაში, თითქოს გული ძველ მეგობრებს იხმობს,
მარტოობის ჭაღარაა თმაში, წარმოსახვა დიდ განთიადს ითხოვს,

გაუგონრად უხერხული გრძნობით მეორდება საუკუნის მარში,
მეც გიყურებ უჩვეულო ნდობით და გრძნობებიც იფანტება ქარში,

ფერმკრთალდება შენი ჩრდილი კართან, მელოდიაც ჰარმონიას კარგავს,
თავს ვიმართლებ მე საკუთარ თავთან, რომ ეს ყოფა ჩემს ცხოვრებას არ გავს!



№1 სტუმარი Magda

საინტერესო და უცნაურად ღია ლექსია შენთვის. მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent