შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*****


15-12-2016, 14:05
ავტორი snazina
ნანახია 1 308

ცათამბჯენის წინ ახალგაზრდა ქალის გვამი ასვენია. ჟურნალისტები მთელი ძალით ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას რომ ექსკლუზიური კადრი მოიპოვონ. მათ გვერძე შავი ლექსუსი გაჩერდა, კარები გაიღო და შავ შარვალ-კოსტუმში ჩაცმული ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა.
- ბატონო კახი რა კომენტარს გააკეტებთ მომხდარზე?- ბ-მა კახიმ ისეთი თვალებით შეხედა ჟურნალისტებს თითქოს მზერით სურდა მათი ადგილზე გაგმირვა.
- მომაშორეთ ეს სვავები. ოღონდაც სიკვდილის სუნი ეცეთ და იმწუთას იქ ჩნდებიან.- მიმართა გვერდით მდგარ პოლიციელს. პოლიციის დახმარებით გაარღვია გარს შემოხვეული ჯურნალისტების წრე და დანაშაულის ადგილას შევიდა.
- კობიაშვილი რა ხდება აქ?-მიმართა გვამის დათვალიერებით დაკავებულ სასამართლო მედექსპერტს.
- ერთი შეხედვით ოციოდე წლის გოგონა უნდა იყოს, მრავლობითი დაზიანება აღენიშნება...მარტივად რომ გითხრა ყველაფერი დაზიანებული აქვს სახის გარდა.
- ყასაბის ხელწერაა?
- ერთი შეხედვით კი.
კახის სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. უკვე 6 თვეა ოციდან ოცდააწლამდე ასაკის ქალების გვამებს პოულობენ საზოგადოებრივი თავშეყრის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას და ხელჩასაჭიდი ერთი ნივთმტკიცება, ერთი მოწმეც კი ვერ იპოვეს რომ საქმე ადგილიდან დაეძრათ. მხოლოდ მორგში დაგროვილი 25 უცნობი ქალის გვამი ჰქონდათ. უკვე 6 თვეა უშედეგოდ ცდილობნენ მათი ვინაობის დადგენას, არც დაკარგულთა სიაში ძებნამ, არც მასობრივი საინფორმაციო საშუელებებში გამოქვეყნებულმა განცხადებებმა გამოავლინა რამე.
-გვამი ვინ იპოვა?- ჰკითხა კახიმ ნივთმტკიცებების ძებნით გართულ სტაჟორს.
- დილით დასუფთავების სამსახურმა ქუჩის დასუთავება რომ დაიწყო ერთ-ერთი მუშა წააწყდა.
- საეჭვო არაფერი შენიშნეს?
- როგორც თვითონ ამბობს წინა დღეებთან განხვავებული არაფერი დაუნახავს მხოლოდ ეს გვამი იყო ქუჩაში არავინ და არაფერი დამინახავსო ამტკიცებს.
- კარგი, განყოფილებაში დავკითხავ. სურათი გადაუღეთ და ჟურნალისტებს მიეცით ტელევიზიით გაუშვან იქნებ ამჯერად მაინც გაგვიმართლოს და ვინმემ იცნოს მსხვერპლი.



№1  offline წევრი snazina

საცდელი ვარიანტია, მაინტერესებს რას ფიქრობთ, გავაგრძელო?

 


№2 სტუმარი Guest Tea

dzalian para tavia,tumca saintereso. Gaagrdzele

 


№3  offline წევრი ლაილა

საინტერესო ჩანს, იმედი მაქვს რადგან ახალი დაიწყე რელიქვიების მცველს არ მიატოვებ. ისე მაინტერესებს რამდენი წლის ხარ?

 


№4  offline წევრი snazina

რელიქვიების მცველს არ მივატოვებ ბოლომდე ვაპირებ მიყვანას. უბრალოდ ძალიან ცოტა დრო მაქვს თავისუფალი და წერას ხშირად ვერ ვასწრებ. 28 წლის ვარ.

 


№5  offline წევრი ლაილა

snazina
რელიქვიების მცველს არ მივატოვებ ბოლომდე ვაპირებ მიყვანას. უბრალოდ ძალიან ცოტა დრო მაქვს თავისუფალი და წერას ხშირად ვერ ვასწრებ. 28 წლის ვარ.

მადლობა <3 წარმატებები და ეცადე ხშირად დადო ახალი თავი

 


№6  offline წევრი snazina

მადლობა კეთილი სურვილებისთვის.

 


№7 სტუმარი ჟანეტ

რა უბედურებაა დაიწყებ და აღარ აგრძელებ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent