შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მივიწყებულთა კუნძული 11


14-12-2016, 19:26
ავტორი mariia
ნანახია 1 631

ყველაფერს ცვლის სიყვარული. მან შეიძლება აღმაფრენამდე აგიყვანოს და ყველაზე ბედნიერი გამყოფოს ან კიდევ ყველაზე უბედური. ჩემს შემთხვევაში? მე ბედნიერი ვარ,რომ მყავს ის. მიუხედავად ყველაფრისა ბედნიერი ვარ,რომ კუნძულზე გავიზარდე და ამდენი ხნის შემდეგ ჩემთან ჩამოვარდა. მისი სახით გვერდით ადამიანი მყავს ვინც მიცავდა,ბრაზობდა ჩემს გამო ყველაზე და ყველაფერზე.ის ვინც მაიძულებდა ჩემი სიჯიუტისთვის გადამებიჯებინა და წინ წავსულიყავი. ახლა ვიაზრებ, რომ ის ჩემთვის პირველივე წუთებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.ნაწილი,რომლის გარეშეც ვეღარ შევძლებ არსებობას.
მიყვარს, როცა თავი მკერდზე მიდევს. მისი მშვიდი სუნთქვა კი ჩემს თმებს ათამაშებს და თან ხელით მეფერება თავზე. ყურში სასიამოვნოდ ჩამესმის გულის ძგერა. ცხვირში კი ჩემი საყვარელი სურნელი მიღიტინებს. ჩვენი ეს მდგომარეობა მიყვარს,როცა ორივე ერთმანეთის ჩახუტებით ვტკბებით და უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარს. არ მინდა ეს მომენტი გავაფუჭო,მაგრამ არც ის მინდა დავუმალო ის რაც დღეს მოხდა.
- დღეს განყოფილებაში ვიყავი- ფრთხილად ვიწყებ. ჩემს სიტყვებზე თავზე ხელის სმას აჩერებს. ვგრძნობ როგორ იძაბება მაგრამ მაინც განვაგრძობ- ნისა ვნახე გადაყვანისას და... ასევე ლიც.
- რატომ არ შეგიძლია მათგან თავი შორს დაიჭირო?- მის ხმაში სიბრაზე იგრძნობა. თავს მაღლა მისკენ ვწევ.
- დამირეკა და მითხრა კომპანიის გადარჩენაში დამეხმარებოდა თუ იქედან გამოღწევაში დავეხმარებოდი.-ერთიანად იძაბება.
-! -ცრის კბილებიდან.სწრაფად იწევა მეც ვყვები.ორივე ხელში ჩემს თავს იქცევს და თვალებში მიყურებს. - დამპირდი,რომ რაც არ უნდა მოხდეს მას არც მოუსმენ და არც ნახავ.დამპირდი!
- ჯონგინ მე უბრალოდ კომპანიის გადარჩენა მინდა- ვლუღლუღებ ის კი მაინც იგივე ბრაზმოკიდებული მზერით შემომყურებს.
-ჰანა დამპირდი...
- კარგი გპირდები, რომ არც დაველაპარაკები და არც ვნახავ. გპირდები-პირობა და მისი სახიდან ღრუბელი იყრება. ჩემს სახეს ახლოს სწევს და ჯილდოდ კოცნას ვიღებ. ისევ თავის მკლავებში მიქცევს და ჩემს უწინდელ ადგილს ვუბრუნდები მის მკერდზე.
-ვიცი,რომ შეძლებ კომპანიის გადარჩენას და არ გჭირდება არავის დახმარება მითუმეტეს მისი. -თავზე მკოცნის და კიდევ უფრო მიკრავს.- ახლა კიდევ უფრო მიჭირს წასვლა - ჩურჩულით ამბობს.მაშინვე სწრაფად ვწევ თავს და თვალებში შევყურებ.
- წასვლა? - შიში ერთიანად მატყვია სახეს. რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებიდან მიდის. საერთოდ ასეა,როცა ვფიქრობ რომ ყველაზე ბედნიერი ვარ და ასე იქნება ყოველთვის,სწორედ მაშინ მტოვებენ.ხელს სახეზე მადებს და ცერა თითით ლოყაზე მეფერება, თან ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება.
- შენს მიტოვებას არ ვგულისხმობ -ახლოს მწევს.ქვედა ტუჩს რბილად ეხება და ისევ მიხუტებს. - ამას ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს.-თავზე მთელი გრძნობით მკოცნის.მიყვარს,როცა ასე აკეთებს.თითქოს მთლიანად სურს შეგისრუტოს და ძლიერად გიკრავს მკლავებში. მისი სიტყვები კი გულს მიმშვიდებს.ვხდები,რომ ბიჭებთან ერთად ტურში მიდის.
- რამდენი ხანი ვერ გნახავ?-მცდება უცებ და გული მეწურება უიმისოდ გატარებული დღეების წარმოსახვისას,თუმცა ჩემს წინანდელ ფიქრს ჯობია.
- დაახლოებით ორი კვირა -თავს მისკენ ვატრიალებ და ახლა მე ვუყურებ თვალებში.
-მაშინ მომიწევს იმდენი გაკოცო,რომ ორი კვირა მეყოს -ჩემს სიტყვებზე თვალებში ეშმაკმა ჭინკებმა სირბილი და ჟივილი ატეხეს.მისი ტუჩებისკენ მივიწევ,თუმცა წამის მეასედში საწოლზე ვეცემი და მის ქვეშ ვექცევი.
- ზუსტად ამას ვფიქრობდი -ეშმაკურად ეცინება. მისი ტუჩები ჩემსას ეხება.ნელი კოცნით იწყებს ისევ. სახის თითოეულ ადგილზე ცხელ კვალს ტოვებს.ვბრაზდები რადგან მხოლოდ თვითონ ტკბება.ხელით ვუბიძგე გვერდით გადაწეულიყო და მისზევით ვექცევი.
- ბატონო ჯონგინ ჩემი ჯერია დავტკბე თქვენით -თითს მის ტუჩებს ვაყოლებ,რომელზედაც მისი ავხორცული ღიმილია გამოსახული.რომელიც მხოლოდ ჯონგინს ახასიათებს და ის მხოლოდ ჩემია.
*****
თავიდან უიმისობა ძალიან გამიჭირდა,მაგრამ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. თუმცა შეჩვევაა და არ ნიშნავს, რომ არ მენატრება. ჩემი და უფრო მისი გადატვირთული გრაფიკის გამო ოქროს შუალედი ვერ მოვნახეთ.ან მე არ მცალია და ინვესტიციების მოსაზიდად დავრბივარ ან მას არ სცალია.კონცერტების გამო ქვეყნიდან ქვეყანაში დაძრწიან. კიდევ უფრო ის მაღელვებს თუ ახერხებს დასვენებას.
სამზარეულოში გაშლილ სუფრასთან მივდივარ.როგორც ყოველთვის დედა და ბიძია მე მელოდებიან. პირველ რიგში რასაც ვაკეთებ სანამ დავჯდები დედის მოფერებაა. უკნიდან ხელებს ვხვევ.
- დილა მშვიდობისა დე- ლოყაზე ვკოცნი.
- დილა მშვიდობისა პატარავ-ისიც მკოცნის და ჩემი ადგილისკენ მივდივარ.დაჯდომამდე ბიძიასაც ვესალმები და ვკოცნი.ჩემი თავშეკავებული ბიძიასგანაც იგივეს ვიღებ.კუნძულიდან ჩამოსვლის შემდეგ სახე კიდევ უფრო მკაცრი გაუხდა,თუმცა მე ვერ მაშინებს.ჩემივე ფიქრებზე მეცინება და ადგილს ვიკავებ.
მხოლოდ ჩემს თეფზე არსებული ხილით ვკმაყოფილდები.
-შეგვიძლია წავიდეთ კომპანიაში- ბიძიას მკვეთრი ხმა ისმის.თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და მაგიდიდან ვდგები.
- ჰანა არ დაგავიწყდეს დღეს ბავშვთა სახლში უნდა მივიდეთ
-არა დე მახსოვს. თან მინდა ჩემითან ვუყიდო ბავშვებს რაღაცეები. იქ ერთი პატარა მელოდება თან-ვუღიმი და ჰაეროვან კოცნას ვუგზავნი დედას.ის კი გაბრწყინებული მზერით მაცილებს ოთახიდან.
საკონფერენციო დარბაზში ვზივარ წინ კი უამრავი ქაღალდი მიდევს და ერთდროულად რამდენიმეს ვაკვირდები. ყველაფერი გავაკეთე,რომ თანამშრომლების შემცირების გარეშე მომხდარიყო ცვლილებები და გასავალი თანხის შეზღუდვა. კარებზე კაკუნს გონს მოვყავარ.
- პრეზიდენტო კანგ თქვენთან ბატონი კანგია.- ერთიანად ვიძაბები.მოხუცის ხსენებისას ერთიანად დამბურძგლა. - ამბობს,რომ თქვენი ნახვის გარეშე არ წავა.
- კარგი აქ შემოიყვანე- განკარგულების გაცემა უფრო იოლი იყო ვიდრე მასთან შეხვედრა. ჩემი მაგარი ტიპაჟის მიღმა მის წინაზე მაინც ის სუსტი გოგო დგას,რომელიც ჯერ მამის უკან იმალებოდა შემდეგ კი ჯონგინი ყავდა ფარად და ძალას აძლევდა. ახლა კი სრულიად მარტო ვიქნები მის წინაშე. კარებში ეტლში მოთავსებული შემოყავს მის ერთგულ მოსამსახურეს უჟმური სახით.არ ვიცი რატომ მაგრამ თვითონ მომღიმარი მიყურებს. ჩემს წინ მიყავს ეტლი, იქ ტოვებს ბაბუას და უთქმელად გადის.
- ბოლო შეხვედრისას მგონი ყველაფერზე ვილაპარაკეთ - ვცდილობ მკაცრი ვიყო,მაგრამ ნერვიულობა კალმის თითით წვალებაში მეტყობა.
- მაშინ მხოლოდ შენ ილაპარაკე.მე არა- ხრინწიანი ხმით ამბობს. მეჩვენება თუ მაშინდელზე დასუსტებული ხმა აქვს?კალამს ფურცლებზე ვდებ.- ჰანა ვიცი, რომ არ ვიმსახურებ პატიებას ამას აღარც გთხოვ. უბრალოდ მინდა იმის გადარჩენაში დაგეხმარო რაშიც ჩემს შვილს დიდი წვლილი აქვს შეტანილი.
-სანაცვლოდ რას ითხოვ?კომპანიის მეწილე გახდე?იქნებ ავდგე და ეგრევე გადმოგცე საკონტროლო პაკეტი - ვიცი ზედმეტი მომდის,მაგრამ სხვანაირად ვერ ვშვები.
-ეს არ მინდა ჰანა.იმ კაცისგან,რომელსაც შენ იცნობდი მხოლოდ ლეში დარჩა. ის მაშინ მოკვდა,როცა შვილის და შვილიშვილის დაღუპვის ამბავი გაიგო.შვილი,რომელსაც თვითონ უბიძგა და სიკვდილის ორმოში ჩააგდო.შვილიშვილი,რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი უნდა ყოფილიყო მისი.- არ ვიცი რატომ მაგრამ თვალებში ცრემლებს ვერ ვიკავებ და ხელებით უხეშად ვიწმენდ.-ვიცი არ გჯერა ამ მოხუცი კაცის.ვერც მოგთხოვ დაიჯერო-ეტლიდან კონვერტს იღებს და მაგიდაზე დებს- ეს ერთადერთია რისი გაკეთებაც შემიძლია.მინდა ჰიუნვოს სახელმა და კომპანიამ არსებობა არ შეწყვიტოს. აქ საბუთებია.ჩემი ერთადერთი მემკვიდრე შენ ხარ ჰანა ჩემი შვილიშვილი. ვიცი არასდროს ვყოფილვარ ბაბუა და ალბათ ვერც ვერასდროს გამოვცდი თუ რა შეგრძნებაა,როცა შვილიშვილი სიყვარულით აღსავსე შემოგცქერის. პატიებას არ გთხოვ რადგან ამის ღირსი არ ვარ.მარტო იმას გთხოვ,რომ მოვკვდები შვილთან ახლოს დამმარხეთ. არც ამის ღირსი ვარ,მაგრამ შენი და ჰერიმის მოწყალების იმედი მაქვს. -ეტლზე რაღაცას აჭერს ზარივით ირეკება და წამში მისი მოსამსახურე ოთახში შემოდის.კარებიდან გასვლამდე ჩემსკენ ბრუნდება ისევ.- მიხარია, რომ გვერდით მამაშენისნაირი გულწრფელი ბიჭი გყავს.- მის სიტყვებზე გაოცებას ვერ ვასწრებ ისე ტოვებს ოთახს.მე კი კითხვა მრჩება როდის მოასწრო ჯონგინის გაცნობა ასე? ოთახში მის ადგილს შემოსული ბიძია იკავებს.
- რა უნდოდა?-მკაცრი მზერით შემომყურებს.-ისევ რამე შანტაჟს აწყობს? -ძარღვები ეძაბება.
- არა პირიქით დასახმარებლად მოვიდა- ჯერ კიდევ გაკვირვებული ვბურდღუნებ.
-მოხუცი კანგი და დახმარება?? -ირონიულად იცინის.
- ხომ ასეა. საბუთები შენს წინ დევს შეგიძლია ნახო.ჩვენი პრობლემები მოგვარებულია- უხეშად ვპასუხობ, რადგან მიუხედავად ყველაფრისა მაინც არ მსიამოვნებს ბაბუას ვინმე ცუდად, რომ იხსენებს. თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ,რომ ასეთი დამოკიდებულება მაქვს მასთან. პირველ რიგში მამასთან ვგრძნობ თავს დამნაშავედ. მისი ხასიათის მიუხედავად მაინც უყვარდა და პატივს სცემდა.სკამიდან ვდგები ჩანთას ვიღებ და გასასვლელისკენ მივდივარ.
- სად მიდიხარ? -საბუთებიდან თავს იღებს და მიყურებს.
- ჯერ საყიდლებზე შემდეგ დედასთან ერთად ბავშვთა სახლში.
- ჰანა ჯერ კომპანია...- სიტყვის დასრულებას არ ვაცდი.
- ბიძია მაგას შენც შეგიძლია მიხედო.მეჩქარება დედა მელოდება - რაღაცის სათქმელად გამზადებულს არ ვაცდი და ოთახიდან გამოვდივარ.ძალიან დამღალა ამდენმა ფიქრმა და საქმემ კომპანიაში ლამის თავი გამისკდეს.დერეფანში მდივანი მეგებება.
- ქალბატონო კანგ ტელეფონზე გთხოვენ-ყურმილი ხელში უჭირავს და ჩემსკენ იშვერს.
- ვინ არის?- ჩემს კითხვაზე სახეზე უკმაყოფილება ესახება.
- ციხიდან რეკავენ. თქვა,რომ აუცილებლად უნდა დაგლაპარაკებოდათ და რადგან ნომერზე ვეღარ გიკავშირდებათ აქ დარეკა.-უხერხულად იშმუშნება.
- შეგიძლია გადასცე ჩემი სახელით, რომ არ ვაპირებ მის გამოყვანას და ჯანდაბამდე გზა ჰქონია.- ფართოდ ვუღიმი გოგონას და ისიც ასევე მპასუხობს.მხიარულად უბრუნდება ტელეფონს. ჩემს ნათქვამს სიტყვა სიტყვით ეუბნება და მალევე თიშავს. მე კი ლიფტისკენ მივდივარ მომღიმარი სახით.
****
ვიცი დედა ბავშვებთან დატვირთული მივა თუმცა მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო და ავარჩიო მათთვის საჩუქრები. ჯივონთან ერთად საბავშვო მაღაზიები დავიარე. მანქანაში ადგილი თითქმის აღარ იყო. ერთ პატარას კი მინდა უფრო განსაკუთრებული რაღაც ვაჩუქო. არ ვიცი ეს რამდენად გამომივა ის რისი გაკეთებაც მთელი გულით მინდა,იმედი მაქვს ამაზე თანხმობას მივიღებ.
მანქანით ეზოში შესვლისას იმ დღესავით დედა ბავშვებით არის გარშემორტყმული. მისი სახე ისევ გაბრწყინებულია,როგორც ჩემი ბავშვობისას. მანქანიდან გადასვილისას მათ ყურადღებას ვიპყრობ.პარკების გადმოტანაში ჯივონი მეხმარება. ნაცნობი პატარა ჩემი დანახვისას ჩემსკენ მორბის. პარკებით ხელში მოახლოებულთან ვიმუხლები.
- ისევ მოხვედი?-მხიარულად მეუბნება თავისი პატარა გაბუშტული ლოყებით.
- რა თქმა უნდა საყვარელო. სხვათაშორის მე აქ პატარა მეგობარი მყავს და ყველაზე ძალიან მისი ნახვა მინდოდა- მისკენ ვიწევი და გემრიელ გაბუშტულ ლოყებზე ვკოცნი.
- მე შენი მეგობარი ვარ?- თვალები უბრწყინდება პატარას. თანხმობის ნიშნად სწრაფად თავს ვუქნევ.
- აჰამ. და ჩემი პატარა მეგობრისთვის ბევრი საჩუქარი მაქვს- პარკებს მისკენ ვწევ.
- ვაუ რა მაგარიაა- მისი კიდევ უფრო გაბრწყინებული თვალები გულიანად მაცინებს.-ჩემს მეგობრებსაც ხომ შეიძლება მივცე?- უცებს სახე ეცვლება და მე მიყურებს მავედრებელი თვალებით.
- ნუ გეშინია მე მათთაც მოვუტანე საჩუქრები- თვალები ისევ უბრწყინდება. პატარა ხელებს შლის და კისერზე მეკიდებაა.
- იცი მე დედიკო დამესიზმრა და როგორც დაგპირდი ვთხოვე დაგხმარებოდა შენი დედიკოს პოვნაში- თვალები ცრემლებით მევსება.თუმცა ეს სიხარულის ცრემლებია. ამ პატარას უსაზღვროდ დიდი გული აქვს.ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს თავისი პატარა ხელებით მწმენდს.- არ იტირო აუცილებლად იპოვი აი ნახე.ჩემი დედიკო დაგეხმარება.- მისი გულწრფელი სიტყვები გულს საშინლად მიჩუყებს. ვეხვევი და ლოყებზე ვკოცნი.
- ჩემო პატარავ - დედა გვიახლოვდება და ჩვენთან იმუხლება.- მან უკვე მიპოვა- თავზე თბილად ეფერება.გოგონას კიდევ უფრო მეტად უბრწყინდება არა მარტო თვალები მთლიანად სახე.
- რა მაგარია.ხომ გითხარი იპოვითქო.
- შეიძლება კიდევ გთხოვო რაღაც?-პატარას დაკვირვებულ მზერას შევცქერი. - დედიკოს კიდე,რომ ნახავ მადლობა გადაუხადე.
-კარგი დღეს მალე დავიძინებ და აუცილებლად ვეტყვი - მხიარულად იკრიჭება და ჩვენც მისი განწყობა გადმოგვედო.
- აი აიღე და ნახე რეები გიყიდეთ- პარკებს ვაწვდი ისიც იღებს და მხიარულად პატარებში ერევა.
- ძალიან საყვარელია- თბილი მზერით აცილებს დედა.
-დე არ შეიძლება ჩვენთან წავიყვანოთ?-ისეთი სახით ვეუბნები ამას თითქოს მჟავე მეჭამოს რამე. მზერას მიბრუნებს და ჩემს გამომეტყველებაზე ეცინება.
- ამაზე მეც მიფიქრია,მაგრამ ჰან...უფრო სწორედ ნისას ეს აზრი დიდად არ მოეწონა. შენ მართლა გინდა ეს?
- რა თქმა უნდა დე...- მთელი ძალით ვეკვრები. - წარმოიდგინე როგორ ირბენს ჩვენს სახლში ჩემი სათამაშოებით ითამაშებს. ჩემს ოთახში დაიძინებს და მისტერ ბილის ახალი მეპატრონე იქნება- ამ ყველაფერს ისე აღტაცებით და ემოციებით ვყვები დედას მხიარულ სახეზე და მომღიმარ თვალებში ცრემლები მოადგა.
- კარგი მაშინ შევუდგები ამ საქმეს. სერა ჩვენთან იცხოვრებს. - დედა ისევ მეხუტება და მეც ვხვევ ხელებს.- მიყვარხარ ჰანა და მადლობა დე რომ ასეთი გაიზარდე-ვგრნობ როგორ იწყებს მის ლოყებზე ცრემლები დენას.ვფიქრობ, რომ ჩვენს სახლში მხიარულებას შემოიტანს.ეს დედასაც გაუხარდება და იმ წლებს რაც ჩემთან ერთად უნდა გაეტარებინა შევძლებ მასთან ერთად ავუნაზღაურო.თვალ წინ უამრავი მომენტი მიდგება რასაც ერთად გავაკეთებთ და ამაზე წინასწარ მეცინება. ჯერ არ მინდა პატარას რამე ვუთხრა მთავარია დაგვთანხმდნენ და ჩვენთან წამოვიყვანოთ. ორივე პატარებთან ვბრუნდებით და მათთან თამაშში ვერთვებით.
*****
კომპანიიდან გამომავალს რატომღაც მარტო მომინდა სეირნობა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა.
მორიგი დღე მის გარეშე. შეიძლება მონატრებისგან შუა ქუჩაში ტირილი დავიწყო. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ცოტახანი მის ნომერს დავყურებ.
- დავრეკო თუ არაა??- ვეკითხები ჩემს თავს. საათს ვუყურებ. - იქნებ სძინავს? ან კონცერტი აქვს? აჰ ჯანდაბა-არ მინდა ყურადღება გავუფანტო.ტელეფონს ისევ ჯიბეში ვაბრუნებ და გზას ვაგრძელებ. ჩემს წინ თეთრი ფანტელი იწყებს ვარდნას.ხელს წინ ვიშვერ და ხელის გულზე მივარდება,თუმცა მალევე ქრება. ჰორიზონტზე მომდევნო ფიფქი ჩნდება და სხვებიც მოყვებიან.
- პირველი თოვლი - სიხარულისგან პატარა ბავშვივით ვყვირი.ნელ-ნელა იფარება ტროტუარი.კუნძულზე ყოფნისას თოვლი საერთოდ არ მინახავს. კიდევ ერთი რამ რაც მენატრებოდა.ზევით ვიხედები და ფიფქების ცვენას შევყურებ.სახეზე მეყრება და მალევე ქრება.მზერა ახლა შენობაზე მოთავსებულ დიდ ეკრანზე გადამაქვს. სადაც ბიჭების ახალი კლიპი გადის. ვხდები თითოეული როგორ მომნატრებია.განსაკუთრებით კი ჯონგინი. როგორც ყოველთვის შეუდარებელია ცეკვისას. თითქოს ეშმაკი ისადგურებს მასში. ისე ცეკვავს თავს მასთან წარმოგადგენინებს.მისი გამოხედვა ისეთია გგონია ეშმაკთან ერთად ცეკვავ მთვარის შუქზე. ეს ეშმაკი კი თავად ჯონგინია და მე ის მიყვარს. თითქოს ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება. ის კი გვერდულად ეშმაკურად იცინის, როგორც ჩვევია. მეღიმება და თავს ვხრი. თოვლის ფიფქებს უკვე დაუფარიათ ტროტუარი. ჯიბიდან ტელეფონის ხმა მესმის. ის რეკავს სიხარულისგან პატარა ბავშვივით ვხტივარ ისევ და სწრაფად ვაგონებ.
- ჯონგინ...
- როგორ მომნატრებია პატარავ შენი ხმა და შენი ბაგეებიდან ჩემი სახელის ჟღერადობა.- მისი ტკბილი,ოდნავ ბოხი და ბურდღუნა ხმა მესმის მეორე მხრიდან. არ ვიცი რა მემართება მაგრამ ერთიანად მივლის სითბო მთელს სხეულში.
- მეც მომენატრე. - ვინაბები და თვალებს ვხუჭავ. თითქოს წარმოვიდნენ ახლა როგორ დგას ჩემს წინ თავისი ავხორცული ღიმილით და ტუჩებისკენ მოიწევს.ფიქრებიდან მალევე ვერკვევი და თავს ვაქნევ მათ გასაგდებად.თვალში ისევ დიდ შენობაზე არსებული ტელევიზორი მხვდება -იცი ახლა შენ გიყურებდი- მეცინება და ისევ მას გავყურებ.
- ვიცი პატარავ - ჩაცინების ხმა მესმის.
- შენ რა იცი? ჩამოხვედი?სად ხარ?- ინსტიქტურად აქეთ-იქეთ ტრიალს ვიწყებ.
- ნუ ტრიალებ ერთ ადგილზე გაჩერდი- ისევ იცინის.
- მითვალთვალებთ ბატონო ჯონგინ?-კოპებს ვკრავ.მას კი კიდევ უფრო უტყდება სიცილი.- თან დამცინი- სიბრაზეს ვაყოლებ ჩემს სიტყვებს.მისი ხმა აღარ მესმის აღარც იცინის- ჯონგინ...!ჯონგინ?- ტელეფონს ვუყურებ აშკარად ისევ ხაზზეა.
- შენთან ვარ პატარავ- კისერში მისი თბილი ჩურჩული ჩამესმის. უკნიდან ხელებს მხვევს და მეხუტება.- ღმერთო როგორ მენატრებოდა შენი სურნელი -ღმად სუნთქავს.მე კი უბრალოდ თვალებ დახუჭული მის მკლავებში ვინაბები.უცებ მისკენ მატრიალებს.სახეზე ხელებს ვადებ ოდნავ ვიწევი და მონატრებულ ტუჩებს ვეხები.- ესეც მომნატრებია - ჩურჩულებს ზედ ტუჩებთან და გვერდულად იღიმება.
- მეც - საპასუხოდ ვუღიმი.ხელებს კისერზე ვაწყობ ის კი ჩემს წელზე კომფორტულად მხვევს ხელებს. სულ მავიწყდება,რომ ქუჩაში ვდგავართ.თვალს აქეთ იქეთ ვაცეცებ. მიხარია, რომ არავინ ჩანს.- როდის ჩამოხვედიი? ან აქ როგორ გაჩნდი?-ცალ წარბს ვწევ და ეჭვნარევი მზერით ვუყურებ.
- სულ რაღაც ერთი საათია და მაშინვე შენთან წამოვედი.კომპანიასთან ვიდექი დაგინახე როგორ გამოხვედი და ჩუმად მოგყვებოდი უკან -ახლა თვითონ მწვდება ტუჩებზე და ჰაეროვანად მკოცნის.- პირველ თოვლს გილოცავ.
- მეც ჩემო რომანტიკულო ბიჭო - მეცინება. ისევ ფეხის წვერებზე ვიწევი და ამჯერად მის შუბლს ვეხები ტუჩებით.უცებ ხელებს მიშვებს და ჯიბიდან რაღაცას იღებს.
- მართალია და რადგანაც რომანტიკული ბიჭი გყავაარ- უცებ თოვლში ცალ მუხლზე დგება და ხელს წინ სწევს.მეორეს დახმარებით ხელის გულზე მოთავსებულ ყუთს ხსნის.- მისის კანგ ჰანა გახდებით ჩემი ცოლი?- მისი შემოთავაზება იმდენად აღმაფრთოვანებელია მგონი ენა ჩამივარდა.სიტყვასაც ვეღარ ვამბობ ხელები ტუჩებზე მაქვს აფარებული და ალბათ თვალები კუალასავით დაჭყეტილი.- პატარავ... -ქვევიდან ნერვიულად მზერას მაპყრობს.- დღესვე არ გთხოვ დაქორწინებას...რამდენიმე დღე მაინც დაგვჭირდება მოსამზადებლად - ბოლოს სახე ებადრება და მიღიმის.უკვე მერამდენედ მომდის ბედნიერებისგან ცრემლები.- თანახმა ხარ მუდამ მომიშალო ნერვები და მე კი შენი მუდამ დამცველი ვიყო?
- თანახმა ვარ ვიყო შენი ნერვების ჭია- თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ.ის კი სწრაფად დგება და თოვლით გაბუმბლული ტუჩებზე სწრაფად მკოცნის.
- ძალიანაც კარგი შენი გატაცება არ მომიწევს- მის სიტყვებზე ორივეს ხითხითი გვიტყდება. მასზე მიკრული ზეცას ვუყურებ. თოვლის ფიფქები ქუთუთოებს მიმძიმებს. ცივა თუმცა ჩემთან არაა,რადგან საყვარელი კაცის მკლავებში ვარ მოქცეული.

თუ სურვილი გექნებათ უყურთ ვიდეოსაც სადაც ოდნავ გაიცნობთ ჯონგინს.თუმცა მხოლოდ სცენის ჯონგინს ნუ დაუჯერებთ.სცენაზეე სატანა რეალურ ცხოვრებაში საყვარელი უბრალო და კეთილია ვისაც არ გინდათ თქვენი წარმოდგენები არ დაამსხვრიოთ და გინდათ ის ჯონგინი გყავდეთ მეხსიერებაში როგორიც დაისახეთ თავიდანვე, მაშინ ნუ ნახავთ

ბონუსად ესეც მისტერ სცენის სატანა



№1  offline წევრი davinna

Es bichi ubralod saocrebaa:D <3 dashenkidev imitomxarssocari sakvarel jgupze aset magar istorias rom wer..maledade velodebi shemdegs

 


№2  offline წევრი mariia

davinna
Es bichi ubralod saocrebaa:D <3 dashenkidev imitomxarssocari sakvarel jgupze aset magar istorias rom wer..maledade velodebi shemdegs

^^ მადლობა საყვარელო შენ <3
ხვალ გამოცდა მაქვს და ვეცდები საღამოსთვის დავწერო შემდეგი თავი ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent