შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთელი გრძნობით შემიყვარდი (თავი 4 )


17-12-2016, 12:22
ავტორი Bluefloyd
ნანახია 1 811

-ბედნიერი ოჯახი-დემეტრე ტაშის კვრას განაგრძობდა-ესეიგი ეს არის შენ ნარკომანი ძმა, ვის გამოც სიცოცხლე გამინადგურე-ირონიას არ აკლებდა უფროსი ჭაბუკიანი. გიორგის მკალევბზე ძარღვები ებერებოდა, ღმერთს მადლობა დროულად გამოჩნდა ლევანი და ჩემი ძმა იქაურობას გაარიდა. რუსკაც მათ გაყვა. სიმართლე გითხრათ დემეტრესთან მარტო დარჩენის შემეშინდა კიდეც, შეშლილის თვალებით იყურებოდა და გიჟივით ხარხარებდა. შესაძლებლობა მომეცა თუ არა გავიქეცი და ოთახში შევიკეტე, მალევე მომესმა კარზე ბრახუნი
-გააღე იცოდე თორე სიცოცხლეს განანებ-ღრიალებდა დემეტრე და კარებზე მთელი ძალით აკაკუნებდა-სანამ კარგ ხასიათზე ვარ გამიღე, თორე შემოვამტვრევ და სახეს უფრო გაგილამაზებ.
მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, კარი გავუღე და ოთახში შემოვუშვი
-რა გინდა დემეტრე?
-რა მინდა? მოიცა შენ უნდა შეგეკითხო ჩემ ოთახში როდის შემოვალ? მეორედ კარის ჩაკეტვა აღარ გაბედო, თორე რაც მოგივა მარტო შენ თავს დააბრალე.
ლოგინზე დავჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, ჩემი დუმილი უფრო აღიზიანებდა, გვერდზე მომიჯდა და ჩემი ხელი აიღო, თითები ერთმანეთში გადახლართა, მეორე ხელი კი ზევიდან დაადო
-ხმას რატო არ იღებ?
-ალბათ იმიტომ, რომ სათქმელი აღარაფერი დამიტოვე-დუმდა, ასეთ მშვიდს პირველად ვხედავდი, თითქოს არაფერზე ფიქრობდა, უდარდელად იჯდა და თვალი ერთი წერტილისთვის მიეშტერებინა-მაპატიე, დემეტრე მაპატიე რომ ცხოვრება დაგინგრიე, ვიცი დამნაშავე ვარ, ისიც ვიცი რომ არასდროს მაპატიებ, მაგრამ შენ ვერასდროს გამიგებ თუ რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი, ყველა და ყველაფერი გაქვს, არაფერი არ გაკლია და როგორ შეძლებ ჩემს გაგებას, მე კი სულ რაღაც 11 წლის ვიყავი ორივე მშობელი რომ დავკარგე, სულ მარტო დავრჩით მე და ჩემი ძმა გაბოროტებული ხალხის პირისპირ, იმ დღის შემდეგ გიორგის მეტი არავინ მყავდა, იმ დღეს დავკარგე ყველაფერი, რაც ჩემთვის ძვირფასი იყო, მხოლოდ გიორგი, ის იყო ამ ხნის მანძილზე ჩემი ერთადერთი იმედი და ნუგეში და ახლა როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი, ზურგს ვერ ვაქცევდი, ციხეში ვერ დავტოვებდი, ამიტომ გადავდგი ეს ნაბიჯი დემეტრე, მხოლოდ ამიტომ, დამიჯერე რომ ჩემთვის ყველაზე რთული იყო, რადგან არა მარტო ჩემი, არამედ შენი მომავალიც დავანგრიე. მაგრამ ვერა დემეტრე, შენ ვერასდროს გაიგებ იმ ტკივილს რასაც მე 11წლიდან მოყოლებული ვგრძნობ-ისტერიკაში ჩავვარდი და ცრემლები გადმოვაფრქვიე, დემეტრემ მისი უზარმაზარი მკლავი გადმომხვია და გულში ჩამიკრა.
-არა ელენე, მე ყველაზე ძვირფასი, ყველაზე სანატრელი დავკარგე. დედა?! მამა?! არ მინდა, შენი იყოს, შენთვის მიჩუქნია, საბა და კატოც შენთვის დამითმია, არ მჭირდება არავინ, ვინც მიყვარდა, ვისთვისაც ჩემი გული ფეთქავდა გაფრინდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! გაფრინდა გესმის?! ახლა ღრუბლებშია, იქ ცოცხლობს, ხედავ? იქიდან მიყურებს- თითი ცისკენ გაიშვირა-წავიდა და ჩემი სუნთქვა, გული, მთელი ჩემი შინაგანი სამყარო თან წაიღო..ახლა მე ზომბი ვარ, დავაბიჯებ, ამ ოჯახის წევრი ვარ, ყველა მცნობს, ზოგს ვეამაყები, ზოგს ვძულვარ, მაგრამ მაინც შესამჩნევი ვარ, გაციებული დავდივარ სულის გარეშე, ხშირად ჩემი თავი მეზიზღება, ვერ შევძელი მისი გადარჩენა, მისი ამ სამყაროსკენ მობრუნება, გავუშვი, მოვდუნდი და გავუშვი, შენ მისი თვალები არ გინახავს, ისინი დახმარებას ითხოვდნენ, მაგრამ ვერ დავეხმარე, ვერ შევძელი..ძლივს სუნთქავდა, ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ მაინც ჩემზე ზრუნავდა, არ უნდოდა ის ტკივილი ამომეკითხა მის თვალებში, რასაც გრძნობდა, რაც ასე უსაშველოდ ტანჯავდა, არადა სტკიოდა, გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა, ვერ ვუმსუბუქებდი, ვერ ვშველოდი, მაინც იცინოდა, სტკიოდა, მაგრამ იცინოდა, გაღიმებულს ჩაეძინა,მის ცივ ხელს ახლაც ვგრძნობ, ვერ გავათბე, ალბათ, როგორ სციოდა... წავიდა სხვა სამყაროს შეერწყა, ძალა არ ეყო დაბრუნების, იქნებ არც სურდა დაბრუნება? იქნებ ის სამყარო უფრო თბილი და ფერადი ეჩვენა, იმდენად ფერადი, რომ მეც დამტოვა.. მარტოობისთვის გამიმეტა, ბევრი კითხვა მაწუხებს, რომლებიც პასუხგაუცემელია.. ვიტანჯები გესმის? ვიტანჯები! სხვას შენს ადგილას აქამდე გავაგდებდი, ჩემი ხელით მოვისროდი აქედან და ხელი არ ამიკანკალდებოდა, მაგრამ შენ.. შენ.. შენთან სუსტი ვარ, იმდენად სუსტი, რომ გაგდების ნაცვლად გთხოვ ჩემი ცხოვრებიდან წასვლას, შენი ღიმილი, შენი გამოხედვა, თვალები, თმის და კანის სურნელი მისი იდენტურია, წესით ბედნიერი უნდა ვიყო, დავკარგე, მაგრამ შენი სახით ვიპოვე... თუმცა შენ ის არ ხარ არა!! მინდა რომ იყო მაგრამ არ ხარ! შენი თავიდან მოშორება მინდა, მაგრამ არ გამომდის, ძალა გამომეცალა, ვიცი მასაც არ მოვეწონებოდი ასეთი, იქნებ მისი ნიშანია შენი გამოჩენა? -ერთხანს დაფიქრდა შემდეგ მომიშორა და განაგრძო- ვწუხვარ, არ შემიძლია-გაჩუმდა და კედელს მიეყრდნო
-დემეტრე? კარგად ხარ?-მისკენ გავემართ, გამომხედა და ჩემსკენ წამოვიდა, თვალებში ჩამაშტერდა და მოულოდნელად მაკოცა, ერთიანად დამიარა ტანში, ასეთი გრძნობა პირველად დამეუფლა, თითქოს ეს ჩემი სურვილის გამოძახილი იყო, თითქოს მესიამოვნა კიდეც მისგან ასეთი ჟესტი, , ბედნიერებას ვგრძნობდი, არ ვიცი დემეტრესთვის ეს რა იყო, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი.. ავყევი, ხელში ამიყვანა და საწოლზე „დამაგდო“, მაისური გაიხადა, თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია- არ ვიცი რას ვაკეთებდი, იყო ეს მართებული? იქნებ მისი გრძნობებით თამაში დავიწყე, არ ვიცი! მეფერებოდა, შემდეგ ყელზე გადავიდა და პერანგის ღილი შემიხსნა..
-არა, არ შემიძლია, ამის დედაც, არა! დიდი სისწრაფით გამეცალა
-დემეტრე მოიცადე, ბოდიშ....-სიტყვა არ დამასრულებინა, ოთახიდან გიჟვით გაიქცა. ეს რა ჩავიდინე, რა გავაკეთე, საკუთარ თავზე ვბრაზობდი, მან ყველაფერი მიამბო, ის რაც ასე ტანჯავდა მე კი რა ჩავიდინე, ამით ვისარგებლე... ჩავიკეცე და თავს გიჟივით ვატრიალებდი, ტირილი მინდოდა, მაგრამ ცრემლიც გამშრობოდა....
დემეტრე გიჟივით გამოვარდა ოთახიდან, სინანულის გრძნობა შემოაწვა, პირველად ელენეს წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნო, მან ხომ ერთიწუთით წარმოიდგინა, თითქოს ნატალის ეფერებოდა, ამით ელენესაც ატკინა... ქუჩაში გავარდა და სიბნელეში გაუჩინარდა.
____________________________

-დედიკო, მშია-კიბიდან ჩამოირბინა 23 წლის ნინომ და დედას გადაეხვია
-ახლავე გასაუზმებ, მატრაკვეცა-გაიცინა ლილიმ
-დეე, დღეს ლუკას დაბადების დღეა ცოტა შემაგვიანდება-თვალი ჩაუკრა დედას ლობჟანიძემ
-გასაგებია ნინო, მაგრამ დე გთხოვ მალე დაბრუნდი არ მინდა შუაღამით იარო ქუჩაში, ხომ იცი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?
-კი, კი, ჩემო ლამაზო, სიტყვას გაძლევ ძალიან მალე დავბრუნდები შინ-კიდევ ერთხელ აკოცა დედას და ნამცხვარი ჩაკბიჩა- ახლა კი უნდა გავიქცე, მოულოდნელად წამოიჭრა
-კი მაგრამ გეჭამა მაინც ბოლომდე
-დე, შენც ხომ იცი ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით-დოინჯი შემოირტყა და „დაბრძენებული ქალის“ სახე მიიღო, შემდეგ გაიღიმა და სახლი დატოვა…
ლილი თითქოს მოიღუშა, უფროსი ვაჟი გაახსენდა, გაგა, ისიც ასე ემშვიდობებოდა ხოლმე საყვარელ დედას და მძინარე დაიკოს, ზუსტად ამ ღიმილით... იმ ქარიშხლიან ღამესაც ასეთი ღიმილით დატოვა სახლი და აღარც დაბრუნებულა, გაგა... იმ დროისთვის ქუჩაში გამვლელი ნებისმიერი მოქალაქისათვის რომ გეკითხა ეს სახელი, ყველა მხოლოდ დადებითს გეტყოდა, დიახ ამ ადამიანის ბუნებაში მხოლოდ დადებითი თვისებები იყო.სწორედ ამ დადებითმა თვისებებმა და გაციებულმა იარაღმა იმსხვერპლა იგი. მისი გაციებული, გადასხვაფერებული სხეულიღა იხილა დედამ, დას კი დღემდე ღრმად სწამს, რომ ის სხივი, რომელიც ყოველდილა თვალს სჭრის გაგას ანარეკლია და რომ ის ისევ დაბრუნდება მასთან... ლილის ასეთი ქმედებებიც იმაზე მიუთითებს, რომ დღემდე შიშით ცხოვრობს, უბრალოდ აშინებს ფიქრიც კი აშინებს.. ფიქრი იმაზე რომ ამ ღიმილსაც ვეღარ იხილავს...ხომ.. სწორად გაიგეთ „ამ ღიმილსაც ვეღარ იხილავს“ ნინოს ღიმილი, თვალები, შინაგანი სამყარო გაგას მსგავსია, ნინო მთლიანობაში გაგას ანარეკლია.. იქნებ მასაც ეკლიანი გზის გავლა მოუწევს ძმის მსგავსად... საინტერესოა!!- ნინო კლუბში შევიდა და მომღიმარ ლუკას მოჰკრა თვალი
-გილოცავ!-გადაეხვია და საჩუქარი გადასცა
-არ მეგონა თუ მოხვიდოდი
-რა თქმა უნდა მოვიდოდი სულელო, სხვები სად არიან?
-ნინო-მოისმა ლალუკას ხმა
-როგორ ხარ?-ძლიერად გადაეხვია და ჩაკოცნა(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) ყველა ერთობოდა, მხიარულება სუფევდა ირგვლივ, ნინო ბართან მივიდა და ფორთოხლის წვენი აიღო
-ნინო ცოტა სწრაფად-უკნიდან ლალუკას ხმა მოისმა-ლობჟანიძე შეტრიალდა, სიჩქარეში ჭიქა გაუვარდა ხელიდან და უცნობს გადააქცია
-დაბრმავდი-გაისმა ბოხი ხმა
ნინომ უცნობს შეხედა და...



№1  offline წევრი Bluefloyd

დავბრუნდიი იმედიაა მოგეწონებათ <3

 


№2 სტუმარი Shore shore

Uh rogorc ikna gamochndi titkmis damavickda ase ar daikargo

ase ar daikargo da male dade

 


№3  offline წევრი Bluefloyd

Shore shore
Uh rogorc ikna gamochndi titkmis damavickda ase ar daikargo

ase ar daikargo da male dade

ვეცდები საყვარელო <3

 


№4 სტუმარი Guest ანკა

მალე გაანაგრძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent