My life Sucks!! 2 (+15)
გულში ჩემს ცხოვრებას ვწყევლიდი, როდესაც დიმიტრიმ ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. ახლოდან მის მბზინავ თმას უკეთესად ვხედავდი. მისის სლეითი მოვიდა და ჰამლეტის ერთი ეგზემპლარი დიმიტრის მერხზე დადო, შემდეგ კი ისევ თავის ადგილზე დაბრუნდა. ვეცადე ქალისთვის შემეხედა და არა დიმიტრისთვის. - ეი, რომელ გვერდზე ხართ? - მკითხა, მისმა მუსიკალურმა ხმამ ყურებსა და გონებაში გამიჟღერა. გვერდი ბუზღუნით ვუთხარი, ისე რომ მისკენ არ გამიხედავს. ვხედავდი ოლივერი როგორ გვიყურებდა და სიცილის დაფარვას ცდილობდა. - კარგით, მისტერ ლაით, თქვენ შეგიძლიათ ჰამლეტი იყოთ. დედოფლობა ვის უნდა? - იკითხა მისის სლეითმა. - დიმიტრის უნდა დედოფლობა! - დაიყვირა გოგონამ, რომელსაც თუ არ ვცდები კიმი ერქვა. დიმიტრისკენ შემობრუნდა, კლასმა კი სიცილი დაიწყო, - კიმბერლი, ძვირფასო, მე არ მინდა დედოფალი ვიყო. ისედაც დედოფალი ვარ - თავმომწონე ღიმილით თქვა დიმიტრიმ. - საკმარისია - თქვა მისის სლეითმა - დედოფალი შენ იქნები - უთხრა ტალიას - თქვენ კი მისტერ ივანოვ პოლონიუსი იქნებით. - პოლონიუსი? - დიმიტრიმ თმა დრამატულად გადაიწია - ის გამუდმებით ლაპარაკობს! - როგორც შენ - მარტივად უპასუხა მასწავლებელმა. დიმიტრიმ ისევ თავმომწონედ გაიღიმა. ჩვენი როლების კითხვა დავიწყეთ. როდესაც იმ ნაწილზე მივედით, სადაც პოლონიუსი ფარდის უკან იმალება, დიმიტრი შეჩერდა და თავი ასწია. - კარგით რა. რატომ იმალება ისევ ფარდის უკან? დედოფალს მშვენიერი სმენა აქვს. არ არის საჭირო ხმაურიანი პატარა კაცი - თქვა თავის ქნევით. ცოტაოდენი ბრჭყვიალები ფურცელზე დაიყარა. - უბრალოდ წაიკითხე! - მოუჭრა მისის სლეითმა. - კარგით, კარგით - დიმიტრიმ ხელი აიქნია და როლის თამაში განაგრძო. სასოწარკვეთილი შევყურებდი საათს, ვოცნებობდი გაკვეთილი მალე დამთავრებულიყო. დიმიტრისთან ერთად ჰამლეტის კითხვა კოშმარი იყო. - ეხლა როგორ! ვირთხავ? მკვდარია, მონეტებისთვის მოკვდა! - წავიკითხე მე. - ოჰ, ვკვდები! - დაიწუწუნა დიმიტრიმ დრამატულად, ხელი გულზე დაიდო და სკამზე ჩაცურდა. ისევ წამოჯდა, წიგნს დახედა და თავი გააქნია. უფრო მეტი ბრჭყვიალები დაიყარა მერხზე. ამოიოხრა. - ვინ კვდება ესე? „ოჰ, ვკვდები!“ კარგი რა. მკერდში ხმალი გაქვს, ყველა ვხვდებით რომ მომაკვდავი ხარ, რა საჭიროა გამოცხადება - თქვა მან. - დიმიტრი, არ შეგიძლია უბრალოდ წაიკითხო? - იკითხა გაბრაზებულმა მისის სლეითმა. - უბრალოდ ვამბობ. საშინელი გზაა სიკვდილისთვის. დაგენიძლავებით ამ ნაწილში მხოლოდ იმიტომ მიმაღებინეთ მონაწილეობა, რომ მოვმკვდარიყავი. ჰამლეტის დედას არც კი ადარდებს! ნება მომეცით გითხრათ, რომ დედაჩემის ხალიჩაზე მომაკვდავი კაცი რომ დავტოვო... ოჰ ღმერთო.... მართლა მოვკვდები - თქვა ბიჭმა. - მოკეტე დიმიტრი. მკვდარი უნდა იყო - შეახსენა კიმმა. - ოჰ, კიმბერლი ძვირფასო, მე რომ მკვდარი ვიყო ცრემლებად დაიღვრებოდი - უპასუხა ბიჭმა და კოცნა გაუგზავნა. - დანარჩენები არ ვიტირებდით. გაჩუმდი! - თქვა მისის სლეითმა. დიმიტრი გაიკრიჭა და მე თვალები გადავატრიალე. კითხვა განვაგრძეთ სანამ ზარი არ დაირეკა. ადგილიდან წამოვხტი და ტალიასთან და ოლივერთან მივედი. ოლივერმა ჩემი გამომეტყველების დანახვისას სიცილი დაიწყო. შევხედე და თავში წამოვარტყი. სასაცილო საერთოდ არ იყო! - მძულს ჩემი ცხოვრება! - წამოვიძახე საცოდავად. - ოჰ, მხოლოდ ერთი გაკვეთილი გიწევს დიმიტრის გვერდით ჯდომა - მითხრა ტალიამ. ბიჭს გავხედე, რომელიც კიმთან ერთდ კლასიდან გავიდა. ლაპარაკისას ხელებს ისევ აქეთ-იქით იქნევდა. - მძულს.მძულს. და ვოცნებობ მართლა შემეძლოს მისი დაჭრა - დავიწუწუნე. - მხიარულია - თქვა ჩაფიქრებულმა ტალიამ - და როგორც ვთქვი, საყვარელიცაა, მის ფერებსა და ბრჭყვიალებს თუ არ შეიმჩნევ. - სერიოზულად ტალია, არამგონია ვინმეს ნორმალურ ტანსაცმელში ენახოს. მაშინაც კი როდესაც პატარები ვიყავით - თქვა ოლივერმა. - დაწყებით კლასებში არ ვიცნობდით. ალბათ აქ არ ცხოვრობდა - გვითხრა ტალიამ - მაგრამ მეხუთე კლასში მახსოვს. მაშინაც ფერადი იყო, ბრჭყვიალების გარეშე ოღონდ. - აუტანელია - ვთქვი და მეცხრე გაკვეთილზე შევედი. - მხიარულია - გამიღიმა ტალიამ. -მხიარული არ არის. ზედმეტად დრამატული და გამაღიზიანებელია. უბრალოდ უნდა მოკეტოს - ვუპასუხე. - მორჩი! დარწმუნებული ვარ ალექსს შენი ლაპარაკი არ მოეწონება - მითხრა ტალიამ და თავით მანიშნა. გავიხედე და ალექსი ოთახში შემოვიდა. თმა თითზე დაიხვია, გაიღიმა და თავის მეგობარს ლაპარაკი გაუბა. - თიო და ალექსი ზიან ხეზე, კ-ო-ც-ნ-ი-ა-ნ ერთმანეთს, ჯერ სიყვარული მოდის, შემდეგ ქორწინება მოდის, შემდეგ დიმიტრი მოდის და ყველაფერს აურევს, იმიტომ რომ სამყაროს თიო სძულს - მხიარულად წაიმღერა ოლივერმა. თმების დაგლეჯვა და ყვირილი მომინდა. დიმიტრი ოთახში კიმთან ერთად შემოვიდა. თავისი შარფის კიდეს აწვალებდა და კიმის ლაპარაკს უსმენდა. მედიდურად დააბიჯებდა კლასში და ყველას ყურადღება მიიპყრო. თვალები დავუბრიალე, როდესაც ჩვენი მიმართულებით წამოვიდა და კიმთან ერთად ჩვენთან ახლოს დაჯდა. - მიხარია ცხრილი რომ შეგიცვალეს და გაკვეთილები ერთად გვაქვს - უთქხრა ღიმილით გოგონამ. - დაგეთანხმები, დიდებულია რომ ტრაგიკულად აღარ გვაშორებენ ერთმანეთს - თქვა დიმიტრიმ და შარფის კიდეს თავი ანება. - მშვენიერია. ეხლა მასთან ერთად ლანჩი და ორი გაკვეთილი მაქვს - ჩავისისინე. - ჩვენ ყველას გვაქვს მასთან ერთად გაკვეთილები - შემისწორა ტალიამ. - მაგრამ ინგლისურზე მის გვერდით მაინც არ ზიხართ! - ვთქვი და ხმას დავუწიე, რომ ბიჭს არ გაეგო - ყოველთვის, როდესაც თავს აქნევს, ტონა ბრჭყვიალები იყრება მერხზე! - მართლა არ არის ძალიან ცუდი. უბრალოდ ოდნავ კაშკაშაა - მითხრა ტალიამ. - ოდნავ? - ერთდროულად ვკითხეთ მე და ოლივერმა, ისე შევხედეთ, რომ მიმხვდარიყო რა იდიოტობას ამბობდა. - კარგით, კარგით. ძალიან კაშკაშააა, მაგრამ ძალიან ცუდი ადამიანი არ არის. - ჰო, არც ჰიტლერი იყო ცუდი - ვუპასუხე გაღიზიანებულმა - დაგენიძლავებით ერთმანეთს მშვენივრად შეეწყობოდნენ! - ჰიტლერს ვერ შეადარებ მხოლოდ იმის გამო რომ ნათელი ტანსაცმელი მოსწონს - თქვა გაბრაზებულმა ტალიამ - არავინ მოუკლავს! - ამის დამტკიცება არ შეგიძლია. ალბათ მაწანწალებს ხოცავს და ტანსაცმელს პარავს. - ეს ხსნის, რატომ არ ეხამება მისი სამოსი ერთმანეთს - დამეთანხმა ოლივერი. - იქნებ იმიტომ იყრის თმაზე ბრჭყვიალებს, რომ თავი ედვარდ ქალენი ჰგონია? - ვუთხარი ოლივერს. - ანუ ფიქრობს რომ მზე მბზინავს ხდის? თავი დავუქნიე - ჰო, ამის გამო იყრის ბრჭყვიალებს. შემდეგ მზეზე გამოდის და ბუმ! მაშინვე ბზინავს. - ოჰ ღმერთო ჩემო, თიო, ნამდვილი გენიოსი ხარ! - დაიყვირა ოლივერმა. - ნწ, დებილი უფრო ხარ - ჩაიბუზღუნა ტალიამ. - სასწავლო შესვენება ძალიან მოსაწყენია - დიმიტრის მუსიკალურმა ხმამ ჩვენამდე მოაღწია. სკამზე იყო მიყუდებული და ფეხები კიმის კალთაში ელაგა. ცისარტყელის ფერების ვანსები ეცვა. - ჰოდა გაამხიარულე. ყოველთვის შეგიძლია ამის გაკეთება - უთხრა კიმმა. - ჰო, ჰო შემიძლია - თავდაჯერებული ღიმილით თქვა დიმიტრიმ.მიმოიხედა, ყველა გადაათვალიერა და ჩვენზე შეაჩერა მზერა. თავი დახრილი მქონდა, არ მინდოდა შემეხედა. მისი დანახვაც კი გულს მირევდა. როგორ შეუძლია ვინმეს ესე სიარული? - მალე დავბრუნდები, მათემატიკის მასწავლებელს რაღაცაში დახმარება უნდა ვთხოვო - გვითხრა ტალიამ, ადგა და საკლასო ოთახიდან გაუჩინარდა. კლასის დამთავრებას მოუთმენლად ველოდი. საშინელი დღე იყო. - მაპატიეთ? გონებაში შევიგინე და თავი ავწიე. დიმიტრი ჩემს წინ იდგა, ხელები მკერდზე გადაეჯვარედინებინა და სულელურად მიღიმოდა. - შენ ის ბიჭი ხარ, რომლის გვერდზეც წინა გაკვეთილზე ვიჯექი - თქვა და ჩემს წინ, სკამზე დაჯდა. - ჰო, მე ვარ - ვეცადე ხმა და გამომეტყველება ბუნებრივი მქონოდა. - საშინაო დავალება გვაქვს? - მკითხა. - ჰო. ის სცენა უნდა წაიკითხო ბოლომე, რომელიც კლასში დავიწყეთ - ვუპასუხე, ვნატრობდი მალე წასულიყო. - ვინ იყო ის გოგო, შენთან ერთად რომ იჯდა? - უეცრად შეცვალა თემა. ოლივერმა სიცილის ჩასახშობად ჩაახველა. მინდოდა ჩამერტყა, მაგრამ თავი შევიკავე. - ტალია იყო. - ტალია - გაიმეორა ნელა, თითქოს სიტყვას გემოს უსინჯავდა - ლამაზი სახელია. შენი შეყვარებულია? ამაზე ოლივერმა თავი ვეღარ შეიკავა. სიცილი დაიწყო და სახე ხელებში ჩარგო. დიმიტრიმ ყურადღება არ მიაქცია, ყინულივით ცისფერი თვალებით მომაშტერდა და ოდნავ გავწითლდი. - ტალია ჩემი დაა! - ვუთხარი - ღმერთო, და-ძმები საერთოდ არ გყავს? ვერ ამჩნევ ადამიანებს შორის მსგავსებას? - რა თმა უნდა. დიდებული პატარა ძმა მყავს, გალენი. ზუსტად ჩემნაირია. ასევე და მყავს, მაგრამ არაფრით მგავს - თქვა და ისევ დაიბრუნა თავმომწონე ღიმილი, ოჰ დიმიტრის პატარა, საცოდავი ძმა. - გილოცავ. დავალებას ვწერ, მარტო ვერ დამტოვებ? - ვკითხე გაღიზიანებულმა. არ მომწონდა ტალიაზე რომ საუბრობდა. - ვხედავ როგორც სწავლობ. დაკვირვებით სწავლა სჭირდება ნაჯღაბნ ფურცლებს - თქვა და ფურცელზე მიმითითა, რომელიც ხელში მეჭირა. ოდნავ გავწითლდი და ხელით დავფარე, - რამე გჭირდება? - ვკითხე და თვალები დავუბრიალე. - ოჰ, დამშვიდდი -მითხრა ხელის ქნევით - საცვლებიდან ნუ ამოხტები. უბრალოდ გასაუბრებას ვცდილობ. - არ მინდა შენთან ლაპარაკი - ვუთხარი მარტივად. დიმიტრიმ თავი გააქნია და ბრჭყვიალები ჩამოუცვივდა - ნწნწ, ეს უსამართლობააა. არც კი მიცნობ. - და არც მინდა გაგიცნო. ნახვამდის - ვუპასუხე მოკლედ. - ოჰ, ძვირფასო, ყველას უნდა ჩემი გაცნობა - თქვა და გესლიანად გაიღიმა. - მე არა - ვუპასუხე ისე რომ მისკენ არც შევტრიალდი. - კიმბერლი, ძვირფასო, ეს ბიჭი ჯიუტობს - მხარს ზემოდან გადასძახა მეგობარს. კიმი ადგა და ჩვენთან მოვიდა, თვალები გადაატრიალა, დიმიტრის ხელი მოჰკიდა და ფეხზე წამოაყენა. - მის გამო ბოდიშს ვიხდი, თიო. სადმე უნდა დავაბა - ამოიოხრა გოგონამ. - ბრჭყვიალა საყელო მიყიდე - უთხრა დიმიტრიმ. - უბრალოდ მომაშორე - ჩავიბუზღუნე. - როგორი უხასიათოა. რას გეძახის კიმი? თიოს? - მკითხა დიმიტრიმ. - ეს მისი სახელია. თიო - უპასუხა კიმმა. - როგორც თეოდორი? - იკითხა ისევ დიმიტრიმ. - თეოდორი არ დამიძახო - მკაცრად შევხედე. მძულდა როდესაც სრული სახელით მომმართავდნენ. - ვფიქრობ მიხვდებოდი, რომ სრული სახელები უფრო მომწონს. მალე შეგხვდები პატარა თეოდორ - თვალი ჩამიკრა და კიმის გაჰყვა. - რამეს იტყვი და მოგკლავ - ჩავიღრინე და ოლივერს მივუბრუნდი. - სიტყვასაც არ ვიტყვი, პატარა თეოდორ - მითხრა მან. - ოლივერ! ჩაიცინა და ხელი უდანაშაულოსავით ასწია - დამშვიდდი თიო. უბრალოდ გეხუმრები. ისე რომ ვთქვა სასაცილო იყო ამის ყურება, - ნამდვილად არ იყო სასაცილო! - თვალები დავუბრიალე - მძულს და ის კი ცდილობს ნერვები მომიშალოს! დიმიტრისკენ გავიხედე. კიმისთან ერთად იჯდა და აიპოდში რაღაცას აჩვენებდა. - შენი აზრით რატომ იკითხა ტალიაზე? - ვკითხე უეცრად დამწუხრებულმა. ჩემი დის დაკერვას აპირებდა? ეს ბიჭი საერთოდ ჰეტეროსექსუალი იყო? - შეიძლება ცდილობდა კიდეც. ოჰჰ, მათ მშვენიერი პატარა, მბზინავი ბავშვები ეყოლებათ - თქვა ოლივერმა. ტალიას შევხედე, რომელიც ოთახში შემოვიდა. შემდეგ დიმიტრის შევავლე თვალი. ისიც უყურებდა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მასთან სალაპარაკოდ. - დაწყევლილი მათემატიკა - თქვა ჩემმა ტყუპმა და დაჯდომისას ჩანთა მაგიდაზე დაახეთქა. - ტალია, აბა გამოიცანი ვინ გიკითხა? - გაიკრიჭა ოლივერი. - ჰაჰ? - იკითხა ტალიამ. - დიმიტრიმ - უთხრა ბიჭმა და ყველაფერი აუხსნა რაც მოხდა. როდესაც დაამთავრა, ტალიამ გაიცინა. - აწწ, შენთან მეგობრობა უნდა თიო! - მითხრა მან. - მე არ მინდა მასთან მეგობრობა - ჩავიბუზღუნე. - მეგობრები გჭირდება.. მხოლოდ ოლივერი გყავს - თქვა ტალიამ და ხელი ბიჭისკენ აიქნია. - ჰეი! ოლივერს რა სჭირს? - იკითხა ოლივერმა. - ხვრინავ - მხრები აიჩეჩა ჩემმა ტყუპმა - და ყოველთვის როცა ჩვენთან მოდიხარ, ჩემს პუდინგს იპარავ. - იმიტომ რომ თიო მხოლოდ ვანილის პუდინგს ჭამს. ძალიან მოსაწყენიაა - უპასუხა ბიჭმა - სწორედ ამიტომ ვიპარავ შენს შოკოლადის პუდინგს. - ეს იმიტომ რომ თიო მოსაწყენი ბიჭია - თქვა ტალიამ. - არ ვარ მოსაწყენი! - დავუყვირე. - თიო, შენი გართობა თამბლერის თვალიერებაა - ამოიოხრა ჩემმა დამ. - სხვა რაღაცეებსაც ვაკეთებ. მაგალითად.... უჰ... ვსუნთქავ - ვთქვი თავდაჯერებულმა. - ვაუ! როგორი განსაცვიფრებელია - მიპასუხა სარკაზმით. - შეიძლება დიმიტრის მსგავსი ადამიანი გჭირდება - გაიკრიჭა ოლივერი - ჩავმულობაც კი მოსაწყენი გაქვს! ჩემი თავი შევათვალიერე. მოტკეცილი, გრძელსახელოიანი , ნაცრისფერი მაისური და გახუნებული ჯინსი მეცვა. ჩვეულებრივი ტანსაცმელი. - არა მადლობა. მირჩევნია ლეგენდარული დედოფალი ჩემი ცხოვრებიდან შორს იყოს - ვუპასუხე მათ. - ყველას უნდა ლეგენდარული დედოფალი თავიანთ ცხოვრებაში - თქვა დიმიტრიმ და ღიმილით მოგვიტრიალდა - და ძვირფასო, ლეგენდარულ დედოფალს სრულად უფუნქციონირებს ყურები. ტალიამ და ოლივერმა გაიცინეს, მე კი გავწითლდი. დიმიტრიმ თითები სკამის საზურგეზე დააკაკუნა და შემომხედა. შევამჩნიე, რომ თითები ბრჭყვიალა შავი ფერის ლაქით შეეღება. ეს ბიჭი მხოლოდ ბრჭყვიალებია. - აზრი არ აქვს - ჩავიბუზღუნე. - ნამდვილად შემიძლია შენი მორთვა პატარა თეოდორ - მშვიდად შეათვალიერა ჩემი ჩაცმულობა. - საერთოდ არ მინდა შენი „მორთულობა“ - ვთქვი ზიზღით - შენ პატარა, საზიზღარი... ზარი დაირეკა სანამ წინადადებას დავამთავრებდი. დიმიტრი და კიმი ერთდროულად ადგნენ. ბიჭი უფრო მეტად იკრიჭებოდა. - მოგვიანებით გნახავ პატარა თეოდორ - ხელი ნაზად დამიქნია და კლასიდან გავიდა. ვუყურებდი როგორ გაუჩინარდა ოთახიდან - ვერ.ვიტან.დიმიტრი.ივანოვს. ტალიამ ჩაიხითხითა - მაგრამ მას ნამდვილად არ სძულხარ. მკაცრად შევხედე - მოკეტე ტალია! შევტრიალდი და ოთახიდან გავვარდი. რა ნახა აქ სასაცილო ტალიამ? ვიღაცას დავეჯახე და შევბარბაცდი. ავიხედე და გავფითრდი როდესაც ალექსის მზერას გადავაწყდი. - მაპატიე - ვთქვი მობოდიშებით. მეგობრულად გამიღიმა - არაუშავს, შემთხვევით მოხდა. შებრუნდა და დერეფანს გაუყვა მეგობართან ერთად. ვუყურებდი როგორ მიდიოდა, თავს ვწყევლიდი, რომ ნორმალური ვერაფერი ვუთხარი. - მოსაწყენი ხარ, როგორც ყოველთვის თიო - თქვა ტალიამ და მხარზე ხელი დამარტყა. - ტალია, სერიოზულად ვამბობ, შემომაკვდები - დავისისინე. - დღეს საშინელ ხასიეთზე ხარ! წამოდი. ცოტას გაგამხიარულებთ - თქვა ოლივერმა, ხელი მომკიდა და სკოლიდან გამიყვანა. ტალიაც უკან მოგვყვა. თავი დავხარე როდესაც დიმიტრის და კიმს ჩავუარეთ. წარმოდგენა არ მაქვს რატომ მეზიზღება ესე ძალიან. შეიძლება მისი ჩაცმის ან საქციელების გამო, მაგრამ თუ ამ ძლიერი სიძულვილით ვიმსჯელებთ, რომელსაც უცნობი ბიჭის მიმართ ვგრძნობ, ეს რაღაც უფრო ძლიერი გრძნობა უნდა იყოს. - I DID THE WRONG THING TO THE RIGHT GIRL - დავიყვირე მე. - IT WAS YOUR WORLD BABY AND I JUST LIVED IN IT - სიმღერაში ტალიაც შემომიერთდა. - PLEASE, PLEASE BABY COME BACK - აგვყვა ოლივერი. (The maine – Right girl) ვიცინოდით და მანქანა სახლთან გავაჩერე. სახლში შესვლისას ფეხსაცმელები გავიხადეთ და მისაღებ ოთახში, დივანზე მოვთავსდით. - მშია - გამოგვიცხადა ოლივერმა. - პიცა ვჭამოთ - შევთავაზე. - ჩიფსები და ნამცხვრებიც გვაქვს - შეგვახსენა ტალიამ. - თიო! ტალია! იმედი მაქვს ისევ ტკბილეულის ჭამას არ აპირებთ - მკაცრად გვითხრა ოთახში შემოსულმა დედამ. მე და ჩემი და ერთმანეთს ძალიან ვგავდით, ორივეს დედაჩვენის მწვანე თვალები გვქონდა. დედა, როგორც ყოველთვის, საოცრად ლამაზად გამოიყურებოდა. გრძელი, ოქროსფერი თმა მხრებამდე სწვდებოდა და შავი, მოტკეცილი კაბა ეცვა. - არა, რას ამბობ - ვუთხარი მიამიტური ღიმილით. - კარგი, მე და მამათქვენი სადილზე უფროსს ვხვდებით. გამომართვით ფული და რამე ჯანსაღი საკვები იყიდეთ. ოლივერისთვისაც გადაიხადეთ - გვითხრა და 50$ მოგვცა. ოლივერი ჩვენთან ხშირად იყო, მასთან ერთად გავიზარდეთ და ჩვენი მშობლები მას ისე უყურებდნენ, როგორც საკუთარ შვილს. - დედა ლაით, გვირჩევნია რამე მსუბუქი შევჭამოთ - უთხრა ოლივერმა და მომხიბლავად გაუღიმა. - ოლივერ, შენ, თიო და ტალია წახვალთ და ნამდვილ საჭმელს შეჭამთ! - დედა თავის მკაცრ ტონზე გადავიდა. - ვერ შეგეკამათები. შიმშილით ვკვდები - თქვა ტალიამ. - იცოდე რამე ჯანსაღი საკვები მიიღეთ - თქვა დედამ, როდესაც ტალია გარეთ მიმათრევდა. - კარტოფილი ხომ ჯანსაღი საკვებია? - ვიკითხე ჩაფიქრებულმა. დედამ ღიმილით თავი დამიქნია - ჰო! კარტოფილი ძალიან სასარგებლოა! - კარგია, იმიტომ რომ ფრანგული ფრი კარტოფილისგან მზადდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრანგული ფრი სასარგებლოა - ვუთხარი ღიმილით. - თეოდორ! - დაიძახა გაღიზიანებულმა. ჩავიცინე და ტალიას ნება მივეცი ოთახიდან გავეყვანე, ოლივერიც გამოგვყვა. გარეთ გავედით და მანქანაში ჩავსხედით. - სად გინდათ წასვლა? - ვკითხე, როდესაც ქუჩას გავუყევით. - პაპა ლუის-ში წავიდეთ! - თქვა ტალიამ - საჭმელი იაფია და საკმაოდ კარგი. დარჩენილი თანხით კინოში ან სადმე წავიდეთ. - სწორედ ამიტომ ვმეგობრობთ მასთან - მითხრა ოლივერმა და ტალიაზე მიმითითა. ჩემმა ტყუპმა ბიჭს თავში წამოარტყა და თვალები გადაატრიალა. პაპა ლუისამდე მივედი და მანქანა გავაჩერე. შენობაში შევედით და ცარიელი ადგილისკენ წავედით. - მიყვარს აქაურობა, განსატვირთი ადგილია - თქვა ოლივერმა და სკამს მიეყუდა. - და იაფიცაა - ვუთხარი და ჩენს ფულს თვალი გადავავლე - 17$ გვეხარჯება და 33$ დაგვრჩება. - არაფერს - ამაყად გვითხრა ტალიამ. - რომ შევჭამთ კინოში წავიდეთ? - ტალიას ყურადღება არ მივაქციე და ვიკითხე. - ფილმის ნახვის ხასიათზე არ ვარ. ფული შევინახოთ - შემოგვთავაზა ოლივერმა. - მომწონს შენი აზრება - ვუთხარი ბიჭს და თავი დავუქნიე. - სახლში დავბრუნდეთ და ბილიარდი ვითამაშოთ - გვითხრა ტალიამ. - ჰო! ოლივერს უფრო მეტ ფულს დავცინცლავ - გავიკრიჭე. - ფიქრობ, რომ რვა წლის მანძილზე ვერაფერი ვისწავლე და ისევ გამაცურებ? - ამოიოხრა ოლივერმა. ტალიამ სიცილი დაიწყო. ხელი პირზე აიფარა დასაფარად და მე და ოლივერმა დაბნეულებმა შევხედეთ. - ესეთი სასაცილოც არ იყო - ვუთხარი გოგონას. თავი გააქნია - უბრალოდ... შეხედეთ აქ ვინ მოვიდა. კარისაკენ გავიხედე და ხმამაღლა ამოვიოხრე, როდესაც დიმიტრი და კიმი შემოვიდნენ. დიმიტრის გამოჩენამ კუთხეში მჯდომი მოხუცი წყვილისა და ბავშვთან ერთად მყოფი ახალგაზრდა წყვილის ყურადღება მიიპყრო. თავი დავხარე, იმის იმედად რომ ვერ შეგვამჩნევდნენ. მადლობა ღმერთს, ჩვენგან მოშორებით დასხდნენ. - რა ჯანდაბაა? - დავისისინე. - ვაღიერებ. ნამდვილად მე დავპატიჟე - ხელი ასწია ოლივერმა. ხელი ჩამოვაწევინე - აქ რატომ არიან? - იმიტომ რომ ეს საზოგადო ადგილია - აღნიშნა ტალიამ - და მას აქ მოსვლის ყველანაირი უფლება აქვს, ისევე როგორც ჩვენ. - მგონი მისი დანახვისას მოხუც ქალს გულის შეტევა დაემართა. როდესაც შეხედა თმა შოკისგან გაუთეთრდა - ქალისკენ მივუთითე, რომელიც ისევ დიმიტრის უყურებდა. - თიო, მოხუცს მანამდეც თეთრი თმა ჰქონდა - ამოიოხრა ტალიამ. - არა, შავი ჰქონდა. მხედველობა შეიმოწმე - ვუპასუხე. - მოკეტე თიო - თვალები გადაატრიალა. გაღიზიანებულმა ამოვიოხრე - ძალიან დიდი იმედი მაქვს დიმიტრი ვერ შეგვამჩნევს, თორემ გეფიცებით... - ოჰ, აქ ჩემი მშვენიერი, პატარ თეოდორია! - .... ჯანდაბა. დიმიტრი ჩვენს მაგიდასთან, თავდაჯერებული ღიმილით მოვიდა - პატარა თეოდორი, მისი და ლამაზი სახელით და ბიჭი რომელიც საერთოდ არ მაინტერესებს. როგორი სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა. - ბრწყინვალებავ, მეც საერთოდ არ მაინტერესებ - ჩაიბუზღუნა ოლივერმა. დიმიტრიმ ყურადღება არ მიაქვია, ისევ მე და ტალიას გვიყურებდა - სალამი ტალია. როგორც ვიცი მათემატიკა ერთად გვაქვს - ხელი გაუწოდა ჩემს დას. - ჰო ერთად გვაქვს. ჩემს წინ ზიხარ - უპასუხა ტალიამ. ნორმალური ადამიანივით ჩამორთმევის მაგივრად, დიმიტრიმ ხელზე აკოცა და გასწორდა. - სასიამოვნოა შენი გაცნობა. ძალიან ლამაზი სახელი გაქვს. თეოდორისგან განსხვავებით - ამოიოხრა დრამატულად. - სახელი იმისთვის არ დამარქვეს, რომ შენ მოგწონებოდა. დიმიტრიც უაზრო სახელია - მკაცრად შევხედე. - მითხარი რამდენ დიმიტრის იცნობ, ერთადერთი ვარ მთელს სკოლაში. ძვირფასო, ჩემნაირი არავინ არ არის - თქვა და თავის თავზე მიმითითა. - ეგ კი მართალია - ჩავიბუზღუნე და კიმს შევხედე, რომელიც ჩვენი ყურებით ერთობოდა - თქვენ ორი ერთად ხართ? - რატომ იკითხე, ჩემი დაა. და-ძმები საერთოდ არ გყავს? ვერ ამჩნევ ადამიანებს შორის მსგავსებას? - ჩემივე სიტყვებით მიპასუხა. - კიმი შენი დაა? - ვკითხე და ლამის ყბა ჩამომივარდა. - ჩემი სულიერი და. მართალი არ ვარ კიმბერლი, ძვირფასო? - სულიერი და, სამუდამოდ - დაეთანხმა კიმი. - მაგრამ არა, ძვირფასი კიმბერლი და მე ერთმანეთს არ ვხვდებით. ვიცი ნატრობს ერთად ვიყოთ, მაგრამ ჩემი შეყვარებული ვერ იქნება. არ შემიძლია ამდენი სრულყოფილების გაძლება - ამოიოხრა დრამატულად და ხელი გულზე დაიდო. - ეხლა შეგიძლია წახვიდე? - ვკითხე გაღიზიანებულმა. თითები მაგიდაზე დააკაკუნა. შევამჩნიე გრძელი, ლამაზი თითები ჰქონდა, როგორც ხელოვანს. - არა, პატარა თეოდორ, ეხლა არ შემიძლია წასვლა - ღმერთო, როგორ მინდოდა სულელური ღიმილი სახიდან მოეშორებინა. - რატო? - რატომ? იმიტომ რომ არ მინდა განადგურებული დაგინახო - წამოიყვირა, თითქოს ეს აშკარა უნდა ყოფილიყო - ვიცი ჩემით შეპყრობილი ხარ. საბრალოვ, აღარ არის ამის დამალვა საჭირო. ტალიამ და ოლივერმა სიცილის დაფარვა ხველით სცადეს. დიმიტრის პირღია შევყურებდი. - შეპყრობილი იმ აზრით ვარ, რომ შენი ეგო უკანალში გაიკეთო - ვუთხარი და მოხუცი წყვილის ყურადღება მივიქციე. დიმიტრიმ ხმამაღლა გადაიხარხარა. ჩემკენ გადმოიხარა და უფრო მეტად გაიკრიჭა - მეც ‘თითქმის’ იგივეს ვფიქრობ შენზე, პატარა თეოდორ - ჩამჩურჩულა და ქამარი შესამჩნევად შეისწორა. მოვიშორე და ზიზღით შევხედე - ისევე მინდა შენთან დაწოლა, როგორც სამართებლის გადაყლაპვა. - წამოდი დიმ - კიმი მოვიდა და დიმიტრის ხელი მოჰკიდა - წამოდი სანამ საცოდავი თიო მოგკლავს. - კიმბერლი, ძვირფასო, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მხოლოდ დიმიტრი უნდა დამიძახო - თქვა და წარბი აუწია. - შენი ოჯახი ზედმეტსახელებს გეძახის! - შეეკამათა კიმი. დიმიტრიმ ამოიოხრა - მართალია, ძვირფასო... მოკლედ, მირჩევნია დიმიტრი დამიძახო და სხვა არაფერი - თქვა და გოგოსავით დადგა - სიმართლე რომ ვთქვა, ჩემი სახელი დიდებული მგონია. - ასეც არის და შენც დიდებული ხარ. ეხლა წავედით სანამ თიო მოგკლავს. მართალიც იქნება, მაგრამ მერე მე მარტოსულობით მოვკვდები - მობოდიშებით გამიღიმა და დიმიტრის წაყვანა სცადა. - ჩემს მაგიდას დავუბრუნდები. ძალიან არ მოგენატრო პატარა თეოდორ - ხელი დამიქნია და კიმისთან ერთად გაგვეცალა. - სერიოზულად? ჯერ კიდევ ამ დილით ერთი სიტყვაც არ გვქონდა ნათქვამი ერთმანეთისთვის, ეხლა კი ჩემით შეპყრობილია - ვთქვი საცოდავად. ტალიამ ჩაიხითხითა - მხიარულია. - თვალებს მტკენს - თქვა ოლივერმა და თვალები მოისრისა - ძალიან ნათელი და ბჭყვიალაა. ჩვენი რიგის ნომერი დაიძახეს და ოლივერი საჭმლის მოსატანად წავიდა, მალევე ორი ლანგრით დაბრუნდა. საჭმელი მაგიდაზე დააწყო და ჭამა დავიწყეთ. ვცდილობდი მალე შემეჭამა და დიმიტრის სწრაფად გავცლოდი. - ღმერთო, თიო, ამაზე სწრაფად ვერ შეჭამ? - მკითხა ოლივერმა, მიყურებდა როგორ ვისრუტავდი საჭმელს. - ფეხმძიმე ვარ. ორის მაგივრად ვჭამ - ვთქვი და ხელი მუცელზე დავიდე. - ეხლა მივხვდი დედა როგორი მსუქანი იქნებოდა. სამის საჭმელს ჭამდა - ჩაუსტვინა ტალიამ. - ალბათ მთელ საჭმელს მე ვითვისებდი - მხრები ავიჩეჩე. - სიმართლე რომ ვთქვა, სავარაუდოდ ვეშაპებს შენი მადის შეშურდებოდათ - ამოიოხრა ტალიამ. კიდევ ერთი ნომერი გამოაცხადეს და დიმიტრი წამოდგა, ოთახიდან გაუჩინარდა. ერთი წუთის შემდეგ, ორი ლანგრით დაბრუნდა და თავისი მაგიდისკენ წავიდა. უნდა ვაღიარო, გრაციოზულად მოძრაობდა. მოცეკვავის მოძრაობები ჰქონდა, ხელოვანის თითები და გრძელი ფეხები. მართლა კარგი ხელოვანი იქნებოდა, ამის მაგივრად კი უბრალოდ ჭრელი ბიჭია. - თიო, სურათი გადაუღე, უფრო მეტხანს გაძლებს - ჩამჩურჩულა ტალიამ. - მირჩევნია კამერა არ გავტეხო - ვთქვი და ბიჭს თვალი მოვაშორე. - მართლა არ არის მახინჯი - ამოიოხრა ჩემმა ტყუპმა - ნორმალურად რომ ეცვას და ბჭყვიალები არ ჰქონდეს სექსუალური იქნებოდა. რუსული გარეგნობა აქვს. - რა იცი რომ რუსია? - იკითხა დაბნეულმა ოლივერმა. - ოლივერ, დიმიტრი ივანოვი ნამდვილად რუსული სახელია. - ჩემი სახელი რომ ნაითი ყოფილიყო, ჩემი სრული სახელი ნაით ლაითი იქნებოდა - გამოვაცხადე ხმამაღლა. - იდიოტი ხარ - ჩაილაპარაკა ტალიამ. - ჭამას მოვრჩი, წავედით ბილიარდის სათამაშოდ - წამოხტა ოლივერი და ჩვენი ლანგრები აიღო. ნაგავი გადაყარა და მაგიდასთან დაბრუნდა. ავდექით, მე ჩემი სასმლის ბოლო წვეთი დავლიე და ნაგავში გადავაგდე. - პატარა თეოდორ, უკვე მიდიხარ? - დამიძახა დიმიტრიმ. - არა დიმიტრი. გავიგეთ, რომ ჭამის შემდეგ ადგომა, გადამუშავებაში დაგვეხმარება - თვალები გადავატრიალე და მკაცრად შევხედე - რა თქმა უნდა მივდივართ. - იმედი მაქვს ჩემზე კარგ სიზმრებს ნახავ - თქვა და კოცნა გამომიგზავნა. - იმედია უეცრად დაიწვები ან რამე მოგივა - ვუპასუხე. - თიო - ტალიამ თვალები გადაატრიალა - ხალხი გიყურებთ. - ჰოდა გვიყურონ - ვთქვი და შუა თითი ავუწიე, უკეთესი სანახაობისთვის. - პატარა ბავშვივით ხარ! - ჩემმა დამ ხელი ჩამომაწევინა და ოთახიდან გამიყვანა, სანამ დიმიტრისთვის კიდევ რამის თქმას მოვასწრებდი. მანქანაში ჩავსხედით და Breathe Carolina ჩავრთეთ. სახლში მისვლისას ბილიარდის მაგიდისკენ გავემართეთ. - შენ დაიწყე - ვუთხარი ოლივერს. ტალია მაგიდის კუთხეში დაჯდა და თამაშს თვალს ადევნებდა. - ისევ დიმიტრიზე ვფიქრობ. ძალიან ჭრელია, მაინტერესებს რატომ - თქვა ჩაფიქრებულმა ტალიამ - მართლა სექსუალური იქნებოდა, ესე გიჟურად რომ არ იცმევდეს. - ვის აინტერესებს? - ვკითხე გაღიზიანებულმა და ოლივერს შევხედე, რომელიც თამაშს განაგრძობდა - ჩემს ნერვებზე საშინლად მოქმედებს. - მაინტერესებს შენ რატომ აგირჩია - შემომხედა ტალიამ. - იმიტომ რომ ყველა რელიგიურ არსებას ვძულვარ - ჩავიბურტყუნე. - შეიძლება მოსწონხარ. არამგონია დიმიტრი ჰეტეროსექსუალი იყოს - თქვა ოლივერმა. - მგონი ბისექსუალია. როგორც ვიცი გოგოებთანაც ყოფილა და ბიჭებთანაც. არ ვიცი სიმართლეა თუ არა - თქვა ტალიამ. - საერთოდ ვინმე როგორ უნდა იყვეს მასთან? - ვიკითხე. - უბრალოდ გშურს, იმიტომ რომ ალექსთან არაფერი გამოგდის - გაიცინა ოლივერმა. - არა! - თავი გავაქნიე - სულაც არა! - ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - გვითხრა ტალიამ და გაიკრიჭა, რაღაც არ მომეწონა. ბოროტი ღიმილი იყო, ისეთი როგორც ჩემი და მაშინ იღიმის როდესაც ვიღაცის გეგმით ხალისობს. - ჰო? და რა იცი? - ვკითხე დაეჭვებულმა. - სკოლა უფრო მეტად საინტერესო იქნება, რადგან დიმიტრი შენით დაინტერესდა - თქვა და უფრო მეტად გაიღიმა. ჩემი ტყუპი და ძუკნაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი ბილიარდში საშინელებაა და კაშკაშა ბიჭმა ახალ მსხვერპლად ამირჩია. ნამდვილად დაწყევლილი ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.