სვანური ვერდიქტი (20 თავი)
მის წინ სკამზე ვიჯექი და მონასმენით გაოგნებული აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, ვერ ვხვდებოდი რა უნდა მეფიქრა, ან რატომ გადაწყვიტეს რომ მოსმენის შემდეგ წიგნს დავწერდი, მე ხომ ამ წიგნის გამო ბევრი რამ გამვიარე. -დიდი ხნის წინ ჩვენ ძალიან კარგი სამეგობრო წრე გვყავდა, აი მაშინ როდესაც ცუდი თითქმის არაფერი ხდებოდა, -დაიწყო მოყოლა და თვალები ერთ წერტილს გაუშტერა, მივხვდი რომ წარსულში მოგზაურობდა- როგორ არა, აქ ყველგან სისხლი და სიკვდილია, მამაც კი არ ინდობს საკუთარ შვილს, სახელი და რეპუტაცია რომ არ შეელახოს, ოჯახის სიწმინდე რომ დაიცვას. მაშინ იმდენად პატარები და ბავშვები ვიყავით არ გვანაღვლებდა ადათ-წესები. ვიცავდით, პატივს ვცემდით, მაგრამ არ ვერეოდით... რამდენიმე ბავშვი დაბადებიდან ერთად გავიზარდეთ, მშობლების დამოკიდებულებამ ოჯახებთან ჩვენზეც იმოქმედა და ძალა უნებურად დავახლოვდით, მერე კი ეს ყველაფერი მეგობრობასა და დიდ სიყვარულში გადაიზარდა, ერთმანეთის დაცვასა და ნდობაში, ბოლოს კი აღმოჩნდა რომ ვერც ერთმა ვერ შევძელით ერთმანეთის დაცვა და აი ასე პურის მარცვლებივით მიმოვიფანტეთ. -შეგიძლია უფრო კონკრეტულად მომიყვე?- შევაწყვეტინე მონოლოგი. -მე, ნაინა, ნენე, გიორგი და კიდევ ორი გოგო, ყველანი ერთად მოვდიოდით, ბაშვობიდან, ვერ გეტყვი რომელი უფრო ადრე გავიცანი, რადგან რაც ვიცი და მახსოვს მახსოვს ჩემი საუკეთესო მეგობრები. სკოლში ყველაზე თვალსაჩინოები ვიყავით, გოგოები გვაიძულებნენ რომ კარგად გვესწავლა, მათმა ძალადობამ ჩვენზე შედეგი გამოიღო კიდეც. რაც თანამედროვეობა შემოდიოდა ჩვენთან და რაც უფრო მისაწვდომი ხდებოდა ჩვენი კუთხე ხალხისთვს უფრო მძიმე ფაქტები ხდებოდა. უფრო მეტი მკვლელობა და აუხსნელი ფაქტები. მერე სკოლა დავამთავრეთ, გვეგონა რომ დავკარგავდით ერთმანეთს, მაგრამ ყველაფრი პრიქით მოხდა. იმ წელს რაღაც მოხდა, ჩვენი ერთ-ერთი კლასელი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ჩვენი მშობლებიც კი შეშინდნენ, არც ერთი არ წავსულვართ სვანეთიდან, -მერე მე მომიბრუნდა, თვალებში მიყურებდა, არ ვიცი რას ეძებდა, არ ვიცი რისი დანახვა უნდოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიყურებდა- ალბათ იცი სვანებმა სულ სხვა გლოვა ვიცით, სულ სხვაა ჩვენთვის დაკარგული ადამიანი. თან ის ვინც ყველაზე ძვირფასია და შურყეველი სიყვარულით გვიყვარს. -კი რაღაცეები ვიცი, რომ გითხრა, ეს თემა ვინმესთან განმიხილავს მოგატყუებ,-წამითაც კი არ ამირიდებია მზერა, ისევ თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს. -ჩვენთვის, ჩვენი ტოლი გოგონას გარდაცვალება, ბავშვობის მეგობრის მძიმე ხვედრი და ტრავმა იყო. არც ერთი არ წავსულვართ სვანეთიდან, არც ერთს არ ჩაგვიბარებია უნივერსიტეტში, ყველამ უარი ვთქვით ჩვენს მომავალზე და ჩვენი გეგმები ერთი წლით გადავდეთ. ყველამ ერთად გამოვიგლოვეთ მისი გარდაცვალება. ერთი წლის შემდეგ კი ყველა ჩვენ ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდით... -რამე მნიშნელოვანი ხდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე? -აქ ყველაფერი უცნაურია, არაფერი რომ არ მოხდეს ეს ყველაზე დიდ გაოცებას გამოიწვევს, არავინ იცის ძმებს, მეზობლებს, ახლობლებს შორის, მტრობა როდის ან რატომ გაჩნდა, მაგრამ მაინც მტრობენ და კლავენ ერთმანეთს, პატიების ძალა არც ერთს არ შესწევთ. -რატომ მალავთ საუკეთესო მეგობრები ერთმანეთის არსებობას, თუ ეს სხვებისთვის დასამალი ადრე არასდროს ყოფილა? - მისი და ნაინას ურთიერთობაზე მივანიშნე. -იმ ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიცვალა ცუდისკენ, ზოგი კარგიც მოხდა, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერს მუქი ფერი დაედო. ერთმანეთის ნდობას და სიყვარულს ვკარგავდით. -ნაინა და ნენე რა შუაში არიან? -კარგი ოჯახის შვილობა არ ნიშნავს იმას რომ ბედი არ დაგცინებს, რომ იღბალი ერთ დღეს არ გიმტყუნებს. -გამოცანებით ნუ მელაპარაკები, -ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ამდენი ხანია ვსაუბრობდით და ჯერ საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, იმის გარდა რომ კიდევ ერთი საიდუმლო, სიკვდილი და ნაინასთან მეგობრობა, ხელჩასაჭიდს არაფერს მაძლევდა. -სიმართლე მითხრა ნაინამ, -ღიმილი მოეფინა სახეზე. -რა გითხრა ნაინამ? და სასაცილო მგონი არაფერი მითქვამს- უფრო მეტად გამაბრაზა მისმა ირონიულმა სახემ. -ის რომ ფეთქებადი ხასიათი გაქვს- სერიოზულად მითხრა. -მინდა რომ გააგრძელო- მშვიდად ვუთხარი და კიდევ ერთხელ უფრო კომფორტულად მოვკალათდი სკამზე. -როგორც გითხარი, ჩვენი კლასელი, მეგობარი უკვალოდ გაუჩინარდა, მშობლებმა და ახლობლებმა მხოლოდ მისი ტანსაცმელები დაკრძალეს, საფლავიც კი არ ჰქონდათ რომ ეტირათ, გოგონები შეშინებულები იყვნენ, რაღაც ხდებოდა და ჩვენ ვერ ვხვდებოდით, რამდენიმე თვეში ეს ამბავიც დავიწყებას მიეცა როგორც სხვა დანარჩენი, რადგან როგორც იცი აქ ხშირად ხდება მსგავსი ისტორიები. ნელ-ნელა დავუბუნდით ყოველდღიურობას, ხშირად ვსხდებოდით ჩვენ, ვინარჩუნებდით ერთობრიობას, ჩვეულებრივად ვაგრძელებდით ცხოვრებას, მანამ სანამ ერთ დღეს გაღიმებულმა ნენემ საიდუმლოდ არ გაგვიცხადა რომ შეყვარებული იყო და მალე გაყვებოდა. ნაინამ იცოდა როგორც ჩანს სანამ ჩვენ გვეტყოდა დანარჩენებს, ნაინას სულ პირველი უყვებოდა. -რატომ არ მითხრა ნაინამ რომ ნენეს იცნობდა? რატომ დამიმალა მან ეს ამბავი? თუ მისი საუკეთესო მეგობარი იყო? -რომ ეთქვა, მაშინ ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი, ის კი კიდევ არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. -მან მე ბევრი რამ მომიყვა. -ვიცი, მაგრამ ნენეს სიკვდილი ბევრ რამეს მალავს, ჯერ კიდევ არავინ დაინტერესებულა რატომ არ გამოიძია ოჯახმა აქამდე? რატომ არ დაინტერესდნენ ამ უცნაური მკვლელობით. -ნენე მოკლეს... მაგრამ ნაინა რა შუაშია? ის ხომ მხოლოდ მისი საუკეთესსო მეგობარი იყო, ვერ ვხვდები ნაინას ფაქტორს ამ საქმეში. -ნაინამ ნენეს ყველა უწვრილმანესი წვრილმანი იცოდა, ასევე ნენემ... ისინი ერთმანეთის ფიქრი იყვნენ. -რა მოხდა მერე?- ისევ დავუბრუნდი იმ ადგილს სადაც გაწყვიტა თხრობა. -ნენემ დიდი ზარ-ზეიმით გვაცნობა რომ შეყვარებული იყო, ვინაობას კი არა და არ ამბობდა. ნაინაც დუმდა, ვხედავდი რომ გოგონებს შორის ნელ-ნელა დაძაბულობა მატულობდა, რამდენჯერმე შევნიშნე რომ ჩუმად კამათობდნენ, ნაინა რაღაცას ეუბნებოდა, უსწორებდა, ნენე კი ისევ მაინც ურყევად იდგა თავის აზრზე. -იჩხუბეს? -ჰო -და მიზეზი არც ერთმა არ იცოდით?- ჩავეკითხე, მისი მოკლე პასუხი არაფერს მეუბნებოდა. -არა, არ ვიცი, დღემდე არ ვიცი, და ვისაც შეუძლია თქვას არ ამბობს და რამაც უნდა მომითხროს სიმართლე მალე ვიპოვი. -შეგიძლია მითხრა რას გულისხმობ? -ნენე დღიურს წერდა, სადაც მის ყველა ფიქრს, აზრს და ყოველ ნაბიჯს წერდა, სადაც მისი ყოვლდღიური ცხოვრებაა აღწერილი, და იმ ზაფხულს მომხდარი ყველა ფაქტი, ის უჩინარი შეყვარებულიც კი. -ნაინამ ყველაფერი იცის და მაინც არ ამბობს? -ჰო, მან ყველაფერი იცის, იმდენად ყველაფერი რომ ვგრძნობ მართალია მისი დუმილი, მან რომ რამე თქვას ბევრი ადამიაანის ცხოვრება თავდაყირა დადგება, იმის გამო კი არ დუმს რომ ეშინია, არამედ იმის გამო რომ კიდევ სხვამ არ გაიაროს იგივე გზა. -როგორ მოკვდა ნენე? უფრო სწორად როგორ მოკლეს. -ის კი არ არის მნიშნელოვანი როგორ მოკვდა? არამედ ის თუ რა ვითარებაში მოკლეს. -ეგ გავიგე რომ მოკლეს, რა იყო მოტივი მისი მკვლელობის, ან სად გაქრა მისი შეყვარებული? ვინ იყო საერთოდ? ოჯახის წევრებმა რა თქვეს მისი სიკვდილის თაობაზე? შენ და ნაინა რა შუაში ხართ? -ეს ყველაფერი მის დღიურშია აღწერილი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, წერილი მომწერა, ძალიან უცნაური, მხიარული და ნოსტალგიით აღსავსე, აი ისეთი სიკვდილის წინ, გამოთხოვებისას რომ წერენ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. ვიფიქრე თვითმკვლელობას ხომ არ აპირებს რამე ხომ არ მოხდათქო, დავურეკე და სრულიად მშვიდი ხმა ჰქონდა, იღიმოდა კიდეც და წერილის შესახებ რომ ვკითხე ... ,,მომენატრე და შენი თავი შემახსენა ბავშვობის სურათებმაო“ -უცნაური მეჩვენა მისი საქციელი და ყველა სიტყვა, მაგრამ ვერაფერს ვიფიქრებდი ცუდს, რადგან მისთვის ყველაფერი კარგი მემეტებოდა, ის თვით ნაინაზე სუსტი და დაუცველი მეჩვენებოდა ყოველთვის, იმდენად ბავშვური და მეამიტური იყო, უბრალო შესწორებაზეც კი შეეძლო ეტირა და გული ამოვარდნოდა, ყველაზე ფაქიზი არსება იყო... -როგორ მოხდა რომ მისმა ძმებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს? რატომ ვერ შეძლეს მისი დაცვა.- თავში იმდენი კითხვა მიტრიალებდა რომ აზრების მოკრებას ვერ ვახერხებდი, კონცეტრირებას ვერ ვუხერხებდი საკუთარ თავს. -როგორც უკვე იცი, მირიანი საზგვარგარეთ იყო, ბეშქენი კი იმ დროს სხვა რამეებით იყო დაკავებული, დის ყველა ნაბიჯი გამოეპარა, თითქოს ნენე არც არსებობდა მის ცხოვრებაში, მაგრამ იმასაც ამბობენ რომ ნენეს არ აპატია შეცდომა, რომ მის დას არ უნდა ჩაედინა უპატიებელი ცოდვა, ვერ აპატიებს საკუთარ დას, და თუ მას აპატიება, სხვას პასუხს ვეღარ მოთხოვდა. -არ მითხრა რომ .... - ყველა სიტყვის თქმა მეძნელებოდა, ამ წამს მზად ვიყავი, ამ ოთხიდან გავქცეულიყავი, სვანეთიდან, ამ კუთხიდან და საქართველოდან, რადგან არასდროს არ გამეგონა ასეთი დაუჯერებელი რამ, არც არასდროს რომ არ მეფიქრა აქ ჩამოსვლაზე. საკუთარი ფიქრიც კი მაშინებდა, ის სიტყვები რომლებიც ხმამაღლა უნდა მეთქვა- ანუ..- ვერ ვამბობდი თითქოს სიტყვა ყელში გამეჩხირა და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევსო- ანუ ნენეს სიკვდილში ბეშქენის ხელი ურევია?- ბოლო სიტყვები ისე ვთქვი თითქოს ბომბზე ვიდექი და სადაცაა უნდა აფეთქდესო. -ჰო, ასეა, - ბაქარს ხმა შეეცვალა, ტკივილით იყო მისი ხმა გაჟღენთილი, ისევ ისე ტკიოდა როგორც ადრე ძველად, თითქოს გუშინ აცნობეს ნენეს სიკვდილი და ჯერ ისევ აგონიაშია ვერ დაუჯერებიაო. -საკუთარი და როგორ გაიმეტა?- ვერ ვიჯერებდი- არ მჯერა, ასეთი რამ არასოდეს მსმენია, იმის გამო როგორ შეეძლო დის მკვლელობა დაეფარა, რომ მას შეყვარებული ყავდა? -ნენე, შესანიშნავად მღეროდა, ნაზი, ჰაეროვანი ხმა ჰქონდა, ვიცი მოისმინე მირიანის ნამღერი იმ საღამოს და შენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ნენე კი მასზე გაცილებით კარგად მღეროდა, ის მუსიკალურ სასწავლებელში მოეწყო, ისეთი აღფრთოვანებული იყო, მაგრამ იმდენად აღარ როგორსაც ველოდით, - ისევ ერთ წერტილს გაუშტერა თვალები, ხელები დამუშტა, ტუჩები მოეკუმა, ტკივილის ახალი შემოტევა, ახალი ტალღა წარსულიდან. -გამოცდების დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე იყო დარჩენილი, ყველანი ისეთ დღეში ვიყავით, ძაღლებივით ვუყეფდით ერთმანეთს- გაეღიმა, იქ სადღაც შორს, წლების უკანდელმა გაფრენილმა კადრმა, ღიმილი მოჰგვარა- ესე გიორგიმ დაგვარქვა, ,,ცოფიანი ძაღლები“, წესიერად არც ერთი ამბობთ რამეს, ყველანი იღრინებითო, რამდენიმე კვირა ერთმანეთი არ გვინახავს, გიორგის დაბადების დღე უნდა აგვეღნიშნა, ერთად შევიკრიბეთ, მხოლოდ ჩვენი სამეგობრო, არავინ სხვა, იქ მოვიდა ნენე, ოღონდ სულ სხვა, სრულიად სხვა ნენე, შეცვლილი და ამ სამყაროსგან მოწყვეტილი, სულ სხვა თვალებით. აი, ისეთი დამამახსოვრდა. -რა სჭირდა?- ვეღარ მოვითმინე და ვკითხე. -შეცვლილი, ჩამქრალი თვალებითა და უაზრო, ცარიელი გამოხედვით, ნაინასგან თავს შორს იკავებდა, თითქმის არ საუბრობდა, გიომ ხელი გადახვია და უცებ წამოიყვირა, გაღიმება სცადა და ალბათ ხუმრობაც, ,,ფეხი დამიცურდა და მხარი ვიტკინეო“. ნაინა გამომცდელი მზერით უყურებდა, ვერც ერთი გამოხედვა ვერ გამომაპარეს, ნაინა დაჟინებით უყუებდა, ნენე მზერას არიდებდა, თითქმის არ პასუხობდა ნაინას შეკითხვებს, უცნაურად რეაგირებდა ტელეფონის ზარებსა და შეტყობინებებზე, დღემდე არ ვიცი რატომ აშინებდა, ვერ მივხვდი იმ უცნაური ქცევის მიზეზებს. ნენე მალე წავიდა დაღლილი ვარ და ბევრი სამეცადინო მაქვსო, გაცილება შევთავაზეთ, არ მინდა ისედაც აქვე ვცხოვრობო. -ვერ გაიგეთ რა ჭირდა? -არა, ვერაფერი, მერე თავს გვარიდებდა ყველას, როდესაც გამოცდების პასუხი გავიგეთ, ყველაზე ბედნიერი იყო და ჩვენც გამოცდების ციებ-ცხელებას დავაბრალეთ და დავივიწყეთ ყველაფერი, სხვა ქალაქში გადაბარგება გაცილებით უკეთესი გამოდგა, უფრო მხიარული გახდა და ბედნიერებას ასხივებდა, ამბობდა: ,,ვაკეთებ იმას რაც ყოველთვის მინდოდა“ -ყველაზე ბედნიერი იყო, მერე მე წავედი, შეუდარებელი გაცილება მომიწყვეს. -სად წახვედი? -ჩემი მშობლები, მოხეტიალე ცხოვრებას ეწეოდნენ- ღიმილი და სევდა ერთად იგრძნობოდა მის ხმაში- შეუდარებელი წყვილი იყო, ბედნიერები, დღევანდელი დღით ცხოვრობდნენ და მხოლოდ ჩემს მომავალს გეგმავდნენ, გერმანიაში როდესაც შესთავაზეს მამას სამსახური, უფრო სწორად ჯერ სტაჟირებაზე გაუშვეს და მერე სამსახური შესთავაზეს, უპირობოდ დათანხმდნენ, ჩემი მომავლისთვისაც ასე აჯობებდა და გადავედით, ძალიან გამიჭირდა ახალი სამყარო, მეგობრების გარეშე, როდესაც ყველაფერს გაფართოებული თვალებით უყურებ, სადაც არაფერია ნაცნობი და მშობლიური, ყოველ საღამოს საათობით ველაპარაკებოდი, მაგრამ რაღაც ნაპრალი მაინც იყო ჩვენს შორის, თითქოს მათი სამეგობროს ნაწილად ვეღარ ვგრძნობდი თავს, თითქოს გავირიყე, ნენე დამცინოდა, დაგვყარე შენი საუკეთესო მეობრები და ყველაზე ცივ ხალხთან დაიდე ბინაო. მალე ყველაფერი დალაგდა. დაახლოებით ექვს თვეში შუა ღამისას დამირეკა ნაინამ და ნენეს სიკვდილი შემატყობინა, არ ვიცი მამაჩემმა რა შეძლო ან რა მოახერხა მაგრამ იმ ღამით ბილეთები იშოვა და რადენიმე საათში აეროპორტის გზას დავადექით. არც ერთი კითხვა, არც ერთი ფრაზა, არ უთქვამთ, რომ ვთქვი რომ საქართველოში ვაპირებდი წამოვლას თან გამომყვნენ, მამა იჯდა საჭესთან, როგორც ყოველთვის დინჯად მართავდა, მე ყოველთვის დავცინოდი ნელა დადიხართქო, - გაჩუმდა, მივხვდი რისი თქმაც უნდოდა. ეს ხომ გამოვლილი მქონდა, რას ნიშნავს ერთად დაკარგო ისინი ვინც ასე ძვირფასი იყო შენთვის. -წყალი დალიე- წყლის ჭიქა მივაწოდე, საკუთარი ხმა კი ძალიან მეუცნაურა.- გინდა მოგვიანებით გავაგრძელოთ? ახლა დაისვენე. -არა ახლა ჯობია. -მე არსად გავრბივარ, მაგდებენ მაგრამ მაინც აქ ვარ- გაღიმება ვცადე, მაგრამ ღიმილის გარდა ყველაფერი იყო ვიგრძენი. -არა, მალე დავამთავრებ, თუ დაგღალე მითხარი. -არა, რას ამბობ, პირიქით, ამდენი ამბის ერთად გახსენება მარტივი არ არის, თან ყველა იმდენად მტკივნეულია. -სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე არ მახსოვს, ,,წარსულთან თვალის გასწორება ერთგვარი შვებააო“. -ხო მეც მსმენია. მიხარია თუ შვებას გრძნობ და არა ტკივილს. -არა, ტკივილით როგორ არ მტკივა, მაგრამ ეს ტკივილი მუდამ ჩემშია არასდროს მტოვებს, მაგრამ მისი მართვა ვისწავლე. - ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო- აეროპორტამდე გზა უსაშველოდ გაიწელა, დრო საერთოდ არ გადიოდა, სახლიდანაც ადრე გამოვედით, ვერ ვჩერდებოდი, ნაინამ არაფერი მითხრა, უფრო სწორად ვერაფერი, ადამიანის სახე დაკარგული ჰქონდა, პასუხიც კი ვერ გამცა, ყველას ვურეკავდი, არავინ მპასუხობდა ან გათიშული ჰქონდათ- ისევ პაუზა გააკეთა, არაფერი მიკითხავს, არ მინდოდა მისი წამიერი მყუდროება დამერღვია- მერე, არაფერი მახსოვს, არა კი მახსოვს კადრებად, მანქანის მკვეთრი შუქი, შეჯახების ხმა და ტკივილი... მეტი არაფერი..- თვალები დახუჭა, ხელები იმდენად დამუშტა რომ სულ გაუთეთრდა. -ვწუხვარ- მთელი სიტყვათა მარაგი ამ ერთ სიტყვაში ჩავატიე, მთელი ემოცია და თანაგრძნობა. -გონს საავადმყოფოში მოვედი- ცამეტი დღის შემდეგ, ცრუ მორწმუნე არ ვიყავი, არც ახლა ვარ, მაგრამ ეს ციფრი შემზიზღდა, შემძულდა, ყოველი თვის ეს რიცხვი მეზიზღება, ამ რიცხვში ხელმეორედ დაბადება მომილოცეს- ისე დუმილი, ძალებს იკრებდა, მე კი ვერაფერს ვეუბნებოდი, ვერაფრით ვშველოდი- ჩემი მშობლები საქართველოში გადმოასვენეს, მამას სამსახურმა გაწია ყველა ხარჯი, მე კი საავადმყოფოში იმდენი ხნით ვიქნებოდი, სანამ დაზღვევა გადაიხდიდა, მერე არ ვიცი რა მოხდებოდა. -ღმერთი ყოველთვის გვიწყობს გამოცდას და ისეთ არაფერს გვიმზადებს რომ ვერ გავუძლოთ. ყველას გაგვივლია მძიმე ეტაპები, ბედნიერება საზღაურს მოითხოვს, კბილი- კბილის წილ. -მართალი იყო ნაინა რომ მითხრა, მასთან საუბარი გიშველისო, რაღაც გაქვს მარიამ, ამოუხსნელი თანაგრძნობის, თანადგომის და სიძლიერის ნაზავი, ძლიერი მაგრამ სუსტი, ბედნიერი მაგრამ ტკივილიანი... რაღაც ამოუსნელი ადამიანი ხარ. -იცოდე სიმართლე მეგონება- ამჯერად მართლა გამეღიმა- მაგრამ აქამდე რატომ არ დაბრუნდი? -ავარიის შემდეგ მარჯვენა ფეხში შეგრძნება დავკარგე, ეს წარმოუდგენელი იყო, ან ორივე ან არც ერთი, ასე ხდება ყოველთვის, სიარული თითქმის არ შემეძლო, თან მამას დაწყებული საქმე დასამთავრებელი იყო, თამროს ზურგზე ვერ დავაწვებოდი საზრუნავად ისედაც განადგურებული იყო. ამიტომ დარჩენა გადავწყვიტე, ჯერ არ ვაპირებდი ჩამოსვლას მაგრამ ნაინამ მთელი სიმკაცრით მოითხოვა ჩემი ჩამოსლა. მოგეხსენება ბრძანებების მოყვარულია. -კი ეგ მსმენია, და ძმა გამოირჩევა სვანური სისხლით. -მარიამ ექიმო თქვენი ავადმყოფი როგორ არის?- კარი გაღიმებულმა იაგომ შემოაღო, არ ველოდი და ისევ შემაკრთო, უფრო მეტად გაეღიმა, უცნაურია ამ ბოლო დროს ხშირად იღიმის. -სტაბილურად კარგად, დასვენებას საჭიროებს. -ექიმისთვის დამახასიათებელი პასუხია,- ახლოს მოვიდა და ჩემს სკამს ცალი ხელით დაეყრდნო, ისე რომ მისი თითები მხარზე მეხებოდა, უცნაურად შემაჟრჟოლა, უფრო მეტად გაეღიმა- თქვენთვის ორი ამბავი მაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო?- ორივეს შემოგვხედა, მერე მზერა ჩემზე შეაჩერა, სანამ პასუხს ვეტყოდი სწრაფად დაიწყო- კარგი ამბავი ის რომ გიო და ნუცა დაქორწინდნენ გუშინ, გაიპარნენ, ცუდი ამბავი ის რომ უკვე ეძებენ, მიაგნეს და ახლა ჩვენთან მოდის მოხეტიალე წყვილი. სხვა გზა არ გვაქვს უნდა შევიფაროთ. -რააა?- უცებ წამოვხტი ფეხზე, ამჯერად მე შევაშინე თავად დიდი მარგიანი, გამეღიმა, მაგრამ თავი შევიკავე , -აბა ხვალო? -სიყვარულს რას გაუგებ მარიმო?- ისევ გაიღიმა და მერე ბაქარს მიუბრუნდა, დალაგებული მზერით- შენს ექიმს სხვა საქმეებიც აქვს, პირობა უნდა შეასრულოს თორე ერთი პატარა არსება შორეული ქვეყნიდან ქილერს გამოგვიგზავნის და წამითაც კი არ დაფიქრდება ისე დაახოცინებს ჩვენს თავებს.- სამივეს გაგვეღიმა. -რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად იღიმი, ხდება რამე? მეტყვი თუ თავად გამოვიცნო?- კარი გამოვიხურეთ თუ არა მაშინვე წინ დავუდექი. -აქ ისეთი ამბები დატრიალდებააა...- ისევ ღიმილი- წადი ოთახი მოამზადე, თორე ჩემი და მე და ჩემს ბიძაშვილს დაგვხოცავს თქვენ კი არა.- ბოლო ოთახის კარამდე მიმაცილა, კარი გამიღო, ისევ სასწაულად გამიღიმა და - ისევ გავდივარ, მაგრამ თავს ვუფრთხილდები, დედა ქვემოთაა, სამზადისშია გართული, თუკი რამე დაგჭირდება შეგიძლია კითხო. -მარგიანო , ძალიან ცანცარებ ამ ბოლო დროს- რამდენი ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული რომ უცებ წამომცდა, წამით ვინანე კიდეც, როგორ მიიღებდა ჩემს ნათქვამს, იქნებ ისევ ის გაღვიძებულიყო მასში, ყველაზე ცივი და არა ადამიანი არსება. -მოგვიანებით ვიმსჯელოთ ამ საკითხზე მე და შენ.- გამიღიმა და რამდენიმე ნაბიჯით დაფარა მანძილი კარამდე. ვუყურებდი მიმავალს და ყველა გრძნობა, ემოცია და ფიქრი ერთმანეთში მერეოდა. ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი გრუბი ადამიანის ასეთად გადაქცევა, როგორ არა, სიყვარული ყველას და ყველაფერს ცვლის. -რაებს ფიქრობ მარიამ, რა დროს ესაა- ხმამაღლა წარმოვთქვი- ოთახი გაქვს მოსამზადებელი. ნუცას სახე მინდა დაინახო აქ რომ შემოვა.- გამეღიმა და ზურგს უკან ოთახის კარი დავკეტე. ისეთი გეგმები მქოონდა... მგონი ნაინას გაოცებასაც კი შევძლებდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.