არაფრის სუნო, მე შენ მიყვარხარ(4)
-ბოლო ბოლო იტყვი რამოხდა? -მაკა და კოტე ბექა. მაკა და კოტე მოხდა. -ფუ ამის დედამო***** -მაგათ გამო ჩემი და მთელი დღეები გამოკეტილი ზის სახლში! ოღონდ თვითონ არაფერი მოიკლონ და სუფეხებზე კიდ*** სესილი! არმინდა მაგათ ბინძურ სისხლზე ხელის გასვრა და სანამ დროა სესილი უნდა მოვაშორო იქაურობას. რაც შეიძლება მალე უნდა გადმოვიყვანო ჩემთან. თავს ძლივს ვიკავებ ეხლა როარ მივიდე და ერთმანეთზე არ დავაკლა ღორებივით! მეზიზღებიან! - ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. -ჰეი! მისმინე! დაწყნარდი ეხლა თავი ხელში აიყვანე! მაგათ ცხოვრებაში ვეღარაფერს შეცვლი შენ. და ისე სესილისთვისაც და შენთვისაც მართლა აჯობებს, რომ რაც შეიძლება მალე გადმოიყვანო შენთან. -მაგასაც ვნახავთ თუ ვერ შევცვლი. ჩემი დის ასე წამებისთვის მთელი ცხოვრება დაიტანჯებიან. სესილის სიცოცხლეს ვფიცავარ არ გავახარებ. - ვთქვი და არყის ბოთლი მოვიყუდე. ალკოჰოლმა იმოქმედა, ტვინი ოდნავ გამეთიშა, ალექილი სახე დამილაგდა, სისხლმა ნორმალურად გააგრძელა მოძრაობა, დავმშვიდდი. სახეზე წყალი შევისხი და გავიდეთთქო ბექას ვუთხარი. ის მაშინვე სოფოს საძებნელად წავიდა. მე საბასთან და სესილისთან მინდოდა მისვლა, მაგრამ ვერ დავინახე. ბარმენთან მივედი. -მისმინე აქ წეღან გოგო და ბიჭი იყვნენ და ხოარ იცი სად წავიდნენ? -კი გარეთ გავიდნენ 5 წუთის წინ. გარეთ გავედი და დავინახე იქვე, ქვაზე ისხდნენ. საბას სესილის მარჯვენა ხელი თავის ხელებში მოექცია, თვალებში უყურებდა და რაღაცას ეუბნებოდა. სესილის ეღიმებოდა და თავს მორცხვად ხრიდა ძირს. უკვე მივხვდი აქ რაშიც იყო საქმე. ცოტახანი დავიცადე, მერე დავინახე როგორ დაუქნია სესილიმ თავი და როგორ ჩაეხუტნენ ერთმანეთს. მაბედნიერებდა მათი ბედნიერება, მაგრამ ეხლა ცოტა ღადაობის დრო იყო. მათ ნელ-ნელა მივუახლოვდი და ხმამაღლა ჩავახველე. -აქ რახდება? - ვიკითხე ისე, თითქოს არაფერი ვიცოდი. საბა აილეწა, გაშრა, დაიბნა, სახეზე ცისარტყელა გამოესახა. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ გამცინებოდა. სესილის შეუმჩნევლად თვალი ჩავუკარი, ისიც ყველაფერს მიხვდა და თამაშში ამყვა. -იო.. იოანე.. იო იცი... - სიტყვებს ვერ პოულობდა საბა. -ხო საბა გავიგე რომ იოანე მქვია. მგონი ვიკითხე აქ რახდება მეთქი. -იოანე დაწყნარდი. - შემომეშველა სესილი. -ძალიან წყნარად ვარ სესილი. მე უბრალოდ ვიკითხე რახდება თქო და პასუხს ველოდები. საბამ ღრმად ჩაისუნთქა, სესილის გახედა, გაუღიმა და ჩემსკენ მობრუნდა. -კარგიი. იოანე, დიდი ხანია ამის თქმა მინდა მაგრამ თან არვიცი როგორ გითხრა... სესიმ ამ სიტყვებზე თავი ვეღარ შეიკავა და გემრიელად გადაიკისკისა. -რაიყო შეჩ*** სიყვარულს მიხსნი? - მეც სიცილით ვუთხარი. საბა დაიბნა, ვერ გაეგო რაში იყო საქმე. ისევ მე რა... -ბედნიერებას გისურვებთ ძმა - ვუთხარი და მხარზე ხელი შემოვარტყი. სესილი ჯერ ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა, მერე საბასთან მივიდა და ცალი ხელი წელზე შემოხვია. -ვაიმე ისეთი საყვარლები ხართ სურათი უნდა გადაგიღოთ. - ვთქვი მე და მათ რამდენიმე სურათი გადავუღე. ყველა სურათში საბას ერთი და იგივე სიფათი ქონდა. ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს. მერე, ძლივე, როცა ყველაფერს მიხვდა თავისებურად, მხოლოდ ერთი ფრაზით დამაჯილდოვა. -*იგ გაქ შენძმობას ვფიცავარ. ყველამ სიცილი ავტეხეთ. უცებ სესის ტელეფონი აწკრიალდა, სესიმ დახედა და ღიმილიანი სახე შეეცვალა. -რახდება ვინ არის? - ვკითხე. -მაკაა. -მომეცი ტელეფონი. სესილიმ თხოვნა უსიტყვოდ შემისრულა და ტელეფონი გადმომაწოდა. -გოგო შენ ნორმალური ხარ? სად წახვედი ამ შუა ღამისას თან არც გაგიფრთხილებივართ რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს! - მაკა წიოდა ტელეფონში. -ეეეე!!! ქალბატონო დამიწყნარდი! სესილი ჩემთანაა და შენი ნებართვა საერთოდ არ მჭირდება. შენ ნამდვილად არ შეგეკითხები მე როდის და სად წავიყვანო ჩემი და გასაგებია? მიდი ეხლა შებრუნდი საწოლში და გააგრძელეთ გართობა ნუ წუხდებით, ჩვენ მოვუვლით ჩვენს თავს. - ყველანაირად თავშეკავებულად ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. -იოანე მიყვარხარ! - კისერზე ჩამომეკიდა სესილი. -მეც ჩემო ფერია. იმ სახლში აღარასდროს დაბრუნდები, შენ დღეიდან ჩემთან იცხოვრებ. ხვალ მეთვითონ მივალ შენი ნივთების წამოსაღებად. -საუკეთესო ძმა ხარ მსოფლიოში იოანე! სესილის სიხარულს საზღვარი არ ქონდა. ----------------------------------------------------------------- ბავშვებო, დიდი ბოდიში რომ მაგვიანდება ხოლმე თავების დადება. მაგრამ, გარწმუნებთ ამის მიზეზი ნამდვილად მაქვს. ძალიან დიდი მადლობა ვინც კითხულობთ და თქვენს აზრს აფიქსირებთ. თქვენს გამო ვაგრძელებ მე წერას, ისევ და ისევ. <3 მიყვარხართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.