შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმპატიური სტუმარი (2 თავი)


18-12-2016, 00:24
ავტორი CRAZY GILR
ნანახია 2 782

ესეც მეორე თავი. თქვენმა კომენტარებმა გამამხნევა და უკვე ვაპირებ რომ ბოლომდე მივიყვანო ეს მოთხრიბა. კვლავ ველი კომეტარებს. <3
დილით რომ ავდექი მარი აღარ იყო ოთახში, როგორც ყოველთვის. სულ ასე ჩვევია.
– ‘ ოჰ, არ მოვიშალეთ ეს ჩვეულება’
– ‘ ვა გაღვიძება ვიკადრეთ, ქალბატონო?! ისე ტკბილად გეძინა არ გაგაღვიძე ‘
– ‘ გოგო ტბაზე გავიდეთ? ‘
– ‘ კი, მივწერ სხვებსაც და გამოგივლით’
– ‘ ოქეიი... გელოდებით ‘
მოვემზადე სასაუზმოდ გავედი.
– დე დღეს ტბაზე გავდივართ.
– კაი, დე, ჭკვიანად.
მოსამზადებლად ოთახში დავბრუნდი.
– რა ჩავიცვა? – ამოვილუღლუღე და ცისფერ საცურაო კოსტიუმებს დავავლე ხელი. – აჰა, ეს ვარგა.
მოვემზადე, საჭირო ნივთები ავიღე და უკვე მზად ვიყავი, მაგრამ არ ჩანდნენ.
– ‘ სად ხართ გოგო? დავბერდი ქალი ‘
– ‘ შენ რა დაგაბერებს გოგო! კაი, მოვდივართ უკვე. ‘
– ‘ შუსტრიდ , შუსტრიდ ‘
– ‘ შენც გამოიხედე ერთი გარეთ, იქნებ რა ხდება’
მივხვდი რომ მოსულები იყვნენ და მაშინვე გავედი.
მივესალმე ყველას ერთად, მათ შორის ჩემ გაბროსაც და გზარ გავუდექით.
„ ჩემ გაბროსაც? სესილი რას სულელობ. ვერა ხარ რაა... „
– აუ სეს, დღეს მინდორზე გვინდა გასვლა და ხო წამხვალ?– უკნიდან მომაძახა ანიმ და საცოდავი თვალები შემომანათა.
– აუ არ ვიცი ზუსტად მოვახერხებ თუ არა.
– აუუ...
– კაი, გავახერხებ რამეს და წამოვალ– ჰაეროვანი კოცნა გავუგზვნე და წინ გავიჭერი გაბროსთან ახლოს რომ არ ვყოფილიყავი.
ცოტა გავცურეთ, გავირუჯეთ და წამოსვლამდე ერთხელაც გადავწყვიტე შესვლა. ავდექი და ტბისკენ გავწიე. გაბრომ თვალი გამომაყოლა და ირონიულად ჩაიცინა, გავღიზიანდი,მაგრამ არ შევიმჩნიე. ტბაში შევედი, უცბად სველ ქვაზე ფეხი დამიცდა და გავიფიქრე ახლა გავიშხლართები–მეთქი და ვიღაცის ძლიერი მკლავები ვიგრძენი წელზე. რა ხდება? არა აშკარად არ ვგდივარ მიწაზე. რა მოხდა?
მალევე გამოვფხიზლდი და ის „ირონიულად ჩამცინავი“ დამნათოდა ზემოდან.გავიმართე და ხელები გავაწევინე. შინაგანად ვიწოდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი და ოსტატურად ვმსახიობობდი.
–მადლობა– მინდოდა თავაზიანად გავცლოდი მაგრამ ვინ დამაცადა.
– სიარული თუ არ იცი დაეტიე ხოლმე სახლში– ისე უხეშად მომაყარა გაშეშებული ვიყავი. მაგრამ სწრაფადვე გამოვფხიზლდი.
– უკაცრავად, შემდეგში თქვენ მოგაკითხავთ სიარულის მოწმობის ასაღებად– უხეშადვე ვუპასუხე და გავეცალე.
„ იდიოტი... დამპალი... ყეყეჩი... “
ტბიდან გამოვედი და ქვებზე წამოვწექი. ცოტა ხანში უკან წამოვედით. გაბრო ისე იქცეოდა, თითქოს და არაფერი მომხდარიყო. აბა რა მეგონა? პირველივე შეხვედრაზე მეტყოდა რომ მოვწონდი და ა.. შ.. ? ვერ ეღირსები სესილი. ის თბილისელი „კაი ბიჭია“, მე კი... მე კი სოფლის ერთი ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც არც ბრენდულად ჩაცმა იცის და არც გარეგნულად გამოირჩევა.
მგონი ჩემს გარეგნობაზე არაფერი მითქვამს. მაღალი, არც ისე გამხდარი. გრძელი ყავისფერი თმით,ყავისფერი ფართო თვალებით, საშუალო ზომის ტუჩებითა და ოდნავ დიდი ცხვირით. არ გიკვირთ ხომ ყურადღებას რომ არ მაქცევს. არც მე.
– ჰეი, სესი!– უცბად გამოვერკვიე და მარიას გადავხედე რომელიც ხელს მიფრიალებდა სახესთან– აქა ხარ?
– კი, უბრალოდ ჩავფიქრდი.
– ააა..– საეჭვო თვალით გამომხედა რეზიმ.
– რეზიი, ნუ ხარ დამპალი– ვკარი და ჩავიცინე.
– მე მაპატიეთ– ხელებ აწეული დამიდგა რეზი.
– მიპატიებია – დავეჯღანე და ჩავიცინეთ. ყოველთვის მომწონდა ეს ბიჭი. მხიარული და საყვარელია.
უკვე ჩემი სახლის ღომესთან ვიყავით, როცა მარი მომიბრუნდა.
–აუ, სეს,მომწერე რა ამ საღამოს რას გადაწყვიტავ. ოქეი?
– ოქეი– გავიცინე და დავემშვიდობე
– მოვედი დე
– კაია,ვნერვიულობდი.

უფფ.. ამის უსაფოძლო ნერვიულობამ ტვინი შეჭამა რაა...
– აბაზანაში შევალ გადავივლებ.
შხაპის ქვეშ ყოველთვის ვმშვიდდები, ახლაც ასე მოხდა,მაგრამ უცაბედად გაბრო გამახსენდა. მაშინვე მომექუფრა ხასიათი. ასეთ რეაქციებს არ ველოდი. თან ჩემი თავით კმაყოფილი ვიყავი, რომ შევეპასუხე. აბა, რა ეგონა, მის ნათქვამზე თვალები ამიცრემლიანდებოდა და სახლში გამოვიქცეოდი? იოცნებოს!
გადავწყვიტე მინდორზე გასვლაზე უარი მეთქვა, თავის ტკივილს მოვიმიზეზებდი. აბაზანიდან გამოვედი და მარის მივწერე.
– ‘ აუ მარ, ვერ წამოვალ რა მინდორზე, თავი მისკდება ‘
– ‘ გოგო ვის ატყუებ შენ . რა ხდებაა არ მეტყვი? ტბაზეც არ გამოიყურებოდი კარგად ‘
არა რა ეს გოგო ყოველთვის ხვდება თუ რამე არაა კარგად, ამიტომაც მიყვარს ასე.
– ‘ მარია, მართლა თავი მტკივა ‘
– ‘ გოგო! გინდა ამოვიდე და ვილაპარაკოთ? ‘
– ‘ აუ, არა იყოს. დასვენება მინდა. მერე მოგიყვები. პაკა. მოპილურს ვთიშავ. მიკახაარ. ‘
გავთიშე ტელე და იქვე მივაგდე. საწოლზე გავიშხლართე, დაღლილობისგან მალევე ჩამეძინა.
***
რომ გავიღვიძე უკვე ღამის 10 საათი იყო. ტელე ჩავრთე. შეტყობინება დამხვდა.
– ‘ იცოდე ვერ მომიცილებ. ხვალ შეგეხმიანები ‘
არ ვარ დარწმუნებული რომ უნდა მოვუყვე მარის, ჯერჯერობით მაინც. კომპიუტერი ჩავრთე და ფილმის არჩევა დავიწყე. დრამა მინდოდა. „ ბედის ვარსკვლავის ბრალია“ ვარჩიე და ყულაბას შევუდექი. ფილმის ბოლოს ცრემლიც ჩამომიგორდა. არ ვარ მგრძნობიარე მაგრამ მაინც ვტირი ხოლმე ფილმის ყურების დროს. კომპი გამოვრთე და მისაღებში გავედი. არავინ დამხვდა სახლში. კარში მამაჩემმა შემოაბიჯა.
– მა დე სადაა?
– ეზოშია რაღაცეებს ალაგებს – გამიღიმა და უკან გაბრუნდა.
დედაჩემის ხმა მომსმა, მგონი მე მეძახდა. აივანზე გავედი და გავშეშდი.
ეზოში რეზი და მისი ძმაკაცე იდგნენ. ვერ შემამჩნია. ლევანს ელაპარაკებოდა ცალკე, რეზი კი დედაჩემთან იგდა. გამოვფხიზლდი და დედას მივუბრუნდი.
– გისმენ, დე.
“ აჰა შემომხედა. ჰმ... “ შინაგანად ჩამეცინა ისევ რომ მიტრიალდა.
– დე, კარადაში რომ შავი პარკი რომ დევს, გამომიტანე.
– ახლავე.
გამოვუტანე, დედას მივაწოდე, რეზის მივესალმე და სწრაფად შევბრუნდი.
“ სესილი, რა გჭირს? ასე არავისთვის შეგიხედია, ახლა რა ხდება? რატომ არ შემიძლია მასთან უბრალოდ ყოფნა? ნუთუ შემიყვარდა? ვაიმე, არა შეუძლებელია ასეთი დამპალი შემყვარებოდა, გარეგნულად ვერაფერს დავუწუნებ, მაგრამ ხასიათი– ვერაა. “ ჩემს აზრებზე გამეცინა და ჩემს ოთახში შევბრუნდი.
საღამოს მსუბუქად ვივახშმე რომ დამძინებოდა და დასაძინებლად მოვემზადე. გადავწყვიტე, რომ ხვალ ჩვეულებრივად მემოქმედა რომ მარისთან საუბარს თავი ამერიდებინა. მალევე ჩამეძინა.

სადამდეც გამწვდა მუზა დავწერე. ხვალ საღამოს სავარაუდოდ დავდებ მესამე თავს. <3



№1  offline წევრი LSD

Momewona es tavi cota gazarde ra tavebi ❤❤ ar ganavitaro mowmedebebi male ro uazro ar gamovides da meti emocia saboloo jamshi istoria kargia ❤❤ veli shemdeg tavs da warmatebebi❤❤

 


№2  offline მოდერი D-roni

კარგია რომ არ იგვიანებ!
იმედია ასე გააგრელებ და დიდი ხნით არ გაქრები ხოლმე , არც უკომენტარობამ შეგაშინოს და არ გაწყიტო წერა , მე ბოლომდ ეოგვვები მაგრამ შეიძლება სულ ვერ დავტოვო კომენტარი...
მომწონს , გაბროს სიუხეშე ცოტა მეზედმეტა !
მაგრამ მაინც მომწონს , მაგ ბიჭის სხვა ღირებულებებიც დამანაზე , ირონიულო და უხეში რომაა ეგ გავიგე უკვე.
წინაზე , რომ შენიშვნა მოგეცი ის გამოსწორებულო გაქს და კარგია , მაგრამ მეგობრებია წრეში დიალოგი უფრო მეტი მინდა!
კარგი გოგო ხარ ❤️

 


№3  offline წევრი mimimimo

სიმპატიური - არა, სიმპათიური.
არ წამიკითხავს.

 


№4  offline წევრი khatia khatia

კაია დზააან დზაანნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent