შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დეკემბრის რომანი (6)


16-12-2016, 18:48
ავტორი crybaby
ნანახია 1 723

მართალია დეკემბერი მზით არ ხასიათდება, მაგრამ ჩემი თვალებიდან მაცქერალი სინათლე საკმარისი იყო,რომ ცაზე ღამის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ღრუბლებში მოკაშკაშე სხივები დამეჭირა. კლუბიდან რომ წამოვედით უკვე თენდებოდა და ამჯერად პოზიციები შეგვცლოდა მე და არჩის, რადგან თორნიკეს მანქანაში ჩემს მხარზე თავჩამოდებული ის მისცემოდა სიმთვრალის თავდავიწყებას. რა გითხრათ? თავდავიწყებაში ნავარდს არც მე ვუჩივოდი, მხოლოდ იმ განსხავვებით,რომ მე ფხიზელი ვიპყრობდი მწვერვალებს და ყოველი ჩასუნთქვისას ქურდივით ვპარავდი არჩის მის თავბრუდამხვევ სურნელს. ახლა ოფიცილაურად 13 დღე დარჩა ამ რომანის დასრულებას და თუმცა დაუჯერებელია, მხოლოდ მე-2 დღეა რაც ერთად ვართ. აბა, ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ ვუყურებ მხოლოდ მისი ზმანებით რატომ იჟღენთება მოგონებები?
ჩემი გზააბნეული წანწალი ოცნებებში, მეგის ნაზმა ჟღერადობამ დამირღვია:
-რატომ ხარ ჩუმად, თაი?-მკითხა ზრუნვით გაჯერებული ხმით და სითბოთი გამივსო გული, სასიამოვნოა,როცა ვიღაცას რეალურად ადარდებ.
-დავიღალე,-ვუთხარი და პატარა ბავშვივით დავემანჭე-აბა რას ფიქრობ არჩიზე?-ვკითხე თამამად, დარწმუნებული რომ სასმელის მორევში მცურავი არჩი მაინც ვერ გაგვიგებდა.
-არ ვიცი, ჩემო ცეცხლისფერო, მე მხოლოდ შენზე ვდარდობ და არ მინდა ამ ურთიერთობამ იარები დაგიტოვოს, ხომ ხვდები არა ჩემს პოზიციას?-გამიღიმა.
მინდოდა უადგილოდ შემოპარული სევდა გამედევნა ჩემი არსებიდან. მე ხომ ირონიით დახუნძლული გოგონა ვარ, ჩემი სენტიმენტები ვის გაუგია? გავკიცხე საკუთარი თავი.
-არა, დაიკო, ვეცდები მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები დავიტოვო-დავპირდი და ამ მოგონებების შეგროვების იდეით კმაყოფილი დავწვდი არჩის გაყინულ ხელს. თან ვცადე არ მეფიქრა იმ მომენტზე, როცა მისი გაშვება მომიწევდა. თავი უფრო ახლოს მოსწია ჩემკენ და ყელში რომ მისი შეხება ვიგრძენი გავქვავდი.
-მეც იმავეს ვეცდები, პატარავ-ჩამჩურჩულა და ჩემი ხელი ოსტატურად მოიქცია თავისაში.
-შენ რა გღვიძავს?-შემეკრა სუნთქვა და ხმამაღლა წამოვიკივლე.-თავხედო.-დავიწუწუნე და ხელი გავითავისუფლე.
თავი წამოყო და გვერდულად გადმომხედა.
-გთხოვ, ნუ წიკვინებ
-არჩი რა საქციელია-ამყვა მეგი და მოხარხარე თორნიკეს მტრული მზერა ესროლა.-ესენი ნახე რა
-ღმერთო მიშველე.-განწირულად ავიხედე მაღლა და მეორე ბოლოსკენ გავიწიე,სადაც წეღან თამო და ნიკო ისხდნენ.
არჩიმაც არ დააყოვნა, მთელს სიგრძეზე გაიშხლართა და თავი ჩემს კალთას ჩამოადო.
-გაიხარე, პატარავ. დროზე რატომ ვერ მოიფიქრე?-გამიღიმა და ხელები მჭიდროდ მოხვია ჩემს მუცელს.-რა წვრილი ხარ ტო-ჩაიჩურჩულა თავისთვის და საკვლევი ობიექტივით შემყურე ჩემს წელს უაზროდ გაუღიმა.
-გააფრინე არჩი?-გადავიკისკისე და შუბლი შევუმოწმე სიცხე ხომ არ აქვს-მეთქი.
მასაც გაეღიმა და ხელებშემოხვეული მომეწება, თითქოს ჩემი სითბოს გაზიარებას ცდილობს მისი გაყინული არსებისთვისო.
-ჩემი თბილი-ჩურჩულებდა თვალებდახუჭული და თუმცა მძინარეს ჰგავდა, წეღანდელი გამოცდილების მომსწრე აღარ ვენდობოდი.
ეზოში რომ გავჩერდით ჩემს მუხლებზე მძინარე ობიექტს რამდენჯერმე ძლიერად ვუთავაზე იდაყვი,რომ აწმყოში დამებრუნებინა. თორნიკეს და მეგის ტკბილად გადავეხვიე და ჩემს მკლავზე გადმოფენილ არჩისთან ერთად გავლასლასდი სადარბაზოსკენ. თუმცა კიბეებისკენ აღარ წავსულვარ.
-მოკლედ,-ვთქვი და კედელთან აყუდებულ არჩის გავხედე-აქ დაგემშვიდობები, გნახავ დღეს უნივერსიტეტში.
-მეღადავები ტო? ვერ ხედავ რა მთვრალი ვარ, ახლა მე მანქანს ვერ ვატარებ-გაიქნია თავი და მოწყალე თვალები შემანათა.
-მერე გაჰყოლოდი თორნიკეს-ავიქნიე გვერდი
-რატომ გადმომათრიე მაშინ მანქანიდან?-ნიშნის მოგებით მკითხა. „მართალია, ვერაფერს იტყვი“ დაემოწმა ქვეცნობიერი.
-მეც შენზე არანაკლებ ნასვამი ვარ რომ ეგ გამეთვალა, უკაცრავად.-გადავატრიალე თვალები.
-რადგან ასე დაჟინებით მთხოვ, შენთან ამოვალ რა პრობლემაა-ჩამიკრა თვალი და გაემართა კიბეებისკენ.
იმდენად დაღლილი ვიყავი, შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ, უკმაყოფილო შეძახილებით პროტესტის გამოხატვის მშვიდ ფორმას დავთანხმდი და სახლში მასთან ერთად შევედი.
-ვახ, კარგია სახლში-თქვა და დივანზე დაებერტყა
-ძალიან კარგი, მანდ დაიძინებ-ვუთხარი და ოთახიდან პლედის გამოსატანად შევედი. უკან მობრუნებულს კარებთან დამხვდა ასვეტებული.-ენერგია სად იპოვე იქიდან რომ ამდგარიყავი?-ტუჩები დავბუშტე უკმაყოფილოდ.
-ენერგია ბევრი რამისთვის დამრჩა პატარავ, მაგრამ ახლა ამ სიცივეში იქ ვერ დავწვები.-გადააჯვარედინა ხელები
-შენი ენერგია სითბოს არ გამოყოფს?-ავწკიპე წარბები და გასასვლელისკენ ვუბიძგე
-მე ნუ დამაბრალებ,-უდანაშაულოსავით აზიდა ხელები-ახლა რადგან შენი სითბო შევიგრძენი ნუ ფიქრობ,რომ პარაზიტულ ცხოვრებაზე უარს ვიტყვი.
გადავიკისკისე და დამცინავი მზერა უნდა გამეცვალა მისთვის,რომ ზურგიდან მდგომი ხელებში მომიქცია და ჩემს კისერში გადაუშვა თბილი სუნთქვა.
-მისმინე, თაისია,-მკვეთრად დამიმარცვლა სახელი-ერთხელაც იქნება და მაგ სარკასტული ჟესტების, კომენტარების, მზერის, ნებისმიერი სარკასტული საქციელის გამო კარგად მოგხვდება-თავი საფეთქელთან გადმომადო და ხელების სწრაფი მოძრაობით თავისკენ შემატრიალა-ხომ ხედავ ასე უფრო თბილა, დეკემბერია პატარავ, არ დაგავიწყდეს და თან თავი მისკდება, შიშველიც რომ იყო ვერაფერს მოვახერხებ, უბრალოდ ახლა წავალთ და ერთად დავიძინებთ, უკვე დილის 5 საათია, რაც მალე დავწვებით უკეთესია.
ღვინის სურნელის გარდა რაღაც ლოგიკურსაც ნამდვილად ისვრიდა მისი ტუჩები, ამიტომ თავი მოჩვენებითი უკმაყოფილებით გადავაქნიე და ოთახში შევატარე.
მე სააბაზანოში გამოვიცვალე და ახალი წლის განწყობასავით წითელი ღამის პერანგით დავბრუნდი.
-სიშიშვლეში ეს არ მიგულისხმია პატარავ,-დამეკრიჭა არჩი და ბალიშში თავით ჩაემხო.-მგონი ახალი ფავორიტი სურნელი ვიპოვე, ამ ბალიშს ჩემთან წავიღებ.-გადაწყვიტა ბურტყუნით.
საწოლში,რომ დამიგულა საბანი ყურებამდე ამიწია „არ გაცივდეო“ და მივხვდი სასმელი ჯერ კიდევ დანავარდობდა მის ორგანიზმში
-მგონი,-დავიწყე და მაშინვე მისი ინტერესით აღსავსე მზერა დავიმსახურე-ნასვამი არჩი უფრო მომწონს.-უხერხული მდუმარება რომ ჩამოწვა თემა მაშინვე შევცვალე-იცოდი, რომ როცა წყვილი ძილის წინ ერმანეთს კოცნას უზიარებს უფრო ბედნიერად იღვიძებენ?- ეგ სად წაიკითხეო დამცინა ქვეცნობიერმა.
-არ ვიცოდი.-მითხრა სერიოზულად-თუმცა მაგის გარეშეც ვაპირებდი ჩემი ტკბილი სიზმრების წყარო დამეგემოვნებინა-გადაატრიალა თვალები და საკუთარი ჰაერი მიწილადა.
როცა ვუთხარი კოცნის გაზიარებაზე, ასეთი არაფერი მიგულისხმია დამერწმუნეთ,რადგან ჩემთვისაც მოულოდნელი იყო საბნის ქვეშ რომ შემოძვრა, ზემოდან დამაცქერდა და ჩემი ყელი დალაშქრა ღვინისგან დამტკბარი ტუჩებით.
-აფსუს შენი პირობა,-ამოვიკნავლე და წარბებშეჭმუხნული გავხედე. როცა იგრძნო რომ ნაწყენი ვიყავი, რამდენჯერმე პირი გააღო, მაგრამ სათქმელის ნაცვლად მდუმარება შემაგება. ზურგი ვაქციე და ჩემს მხარეს მოვკალათდი. რამდენიმე ყველაზე გრძელი წუთის შემდეგ ხელი შემახო და თავისკენ შემატრიალა.
-შემომხედავ თვალებში?-ამოიხრიალა, მე კი ჯიუტად ვარიდებდი მზერას.-თაისია, სერიოზულს არაფერს ვაპირებდი,-ამიხსნა მშვიდად, თითქოს თითოეულ სიტყვას ზომავსო და ასეთი ქცევით უფრო დააბნია წყენის ზღვარზე მყოფი ჩემი ქვეცნობიერი.-უბრალოდ რომ არ მეკოცნა მოვკვდებოდი და ახლაც იგივე მელის თუ ხმას არ გამცემ.-ვედრება შეურია დამთბარ ხმაში და თუმცა უკვე ვგრძნობდი წყენის გაქრობას, მომწონდა ასეთი არჩი. ის ხომ ემოციებს თითქმის არასდროს ავლენს.
„კიდევ რამდენიმე წუთი და დავასრულებ მის წვალებას“ აღვუთქვი პირობა ამ სცენის შემყურე ცრემლად დაღვრილ ჩემს ქვეცნობიერს და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ფრთხილად ვაკოცე ჩემს მხარზე დადებულ არჩის ხელს, ნიშნად იმისა რომ ყველაფერმა ჩაიარა და ისევ გადავბრუნდი.
-პატარავ,-მადლიერად გადმომჩურჩულა ჩემმა შეყვარებულმა და მომეხუტა, თან თმაზე თბილ ამბორს მიტოვებდა ბოდიშის ნაცვლად.
ეს ბოლო მოგონება იყო სანამ მაღვიძარა უარყოფითი აურის მქონე დილაში გადმომისვრიდა.
„რატომ ვარ პარალიზებული?“ იყო პირველი შეკითხვა რაც ძილისაგან დაბინდებულმა გონებამ შემაგება და წუთი დამჭირდა მივმხვდარიყავი, არჩი ერია საქმეში. თავისი გრძელი ფეხები ჩემსაში აეხლართა და ჩემს მუცელზე ჩაბღაუჭებული ნეტარებით აგრძელებდა სიზმარში მოგზაურობას. სანამ გავაღვიძებდი დრო ვიხელთე, თმა ნაზად გადავუწიე შუბლიდან და როცა გადავწყვიტე,რომ მისი ცქერით საკმარისი პოზიტივით დავიტვირთე ზურგში გაყინული თითები ჩავუსრიალე.
-არჩი,-ჩავჩურჩულე სანამ ყვირილზე გადავიდოდი,მაგრამ არ დამჭირდა, რადგან ჩემი თითების შეხებით გამოწვეული მოულოდნელობა გაღვიძებით გამოხატა. მეც თითების უკან დაბრუნებას ვაპირებდი,რომ სწრაფად გამიკავა და „იყოსო“ დააყოლა.
-არ აპირებ ადგომას?-ავწუწუნდი.-დავაგვიანებთ
-კი, ცოტა ხანს ვიყოთ-მითხრა და მუცელზე ლოყა გამიხახუნა.-ჩემი თბილი, ვახ რა ტკბილად მეძინა-ღრმა სუნთქვას გამოაყოლა მასში დაგროვილი ბედნიერება და ღიმილად გამოსახა სახეზე.-თავი უნდა გამისკდეს, უნივრსიტეტში წასვლის იდეა საშინლად არ მომწონს
-არჩი, შენ რაც გინდა ის ქენი, მე ვდგები-განვუცხადე და წამოვდექი.-დალევ ჩაის? თუ დილაობით ჭამ ხოლმე?
ეს რომ ვკითხე სახე ღიმილმა გაუპო.
-არა, ყავას დავლევ, გამიკეთებ?-ისევ იღიმოდა.
-ჰო რავიცი,-ავიქნიე ხელი და ტანსაცმელითურთ გავიძურწე სააბაზანოში-სხვა დროს შენ გააკეთებ იცოდე-მივაძახე.
შხაპის ქვეშ მყოფი ვეგუებოდი,რომ კადრებივით მორბენალ ფიქრებში მხოლოდ არჩის სახეები ცვლიდნენ ერთმანეთს და საჭიროზე მეტ ხანს ცხელი წყლისგან აწითლებული სხეული რომ შევნიშნე, სწრაფად ჩავიცვი და არჩის შევუერთდი სამზარეულო ოთახში. ყავა უკვე გაემზადებინა.
-თაისია,-დაიწყო-დღეს უნივერსიტეტის შემდეგ ალბათ ვერ გნახავ, საქმეები მაქვს.-და ჩემს აწითლებულ კანს შეავლო მზერა.
„არაფერს შევეკითხები“ დავპირდი ქვეცნობიერს და გაღიმებული, რომ დავიგულე არჩის მივმართე:
-რა საქმეები?-ალტერ ეგომ უკმაყოფილოდ გამომხედა,არჩიმაც.
-ეს რა შეკითხვაა? ჩემი საქმე, ჩემი საქმეა.-მითხრა და ჩემი მოსალოდნელი გაბრძოლებისთვის მოემზადა
-კარგი დაივიწყე, მე მზად ვარ და გავიდეთ-მოვუჭერი მოკლედ და უნივერსიტეტის გზას დავადექით.
მანქანაში დაბუდებულ უხერხულობას მხოლოდ რადიოდან სირვცეში გაფანტული ჰანგები არღვევდა და უჩვეულო ჰარმონიას ქმნიდა გარედან შემოსულ ქარის ზუზუნთან ერთად.
-ასე ცხელი წყლით იბან ხოლმე? რა დღეში გქონდა კანი რომ გამოხვედი-აღნიშნა და უხერხულობა უფრო ფართოდ შემოიპატიჟა..
-ჰოო, ასეთი ჩვევა მაქვს.-გავეცი პასუხი, რასაც ჩემს კარგ აღზრდას უნდა უმადლოდეს.
-ეს ჩვევა უნდა დათმო თორემ..-შევაწყვეტინე ანერვიულებულმა.
-თორემ რა?-ღიმილი შეაკვდა-შენ ხშირად მაინც ვერ იხილავ ჩემს სხეულს, ამიტომ ამაზე დარდი იმას მიანდე, ვისაც მართლა დაევალება ეგ. ჩვენ კი ჩვენს საქმეებს მივხედოთ-გავახსენე მისი სიტყვები.
-მეც არ გამიკვირდა წეღან რომ დამითმე ასპარეზი? აქ გქონია თურმე სისინა კომენტარები მომზადებული.-გაბრაზებულმა მომაყარა და დავინახე როგორ დაეჭიმა სხეული. ამას სიჩქარის მომატება და საჭეზე ჩაბღაუჭებული თითების დაჭიმვაც მოჰყვა.
-არჩი, აზრზე მოდი-შევძახე, მაგრამ ვერ დავიბრუნე. მისი ღამის ვარსკვლავები ჩამქრალიყო და თვალებში უამინდობის მომასწავლებელი წყვდიადი გაბატონებოდა.
-თაისია, ვიღაც სხვა და შენი სხეული ეგეთ კონტექსტში აღარ ახსენო, გამიგე? ძალით მაგიჟებ ტო?-გაოცების შეძახილი აღმოხდა.
-მე გაგიჟებ? შენ რომ სიტუაციის შენს სასარგებლოდ შემოტრიალებას ცდილობ ყოველთვის, მე არ ვგიჟდები?-სერიოზულად მაინტერესებდა.
-ესაა კოცნა და ბედნიერი დილაო?-შეანელა სვლა, უნივერსიტეტს ვუახლოვდებოდით-აჰა, შენი ბედნიერი დილაც.-გადაიქნია თავი და მანქანა რომ გააჩერა გადმომხედა.-ასე გაბუტული წახვალ უნივერსიტეტში?-რამდენიმე წუთის შემდეგ მკითხა მზრუნველობაშეპარული ხმით.
„არა“-მეთქი, გავაქნიე თავი და გააზრებაც ვერ მოვასწარი, რომ მისი ტუჩების სიტკბო მიწილადა. წამიც და მის კალთაში გადაბრძანებულს („გადასვენებულს უფროო“ შემისწორა ქვეცნობიერმა) მგზავნიდა თავდავიწყებაში. საჭეზე რომ გადამაწვინა და მაისურის ქვეშ მოსრიალე ხელით სცადა ჩემი წელი ზედმეტი მოძრაობებისგან გაეჩერებინა, ოხვრა გამოვუშვი და თმაში ახლართული თითების მოძრაობით მივეცი მის თავს მიმართულება ჩემი ყელისკენ.
-არჩი,-ჰაერი გამოვუშვი ფილტვებიდან და მისი გაჩერება ვცადე.
-თაისია.-გამაფრთხილებლად მომმართა და ვიგრძენი როგორ დამიტოვა ყელში კბილების კვალი.
-მორჩი, წავედით-განვუცხადე მკაფიოდ.
თავით მკერდზე მომეხუტა, რომ სუნთქვა დაგვერეგულირებინა და მანქანიდან გადავედით.
-ეს კი ნამდვილად ბედნიერი დღის საწყისია.-გაიჯგიმა და ხელგადახვეული შემატარა ფოიეში. დღეს ერთად ვერ ვეზიარბოდით ლექციების პერიოდში გამოწვეულ მოწყენილობას, რადგან სხვა ლექტორთან მქონდა სამ საათიანი სემინარი.
-კარგი არჩი, წავედი, უკვე ათ 10 წუთს გადასცდა.-გავუღიმე და აუდიტორიისკენ გავქანდი.
-კარგად პატარავ, მომაძახა-და თვითონაც გაუჩინარდა.
აქამდე ჩემს ქვეცნობიერს ოსტატურად ვარიდებდი თვალს, მაგრამ მომავალი სამი საათის განმავლობაში მასთან პირისპირ წარდგენა მომიწევდა. არა, დეკემბრის რომანიო რომ შევთანხმდით ამდენ ცხელ წერტილებში მოგზაურობას არ ველოდი. არ ვიცოდი, რომ დლით გაღვიძებულს მისი სურნელი ყველაზე სასიამოვნო მოგონებად აღებეჭდებოდა ჩემს მეხსიერებას. თავი ხელებში ჩავრგე და საშინელ ბრაზს ვანთხევდი ჩემი დაუფქირებელი ხასიათისადმი, რომელიც მხოლოდ ინტერესის ზღვარზე მყოფი არჩის მახეში გაება და ახლა ისევ თვითონვე უერთდება ემოციების მიერ მოტანილ ტალღებს. ნეტავ თვითონ რას ფიქრობს? მე რაზე ვფიქრობდი, მე? და გადავწყვიტე რომ მეორე საათის დაწყებამდე არჩისთვის მეთქვა სალაპარაკო გვაქვს-მეთქი, მანამდე კი ერთხელ მაინც ვცადე კონცენტრაცია ლექციისთვის დამეთმო.
12-ს ათი წუთი აკლდა,რომ ტელეფონზე მივწერე: „არჩი, სად გიპოვო?“ და წუთი წუთზე მომივიდა მესიჯი „გასასვლელთან ვარო.“ მეც სწრაფი ტემპით იქითკენ ავიღე გეზი, აღარ მინდოდა ლექციაზე დაგვიანება და გზაში აზრებს ვალაგებდი, მოკლედ როგორ ამეხსნა რა ხდებოდა ჩემს არეულ გონებაში, რომ მისი სილუეტიც დავლანდე და მისკენ წავედი.
ის ქერა გახსოვთ, ჩვენი პირველი შეხვედრის დღეს რომ შეხვდა? ჰოდა, ზუსტად იგივე სცენა განმეორდა ამ წუთას ჩემს თვალწინ.
არჩი მისკენ წამოსულ ქერას შეეგება და უნივერსიტეტის ეზო ერთად დატოვეს.

_____________

მოკლედ ასე, სწრაფად მომიწია თავის დადება, რადგან შაბათი-კვირა არ მეცლება და ამას დაგიტოვებთ, რომ ლოდინით ძალიან არ მოიწყინოთ ♥
რაც შეეხება თქვენს თბილ კომენტარებს, მადლობის მეტი რა მეთქმის?
განსაკუთრებული მადლობა იმ საყვარელ ადამიანებს ყოველი თავის ბოლოს რომ მიტოვებენ აღფრთოვანებას და სტიმულს მაძლევენ ♥
Nawkas12345, Guest Eka, MegMorgan, Karma, Leporela ♥♥♥♥



№1 სტუმარი Guest Ketu

Orshabats gelodebit mash :-D

 


№2  offline წევრი karma

ვაიმე ასე კარგად რომ წერ როგორ არ დაგიტოვო კომენტარი ჰა? უთბილესი ისტორია... ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes

 


№3 სტუმარი Leporela

Vaimee os qeraa shemomakvdeba -_- :dddd

Ugrmesi madloba shen chemo kargo rom aseti kargi istoriit gamacani tavi <3

 


№4  offline წევრი crybaby

Guest Ketu
Orshabats gelodebit mash :-D

მაშ, შეხვედრამდე <3 :დდ
karma
ვაიმე ასე კარგად რომ წერ როგორ არ დაგიტოვო კომენტარი ჰა? უთბილესი ისტორია... ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyes heart_eyes
Leporela
Vaimee os qeraa shemomakvdeba -_- :dddd

Ugrmesi madloba shen chemo kargo rom aseti kargi istoriit gamacani tavi <3

მეც შემომაკვდება :დდ <3

 


№5  offline წევრი MegMorgan

ვაიმეე, ასეთ დასასრულს არ ველოდიიი!!
ორშაბათამდე რა მოიცდის..((((((((((((((((((((((((((((((((

 


№6 სტუმარი Guest Eka

Dhsvdkendbek es memarteba me am wyvilze ♥♥♥♥ dzalian kargi xar kide shen!

 


№7  offline წევრი crybaby

MegMorgan
ვაიმეე, ასეთ დასასრულს არ ველოდიიი!!
ორშაბათამდე რა მოიცდის..((((((((((((((((((((((((((((((((

Guest Eka
Dhsvdkendbek es memarteba me am wyvilze ♥♥♥♥ dzalian kargi xar kide shen!

❤︎❤︎❤︎❤︎❤︎❤︎

 


№8  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Magari xar. Yvelaferi zomierad aqvs am motxrobas ra. Dzaan sayvareli xarr martla !!!!

 


№9 სტუმარი lana

ბოლოსში ესეი ერთად დატოვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent