იმედის შუქი / light of hope თავი 3
-მას რა სჭირს? ვცადე რაც შეიძლებოდა ხმადაბლა მეკითხა ირაკლისთვის -მე ბრმა ვარ. ბოხი უდარდელი ხმით მითხრა ზღურბლს იქეთ მდგომმა მისმა ცივმა ხმამ ცოტა არიყოს შემაშინა , შემრცხვა სახლში შევედით ძალიან დიდი მისაღები იყო, ნათელ ფერებში ირაკლიმ მეორე სართულზე ჩემი ახალი ოთახი მაჩვენა, მართალია უზარმაზარი სახლი იყო მაგრამ როგორც აღმოჩნდა ოთახში მარტო არვიქნებოდი ერთ მხარეს ჩემი საწოლი იდგა მეორე მხარეს კი ბექას ირაკლის ვაჟის ,ალბათ ფიქრობთ რომ პროტესტ გამოვთქვამდი ან ეს დისკომფორტს შემიქმნიდა მაგრამ ცდებით, ის ხომ ვერ ხედავს ამ სახლში გატარებული ყოველი დღე ერთმანეთს გავდა, არავითარი სიახლე მამას სიკვდილის მერე არავის ვეკონტაქტებოდი ვიჯექი ჩემთვის ოთახში ეკა ხშირად მირეკავდა მაგრამ არვპასუხობდი კარი ფრთხილად გაიღო რამდენიმე წამში ბექაც გამოჩნდა ჯოხის ცეცებით შემოვიდა ოთახში არც მიცდია დავხმარებოდი, საწოლამდე სკამი იდგა თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ეს მე არმეხება კედლისკენ გადავბრუნდი დაცემის ხმა გავიგონე... სწრაფად დავხედე იატაკს საწოლთან წაქცეული ბექა ცდილობდა თავისი სათვალე ეპოვნა რომელიც მის გვერდით დავარდნოდა საშინელი დანაშაულის გრძნობა გამიჩნდა წამოვდექი მასთან მივედი წამოვაყენე და საწოლზე ჩამოჯდომაში მივეხმარე მერე კი სათვალე მივაწოდე დაბნეულმა გაიკეთა და გვერდით გაიხედა თითქოს მომარიდა თვალი -არვიცოდი თუ ოთახში იყავი ღმერთო რა ხმა აქვს ამ ბიჭს,ცოტახანს იჯდა მერე ჩუმად ჩემ საწოლზე ჩამოვჯექი და ვუყურებდი მის სიბნელეში დაკარგულ თვალებს რომელიც მისი სიბნელის ფერია შავი, შავი თმები და ნათელი სახე თხელი ტუჩებიაქვს ღიავარდისფერი, დიდი წამწამები.... - ვიცი ამ სახლში ყოფნა არგინდა უეცრად მისმა საოცარმა ბაგეებმა დაარღვიეს გამეფებული სიჩუმე შევკრთი -რა? -ვიცი მარიამ, არც მე მსიამოვნებს აქ რომ ხართ მაგრამ მე გამიმართლა თქვენი დანახვა არ მიწევს. ჩაიღიმა და წამოწვა -ჯოჯოხეთია ჩემთვის აქ ცხოვრება არა მარიამ ნუთუ საუბარში აყევი? -რთულია ასეთი რომ ხარ? -არა უბრალოდ ჩემთან სულ ღამეაა სიბნელე შავი ფერი...ყოველთვის მიყვარდა შავი -შენ... - არა მე სულ ბრმა არვიყავი, სამიწელია რაც ასეთი ვარ მისკენ გადავბრუნდი ვუყურებდი როგორ უდარდელად ყვებოდა თავის ამბავს ალბათ სინდვილეში ძალიან უჭირდა -შენზე მომიყევი -მე... სათქმელი არაფერი მაქვს. უხეშად ვუპასუხე და ოთახიდან გავედი კარი ხმაუღიანად დავხურე რომ მიმხვდარიყო ჩემ წამოსვლას არმინდოდა საუბარი გაგვეგრძელებინა აი ნინას და ირაკლის ახლოსაც არ ვეკარებოდი - მარიამ გთხოვ შემოდი ცივ კიბეზე ნუზიხარ ! ცივა გარეთ -შემეშვი ნინა -უკვე გვიანია რომ მიხვდა აზრი არქონდა სახლში შევიდა მე კი კიდევ ცოტახანს ვიჯექი გარეთ თუმცა მართლა ციოდა და შიგნით შევედი,მეორე სართულზე ავედი მიკვირს ბექა ამას როგორ ახერხებს, მას ეძინა ფანჯარა გამოვაღე და რაფაზე შემოვჯექი, ქუჩას ვუყურებდი ჯერ 12 საათი იყო და მანქანები თითქმის აღარ მოძრაობდნენ, საშინლად ციოდა ღრუბლებს დაეფარათ ცა... თუმცა მე ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებდა -არმითხრა რომ ამ სიცივეში ფანჯარა ღია გაქვს!! შიშისგან ლამის გადავვარდი ძვლივს დაბიწყნარე სუნთქვა -მეგონა გეძინა ძვლივს ამოვილუღლუღე და ჩამოვედი, -შეგაშინე? - საიდან იცი რომ ფანჯარა ღია? იქნებ მშვენივრად ხედავ , იმასაც ხომ არ მეტყვი რა ფერის მაისური მაცვია? - მე უბრალოდ სიცივე ვიგრძენი ისეთი ნაღვლიანი ხმით მითხრა მომინდა საკუთარი თავი თმებით მეთრია ნამდვილი სულელივარ -მე თავს საშინლად ვგრძნობ. - გინდა რომ ვისაუბროთ? ჩემსკენ გადმობრუნდა და გაოცებულმა მკითხა - ძალიან მენატრება... ცრემლების შეკავება გამიჭირდა ალბათ ხმაზეც შემეტყო - შენ რა ტირი? ოღონდ ეს არა...არა ცრემლებს ვერ ვიტან - მე რატომ გადავრჩი?!ისე მაკლია ისეთ სიცარიელეს ვგრძნობ ყველაფერი მომბეზრდაარვიცი მის გარეშე რაუნდა ვაკეთო -შენი მესმის ვიცი რასაც გრძნობ - შენ ისეთი ძლიერი ხარ მაგრამ მე არა არშემიძლია ამდენის ატანა - გგონია მე არმიჭირს? გგონია ადვილია? მეც მიფიქრია თვით მკვლელობაზე მასთან მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი - შეგიძლია მომიყვე? - ხელი დამადე. თავისი ხელი გამომიწოდა მეც ჩავჭიდე ხელი თავისკენ მიმწია მიმიხუტა და ხელები მომხვია არვიცი რატომ მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია თავი გულზე დავადე და ვაგრძელებდი ტირილს ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო - მე ერთი გოგო მიყვარდა სალომე, ორი წელი მომწონდა ბოლოს დავიღალე მივედი და ყველაფერი ვუთხარი რასაც ვგრძნობდი არმაინტერესებდა იმ მომენტში რას მეტყოდათავარი იყო გავბედე თუმცა აღმოჩნდა რომ მასაც მოვწონდი ერთი წელი და 4 თვე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის ერთად ვიყავით დავდიოდით კინოში კაფეებში ვსეირნობდით ხშირად ერთხელ ერთმანეთს შევპირდით რომ რომ სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით რამდენიმე წუთით შეჩერდა ვუსმენდი მის გულისცემას და ვგრძნობდი რამხელა ტკივილს აყენებდა ამ ამბის გახსენება -ვერ აიტანა რომ ვერ დავინახავდი და მიმატოვა არადა სულ მაა ვხედავ, მხოლოდ მას ჰო მართალია შეიძლება ონკანს საწოლს შენ ან მზეს ვერ ვხედავ მაგრამ შემიძლია დსვინახო როგორ იკეთებს თმებს როგორ ცეკვავს თოვლში როგორ იღიმის და როგორ უწითლდება ჩემ დანახვაზე ლოყები ჩემს სამყაროში მხოლოდ ერთი ფერია " სალომე " ვუსმენდი და ემოციებს ვერ ვთოკავდი ნუთუ შეიძლებოდა ასე ყვარებოდა ადამიანს - შენ? - რა მე? დავიბენი -გყვარებია ვინმე? - არა არავინ - ჩემო პატარა ხელები მომიჭირა და ჩაიცინა იცი ყოველთვის მინდოდა და მყოლოდა ოცნებად მქონდა და შენ შეგიძლია ამიხდინო როგორ მჭირდებოდა თურმე ვინმესთან საუბარი, მისი ჩახუტება საოცრად მამშვიდებდა - ბექა!!! - არმითხრა რომ მოჩვენება დაონახე რა გაყვირებს? მე ფანჯარასთან მივედი თვალებს არ ვუჯერებდი არადა მშვიდი ღამეიყო - გათოვდა ბექა! ხელები გარეთ გავწიე მსიამოვნებდა ხელის გულზე გიფქები რომ მადნებოდა - სამწუხაროა - თოვლი არ გიყვარს? - მიყვარს თან ძალიან მაგრამ - შეიძლება შენ მისი დანახვა არშეგიძლია მაგრამ შეგიძლია იგრძნო - რა? მასთან მივედი ხელი მოვკიდე და ვაიძულე ამდგარიყო მერე კი ფანჯარასთან მივიყვანე - ამას არგავაკეთებ ! ხელები გარეთ გავაწევინე... ფიფქები ნაზად დნებოდა მის ხელებზე ვუყურებდი მის სახეს და ჩემი საქციელით ამაყი ვიყავი იღიმოდა და თითქოს ყოველი ფიფქის შეხებას გრძნობდა მერე უცებ შემოწია ოთახში ხელები და მეც თავიდან მომიშორა ზურგი აქცია ფანჯარას და შარვალზე შეიმშრალა სველი თითები ცოტა არიყოს შემეშინდა ვერ მივხვდი რა მოუვიდა - ფანჯარა დახურე ! მთელი ხმით მიღრიალა ტანში გამაცია და დასჯილი ბავშვივით მაშინვე დავხურე ფანჯარა, საწოლამდე მისვლაში დავეხმარე, წამოწვა - ბექა რამე მოხდა? აკანკალებული ხმით ვკითხე - დაიძინე უხეშად მომიგო და საბანი თავზე გადაიფარა რაც იმას ნიშნავდა რომ ამჯერად მას არ სურდა ჩემთან საუბარი, ჩემ საწოლთანმივედი და დავწექი თუმცა არმეძინებოდა ვფიქრობდი მამაზე ჩემზე ... ბექაზე ნეტავ რამოუვიდა? ღამემ და დაღლილობამ თავისი გაიტანა დილით 8 საათზე გამეღვიძა, სიწყნარე იყო ანუ ჯერ კიდევ ყველას ეძინა ჩემი ტელეფონის ხმა მალევე გაისმა ეკრანს დავხედე ეკა იყო წამით დავაპირე მეპასუხსაგრამ არა ეკრანი დავბლოკე და გვერდით გადავდე ეზოში საკმაოდ დიდი თოვლი დაედო და ისევ თოვდა სამზარეულოში ვოჯექი ჩაის ვსვამდი და ფანჯრიდან ვუყურებდი საოცარ სცენას რაკარგია მშვიდად მარტო ყოფნა. .. მაგრამ ვინ დაგაცდის? - უკვე გაიღვიძე? სამზარეულოში დედა შემოვიდა, ხმა არგამიცია არც კი გამიხედია ნინასკენ - არც მიკვირს შენ ხომ თოვლი ძალიან გიყვარს, პატარა რომ იყავი საგანგებოდ შეგფუთავდი და ეზოში გაყავდი მამაშენს, შენ კი სანამ მთელი სხეული არ გაგეყინებოდა თამაშობდი თოვლში, მერე ძალით შემოგიყვანდით გალურჯებულს შენ გვიმტკიცებდი რომ საერთოდაც არ გციოდა სწრაფად გიცბლიდით ტანსაცმელს და ცხელ ჩაის გასმევდით, ნაღვლიანი თვალებით მაინც ფანჯარაში თოვლს უყურებდი დანანებით გაყინულ თითებს ფინჯანზე ითბობდი ამის ფაგონებაზე ფანჯარას მოვაშორე მზერა, ჯერ ჩემს ფინჯანზე შემოწყობილ გალურჯებულ თითებს დავხედე მერე კი დედას რომელსაც თვალები ცრემლებით ავსებოდა გულის ამაჩუყებელი სცენა იყო რაც მე არმიყვარს, ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი საშინლად ციოდა, ფიფქები ქარმა სახეში შემომაყარა, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი ქუჩას, იქვე კუთხეში პატარა კაფეში შევედი ბევრი ხალხი იყო თუმცა ჩემთვისაც აღმოჩნდა ადგილი ფანჯარასთან ახლოს ვიჯექი მეც მეტი რა მინდოდა, ჩაი შევუკვეთე და მალევე მომიტანეს, ვუყურებდი გადათეთრებულ ქუჩას... ჰო დედა მართალია თოვლი მიყვარს მაგრამ ახლანიშვნელობა არ ააქვს ითოვებს თუ არა, თოვლის მოყვარულებისთვისაც კი თოვლს ყოველთვის არ მოაქვს ბედნიერება, უბრალოდ სითეთრეეა და ცივა ისიც აუფეღულებს ჩემ ცხოვრებას როგორც ყველაფერი სხვა, ცრემლები მოვიწმინდე ფული მაგიდაზე დავტოვე და კაფე დავტოვე ვიდექი და ვფიქრობდი სად წავსულიყავი უკან დაბრუნება არ მინდოდა ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და ფული გავუწოდე 6 სართულიან ნაცნობ კორპუსთან შეაჩერა, მეც სწრაფად გადავედი, მესამე სართულზე ავედი ჯიბიდან გასაღები ამოვიღე და კარი შევაღე, ქურთუკი საკიდზე დავკიდე ცხოვრებაში პირველად როგორ მომნატრებია აქაურობა, აქაც ისეთივე სიცარიელე დასახლებულიყო როგორიც ჩემს სულშია ჩემს ოთახში შევედი ... ჩემი საწოლი, საწოლთან დაგდებული დათუნია დავინახე "პოპო" ჩელში ავიღე როგორი ვიცი იყო მტვერიც მოსდებია დავფერთხე და გულზე მივიხუტე, ეს სათამაშო მამამ მიყიდა 7 წლის რომ გავხდი მამას და ნინას ოთახში გავედი ღმერთო თითქოს მამას სუნს ვგრძნობ თითქოს აქარის ჩემთან ახლოს ოთახი ცარიელი და მიტოვებულია კარადის კარი გამოვაღე სადაც მამაშ ერთი ჟაკეტი ეკიდა მხოლოდ ჩამოვხსენი, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და ჩემმა ცრემლებმაც გზა გაიკვალეს ჩავიცვი დასაწოლზე დავწექი, ვტიროდი ვტიროდი რადგან ვეღარ ვუძლებდი ამ მონატრებას სასწაულების აჯერა მაგრამ ნეტავ ახლა მომეხვიეოს ჩამჩურჩულოს რომ დაბრუნდა რომ აღარ მიმატოვებს სულ ჩემს გვერდით იქნება არვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე კარების ხმამ გამომაფხიზლა ოთახში ნინა შემოვარდა ანერვიულებული უკან კი ირაკლი მოყვა რომელიც ძვლივს სუნთქავდა ხელით მუხლს დაეყრდნო - როგორ მომაგენით?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.