შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაინც მიმატოვე (თავი 1)


19-12-2016, 23:37
ავტორი judy
ნანახია 1 719

**ლინდა მაჩაბელი 18 წლის.მაღალი გამხდარი,ღია წაბლისფერი თმებითა და მუქი ნაცრისფერი მუდამ აციმციმებული თვალებით.პატარა კურნოსა ცხვირითა და საშუალო ზომის ტუჩებით.მშვიდი გაწონასწორებული გოგონა.**

**დემეტრე ფილფანი 19 წლის.საკმაოდ მაღალი გამხდარი.მუქი თმებითა და ასევე მუქი შავი თვალებით.თხელი ოდნავ კეხიანი ცხვირით და ნორმალური ზომის ტუჩებით.თბილისში სახელ განთქმული ბაბნიკი.**


""ლინდა და დემეტრე ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი.
ორი უსაყვარლესი პიროვნება და მათი ალბათ სევდიანი ისტორია.
წყვილი რომლის სიყვარული მისაბაძი იყო.
ალბათ ადამიანი არ დადიოდა თბილისის ქუჩებში რომელსაც მათ შესახებ არ გაეგო!
მათი სიყვარული რომელიც ალბათ ტანჯვის ფასი იყო...
სიყვარული რომელიც ბევრჯერ დანგრეულა მაგრამ ისევ აღდგენილა.
ის სიყვარულის ისტორია რომელიც საშინელი მოსასმენია...""

ლინდამ თვალები ნაზად გაახილა და ოთახს თვალი მოავლო.სასიამოვნო ამინდი იყო გოგონასთვის.ღრუბლიანი და მშვიდი.ხელი საწოლიდან გადასწია და მისი მობილური აიღო.შემოსული ესემესები ნახა საყვარელი ადამიანებისგან მინაწერი.
მაშინვე დემეტრეს ესემესი გახსნა და ღიმილით წაიკითხა
"დილამშვიდობისა ანგელოზო.მომენატრე უკვე ვეღარ ვითმენ მჭირდები!"
გოგონამ თავი გააქნია და საწოლიდან წამოდგა.
ხუთშაბათია.უყვარს ხუთშაბათი რადგან დედამისი სამსახურში მორიგეა და გვიანობამდე არ მოვა მისი ძმა კი ხუთშაბათობით მეგობრებთან არის ხოლმე ქალაქ გარეთ ეს მისი ტრადიციაა.სახლში მარტო ამიტო დემეტრეს შეუძლია ჩვეულებრივად ცივილიზებურად კარებიდან შემოვიდეს და არა ფანჯრიდან როგორც ყველა დანარჩენ დღეს რო შემოდის ხოლმე.
ლინდამ კიბეებზე ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა.მაცივრიდან წყვენი გადმოიღო და ჭიქაში ჩამოასხა შემდეგ კი დააგემოვნა.ჭიქა ნიჟარაში ჩადო და კიბეებისაკენ გაემართა მაგრამ ზარის ხმა გაიგონა და მაშინვე კარებთან გაჩნდა.გარები უცებ გააღი და საყვარელ ადამიანს ძლიერად ჩაეხუტა.მათ ხომ ერთმანეთი უკვე სამი საათია არ უნახავთ ამიტომ მონატრებულები არიან.
დემეტრემ კარები ზურგს უკან დახურა და ლინდას უფრო მაგრად ჩაეხუტა.
გოგონას ნაზ ტუჩებს ეამბორა და დამშვიდდა
-მომნატრებიხარ
უთხრა ხრიწინა ხმით და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები
-მეცც ჩემო ბიჭო
არანაკლებ ძლიერად ჩაეხუტა ლინდა ყმაწვილს.
ასე დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები დიდი
ვაი-ვაგლახის შემდეგ ძლივს მოშორდნენ ერთმანეთს და სამზარეულოში გავიდნენ.
-შეჭამ რამეს?
კითხა ლინდამ დემეტრეს და მაცივარში შეყო თავი.
-არა
მოკლედ უპასუხა დემეტრემ და სკამზე ჩამოჯდა.გაშტერებული უყურებდა საყვარელ ქალს რომელიც ასე ძალიან უყვარდა.უყვარდა ისე რომ სამი საათიც კი ვერ ძლებდა მის გარეშე.
ერთხელ ლინდას მოუწია ქალაქიდან ორი დღით გასვლა.წარმოიდგინეთ ამ დროს დემეტრე.ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.ვერავინ და ვერაფერი აწყნარებდა.მხოლოდ ერთი ადამიანი სჭირდებოდა და ეს ერთადერათი ლინდა მაჩაბელი იყო.ლინდას სიახლოვე სჭირდებოდა.სჭირდებოდა მისი ნაზი კოცნა და მისი ალერსი...
ლინდამ თავისთვის ერბო კვერცხი მოიმზადა და დანაყრდა კიდევაც.მაგიდა აალაგა და დემეტრესთან ერთად ოთახში ავიდა.საწოლზე მოთავსდნენ.
-დღეს რა გეგმები გვაქვს?
კითხა დემეტრემ და მის გვერდზე მოთავსებულ გოგონას გადახედა
-მე კალათბურთი მაქვს მერე თუ გინდა ლიკუნას(მეგობარს) დავურეკოთ და ბარში წავიდეთ
-კარგი როგორც გინდა
დაეთანხმა დემეტრე და ლინდას ყელში უხეშად აკოცა.
-დემე...
-ჰოო
-ხო არ მიმატოვებ?
-არასოდეს ანგელოზო!
-მპირდები?
-გპირდები!
გოგონა ყოველ წამს რწმუნდებოდა რომ დემეტრე ფილფანი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა,უყვარდა მთელი მისი არსებით...
დემეტრემ ლინდა კალათბურთზე მარტო არ გაუშვა დაიჟინა გინდა თუ არა მეც უნდა გამოგყვეო.
ასე ერთად წავიდნენ კალათბურთზე.
ლინდამ თამაში რო დაამთავრა ლიკუნას დაურეკა
-ალო ლიკა ლინდა ვარ
-ჰოო ლინდა გისმენ რა ხდება
-გოგო ბავშვებს დაურეკე და სადმე ბარში შევიკრიბოთ რაა
-ჰოო კაი დავურეკავ და მერე მოგწერ სად ვიქნებით
-კარგი შენ იცი აბა
-არ დააგვიანოთ რო იცით ხოლმე
-ჰოო...არ დავაგვიანებთ
ლინდამ ტელეფონი გათიშა და საჭესთან მჯდომ დემეტრეს გადახედა.მერე მისკენ მიიწია და ლოყაზე ნაზად აკოცა.დემეტრეს გაეღიმა და ბოლო ხმაზე დაიყვირა მიყვარხაროო.
მთელი გზა ასე
სიამ-ტკბილობაში გაატარეს.
მერე ლიკამ მიწერა თუ სად იყვნენ და ესენიც მათკენ გაემართნენ.
მალევე მივიდნენ ბარში.ბავშვები უკვე შეკრებილები იყვნენ მხოლოდ ლინდას და დემეტრეს უცდიდნენ.დედი სამეგობრო წრე არ ააქვთ ხუთნი არიან:დემეტრე,ლინდა, ლიკუნა,გიორგი და გეგი.
ხუთი ადამიანი რომებიც ერთმანეთზე გიჟდებიან.
-მოვედითთ
შესვლის თანავე დაიყვირა ლინდამ და გიორგის გვერდით მიუჯდა.გიორგი მისი ბიძაშვილი მთელი ბავშვობა ერთად ააქვთ გატარებული
-ჰოო როგორც იქნა მოხვედით
უთხრა გიორგიმ და მონატრებულ ბიძაშვილს ძიერად ჩაეხუტა
-კარგი ნუ გამიჭყლინტე გოგო
სიცილით უთხრა დემეტრემ გიორგის და გოგონას გვერდით მიუსკუპტა.
ძალიან ბევრი იხალისეს და იხუნტრუცეს.ბიჭებმა ცოტა დალიეს კიდეც.
ლინდა ნაპირზე იჯდა და თავის ოჯახს უყურებდა როდესაც გვერდით ვიღაც მოუდგა
-შეიძლება ვიცეკვოთ?
კითხა ასე ოცდა ოთხი წლის ბიჭმა ლინდას.
თავიდან კი შეყოყმანდა მაგრამ მერე ცეკვაზე დათანხმდა.ფეხზე წამოდგა და ბიჭს საცეკვაოდ გაჰყვა.ცენტრში დადგნენ და ცეკვა დაიწყეს
-მე ლუკა მქვია
ფართოდ გაუღიმა ბიჭმა და ხელი წელზე მოხვია.ეს ჟესტი ლინდას ცოტა არ იყოს არ მოეწონა მაგრამ ყურადღება არ მიაქცია.
-შენს სახელს არ მეტყვი?
ჰკითხა ლუკამ და ოდნავ ახლოს მისწია სახე
-არა არ გეტყვის!
ზურგს უკან ლინდამ ნაცნობი ხმა გაიგონა და ამოისუნთქა.ეს მისი ბიჭი იყო!თავი მიაბრუნა და გამწარებული დემეტრე დაინახა
-შენ ვინ გეკითხება?
შეეკითხა ლუკა და დემეტრეს წინ აეტუზა.დემეტრემ ცალი წარბი აწია და ლუკას ისეთი მუშტი გაუქანა ცხვირში საწყალი ბიჭი ინერციით ძირს დავარდა.დემეტრემ ლინდას მკლავში ხელი ჩაავლო და გარეთ გაიყვანა.მერე მანქანაში ჩატენა,მანქანას მოუარა და მძღოლის ადგილი დაიკავა
-გაბრაზდი?
ფრთხილად შეაპარა ლინდამ და თავი დახარა
-ჰოო გავბრაზდი!
თითქმის ყვირილით თქვა დემეტრემ და გოგონას ცივი მზერა მიაპყრო
-კაი რა რაზე გაბრაზდი უბრალოდ ვეცეკვებოდი
-სისხლმა ამასხა როდესაც დავინახე რომ მისი ბინძური ხელები შენს სხეულს ეხებოდა!
კბილებში გამოსცრა დემეტრემ და საჭეს ხელი დაარტყა
-არ ვიჩხუბოთ რა გთხოვ ვერ ვიტან რო მეჩხუბები
ამოიკნავლა ლინდამ და დემეტრეს ხელი ხელზე დაადო.დემეტრეც ოდნავ მოლბა და გოგონას ნაზად აკოცა
-და მე ვერ ვიტან როდესაც სხვა გეხება!
-კარგი მორჩი ამაზე ლაპარაკს ახლა
თვალები დაუბრიალა ლინდამ და გასწორდა,ღვედი შეიკრა და საქარე მინას მიაშტერდა.დემტრემ მანქანა დაძრა და ადგილს მოწყდა.მანქანა ლინდას სახლიდან მოშორებით გააჩერა რადგან ალბათ ლინდას დედა სახლში იქნებოდა უკვე
-კაი წავედი მოგწერ მერე
ნაზად აკოცა ლილემ და მანქანიდან გადასკუპტა
-მიყვარხარ ანგელოზო!
თბილად გაუღიმა დემეტრემ და ლინდას ტუჩები მიუშვირა იმის ნიშნად რო მაკოცეო.
ლინდას გაეცინა თავი ისევ მანქანაში დააბრუნა დემეტრეს აკოცა და მანქანის კარი მოხურა.სახლისკენ სირბილით წავიდა და სახლში შევიდა.დედამისი მართლაც მისული იყო.


საცდელი თავი ძალიან მაგარი ისტორიის.იმედი მაქვს მოგეწონებათ.ველი კომენთარევს <3333333333



№1 სტუმარი Guest Maka

Zalian sainteresoa gaagrzele კომენტარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent