შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"კარგი" გოგოს დღიურები (თავი 6)


16-12-2016, 10:42
ავტორი Bonnie Blue
ნანახია 1 871

სიყვარული ნაგავია. ცხოვრება მოკლე, სიკვდილი უსასრულო. ჩვენ კი სადღაც ვართ გაჭედილები. რატომღაც ადამიანები ვეტანებით იმას რაც მოკლეა, ცუდია და ვივიწყებთ სხვა ყველაფერს. რას მოაქვს სიყვარულს ტკივილის და ცრემლების გარდა? არსებობს კი სიყვარული?
მე გადავწყვტე დავიბიწყო ის და მისი მეგობრები, ჩამოვშორდე მათ და აღარ მივცე იმის საშუალება ცხოვრება შემაძულონ. მე ისევ მაქვს ნიკას მიმართ გრძნბები, რომლებიც მალე არ გაქრებიან, მაგრამ ეს გრძნობები ნაზავია სიყვარულის და სიძულვილის. უბრალოდ მთავარია ორივე გრძნობა ჩავახშო ჩემში, რომ ცხოვრება მშვიდათ გავაგრძელო.
-მარი.-ანას ხმა რეალობაშო მაბრუნებს. ვუყურებ მას და მეშინია ისიც და ლიზაც არ დავკარგო. მეშინია მათთაც იგივე არ გამიკეთონ რაც გიომ. ვიცი რომ მან ყველაფერი უთხრა, ისიც ვიცი რომ ისინი მე დამცინიან და ისიც ვიციბრომ გიომ ეს იცის. აღარ მინდა ასეთი მეგობრობა. მეგობრობა, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული.
-მარი!-ლიზას ხმა მაფხიზლებს.-რა გჭირს? მოხდა რამე? საშინლად გამოიყურები.-მეუბნება შეცბუნებული ხმით და თავის ღია ყავისფერ თმას უკან იწევს.
'არ ვარ კარგად. დავიღალე!' ვიძახი მენტალურად მაგრამ სინამდვილეში სულ სხვა რაღაცას ვპასუხობ.-მეძინება.-ვამთქნარებ და ვიღიმი.'მიდველეთ!' ვყვირი გონებაში, მაგრამ მათ არ ესმით. ისინი უბრალოდ თავს მიქნევენ. მათ არ უნდათ რომ გაიგონ, არავის არ უნდა.
-მარ!-მოულოდნელად გიო მიჯდება გვერდზე და მიღიმის, შემდეგ ანასკენ და ლიზასკენ ტრიალდება და ლაპარაკს უბამს. გიოს საბა, აკა და ნიკა მოყვრბიან. ყველა იღიმის ნიკას გარდა, რომელსაც აშკარად უკმაყოფილო სახე აქვს.

*****
-რას ვერ აპატიებდი ადამიანს?- მეკითხება გიო და მიღიმის. აი ბედის ირონია.

+++++მოგონება (რაღაცის გახსენება((არ მახსოვს თვითონ სიტყვას რა ქვია :დ)))++++++
-მობიწყინე.-აკა შეწუხებული სახით გვიყურებს და ცდილობს თავი შეგვაცოდოს. რადგან ეს დღეები სემესტრის ბოლო დღეებია ყველა გაკვეთილი გვიცდება, მაგრამ სახლშიც არ გვიშვებენ.
-სიმართლე თუ მოქმედება გინდათ? -კითხულობს მოულოდნელად საბა და ყველანი თავს ვაქნევთ ნიკას გარდა.
-არაა ეგ საჩემო.-იძახის ცივი ხმით და ტრიალდება.
+++++++++მოგონების დასასრული++++++++
-რას ვერ აპატიებდი ადამიანს?-გიო მეკითხება და იღიმის.
-ტყუილს.-ვპასუხობ ცივი ხმით. გიოს ღიმილი სახეზე ეყინება და დამნაშავის სახოთ გვერდზე იყურება. კაია ნამუსი მაიმც თუ აწუხებს.

******
-სიმართლე თუ მოქმედება?-საბა ნიკას ეკითხება და იღიმის. მისტერ __მე_ზედმეტად_მაგარი_ვარ_მასეთი_თამაშებისთვის გადაწყვიტა რომ ეთამაშა. ალბათ, მართლა ძაან მოიწყინა.
-მოქმედება.-იძახის ცივი ხმით. საბა ყურში რაღაცას უჩურჩულებს, რაც ალბათ ძაან ცუდი და/ან სამარცხვინოა, რადგან სიბრაზისგან და სირცხვილისგან სახე ერთდროულად უჭარხლდება.
ფეხზე დგება და ჩემკენ მოდის. სწრაფად მიახლოვდება.
სამი ნაბიჯი დარჩა...
რა უნდა ჩემგან? რატომ არის ასეთი ცივი? მაგრამ აქედანაც კი ვხედავ მის დანისლულ თვალებს და სურვილი მიპყრობს მათში ჩავიძირო. მაგრამ, ამ სურვილს სადღაც შორს ვისვრი.
ორი...
ის ზედემატად ახლოსაა, მის თითოეულ ნაკვთს გარკვევით ვარჩევ.
ერთი...
სახე ახლოს მოაქვს და ჩუმი, მაგრამ ცივი ხმით მეუბუბნება.
-შენ ასი წელი არ გაკოცებდი, ეს მოქმედება რომ არა, სადაც ყველაზე გამაღიზიანებელ გოგოს უნდა ვაკოცო. -მეუბნება ყინულივით ცივი ხმი და გამომეტყველებით, რომელიც ვენებში სისხლს მიყინავს.
ახლოს იწევა და მკოცნის.
ჩვენი ტუჩები სულ ოდნავ და ერთი წამით ეხება ერთმანეთს, მაგრამ ეს ერთი წამიც საკმარისი იყო იმისთვის რომ ჩემი სამყარო ამოტრიალებულიყო და მე გავბრაზებულიყავი. იმ წამს სამყაროში ჩემთვის მარტო ის და მისი ცივი სიტყვები არსებობდნენ.
*******
როცა საბამ ეს მითხრა გამიხარდა, რადგან მეგონა რომ ამით დავუმტკიცებდი იმას რომ მარი არ მომწონს. მაგრამ როცა მისი შეშინებული სახე დავინახე, გაწევის მაგივრად მასთან ჩახუტება მომინდა. მაგრამ მაგის მაგივრად ვუთხარი რომ მას გამაღიზიანებლად აღვიქვამდი და ამით მას სახე გაეყინა. როცა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხო, ჩემი სამყარო ამოტრიალდა და მარტო მე და ის დავრჩით. მომინდა რომ ისევ მეკოცნა და ჩავხუტებოდი. მომინდა არასოდეს აღარ გამეშვა, მაგრამ როცა მის გაბრაზებულ სახეს შევხედე მივხვდი რომ ამაზე ოცნებაც კი აბსურდი იქნებოდა.
-გამაღიზიანებელი თუ ვარ შეგიძლია პირდაპირ მითხრა ხოლმე.-მეუბნება ჩუმი მაგრამ გამყინავი ხმით. მის მომწვანო-მოყავისფრო თვალებში ვიყურები და ვცდილობ სიყვარულის პატარა ნაგლეჯი მაინც დავინახო. მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ სიცივეს ვაწყდები.
-ბოთლი დაატრიალე.- მეუბნება ჩუმი ხმით და თავს ვუქნევ. სხვებისკენ ვიყურები, რომლებსაც გაკვირვებული სახეები აქვთ. ჩემ ადგილზე ვბრუნდები და ბოთლს ვატრიალებ.
-სიმართლე თუ მოქმედება?-ვეკითხები მარის დამნაშავის ხმით და ვლოცულობ მოქმედება არ აირჩიოს.
-მოქმედება.-იძახის ჩუმი ხმით და ძალით მიღიმის.
-შენ იცი რაც უნდა ქნა.-იძახის აკა ხმამაღლა და მეც თავს ვუქნევ. ნიძლავი, ნიძლავია... და მომიწევს მარი ამისთვიდბგავწირო.
-ჩვენში ვისაც ყველაზე ნორმალურად ან კარგად თვლი ხუთი წუთი კალთაში ეჯექი.-ვეუბნები და თავს მიქმევს. როგორც ყველას მეც ეჭვი მაქვს რომ კსლთაში ან მე ან გიოს ჩაგვიჯდება. მაგრამ როცა დგება სულ სხვა ადამიანთან მიდის.
-შეიძლება? -ეკითხება გაღიმებული და ისიც თავს უქნევს, აშკარად გაკირვებული.



№1  offline წევრი isterichka123

kaia kai nu agvianeb

 


№2 სტუმარი lela

Kargia. magram pataraa. Cota gazarde raa!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent