შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული გიჟების წესებით


17-12-2016, 21:10
ავტორი Anonimka95
ნანახია 1 635

რაღაცნაირად გამაბრაზა მისმა საქციელმა... წერილი არ გავხსენი ჯიბეში ჩავიდე და გზა გავაგრძელე. სახლში მალევე მივედი. ცხელი აბაზანა ნამდვილად მისწრება იყო ახლა ჩემთვის... სულ იმ ბიჭზე მეფიქრებოდა. არ ვიცი რატომ. მივშტერებოდი ერთ წერტილს და ვფიქრობდი, ისე გავერთე რომ როგორ გავიდა ორი საათი არც გამიგია. გამოვედი, ხალათი მოვიცვი და სამზარეულოში შევედი ყავის დასალევად.. თეო მელოდებოდა გაბრაზებული.. ერთი სული ჰქონდა მომეყოლა როგორი იყო სამსახური და ასე შემდეგ. მე კი ისეთი დაღლილი ვიყავი ხმის ამოღებაც კი არ მინდოდა.
- ნი, ნი, ნი მიდი რაა მომიყევიი რა ხდებოდა? როგორ ჩაიარა?
- რავი ნორმალურად. კარგი იყო. - ისე გავუღიმე ყველა კბილი გადმოვყარე გარეთ.
- ოოო რა იცი ეს რა, ერთი სიტყვით მომიყვები ხოლმე და ვსო, - აწუწუნდა ისევ და გაბუტულმა დაიწყო ოთახებში სიარული. დავიღალეთქო ვუთხარი და დასაწოლად წავედი. ისე გავითიშე არც მახსოვს. დილას როგორც ყოველთვის თეომ გამაღვიძა ყავა გაგიკეთე და ადექიო. სულ მიკვირდა ან როდის იძინებდა ეს გოგო ან როდის იღვიძებდა. ალბათ ოთხი საათი თუ ეძინა ხოლმე დღე-ღამეში. საბნიდან ცხვირი ამოვყავი და ისე ციოდა გავიყინე. სულ არ მინდოდა ადგომა. მარა სხვა რა გზა იყო დავაგვიანებდი. უცბად წამოვხტი და ხალათს ვეცი. სანამ მოვიცვი ისე გავიყინე თავი ჩრდილოეთ პოლუსზე მეგონა. კანკალით გამოძვერი ჩემი ჩრდილოეთ პოლუსიდა სამხრეთ აფრიკაში.. რა თქმა უნდა თეოს გათბობის ჩართვაც მოესწრო და ყავაც მაგიდაზე იდგა და მელოდებოდა. გულში გავიფიქრე შენ რო არ მყავდეთქო და მაგიდას მივუჯექი.. თეო ჩემი ბავშობის დაქალია, სკოლაში სულ ვოცნებობდით რომ ერთად გვეცხოვრა და აი ავისრულეთ ოცნება. ერთად ვართ დღეც და ღამეც. ძალიან მხიარულია და მისი მხიარულება კი გადამდები. ისე ამიყოლიებს ხოლმე რო აზრზეც ვერ მოვდივარ ხანდახან. საათს დავხედე..
- ჯანდაბა მაგვიანდება- გიჟივით წამოვხტი და გამოვიცვალე... ისე სწრაფად აღმოვჩნდი ტაქსში რომ გონზე მოსვლა ვერ მოვასწარი.. ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი. სირბილისგან გული ისე მიცემდა ვიფიქრე სადაცაა ამოხტებათქო.

როგორც იქნა მივედი და შვებისგან ამოვისუნთე. მოვასწარითქო ჩავიბურტყუნე და ღიმილით გავემართე ბარისკენ.... ბართან მიმტანების გროვა დამხვდა და ყავას მთხოვდნენ. მეც როგორც ახალმა თავაზიანობა გამოვიჩინე და უჩუმრად შევასრულე მათი შეკვეთები. თან დარბაზს ვათვალიერებდი გაუაზრებლად. როცა გავჩერდი მივხვდი რო მას ვეძებდი და თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე. უცბად კარში ჩემი ნაცნობიც გამოჩნდა და იმდენად გამიხარდა ნაცნობი სახის დანახვა რომ ღიმილი ვეღარ შევიკავე.. თუმცა მალევე დავუბბრუნდი ჩემს თავს. (თემომ დამაწყებინა აქ მუშაობა. ჩვენ ერთად ვსწავლობდით ბარის გაკვეთილებს კოლეჯში და ვხვდებოდი რომ მოვწონდი თუმცა ამის გააზრება არ მინდოდა და შესაბამისად მის გადაკრულ სიტყვებზე თავს ვისულელებდი ხოლმე. ამ დროს კი ძალიან სასაცილო ვჩანდი)
- აბა როგორ არის ყველაზე ლამაზი გოგოო??
- თემო გეყოფა.
- სულ ასე ხარ. არ შეილება რომ კომპლიმენტი გითხრა? - მოიღუშა და მეც ნელ ნელა ვღიზიანდებოდი ამიტომ ჯობდა გავცლოდი და საპირფარეშოში გავიქეცი. ნახევარი საათი ვიდექი და ჩემ თავს ვუყურებდი სარკეში. მერე ჩანთა გავხსენი თმები დავივარცხნე და მაღლა ავიწიე. სახეზე წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად, ჩემ თავს გავუღიმე და სრაფად გავაღე კარები და გავედი.
-ვაი ბოდიში - თავის მოსრესვა დავიწყე ისე რომ არც ამიხედია ვის დავეჯახე. პასუხად კი სიცილი მივიღე,, გაბრაზებულმა ავწიე თავი რომ გამერკვია ვინ იყო ან რა იყო სასაცილო. და ადგილზე გავიყინე..
- იქნებ სახე გაგესწორებინა ბარმენო? - და ისევ იცინის... ეს უკვე მეტისმეტიათქო გავიფიქრე და ხელები დამემუშტა ბრაზისგან. მტრული სახით შევხედე და გავეცალე.

ბარში ვიჯექი ისე გაუაზრებლად რომ თუ ვფიქრობდი რამეზე ეგეც არ მახსოვდა. მაგრამ მაინც დიდი ინტერესი მიჩნდებოდა იმის მიუხედავად თუ როგორ ვეწინააღმდეგებოდი ჩემ თავს. ის ერთადერთი იყო ვინც ასე მტრულად იყო ჩემ მიმართ. რესტორნის დანარჩენი ბიჭები იმას ფიქრობდნენ როგორ შევები და საწოლამდე მივეტყუებინე. გოგონები კი ისე მიყურებდნენ ვითომც არაფერი და მხოლოდ მაშინ ახსენდებოდათ ჩემი არსებობა როცა შეკვეთა ჰქონდა ან ყავა მოუნდებოდათ. ცოტა მწყინდა მაგრამ თავს ვიმხნევებდი რომ ჯერ ახალი ვიყავი და ეს ბუნებრივი იყო. თუმცა არც იმდენად დიდ ყურადღებას ვაქცევდი მათ. საღამოს კი, როცა უკვე იმდენი სტუმარი შემოდიოდა რომ, თავზე ხელის მოკიდების დროც აღარ მრჩებოდა, დრო სწრაფად გადიოდა და შეიძლება გაგეცინოთ და ვერთობოდი კიდეც.. მაგრამ როგორც კი იმ ბიჭს დავინახავდი რაგაცნაირად ვიღუშებოდი და ღიმილიც სადღაც მეკარგებოდა ხოლმე. დარბაზში იშვიათად შემოდიოდა გარეთ მუშაობდა. ბართან კი სხვას აგზავნიდდა ხოლმე შეკვეთის მოსაცემად რაც უფრო მაბრაზებდა.. ხანდახან კი გამოგზავნიდა ხოლმე ვინმეს რომ ყავა გამეკეთებინა მაგრამ მე ისევ ჯიუტად არ ვუკეთებდი ხოლმე. ბოლოს როგორც იქნა გამოჩნდა ყავის დასალევად და მრისხანე თვალები შემომანათა
- ყავა გთხოვე მგონი..
- არ გამიგია მე შენი თხოვნა - შევეპასუხე და თან უკან დავიხიე.
- გამიკეთებ! - ბრძანებასავით გაისმა მისი ხმა.
- ნუ იქნები დარწმუნებული - შევუბღვირე
- არ მევასები - კბილებში გამოსცრა მტრულად
- არც მე მეხატები გულზე - გავუღიმე და დავუბრუნდი საქმეს. ორი წუთი კიდევ იდგა და მიყურებდა მე კი არც გამიხედია მისკენ თუმცა მისი მზერა მთელ ზურგს მიწვავდა. უეცრად ბარის წინ გაჩნდა. ბარიდან ფურცელი ამაცალა და რაღაცის წერა დაიწყო. ფურცელი ცხვირ წინ დამიდო და გავარდა... გაკვირვებულმა დავხედე ფურცელს და უცბად შევინახე..
,, გაიღიმე გიხდება"



№1  offline წევრი Anonimka95

ეს არის მეორე ნაწილი სწრაფად დავდე და გამომრჩა მიმეწერა. თუ მოგწონთ დაწერეთ კომენტარი და გავაგრძელებ

 


№2 სტუმარი ketaketa))

gaagrdzele kargia.

 


№3  offline წევრი Anonimka95

ketaketa))
gaagrdzele kargia.

მადლობაა :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent