შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სადღაც შორს... მთებში თავი 8


18-12-2016, 19:07
ავტორი katiusha
ნანახია 3 978

მთელი კვირა ისე გავიდა რომ სოფოს და რეზოს ერთმანეთთან მიმოწერა და საუბრები არ შეუწყვეტიათ. თავიდან გოგო თავს არიდებდა და თავშეკავებული იყო. სიტყვებს ძლივს ჰპარავდა რეზო,მაგრამ ის გულს არ იტეხდა და ჯიუტად ცდილობდა გოგოსთან დაახლოებას. შედეგი მალე თვალშისაცემი იყო სოფო მასთან გაიხსნა და მის ხუმრობებს ხუმრობით პასუხობდა. საღამოობით იჯდა ეზოში, სიგრილეში და მის ზარს გულისფანცქალით ელოდა.
-სოფო შვილო ჩაი მოგიტანე ,მიირთვი ცოტა სიგრილე წამოვიდა და გესიმოვნება.-ჩამოუჯდა ერთ საღამოს გვერდით მარო ბებო საბაასოდ.
-მადლობა ბეე, ძალიან წუხდები და მე კიდევ არ მინდა რომ გადაიღალო.
-არაუშავს შვილო მთავარია შენ იყო კარგად.მე რა სადარდებელი ვარ.
-როგორ არა ხარ ბებო, როცა მჭირდებოდა შენ გარდა გვერდით არავინ დამიდგა, ჩემზე ყველამ უარი თქვა, თითქოს კეთროვანი ვყოფილიყავი, თითქოს რაღაც გადამდები ავადმყოფობა მჭირდა. ყველა გამირბოდა. აღარავის უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა. ჩემი ისე სცხვენოდათ თითქოს შეცდომები მათ არ ჰქონდათ დაშვებული. განა ვინმე დაზღვეულია შეცდომისგან?განა ცხოვრებაში რამე არის მუდმივი?არავინ იცის მათ ვისაც დღეს ოჯახი აქვს ხვალ რა ელოდება და ისევ იქნებიან თუ არა მათ გვერდით ბედნიერები. სოფომ გულისტკივილი ამოაყოლა ამ სიტყვებს
-არაუშავს შვილო. არავის არაფერი არ შერჩენია ცხოვრებაში. ღმერთი მაღალია და ის ყველაფერს ხედავს, ცუდს და კარგსაც და ყველას საკადრისი მიეზღვევა ცხოვრებაში.
-გული მწყდება რომ ისინი ვინც ადრე თავს ჩემს მეგობრებად თვლიდნენ და ერთგულებაზე დებდნენ თავს ახლა ახლოსაც რომ არ მიკარებდნენ. არადა რატომ?რისთვის?იმიტომ რომ ქორწინების გარეშე მქონდა ურთიერთობა საყვარელ მამაკაცთან?იმიტომ რომ საკუთარი შვილი სასიკვდილოდ ვერ გავიმეტე და აბორტი ვერ გავიკეთე?იმიტომ რომ ყველას დავუპირისპირდი მის გამო და იმიტომ რომ ოჯახი შევარცხვინე?კარგად ვიცი რომ შეცდომა ჩავიდინე, კარგად ვიცოდი რომ შევცოდე, მაგრამ უარეს ცოდვას ვეღარ ჩავიდენდი. მე ბევრი მინახავს, რომელიც თავს პატიოსნად აჩვენებს ხალხს, მაგრამ ისეთი ცხოვრებით ცხოვრობენ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩადიან ცოდვებს.განა ეს დანაშაული იყო?
-კარგი ბებო გენაცვალოს, არ იტირო, არ გაიხსენო წარსული. აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. უბრალოდ მიხედე შენს თავს. შენ იმდენად კარგი ადამინი ხარ იმსახურებ ბედნიერებას და იმისაც მჯერა რომ გვერდით ნამდვილად გეყოლება ადამიანი, რომელიც დაგაფასებს და ეყვარები ისეთი როგორიც ხარ ყველაფრის მიუხედავად
-ხო იმედია. ახლა სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას. ახლა სხვა ვარ. ისე დაუფიქრებლად აღარ მოვიქცევი.....

ზაზამ მანქანა გზიდან გადაიყვანა და სადარბაზოსთან გაჩერდა. ჩუმად იჯდა, ხმას არ იღებდა,
-აქ რატომ გავჩერდით საყვარელო?
-ისე უბრალოდ..
-შენ რაღაც ვერ ხარ ხასიათზე, რაც წამოვედით ხმას აღარ იღებ და მოიწყინე.
-ასე არაა.მოკლედ უპასუხა ზაზამ
-რა მოხდა მეტყვი თუ არა?
-არაფერი ისეთი, უბრალოდ არ მინდა წახვიდე.
-კარგი რაა,-გაეცინა სოფოს, მე კიდევ შემეშინდა.-აბა რა ვქნა?
-ჩემთან დარჩი.
-არ შეიძლება ხომ იცი?
-შეიძლება., კარგად იცი რომ შეიძლება,უბრალოდ შენ მე არ მენდობი და ამიტომ იკავებ თავს.
-ეგ რა შუაშია ეხლა?ხომ იცი რომ მიყვარხარ.
-გიყვარვარ მაგრამ არ მენდობი. სულ გამირბიხარ. ზედმეტად კოცნის უფლებასაც არ მაძლევ.მე მინდა რომ ჩემი იყო. მე მეკუთვნოდე. ჩემი იყოს შენი გულიც, სულიც და სხეულიც.
-არ შეიძლება.-ისევ გაიმეორა გოგომ და ფანჯარაში გაიხედა.
-რატომ?ნუთუ გეშინია იმის რომ გამოგიყენებ და მიგატოვებ?
-ჰოო. თითქმის დაიჩურჩულა გოგომ და თვალები აუცრემლიანდა.
-ამის დედაც.-შეიგინა ბიჭმა და საჭეს ხელი გამეტებით დასცხო.
-მიყვარხარ ხომ იცი. არ მინდა რამე გაწყენინო და არ მინდა გაბრაზებული იყო ჩემზე, მაგრამ ახლა უნდა სახლში წავიდე.
-არ გიყვარვარ.რომ გიყვარდე მაშინ მენდობოდი.უსიტყვოდ გამიგებდი.
-მე გოგო ვარ და ბევრს დავკარგავ, ვიდრე შენ. შენ რომ წახვიდე და მიმატოვო მერე რა ვქნა?როგორ მოვიქცე?-სოფოს არ უნოდა ბიჭისთვის ეწყენინებინა, მაგრამ არც ის უნდოდა რომ დასთანხმებოდა და ეს ნაბიჯი გადაედგა.რომელიც შეიძლებოდა საბედისწერო გამხდარიყო.
-რატომ ფიქრობ ასე?კარგი რაა ეს ვიღას ადარდებს?დღეს იცი რამდენი წყვილი იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ქორწინების გარეშე და მერე ქორწინდებიან?ძალიან ბევრი. განა ორივე ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანები არ ვართ რომ ეს გავაკეთოთ?ორივემ ვიცით რა გვინდა და როგორ.
-კარგი, დავრჩები დღეს შენთან.-დაიჩურჩულა გოგომ და გაფითრდა. თუმცა უკან აღარ დაუხევია. ბიჭის გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება და ცარიელი ბინისკენ გაჰყვა. ფეხები უკან რჩებოდა.გულის სიღრმეში იმედიც კი ჰქონდა რომ არაფერი მოხდებოდა ამ დღეს მათ შორის, მაგრამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდა.ბიჭი უკვე ეფერებოდა და ვნებიანად კოცნიდა.ერთხანს ისიც აჰყვა, მაგრამ მერე შეაჩერა.
-მგონი ეს შეცდომაა.-დაიჩურჩულა გოგომ
-ჩუუ.-ბიჭმა კოცნით შეაწყვეტინა საუბარი და ტანსაცმლის გახდა დაუწყო.
-რას ვაკეთებ?ეს ხომ აკრძალულია?ეს ხომ არ შეიძლება?რას იტყვის ხალხი?რას იტყვიან ჩემები ეს რომ გაიგონ?რას იტყიან ჩემი მეგობრებო?მათ ხომ შევარცხვენ?ყველა ჩემზე ილაპარაკებს. ფიქრობდა გოგო და უფრო და უფრო იძაბებოდა. მაგრამ ამავე დროს ვნებამაც შეიპყრო და ვეღარ დააღწია თავი. საყვარელი მამაკაცის მკლავებში იყო და სიამოვნებას და ტკივილს ერთად გრძნობდა.ათასი აზრი და ფიქრი ერთმანეთში იხლართებოდა და ირეოდა.ბიჭი უფრო მტად აქტიურობდა და გოგოს ტკივილი უფრო მეტად ემატებოდა. სიამოვნებამ პიკს მიაღწია, თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა იკივლა. ბიჭს ზურგზე ძლიერად ჩაასო ფრჩხილები კანში, ხელები მის ზურგზე აასრიალა და კისერზე მოეხვია ძლიერად.... მერე ყველაფერი მორჩა და ერთიანად აიტანა კანკალმა. ცრემლები გამოსცვივდა...
-რა მოხდა ჩემო პატარა?რა გჭირს?რა გატირებს?-ჰკითხა ზაზმ და ხელებით მკერდზე მიიხუტა.
-ერთიანად კანკალებ.დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება?ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. დაიხარა და ტუჩებში აკოცა გოგოს.
-ძალიან მეშინია. დაიჩურჩულა სოფომ და ცრემლი მოიწმინდა
-ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
-ახლა როგორ ვიქნებით ჩვენ?
-დღეიდან შენ ჩემი ხარ. მე მეკუთვნი მთლიანად, ეს ძალიან მიხარია და ძალიან კარგია.
დაღლილს და განერვიულებულს მალევე ჩაეძინა საყვარელი ადამინის მკლავებში....
დილით ტელეფონის ზარმა გააღვიძა და შეშინებული წამოხტა. წარმოიდგინა რომ უკვე ყველამ ყველაფერი იცოდა და გაფითრდა. ნომერს დახედა, მეგობარი ურეკავდა.
-ხო თამო, -ძალა მოიკრიბა და თამამად ჩასძახა მობილურში.
-სად ხარ გოგო ამდენი ხანი?მთელი ერთი საათია სამსახურშიდააგვინე.
-რომელი საათია?თვალები მოიფშვნიტა და ზაზას ხელი წაჰკრა რომ გაეღვიძებინა
-თერთმეტია უკვე, არ მოდიხარ?ხომ არ დაგავიწყდა დღეს რომ ოპერაცია გაქვს ჩასატარებელი.
-ეს რა დამემართა,- წამოხტა სოფო და ჩაცმა დაიწყო.- მალე მოვალ,
-რა გჭირს?რა მოხდა?თვალები გაახილა ზაზამ და საწოლში წამოჯდა
-დავაგვიანე სამსახურში, დღეს ოპერაცია მაქვს დაგემილი. წავალ შხაპს გადავივლებ და გავიქცევი საავადმყოფოში.
-მოიცადე, ზაზამ ხელი მოჰკიდა და გვერით დაისვა.
-ფრთხილად იყავი. ახლა თავს ორმაგად უნდა გაუფრთხილდე. დღეს არ გადაიღალო. შუბლზე აკოცა. მსუბუქად უბიძგა ხელი და გაუღიმა...
სოფო საავადმყოფოს გასახდელში სირბლით შევარდა და მაშინვე გამოცვლას შეუდგა.
-აბა მოყევი სად იყავი წუხელ?სახე ისეთი გაბრწყინებული გაქვს. სხვანაირი მეჩვენები
-არსად
-გოგოო. თამუნამ სერიოზული სახე მიიღო და წინ დაუდგა.
-კარგი ხოო, წუხელ ზაზასთან ვიყავი
-რაა? გააფრინე შენ?ეს რა სისულელე გააკეთე?არ არსებობს.სულ გამოშტრდი
-კარგი თამო რა ახლა არ მცალია წავალ გავიქცევი და მერე ვილაპარაკოთ.
-მოსაკლავი ხარ. მაგრამ რა ვქნა ჩემი მეგობარი ხარ და არ შემიძლია რომ გეჩხუბო მოეხვია თამუნა და გაეცინა....."

ფიქრი ზარის ხმამ შეაწყვეტინა. გაემოერკვა და ირგვლივ მიმოიხედა. მარო მის გვერდით აღარ იყო. ეტყობა სახლში შევიდა დასაძინებლადო გაიფიქრა და შეტყობინება გახსნა. რეზო იყო.
-ხომ არ გძინავს? დაგირეკავ. ძილის წინ შენი ხმა მინდა გავიგო.
-არა,- უპასუხა მან
მაშინვე გაისმა მობილურის ზარიც.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-ბოლო რამდენიმე დღე მოწყენილი ვარ.
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ ვერ გხედავ.
-ასე მოქმედებს შენზე ჩემი უნახაობა?
-კი რომ ვერ გხედავ ძალიან მოქმედებს ჩემზე. ბედნიერი ვარ თუმდაც შენთან საუბრით და შენი ნახვით ხომ საერთოდ.
-ბედნიერი?-ჰკითხა სოფომ-შენთვის ეს საკმარისია?
-კი ამ ეპატზე ამითაც ბედნიერი ვარ. სხვა ყველაფერი მაქვს ცხოვრებაში, მხოლოდ ერთი რამე მაკლია- შენისთანა ქალი გვერდით.
-შენ რა იცი რომ მე კარგი ვარ ან ჩემნაირი ქალი გინდა გვერდით?შენ ხომ ჩემზე არაფერი არ იცი? ვინ ვარ როგორი ვარ?როგორი ვიყავი.
-მოიშორე ეგ უარყოფითი აზრები კარგი?და დროს მივანდოთ ყველაფერი.მე შენი სული დავინახე. დავინახე როგორი ხარ და ესაა ყელაზე კარგი. შენი სხეული და გარეგნობა არ მაინტრესებს, მე შინი შინაგანი სილამაზე მომეწონა ყველაზე მეტად
-არ ვიცი რა გითხრა. აღარც კი მეგონა რომ ოდესმე ვინმე ამას კიდევ თუ მეტყოდა. ისევ თუ დაინტერესდებოდა მამაკაცი ჩემით. სწორედ ამიტომ წამოვედი აქ რომ აღარ მინდოდა ისევ ტკივილი მეგრძნო. აღარ მინდოდა ბედნიერებისთვის მებრძოლა და ისევ დავმარცხებულიყავი
-ბედნიერებას ბრძოლა არ სჭირდება. არ შეიძლება ყველაფერს ბრძოლა სჭირდებოდეს. ის აუცილებლად მოვა თუ ამას იმსახურებ. არ გეგონოს რომ თუ ვინმემ არჩევანი შენს სასარგებლოდ არ შეაჩერა და სხვასთან წავიდა ბედნიერია. ეს ჩვენ არ ვიცით. ასე უნდა მომხადრიყო ალბათ და ასეც მოხდა. ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ყურები ჩამოვყაროთ და ბედნიერი არ ვიყოთ
-საოცრად ბრძნულ აზრებს აფრქვევ ხომ იცი შენ, -გაეცინა სოფოს
-რას ვიზავთ. ასეც ხდება
-კიდევ რაო რას მეტყვიო შენი ბრძნული აზრებითო?-გაეხუმრა სოფო
-რაო და იმას გეტყვიო რომ ხვალ მოვდივარ და გნახავოო. მომენატრეოო.-აჰყვა რეზოც
-ძალიან მოგენატრეო?
-კი, ძალიან ძალიანაო...მაგრამ ახლა უნდა დაგემშვიდობო გვიანია უკვე. მშვიდობიანი ღამე, თავს გაუფრთხლდი.
-შენც ასევე.-უპასუხა სოფომ და მობილური გათიშა.
სასიამონო იყო იმის შეგრძნება რომ ვიღაცას ისევ მოეწონა. ისევ სასურველი იყო და ისევ ზრუნავდნენ მასზე....

****************
ბექაურმა მთელი ღამე იწრიალა საწოლში. რამდენჯერმე გაეღვიძა კიდეც. არადა აღარ დაადგა საშველი გათენებას. საათს დახედავდა და კვლავ დახუჭავდა თვალებს. მაგრამ როგორც იქნა გათენდა და მას სწორედ მაშინ ჩაეძინა ღრმა ძილით. როცა უნდა ამდგარიყო. მაღვიზარამ რომ დარეკა ათი ხდებოდა .სწრაფად გადაივლო შხაპი და ქვემოთ ჩავიდა სასაუზმოდ. მშობლებს თბილად მესალმა და სუფრას ისიც მიუჯდა.
-დღეს ბრუნდები შვილო?-
-კი დედა, დღეს მივდივარ.
-სულ გასული ხარ, სახლში დიდხანს ვერ ჩერდები. არადა როგორ მინდა შენთან ყოფნა. როგორ მენატრები. დაიჩივლა ქალმა
-რა ვქნა დედა საქმეები მაქვს, მართლა ძალიან ვარ გადატვირთული. აი ამ სასტუმროს მშენებლობს მოვრჩებით და გპირდები მერე ხშირად ვიქნები თქვნს გვერდით.
-უკვე ასაკში შედიხარ შვილო. მგონი დროა ოჯახის შექმნაზეც იფიქრო. ცოლი მოიყვანო..
-დედაა დღეს არ გვინდა რაა ამაზე ლაპარაკი, მშვიდად ვისაუზმოთ. უპასუხა რეზომ
-შვილიშვილებს მინდა მოვესწრო, რატომ გწყინს შვილო?მგონი ეს ნორმალურია. ან იმ მიყრუებულში რას გარბიხარ?აქედან ვერ მოგვარებ საქმეებს?
-სწორედაც რომ იმ მიყრუებულში შევხვდი ადამიანს, რომელმაც ცხოვრება სხვანაირად დამანახა. იქ ძალინ კარგი ხალხი ცხოვრობს და აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. ჩაეღიმა რეზოს, მაგრამ მაინც მკაცრად მიმართა დედას და ამით მიახვედრა რომ საუბარი აქ უნდა დასრულებულიყო.
ჭამა დაასრულა.ორივეს დაემშვიდობა, თავის ნივთები აიღო და მანქანაში ჩაჯდა.
-ერთი წუთით მოიცადე შვილო, დაუძახა მამამ და მანქანის კარი გამოაღო, გვერდით მიუჯდა.
-გისმენ მამა. რა მოხდა?
-ეს შენ უნდა მითხრა რა მოხდა. ჩაეღიმა უფროს ბექაურს.
-რაზე მეკითხები? ვერ მიგიხვდი.
-კარგად დავინახე შენი სახე წეღან როცა დედას უთხარი იქაა სწორედ ის ადამინიო და მერე საუბარი შეწყვიტე, მითხარი ვინმე გამოჩნა შენ ცხოვრებაში.
-ეს ისე ვთქვი მამა...
-მე კარგად ვხვდები ყველაფერს და ვერ მომატყუებ. როგორც კი იქიდან ჩამოხვედი მაშინვე შეგატყვე რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ადრე. თავიდან მეგონა რომ საქმე სამსახურს ეხებოდა. მაგრამ მერე მივხვდი რომ ასე არ იყო და შენ ცხოვრებაში ქალი გამოჩნდა.
-შენ ვერაფერს გამომაგაპარებს კაცი -ჩაეცინა მას.
-მე გამოცდილება მაქვს. იქიდან სხვანაირი დაბრუნდი გაბრწყინებული სახით დადიხარ, ხშირად ისე ჩაფიქრდები ხოლმე რომ სამყაროს წყდები.აღარაფერზე რეაგირებ, სულ ტელეფონში ხარ ჩართული...აღარ დადიხარ გასართობად. უარი თქვი ქალებზე და მივხვდი რომ შეყვარებული ხარ.
-შეყვარებამდე ჯერ ადრეა, უფო სწორად არ ვიცი რა დავარქვა ამას სიყვარული თუ ჯერ მოწონებაა მხოლოდ, მაგრამ ფაქტია რომ შევიცვალე
-ყოჩაღ იმ ქალს ძეგლს საკუთარი ხელით დავუდგავ, რომ შენ აზრზე მოგიყვანა. დაგასერიოზულა და ოჯახის შექმნაზე დაგაფიქრა.
-მამაა ჯერ ადრეა ..-გააწყვეტინა შვილმა.ოჯახის შექმანზე კი არა საერთოდ არაფერზე არ გვილაპარაკია. ჯერ ეხლა იწყება ყველაფერი.
-ხოდა სწორად ახლა, ამ ეტაპზეა ლამაზი ყველაფერი. სწორედ ახლა განიცდით ყველაზე ლამაზს და სათუთს და სწორედ ახლა უნდა გაუფრთხილდე მას. დასაწყისში უნდა მოუარო ყვავილს როცა დარგავ რომ ისეთი გაიზარდოს საუკეთესო ნაყოფი მოგცეს...აბა ახლა წავედი მე და დაფიქრდი ჩემს ნათქვამზე.
მამამ შვილს მხარზე მეგობრულად მსუბუქად დაატყა ხელი და მანქანიდან გადავიდა.ხელის აწევით დაემშვიდობა და სახლისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა..
რეზომ გასაღები გადატრიალადა და სწარაფად დაძრა ადგილიდან. როგორც იქნა სოფოს ნახავდა და მისკენ მიიჩქაროდა....

სოფო აივანზე გამოვიდა და მარო რომ ვერ დაინახა რამდენჯერმე დაუძახა. ბოლოს როგორც იქნა გააგონა ქალმა.
-ბებოო მდინარეზე წავალ. ცოტა ხანს გავისეირნებ და მალე დავბრუნდები. გასძახა მოხუცს და კიბეზე დაეშვა.
-მოიცა შვილო ერთი წუთით. შეაჩერა ქალმა და სამზარეულოდან გამოვიდა, ხელებს წინსაფრის ბოლოზე იწმენდდა.რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ სოფო რომ დინახა მიაშტერდა და გაოცებულმა უთხრა
-ასე მიდიხარ?
-ხო რა იყო?ცხელა.- თავი დაუქნია სოფომ რომელსაც მოკლე,ლურჯი ჯინსის შორტი ჩაეცვა ასეთივე ფერის მოკლემკლავიან მაისურთან ერთად და ფეხზე თეთრი კეტები ამოეცვა.
-ასე ჩაცმული არასოდეს მინახიხარ.
-რა იყო არ მიხდება თუ ცუდად გამოვიყურები?
-როგორ არა გიხდება, მაგრამ რაღაცნაირად ხარ ჩაცმული
-რაღაცნაირად როგორ?-გაუკვირდა სოფოს
-იმ ქალაქელი გოგოებივით ხარ ჩაცმული ტელევიზორში რომ გამოდიან ხოლმე და ყველაფერს კადრულობენ.თან ხომ იცი აქ სოფელია...
-გინდოდა გეთქვა რომ ვით გამოვიყურები?-ნაწყენი ხმით ჰკითხა სოფომ
-არა ასე არ მინდოდა მეთქვა, გავხარ თქო ასე ვთქვი.
-რა მნიშვნელობა აქვს რა გინოდა გეთქვა. იმ ერთ შეცდომას ყველა მაინც ასე ჩათვლის და ალბათ გულის სიღრმეში შენც ასე იფიქრე რომ ეს რაც მე გავაკეთე მრუშობა იყო... სოფოს ცრემლი წამოუვიდა და ქალითვის ყურადღება აღარ მიუქცევია. კიბეზე სწრაფად ჩაირბინა და ეზოში დაბმული ცხენი საბმელიდან ახსნა. უნაგირს მოახტა და შარაგზაზე გააქროლა.
ქალი მიხვდა რომ გოგო მართალი იყო და მასაც ცრემლი წამოუვიდა. არ უნდოდა მისი წყენინება. არ უნდოდა ასე ეთქვა უბრალოდ ძალიან გაუკვირდა სოფოს ასეთი სახეცვლილება და დაიბნა. საკუთარ თავს გაუბრაზდა რომ ასე გამოუვიდა ნათქვამი და დადარდიანდა. საქმეს გული ვეღარ დაუდო. ეზოში ჩამოჯდა და მის დაბრუნებას დაელოდა.... მალე მანქანის ხმა შემოესმა. მოიჩრდილა და მაშინვე იცნო ვინც იყო. წამოდგა და კარებთან დაელოდა.
-გამარჯობა მარო ბებო როგორ ბრძანდებით?
-რაღა დროს ჩემი ბრძანებაა შვილო?.ჩაეღიმა მას.-ამხნის ქალი ვარ უკვე და ვეღარ ვარ კარგად.ასაკმა თავისი გაიტანა
-რა ამბობთ კარგად უნდ იყოთ და ასაკსაც არ უნდა დანებდეთ.
-მთავარია თქვენ იყოთ კარგად ახალგაზრდები მე რა საკითხავი ვარ
-ბებო სოფო სახლშია?საქმე მაქვს მასთან.
-ახლახანს მდინარეზე წავიდა.
-ძალიან ცუდი. მოიღუშა ბიჭი. არადა მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-გზას მიგასწავლი. დააიმედა ქალმა და სწარფად აუხსნა თუ როგორ უნდა მოხვერილიყო სასურველ ადგიზე. ბექაურიც სწრაფად დაემშვიდობა და მანქანაში ჩახტა.
-მნიშვნელოვანი საქმე?ამათ ჰგონიათ ვერაფერს ვხვდები ან არ ვიცი. ჩაილაპარაკა ქალმა და გაღიმებული აუყვა კიბეს....

რეზომ მანქანა სოფლის განაპირას გზასთან გააჩერა და ფეხით ჩაუყვა დაღმართს მდინარისკენ. მზე ძალიან აცხუნებდა. შუადღე იყო. აქეთ-იქით იყურებოდა რომ სოფო დაენახა.გოგო კი არსად ჩანდა. შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და გზა განაგრძო. მდინარის ხმა მალე შემოესმა და უფრო აუჩქარა ფეხს. მალე ისიც დაინახა ცხენზე ამხედრებულიყო. გამართულად და მოხდენილად იჯდა. ქალღმერთს ჰგავდა. ხელში სადავეები ეჭირა და ცხენს დააჭენებდა მინდორზე, სახეზე ეტყობოდა რომ ცუდად გრძნობდა თავს. შორიდან უყურებდა რეზო და მისი ყურებით ტკბებოდა. გოგო დარდს შეეპყრო. პირველად რომ ნახა სწორედ ის ტკვივილი დაინახა მისთვალებში. არადა მას შენდეგ როგორ ეცად რომ ასეთი აღარ ენახა. ეგონა რომ გამოუვიდა მაგრამ როგორც ჩანს შეცდა.ისიც შეამჩნია რომ გოგო შეცვლილი იყო. სხვანაირად ეცვა, მსუბუქი მაკიაჟიც ესვა სახეზე და განასხვავებდა ახალ სოფოს ძველისგან,რა ექნა მოსწონდა ეს გოგო, ძალიან მოსწონდა და უნდა დალაპარაკებოდა, უნდა მისულიყო აბა აქ რისთვის ჩამოვიდა რომ ენახა?
სოფომ ჯირითი შეწყვიტა და ნელი სვლით გაუყვა გზას. ახლა იყო ამის დრო. რეზოც ქვემოთ დაეშვა და უფრო და უფრო აუახლოვდებოდა გოგოს ზურგიდან. წამოეწია და ჩაახველა. სოფო ისე იყო ჩაფიქრებული რომ ეგონა მარტო იყო. ხმაურზე შეხტა და სადავე გაექცა,.ცხენმაც ერთი დაუფრუტუნა და აიყალყა.თავისუფლება იგრძნო და გოგოს მოშორება სცადა. მან თავი ვერ შეიმაგრა. ხელები ჰაერში აიქნია და მიხვდა რომ ცუდად იყო მისი საქმე, მისდა გასაოცრად მიწის მაგივრდ ვიღაცის მკლავებში ჩავარდა რომელსაც ძლიერად ეჭირა. მანაც ძლიერად მოჰკიდა ხელები რომ რბილად დაცემულიყო. აზრზე რომ მოვიდა მასში ბექაური ამოიცნო. ბიჭი ქვეშ მოიყოლა თვითონ კი ზემოდან იყო მოქცეული
-შეხვედრაც ასეთი უნდა.-უთხრა ბიჭმა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
სწრაფად გაუშვა ხელი როცა მიხვდა რომ კისერზე ჰქონდა შემოხვეული და ძლიერად ეხუტებოდა.
-ასე მოგენატრე რომ კინაღამ დამახრჩე. ხუმრობას განაგრძობდა ბიჭი. თან წამოდგა და შარვალი დაიბერტყა, რომელიც დაცემისგნ დასვროდა.
-კიდევ ხმას იღებ?შენი ბრალია რომ გადმოვარდი.-უსაყვედურა სოფომ .
-ისე იყავი ჩაფიქრებული ვერ გაიგე რომ დაგიძახე.
-როდის ჩამოხვედი?
-ახლახანს და შენ კიდევ ასე საყვედურებით მხვდები, არადა როგორ მინდოდა შენი ნახვა. ახლა რეზო გადავიდა საყვედურებზე.
-იქნებ ადგომაში მაინც დამეხმარო და მორჩე საყვედურებს. გაუღიმა სოფომ და ხელი გაუწოდა. რეზომ მის სათუთ და ნაზ ხელს თავის გაშლილი ტორი შემოხვია და წამოაყენა. ქარივით აიტაცა.
-მეტკინა ველურო. გამოსტაცა ხელი სოფომ
-რა ხართ ეს ქალები, ვერაფერი გაგიგეთ. ხან ამაყენეო და მიცინი, აგაყენე და ხელიო მეტკინაო. რა გავაკეთო იქნებ მითხრა.?
-ბუზღუნა.-გაეცინა სოფოს
-მე თუ შენ?
-შენ
-არა შენ.ჯიუტად პასუხობდა ბიჭი.-არადა შორიდან სულ სხვანაირი ხარ. თუ ასე გამოხატავ მონატრებას?
-და მერე ვინ გითხრა რომ მენატრებოდი ბექაურო?საკუთარ თავში ძალიან ხომ არ ხარ დარწმუნებული?-ირონია გაურია სოფომ
-არ გირჩევ ჩემს გამოწვევას სოფო გიგაურო თორემ დამარცხდები იცოდე. თითი დაუქნია ბავშვივით რეზომ
-იქნებ შენ დამარცხდი უკვე ჩემთან ბრძოლაში. წინ გადაუდგა სოფო და დოინჯი შემოიყარა
-მე შენთან კი არა სიყვარულთან ბრძოლაში დავმარცხდი, უპასუხა რეზომ ხელი სტაცა, მკერდზე აიკრა და მის თხელ ტუჩებს ვნებიანად დააცხრა....



№1 სტუმარი Mariami

Chemi favoriti istoriebidan ert-erti es istoriaa..moutmenlad velodebi yovel axal tavs..

 


№2 სტუმარი lizazu

როგორ ველოდები და შენ კიდე როგორ აგვიანებ რა unamused

 


№3 სტუმარი makukuna

აი, ეგრე რა, რეზო. კარგი ბიჭი ხარ. ეს გოგო ნამეტანი თვითგვემას აწვება. შენ თუ უშველი რეზო heart_eyes

 


№4  offline წევრი katiusha

ახალი თავიც იქნება დღეს ოღონდ ცოტა მოგვიანებით

 


№5  offline წევრი tamuna.s

მალე დადე რა heart_eyes

 


№6  offline წევრი katiusha

უკვე დაიდო ახალი თAვი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent