დღიური #1
ძვირფასო დღიურო! ჰაჰ,სასაცილოა..ვზივარ ვწერ და მეთვითონაც არვიცი რას ვწერ ..უბრალოდ მინდა,რომ ვწერო . შეიძლება უბრალოდ იმ საშინელი,უაზრო ერთფეროვანი დროის გაყვანის გამო,რომელიც მე პირადად ნევრებზე მშლის,რომელიც მანგრევს და დეპრესიაში მაგდებს..ალბათ გაგიჩნდათ კითხვა რა უნდა აწუხებდეს 16 წლის ბავშვს ასეთი,რომ დეპრესიაში ჩავარდეს და გარე სამაყაროს მიმართ ყველანაირი ინტერესი და ხალისი დაკარგოს,იჯდეს სახლში თავის პატარა მყუდრო ოთახში უსმინოს მუსიკებს და კითხულობდეს წიგნებს ისე,რომ ფარდებიც არ გადაწიოს და იჯდეს სინელეში ეს იქნება დღე თუ ღამე არა აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა . ჩემთვის სულერთია ყვლეაფერი ,დღის ყოველი მონაკვეთი ერთი და იგივეა, არვიცი არც დღე და არც ღამე. დრო გადის არა,არა გადის ,ეს კიდევ ხმამაღალი ნათქვამია დრო კუსავით მიაბიჯებს თითქოს მე მებრძვის დრო და არა მარტო დრო, ყველა მე მებრძვის,არ შემიძლია, სუნთქვა მიჭირს სადღაც მეკეტება და მგონია,რომ ეს ესაა მოვკვდები,მაგრამ მერე უეცრად გამიშვებს და ისევ ჩვეულად ვაგრძელებ სუნთქვას და ასე ყოველ 5 წუთში ერთხელ,ცხოვრება მებრძვის,ცხოვრება მაწამებს,ცხოვრება შიგნიდან მანგრევს ,მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეს არ არის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა,რომ ამას ვერავინ ამჩნევს,ყველა ხედავს გარეთ გასვლისას პატარა საშუალო სიმაღლის , სწორს გრძელ თმიან შავგვრემან 16 წლის თინეიჯერს,რომელსაც სიცოცხლე უხარია მაგრამ ეს ასე როდია? ყველაზე საშინელება არაა ის რომ ცხოვრება გებრძვის ყველაზე საშინელება ისაა რომ მარტო ხარ ფიზიკურადაც სულიერადაც შენ და შენი თავზე საყრელი პრობლემები.. არვიცი რამდენ ხანს გავძლებ ასე არვიცი..ნუთუ შეილება ვიპოვო ის ვინც გამიგებს? არა,არა მე არვჩივი მეგობრების ნაკლებობას მე ნამდვილად არ მაწუხებს ეს,მე მინდა ადამიანი,რომელიც დამინახავს ჩემი სხეულის შიგნით ჩემ სულს რომელიც ჩემ სხეულში სადღაც კუთხეშია მიმწყვდეული მოხუცივითი,რომელსაც სცივა..რომელსაც არაფრის თავი, ხალისი არ გააჩნია.. ჩემი ცხოვრება ნაცრისფერია მინდა ვინმემ გამიფერადოს ეს ჩამუქებული ცხოვრება და ის რასაც ყოველ ხუთ წუთში განვიცდი უბრალოდ გაქრეს და მეც ,როგორც სხვებს ისე მქონდეს მრავალფეროვანი ცხოვრება . ვიფიქრო,რომ ეს მისი ბრალია? დავაბრალო ადამიანს,რომელმაც არაფრის კეთებით ასე დგომით გამაგიჟა? დამავიწყა ყველაფერი და გამინაცრისფერა ცხოვრება? მისგარდა ყველაფერი შავია მხოლოდ ისაა ჩემ თვალში ფერადი..მისი დანახვისთანავე გული უსწრაფესად ზგერს,მუხლები კანკალებს და სურვილი მაქვს მას ზედ შევახტე,მაგრამ,მას ხომ მე საერთოდ არვიცნობ,არც სახელი ვიცი არც გვარი,ერთადერთი ვიცი ის,რომ ჩემი სკოლელია და ჩემ პარალელურ კლასში სწავლობს. მინდა მივიდე ვუთხრა,რომ მის დანახვაზე ყველაფერი მავიწყდება და მხოლოდ ის მინდა მინდა მასთან,მინდა მისი ამბორი,მინდა ვიგრძნო მისი ხელი ჩემ ვიწრო წელზე,მისი მხურვალე ტუჩების შეხება ჩემსაზე,რომ ეს გაყინული ტუჩები გაათბოს..მინდა....მინდაა....მინდა,მაგრამ ოცნება ოცნებათ რჩება,მე ხომ ერთი უბრალო გოგოვარ,რომელსაც არცერთი ბიჭი არ შეხედავს,იმიტომ,რომ არსებობენ გოგოები ანამარიას და ელენას მსგავსი,რომლებსაც ბიჭები მხოლოდ მათ უყურებენ,მე არც კი მამჩნევენ,რადგან არ ვიცმევ მოკლე მინი ქვედაბოლოებს,გახსნილ ბლუზებს და არ „ვითხაპნი“ მაკიაჟს..დავდივარ გადაწეული თმით და სათვალეებით ტანზე კი უბრალო ჯინსი და მაისური მაცვია... აჰააჰ..მეცინება,საკუთარ თავზე..რამდენი რამე მინდა გარეგნობის გარეშე,მოქმედების გარეშე..მათხოვარი ხაარ ვიქტორია მათხოვარი,მდაბიო,უმეცარი უტვინო 16 წლის თინეიჯერი,რომელსაც ტვინის მაგივრად თავში ქვა გიდევს.. ვიქტორია თავი ხელში აიყვანე აიყვანე,თორე ასე შორს ვერ წახვალ.. მოკვდები ვიქტორია მოკვდები, არა სწრაფად არამედ ნელა მტანჯველად,რომელიც მთლიან ტანზე იცოცებს სანამ მთლიანად არ გამოგფიტავს და გაგანადგურებს,მერე მოკვდები და დაგივიწყებს ყველა და ჩაწვები ახლაგაზრდა მიწაში.. გინდა ეს? გინდა? რათ გინდა? ვიღაც 16 წლის ბიჭის გამო რომელსაც არც იცნობ და ყურებამდე ხარ შეყვარებული? მოკვდი ვიქტორიია,მოკვდი, რაგემართება მეგობარო რა??ცუდად ხარ? წადი ექიმთან..მაგრამ ეს არ დამეხმარება სიყვარულს ექიმი ვერ უშველის ვერა.... წერა დავასრულე და სამზარეულოში ჩავედი,ისეთ გემრიელი სუნები იყო...ნამდვილად ვერ გაუძლებდით ცდუნებას.. მამა საოცარ საჭმელებს აკეთებს ბადალი არ ჰყავს .. -ვიქტორია?! მეგონა სახლში არიყავი.სად იყავი? 4 საათია უკვე სახლში ვარ.. ახლოს მოვიდა გაკვირვებულმა და გადამკოცნა.. -ოთახში ვიყავი და ვწერდი.. ჩვეულებრივი ხმით ვუთხარი,რომ არაფერი ეეჭვა. -რას წერდი იმ გაგიჟბული გოგნას შესახებ ისევ? -კი,და კარგი გამოდის. მოვიტყუე,იმიტომ,რომ ერთხელ აღმომიჩინა და მოვატყუე,რომ რომასნ ვწერდი,მაგრამ ეს ესე არიყო რომანი ეს იყო ჩემი ცხოვრება. -შენ არ გამიგიჟდე შვილო.. მოდი ვივახშმოთ. გავუღიმე და ორივე მივუსხედით მაგიდას.. მაგიდაზე ყოველთვის სამი თეფში იდო მე მამა და დედა,რომელიც წინა წელს ტვინის სიმსივნით გრადამეცვალა, ესეც ჩემი ერთ-ერთი მიზეზია ჩემი დეპრესიის..მამამაც ცუდათ გადაიტანა ეს ყველაფერი,მაგრამ არ იმჩნევს,რომ ჩემზე არ იმოქმედოს და არვინერვიულო,მაგრამ მესმის მამას ტირილი ღამე..დედა ენატრება..დედა ყველას გვენატრება..კარგი ქალი იყო...ახლაც მინდა ჩემთან იყოს მისი თბილი ხელები მათბობდეს და მამხნევებდეს..მინდა მარიგებდეს და სკოლის წინ მაფრთხილებდეს ფრთხილად ვიყო,თბილად ჩავიცვა და არ დავაგვიანო..მაგრამ ეს მხოლოდ თავშია..მამას,როგორც შეუძლია მივლის,მაგრამ დილიდან საღამომდე სამსახურშია და იმდენი დრო არ აქვს, მომიაროს ისე,როგორც დედა.. კვირა საღამოა,შემოდგომის სუსხია უკვე და აცივდა..მედა მამა ბუხარი ავაგუზგუზეთ და ვსხედვართ თბილად..ორივეს პლედი გავხურავს მამა კითხულობს წიგნს უკვე მეასედ დედას საყვარელი წიგნია და მის გამო უკვე მეასედ წაიკითხა..მე კი ვზივარ და ბლოკნოტში ვწერ ჩემ გრძნობებს.. რა ეგოისტი ვარ? სხვებზე არვფქრობ.. ეგოისტო ეგოისტო ვიქტორია სმიტ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.