შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარმოუდგენელი რაღაცეებიც ხდება(ნაწილი3)


2-02-2016, 21:43
ავტორი nutsa214
ნანახია 1 981

ღამე სიცხემ გამაღვიძა.... ძალიან მცხელოდა.შუბლზე ხელი მივიდე მაგრამ სიცხე არ მქონდა. ირაკლისკენ გადავბრუნდი. ღამის ფარდების გაწევა დამვიწყებია და მკრთალ შუქზე კარგად ჩანდა მისი შეწუხებული და აწითლებული სახე.
-ირაკლი.-შევანჯღრიე. წუწუნით გაიღვიძა.
-რა?
-სიცხე ხომ არ გაქვს?
-სიცხე შენ გაქვს-ამოიბურტყუნა ნახევრად ბალიშში თავჩარგულმა.
-ოოო ვითომ ვერ მიხვდი ეხლა რაზე გეკითხები.
-ჰო სიცხე მაქვს თან მგონი მაღალი.- შუბლზე ხელი მივადე მართლაც ცხელი იყო.
-ხელით ვერ გაიგებ, თუჩებით-გაღიმებულმა ამოილუღლუღა.
-ოო კაი რა.- წამოვდექი. თერმომეტრი იქნება აქ სადმე.
-გარდერობშია სულ ზემოთა თაროზე წამლების ყუთი იქ იქნება.
შარვალი ამოვიცვი შუქი ავანთე და გარდერობი გამოვაღე. სულ ზემოთა თარო ჩემთვის ოდნავ მაღალი იყო და თითისწვერებზე აწეულიც კი ვერ მივწდი. ირაკლის ჩემს მცდელობაზე გაეღიმა.
-ნუ დამცინიხარ.
საწოლს შემოვუარე და იქ მდგომ სკამს დავავლე ხელი. გარდერობთან მივათრიე და სკამზე შევდექი. ზედა თარო მოვათვალიერე და იქ არსებულ ერთადერთ ყუთს დავავლე ხელი. ყუთი გავხსენი და შიგნით წამლები და სხვადასხვა რაღაცეები რომ იყო ირაკლის გამარჯვებული მზერით გადავხედე.
-იპოვე?-თავი წამოყო ჩემი მზერის დანახვისთანავე.
-კი-წარბები ავათამაშე მე. არ ვიცი რატომ გამახარა აფთიაქის ყუთის პოვნამ ასე. თერმომეტრი ამოვიღე და ირაკლის მივეცი.
-რა წითელი ხარ.-თავი გვერძე გადავწიე-გითხარი! რო დადექი გარეთ ტიტველი!-ნიშნისმოგებით დავუწყე ლაპარაკი.
-რა ბებიაჩემივით მელაპარაკები.-წარბები აწია მან
-მორჩი-მივანიშმე თერმომეტრზე.
-კი- თერმომეტრს დახედა და ხმა რა ამოიღო. თერმომეტრი მოუთმენლად გამოვგლიჯე ხელიდან და მე თვითონ დავხედე. ოცდაცხრამეტი და შვიდი ხაზი ჰქონდა.
-წამალი უნდა დაგალევინო-თვალები გავაფართოვე მე და ყუთში დავიწყე სიცხისთვის წამლის ძებნა.-აუ სიცხის წამალი რომელია არ ვიცი.-ჩავიბუტბუტე ჩემთვის- შენ არ იცი რომელია სიცხის წამალი?
-ნტუ...-უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია ირაკლიმ.
-კაი ქეთას დავურეკავ ეცოდინება, მომე შენი ტელე.
-რადროს დარეკვაა შუაღამეა. დაწექი ეხლა და დილით დაურეკე
-ოო არა მაღალი სიცხე გაქვს. წამალი უნდა დალიო.
-კაი ჰო.
-თან ისეთი ცხელი ხარ ჩემამდეც აღწევს ტემპერატურა.
-ტელეფონი შენს მხარეს დევს, მაგიდაზე .-მიმითითა ირაკლიმ საწოლის გვერძე მდგარ პატარა უჯრიან მაგიდაზე. მობილური ავიღე და ქეთას გადავურეკე.
-ალო-ხმაჩახლეჩილმა მიპასუხა ქეთამ და ჩახველებით ხმა ჩაიწმინდა.
-ქეთა...
-რა იყო გუდაურში სხვა დროა, თუ საათი არ გაქვთ მანდ.-დაიწყო ლუღლუღი.
-მისმინე...-დავიწყე და ისევ შემაწყვეტინა.
-ან ამშუაღამისას როგორ გღვიძავთ? მართლა ცოლქმრულ მოვალეობებს ხომ არ ასრულებთ?-ღიმილნარევი ხმით მითხრა მან.
-ქეთა!-საყვედურნარევი ტონით როგორც იქნაგავაჩუმე.
-ჰა
-ირაკლის სიცხე აქვს...
-ჰო ჰო აბა ისე ხო არ დამირეკავდი...-უბერავდა თავისას.
-ვაიმე გოგო შენ მთვრალი ხო არ ხარ შემთხვევით? თუ რამე გაინტერესებდა დაგერეკა.
-რა მთვრალი ორიდღეა თავი მისკდება. თან... აღარ დავრეკე ხელი არ შეგიშალეთ-ეშმაკურად თქვა ქეთამ და სიცილი აუტყდა.
-აუუუუ ეს ვინაა!!! ვთიშავ!-მობეზრებით წარმოვთქვი
-კაი ჰო რაგინდოდა?
-ირაკლის სიცხე აქვს და რამე წამალი ხომ არ იცი რაც უშველის???-ერთი ამოსუნთქვით რაც შეიძლება სწრაფად წარმოვთქვი იმის შიშით კიდევ არ შეეწყვეტინებინა აზრი. რაღაც უცნაური დასახელების წამალი მითხრა რაც საბედნიეროდ ჩვენს აფთიაქის ყუთში იყო და ირაკლის დავალევინე.
-კაი მადლობა.-დავემშვიდობე ქეთას
-კიდევ აღარ გამაღვიძო თორემ მოგკლავ!
-მინიმუმ სამი დღე ვერა ასე რომ დაწყნარდი.-გაღიმებულმა ვთქვი და მობილური გავთიშე. შუქი ჩავაქრე შარვალი გავიძრე და საწოლში დაწოლისთანავე ირაკლისკენ გადავბრუნდი.
-გიშველა წამალმა?
იკამ ცოტა უცნაურად შემომხედა.
-ოცდაათ წამში თუ შველის ეს წამალი მაშინ კი.
ჩემს თავზე მათვითონ გამეცინა და ირაკლის ზურგი ვაქციე.
დილით რომ გავიღვიძე ირაკლის მკვდარივით ეძინა. ჩემსკენ იყო გადმობრუნებული დახელი ჩემს მკლავზე ედო. მისი ხელი საჩვენებელი და ბერა თითით ისე მოვიშორე თითქოს ვიღაცის სუნისნ ნასკს ვეხებოდე. წამოვდექი, თვალებს ძლივს ვახელდი, მაინც მეძინებოდა და ბოლომდე ვერ ვფხიზლდებოდი. აბაზანაში შევედი მოვწესრიგდი და გამოსვლისას ირაკლი შემეჩეხა, წელსზემოთ შიშველი, ცოტა დავიბენი არვიცი რატომ, თითქოს აქამდე არ მყავდა ნანახი ასე.
-ააამ...დილამშვიდობისა-ძლივს წარმოვთქვი. ჩემი დაბნეულობა შეატყო და ტუჩის კუთხეში გაეღიმა. ჩემი თავი მაშინვე გავკიცხე „რა გინდა ანკა რა სულელი ხარ? რა დაგემართა? მგონი ძილი დაგაკლდა.“
-თვალები რას გიგავს-მომახალა უტაქტოდ.
-რაა...-ვერ მივხვდი მე.
-დასიებული გაქვს.-თითებით ჩემს თვალებზე მანიშნა. მე თვალები მოვიფშვნიტე.
-ჰოო რაავი...-მხრები ავიჩეჩე დამისთვის გვერდის აქცევა ვცადე. მაგრამ წინ გადამიდგა.
-დღეს რას მაჭმევ?
-გამოკეთდი ?-კითხვაზე პასუხი არ გავეცი.
-კი რასმაჭმევ?
-ხვერცხს შევწვავ-ვუთხარი და როგორც იქნა გვერდი ავუქციე.
ქვემოთ ჩამოვედი და კვერცხი შევწვი.
-აუ ნეტა ჩემი ტელეფონი სად დავკარგე?-ჩავიბუტბუტე შუა ჭამის დროს.
-ვიპოვე-თეფშიდან თავი აწია ირაკლიმ.
-რაა...სად?-სიხარულისგან ლამის ფეხზე წამმოვვარდი.
-ლოგინის ქვეშ ეგდო.
-მანდ ვნახე და არ იყო
-ეტყობა კარგად არ ნახე.
-მომე-ხელი გავუშვირე.
-ნტუ...-თავი გაიქნია ირაკლიმ.
-რა ნტუ-გამიკვირდა მე
-ზემოთ დევს მაგიდაზე.-მითხრა და წამოხტა ორი წამი დამჭირდა იმის გასაანალიზებლად თუ რა გააკეთა მერე მივხვდი რომ ჩემი ტელეფონის ასაღებადგარბოდა და ყვირილით უკან ავედევნე.
-ეეეე..!!!
კიბეები სწრაფად აირბინა ერთი მომენტი ლამის ფეხში ჩავავლე ხელი მაგრამ გამისხლტა.
როგორც იქნა ღრმა სუნთქვით შევედი ოთახში. ირაკლი უკვე საწოლთან იდგა ჩემი მობილურით ხელში.
-მოოჰ..მომეცი-ძლივს მოვითქვი სული.
-პინ კოდი მითხარი მერე თხუთმეტი წუთით მათხოვე და მოგცემ.
-პფუ...-ჩავიცინე მე-ვერეღირსები.-სახე დავისერიოზულე და ცალი წარბი ავწიე.
-ჰოდა ვერც შენ ეღირსები ტელეფონს-თავი ოდნავ ზემოთ ასწია ისედაც გამოკვეთილი ყბები და ნიკაპი უბტო გამოეკვეთა და ცბიერად დამიწყო ზემოდან მზერა.
-აუუუუ.... კაი მომეციიი.....-წუწუნით მივუახლოვდი. მან ხელი ზემოთ ასწია მის აწვდილ ხელს კიდევ ასი წელი ვერ მივწვდებოდი. თითის წვერებზე ავიწიე და ვწადე მივმწვდარიყავი როცა ირაკლიმ ხელი უკან გადასწია და მეც მას უფრო მივუახლოვდი. გავბრაზდი. თვალები მოვჭუტე და ბოროტი მზერა მივაპყარი.



№1 სტუმარი A

Ha, ha, ha mainc ra gijebi arian ra da tan ra sayvarlebi..... Male dade xali tavi ar miyvars bevri lodini....

 


№2  offline წევრი nutsa214

ტექსტი არასწორად ჩავსვი ამაზე დიდი თავის დამატებას ვაპირებდი მაგრამ შეცდომა მომივიდა:(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent