შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მამა ახლავე ციდან ცამოდი (სრულად)


14-12-2016, 16:31
ავტორი Anne Larsen
ნანახია 3 348

სხვებისგან თითქოს არაფრით გამორჩეული დილა გათენდა... მაგრამ ეს სხვებისთვის და არა ჩემთვის... ყველაფერს გავაკეთებდი, რომ 10 წლის წინ ეს დღე არ დამდგარიყო, მაგრამ ალბათ მათთვის ასე ჯობდა.. ჰაჰ.. როგორ უყვარდათ ერთმანეთი ასე ეგოისტიც არ უნდა ვიყოო მათთვის ესე სჯობდა
დღეს გადავწყვიტე სადმე წავიდე სახლიდან შორს... ოღონდ სახლში არა სადაც აცრემლებული ბებოს ყურება მომიწევს, რომელიც მართალია ყოველდღე ცრემლებს ღვრის,მაგრამ დღეს განსაკუთრებით... თან სხვების თანდასწრებით ტირილი არ შემიძლია.. ჩემს ოთახში კი ტირილით გულს ნამდვილად ვერ ვიჯერებ... მინდა ისეთ ადგილზე ვიყო სადაც არავინ იქნება.. სადაც მარტო მე ვიქნები.. სადაც შემეძლება ისე ვიტირო როგორც მინდა.. ვიყვირო ბოლო ხმაზე როგორ მენატრებიან, რომ ცამდე ააღწიოს ჩემმა ხმამ
-დილამშვიდობის ბეე... -სწრაფად გავურბინე ბებოს, ისე რომ თვალებში არ ჩამეხედა..
-სადმე მიდიხარ ძვირფასოო??
-კიი ბეე... გარეთ გავალ და შეიძლება დამაგვიანდეს კაააი?
-სად მიდიხარ ბებიი?
-გავისეირნებ, ბავშვებს ვნახავ, შეიძლება ტაძარშიც ავიდე..
-კარგი ბები როგორც გინდაა...
-ჩემი ბებიკო.. -ვაკოცე და გავიქეცი, რომ რაც შეიძლება მალე გავცლოდი აქაურობას....
გზად ნინის ველაპარაკე ჩემს დაქალს, რომელმაც წელს უნივერსიტეტში ჩააბარა და 1 წელი ჩემგან შორსაა.. თუმცა ალბათ ყველაზე ახლოს
მერე კი დავფიქრდი სად წავსულიყავი.. აჰაამც მოვიფიქრე... ტაქსი გამოვიძახე და სახლში შევბრუნდი სწრაფად ჩავიცვი გრძელი შემოდგომისფოთლისფერი კაბა, თეთრი მაისური, ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი და 3 დღე რომ მყოფნოდა იმდენი სამოსი ჩავყარე(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) პატარა ჩემოდანში..
-მგონი რაღაც მრჩება.. :/ რათქმაუნდა და თავშალი ავიღე.. აი ეხლა მართლა წავედიი... და ბეე 3 დღე სოფელში დავრჩებიი :*
-არაფერი გინდა წაიღოო?? ისედაც არაფერს ჭამ და სამი დღე მშიერი არ იყოო...
-არაფერი მინდა ბეე.. სოფოსთან ვიქნებიი და გიოსთან..
-კარგი ბები ჭკუით.. ქოლგა წაიღე წვიმამ რომ მოგისწროს.. თავს მიხედე და მშიერი არ იყოო...
გამოვართვი ქოლგა და სწრაფად ჩავირბინე კიბეები.. ტაქსი უკვე მოსულიყო და მელოდებოდა...
-აი მოვედით .. აქ შემიჩერეთ...- და ფული გავუწოდე
- კი მაგრამ გოგონა სად რჩებით აქ არავინაა სახლიც კი არსადაა თქვენ კი ამხელა ჩემოდანი გაქვს...
-არაუშავს მომაკითხავენ ...და ზრდილობიანად გავუღიმე
ვუყურებდი სანამ თვალს არ მოეფარა ტაქსი, თან მამულის სურნელით ვტკბებოდი, ვგიჟდები აქაურობაზე.. როგორც ყველაფერში ამაშიც მამას დავეგვანე... სასაფლაოს ჟანგიანი ჭიშკარი შევაღე და ბილიკს გავუყევი ულამაზესი ტაძრისკენ.. კარი ღია იყო თუმცა ტაძარი ცარიელი... ასე მერჩივნა უფრო დამამშვიდებდა... შემდეგ ეზოში გამოვედი ყვითელ ფოთლებში ჩამოვჯექი და ჩემოდანს მივეყუდე... შევეცადე ცოტ-ცოტა ყველას მონაყოლი და ჩემი მეხსიერება გამომეყენებინა და სრული ამბავი გამეხსენებინა. . .
PLAYBACK: 1980წელი
- ზაზა დედიკო ჩემოდანი უკვე ჩაალაგეე??
- აი ამ წამს დეე..
- იჩქარე დედიი მამაშენი გელოდება დაბლა და ალბათ ბებო გაგიჟდა უკვე იქ რომ არ ხარ..
- მიყვარხარ დედა, თავს გაუფრთხილდი.. - ჩაეხუტა და მხურვალედ აკოცა ვერა თავდგირიძეს შვილმა..
ზაზამ კიბეები სწრაფად ჩაირბინა, გარეთ გასული მეზობლებს და მამას მიესალმა:
- დილამშვიდობის ყველას!
- მალე თორე ალბათ გაგიჟდებოდა ქალბატონი მარიამი.. მატარებელს რომ ვერ მივუსწროთ ამომშლის შვილების სიიდან..
-ჰაჰაჰ... ჰო მართლა იჩქარე მამა, თორე აგერ უკვე 16 წელია ძლივს გაპატია ბაბუს სახელი რომ არ დამარქვი
სადგურზე მისვლისთანავე ქალბატონი მარიამის საყვედურიანი მზერა მიეგებათ..
- უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდით
- წავედით ბებო ჩასხდომა იწყება...
ქალბატონი მარიამი ბატონი გურამის დედა გახლდათ, იგი მეტად ტრადიციული ქალი ბრძანდებოდა და ამასთანავე მიჩვეული იყო რომ ყველას კონტროლის უფლება ჰქონდა.. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ის გიჯდებოდა თავის ოჯახზე.. ახლა ქალბატონი მარიამის მამულში მიემგზავრებოდნენ ბებია და შვილიშვილი.. ეს პატარა ქალაქია, სადაც თითქმის არაა კორპუსები და ყველა დიდ სახლში ცხოვრობს, ამის გამო ამ ქალაქს ძირითადად დაბად მოიხსენიებენ..
გზაში ქალბატონ მარიამს ჩაეძინა,ზაზა კი ბევრ რამეზე ფიქრობდა: მეგობრებზე... შეყვარებულზე- ეს იყო ერთი კეთილშობილი, კარგ ოჯახში აღზრდილი გოგონა, რომელსაც არც გარეგნობა დაეწუნებოდა, სახელად ინგა.. ფიქრობდა ნათესავებზე, რომელიც ერთი წელი არ ენახა.. ნათესავები თბილად შეხვდნენ და აქ ჩამოსულს აქაურობა სულაც არ მოეჩვენა ცუდად.. თან აქ იყო მისი ნათესავი ლაშა, რომელიც მასზე ოდნავ უფროსი, 17 წლის იყო..
- აბა ზაზა დღეს რა გეგმები გვაქვს?- ჰკითხა ლაშამ
- მგზავრობამ ძალიან დამღალა ლაშ.. მოდი ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ, მერე მოვალ წავუძინებ და საღამოს შენს განკარგულებაში ვარ
- კარგი მაშინ აქვე ტყეა და წამო იქ გავისეირნოთ...
- კარგი თან ლუდი დავლიოთ..
- ჰოო აქ ნამდვილად კარგ ლუდს ამზადებენ ბიძაშვილო..
ცოტა ხანში ბიჭები უკვე ტყის ბილიკზე იდგნენ და ლუდს სვავდნენ, თან საუბრობდნენ.. თან ნელ-ნელა ტყის სიღრმეში შედიოდნენ..
- ჯანდაბას დაიცალა.. კიდევ დავლევდი ერთ ბოთლს.. - თქვა ლაშამ.
- მეც, მაგრამ მირჩევნია ახლა ჰამაკებისკენ წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ, თორემ აღარ შემიძლია ამდენი სიარული..
- მოდი შენ ჰამაკებისკენ წადი აი იქეთაა 10 მეტრში, მე ლუდზე ჩავირბენ და მალე მოვალ, სტუმარი ხარ ბოლობოლო რამეზე უარს გეტყვიი?!!..
- კარგი და ბოდიში რაა..
- არ გრცხვენიაა..
ზაზა ჰამაკებისაკენ გაემართა გადაღლილი, მილასლასებდა.. იქვე ერთ-ერთ ჰამაკზე ჩამოჯდა, ლოდინით რომ დაიღალა გარემოს მოთვალიერება დაიწყო, უცებ ერთ ჰამაკს მოკრა თვალი.. გოგონა იჯდა და კითხულობდა, რახან თავადაც ძალიან უყვარდა კითხვა გადაწყვიტა ლაშას მოსვლამდე გოგონას გასაუბრებოდა, თუნდაც წიგნზე.. გოგონა ზურგით იჯდა და ზაზა მხოლოდ იმას არჩევდა რომ მუქი წაბლისფერი, ტალღული თმა ჰქონდა, საოცრად თეთრი კანი და სავარაუდოდ თეთრი, ვარდისფერ ყვავილებიანი კაბა ეცვა...
-გამარჯობა ლამაზოო ...
გოგონა არც კი განძრეულა, თითქოს ვერც გაიგოო..ზაზა ამას მიჩვეული არ იყო, ის სულ გოგოების ყურადღების ცენტრში იყო, მითუმეტეს უცხო გოგოების, ამიტომ წინ დაუდგა და..
- გამარჯობამეთქი, შენ რა არ გესმის?!
გოგონამ გაკვირვებულმა ამოხედა, მისი ღრმა ლურჯი თვალების დანახვაზე ზაზა შეკრთა, ასეთი ლამაზი ჯერ არაფერი ენახა.. გოგონამაც იგრძნო რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 13 წლის იყო, ბიჭების ყურადღება არასოდეს აკლდა, მაგრამ ეს სხვა იყო, განსაკუთრებული, ხშირი,ხვეული, ღია წაბლისფერი თმით, და საოცრად ლამაზი თაფლისფერი თვალებით.. გული აუჩქარდა, ხმა ვერ ამოიღო, თუმცა მის ოდნავ გაბრაზებულ მზერაში კითხვა იკითხებოდა: რა გნებავთ? ზაზაც მიუხვდა..
- მეეე.. მეე .. მეე ...- და აზრი ვერ დაალაგა..
- მაპატიეთ უნდა წავიდე.. -უთხრა გოგონამ, ადგა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
ზაზა რამდენიმეწუთი მოჯადოებული იდგა.. ასეთი მშვენიერი ჯერ არაფერი ენახა.. მერე უცებ გონს მოვიდა და როდასაც გოგონა ვერ დაინახა, გარემო მოათვალიერა და შორიახლო შენიშნა კიდეც.. ახლომახლო აედევნა.. გოგონაც თითქოს გრძნობდა ფეხის ხმას.. როგორც აღმოჩნდა ის იქვე ცხოვრობდა, და როდესაც სახლს მიუახლოვდა მობრუნდა..
- რა გნებავთ??
- მე უბრალოდ მაინტერესებდა რას კითხულობდით?- ისე თავდაჯერებულმა თქვა ზაზამ, რომ გეგონებოდათ მართლა ეს აინტერესებდა
- ლევან გოთუა - "ყინწვისის ანგელოზი".. დაგაკმაყოფილათ პასუხმაა??! - და ჭიშკარი შეაღო ..
- ანგელოზი... ანგელოზი შენ ხარ.. ჩაილაპარაკა ზაზამ და გაეღიმა..
- ოჰოო.. ალბათ ლაშა მეძებს.. აჯობებს პირდაპირ სახლში წავიდე.. მათი სახლიც იქვე ახლოს იყო და დიდი დრო არ დასჭირვებია მისასვლელად.. ჭიშკართან ლაშას შეხვდა..
- ღმერთო ზაზა სად იყავიი.. გეძებდი და ვიფიქრე რომ აქ წამოხვიდოდი...
- არაა... აუ ლაშ ძმურად ერთ ადგილას წამომყევი აქვეა..
- რა პრობლემაა..
ზაზამ ლაშა იმ ჭიშკართან მიიყვანა სადაც ცოტა ხნის წინ მშვენიერი ანგელოზი გაუჩინარდა..
- ამ სახლში რომ გოგო ცხოვრობს ვინაა?? რა ქვია?? აქაურიაა...
- მეRადავებიი?? ამ სახლში 4 გოგო ცხოვრობს..
- ჰოო მაგრამ ის ძალიან ლამაზია.. რომ აგიღწეროო??
- 4ვე ძალიან ლამაზები არიან.. თან ერთმანეთს გვანან.. მაგრამ მაინც სცადე..
- ძალიან ღრმა ლურჯი თვალები აქვს და მუქი წაბლისფერი ტალღოვანი თმაა..
- ოჰოო.. მგონი ეს ნატალი უნდა იყოს.. მაგრამ ფრთხილად.. ძალიან წუნიაა.. თან ჯერ სულ ბავშვია 12-13 წლის.. მამამისმა რომ გაიგოს ადგილზე გაგათავებს, მისი საყვარელი შვილია..
- ყველაფერს ეშველება ლაშ ყველაფერს.. მასაც შევუყვარდები და მამამისსაც.. ხომ გამაცნობ??
- კარგი ხვალ იყოს...
- შევთანხმდით.. წამო ეხლა სახლში წავიდეთ თორე გაგიჟდება ქალბატონი მარიამი..
- ჰაჰა... მართალი ხარ წამო...
იმ დღეს სახლში მისული ბიჭები, ლაშას მამამ, ბატონმა მირიანმა სუფრასთან მიიპატიჯა და გვიანობამდე სახლში დატოვა.. შემდეგ კი გადაღლილი ბიჭები მკვდრებივით მიესვენენ.. თუმცა ბიჭები არა, მხოლოდ ლაშა, ზაზას კი მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.. მთელი ღამე იმ პატარა, მშვენიერ გოგონაზე ფიქრობდა...
- სწრაფად, სწრაფად ადექი ლაშააა..
- ზაზა რა გჭირს?! ნაბახუსევზე ვარ...
- ადექი სწარაფად უნდა მოვემზადოთ.. დღეს ნატალის მაცნობ..
- ნატალი ვერ მოიცდიდა??!
- რას ქვია მოიცდიდა... მიყვარს ძმაო მიყვააარს
- კარგი რააა... 1 დღეში, გოგო რომელსაც არც კი იცნობ?? შანსი არაა..
- არაფრის ახსნას აღარ ვაპირებ რაა... ადექი სწრაფაად..
ადგნენ, ჩაიცვეს და ქვედა სართულზე ჩავიდნენ.. ჩამიჩუმიც კი არავის ისმოდა..
- ჯანდაბას ზაზა ჯერ მხოლოდ 7 საათია..
- არაუშავს მეტი დრო მექნება ნატალის გასაცნობად.
- აუუუ... მგონი მართლა შეგიყვარდა ძმაა...
- წამო არ გინდა ტყეში გავისეირნოთ..?
- წამო...
ტყე თითქოს ამშვიდებდა ზაზას.. უცებ ორმა მშვენიერმა გოგონამ გაურბინათ ცხენით..
- ვაა რა მაგრად ჯირითობდნენ.. სირცხვილი მეე.. ქალი რომ გაჯობებს... -ჩაიცინა ზაზამ, თან უყურებდა რა ოსტატურად აჭენებდნენ გოგოები..
- არაუშავს ბიძაშვილო მთავარია მონდომებააა.
ამ დროს უკნიდან ერთმა გოგონამ კვლავ გაუქროლათ.. ჯანდაბას მისი თმაა.. საოცრად გავდა ნატალისას..
- მოიცა ის იყოო?? - უცებ წამოიძახა ზაზამ..
- მგონი არ ვცდებოდიი.. ნატალი.. ჰო ის იყოო.. ვიცი სადაც იკრიბებიან ხოლმე, წამო და თუ არ გაგვასწრო გაგაცნობ
- წამო, წამო, სწრაფაად!
ყმაწვილები ერთ ჩრდილობში შეკრებილიყვნენ.. გოგონებიც და ბიჭებიც.. ლაშა თავის მეგობრებს მიესალმა... ერთ კუთხეში კი სამი მშვენიერი გოგონა იდგა..
- აი შენი ნატალიც თავის უფროს დებთან ერთად...
- ვააა მართლაც ლამაზი დები ჰყოლია, მაგრამ მას ვერცერთი ვერ შეედრება..
- მოიცადე ზაზა.. შენ ხომ გყავს შეყვარებული..
- მოდი არ გვინდა ეხლა ამაზე ლაპარაკი... მოვიფიქრებ რამეს...
- დარწმუნებული ხაარ??...
- აუუ გამაცნობ თუ არაა??
- გოგოოებოო.. როგორ ხართ?? - და ნატალის დები გადაკოცნა ლაშამ - ნატალი როგორ გაზრდილხარ
ნატალი წამოწითლდა, მაგრამ არა ლაშას რეპლიკის გამო, იმის გამო, რომ ის ხუჭუჭთმიანი ბიჭი კვლავ ნახა, რომელზეც მთელი ღამე ოცნებობდა კვლავ შეხვედროდა..
- გაიცანით ეს ზაზაა.. ჩემი ბიძაშვილი, სტუმრად ჩამოვიდა, ზაზა გაიცანი ესენი ალისა და ქეთია, ეს კი მათი უმცროსი და ნატალი..
- სასიამოვნოა... ნატალი არაა... მინდა გითხრა მშვენივრად ჯირითობ..
- გმადლობთ, მამამ მასწავლა ..
- მამათქვენს ყოჩაღ, როგორ იგერიებს სამი ქალიშვილის თაყვანისმცემლებს.
- ჰოო, ჩვენ მეოთხე დაც გვყავს - გაიღიმა ალისამ
- ვაა მართლაა... ძმა არაა..??
- სულ პატარა.. - ჩაერთო საუბარში ქეთი..
- მგონი გვაგვიანდება.. წავედით თორემ მამა ინერვიულებს.. - უემოციოდ თქვა ნატალიმ..
გოგონები დაემშვიდობნენ და წავიდნენ..
- იმედია საღამოს გნახავ ნატალიი!!..-მიაძახა ზაზამ..
ნატალისთან სახლში:
- ის სიმპატიური ხუჭუჭა ბიჭი თვალს არ აშორებდა ჩვენს დას არაა ქეთიი??
- მართალი ხარ ალისაა.
- გეყოოთ.. - წამოიყვირა და თან წამოწითლდა ნატალი, თუმცა დების საუბრის გაგონებაზე გულს ბაგაბუგი გაუდიოდა.
- ნატალი შენ იმ ბიჭმა ისე მოგმართა თითქოს ადრეც ენახო... თუ გნახა??- დაეჭვებულმა კითხა ქეთიმ.
- კარგი ხოომ.. თქვენ ხომ არასოდეს გატყუებთ.. გუშინ წიგნის საკითხად რომ წავედი ტყეში მაშინ გამომელაპარაკა.. მერე გამომყვა და ისე დაბნეული იყო, რომ მეგონა სახელს მკითხავსთქო, მაგრამ რას კითხულობდიო.. საინტერესო ბიჭი ჩანს.
- შენ არ ხარ გულგრილი ხოომ??- შეეკითხა ქეთი.
- არ ვიციი..
ლაშასთან სახლში:
- აუუუ როდის მოვა ეხლა საღამო... - ბოლთას ცემდა ზაზა..
- უუუპს.. - და კარგად გადაიხარხარა ლაშამ.
- ჰომ ნამდვილად გამოვლენ??
- თუ თქვეს მოვალთო მოვლენ ზაზა დაწყნარდი..
დრო ორივესთვის საოცრად გაიწელა... და აი მოსაღამოვდა..
- ლაშა წამო გავიდეთ და ისინიც გამოვლენ..
მართლაც გასვლისთანავე თვალი მოკრეს ქეთის და ნატალის...
- გოგონებო ალისა სადაა?- სალაპარაკო თემა წამოჭრა ზაზამ.
- საქმრო ესტუმრა და მამასთან ერთად საუბრობენ..
- ვაა და გითხოვდებათ? კარგიააა.. მალე თქვენც გაჰყვებით ალბათ , დიდხანს არავინ გაგაჩერებსთ..
ბევრ რამეზე ისაუბრეს.. ქეთოს მეგობრებმა გამოუარეს და მათთან ერთად წავიდა.. ზაზასაც მეტი რა უნდოდა, ნატალის გაცილება შესთავაზა:
- ლაშ ნატალის გავაცილებ და აქ დამელოდე კაიი??
- კარგი ძმააა..
გზაში უხმოდ მიდიოდნენ.. ნატალი ცოტა არ იყოს თავს უხერხულად გრძნობდა.. აქამდე არავისთვის მიუცია უფლება გაეცილებინა...
- კარგი აბა კარგად..-დაემშვიდობა ნატალი, როცა სახლთან მივიდნენ
- კარგად, აბა მშვიდობიანი საღამო და შემდეგ ტკბილი ძილი..
ნატალი კარისაკენ მიბრუნდა და ის იყო უნდა შესულიყო, რომ ზაზამ მოაბრუნა და შუბლზე აკოცა.. გოგონა შეცბა, თუმცა ესიამოვნა.
- ეხლა შეგიძლია წახვიდე.
გოგონა ჭიშკრის მიღმა გაუჩინარდა, ზაზა კი იდგა რამდენიმე წუთი და მისჩერებოდა დახურულ ჭიშკარს.. შემდეგ კი მიბრუნდა და ლაშასკენ გაემართა. . .
მთელი გზა ხმა არ ამოუღია ზაზას ლაშასაც ესმოდა მისი და არ დაურღვევია მისი სიმშვიდე...
-ოჰოო კარგ დროს მოხვედით ბიჭებო.. თინა ვახშამს შლის..- შემოეგება სახლში შესულ ბიჭებს მირიანი.
-მე არ მშია ძია ბიბლიოთეკაში ავალ..
ბიბლიოთეკაში წიგნის წასაკითხად არ ასულა უნდოდა ბიბლიოთეკის აივანზე გასულიყო და მის საყვარელ სარწეველა სავარძელში მოკალათებულიყო. შევიდა და უნებურად კარი მიიჯახუნა, რის შედეგად თაროდან ინერტულად წიგნი გადმოვარდა, მივიდა რომ თავისი ადგილისთვის დაებრუნებინა, მაგრამ ჩაბნელებულ ოთახში მთვარის შუქზე ნაცნობი სათაური მოხვდა თვალში-„ყინწვისის ანგელოზი“.....
მთელი ღამე აივანზე იჯდა და კითხულობდა.. მართლაც შესანიშნავი ნაწარმოები იყო მუნჯ მხატვარზე... თუმცა ალბათ მუნჯ მხატვარზე კი არა საოცარ სიყვარულზე...
-ზაზააააა... ღმერთო მომკალიიიი...
-რა რაა რა ხდებაა?
-მთელი ღამე აქ გეძინა შვილოო?
-კარგი რა ქალბატონო მარიამ, რა გაკივლებს.. ხალხს გააღვიძებ.
-ხალხს უკვე კარგა ხანია ღვიძავს, რომ გაცივდე სად წავიდე მერე მეეე...
-კარგი რა ბებო ამ სიცხეში რა გამაცივეებს, ნუ ნერვულობ.-ბებოს შუბლზე აკოცა და ხელი გადახვია-წამო დაბლა ჩავიდეთ...
-დილამშვიდობის ხალხნო!-მიესალმა ეზოში ჩასულებს ლაშა..
ფურცელზე რაღაც წაჯღაპნა ლაშამ და ზაზას ჩუმად მიაჩეჩა ხელში.
მასზე შემდეგი რამ იკითხებოდა:
„დღეს მდინარეზე აპირებენ ბავშვები წასვლას, ისიც იქ იქნება.. მივდივართ ხოო? თვალის ჩაკვრა ნიშნავს თანხმობას, ჩახველება უარს..“
და დიდი გაცინებული სახე იყო მიჩხაპნილი...
ზაზამ ჩაიღიმა და თვალი ჩაუკრა ლაშას.
მდინარეზე მართლაც უამრავი ახალგაზრდა შეკრებილიყო და ზოგი თევზს წვავდა, ზოგი სიმინდს , ზოგიც მწვადს, უამრავი ხილი მოემარაგებინათ და ლუდიც რათქმაუნდა..
აიი ნატალიც გამოჩნდა.. ღია ცისფერ კაბაში.. ანგელოზს გავდა.. ულამაზესი იყოო.. და რათქმაუნდა ზაზას ეს არ გამორჩენია.. იმ საღამოს მარტო არ ტოვებდა.. სულ ერთად იყვნენ... როცა ჩამობნელდა იქვე ამაღლებულ კლდეზე ჩამოსხდნენ.. დიდხანს საუბრობდნენ ათას რამეზე.. მალე სახლში წასვლის დროც დადგა..
-ნატოო.. გაგაცილებ რაა...
-ნატოო?! მარტო შენ მეძახი ასე _და ნაზად გაიღიმა ნატალიმ...- გთხოვ არ გეწყინოს ერთი ჩვენი ნაცნობია აქ და ის გამაცილებს.. აქ მე და ჩემს დებთან ერთად მოვიდა.. ისედაც მთელი საღამოა შენს გარდა ყურადღებას არავის ვაქცევ...
-კაიი..-და ძალადობრივად გაიღიმა ზაზამ..
ნატალი დებისკენ წავიდა სადაც კიდევ ერთი ბიჭი დათო იყო, სწორედ ის იყო ის ნაცნობი ვინც გააცილებდა.. ზაზამ ბიჭს თვალი მოკრა თუ არა არ მოეწონა.. უნდოდა ისიც გაყოლოდა.. თუმცა ნატალის ხათრი ვერ გაუტეხა..
მთელი ღამე ის ბიჭი ახსენდებოდა და სურვილი ჰქონდა მაგრად დაებეგვა.. მის მაგივრად სურდა თვითონ გაჰყოლოდა ნატალის..
დილით ოთახში ქალბატონი მარიამი შევიდა..
-ზაზი ბები დედამ დარეკა... წერილი მოვიდა ჯარიდან... სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდეთ და 2-3 დღეში მიჰყავხართ...
-სერიოზულააად?!- ამ წამს ზაზას ყველაზე მეტად არ უნდოდა წასვლა ადგილიდან სადაც ხათრით ჩამოვიდა...
-ხო საყვარელო საათნახევარში მატარებელი გადის... დაგტოვებ რომ მოემზადო...
ზაზა უცებ მოემზადა და ლაშასთან მივარდა....
-ლაშ ნატალის უნდა გავაგებინო რომ მივდივარ...იქნებ ისე ვქნათ როგორმე რომ ვნახოოო..
-ნატალი დილით ვარჯიშობს ხოლმე... ალბათ ნახევარ საათში გამოვა..
-სულ ერთი საათი მაქვს.. ღმერთო ჩემო.. ესენი გაართე რომ უჩემობა ვერ გაიგონ...
-კარგი მიდიიი..
ზაზა ელვის სისწრაფით გავარდა და ნატალის სახლთან შორიახლო დადგა... მალე ნატალიც გამოვიდა... თუმცა სრულიად მოულოდნელად ზაზამ თავის შეკავება მოახერხა და ნატალისთან არ მივიდა... მან იცოდა რომ ნატალიც არ იყო გულგრილი... რადგან არ არსებობს ადამიანი ასე შეგიყვარდეს და შენი ბედი არ იყოს... ამიტომ იცოდა რომ მის სევდიან თვალებს ვერ გაუძლებდა... დიდხანს უყურა შორიდან როგორ სცილდებოდა მისი ოცნების გოგო თვალს... ჯერ კიდევ მის გვერდით იყო და უკვე მონატრება სულს უყინავდა.. იცოდა ძალიან გაუჭირდებოდა ეს წლები ჯარში ნატალის გარეშე..თუმცა ნატალის არსებობას იქნებ სტიმულიც კი მიეცა მისთვის.. არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა დაუმშვიდობებლად რომ მიდიოდა.. მას არ უნდოდა გული ეტკინა საყვარელი ადამიანისთვის.. შემდეგ კი როცა ნატალი საბოლოოდ მიეფარა თვალს გაშტერებული მიჰყურებდა ცარიელ ბილიკს და უცებ.... ჯანდაბაას...!!! ინგა... რა უნდა უთხრას... გოგოს რომელიც იცის რომ გიჯდება მასზე.. რომელიც მასაც ძლიერ უყვარს... თუმცა უკვე როგორც საჭიროა ისეა აღარ.. ან ვეღარ... რადგან ღმერთმა მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულთან შეახვედრა......
საღამოს ნატალი იმ იმედით რომ ზაზას იხილავდა ბედნიერი და თვალებგაბრწყინებული გაემართა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილას.. თუმცა როგორც კი ლაშა მარტო დაინახა სახეზე ფერი წაუვიდა.. თავში ყველაფერი აერია..:
„ნუთუ წავიდაა... ასე დაუმშვიდობებლად... არადა მე როგორ მჯეროდა... ღმერთო რა იდიოტი ვარ.. პატარა გამოუცდელი ლაწირაკი.. მაგრამ ვაიმეე... იქნებ ვცდები და რამე მოუვიდა... რა გღეში მაქვს გული ლამის ამომივარდეს... მივალ და ლაშას ვკითხავ... მაგრამ რა ვკითხოო“
ამ ფიქრებში კი ის და ქეთი ნელ-ნელა ლაშას მიუახლოვდნენ.. ნატალიმ აღარ იცოდა რა ექნა.. თუმცა ქეთას უეცარმა შეკითხვამ ცოტა გონზე მოივანა..
-პრივეტ ლააშ... მართო რატომ ხარ? შენი სტუმარი სად დაკარგე?
-ზაზა წავიდა...
„ზაზა წავიდა... ზაზა წავიდა... ზაზა წავიდა...“-ტრიალებდა ერთიდაიგივე მის თავში... ცივმა ოფლმა დაასხა... საშინლად იმედგაცრუებულად იგრძნო თავი.. ასე ჯერ არასდროს ყოფილა.. ლაშა და ქეთი კი საუბარს აგრძელებდნენ, თუმცა ნატალის უკვე აღარაფერი ესმოდა... ამ გრძნობას თავიდან ფეხებამდე სასოწარკვეთილების ბურუსში გაეხვია...
-ქეთოო.. თავს ვერ ვგრძნობ კარგად სახლში წავალ მეეე...
-გაგყვე გინდაა...?
-არაა.. არაა საჭირო...
ნატალი მიდიოდა და თითქოს ცა თავზე ემხობოდა... სახლში მივიდა თუ არააა მაშინვე დაწვა... ემოციებისგან გადაღლილს რამდენიმე წუთში უკვე ეძინა...
თვილისი საერთაშორისო მატარებლის სადგური:
-დე აბა კარგად თავს მიხედე შევეცდები რაც შეიძლება ხშირად მოგწეროო.. -და შუბლზე აკოცა დედას..
-მა აბაა თავს მიხედე და უჩემობა არ აგრძნობინო სახლს-და ძმურად მოეხვია საყვარელ მამას..
ვერა ცრემლებს იწმენდდა როცა მის პირმშოს რამდენიმე წლით უშვებდა უცხო მხარეში..
-მომენატრები ძამიკო-აცრემლებული მოეხვია უმცროსი და ზაზას.. ჩემო საყვარელოო...
-მოგწერ ხოლმე ჩემო პრინცესა და დამპირდი რომ შენც ძალიან ბევრს მომწერ..
-გპირდებიი!-უპასუხა ლილიმ..
ზაზა მატარებლის კარისკენ გაემართა, შემდეგ უცებ მოტრიალდა ჩვეულად თბილად გაიღიმა:
-კაი ეხლა აღარ გინდათ ცრემლებიი..- და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ოჯახს...
ზაზასთან სახლში:
უცებ ტელეფონის ხმა გაისმა და რუსეთში წასვლით დამწუხრებული ვერა თავდგირიძე მწუხარედ გაემართა ტელეფონისაკენ..
-გისმენთ..
-გამარჯობა, ზაზას თხოვეთ..-გაისმა წკრიალა ხმა
ქალბატონი ვერა მაშინვე მიხვდა რომ ყურმილს მიღმა ინგას ხმა ისმოდა..
-იცით ზაზა არაა შინ.. ის წავიდა.. ჯარში...
ამის თქმა და ყურმილის დაგდება ერთი იყო.. ვერა ყველაფერს მიხვდა.. მიხვდა თუ როგორ ატკინა მისმა სანაქებო შვილმა ინგას გული.. თუმცა მიზეზს ვერა და ვერ ხვდებოდა.. ზაზა და ინგა სასწავლებლად აპირებდნენ წასვლას.. ან თუ ზაზა ჯარში წავიდოდა ინგა დაელოდებოდა და ჩამოსვლის შემდეგ დაქორწინდებოდნენ.. ვერა ვერაფრით მიმხვდარიყო, რატომ არ გააფრთხილა ზაზამ ინგა..
1980-1983 წლები:
ამ ხნის მანძილზე ზაზა ყოველ ღამე ძილის წინ ნატალიზე ფიქრობდა... სულ თვალწინ უდგა ის მომენტი პირველად რომ დაინახა მისი ლურჯი თვალები... მაშინვე რომ დაიმონა ზაზას გული.. არც იმ კეკლუც რუს გოგონებს აქცევდა ყურადღებას დიდად რომ ცდილობდნენ მის მოხიბვლას.. მითუმეტეს რომ ჯარში მალე დაწინაურდა და და უფროსის თანაშემწე გახდა... მას სხვებზე ბევრად მეტი უფლება ჰქონდა.. თუმცა ამ უფლებებს ძირითადად ჯარში მყოფი ქართველების დასახმარებლად იყენებდა...
ნატალი კი საოცრად მოტყუებულად გრძნობდა თავს.. ბიჭებს ყურადღებას არ აქცევდა მიუხედავად იმისა რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა.. მას არავინ ანაღვლებდა.. მის სულში და გულში სამუდამოდ აღბეჭდილიყო ზაზა... ზაზა... და.. მხოლოდ ზაზა... აღარც გარეთ გადიოდა.. წიგნებში ჩაფლულიყო და დარდს მასში კლავდა.. დებიც ძლივს ცნობდნენ...თუმცა ყველაფრის მიუხედავად დღითიდღე ლამაზდებოდა... გაშლილ ვარდს ემსგავსებოდა...
1982-ში ინგა გათხოვდა...
1980წლის ზაფხულმა სამუდამოდ შეცვალა ამ სამი ადამიანის ცხოვრება...
1983წელი...ზამთარი:
-ვერა გთხოვ დაწყნარდი ნუღარ ტირი ჩაუსწრებთ ჩვენს შვილს და ყველაფერი კარგად იქნება..
-რომ მომიკვდეს რა ვქნა... ჩემი პირველი სიხარულიიი.. ჩემი სიცოცხლეე..
-დემი მოვა რამდენიმე წუთში და წავალთ.. მეც განერვიულებული ვარ საჭესთან ვერ დავჯდები..
-კიდევ კარგი შენი ძმაც აქაა და საცოლის სანახავად არ წასულა..
1საათში სამივენი რუსეთისკენ მიმავალ გზას ადგნენ... გზა საოცრად ძნელი სავალი აღმოჩნდა.. ზამთარი იყო და უღელტეხილზე მანქანებს არ უშვებდა სასაზღვრო პოლიცია.. ვერა გაოგნებული იჯდა.. გადმოვიდა და მუხლებში ცჰაუვარდა მესაზღვრეს გაეშვატ.. მხოლოდ ისინი..
-ეხლა თუ გაგიშვებთ მაშინ ოქმზე უნდა მოაწეროთ სამივემ ხელი რომლის მიხედვითაც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეხსნება და სრულიად ტქვენზე გადმოდის..
-შვილი გვიკვდება არ დავეძებთ.. დასაკარგი დრო არ გვაქვს.. მოგვეცით ოქმი და მოვაწერთ..-უთხრა ბატონმა გურამმა..
გზაში 15 საათი სიარულის შემდეგ ჯარის საავადმყოფომდეც მიაღწიეს..ვერას ნერვიულობისგან მოჩვენებები დაეწყო.. ეგონა ზაზა გარდაიცვალა და მის სულს ხედავდა.. ექიმებმა წამლები დაალევინებს დაიდზინებს და გაუვლისო.. მართლაც დაეძინა.. ამასობაში ბატონი გურამი შვილის სანახავად წაიყვანეს.. აპარატზე იყო შეერთებული..
-რა ვუშველო?-კითხა ექიმს..
-ერთი წამალი უშველის მაგრამ სამაგიეროდ შეიძლება რამე დაუზიანოს.. ზედმეტად ძლიერი ზემოქმედებისაა...
-სხვაა..
-სხვა საშველი არაა... და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.. მაგრამ უნდა გააცნობიეროთ კარგად რომ მართლა არ უშველის ეს მსუბუქი წამლები და დიდხანს ვერ გააძლებინებს.. თუმცა ჩვენ თქვენი ნებართვის გარეშე არაფერს გავაკეთებთ..
-გაუკეთეთ...
ბატონი გურამი მინის მიღმა უყურებდა საყვარელ შვილს როგორ უტანჯავდა მგლის ცხელება... ექიმი შევიდა და ვენაში წამლის შეშვება დაიწყო.. ზაზა დაიკრუნჩხა.. წნევა გაითიშა... ბატონი გურამი გაოგნებული შეჰყურებდა მინას... ვერ წარმოედგინა რომ ამ მინის მიღმა მისი ვაჟიშვილის ცხედარი იყო...
1983წელი. ზაფხული:
იმ ავბედით ღამეს ექიმებმა ზაზას გადარჩენა მოახერხეს.. თუმცა წამალმა მართლაც უარყოფითად იმოქმედა და ცალ თვალში მხედველობა დააკლდა.. სად არ ატარა ვერამ შვილი მაგრამ მხედველობა ვერა და ვერ აღუდგა..
-დე ბიძიას მივყვებით მე და მამა იციი
-სად შვილო?
-ელენე უნდა მოვიტაცოთ... ბებოს დედულში მივდივართ...
ზაზა ბიძას მიყვებოდა მაგრამ სინამდვილეში იქ წასვლა იმიტომ უფრო უხაროდა რომ შესაძლებლობა ეძლეოდა ნატო ენახა...
აღმოჩნდა რომ დემის ელენე ნატალის სახლიდან 2 სახლის შემდეგ ცხოვრობდა.. მართლაც მოიტაცეს... როდესაც გამოიარეს ნატალის სახლთან ზაზამ ეზოში ნატალის მოჰკრა თვალი.. ვერ იჯერებდა ისე გაზრდილიყო და კიდევ უფრო გალამაზებულიყო..
-მამა გააჩერე უნდა ჩავიდე..
-სად უნდა ჩახვიდე ზაზა ხომ კარგად ხარ? ქალი მოვიტაცეთ ალბათ მალე მდევრებს დაგვადევნიან ხომ კარგად ხარ..
ზაზა საოცრად გაბრაზდა, თუმცა სხვა რა გზა ქონდა.. ელენეს ოჯახი მალე შეურიგდა.. გადაწყვიტეს რომ ქორწილი ელენესთან გადაეხადათ..ქორწილი 1984 წლის იანვარში გაიმართა.. ქორწილზე რათქმაუნდა ნატალიც იყო.. ზაზამ კი შანსი ხელიდა არ გაუშვა და საცეკვაოდ დაპატიჟა.. თუმცა ნატალი ძალიან ნაწყენი იყო და უარი უთხრა.. ბოლოს ზაზამ ძალით გაიყვანა... ცეკვისას ყურში ჩასჩურჩულა:
-მიყვარხარ.. ამდენი ხანი სულ შენზე ვფიქრობდი..
-არ მჯერაა..
-ბავშვივით იქცევი.. დიდი გოგო ხარ უკვეე..
-როგორ დაგიჯერო შენ ხომ დამტოვე და წახვედი..
-ყველაფერი ისე არაა როგორც შენ გგონია..
გარეთ გაიყვანა და ყველაფერი უამბო.. ნატალი ჩაეხუტა.. ზემოდან კი სავსე მთვარე დაჰყურებდათ..
ქორწილის შემდეგ ზაზა ნატალის სულ წერდა.. 1თვეში კი ჩავიდა..
ნატალი გახარებული შეეგება..
უცებ ზაზამ სრულიად მოულოდნელად ჩაურთო:
-ნატალი ცოლად გამომყვებიი?
-იცი მე სწავლას ვაპირებ
-მერე რაა ჩემთან ერთად ვერ ისწავლიი?
-...-ნატალიმარაფერი უპასუხა.. უბრალოდ დაბნეულად შეხედა თავისი ღრმა ლურჯი თვალებით..
-გიყვარვარ?
-ჰოო ზაზა მიყვარხარ..
-ჰოოდა მაშინ ყველაფერი მოგვარებულია..
გოგონას ხელი დასტაცა აიყვანა და მანქანაში ჩასვა..
-ვსო ამ წუთიდან ჩემი ცოლი ხარ..
ნატალის ოჯახს ძალიან მოეწონათ ზაზა.. ზაზას ოჯახი კი აღმერთებდა ნატალის.. ზაზა ხანდახან იმასაც ამბობდა ჩემზე მეტად გიყვარსთო
1984წლის 13-15 მაისი:
ამ დღეებში ზაზას და ნატოს ბატონმა გურამმა 700კაციანი ქორწილი გადაუხადა, რომელიც 3 დრეს გაგრძელდა..
ლილი იძახდა ჩემი ძმის ქორწილში ვინ იყო აღარ მახსოვს იმდენი ხალხი იყოო..
1985წელი, გაზაფხული:
ნატალის და ზაზას პირველი შვილიშეეძინათ.. რომელსაც ბაბუის საპატივცემულოდ გუკა დაარქვეს..
1986წელი, შემოდგომა:
-არ ინერვიულო საყვარელო.. ღრმად ისუნთქე რამდენიმე წამში საავადმყოფოში მივალთ და ჩვენი გოგოც დაიბადება..
მივიდნენ კიდეც.. მაგრამ ნატალის მშობიარობა დიდ ხანს გაგრძელდა.. ექიმი გამოვიდა თუ არა ზაზა მივარდა..
-ხომ კარგად არიან?
-ბავშვი კარგადაა.. ჯანმრთელი გოგნაა.. მაგრამ თქვენი მეუღლე მძიმედაა..
ზაზა ნერვულობისგან უკვე ცუდად იყო.. ოჯახის წევრებიც მისულიყვნენ.. ლილი ცრემლებს ვერ ფარავდა.. საყვარელი რძლის ამ მდგომარეობის გამო.. თუმცა შუაგამისას ექიმი გამოვიდა;
-შეგიძლიათ თქვენი მეუღლე ნახოთ მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია..
-საყვარელო ხომ კარგად ხარ..
-კი ძვირფასო ყველაფერი კარგადაა არ ინერვიულო..
ამ დროს ექიმმა პატარა გოგო შემოიყვანა:
-აბა რას დაარქმევთ?
-ანას- უპასუხა ზაზამ..
-გილოცავთ..
-და კიდევ რაღაც უნდა გითხრათ.. მეტი შვილის გაჩენას ვერ შეძლებთ..
-ნატალის თვალებზე ცრემლი ჩამოუგორდა..
-რა გატირებს საყვარელო ცვენ ხომ უკვე გვყავს 2 შვილი..-არაფერი შეიმჩნია და ცოლის გამხნევებას შეეცადა ზაზა..
-ხო მაგრამ შენ ხომ ბევრ შვილებზე ოცნებობდი..
-მერე რაა.. მთავარია შენ მყავდე კარგად.. და კიდევ ჩვენი პატარები- და შუბლზე აკოცა..
1997წლის ნოემბერი:
-სასწრაფოდ მითხარით რას არქმევთ ბავშვს.. ია პირველი იქნება მოსკოვის 850წლის თავზე დაბადებულთაგან და საპატი მოქალაქის ტიტული ექნება და იქნებ ყველას დავასწროთ.
-გიორგობაა და მამას ბიჭს გიორგის დავარქმევ..
-კარგით ეხლავე გავატარებ..
ამ დროს ექთანი სემოვარდა..
- შეგვშლია ექოსკოპიაზე გოგონაა..
-ეხლა რა ვქნაა?-იკითხა მთავარმა ექიმმა..-რა სახელი ჩავწერო?
-შეიძლება დავრეკოო?
-დიახ, ინებეთ.. და ტელეპონი მიაწოდა..
-გისმენთ..
-დედააა.. გილოცავ მესამე შვილიშვილს.. მაგრამ დეე გოგოა და სახელს ვერ ვფიქრობ მარიამი ჯობს თუ ნინო.. მიდი რა ბავშვებს კითხე რას ფიქრობენ..
-ძინავს შვილო 2ვეს უკვე.. აი რას ნიშნავს 5თვეა რომ საქმეებს დასდევ და ბავშვები არ გინახავს..
-მაშინ შენ მირჩიე..
-მარიამი დაარქვი თან ბებოს გაეხარდება..
-კარგი მარიამს ვარქმევ მაგრამ ბებიის კი არა თავის სახელი ქვია ამ ბავშვს..
მეორე დღეს მთელი მოსკოვი კითხულობდა ვინ დაიბადა ესეთი.. ვისი სვილია რომ მტელს ქუჩაზე შამპანური აღარაა.. და მთელი ქალაქის დასანახად ფეიერვერკი გაუშვეს.. ზაზა ზედმეტად გახარებული იყო თავის გოგონათი.. 11 წელი ეგონა რომ ნატალი მეტ შვილს არ გაუჩენდა.. თუმცა ნამდვილი ღთის საჩუქარი მიიღო.. პატარა სასწაული რომელიც მათზე აღესრულა..
2002წელი, ივლისი:
-დედა მეც წამოვალ რაა..-კიოდა მარიამი
-შენ სად მიბრძანდები პატარა ქალბატონოო?-კითხა ანამ..-ჩვენ ხვალ წავალთ როცა უკვე ძამიკო გაჩნდება..
-აუუუ... მე რო ძალიან მინდაა..-გაბუსხა ტუცები მარიამმა..
-და რო გამოგპრანჭო შე კუდრაჭა არ გინდაა?
-წითელ პომადასაც წამისვავ?
-კი საყვარელო..
-კარგი მაშინ მინდა.. შეახტა უფროს დას, რომელმაც სარკის წინ დაასკუპა..
მეორე დღეს ანამ პატარა დაიკოს ხელი მოჰკიდა და მათი ახლადდაბადებული ძმის გიგის სანახავად წაიყვანა..
-დედას რა წავუღოთ მარიკელაა?
-ალუჩა..
მისულებს ძამიკო დედის ოთახში დახვდათ.. მარიამი გაოგნებული იყო ისე მოეწონა მაგრამ ხელს არ აკიდებინებდნენ და გაიბუსხა.. დაჯდა შორს აიგო მტელი პარკი დედისთვის მითანილი ალუჩა და შეახრამუნა..
2005წლის დამდეგს:
-აუუ მაა რა მაგარი ფეიერვერკი მომიტანეე...
-შენ ყველაფერს კარგს იმსახურებ მაა..ჩემო პრინცესა..
-შენ ჩემი მეფე ხარ მაა...
ზაზა მშობლებთან საყვარელ ქალთან და 4 უსაყვარლეს შვილთან ერთად შეხვდა ახალ წელს.. 8ვე ძალიან ბედნიერები იყვნენ.. ძალიან მაგარი ახალი წელი იყო.. მარიამს თოვლის პაპამ ვარდისფერი შარვალი და მოსაცმელი მოუტანა.. ბარბის რომ აქვს ისეთი.. სწორედ ასეთი უნდოდა.. გუკა მალე 20ის ხდებოდა.. ანა 18ის იყო და უნიბერსიტეტში სწავლობდა.. მარიამი 7წლის იყო სკოლაში ადრე შევიდა და უკვე მეორე კლასში იყო.. გიგი კი 2წლის და 6თვის..
2005წელი. თებერვალი:
-ბებიიკოო... დღეს მამას დაბადების დღეა და დაურეკე რაა მივულოცავ..-თხოვა მარიამმა ბებოს..
ვერამ რათქმაუნდა შეუსრულა სურვილი..
-მამიი... მამიი... მამიიკოოო... გილოცააავ..
-მადლობა ჩემო პრინცესაა...
-მომენატრე მაა... როდის მორჩები საქმეებს და ჩამოხვალ..?
-3დღეში მამიი... მალე გავა მამიკო სამიდღე და ჩაგიხუტებს გულში შენი მამიკოო..
-კაი მაა.. გიგისაც ძალიან მოენატრე..
-მე სულ არ მკითხულობ შვილოო..-ყურმილი გამოართვა ზაზას ნატალიმ..
-კიი ნატ როგორ ხარ?
-ნატ??! დედა ვარ მე შენი შვილოო.. დედაა...
-კარგი ხოო დეე... მომენატრე შენც ძალიან და ძალიან მიყვარხარ ხომ იციი.. ჩემო საყვარელო დედიკოო..
-შე ზედმეტად საყვარელო გოგო სულ რომ შეგიძლია ჩემი მოთაფვლა.. მაგრამ ხომ ვიცი რომ მამაშენი ჩემზე მეტად გიყვარს.. რას ვიზავთ კუმირის არჩევაში ყველა თავისუფალია...
-ოო დედა დედააა... კაი წავედი სკოლაში მაგვიანდება..
-ბეე მიყვარხარ და წავედი.. დედა და მამა 3დღეში ჩამოვლენ..
2დღის შემდეგ:
-აუუ ბეე ხვალ მოდის ხო დედა მამა...
-ხოო ბები მაგრამ დაიდზინე ეხლა- და შუქი ჩაუქრო ოთახში შვილიშვილს ვერამ.
-აუუ რა მაგარია..-და მშვიდად დაეძინა გოგონას..
ღამე წყლის დასალევა ადგა.. დაინახა რომ ბაბუს დები მოსულიყვნენ და ბებოსთან ერთად ტიროდნენ... ბაბუს ოთახში კი საწოლზე ბაბუ არ იყო.. მიდი მანდ და დაწექი ბები უთხრა ელენემ გურამის დამ.. მარიამი მივიდა და ბაბუს სა ბებოს საწოლში დაწვა.. მაგრამ ვერ დაიძინა.. ეგონა ბაბუ გარდაიცვალა და იმიტომ ტიროდნენ.. ცრემლები მოადგა.. მაგრამ ამ დროს ელენე მიუწვა ზურგიდან:
-ბები ჩემოს საყვარელო ეხლა შენ არაფერზე ინერვიულო.. დედიკო და მამიკო ავარიაში მოყვნენ მაგრამ კარგად იქნებიან არაფერი მოუვათ და მალე ჩამოვლენ..
მარიამმაც გულუბრყვილოდ დაუჯერაა...
ზაზა და ანტალი ქუჩაზე გადადიოდნენ როცა უკნიდან მაღალი სიჩქარით მომავალმა მანქანამ რომელსაც მთვრალი მძღოლი მართავდა დაართყათ.. სასწრაფო მაშინვე მივიდა.. სხეულები 18მეტრზე იყო ნასროლი.. ნატალი საავადმყოპოში მიყვანამდე გარდაიცვალა.. ზაზა შედარეწბით კარგად იყო.. საკონტაქტო ნომრებიც ჩააწერინა ექიმებს რითიც მამამისს დაუკავშირდებოდნენ.. შუაღამისას როდესაც ექთანი შევიდა ზაზამ იკითხა:
-ქალი როგორაა?
ქალმა პასუხს თავი აარიდა..
-თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ წნევაც.. გულის ცემაც.. მხოლოდ მოტეხილობები გაქვთ..
-მე ვიკითხე ქალი როგორაამეთქი?
-იცით... ქალი აღარაა...
ამის თქმისთანავე.. ზაზას გულისცემა დავარდა... წნევა განულდა... ნატალის სიკვდილმა მისი გულის შეტევა გამოიწვია.. რამაც შემდეგ მისი სიკვდილი..
ზაზა და ანტალი მეორე დრეს მართლაც დაბრუნდნენ სახლში ოღონდ მხოლოდ სხეულები.. მთელი ქალაქი მოდიოდა პანაშვიდზე.. უფროსი შვილები ტიროდნენ.. პატარები ვერ ხვდენოდნენ.. მხოლოდ ერთ წამში გააცნობიერა მარიამმა და სახეზე მწველი ცრემლი ჩამოუვარდა.. თუმცა ისევ უკუაგდო ფიქრები რადგან მის პატარა გულს ამის ატანა არ შეეძლო..
NOW:
-როგორ გავძელი ამდენი ხანი უთქვენოდ...-თავის თავს ელაპარაკებოდა მარიამი.. ჩემოდანი იქ დატოვა.. მაინც არავინ აიღებდა.. სოფელში იყო ასული და აქ ყველა ყველას იცნობდა.. თვითონ კი საფლავისკენ გასწია...
იქვე ჩამოჯდა მშობლების საფლავის წინ და ქვაზე გამოსახულ მათ სურათს მიშტერებოდა..
-მააა შენ საუკეთესო იყავი ყოველთვის.. გახსოვს მაა რუსეთში რომ იყავით შენ და დედა რამდენიმე თვით მე რომ ბებოსთან დამტოვეთ და დედა რო ვერ ვიცანი და შენ გიცანი.. ხელში რომ ამიყვანე და მიმღეროდი..დედა სულ ამბობდა კუმირის არჩევასი ყველა თავისუფალია შენ კი მამაშენს ირჩევო.. მართალიც იყო.. შენ ყველაფერი იყავი მაა ჩემთვის.. და ხარ.. და სუ იქნები მააა..- თან სლუკუნებდა..- მაა არ ინერვიულო ეხლა რომ ვტირი მეე... სხვა დროს არ ვტირი.. ხოლმე.. სხები რომ არიან მაშინაც ხომ არ ვტირი ხოლმე... იცი ძალიან მენატრები მაა... გახსოვს მამიკოო შობას რომ ავიჩემე მომნათლეთთქო და ჩემს პრინცესას როგორც გაეხარდებაო და რომ მომნათლეთ... გახსოვს მაა.. საშინელებათა ფილმს რო ვუყურებდი და რო მეშინოდა და რო გეხუტებოდი.. ღამე შენთან რომ მოვდიოდი დედას რომ ეძინა და გელაპარაკებოდი რაღაცეებს და ბოლოს შენს გულზე მეძინებოდა.. იცი მაა მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი შენით.. შენ განსაკუთრებულად კარგი მამა იყავი.. მამა რომელსაც თუ ვინემ გამაბრაზებდა ვუყვებოდი და მარიგებდა როგორ მოვქცეულიყავი.. თვითონ კი არ წავიდოდა მოსაგვარებლად მე მაგვარებინებდა ჩემს საქმეებს.. მამა რომელიც რაც არ უნდა მეთხოვა ყველაფერს მისრულებდა.. და ვიცი მააა ვიციიი, იმ ავბედით დღეს შენთან რომ ვყოფილიყავი და დარჩენა მეთხოვა დარჩებოდი კიდეც და დღეს ჩემთან იქნებოდი.. მაგრამ კარგია ალბათ რომ არ ვიყავი მაა... მერე დედა ხომ ცოდვა იქნებოდა მარტო.. შენც დაიტანჯებოდი უმისობით... ასე სჯობდა ალბათ ჩემო საყვარელო მამიკო.. შენ ხომ იცი მა რომ ჩემს გულში შენ ყოველთვის პირველი იქნები.. შენ 7წლის მანძილზე მასწავლე ის რასაც სხვა მამები მთელი ცხოვრება ვერ ასწავლიან შვილებს... გაღმერთებ მაა... ჰოო მართლა სულ მამას რო ველაპარაკები შენც ძალიან მიყვარხარ დეე და მენატრებიი ჩემო ძალიან ლურჯთვალა, ფერია დედიკოო.. ანგელოზების ადგილი ცაშია და კიდეც წახვედი სახლში.. შენ არ ვიცი ეხლა რა გითხრა.. უბრალოდ როგორც ყოველთვის მასთან უფრო მეტი სალაპარაკო მაქვს ვიდრე შენთან...უბრალოდ..:
-შენ ყოველთვის ჩემი მეფე იქნები მააა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent