გრძნობადამცხრალნი... (თ.ჯ)
ჩვენ შევხვდით ერთურთს გრძნობადამცხრალნი, მოგონებები ერთად ავკინძეთ... ჩვენ შევხვდით ერთურთს და უარვყავით ჩვენი წარსული მივენდეთ ფიქრებს... აზრი მიეცა თითქოს ცხოვრებას, რაც ცხოვრებაში არ არის ხშირი... გამოვიკითხეთ ერთურთის ბედი, თურმე გყოლია ცოლი და შვილი... შევცბი, ხო შევცბი არ მოველოდი, გრძნობა მომიკლა კვლავ ბედისწერამ, მეტკინა თუმცა არ შევიმჩნიე არ დაგანახე ბავშვური ღელვა! მერე გამშორდი წადი უჩემოდ, ძველ ტკივილებზე მარილწაყრილი დავრჩი უშენო, როგორც სიზმარი ერთხელ ნანახი და ვერ განცდილი... ჩვენ შევხვდით ერთურთს გრძნობადამცხრალნი, მოგონებები ფიქრად ავკინძეთ როგორ მინდოდა ჩვენზე მეკითხა როგორ მეწყინა შენც რომ არ მკითხე! თამარ ჯიშკარიანი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.