არ ვარ ანგელოზი,მაგრამ არც ეს ცხოვრებაა სამოთხე (4)
_______________________ 2015 წელი, 25 თებერვალი. იმ დღის შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი „ნიკოს სარდაფს“,რაც ცუდად აისახა ჩემზე,მაგრამ ამის გასაცნობიერებლად არც ისე ცოტა დრო დამჭირდა. სრული კონტაქტი გავწყვიტე სამეგობრო წრესთან,ოჯახთან ხომ საერთოდდ,უკვე შვილადაც არ აღმიქვამდნენ.მეც შევეგუე ესეთ ცხოვრებას,ნარკოტიკი-ფული-სექსი--ნარკოტიკი-ფული-სექსი მხოლოდ ეს იყო ჩემი საზრუნავი,სხვა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. მთელს სხეულში ტკივილს ვგრძნობდი,თან ისეთს მეგონა გავაფრენდი,ორგანიზმი ნარკოტიკს მთხოვდა,ფული კი არ მქონდა.ამას ერთვოდა ისიც,რომ გარეთ წვიმდა,მაგრამ სახლში ვეღარ ვჩერდებოდი.თქვენ ხომ არ იცით ეს რა მტკივნეული იყო.თითქოს ვიღაც კანს ნელა და მტკივნეულად მიჯიჯგნიდა,კანს ქვეშ კი თითქოს ცხელი ლავა ჩაესხათ,რომელიც შიგნეულობას მიწვავდა.ამ აფექტურ მდგომარეობაში ვერც ვაცნობიერებდი რას ვაკეთებდი.ვერც გიოსთან და ვერც სხვა დანარჩენ „ნიკოს სარდაფიანთან“_ვერ მივიდოდი,მათგან საკმაოდ ბევრი ვალი მქონდა.თანაც იმდენი,მგონი მოსაკლავად დამზდევენ. ყველაზე ახლოს ჩემს სახლთან თათუკა და სანდრო ცხოვრობდა.მეც მათი სახლისკენ წავედი.კარებთან ჩავიკიცე და თან კარებს ხელს ვურტყამდი,რომ გაეგოთ.მალევე გამიღო კარები თათუკამ და ჩემს დანახვაზე გაშრა.მე კი მისმა დანახვამ გამაოცა.მისი დიდი მუცლის წყალობით თითქმის მთელ კარს ფარავდა.ვხვდებოდი,რომ მისი გაოცება,ჩემმა მოუვლელმა და დაუბანელმა თმამ,დახეულმა კოლჰოტმა და ჩაწითლებულმა თვალებმა გამოიწვია,რომლის ქვემოთაც საკმაოდ მუქად აჩნდა უძილობის შავი კვალი.ამ დროს სანდროც გამოვიდა ყვირილით. _თათა ვინ არის?ტაისია?შენ აქ საიდან? _სან უნდა დამეხმარო...ფული უნდა მომცე. _ნამდვილად არ მაქვს სურვილი გიყურო თუ როგორ ლპები. _შენ ხომ ვერ წარმოიდგენ როგორი მტკივნეულია. _ხელს ვერ შეგიწყობ თავის განადგურებაში.არ შემიძლია.თათა შემოდი, არ გაცივდე. კარში მდგომ თათას გავხედე,რომელიც თვალს არ მაშორებდა. _თათ შენ მაინც გამიგე,გთხოვ ფული მჭირდება უკვე „ვბღაოდი“ და მის ფეხებს ვებღაუჭებოდი.ის კი ჩემს მოცილებას ცდილობდა.მომიშრა კიდეც და კარები მოხურა.გამწარებულმა კარებს ფეხები დავუშნე და მთელი ხმით ვყვიროდი. _ვერასოდეს ვერ მიხვდებით ეხლა მთელი სხეული როგორ მტკივა,ბევრს ხომ არაფერს გთხოვთ?ცოტა ფული მომეცით და გპირდებით არასოდეს შეგაწუხებთ თქვენი ძველი ნარკომანი ნაცნობი.უბრალოდ ეხლა მომეცით სულ ცოტა. უკვე ძალა გამომელია და კედელთან ჩავცოცდი,კედელს თავს მსუბუქად ვურტყამდი და ვლუღლუღებდი. _გთხოვთ დამეხმარეთ.მტკივა,თან ისე რომ ვგრძნობ მალე გავგიჟდები.მტკივა....მტკივა...მტკივა... მერე ყველაფერი წყვდიდადმა მოიცვა და ისე გავითიშე დროის შეგრძნებაც კი დავკარგე.რომ გამოვფიხზლდი უცხო ოთახში ვიყავი,თანაც დაბანილი და ახალ სამოსში ჩაცმული.პირი გამშრალი მქონდა და მჟავე გემოს ვგრძნობდი. P.s.აბა რას ფიქრობთ?ღირს გაგრძელება? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.