შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 1 (+15)


18-12-2016, 19:43
ავტორი Constance
ნანახია 2 968

- შეტენავ თუ არა?
- ოლივერ, არ შემიძლია. ძალიან დიდია!
- არ მაინტერესებს. უბრალოდ შეტენე!
- გეუბნევი, არ ეტევა, დიდია!
- სცადე!
- კარგი!
მივაწექი, ოლივერი ბუზღუნით გაიწია და დახმარება სცადა. როგორც იქნა ბიჭი მიხვდა, რომ არ შეეტეოდა და დავნებდით.
- ეხლა რა ვქნათ? - მკითხა მოღუშულმა.
მხრები ავიჩეჩე - ეხლა სპორტის ჩანთაში ჩავდებ და გასახდელში შევინახავ - ვთქვი და უზარმაზარი ჩანთა ძირს დავაგდე.
- ტალიას ნივთებიც ჩანთაშია - შემახსენა ოლივერმა.
- მაშინ მის ნივთებს ამოვალაგებ და შეუძლია გოგონების გასახდელში დატოვოს - ვთქვი, დავიხარე და ჩანთა გავხსენი.
- აი ისიც.
გავიხედე და ტალია დერეფანს მოუყვებოდა. ჩვენს წინ გაჩერდა და უცნაურად შემათვალიერა.
- კარადაში არ ეტევა? - იკითხა მან.
თავი გავაქნიე, გავსწორდი და თავისი ნივთები გავუწოდე - ჩვენი და ოლივერის ტანსაცმელით - არა.
ტალიამ მხრები აიჩეჩა და ნივთები გამომართვა - არაუშავს. გასახდელში შევიტან და მალე დავბრუნდები.
- ჩემს კარადასთან დაგველოდე ტალია. ჩვენც გასახდელში შევიტანთ - ვუთხარი და მე და ოლივერი ბიჭების გასახდელისკენ წავედით.
ჩვენს საერთო კარადაზე კომბინაცია ავკრიფეთ და გავაღეთ. დავმშვიდდი, როდესაც ჩანთა შევტიე.
- ძლივს - ვთქვი, როდესაც საკეტის კარი დავკეტეთ.
- არ მჯერა, რომ ჩვეულებრივ კარადაში ვერ შეეტია - მიპასუხა ოლივერმა, ამოიოხრა და სკამზე ჩამოჯდა.
გვერდით მივუჯექი და თასმების შესაკრავად დავიხარე. გასახდელში ორი ბიჭი შემოვიდა, სავარაუდოდ სპორტისთვის უნდა გამოეცვალათ.
- ჰო, მაგრამ დაინახე რა ეცვა? - იკითხა ერთ-ერთმა ბიჭმა და თავი გააქნია.
- ის რაც ყოველთვის. ისე აცვია, თითქოს ცისარტყელას გული აერია - უპასუხა მეორემ.
მე და ოლივერმა ერთმანეთს გადავხედეთ და თვალები გადავატრიალეთ. დიდი ფიქრი არ დაგვჭირვებია, რომ მივმხვდარიყავით ვისზე საუბრობდნენ. მთელს სკოლაში, ერთადერთი ბიჭი იყო, რომელსაც ისე ეცვა, „თითქოს ცისარტყელას გული აერია“.
ავდექით და გასახდელიდან გავედით. ტალიასთან მივედით, რომელიც უკვე დერებანში გველოდა.
- მზად ხართ? - გვკითხა მან.
თავი დავუქნიეთ და ზარიც დაირეკა. სამივე პირველი გაკვეთილისკენ წავედით და ჩვენი ადგილები დავიკავეთ.
- შემცვლელია.
შემცვლელმა მასწავლებელმა სია აიღო, დაფასთან დადგა და თითქმის ცარიელ ოთახს თვალი გადაავლო.
- რატომ არის კლასი ცარიელი? - იკითხა დაბნეულმა.
- იმიტომ რომ პირველი გაკვეთილია. უმეტესად აცდენენ ხოლმე - მიეშველა ოლივერი.
- თინეიჯერები - ჩუმად ჩაიბუზღუნა მასწავლებელმა - კარგით, სიას წავიკითხავ - თქვა და მოსწავლეების სახელების ამოკითხვა დაიწყო.
- ტალია ლაითი? - ჩემმა დამ ხელი ასწია.
- თეოდორ ლაით?
- აქ ვარ - დავიძახე და ხელი ავწიე.
შემცვლელმა დაკვირვებით შგვათვალიერა - ტყუპები ხართ? - იკითხა და თავი დავუქნიეთ - ტალია ძალიან ლამაზი სახელია.
- მადლობა - ღიმილით უპასუხა ჩემმა დამ.
- რა? ჩემი სახელი ცუდია? - ჩავიბუზღუნე.
მასწავლებელმა ჩემი რეპლიკა დააიგნორა და სიის კითხვა განაგრძო.
ტალიამ ჩაიხითხითა - ნწნწ, გამხიარულდი თიო! არაფერია, უბრალოდ ზედმეტად ჩვეულებრივი სახელი გაქვს.
- როგორ გამაცინე - თვალები გადავატრიალე.
მასწავლებელმა დავალებები გადმოგვცა და თავის მერხს დაუბრუნდა. ოლივერი ჩვენთან გადმოჯდა.
- დავწეროთ? - დავალებაზე მიგვითითა.
- მოგვიწევს - ამოვიოხრე.
- სკოლის შემდეგ ვიკრიბებით? - ცოტა ხნის შემდეგ იკითხა ტალიამ.
- მე თავისუფალი ვარ, თქვენ რას იტყვით? - მხრები აიჩეჩა ოლივერმა.
- ჰო შევიკრიბოთ - ვთქვი და სკამის საზურგეს მივეყუდე.
შეხვედრაზე შეთანხმების შემდეგ ისევ დავალებას დავუბრუნდით. ბოლოს ზარი დაირეკა და მეორე გაკვეთილისკენ წავედით. გასახდელში გამოვიცვალეთ და სპორტდარბაზში შევედით.
- მინდა უკვე სამეცადინო გაკვეთილი იყოს - თქვა ოლივერმა, როდესაც ტალიასთან ერთად დავიწყეთ სიარული.
- მინდა უკვე სახლში მივდიოდეთ - უპასუხა ჩემმა დამ - სკოლა მოსაწყენია. უკვე შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი დღე მტკივნეულად გაიწელება.
- ყოველი დღე მტკივნეულად იწელება - შევახსენე.
- როგორც ყოველთვის პოზიტიური ხარ თიო - მითხრა ოლივერმა.
- იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია - გავიკრიჭე.
- უცნაური ტიპია - თქვა გოგონამ, რომელმაც მეგობრებთან ერთად გვერდით ჩაგვიარა - თავს უხერხულად არ გრძნობს? დაინახე დღეს რა ეცვა?
- არასდროს გრძნობს თავს უხერხულად - ერთ-ერთმა მეგობარმა უპასუხა - სამწუხარო ის არის, რომ ჩვეულებრივ ძალიან მიმზიდველი იქნებოდა.
- ეხლაც მიმზიდველია, უბრალოდ ჩვენთვის ზედმეტად ბრჭყვიალაა - გამოეხმაურა სხვა გოგო.
ლაპარაკით ჩაგვიარეს, მე და ოლივერმა კი ისევ ერთმანეთს გადავხედეთ და თვალები გადავატრიალეთ.
- რას ფიქრობ, ისეთი რა აცვია, რომ ყველა მასზე ლაპარაკობს? მეგონა ხალხი უკვე მიეჩვია მის ჩაცმულობას - ვუთხარი ბიჭს.
- ვერასდროს მიეჩვევი მისნაირ ადამიანს - სიცილით მიპასუხა ოლივერმა.
- ალბათ მართალი ხარ - მხრები ავიჩეჩე.
- კარგით, კარგით. მოდი მასზე არ ვილაპრაკოთ. უბრალოდ გავიაროთ - თქვა ოლივერმა.
- თიო, დაბლა ფრემბურთს შენი ოცნების გოგო არ თამაშობს? - მკითხა ტალიამ, ხელი მომკრა და გოგონასკენ მიმითითა.
- ნუ მიანიშნებ ტალია - ვუთხარი, ხელი ჩამოვაწევინე და გავწითლდი.
- უბრალოდ უთხარი რომ მოგწონს - მიპასუხა ჩემმა დამ.
გოგონას შევხედე, რომელიც სხვა ბავშვებთან ერთად ფრენბურთს თამაშობდა. ბურთის დაჭერას ცდილობდა, შემდეგ კი თავისი პოზიცია დაიკავა და თმა შეისწორა. ლამაზი იყო, გარუჯული კანითა და ღია ცისფერი თვალებით. მაღალი და კარგი აღნაგობა ჰქონდა, ვიცოდი სპორტული იყო და ასევე სკოლის გულთამპყრობელი.
- ალექსანდრა ძალიან მიმზიდველია, გამოსაშვებზე უნდა დაპატიჟო - მითხრა ოლივერმა.
- ნწ, ალექსი არასდროს წამოვა ჩემნაირ ბიჭთან ერთად - ვუპასუხე და ამოვიოხრე.
- შენნაირ ბიჭთან? თიო, კარგი რა! მახინჯი არ ხარ! - თქვა ტალიამ.
- აი აქ გაჩერდი - ხელის აწევით გავაჩუმე - არ მინდა ჩემი ტყუპი მეუბნევოდეს თუ როგორი სექსუალური ვარ. უცნაური იქნება.
- ოჰ მორჩი - მითხა და ხელი ჩამომაწევინა - არ ვაპირებდი მეთქვა რომ სექსუალური ხარ. უბრალოდ როგორც გოგო ვამბობ, რომ მიმზიდველი ბიჭი ხარ.
- მითხარი რომ ლამაზი ვარ - მივუბრუნდი ოლივერს და თვალები დავუხამხამე.
- თიო! სერიოზულად ვამბობ! - დაიბუზღუნა ტალიამ და მხარში ჩამარტყა.
- მეც სერიოზულად ვამბობ - ვუპასუხე და მხარი დავიზილე - ვიფიქრე დრო იყო ოლივერისთვის მეთქვა რომ მასზე შეყვარებული ვარ. ხომ მართალია ოლივერ?
- მეგონა ჩვენი სიყვარული, ზაფხულის გიჟური ღამესავით ნათელი იყო - მიპასუხა ბიჭმა და ხელი მხარზე გადამხვია.
- მძულხართ. სერიოზულად არაფერს ეკიდებით - ამოიოხრა ტალიამ.
ოლივერმა ხელი მომაშორა და ტალიას გაეკრიჭა - რას ამბობ ტალია, ყველაფერს სერიოზულად აღვიქვავთ!
- სისულელეა - ჩაიბუზღუნა ჩემმა დამ და სიარული განაგრძო.
უკან მივყევით, უკვე ორივე ვიკრიჭებოდით. წამოსვლამდე კიდევ ერთხელ გავხედე ალექსს.
როდესაც გაკვეთილი დასრულდა, გასახდელში შევედით და გამოვიცვალეთ. მესამე გაკვეთილზე ვიყავით, სანამ ზარი არ დაირეკა და კლასის დასრულება არ გვაცნობა.
- სასწავლო შესვენების დრო! ძლივს! - დაიყვირა ოლივერმა, ხელები ჰაერში გაშალა და დერეფანს გავუყევით.
- პირველად, შენს ენთუზიაზმს ვიზიარებ - ვუთხარი გამხიარულებულ ბიჭს.
კაფეტერიაში შევედით, სადაც სასწავლო შესვენება გვქონდა. ადგილი ჩვეულ მაგიდასთან დავიკავეთ.
- განტვირთვის დროა - ვთქვი, ხელები თავქვეშ ამოვიწყე და სკამს მივეყუდე.
- არ გადავარდე და თავი არ გაიტეხო თიო - მითხრა მისის კლარკმა, ჩვენმა მასწავლებელმა.
უარყოფის ნიშნად ხელი ავიქნიე - არც იოცნებოთ მისის კლარკ.
მასწავლებელმა ხმა აიმაღლა და შეკრებილ მოსწავლეებს მოგვმართა - სამი ახალი მოსწავლე გვეყოლება დღეს, ორმა კი უკვე დაგვტოვა.
- მე ერთ-ერთი ახალი ვარ! - თქვა გოგონამ - გამარჯობა მისის კლარკ!
- სალამმი ლანა! - უპასუხა მასწავლებელმა მხიარულად და გოგონასთან საუბარი გააბა.
- თიო შეხედე ვინ არის ახალი მოსწავლე - სიცილით ჩამჩურჩულა ტალიამ.
გავიხედე და ამოვიოხრე. მშვენიერია, ამიერიდან ტალია აღარ დამასვენებს და ცხოვრებას გამინადგურებს.
ალექსი ოთახში, მეგობრებთან ლაპარაკით შემოვიდა. თმა სველი ჰქონდა და მხრებზე წყლის წვეთები ჩამოსდიოდა. შემოსვლისას გაიცინა.
- ღმერთო, თიო, უფრო შესამჩნევად ვერ უყურებ? - შემომხედა ოლივერმა.
ალექსს მზერა მოვაშორე, ოდნავ გავწითლდი - მოკეტე - ჩავიბუზღუნე.
ზარი დაირეკა და კაფეტერიაში მიმოვიხედე. ახალი მოსწავლეები მხოლოდ ალექსი და ლანა იყვნენ, მაგრამ მისის კლარკმა თქვა, რომ სამი ახალი ბავშვი იქნებოდა.
- როგორ ფიქრობთ, ვინ არის მესამე მოსწავლე? - იკითხა ოლივერმა.
- არ ვიცი. შეიძლება მოსვლა დაავიწყდა - ვუპასუხე.
მაგრამ შემდეგ ვიღაც შემოვიდა და ყველამ კარისკენ გავიხედეთ.
- მშვენიერია - ჩავისისინე - ‘მასთან’ ერთად გვაქვს გაკვეთილი.
ბიჭს კარგი აღნაგობა ჰქონდა, მაგრამ ეს არ იყო ყველას ყურადღების მიზეზი.
მჭიდრო, ღია მწვანე ჯინსი ეცვა და ცისარტყელას ქამარი ეკეთა. ზედა ნაწილს კი მოტკეცილი მაისური უფარავდა, რომელიც მხრებზე სამკაულებით იყო მორთული და ცენტრში ვიღაც უცნობი ქალის პორტრეტი ეხატა. ბიჭის თმა გვერდებზე სასიამოვნო ყავისფერი იყო, მაგრამ დანარჩენი ნაწილი იასამნისფრად უბწინავდა. ხელებზე წვრილი სამაჯურები ეკეთა და ყელზე ღია ცისფერი შარფი შემოეხვია. ყურებზე, ორივე მხარეს უამრავი პირსინგი ჰქონდა და ცხვირზეც ერთი საყურე ეკეთა. შავი ფანქარი ესვა და ცისფერი თვალებით კაფეტერიას ათვალიერებდა.
ერთ-ერთი მაგიდისაკენ წავიდა, ნელა და თავდაჯერებულად, თავი მაღლა აეწია და მხრებში გასწორებული მიაბიჯებდა. მაგიდას მიუჯდა და რამდენიმე მოსწავლემ მაშინვე ლაპარაკი გაუბა.
- მის მაგივრად მცხვენია - ვთქვი, ისე რომ ბიჭისთვის თვალი არ მომიშორებია. ლაპარაკისას ხელებს იქნევდა და თითებზე რამდენიმე ბეჭედი შევნიშნე.
- რავიცი. ესე ეგზოტიკურად რომ არ იცმევდეს, ძალიან, ძალიან სექსუალური იქნებოდა - თქვა ტალიამ და ბიჭი დაკვირვებით შეათვალიერა - მისი ნატურალური თმის ფერი მომწონს. ძალიან ლამაზია.
- ტალია, მართლა გეუბნევი, მოგკლავ და მასთან შეხვედრის უფლებას არ მოგცემ - ვუთხარი ჩემს დას.
- შენ არავისთან შეხვედრის უფლებას არ მომცემ. ჩემი ძმა ხარ და არა დედაჩემი - მითხრა ტკბილი ღიმილით - ვერ მეტყვი რა გავაკეთო და რა არა.
- როგორც შენი ძმა, მისკენ გახედვასაც გიკრძალავ - ვუთხარი და თვალებზე ხელები ავაფარე.
- თიო! - დაიწუწუნა და ჩემი ხელი სახიდან მოიშორა.
- დიმიტრი ივანოვი.. - თქვა ოლივერმა, რომელიც ისევ ბიჭს ათვალიერებდა - მართლა საინტერესო ტიპია.
- ძალიან მბზინავია - ვუთხარი, იდაყვი მაგიდაზე ჩამოვდე და ნიკაპით ხელს დავეყრდენი - მასთან ერთად ლანჩიც საკმარისი იყო, ეხლა სასწავლო შესვენებაზეც ერთად უნდა ვიყოთ.
- ყურადღება არ მიაქციო - მითხრა ტალიამ.
- რთულია დიმიტრი დააიგნორო. თმაში ბრჭყვიალები აქვს? - ვიკითხე დაკვირვებით.
- ჰო ნამდვილად ბრჭყვიალებია - დამიდასტურა ოლივერმა.
- როგორც იცი ჰომოფობებს ვერ ვიტან. მართლა ძალიან, ძალიან მეზიზღებიან, მაგრამ როდესაც დიმიტრის ვხედავ, მესმის როგორ ეძახიან ყველას ‘პიდარასტს’ - თავი ზიზღით გავაქნიე - როგორ შეუძლია ესე იაროს? ჯანდაბა, საერთოდ რატომ აძლევენ მშობლები ამის უფლებას?
- შეიძლება ფიქრობენ, რომ ერთ დღეს ცირკს მიჰყიდიან და კარგ ფულს გააკეთებენ?! - მხრები აიჩეჩა ოლივერმა.
- ნუ ხართ ესეთი იდიოტები. რაც უნდა გააკეთოს. მისი ცხოვრებაა და არა თქვენი - გვითხრა ტალიამ, წიგნი ამოიღო და წასაკითხად გადაშალა.
- ჰო, მაგრამ ჩვენ გვიწევს მისი ყურება - ჩავიბუზღუნე და ბიჭს თვალი მოვაშორე.
მე და ოლივერი ვთამაშობდით, სანამ გაკვეთილი არ დასრულდა. მეხუთე პერიოდისკენ გავემართეთ. ესე გადიოდა დრო და ბოლოს შესვენების ზარიც დაირეკა.
ტალია ლანჩზე ჩემს წინ დაჯდა, ოლივერი კი გვერდით მომიჯდა და სამივემ ჭამა დავიწყეთ.
- გავიგე რამდენიმე მოსწავლემ ცხრილი შეცვალა. ალექსი ხომ არ არის შენს კლასში? - მკითხა ტალიამ.
- არა - თავი გავაქნიე - და არც დიმიტრი, მადლობა ღმერთს.
- დიმიტრი ჩემს მათემატიკის კლასშია - გვაცნობა ჩემმა დამ.
მათემატიკა ერთადერთი საგანია, რომელშიც მე და ოლივერი ტალიასთან ერთად არ ვართ. ჩვენ მარტივი ავირჩიეთ, როდესაც ჩემმა ტყუპმა რთული მათემატიკა აირჩია.
- ჰო, მაგრამ შენს კლასში ჭკვიანი ბავშვები არ არიან? - ჰკითხა ოლივერმა.
- მხოლოდ იმიტომ რომ ლედი გაგას სტილში იცმევს, არ ნიშნავს რომ დებილია - თვალები გადაატრიალა ტალიამ - სიმართლე ითქვას ძალიან ჭკვიანია.
- შენ და შენი ჭკვიანი ხალხი - ამოვიოხრე.
- შკოლნიკო - უთხრა ოლივერმა, თითქოს სიტყვამ გულისრევის შეგრძნება მოჰგვარა.
- შენ თუ დებილი ხარ იმას არ ნიშნავს რომ მე შკოლნიკი ვარ - უპასუხა ტალიამ და ოლივერს მომხიბლავად გაუღიმა.
ლანჩის ჭამა დავასრულეთ და მერვე გაკვეთილისკენ გავემართეთ. ჩვენი ადგილები დავიკავეთ, მოუთმენლად ველოდი სკოლის დასრულებას.
ზარი დაირეკა და მასწავლებელი ადგა - კარგით, დღეს ჰამლეტს განვიხილავთ - გვითხრა ქალმა.
კარი გაიღო და დაწყევლილი დიმიტრი შემოვიდა. გეფიცებით ეს ბიჭი ყოველთვის აგვიანებს.
- დიმიტრი ივანოვ? - იკითხა მასწავლებელმა, მისის სლეითმა, თითქოს არ იცოდა ვინ იყო ბიჭი. ყველამ იცის ვინ არის დიმიტრი,
- ეს მე ვარ - უპასუხა მან თავისი ჟღერადი ხმით.
- როგორც ჩანს შენ ხარ ჩვენი ახალი მოსწავლე. ამიერიდან დროულად მოდი ხოლმე.
რა? ეს გაკვეთილი დიმიტრისთან ერთად უნდა მქონდეს? ღმერთო, შეიძლება რამე ამაზე უარესი კიდევ მოხდეს?
- დიმიტრი მისტერ ლაითის გვერდით დაიკავეთ ადგილი - მიუთითა ქალმა ჩემს გვერდით მდგარ მერხზე.
...უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს მოხდებოდა.



№1  offline წევრი M^d G1rl

Pirveli tavistvis kargi moculobis teqsti iyo shemdegebs ufro dids veliiii
Shinaarsi momwons
Warmatebebi

 


№2  offline წევრი Constance

M^d G1rl
Pirveli tavistvis kargi moculobis teqsti iyo shemdegebs ufro dids veliiii
Shinaarsi momwons
Warmatebebi


ყოველდღე დავამატებ. დღეს 12ის შემდეგ კიდევ დავდებ)

 


№3  offline წევრი LSD

Saintereo tavi iko pirveli tavistvis didi moculobis iko veli shemdegs da warmatebebi imedimakvs shemdegi ufro didi ikneba ❤❤

 


№4  offline წევრი LoNdA DM

ძალიან დამაინტერესა, თიო და დიმა ჰა ? რაღაც ეჭვი მაქვს ამათ თან დაკავშირებით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent