შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთგვარი განტოლება


13-12-2016, 22:12
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 421

პირველად მაშინ დავინახე, როდესაც ჩემს დაბადების დღეს მცირე სამეგობრო წრესთან ერთად ქალაქის ცენტრში მდებარე ბარში აღვნიშნავდი. დახლთან მდგარ რიგით მესამე სკამზე იჯდა და ჯეკ დენიელსით ნახევრად შევსებულ ჭიქას ჩაფიქრებული მზერით დაჰყურებდა. მაშინვე მიიპყრო ჩემი ყურადღება, თანაც ისე, რომ მაგიდასთან შეკრებილი საზოგადოება სრულიად გადამავიწყა. საშინლად, უაზროდ, ჯოჯოხეთურად მომხიბვლელი არსება იჯდა ჩემგან სულ რაღაც ათიოდე ნაბიჯის მოშორებით, მე კი მთელი გულით ვცდილობდი მისი ყურადღების მიქცევას . . . ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო, არ ვიცოდი კონკრეტულად რა, მაგრამ ფაქტი იყო მსგავსი რამ აქამდე არასდროს გამომეცადა. ჰო, ამაში ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული.
მართალი რომ ვთქვათ წარმოდგენაც არ მქონდა რამ გამოიწვია ჩემში ასეთი აღელვება. მისმა უნაკლო ვიზუალმა თუ უბრალოდ რამე სხვამ? ან იქნებ ყველაფერი სასმელის ბრალი იყო? შეიძლება ზუსტად ეს იყო ამის მიზეზი, თუმცა გასაკვირი არც იყო, რომ ზემოთხსენებულ საკითხზე ფიქრი დიდხანს ნამდვილად არ დამცალდა. ჩემს ირგვლივ შეკრებილთ, გამორიცხული იყო გამოჰპარვოდათ ჩემი მზერის ობიექტი და როგორც ველოდი კითხვების კორინტელი მომაყარეს.
-რა მოხდა გულში ხომ არ ჩაგივარდა? -როგორც ველოდი შემოტევის პირველი ნაკადი ნინის ეკუთვნოდა
-უჩვეულო დღეა -ამჯერად თავი წამოყო ლიზამ -ჩვენი თავშეკავებული და უკარება პრინცესა ბიჭით დაინტერესდა?
-ეი გეყოფათ, ჯერ კიდევ აქ ვარ -გაბრაზებულმა შევუბღვირე ორივეს და სასმელი ჩამოვასხი -მოდით უბრალოდ დავლიოთ, რომელ სადღეგრძელოზე გავჩერდით?
-მოიცა რა დროს სადღეგრძელოა -ახლა მელი ჩაერთო საერთო კამათში -იმ ტიპით მოიხიბლე არა? -თავით მანიშნა უცნობისკენ და სახეზე შევატყვე რომ მასზე რაღაც იცოდა
-უბრალოდ შევხედე თქვენ კიდევ რა ამბავში ხართ? -ამჯერად ეს სიტუაცია გაბრაზების ნაცვლად მართობდა კიდეც
-ძალიან მაგარი ვინმეა -თითქოს ჩემი სიტყვები არც გაუგონიაო, ისე განაგძო მელმა -აქ მხოლოდ სამშაბათობით დადის. ვერცერთ სხვა დღეს მას ამ ადგილას ვერ იპოვნი. ყოველთვის ერთი და იგივე სასმელს იღებს, ზუსტად ნახევარი საათი ჩერდება და მერე მიდის. ბევრი ამბობს საშინელი ცინიკოსი და გამოუსწორებელი მექალთანეაო, თუმცა როცა ბარში შემოდის და იმ ადგილას ჯდება, სრულიად სხვანაირი ხდება. თითქოს ფიქრებში იძირება და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევს -მორჩა თავის მონოლოგს მელი და მზერა სათითაოდ ყველას მოგვავლო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით პირდაღებულები ვუყურებდით ჩვენს მეგობარს. მართალია სამივემ კარგად ვიცოდით, რომ მის უდიდებულესობა ჭორების ბიუროსთან გვქონდა საქმე, მაგრამ ეს მისთვისაც კი მეტისმეტი იყო.
-საიდან იცი მასზე ამდენი რამ? -ბოლოს როგორც იქნა ანამ გააჟღერა ის კითხვა, რომელიც ყველა იქ მჯდომს გვადგა ენის წვერზე
-ერთ დროს ჩემი ბიძაშვილი იყო მასზე უგონოდ შეყვარებული -გაეცინა -ამ ადამიანზე აბსოლიტურად ყველაფერი იცოდა. თქვენ წარმოიდგინეთ ისიც, თუ რომელი ფირმის ტანის გელს ხმარობდა
-მაგარია -აღმომხდა გაოცებულს. კვლავ უცნობს გავხედე. სამწუხაროდ უკვე ფულს იხდიდა და მიდიოდა. მხოლოდ რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, შემდეგ კი მძივებიანი ფარდები შეირხა და იგი გასასვლელში გაუჩინარდა . . .
შეიძლება ითქვას, რომ უცნობის წასვლის შემდეგ ჩვენც მალევე დავიშალეთ. ძალიან დაღლილი ვიყავი, ამიტომ ერთი კარგი დასვენება ახლა ყველაფერს მერჩივნა. სახლში კარზე დაუკაკუნებლად შევედი და ფეხაცმელები იქვე, შესასვლელში მივყარე. მისაღებ ოთახში შესულს შიგ ნაცნობი სიტუაცია დამხვდა-ჩემი ძმა კვლავ მონიტორის წინ იჯდა და თავის რომელიღაც, სულელურ კომპიუტერულ თამაშში იმდენად იყო ჩაფლული, რომ ჩემი დაბრუნება ვერც კი გაიგო.
-საღამომშვიდობისა ლაშა -მივესალმე და მობილურს დავხედე შეტყობინების გასახსნელად. მელი იყო. მწერდა ხვალ ჩემთან ვიკრიბებით და არ დაგავიწყდესო.
-საღამომშვიდობისა ნენსი -აგრესიულად მომიგდო პასუხი, როგორც ყოველთვის და ისევ თავისი საქმე განაგრძო
აღარაფერი მითქვამს. ჩემი ოთახის კარი უხმოდ შევაღე და პირდაპირ საწოლზე დავეხეთქე. მეჩვენებოდა, რომ ჩემს ზემოთ, ჭერზე დახატულ ვარსკვლავებს პირველადი ფერი დაჰკარგვოდა. ალბათ სასმელის ბრალი იყო, რომელიც იმ დღეს საკმარისად ბევრი მივიღე. მეტის ღირსი ხარ ნენსი-ვუთხარი გაბრზებულმა ჩემს თავს, შემდეგ ყურსასმენები ავიღე, Mp3-ში ჩემი საყვარელი მელოდია ჩავრთე და თვალები დავხუჭე. როგორც ჩანს მაშინვე გავითიშე, რადგან გათენებამდე არაფერი გამიგია . . .

8 8 8
დილით როგორც ყოველთვის დედას ხმამ გამომაფხიზლა. მის გამო მაღვიძარა თითქმის არასდროს მჭირდებოდა და ამ თემაზე ხშირად ვეხუმრებოდი კიდეც. თუმცა ეს მანამდე იყო . . .
ახლაც როგორც სხვა დღეებში ოთახში ჩამოფარებული ფარდები ერთიანად გადასწია და ღიმილიანი სახით დილამშვიდობისა მისურვა.
-დღეს გვიან დავბრუნდები -ვუთხარი როგორც კი საწოლიდან წამოვდექი და ტანსაცმლის გახდა დავიწყე
-სადმე მიდიხარ?
-ჰო. გოგოები ნინისთან ვაპირებთ ასვლას
-ამ ბოლო დროს სახლში საერთოდ ვეღარ გხედავ -სინანულით გადააქნია თავი დედამ
-კარგი რა ლელა ახლა თავიდან ნუ დაიწყებ -მეტი აღარაფერი მითქვამს, კარდიდან პირსახოცი გამოვიღე და ისე, რომ მისთვის აღარც კი შემიხედავს აბაზანაში შევედი.
ჩვეულებრივ შხაპის ქვეშ ნებივრობა საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა. ამჯერადაც არ მადარდებდა, რომ შეიძლებოდა პირველ ლექციაზე დამგვიანებოდა. უბრალოდ ვტკბებოდი ცხელი წყლით და ჩემი ტანის გელის სურნელით, რომელიც მუდამ თავბრუს მახვევდა. მოულოდნელად გუშინდელი დღე და ის უცნობი ამომიტივტივდა გონებაში. კიდევ ერთხელ დამიარა მთელს სხეულში ჩემთვის გაურკვეველმა შეგრძნებებმა და წყალი მაშინვე გადავკეტე. პირსახოცი იქვე, საკიდზე მელოდა. მეც დაუფიქრებლად შემოვიხვიე მშრალი ქსოვილი სველ სხეულზე და კვლავ ოთახში დავბრუნდი. დედას საწოლი უკვე დაელაგებინა და გასულიყო. სანამ ჩაცმას დავიწყებდი კედლის საათს ავხედე. ისრები ცხრის თხუთმეტ წუთს უჩვენებდბენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ უნდა მეჩქარა. თუმცა როგორც უკვე გითხარით დაგვიანება საერთოდ არ მადარდებდა და მშვიდად და აუღელვებლად დავიწყე დღევანდელი სამოსის შერჩევა. რა თქმა უნდა ახლაც ჩვეულ სტილში ჩავიცვი. საკმაოდ მოკლე, შავი ნაჭრის კაბა და მასზე მოცმული თეთრი პერანგი. თმა უბრალოდ ჩამოვიშალე და ისე, რომ მისი გაშრობა აზრადაც არ მომსვლია საძინებლიდან ჩანთით ხელში გამოვედი.
-ლელა მე წავედიი -დავიძახე როდესაც უკვე შემოსასვლელში ვიყავი და მარცხენა ფეხსაცმელს ვირგებდი
-არ ისაუზმებ? -მაშინვე გამომაკითხა დედამ, რომელსაც ხელში წვნიანში ამოსარევი კოვზი ეჭირა და გამომცდელად მიყურებდა
-არა გმადლობ არ მშია
-კარგი ცოტა ხანს მოიცადე და ლაშა გაგიყვანს -ლაშააა-გასძახა ჯერ კიდევ სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ ჩემს ძმას
-რა ხდება? -რამდენიმე წამში ისიც გამოჩნდა და ორივე აგვათვალიერა
-შენი და უნივერსიტეტში უნდა მიიყვანო აგვიანებს
-ეგ ყოველთვის აგვიანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მე უნდა ვატარო -გაღიზიანებულმა თქვა და კიდევ ერთხელ ამათვალიერა -ასე აპირებ წასვლას?
-რამე პრობლემა გაქვს? -ახლა მე შევუტიე
-მე რა პრობლემა უნდა მქონდეს? კარგი ჩადი და მანქანა გააღე -გასაღები გამომიწოდა -მე ხუთ წუთში მოვალ
-საღამომდე ლელა -გადავკოცნე და სადარბაზოს კიბეებს სირბილით ჩავუყევი. ახლა მის მანქანაში ჯდომის იდეა საერთოდ არ მომწონდა, მაგრამ მეტროთი მგზავრობა იმდენად მეზარებოდა, რომ პროპტესტი არც გამომითქვამს. ეზოში გასვლისთანავე მანქანა გასაღებით გავაღე და მძღოლის გვერდითა სავარძელზე დავიკავე ადგილი. მინდოდა რაიმე მუსიკა ჩამერთო, თუმცა ვიცოდი ჩემი ძმა როგორ საზიზღრობებსაც უსმენდა და ავტომობილში ჩამონტაჟებულ მაგნიტოფონს უკმაყოფილო მზერა მოვავლე. არ გასულა ხუთი წუთი, რომ სადარბაზოდან ავტომობილისკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალი ლაშა შევნიშნე. როგორც კი ჩაჯდა უსიტყვოდ მანიშნა გასაღები მომეციო და წამებში მანქანაც დაიძრა. ატმოსფერო კვლავ უხერხულობამ მოიცვა, თუმცა ამჯერად ამას ვერსად გავექცეოდი. ჩემი ძმა როგორც ყოველთვის არც ახლა მელაპარაკებოდა. მხოლოდ გზას უყურებდა და დროდადრო საჭეზე თითებს ნერვიულად ათამაშებდა. წამით ვინანე, რომ გამოვყევი, თუმცა მეორე წუთს გავაცნობიერე, რომ მასთან სალაპარაკოდ ამაზე უფრო ხელსაყრელი სიტუაცია შეიძლებოდა არც მომცემოდა და გაუბედავად დავიწყე:
-ლაშა ბოდიში ხომ მოგიხადე?
კვლავ დუმილი.
კვლავ ის გამომეტყველება. ამას უკვე ჭკუიდან გადავყავდი.
-გთხოვ თქვი რამე -ვიგრძენი, რომ თვალებზე ცრემლები მომაწვა -ასე რამდეხანს უნდა ვიყოთ? ჩვენი ურთიერთობა მაინც არ გენატრება? ის, რომელიც ადრე გვქონდა
-ჰო გვქონდა ნენსი. საქმეც იმაშია, რომ გვქონდა -ამდენხნიანი დუმილის შემდეგ როგორც იქნა ხმა ამოიღო და მრისხანე მზერით გადმომხედა
-არასდროს მაპატიებ არა?
-შენ თუ აპატიე საკუთარ თავს? მითხარი აპატიე? -საჭეზე ხელი გაბრაზებულმა დაარტყა -ყოველთვის მუდამ შენს თავზე ფიქრობდი. გონებაში მუდამ კლუბები, შენი გამოტვინებული დაქალები და ოცდაოთხსაათიანი გართობა გიტრიალებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მე მაინც ყოველთვის მხარს გიჭერდი. მითხარი ეს დავიმსახურე? დავიმსახურე ის, რაც შენ გააკეთე?
-იქნებ მიზეზი მქონდა?-ახლა უკვე მე ავყვირდი -იქნებ სხვაგვარად იმწამს არ შემეძლო
-რატომ? მითხარ რატომ? რა მოხდა ისეთი შენს ცხოვრებაში, რომ შვება ჩემი ძმაკაცის ლოგინში კოტრიალით ჰპოვე? -ნერვიულობისგან უკვე ღრმად სუნთქავდა
-ლაშა გააჩერე მანქანა, ასეთ მდგომარეობაში ვერ მართავ
-კითხვაზე მიპასუხე
-გააჩერე მეთქი -ხმას ავუწიე
დამემორჩილა. ავტომობილი გზიდან გადაიყვანა და სადგომზე, ცარიელ ადგილას დააყენა, რომელიც თითქოს ვიღაცას ზუსტად ჩვენთვის გამოეყო. როგორც იქნა დავმშვიდდი, ღრმად ამოვისუნთქე და გადავწყვიტე მისთვის ერთხელ და სამუდამოდ ყლაფერი მომეყოლა. ვგრძნობდი, რომ თუ ასე არ მოვიქცეოდი შეიძლებოდა ნერვიულობისგან გული გამსკდომოდა.
-მამაჩვენი . . . -ლაპარაკი დაწყებული არ მქონდა, რომ ლაშამ გამაწყვეტინა
-მამას რა სჭირს?
-არაფერი, უბრალოდ . . . მამაჩვენი ის კაცი არ არის, ვისაც მთელი ცხრამეტი წლის განმავლობაში მამას ვეძახდით -გაუბედავად ამოვთქვი და მის რეაქციას დაველოდე. მართლაც, რომ დიდხანს იჯდა გაქვავებული და მხოლოდ თვალებს ახამხამებდა. ვგრძნობდი რა რთული იყო იმ ყველაფრის აღქმა, რაც ცოტა ხნის წინ ვთქვი, ამიტომ მდუმარედ ვიჯექი და უბრალოდ მოვლენათა განვითარებას ველოდი. ჩემი ძმა მხოლოდ რამდენიმე ხნის მერე გამოერკვა ფიქრებიდან და გაოცებული მომაშტერდა.
-რა თქვი?
-ხომ გახსოვს დღე, როცა შენ დიმასთან დარჩი, მე კი მელის დაბადების დღეზე ვიყავი?
-მახსოვს მერე? -ხმა აუკანკალდა
-მაგ დღეს თავი შეუძლოდ ვიგრძენი და შინ ჩვეულებრივზე ადრე დავბრუნდი -დავიწყე მოყოლა -როგორც კი შესასვლელი კარი შევაღე, მაშინვე დედას და მამას ჩხუბის ხმა მომესმა სამზარეულოდან. კარს მაშინვე ფეხაკრებით მივუახლოვდი და მეც არ ვიცი რატომ, მაგრამ მშობლების ლაპარაკს ყური მივუგდე
-მერე?
-მერე ის, რომ გარკვევით გავიგონე მამას სიტყვები. ლელას ეუბნებოდა, რომ ბევრი მის ადგილას ამას ვერ გააკეთებდა. რომ ყველაფერი მისცა და მამობრივი სითბო აგრძნობინა ბავშვებს, რომლებიც მისი შვილები არც იყვნენ. რომ დედას მუცელში მყოფი არსებები თავის საკუთარივით მიიღო და ასე შემდეგ -ცრემლები წამომივიდა, თუმცა კვლავ განვაგრძე -ეს ამბავი რომ გავიგე, მაშინვე სახლიდან გავვარდი. გეფიცები არც კი ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ მინდოდა იქაურობას მოვშორებოდი. მერე რატომღაც ერთ ბარში შესვლა გადავწყვიტე. ასეც მოვიქეცი, უზომოდ ბევრი დავლიე და გაგასაც მანდ შევხვდი. ჩემი მისვლიდან დაახლოებით ნახევარ საათში გამოჩნდა. როგორც კი დამინახა გვერდით მომიჯდა და მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ მთვრალი ვიყავი მაინც უკვეთავდა ჩემთვის სასმელს. შემდეგ მაკოცა. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ -ლაშას გავხედე, მინდოდა მის მზერაში ამომეკითხა სურდა თუ არა ეს ამბავი ბოლომდე მომეყოლა. მანიშნა გააგრძელეო, თუმცა მისი სიბრაზისგან მომუშტული ორივე ხელი მაინც საპირისპიროს ამტკიცებდა. მე კი მაინც განვაგრძე -ბარიდან ერთად გამოვედით. შემმთავაზა გაგიყვან, მანქანით ვარო. რა თქმა უნდა დავთანმხდი. მაშინ ტაქსის ლოდინის თავი მართლა არ მქონდა. როგორც კი ჩავსხედით იმწამსვე კალთაში გადამისვა და ფერება დამიწყო -კვლავ უხერხულად ვიშმუშნებოდი ამის გახსენებისას -გეფიცები ლაშა ნახევრად ვერ ვაზროვნებდი, იმწუთას ჩემი სახელიც კი აღარ მახსოვდა. მხოლოდ ის ტკივილი არ მავიწყდებოდა, რაც მამას სიტყვების მოსმენისას განვიცადე და გაგას ნებას დავყევი -თავი ჩავხარე -მეორე დილას უკანა სიდენიაზე, მასზე მიკრულს და სრულიად შიშველს რომ გამეღვიძა ვიგრძენი, რომ ჩემი ცხოვრების მანძილზე ამაზე მეტად არაფერი მინანია
როგორც იქნა მოყოლას მოვრჩი და ამან ისე შემამსუბუქა, თითქოს ცოტა ხნის წინ გულიდან მძიმე ლოდი მოვიშორეო. ლაშა ამჯერად თავჩახრილი იჯდა და საჭეს ხელებს გამეტებით უჭერდა. ვგრძნობდი, რომ ამდენი სიახლე, თანაც ასეთი სერიოზული მისთვის მართლა მეტისმეტი იყო. ვიცოდი ჩემი ძმის ხასიათი, ამიტომ ვხვდებოდი რამდენიი დრო დასჭირდებოდა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მე უკვე ექვსი თვე მქონდა რათა ეს ამბები გადამეხარშა გონებაში, მას კი ყველაფერი დღეიდან უნდა დაეწყო. ზუსტად ის გზა უნდა გაევლო, რაც მე გავიარე და ამის წარმოდგენაც კი მანადგურებდა.
-ლაშა -შევეხე მის მკლავს ჩემი მარჯვენათი და სახე სახესთან ახლოს მივუტანე -გთხოვ მაპატიე. ვხვდები ჩემს დანაშაულს და ვწუხვარ
-ნენსი გადადი მაქანიდან -ხმა იმდენად კატეგორიული ჰქონდა, რომ წამით შევკრთი
-ლაშა გთხოვ . . .
-გადადი მეთქი -ტონს აუწია
-ასეთ მდგომარეობაში ვერ მიგატოვებ -არ ვნებდებოდი
-უკანასკნელად გიმეორებ გადადი მანქანიდან -იმხელა ხმაზე მიღრიალა, რომ კარი მაშინვე გავაღე და შეშინებული გადმოვხტი სალონიდან. მერე ბორბლების ხმამაღალლი ღრჭიალის ხმა გავიგონე და ძლივს დავლანდე ბოლო სიჩქარით მიმავალი ჩემი ძმის ჰიუნდაი, რომელსაც წამში აედევნა უკან ორი საპატრულო მანქანა . . .

8 8 8
ახლა ზუსტად ის მომენტი იყო, როდესაც თამამად შეიძლებოდა მეთქვა, რომ დიდ შარში ვიყავი. მართლა არ ვიცოდი რა უნდა მექნა. გავგიჟდებოდი მას რომ რაიმე დამართნოდა. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ წარმოდგენა არ მქონდა ამას წინ როგორ აღვდგომოდი. ყოველივე ზემოთხსენებულმა წამის მეასედში გამიელვა თავში. შემდეგ თითქოს ჩემს თავში ნათურა აინთოო ტრასაზე გიჟივით გავვარდი, გზაზე მომავალ პირველივე მანქანას გადავუდექი წინ გაშლილი ხელებით და შეშინებულმა თვალები მაგრად დავხუჭე. ეს ალბათ ყველაზე დიდი სიგიჟე იყო, შეიძლება ითქვას, რომ თვითმკვლელობასაც კი უდრიდა, მაგრამ იმედი მქონდა, რომ მძღოლი დამუხრუჭებას მოასწრებდა დ გადავრჩებოდი. საბედნიეროდ არც შევმცდარვარ. ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრში მანქანის ბორბლების ძლიერი ღრჭიალის ხმა გავიგონე და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახერხე თვალების გახელა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემკენ სწორედ ის ტიპი მოდიოდა, რომელიც გუშინ კლუბში დავინახე და ბრაზისგან გამძვინვარებული თვალები საშინლად უელავდა . . .
-შენ რა სულ გაგიჟდი? -მკლავში მწვდა და თავისკენ დამქაჩა - თუ გადაწყვიტე რატომ გინდა შენი ცოდვა მაინდამაინც მე ამკიდო?
ვერ გეტყვით იმწამს შემეშინდა თუ რა დამემართა, მაგრამ ფაქტი ერთი იყო-ამჯერად ჩემი ძმის გარდა ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობდი ამიტომ საჩქაროდ მივაყარე, რაც ენის წვერზე მადგა
-ერთ მანქანას უნდა დავედევნო, გთხოვ დამეხმარე მასში ჩემი ძმაა -მუდარით სავსე მზერით გავხედე და შევამჩნიე, რომ სახეზე გამომეტყველება შეეცვალა, ხელიც ოდნავ შემიშვა თუმცა კვლავ დაჟინებით მიყურებდა
-შენ რა გგონია მეტი საქმე არ მაქვს? ალბათ ვიღაც სხეულით მოვაჭრე ხარ და ამ ხრიკებით ცდილობ ვინმეს შებმას -თქვა და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა
-არა, არა სიმართლეს ვამბობ. ძალიან გთხოვ დამეხმარე, ტაქსის ვერ დაველოდები -იმდენად ვღელავდი ლაშას გამო, რომ მისი სიტყვები გულთან ახლოს არც კი მიმიტანია, თუმცა ეს რა გასაკვირი იყო?
-კარგი კარგი დაჯექი -თქვა და წამსვე მანქანისკენ გაემართა. მეც სწრაფად დავიკავე ჩემი სავარძელი და ავტომობილიც დაიძრა. წყნეთისკენ მიმავალ გზას დავადექით. კარგად ვიცნობდი ჩემს ძმას და ვიცოდი, რომ ასეთ სიტუაციაში ზუსტად იქეთკენ აიღებდა კურსს. ბავშვობიდან ასე იყო. რაიმეზე განაწყენებულს ყოველთვის ჩვენს აგარაკზე ვპულობდით აივანზე, საქანაო სავარძელში მოკალათებულს და კვლავ სახლში მოგვყავდა.
-შეგიძლია სიჩქარეს მოუმატო? -შეშინებულმა გავხედე ჩემს გევრდით მჯდარს, როცა უკვე ნახევარი გზა გავლილი გვქონდა
-შენი სახელი თუ შეიძლება -თავი არც მოუბრუნებია ისე მკითხა
-ჩემი სახელი? -სულ დავიბენი. ახლა ეს რა შუაში იყო? თუმცა მაინც გადავწყვიტე მისი ცნობისმოყვარეობა დამეყმაყოფილებინა -ნენსი მქვია
-ნენსი -გაეღიმა -უნდა იცოდე, რომ ამ ნაწილში სპიდომეტრზე ნაჩვენები სიჩქარის გადაჭარბება არ შეიძლება. თუ შენი ძმა მართლა იქ მიდის, სადაც ფიქრობ მაშინ არამგონია იმ ადგილიდან ნახევარ საათში გამოიქცეს, ასე რომ სიჩქარის მომატებაში აზრს ვერ ვხედავ
-მე შენ გიცნობ -არც კი ვიცი რატომ ვთქვი ეს, თუმცა ახლა რაც არ უნდა მდომოდა დროს უკან ვეღარ დავაბრუნდები
-მართლა? -ღიმილით გამომხედა -შეიძლება ჩემი რომელიმე ღამის სტუმარი ხარ, რომელიც ახლა ნამდვილად არ მახსოვს
-არა არა ეს არ მიგულისხმია -თავი გავაქნიე და მივხვდი, რომ მართლაც გამოუსწორებელ მექალთანესთან მქონდა საქმე, როგორც მელიმ მითხრა -გუშინ კლუბში დაგინახე, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად დაბადები დღეს აღვნიშნავდი
-დაბადების დღე გქონდა? მოგვიანებით გილოცავ
-გმადლობ -წამით დუმილი ჩამოვარდა, რომელიც არ ვიცი რატომ, მაგრამ კვლავ ჩემი ინიციატივით დაირღვა -ალბათ შენ არ დაგინახივარ
-იქნებ ცდები? -ირიბად გამომხედა -არ გამომპარვია შენი მზერა. რამდენიმე წუთის განმავლობაში თვალს არ მაშორებდი. სიმართლე გითხრა ასეთ რეაქციას ქალებისგან მიჩვეული ვარ, ამიტომ შეგიძლია ზემოთხსენებულზე არ ინერვიულო . . .

სიტყვებითაც ვერ აღვწერ როგორ შემრცხვა მისი იმწუთას. პარალელურად ისიც გავაცნობიერე, თუ რა თავდაჯერებული და ამაყი იყო ჩემი პატივცემული "მძღოლი". ქალებისგან ასეთ რეაქციას შეჩვეული ვარო თურმე. მაგრამ რატომაც არა? საშინლად მომხიბვლელია, საკმაოდ გემოვნებიანად აცვია და ჭკუისდამკარგველ სურნელს აფრქვევს. ვაღიარებ მეც კი ვდნებოდი მისი შემხედვარე, თუმცა ახლა რა დროს ეს იყო.
"გამოფხიზლდი ნენსი" შევუძახე ჩემს თავს და კვლავ გზას გავხედე. რამდენიმე წამიც და უკვე ჩემს სახლთან ვიქნებოდით.
-აი აქ შეუხვიე ... -მისი სახელის თქმა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ არ ვიცოდი და გავჩუმდი. როგორც ჩანს ეს მანაც შენიშნა და სიტყვა შემომაშველა
-ალექსი მქვია
-სასიამოვნოა
-გეტყოდი ჩემთვისაც მეთქი, მაგრამ არ შემიძლია. შენს გამო მომიწია ორ ლამაზმათან გამეუქმებინა შეხვედრა
-შენ რა ორივეს ერთად უნდა შეხვედროდი? -გულწრფელად გამიკვირდა
-არა ცალ-ცალკე -მოკლედ მომიჭრა და გამომხედა -ჩემი პირადის განხილვას ჯობია მითხრა სად გავაჩერო
-აი იქ -ორ დიდ სახლს შუა მდგარ, საშუალო ზომის, სტაფილოსფერი აგურით ნაგებ შენობაზე მივუთითე და დავიძაბე. რა მოხდებოდა ამჯერადაც აქ რომ არ დამხვედროდა? მერე სად უნდა მომეძებნა? არა ამაზე ფიქრი არ მინდოდა, ამიტომ უსიამოვნო აზრების მოსაშორებლად თავი გადავაქნიე და როგორც კი ალექსმა ავტომობილი ჭიშკართან გააჩერა მაშინვე გადმოვხტი სალონიდან. მისთვის არაფერი მითქვამს, შიგნით შევვარდი და პირდაპირ ავტოფარეხისკენ ავიღე გეზი. იმედი მქონდა, რომ ჩემი ძმის მანქანა შიგნით დამხვდებოდა და მეც შვებით ამოვისუნთქავდი, თუმცა როგორც კი დანიშნულების ადგილამდე მივაღწიე და იქაურობა მოვათვალიერე სიცარიელის გარდა ვერაფერი დავინახე. ამან რაღა თქმა უნდა უარეს დღეში ჩამაგდო. ალბათ მართლა ძალიან ცუდად იყო და უნდოდა, რომ არავის ეპოვნა, აქ მოსვლით კი ეგ გამორიცხული იყო.
სასოწარკვეთილი მზერით უკან მივტრიალდი და მაშინვე ჩემკენ მომავალ ალექსს მოვკარი თვალი.
-არ დაგხვდა? -მკითხა, როდესაც მომიახლოვდა
-აქ არ არის -სადაცაა ტირილი ამივარდებოდა
-იქნებ ზედმეტად ნერვიულობ? შეიძლება მარტო ყოფნა უნდა და ამის საშუალება უნდა მისცე
-რას მთავაზობ? ჩემი ძმა ფეხებზე დავიკიდო? -მართლა გამაბრაზა მისმა სიტყვებმა და ეს არც დამიმალავს
-ქალებს ყველაფერი უკუღმა გესმით -უკმაყოფილოდ გადააქნია თავი -უბრალოდ იმას ვამბობ, რომ როდესაც ადამიანს საკუთარ თავთან განმარტოება სურს სხვამ ხელი არ უნდა შეუშალოს. მოკლედ თუ მე საჭირო აღარ ვარ წავალ და ჩემს ცხოვრებას დავუბრუნდები
-მოიცადე -სიტყვა დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ აღელვებულმა წამოვიძახე -არ ვიცი აქედან სად წავალ, ან წავალ თუ არა საერთოდ, მაგრამ რომ გადავწყვიტო უკან როგორ დავბრუნდე? ტაქსის ფულიც კი არ მაქვს
-კარგი ამას მოევლება -ალექსმა უკანა ჯიბეში ხელი ჩაიყო და რამდენიმე წამში იქედან იმაზე მეტი თანხა ამოიღო ვიდრე ტაქსის გამოსაძახებლად იყო საჭირო. აზრზეც ვერ მოვედი ისე სწრაფად აღმოჩნდა მისი ფული ჩემს ხელში. გამიკვირდა. ეს ნამდვილად არ მიგულისხმია, თუმცა ახლა ისე ვიყავი დაბნეული, რომ მისი უკან დაბრუნება თავში აზრადაც არ მომსვლია.
-აბა ბედნიერად -მხიარულად მითხრა ალექსმა, გამიღიმა, სწრაფად გატრიალდა და ამაყი ნაბიჯებით გაემართა თავისი მანქანისკენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში თვალს არ ვაცილებდი და თავში განუწყვეტლივ ის მიტრიალებდა თუ რა საშინლად მხიბლავდა ეს ადამიანი. უკვე ჭიშკართან იყო მისული და მეგონა, რომ ამით ყველაფერი მთავრდებოდა, რომ უეცრად მოტრიალდა და შემდეგი სიტყვები მომაძახა: -ტაქსი რომ მოვა წინა სავარძელზე ნუ დაჯდები კარგი?
-რატომ? -მართლა გამიკვირვა მისმა სიტყვებმა
-გამომწვევი ქვედაბოლო და გამომწვევი სხეულის პატრონი ერთად ნამდვილი ბომბაა. ყველა ჩემნაირი ძლიერი ნებისყოფით არ გამოირჩევა -მერე თვალი ჩამიკრა და რკინის კარს მიღმა გაუჩინარდა. ისედაც არეულ-დარეული კიდევ უფრო მეტად ამრია მისმა სიტყვებმა. იმაზეც განაწყენებული ვიყავი, რომ ჩემდამი არანაირი ინტერესი არ გამოხატა, როგორც საპირისპირო სქესის წარმომადგენელმა და ნელ-ნელა მისი სიტყვები, სადაც მეუბნებოდა, რომ ჩემი ძმისთვის მარტო ყოფნის საშუალება უნდა მიმეცა საკმაოდ ლოგიკურად მეჩვენებოდა. მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ალექსისთვის მადლობაც კი არ გადამიხდია, აქ მოყვანისთვის. ამ აღმოჩენით გაბრაზებულმა მის მოცემულ ფულს ხელი ძალიან მაგრად მოვუჭირე და გონებაში ჩემი თავი საშინლად გამოვლანძღე.
"ასეთი დაუფიქრებელი როდიდან გახდი ნენსი"-წამდაუწუმ ვეკითხებოდი ჩემს თავს და გზაზე მიმავალ მის მანქანას მანამ გავყურებდი სანამ მოპირდაპირე კუთხეში არ გადაუხვია. მხოლოდ ამის შემდეგ მოვეგე გონს და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა უნდა მომემოქმედა ახლა. ტაქსი გამომეძახებინა და კვლავ თბილისში დავბრუნებულიყავი თუ ცოტა ხნით დავრჩენილიყავი? ბოლოს მაინც მეორე ვარიანტს მივემხრე და უკვე კიბესთან დადებული ყვავილის ქოთნიდან სახლის გასაღების ამოღებას ვაპირებდი, რომ ჩემს ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. ეკრანს დავხედე, ნიკო მირეკავდა-ლაშას მეგობარი.
ყურმილი მაშინვე ავიღე და ანერვიულებულს "ალოს"-თქმაც კი დამავიწყდა. რატომღაც ვიფიქრე, რომ ჩემს ძმას რაღაც ცუდი შეემთხვა და ამის შესატყობინებლად მირეკავდა.
-ნენსი მისმენ? -ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია და გონს მოვეგე
-ჰო, ჰო გისმენ. ლაშას რამე სჭირს?
-სწორედ ამის გამო გირეკავ. მინდა გითხრა, რომ ახლა ჩემთანაა და შეგიძლია არ ინერვიულო. რამდენიმე დღე აქ დარჩება, მთხოვა ჩემებს არაფერი უთხრაო, მაგრამ ვიცოდი ინერვიულებდით და დაგირეკე
-გმადლობ ნიკო -ერთიანად ამოვისუნთქე და მთელი დაძაბულობა მომეხსნა -გთხოვ მიხედე და უფლება არ მისცე სისულელე ჩაიდინოს. ალბათ უკვე გითხრა ყველაფერი არა?
-კი მითხრა. არ ინერვიულო ნენსი იგი კარგად იქნება, უბრალოდ ცოტა ხნით თქვენგან შორს ყოფნა ესაჭიროება რათა ყველაფერი გადახარშოს
-მესმის -ვთქვი და თავი დავხარე -კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას
-სამადლობელია არაფერია. თავს გაუფრთხილდი -ეს, რომ თქვა ჩვენს შორის კავშირიც გაწყდა და ტელეფონი კვლავ ჯიბეში ჩავაბრუნე . . .



№1  offline წევრი Tay194

ძალიან კარგია <3

 


№2  offline წევრი ლელუკა

აუუუ კაი კაირგი იკო ველოდები გაგრძელებას
kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent