იმედის შუქი / light of hope თავი 4
დედა მომვრდა ჩამიხუტა მეფერებოდა და თან ტიროდა, ვკანკალებდი ახლა ვიგრძენი როგორ შემციებიაა თურმე - სულ გაყინულხარ. სლუკუნით მითხრა ნინამ ირაკლიც თითქოს მის სიტყვებს უცდიდაო ქურთუკი გაიხადა და მომაფარა, ჩემი სურვილის მიუხედავად უკან დამაბრუნეს რომ მივედით მაგიდა გაწყობილი იყო, ბექა მაგიდასთან იჯდა და გველოდებოდა კარის ხმაზე თავი მოაბრუნა - ლოდინს ვერ ვიტან. თქვა და ჭამა დაიწყო მეც ძალიან მომშივდა ამიტომ ჩემი სიძულვილის და პრინციპების მიუხედავად წინააღმდეგობა არ გამიწევია, სუფრას მივუსხედით მაგიდის თავში ირაკლი იჯდა ბოლოში კი ნინა, მე ბექას პირდაპირ ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახის სცენა,ყველა დაძაბული ვიჯექით და მივირთმევდით ირაკლი ჩაფიქრებული იჯდა ალბათ უკვე ნანობდა მასთან რომ გადმოგვიყვანა საცხოვრებლად,ნინა დადარდიანებული იჯდა ბექასკენაც გავაპარე მზერა გაეღიმა თითქოს იგრძნო, დავამთავრე თუ არა მაშინვე ავდექი - მარიამ დედის სოტყვებზე შევჩერდი - შეეშვი ნინა წავიდეს როგორც კი ირაკლი მომეშველა ჩემს ოთახში ავედი, მე მომეშველა თუ დედა შვილის გაუთავებელი კამათი მობეზრდა ჯერ კიდევ საკითხავია რა უაზროა ჩემი ცხოვრება, ოთხ კედელს შორის ბოლთას ვცემდი გარეთ ისევ გაუჩერებლად თოვს მალე ალბათ გზები ჩაიცერგება, ჩემთვის რნიშვნელობა აქვს პოპო მამას ფოტოსთან დავდე ცრემლები მოვიწმინდე და სააბაზანოში შევედი აი ეს თუ მიშველიდა ახლა მხოლოდ, შხაპის მიღებამ ცოტა დამამშვიდა გონს მომიყვანა, ხალათი ჩავიცვი და ოთახში დავბრუნდი ბექა სკამზე იჯდა და თავი დაეხარა საღამურები ჩავიცვი და ჩავწექი, ვუყურებდი როგორ გაუნძრევლად იჯდა თითქოს თვალსაც არ ახამხამებდა დუმილი ჩემდა გასაკვირად მან დაარღვია - სად იყავი? გეძებდნენ ნინამ ძალიან ინერვიულა - და შენ? დღემდე არვიცი ეს კითხვა რატომ დავსვი მაგრამ გონიერი ბექა არდაიბნა და თითქოს არც გაუგონიაო - სად იყავი? - სახლში ბექა სახლში - შენი სახლი აქაა. მიღრიალა და შევატყვე როგორ დაეჭიმა ძარღვები შემეშინდა შევცბი მის ასეთ რეაქციაზე - არა შენ ცდები, მე ისიც არვიცი აქ რამინდა შენ ვერ ხვდები და ვერც ვერასდროსგაიგებ მე რას ვგრძნობ - შენი მეგობარი მოვიდა აქ რომ გაიგო გეძებნენ, მანაც ძალიან ინერვიულა არვიცი რატომ კარი ხელი მაგრამ, რომ ტიროდა მივხვდი როგორ გჭირდებათ ერანეთი დაურეკე ან მიწერე, უმჯობესი იქნება საერთოდ თუ ნახავ ცოტა ხანს ვდუმდი, ეკაზე ვფიქრობდი წარმომიდგენია როგორ ვტკენ გულს ჩემი საქციელით მას მაინც ვუყვარვარ და დარდობს არადა მე იმედები გავუცრუე - იციი გადავწყვიტე სკოლაში მივიდე, ხვალვე - ეე ეს ძალიან მაგარია მარო ისეთი ლამაზი ღიმილი აქვს... მის ცქერაში გართულმა გვიან მივხვდი რა მითხრა - მოიცა მოიცა რა დამიძახე? ამაზე ღიმილს აღარ დაჯერდა და უკვე გულიანად იცინოდა მეც ვისარგებლე და ბალიში გავუქანე ცოტა დაიბნა რბილი საგანი რომ შეეხო მის ბეჭს მაგრამ სიცილს არწყვეტდა ნუ მე ამას უფრო ხარხარს ვუწოდებ ისეთი ბოხი ხმააქვს - გეყოფა ბექა ახლა დაიძინე. სიცილიდვე ვუთხარი - დამეხმარები? წამოდგა და სრული სერიოზულიბით მითხრა - კი რათქმაუმდა მასთან მივედი ხელი მოვკიდე და საწოლთან მივიყვანე, წამოწვა და მისი საფირმო ღიმილი მოირგო სახეზე დავიბენი ჩემს სსაწოლს დავუბრუნდი და უჩვეულოდ მალე ჩამეძინა ძილბურანში სიმღერის ხმა ჩამესმის, ალბათ მესიზმრება, მაგრამ არა თვალებს ვახელ და ვხვდები რომ ცხადია ხმა ზედმეტად ახლოდან მესმის გონს მალევე მოვეგე და სწრაფად გადავბრუნდი მოჭიკჭიკე ბექასკენ იმ ბოხი ხმის რა ტკბილად მღეროდა ნეტავ გქონოდათ საშუალება მიგესმინათ გაოცებული ვუსმენდი როგორცკი დთავრა ჩემი ტაშიც გაჟღერდა - ბოდიში რომ გაგაღვიძე - ბრავოო შენ საოცრად კარგად მღერი - მადლობა მაგრამ არც მთლად ასეა . დაიმორცხვა - კიდევ რისი ნიჭი გაქვს? ინტერესით მივჩერებოდი - საიდუმლოდ დავტოვებ. თქვა და წამში დასერიოზულდა, იმდენად სწრაფად შეიცვალა ხასიათი რომ საუბარი ვეღარ გავაგრძელე რამდენიმე წუთში ოთახხში ნინა შემოვიდა - დილამშვიდობისა ბავშვებო ბექას გავხედე რომელსაც ის სერიოზული გამომეტყველება კიდევ უფრო მოეღუშა აშკარად არ ესიამოვნა ნინას ხმის გაგონება, ეს მანამდე არ შემიმჩნევია - მარიამ დე გაემზადე ირაკლი სკოლაში წაგიყვანს ამის გაგონება და ირაკლის სახე მონაგონი იყო ლამის წამოვხტი საწოლიდან - რა?? მასთან ერთად არსად წასვლას არვაპირებ - მარიამ გარეთ თოვს ძალიან ცივა - მირჩევნია გავიყინო კამათის გაგრძელების სურვილი არმქონდა ამიტომ მოსაწესრიგებლად სააბაზანოში შევედი, რომ გავედი ნინა ოთახში აღარ დამხვდა, მალევე ჩავიცვი და წიგნები ჩანთაში ჩავალაგე - ნინა მართალია აჯობებს ირაკლიმ წაგიყვანოს ქვემოთ ჩავედი რაღაცაზე საუბრობდნენ რომ დამინახეს ორივე გაჩუმდა, ირაკლი მანქნაისკენ წავიდა და მეც გავყევი - სკოლიდან მოშორებით გამიჩერებ არმინდა ბავშვებმა დაგინახონ კბილებიდან გამოვცერი აშკარად არ ესიამოვნა ნეტავ რას ელოდა? მისი მოსმენა არმსურდა მშვენიერი გამიგონებაა ნაუშნიკები იდიალური ძალიან ვღელავდიი ამდენი ხნის მერე პირველად მივდივარ სკოლაში მეგობრებიც დიდი ხანია არმინახავს, ისევ მეგობრები არიან თუ არა ჯერ კიდევ არვიცი საშინლად ვგრძნობდი თავს, სუნთქვა მეკვროდა - აქ გამიჩერე. საკმაოთ მკაცრად წარმოვთქვი და გაჩერდა თუ არა ავტომობილი მაშინვე გადავედი - რომელ საათზე მოგაკითხო? - არ მომაკითხო. სკოლის ავტობუსით წამოვალ სწრაფი ნაბიჯებით გავუყევი სკოლის გზას,სახე გამეყინა აი ჩემი სკოლაც 3 სართულიან წითელ შენობას თვალი მოვავლე ღრმად ჩავისუნთქე და შიგნით შევედი არავინ ჩანდა ალბათ ზარი დაირეკა საათს დავხედე 09:43 ჩემს საკლასო ოთახთან შევჩერდი ისიც კი ვიფიქრე გავბრუნდები უკანთქო მაგრამ ბოლოს გავბედე და მწვანე კარებზე სამჯერ დავაკაკუნე, - შემოდით. .. ნუნუ მასწავლების წრიპინა ხმაზე გამეღიმა და ისე თამამად შევედი ჩემი თავის მე თვითონ გამიკვირდა ვიგრძენი 23 ადამიანის დაბნეული მზერა ეკაც კი ვერ იღებდა ხმას, მის გვერდით ჩემი ადგილი ცარიელი იყო მეც მალევე დავჯექი და ჩანთა ძირს დავდე ,ნუნუმ ენის ბორძიკით განაგრძო თუთაშხიას კითხვა ეკას გულისცემის ხმა მესმოდა,თავი ჩაეხარა ალბათ ისევე ღელავდა როგორც მე ალბათ მანაც იგრძნო მოზღვავებული მონატრება უცებ თავი აწია და სივრცეს გაუსწორა თვალები, ვიგრძელი მისი თბილი ხელები როგორ შეეხო ჩემსას, გაყინული თითები ვერა მაგრამ სული გამითბოო ვიჯექით ასე ხელჩაკიდებულები და ვტიროდით არა იმაზე არა გუდუნამ დათა რომ მოკლა, უერთმანეთოდ გატარებულ დღეებზე ვტიროდით ზარის ხმა არგამიგია მაგრამ მივხვდი ყველა მე რომ მომცვივდა და მეხუტებოდა - ამოასუნთქეთ ეკა ცდილობდა უხერხული სიტუაციიდან ვეხსენი - რაიყო მანდ ტიკტაკის შეკვრა ხომ არგაქვთ? ყველამ ავტომატიურად კარებისკენ გავიხედეთ, არ არსებობს... ის არის პულსი გამიჩერდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.