შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ზღვის პირას ჩანდი როგორც შუქი (1)


17-12-2016, 15:30
ავტორი незнакомая
ნანახია 1 356

მიუხედავად იმისა ,რომ ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო,ძალიან ჩვეულებრივად გრძელდება.ორი წლის შემდეგ ყოველი დღე ერთმანეთს დაემსგავსა.
გამარჯობა მე ვარ ალექსანდრა.აბიტურიენტი.ვსწავლობ კერძო სკოლაში.დედის,მამის,ბიძის,ბებიის ბაბუის და მოკლედ მთელი საგვარეულოს ახირებით.ვისაც კი ჩემს "ნათელ მომავალზე" ზრუნვა არ ეზარება ყველა დღემდე მარწმუნებს რომ მე ძალიან დიდი პერსპექტივა მაქვს და ძალიან ნიჭიერი ვარ.თითქოს ჩემი შესაძლებლობები უკეთ იცოდნენ.სინამდვილეში ძალიან უნიჭო ვარ.ქართულის თემების წერის გარდა ვერაფერს ვერ ვუღებ ალღოს,ისიც ხან გამომდის ხან არა.ფსიქოლოგიურზე ჩაბარება დიდი ხნის ოცნებაა,მაგრამ ვისაც კვლავ არ ეზარება ისინი პიარს "მტენიან".ალბათ მიხვდით,რომ ოჯახის წევრებისაგან რადიკალურად გაანვსხვავდები.ვერ გეტყვით რომ არ მიხარია,უბრალოდ მათნაირი რომ ვიყო ალბათ ამ სახლში ცხოვრება უფრო გამიადვილდებოდა.
აი დავდივარ ყვითელი ფოთლებით მორთულ თბილისში.შეიძლება ყოველ წელს ასე იყოს?შემოდგომა თავს დეკემბერში იჩენს.ზამთარი თებერვალში.გაზაფხული მაისში,მაგრამ ოოო..ტკბილი ზაფხული..ის მუდამ თავის დროს მოდის.ნეტავ ამ ქალაქში მოსეირნეებს შორის არსებობს ერთი ისეთი მაინც ვისაც ნოსტალგია არ აწვება?ვინც არ ფიქრობს უდარდელ,ცხელ და დაუვიწყარ ზაფხულზე?ალბათ არსებობენ ეგეთებიც,თან ბევრი.ზოგიერთათვის გაზაფხულიც,ზაფხულიც,შემოდგომაც ერთი და იგივეა ,მაგრამ ყველას ეზარება ზამთარი და სწორედ ამ დროს აფასებს ზაფხულს.ნეტავ როგორ ცხოვრობენ რუსეთში?როდესაც თოვლი ალბათ ერთხელ ივნისშიც მოვა..
სად გავჩერდი?აა..დავდივარ ყვითელი ფოთლებით მორთულ თბილისში.მივდივარ ისტორიაზე,ჩანთაში ალბათ სამი რვეული მიგდია და ორი წიგნი.კვლავ არაფერი არ მისწავლია..ვფიქრობ,საერთოდ ხო არ ჩავიქნიო ხელი?წავალ სახეტიალოდ,გადავაგდებ ტელეფონს , ავტოსტოპით შემოვივლი მთელ საქართველოს,დავტკბები ლამაზი ხედებით,მაგრამ მარტო?არა ცუდი იდეაა.მგონი ისევ ჯობია ყოველ დღე ერთი სუნიანი პარაგრაფი ვისწავლო და რომ ჩავაბარებ მერე ვიფიქრო ხეტიალზე.
შევდივარ მესამე სადარბაზოში.ღმერთმა დაწყევლოს ამ ლიფტის გამფუჭებელი.ან ამ ისტორიის მასწავლებელმა თავის დროზე პირველ სართულზე ვერ იყიდა ბინა?ავდივარ კიბეებზე და სართულებს ვითვლი.თან ჩემს ფეხებს ვუყურებ..აშკარად შეცვდი.ეს ფეხსაცმელი არ უნდა მეყიდა.და აი უკვე მეშვიდე სართულზე ვარ.ზარს ვრეკავ.ათი წუთი უშედეგოდ ვიდექი,მასწავლებელს კვლავ დაავიწყდა ჩემი გაფრთხილება.ან თუ გაკვეთილი მიცდება რას მაყუდებს ამ გაყინულ სადარბაზოში?გამოვედი.სახლში წასვლა ნამდვილად არ მინდა.მივედი ახლოს მდგარ ჯიხურთან.:
-კენტი მომეცით მენთოლიანი...ანდა ჩვეულებრივი.
-2 ლარი და 30 თეთრი.ხო სრულწლოვანი ხარ დეიდა?
-კი დეიდა კი-ვუთხარი,ხურდები დავუყარე და იქვე პარკში დავჯექი.ორი ღერი ისე გავაბოლე , რომ არაფერზე არ მიფიქრია.მემგონი პირველად ცხოვრებაში.და ასევე დაუფიქრებლად ავკრიფე ტელეფონის ნომერი და დავრეკე.:
-გამოხვალ?
-ალე,შენ ხარ?-გავიგე ტკბილი,გაკვირვებული ხმა.
-კი,მე ვარ.გამოხვალ?
-გამოვალ,გამოვალ.სად გამოგიარო?-ვუთხარი მისამართი და მესამე ღერიც მივაყოლე.ამჯერად უკვე ვფიქრობდი.ვნანობდი.ნეტავ რამ დამარეკინა?ამ ფიქრებში გართულს მანქანის ხმამ გამომაფხიზლა.ავდექი,სიგარეტი ჩანთაში ჩავიდე და მანქანასთან ნელა,თეძოების მიხვრა-მოხვრით ნელა მივედი.შემდეგ ,რომ დავფიქრდი ალბათ რა სასაცილოდ გამომივიდა.მანქანის კარებიც ასევე ნელა გავაღე და ჩავჯექი.
-რა სიგარეტის სუნით ყარხარ ალე.
-როდიდან ღელავ ჩემზე ასე.
-დღეიდან. ან რა თხლად გაცვია.უკან პლედი მიდევს და შემოიხვიე.
-რომ მციოდეს უფრო თბილად ჩავიცმევდი.-ჩემს გაყინულ ხელებს რომ შევხედე საკუთარი სიტყვების მეც არ დავიჯერე-წამოდი რა სადმე კარგ ადგილას.კარგი ხედს , რომ ვუყურებდეთ.
-თბილად დავჯდეთ კაფეში სადმე ერთი ძალიან კარ...
-არა, არ მინდა წამოდი მთაწმინდაზე-შევაწყვეტინე სიტყვა.
-პრინციპში რა შეგცვლიდა.-გაიღიმა ბექამ და მანქანა დაძრა ადგილიდან.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent