ფუნქცია თუ ბედნიერება (თავი 8)
ღამეა. მანქანაში მე, ნიკა და სესილი ვსხედვართ. ისინი - წინ. მე - უკან. ღამის განათებაში ვამჩნევ როგორ უდევს ნიკას ერთი ხელი საჭეზე, მეორეთი კი სესილის ხელი უჭირავს. სიმღEრა მაღალ ხმაზეა ჩართული, თუმცა მესმის როგორ ეჩურჩულება ნიკა ჩემსგან შეუმჩნევლად სესილის. სესილი კი ფრუტუნებს. ისევ ნიკას ხუმრობა.. ისევ სესილის სიცილი.. წვიმს, თუმცა შესანიშნავ განწყობაზე ვარ. -ნიკა, ხმას აუწიე რა! ნიკაც უწევს ხმას, ხუთ წუთში სამივე ვმღერით(არადა ვბღავით) სიმღEრას. ხმის იოგები ჩაწყვეტაზე მაქვს. გარეთ თავსხმა წვიმაა, ყურადღებას არ ვაქცევთ და ჩVენსას "ვისწორებთ", მისამღერებს ვინაწილებთ, ბოლოს ერთხმად ვმღEრით. სადღაციდან თვალს შუქი მჭრის. ნელ-ნელა ახლოვდება და დიდდება. სიმღერის ხმას ექოდ ერწყმის მანქანის სიგნალი. ერთი-ორი წამი და რაღაც მთელი ძალით გვეჯახება. გონება მეთიშება. თავის ტკივილი მაღვიძებს. ცოტაც და გამისკდება. გეგონება უროს გარტყამენო. მხოლოდ ახლა ვიაზრებ, რომ ვერ ვსუნთქავ. -ჟანდბადი მიაწოდეთ!- მესმის ქალის ხმა, ვიბნევი. რა ხდება? გაქანებას ვცდილობ, ვგრძნობ,რომ ვმოძრაობ თუმცა ვწევარ. გაურკვევლობაში ვარ. მთელი ხეული მეწვის, ყურები მიგუბდება, არაფერი მესმის. მესმის მხოლოდ ხმაური, თUმცა ხმებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩებ. წამოდგომას ვცდილობ,მაგრამ ვიღაცის ხელი ამის საშუალებას არ მაძლევს და მთელი ძალით მანარცხებს საწოლს. მოიცა რა?(!) ახლახან ვიაზრებ,რომ საკაცეზე ვწევარ. შიშმა მომიცვა. -ნიკა!-ვყვირი. -ჩუ! ყველაფერი კარგადააა!- მეუბნება ვიღაც. ვხვდები,რომ ეს ნიკა არ არის. გავქრი მეც, საკაცეც, ვიღაცის ხელიც და ხმაც. დაზაფრულს ყვირილით გამომეღვიძა. ბნნელი კოშმარიდა, ბნელ, თUმცა მთვარით განათებულ ოთახში აღმოვჩნდი. სიბნელეში სანდრო შევამჩნიე. ცივი ტუჩებით მაკოცა ცრემლებიან ლოყებზე და მიმიხუტა. "სიზმარი იყო, უბრალოდ სიზმარი! სხვა არაფერი" ვუმეორებ საკუთარ თავს. თავი მტკივა. მხოლოდ ახლა ვხვდები,რომ ეს შეჭმუხნულლი შუბლის ბრალია. შუბლს ვხსნი, საფეთქლებს ვიზილავ, თუმცა დაძაბულობას მაინც ვერ ვფანტავ. 5 უშედეგო თავის დამშვიდებაში გასული წუთის შემდეგ ვიაზრებ, რომ გვერდით სანდრო წევს და ავტომატურად ვმშვიდდები. თAვს მის განიერ მხრებში ვრგავ და ვიძინებ. დილით ფანჯრებიდან შემოსული მზის სხივები და სანდროს გაუპარსავი წვერით ლოყაზე შეხება მაღვიძებს. ვიზმორები. -იქნებ ძილი მაცალო და ეგ წვერი გაიპარსო? -ჰო?- თვალებს ვახელ და ვხედავ როგორ მომშტერებია სანდრო. ნერწყვს ხმაურიანად ყლაპავს და ტუჩებზე მეწაფება. ნელა მკოცნის, ცოტა ხანში მისი მკლავებიდან თავს ვაღწევ და საწოლიდან ვდგები. -უნდა წახვიდე! -ასე გინდა ჩემი წასვლა?- ვხვდები,რომ საწოლიდან ადგომას არც აპირებს. -უნდა გამოვიცვალო და სკოლაში წავიდე.-მგონია, ათი წუთი მომიწევს სანდროსთან ჭიდილი, რომ წავიდეს და ტანსაცმელი გამოვიცვალო, ჩემსდა გასაკვირად საწოლიდან დგება , დაჭმუჭნულ მაისურს ისწორებს, ფეხსაცმელს იცვამს და მკლავებში მამწყვდევს. მკოცნის, მოგვიანებით ტუჩები ყურთან გადმოაქვს: -სკოლის ბოლო დღეს გილოცავ!-ჟაკეტს იღებს და ოთახიდან გადის. მარტო ვრჩები. მახსენდება , რომ დღEს პირველი გამოცდა და ბოლო დღე მაქვს. ჯანდაბა! სააწოლზე ჩამოვჯექი. მალე მაღვიძარა რეკავს, მეზობელი ოთახიდან ნამძინარევი ნიკა გამოდის. - უი, გაიღვიძე? მიდი, მალე ჩაიცვი და ერთად ვჭამოთ.- ოთახიდან გადის და უცებ სხვა გალაქტიკაში ვეშვები. გუშინდელი კოშმარი მახსენდება, საუკუნეა რაც სესილი არ დამსიზმრებია. 2 წელი მაინც იქნება.. მთელი სამი წელი ვცდილობდი ამ მოგონების გონებებაში ჩახშობას, თUმცა უშედეგოდ, ვერაფერი ვუყავი. მექანიკურად ფიქრს სესილიზე ვიწყებ, თUმცა გონებას ვუბრძანებ შეჩერდეს. თავს ვიკატუნებ, რომ არაფერი დამსიზმრებია და საძინებლიდან გავდივარ. მაგიდასთან ვჯდები და ვატყობ როგორ ცდილობს ნიკა რაღაცის თქმას, თუმცა უშედეგოდ. -რის თქმას ცდილობ?- ნიკამ გაკვირვებულმა გადმომხედა. -შენთან საუბარი მინდოდა. -გისმენ- ბუტერბროტს ვკბეჩ და ჩაის ვისხამ. -დღEს 13 ივნისია.- ნაღვლიანი თVალებით მიყურებს ნიკა. -ხო,ვიცი. სკოლის ბოლო დღEა! -არა, ეგ არ მიგულისმია. მე...-ნიკა დუმდება. ვხვდები რისი თქმას უნდა. -არ გინდა. -მისმინე,ლუნი, მას შემდეგ 3 წელი გავიდა. ვალდებული ხარ ნახო. -ვნახო?-ვცეცხლდები- აზრზე ხარ რას ამბობ? სესილი მკვდარია, სასაფლაოზე ასვლა მის ნახვას არ ნიშნავს. ეს არასოდეს მოხდება. ამიტომ შემეშვი და ა, თემაზე მერამდენედ გითხრა, ნუ მესაუბრები!- გაშმაგებული ჩაის ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ჩემს ოთახში გავდივარ. ოთახში შესვლისთანავე ვხვდები რა სისულელეც ჩავიდინე. ეს ნიკასთან არ უნდა მელაპარაკა. თან ასე. ის ჩემზე უარეს დღეშია. ავარიამდე წინა დღეს ნიკას და სესილის ნიშნობა ქონდათ, იქნებ ავარია რომ არა, დღეს შვილები ჰყოლოდათ. სამზარეულოში გავდივარ. ნიკა სკამზე ზის და თავი ჩაღუნული აქვს. ვუახლოვდები და ვეხუტები. ნიკა მკლავებს მხვევს და მესმის როგორ ხვნეშავს. -ბოდიში, არ უნდა მეკითხა. - იწყებს, თUმცა ვაწყვეტინებ. -არა,მე მაპატიე, არ უნდა მესაუბრა ასე. ასეთი რეაქცია არ უნდა მქონოდა, მითუმეტეს შენთან, ძალიან ვწუხვარ! მაპატიე! - ვდუმდები და ვხედავ როგორ ტირის ნიკა. სესილის სიკვდილის მერე პირველად. -როგორ გრძნობთ თავს სკოლის ბოლო დღეს ქალბატონო ლუნი?-იწყებს მაიმუნობას ლიკა, როგორც კი სკოლის დერეფანში მხვდება. -მე რას მეკითხები, კიდევ ერთი წელი დამრჩა.- ლიკა დუმდება, მაშინვე ვხვდები მისი დადუმების მიზეზს. -ესაუბრე? -კი. მითხრა,რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბათუმში დარჩება და აქვე გააგრძელებს სწავლას.(ბექაზე ამბობს,ისიც გამოსაშვებ კლასშია,როგორც სანდრო.) -კაგია.გილოცავ! აქვე გეყოლება,რომ ტვინი ადვილად გაუღრნა. და რატო ხარ დამწუხრებული? -არ მინდა, რომ ჩემს გამო საკუთარ მომავალზე უარი თქვას, იქნებ თბილისში უნდოდეს,ან იქ სწავლა ჯობდეს. არ ვიცი. მგონი უნდა მიხაროდეს, მაგრამ იქნებ ისე ჯობია? ან საერთოდ ადგეს და წავიდეს?- ვხვდები ლიკა ამის გამო ძალიან ნერვიულობს. -მისმინე. ნუ ნერვიულობ. ბექა არსად წავა. რომც პანღურებით მოისროლო თბილისში, რომ იცი,რომ არ დაგტოვებს. ამიტომ აუტკივებელ თავს ნუ იტკივებ! - ხო რაც არის არის!- წამსვე მოვიდა ხასიათზე,-და შენ ესაუბრე? -არა, დღEს დაველაპარაკები. მთელმა დღემ უაზროდ გაიარა. ვისმენდი მასწავლებლების "რეჩებს", როგორ ეამაყებოდათ,რომ წელს მე11 კლასს ვხურავთ, გვამხნევებდნენ გამოცდებისთვის. და მოკლედ, დიდი უაზრობა. თVითონაც კარგად ვიცოდი, რომ ყველა გამოცდას ჩავაბარებდი და ნერვიულობას ნამდვილად არ ვაპირებდი. დღის ბოლოს დერეფანში გავედი. ხალხი ბუზივით ირევა, თვალში თეთრი ფერი მომხვდა. "ბოლო ზარი!" მეთორმეტე კლასელებს თეთრი "საროჩკები" ჩაუცვამთ, ხოლო მასწავლებლები და სხვა მოსწავლეები ფერადი მარკერებით რაღაცას აწერენ და ახატავენ. ბრბოდან სანდრო გამოდის ჩემი მიმართულებით, თეთრი "საროჩკით" და ფერადი მარკერებით ხელში. შუბლზე მკოცნის. - ვიცი უაზრობა გგონია, მაგრმ ვალდებული ხარ რაიმე დამაწერო, ან დამახატო. სამახსოვროდ. - წარბებს მაღლა ზიდავს და შავ მარკერს მაჩეჩებს. -კი არ მგონია, არამედ არის!- მარკერს ვართმევ და წერას ვიწყებ. -ოღონდ ცენზურა არ დაარღვიო!- მოუთმენლად მელის სანდრო ნახოს რას დავაწერ. ბოლოს გაკვირვებული მასტერდება. -გულები? -აბა რას ელოდი? ხატვა მე არ მეხერხება და თბილი სიტყვების წერა. -ხუ ხარ ცივი! -რა შუაშია? -თავშია!-მარკერს თავს ვახუავ და ტუჩებზე ვკოცნი. - ჰჰმმმმმმ! გამოცდა როდის გაქვს? -ჯანდაბა!-უკან ვიხევ და გამოცდის დარბაზისაკკენ მივრბივარ. ### -ლუნი! -ჰო! -უნდა ვილაპარაკოთ!-სანდრო ჩემს თმას თითებში იქცევს და ახვევს. -გისმენ. -ამერიკაში წამომყვები?- სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს კითხვა. ვხვდები რასაც გულისხმობს და კითხვას ვუბრუნებ. -ანუ, ამერიკაში გინდა სწავლის გაგრძელება? -ხო და მინდა შენც წამომყვე! -არ შემიძლია -რატომ? -კიდევ 1 წელი დამრჩა. ყველაფერი აქ მაქვს. არ შემიძლია ჩვეულებრივად ავდგე და სხვა ქვეყანაში წავიდე. მითUმეტეს არამგონია ნიკა და მშობლები დავითანხმო. -მოიცა, მშობლები ხომ იქ არიან? შეგიძლია საბუთები გადაიტანო და სწავლა იქ გააგრძელო. ვიცი ჯერ შენთვის ადრე, ამიტომაც მშობლებთან ერთად იცხოვრებ, მეც იქვე ვიქნები. ყოველდღE გნახავ. გთხოვ ! წამოდი!- ჩემს თავს მიის ხელებში იქცევს და მუდარით შემომყურებს. -იქნებ ნიკა და მშობლები არც დამთანხმდნენ. -შენ გინდა? მცირე პაუზის შემდეგ ვპასუხობ: -მინდა, -ნიკას მე დაველაპარაკები. ### -რომ არ დაგვთანხმდნენ? -ნუ ნერვიულობ! სანდროს ჩემი ხელი მის ხელში აქვს მოთავსებული და ისე მივდივართ სახლისაკენ. ეზოში ლიკა გვხვდება. მე ლიკასთან ვრჩები, ის ზემოთ ადის. ლიკა რაღაცაზე საუბარს იწყებს თუმცა აზრზს ვერ ვატან და იმაზე ვფიქრობ თU დაგვთანხმდებიან. ლიკაც ატყობს ჩემს ნერვიულობას , მეც ყველაფერს ვუყვები. იმედი მაქვს ლიკა მაინც გამამხნევებს, თUმცა ისიც ჩემნაირად იწყებს ნერვიულობას. ამდენი გამოცდის დროს არ მინერვიულია. ცოტა ხანში პადიეზდიდან სანდრო გამოდის. -რაო რა თქვეს? სანდროს მოწყენილი სახე აქვს, თუმცა ჩემი კითხვის შემდეგ სახის გამომეტყველება რადიკალურად ეცვლება და მიღიმის.. -ამერიკაში მივდივართ!!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.