შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დასასრული შენშია


19-06-2016, 23:10
ავტორი joanmadu
ნანახია 1 518

სამსახურიდან,დილით ადრე გამოვედი.ღამის ცვლაში ვიყავი.გუშინ ბევრი დაშავებული შემოიყვანეს საავადმყოფოში.ყველა საჭირო პროცედურა ჩავატარე და დაღლილი სახლისკენ გავემართე .ცივი ჰაერი მესიამოვნა,ქურთუკი შევიკარი და გავემართე ჩემი ოცნების სახლისკენ,რომელიც აქვე შესახვევში არის.ეტყობა წვიმას აპირებს როგორც ყოველთვის.ფიქრებით გართულს,ჩემს სახლს ვერც კი შევამჩნიე ისე მივადექი.შევედი სახლში,ჩანთა იქვე კარებთან დავდედა აბაზანაში შევედი.წყალმა თითქოს დაღლილობა მომიხსნა,პიჟამო ჩავიცვი და ცივ ლოგინში შევწექი.მეგონა მალე ჩამეძინებოდა,მაგრამ არა.ფიქრები მაწუხებდა,ისევ მისი თვალები მედგა თვალწეინ,ისევ იმ უცნობის ლამაზი მწვანე თვალები.მისი გამოხედვა,მახსოვს თუ როგორ მომიჭირა ხელი ხელზე საოპერაციოში შეყვანამდე,მისი თითქოს ღიმილიანი სახე.არ ვიცი რა მემართება,ამდენი ხანია ექიმი ვარ და ასეთი ჯერ არაფერი მიგვრძნია.ოპერაციის მსვლელობისას,როდესაც მას გული გაუჩერდა რამოდენიმე წამით,შემეშინდა,ჩემთვის უცხო ადამიანის დაკარგვის შემეშინდა.ანა!-რა გჭირს-ჩემს თავს შევძახე.ის მხოლოდ შენი ერთ-ერთი პაციენტია.ალბათ ამ დღის გამო ვიყავი ასე,ჯერ კიდევ მოქმედებს ჩემზე ბევრი დაშავებულის ერთად ნახვა,ჯერ კიდევ ვერ შევეჩვია.წვიმის წვეთების ხმამ გამაღვიძა.მოვემზადე,ყავა დავლიე და სამსახურში წავედი.მალევე მივედი და ორი წუთი შენობის წინ გავჩერდი,ისევ მეფიქრებოდა,ფიქრი ჩემი განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.მიყვარდა აქაურობა,ამ საავადმყოფოს ყოველი კუთხე-კუნჭული.ცხოვრებას მის გარეშე ალბათ ვერც შევძლებ.ფორმა ჩავიცვი.შემოვლის შემდეგ,უცნობის სანახავად წავედი,ჯერ კიდევ რეანიმაციაში იყო,მის მონაცეემებს გადავხედე-ირაკლი ქალდანი,26წლის..... გამიხარდა,ქართფველი ყოფილა.უცებ გამომიძახეს და გავიქეცი.დღეები ისე გადიოდა,რომ ვერ ვახერხებდი მის ნახვას,გადატვირთული გრაფიკის გამო,იმის გამოც,რომ მე არ ვიყავი მისი მკურნალი ექიმი.დღეები ჩვეულებრივად გადიოდა,შემდგე გავიგე,რომ ირაკლი უკვე გაუწერიათ.თითქოს გული დამწყდა,რომ ვეღარ ვნახავდი,თუმცა მე ხომ მაინც ვერ ვახერხებდი მის ნახვას.არშეძენილი ადამიანი დავკარგე.გამეღიმა,ვეცადე ფიქრები თავიდან ამომეგდო და ჩემი საქმე გავაგრძელე.7-ზე გამოვედი სამსახურიდან.სახლში შევედი თუარა ტელეფონის ზარის ხმა მომესმა.სალომე რეკავდა.
-ხო სალო-ვუპასუხე
-სად ხარ გოგო ამდენი ხანია გირეკავ,რისთვის გაქ ტელეფონი სულ სადღაც გრჩება ან არ იღებ
-აუ სალო ბოდიში რა,სახლში დამრჩენია ტელეფონი.გამო რა ჩემთან კინოს ვუყუროთ და პოპკორნი ვჭამოთ
-რა კინო,გოგო წამო კლუბში წავიდეთ,გაერთობი.სულ აღარ გვნახულობ სახლი-სამსახური,სახლი-სამსახური,არ დაიღალე?
-დაღლილი ვარ სალ,მეზარება მაგრად
-ხმა არ გამაგონო 10 წუთში შენთან ვარ და ერთად წავიდეთ.გოგოები იქ დაგვხვდებიან.
-კარგი ხო გავემზადები.
პუნქტუალური სალოც 10წუთში უკვე ჩემი სახლის კარებთან იდგა.ულამაზეს წითელ კაბაში.რომ დამინახა გაიცინა,მეც გამეცინა საკუთარ თავზე,ჯინსები და კედები-ისევ ჩვეულებრივად მეცვა,როგორც ყოველთვის.



№1  offline წევრი mako)

კარგია გააგრძელე <3

 


№2  offline წევრი joanmadu

mako)
კარგია გააგრძელე <3

დიდი მადლობა,გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent