შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანაპირო (თავი 6/დასასრული)


17-04-2016, 00:13
ავტორი Dippie
ნანახია 1 513

ერთი შეხედვით ლამაზი ცხოვრება წამებში განადგურდა,ჩამოიშალა და დიდი ნაგრევებიღა დარჩა მისგან.ნინას არც მანამდე უცხოვრია ბედნიერი ცხოვრებით,მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევდა,ახლა კი შინაგანად ცარიელი,გარშემომყოფებსაც სიბრალულის გრძნობას უჩენდა...
-------
-გთხოვ არ დამტოვო,-სასწრაფო დახმარების მანქანაში ირაკლის ნინას ხელი ეჭირა და ატირებული სახეზე ეფერებოდა,რომელიც მთლიანად გაყინული იყო.სირენების ხმა,ქაოსი,ირაკლის წყვეტდა რეალობიდან და ჭკუიდან იშლებოდა...
-------
სად ვარ,რა ხდება? ან ეს რისი ხმაა გაუჩერებლად რომ ისმის რიტმულად...საშინლად მცივა,აქ არავინ არის? არის აქ ვინმე?..-ნინა საავადმყოფოს დაცარიელებულ დერეფნებში დახეტიალობდა და პასუხებს ეძებდა...ის იყო რომ სხვა მხარეს აპირებდა გასვლას,მისთვის ნაცნობ სახეს მოკრა თვალი,რომელიც ძალიან შეცვლილი იყო...ნინა სასწრაფოდ მივარდა ირაკლისთან,მაგრამ მალევე მიხვდა რომ მას ვერ ხედავდა.გაოცებული ჩამოჯდა ირაკლის გვერდით,რომელიც თავჩარგული იჯდა და დროთა განმავლობაში კედელზე ჩამოკიდებულ საათს ისტერიულად აშტერდებოდა.ნინას გაახსენდა ყველაფერი,ის ღამე,ტკივილი,თითოეული გრძნობა რაც მასში ტრიალებდა და გონებას უბინდავდა,ირაკლის შეხება,მისი ხმა...
-ნუთუ ამას ელოდები?აქამდე სად იყავი,რატომ დამტოვე მარტო...-აცრემლებული თვალებით უყურებდა ირაკლის და მალევე გადმოსცვივდა მდუღარე ცრემლები,-რამ შეგცვალა ასე,როგორ ცხოვრობდი ამდენი ხნის განმავლობაში,-ნაზად შეეხო ირაკლის გაფითრებულ სახეს და სიყვარულით სავსე თალები მიაპყრო.უეცრაც ირაკლი გიჟივით წამოხტა და დერეფანში გაქანდა,ნინაც უკან გაყვა...ირაკლი ტიროდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა,ექიმები ქაოსურად ირეოდნენ ერთმანეთში და რიტმული ხმა რომელიც ნინას განუწყვეტლივ ესმოდა ნელ-ნელა წყდებოდა.
ირაკლი ბოლო ხმაზე გაიძახოდა ნინას სახელს,გიჟივით აკვროდა ფანჯარას რომლის უკანაც,საოპერაციო მაგიდაზე მწოლიარე სხეულს ხედავდა.
-არ გაბედო,არ გაბედო ჩემი მიტოვება ნინა,არა..-ხმაჩაჯლეჯილი ამბობდა და სრულიად შეშლილი თვალებით მიშტერებოდა ერთ წერტილს...
-------
ნინა 3დღე უგონოდ იყო,თვალები რომ გაახილა ჩაძინებული ირაკლი დაინახა რომელსაც მისი ხელი ეჭრა და თავი ნინას მუცელზე ედო...ახლადგამოფხიზლებული გაშეშებული უყურებდა ,თითქოს მოჩვენება იყო მის წინ,თვალებს ვერ უჯერებოდა რომ ირაკლი სრულიად რეალური იყო.
-ძლივს ერთად ვართ და შენ კიდე გძინავს,-ჩუმად წაიჩურცულა ნინამ და ლოყაზე ნაზად შეეხლო.ირაკლი მაშნვე გამოფხიზლდა და გახარებული ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები როცა ნინას ღიმილი დაინახა,არ იცოდა რა ეთქვა,როგორ დაეწყო საუბარი,ბევრი არ დააყოვნა და ერთადერთი სიტყვა თქვა
-მიყვარხარ,-ნინას ამის გაგონებაზე ბავშვივით აეტირა,ირაკლიმ სასწრაფოდ შეუმშრალა სახე და გულში ჩაიკრა,ნინა მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა და ახლა უკვე იცოდა,რომ მისი ცხოვრების გაგრძელებას კვლავ მიეცა აზრი.
-მეც,მეც მიყვარხარ,-სახეზე კოცნიდა ირაკლის და ეფერებოდა...
--------
-მალე ქენიიიი, დავაგვიანებთ რეისზე,მაინც არ შეცვლილხარ რა ,-ირაკლი ნინას აჩქარებდა,ორი პატარა ჩემოდანი აიღო და ტაქსში ჩააწყო,ნინამაც დაკეტა კარები კიბეებზე ჩაირბინა და ყველაფერს თავიდან ამოწმებდა,
-პასპორტები ჩავდე ჰო?
-კი პატარა ყველაფერი დევს
-საჩუქარი?
-კი ნინა ესეც არის,ჩაჯექი ეხლა ნუ გამაგიჟე...
თვითმფრინავი ხანგრძლივი მგრავრობის შემდეგ მშვიდობით დაეშვა და ელენე მოუთმენლად ელოდებოდა მათ
-ვაიმე ჩემი ლამაზი,როგორ მომენატრე,-ნინამ ლამის გაჭყლიტა ელენე,-სიძე სადაა ??-წარბ აწეულმა კითხა და ირგვლივ დაიწყო ყურება
-ნუ ხარ ეგეთი მოუთმენელი,სახლში გველოდება,აიჩემა ვახშამს დაგახვედრებთო
-ჰაჰა ზუსტად შენი შესაფერისია,აბა შენ ოღონდ სამზარეულოში არ შეგიშვან ყველაფერს გააკეთებ
-დავაი რაა,-მხარი გაკრა ელენემ, ირაკლის და ნინას მოხვია ხელები და მანქანისკენ წავიდნენ.ელენეს ქორწილმა არაჩვეულებრივად,ბრწყინვალედ ჩაიარა.ნინა აცრემლებული უყურებდა ბედნიერ წყვილს და ხვდებოდა რამდენი ხანი გავიდა,რამდენი რამ გამოიარა მის საუკეთესო მეგობართან ერთად და ყველაფრისთვის მადლიერი იყო,თავს უბედნიერესად გრძნობდა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობდა,სადაც წარსულისთვის ვერც კი იცლიდა.
ყველა ცეკვავდა,ნინა მაგიდასთან იჯდა და სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ფორთოხლის წვენს სვავდა როდესაც გარშემო ხალხი შემოეხვია და საიდანღაც ირაკლიც გამოჩნდა,ახლა ელენე უყურებდა აცრემლებული თალებით და ნინა ვერაფერს იაზრებდა.გაშეშებული იჯდა სანამ ირაკლიმ არ დაიჩქა მის წინ და რწფელი თალებით ცოლობა არ შესთავაზა.
-ჩემი პატარა პრინცესა,ფერია ყველაფერია,მზად არის რომ ირაკლის ცოლი გახდეს?-ნინა გაბრწყინებული თალებით უყურებდა ირაკლის,
-კი ირაკლი,კი მზად ვარ,-თავი დაუქნია და ბედნიერების ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.ირაკლიმ ბეჭედი გაუკეთა და ხელში აიტაცა,მერე ელენე მივიდა და ბედნიერების ზეიმი არ წყდებოდა,მუსიკა ბოლო ხმაზ იყო ჩართული ,დაბნეული ხალხი ხან ერთ პატარძალს და ხან მეორე საპატარძლოს ულოცავდა ბედნიერებას...
-------
ყველაფერი თავის ადგილზე მოთავსდა.გიომ იმ საღამოს როდესაც ირაკლის ჩაურბინა კიბეებთან,სასტურმოდან გასული მაქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოწყდა იქაურობას,გზაში ავარიაში მოყვა და დაინვალიდდნა ცხოვრების ბოლომდე.
ელენეს და მაიკს ერთი შვილი ეყოლათ-სოფი.ულამაზესი ოჯახი ყავდათ.საცხოვრებლად ამერიკაში დარჩნენ და ელენე წარმატებული ადვოკატი გახდა ერთ-ერთ კომპანიაში.
ნინას და ირაკლის ორი ტყუპი,ალექსანდრე და საბა ეყოლათ.ნინას პროფესიის გამო ისნიც ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრევლად.იგი წარმატებული ფსიქოლოგი გახდა კრიმინალურ სფეროში,ირაკლი კი ფიტნესის სამყაროში მწვერვალებს იპყრობდა.
-ვინ იფიქრებდა არა?მაშინ როცა გგონია რომ ცხოვრება მთავრდება,ვერც კი წარმოგიდგენია რამხელა ბედნიერება გელის წინ,-ირაკლი და ნინა ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში,ბუხრის წინ იჯდნენ და პლედში გახვეულები ერთმანეთს ეხუტებოდნენ.
-ჩემი ყველაფერი ხარ,ჯერ კიდევ როდის გეუბნებოდი ჩემი ცოლი გახდები თქო გახსოვს?
-ჰაჰა და ის გახსოვს?პატარა წრუწუნა რომ გყავდა,ვითომ ჩვენი ოჯახის წევრი იყო ჰაჰა და მერე პროტეინი რომ აჭამე და .....-სიცილით იხსენებდნენ ბენდიერ წარსულს და ნოსტალგია იპყრობდა ორივეს,მერე ჩუმად იცინოდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ გაჩუმდი თორე ბავშები გაიღვიძებენ და მერე შენ მოგიწევს ორივეს დაწყნარებაო...
*******
ესეც ასე,იმედია მოგეწონათ ეს ისტორია,დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს ვინც კითხულობდა და დროს მითმობდა <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent