შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Magic always come with a price, deary! (თავი 2)


19-12-2016, 22:01
ავტორი lucifer :)
ნანახია 1 337

დაგაბნიეთ მაგრამ აუცილებლად მიხვდებით. მე ხომ როგორღაც მივხვდი. მარტო დარჩენილმა ხომ გავიგე რაც ხდებოდა და ახლა როცა მე გყავართ ადვილად მიხვდებით.
თხრობას იქიდან გავაგრძელებ რომ შუაგულ ინგლისში ამოვყავი თავი და ერთ უშვილო წყვილს შევხვდი. ძალიან კარგები იყვნენ. თბილები ისეთები რომლებიც მშობლობას იმსახურებდნენ. გადავწყვიტე მათთვის მოგონებები მეჩუქნა. ჩემმა ბინძურმა გონებამ ის გააკეთა რამაც საფუძველი ამ დიდ ტყუილს დაუდო. მე ისინი ილუზიაში ვაცხოვრე. შევუქმენი მოგონებები სადაც მე მათი შვილი ვიყავი, სადაც მათ ჩემი დაბდებით განცდილი სიხარული რეალურად იგრძნეს. მოგონებებში უამრავი რამ იყო. მათ ახსოვდათ როგორ ავიდგი ფეხი, წარმოვთქვი პირველი სიტყვები,მივედი სკოლაში,ვსეირნობდით პარკში ან თუნდაც როგორ მაძლევდნენ რჩევებს როცა პირველად შემიყვარდა. მე მათი წყალობით ჩემი საზიზღარი არსებობა ბედნიერად ვაქციე და შეცდომების მთელი ნაკადიც აქ დავუშვი გავიჩინე მეგობრები რომელთა დაბერებას და სიკვდილს მარად ახალგაზრდა ვუყურებდი.
მე ვნახე როგორ დაიღუპნენ ისინი. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი მაგრამ უკვე გვიან იყო უკვე სხვა ოჯახი მყავდა ამორჩეული რომელსაც სიცრუეში ვაცხოვრებდი.
ვერ აგიხსნით როგორ ვაკეთებდი ამას რადგან დღემდე მეც არ ვიცი. მე ვშლიდი ძველ და ვქმნიდი ახალ, ფერად მოგონებებს. ამ მოგონებების საფუძველზე მე მათ ვუყვარდი,ყველა მათგანს ისე ვუყვარდი როგორც ნამდვილი შვილი. ვნანობ მაგრამ ეს ის ერთადერთი რამ იყო და არის რაც თავს ნორმალურად მაგრძნობინებს. ეგოსტი ვარ. მაგრამ მკაცრად ნუ გამსჯით მე ხომ ჩემი ხელით ვითხრიდი საფლავს როცა დედამიწაზე კიდევ ერთ მოკვდავ ადამიანს ვეჩვეოდი რომელიც სიკვდილისთვის განწირული იყო. მე და სიკვდილი ასე ჩავებით უსასრულო ომში რომელიც აგერ უკვე ორი საუკუნეა გრძელდება და ვგონებ სამიც კი.
მე ვუთხრიდი საფლავს საყვარელ ადამიანებს და ეს არა გადატანითი არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. მე ვაყრიდი მათ მიწას და მე ყოვლად უწმინდური ჩემი უწმინდური ბაგეებით წარმოვთქვამდი ლოცვებს რომლებიც ვგონებ ღმერთთან არ მიდიოდა.
შესაძლოა გაგიკვირდეთ მაგრამ მწამს და ვლოცულობ. მწამს მაგრამ არ ვიცი რატომ. ჩემნაირი ბნელი არსება ნუთუ ღმერთმა შექმნა? ანდა როგორ დაუშვა ჩემი დაბადება? როგორ დაუშვა რომ ამდენი ადამიანი ასე უბრალოდ შევიწირე? მაგრამ გითხრათ სიმართლე? ლოცვებზე პასუხს არასდროს ვიღებ. რომ მცოდნოდა რა უნოდა ღმერთს ჩემგან იქნებ ჩემი დავალება დედამიწაზე პირნათლად შემესრულებინა და ჩემი ადგილი მეპოვნა სამოხეში ან იქნებ განსაწმენდელში? თუ არსებობს.
არ ვიცი ეს ყველაფერი ისევ რატომ გავიხსენე. სულ ძილის წინ მახსენდება არაუშავს ახლაც ადვილად გადაიტან.
ცხოვრებაში პირველად მესიზმრება სიზმარი. სიზმარი გრძელი, უინტერესო და ამვდროულად მტანჯველია. თითქოს სადღაც მივდივარ მაგრამ გზას ვერ ვხედავ. სიმართლე რომ ვთქვა ვერც ჩემს ფეხებს ან ხელებს ვხედავ,არც ჩემი სასოწარკვეთილი ხმა ჩამესმის რომელიც წესით უნდა მესმოდეს რადგან ძალიან შეშინებული ვჩანვარ, თითქოს სხეული კი არა ჩემი სული მიდოიდეს. თითქოს ჩემს ბნელ გონებაში ვარ და სინათლე არსაიდან აღწევს.თითქოს მე ისევ ჩემს საწოლში მძინავს მაგრამ ჩემი გონება სხვაგანაა... მერე ფარდა იხსნება და უამრავ ხალხს ვხედავ სანამ კარგად გავარჩევ რომ აქ ყველა ის ადამიანია ვინც მოვატყუე თვალებს ვახელ და ახალ დილას ვეგებები.
უკვე მოუთოვია. დეკემბერია ისეთი ცივი როგორიც ადრე მომწონდა. მოგატყუებთ რომ გითხრათ სუსხი მაწუხებს მეთქი რადგან ვერ ვგრძნობ უბრალოდ მახსოვს როგორი იყო და ვიემდოვნებ სანამ ისევ ვიგრძნობ არ შეიცვლება და ზუსტად ისეთი დარჩება როგორიც მახსოვს.
ვიზმორები ვამთქნარებ და ისე ვდგები საწოლიდან თითქოს ისევ მეძინებოდეს,მერე ვბანაობ და თითქოს ძალიან მოწყენილი იმისგან რომ სკოლაში მივდივარ კიბეებზე მივიზლაზნები. პატარა მისაღებ ოთახში ვჩერდები და იმ ნამცხვრის სუნს ვიყნოსავ რომელიც დედამ გააკეთა. მერე მისი ღიღინი მესმის. ისეთი ხალისიანია რომ სიმაყისგან თვალზე ცრემლი მადგება. პატარა მისაღებს თვალს ვავლებ. ყველაფერი ისეთი ნაცნობია. აგერ ბუხრის თავზე წინა ზაფსულს გადაღებული სურათი დევს. მე ტალახში ვწევარ დედა და მამა კი დამცინიან. არ ვიცი ვინ აღბეჭდა ეს ყველაფერი ასე ოსტატურად ახლაც კი ღიმილს მგვრის.
მერე სხვა სურათებს ვუყურებ სადაც კიდევ უფრო ხალისიანი ვარ და ლამისაა ავტირდე.
ცრემლებს ვიკავებ და სამზარეულოსკენ მივდივარ რომელიც მკრთალ ვარდისფერ და ცისფერ ფერებშია, იმ ფერებში რომელიც სამზარეულოს ასეთ სისაყვარლეს ანიჭებს.
დედა ღიმილიანი სახით ბრუნდება და შუბლზე მკოცნის მიუხედავად იმისა რომ გუშინ ძალიან ვაწყენინე. მართალია ღრმად დამალულს მაგრამ მის გუშინდელ წყენას მაინც ვამჩნევ და სკამზე თავდაღუნუი ვჯდები
-ბოდიში დე
ბოდიშს ვუხდი და ჩემს წინ დაწყობილ ბლინებს ვუყურებ
-არაფერია ძვირფასო არ მწყენია
-მე სულ გულს გტკენ რატომ გიყვარვარ?
-იმიტომ რომ შენ ჩემი სიხარული ხარ
ვგრძნობ რომ ეს სიტყვები მე კი არა მათ არარსებულ შვილს ეკუთვნის. მინდა ასე აღარ გაგრძელდეს მინდა იცოდეს ვინ ვარ და მაინც ასე ვუყვარდე. უკვე მერამდენედ მიჩნდება ასეთი სურვილი ალბათ მეათასედ ან მეათიათასჯერ
-აბა რა მოგიტანოს სანტამ ამ ახალ წელს?
მეუბნება გაღიმებული დედა
-კარგი რა ხომ იცი რომ სანტასი არ მჯერა.
-იმიტომ რომ მამაშენი მოუხერხებელია. მაშინ რომ წვერია არ მოსძრობოდა კიდევ დიდხანს გექნებოდა სანტას რწმენა. გახსოვს რამდენი იტირე? ისე შემეცოდე
თანამგრძნობი თვალებით მიყურებს დედა
-კი მახსოვს. ძალიან მეწყინა რომ მატყუებდით.
ვყვები ფარსში. ახლა იმ მოგონებას ვიხსენებ რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა.ესეც მე გამოვიგონე.
მალე ვამთავრებ საუზმეს. კარისკენ მივდივარ ჩემს ზამთრის ფეხსაცმელს ვიცმევ, მერე კი ქურთუკს. კარს ვაღებ და კედელს ვეყრდნობი რომ არ ჩავიკეცო. წარსულის გადმონაშთს ვხედავ მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ჰალუცინაცია არ არის. რა უნდა? პირს ვხსნი და სუფთა ჰაერს ფილტვებში ხარბად ვუშვებ. გეგონება ეს ჩემი ბოლო ჩასუნთქვაა რადგან მასთან ერთად ვიცი სუფთა ჰაერს ვეღარ ჩავისუნთქვა უფრო სწორედ ვგრძნობ.



№1  offline წევრი Mtirala

Momwons es motxroba gansxvavebulia ar minda movlenebs gavaswro magram imedia vinme kargs sheurcjev mixvdi albat rac vigulisxme miyvarxar da warmatebebi
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№2  offline წევრი lucifer :)

Mtirala
Momwons es motxroba gansxvavebulia ar minda movlenebs gavaswro magram imedia vinme kargs sheurcjev mixvdi albat rac vigulisxme miyvarxar da warmatebebi

მადლობა ჩემო კარგო kissing_heart ვნახოთ ვნახოთ blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent