შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტი (საცდელი თავი)


20-12-2016, 00:55
ავტორი snazina
ნანახია 1 394

ნოემბრის წვიმიანი, უჟმური ამინდი იყო. ძალიან ცოიდა. ქუჩაში ადამიანები სწრაფად მოძრაობდნენ, ყველას ეჩქარებოდა წვიმას გასცლოდა და თბილი ოთახისთვის შეეფარებინა თავი. არავინ აქცევდა ყურადღებას ჭუწყიან, დახეულ ტანსაცმელში ჩაცმულ სამი წლის გოგონას, რომელიც სიცივისგან აკნკალებულ პატარა ხელს გამვლელებს უწვდიდა. ისე უქცევდნენ გვერდს თიტქოს ვერ ამჩნევდნენ. არავინ გაჩერებულა, არავის უკიტხავს ,, პატარავ ასეთ ამინდში აქ საიდან მოხვდიო“. საბრალო ბავშვი ერტი გამვლელისგან მეორისკენ მიდიოდა და საწყლად ლუღლუღებდა - ,,დამეხმალეთ“. ერტი მოხუცი ქალი შეჩერდა, ისიც ბავშვზე უკეთესდ არ გამოიყურებოდა, ვინ იცის რამდენჯერ დაკერებული ჟაკეტის ჯიბიდან ორმოცდაათ თეთრიანი ამოიღო და ცოტა ხანს ხელის გულზე დადებულ ულს უყურა, პურის ყიდვას აპირებდა, ამოიოხრა, არაუშავს ერთ დღეს უპუროდაც გავძლებო გაიფიქრა.
-გამომართვი.- გაუღიმა ბავშვს და ფული გამოწვდილ ხელში ჩაუდო.- ასეთი პატარა ამ სიცივეში გარეთ როგორ გამოგიშვეს.დედა გყავს?
- ალა.- გააქნია თავი გოგონამ. ქალს გული ჩაეწვა ბავშვის საცოდაობით.
- მამა?
- ალა. - თავი გააქნია ისევ ბავშვმა. ქალს თვალზე ცრემლი მოადგა.
- სულ მარტო ხარ? საბრალოვ ვინ...
- ბავშვს რატომ აწუხებთ? - მოესმა ვიღაცის უხეში ხმა. ქალმა გვერძე გაიხედა და სპორტულ შარვლსა დ ათბილ ქურთუკშ გამოწყობილი კაცი დაინახა. ასე ოცდათხუთმეტი წლის იქნებოდა.
- ყოველ დღე იპარება და ქუჩაში დაძრწის. გაიარე სანახავი არაფერია.- ხელი გაუქნია ქალს. ბავშვს ხელი წაავლო მხარში და თან წაიყოლა.
- მოიცადეთ სად მიგყავს? ვინ ხარ?- ქალი უკან გაყვათ, კაცი საეჭვოდ მოეჩვენა და ინსტიქტმა უკარნახა ბავშვი დაეცვა.
- ჩემი შვილია და სახლში მიმყვას.
- თქვა რომ მამა არ ყავს.
- ყველას ეგრე ეუბნება თავი რომ შეაცოდოს.
- ეს კაცი მამაშენია?- შეეკითხა ქალი ბავშვს. კაცმა ხელი მოუჭირა გოგონას მხარზე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქალს.
- ხედავთ ყველაფერი რიგზეა.- მიმართა ქალს. შემდეგ ბავშვს მიუბრუნდა და დაშაქრული ხმით მიმართა გოგონას.- ახლა კი სახლშ წავიდეთ და სუფთა ტანსაცმელი ჩავიცვათ არა საყვარელო?
- ბოდიში ერთი შეხედვით მამა- შვილს არ გავხართ.- უთხრა ქალმა.
დიახ დედას გავს.- გაუღიმა კაცმა მოხუცს. ქალი შებრუნდა და ქუჩას გაუყვა. მისი შებრუნება და კაცის სახიდან ღიმილის გაქრობა ერთი იყო, ბვშვს გამძვინვარებული სახით მოუბრუნდა კეფაზე ხელი წასცხო და წინ გაისროლა.
- გადაათრიე ფეხები.- გამოსცრა კბილებში და ბავშვი ხელის კვრით წაიყვანა.- რამდენჯერ გითხარი ქუჩაშ არავის ელაპარაკო.
- მომეცი ფული.- ბავშვმა მომუშტული ხელი გაშალა და ორმოცდაათი თეთრი გაუწოდა. კაცმა უხეშად გამოგლიჯა ხელიდან ფული და სახეშ სილა გააწნა.- აღარ გაბედო ვინმესთან დალაპარაკება თორეეემ...
ბავშვმა აწითლებულ ლოყაზე ხელი მიიდო, ძალიან ეწვოდა მაგრამ ხმა არ ამოიღო, იცოდა, თუ იტირებდა უარესად მოხვდებოდა. ამ პატარა დაუცველ არსებას რკინის ნებისყოფა ჰქონდა, ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია, წყენა, ტკივილი, ყველა გრძნობა საოცარი თავშეკავებით ყელშ მოწოლილ ბურთთან ერთად ჩაყლაპა, შებრუნდა, პატარა თითები გაშალა და გაწვდილი ელით გამვლელებისკენ წავიდა. კაცი ხეს ამოეფარა და ბავშვისთვის თვალყურის დავნებას შეუდგა. იმიტომ არ უთვალთვალებდა რომ ბავშვს არაფერი დაშავებოდა, საერტოდ არ ანაღვლებდა გოგონას ბედი, იმიტომ უთვალთვალებდა რომ ავადმყოფურად ეშინოდა პატარა გოგონას შემწეობის თხოვნით მიღებული ფული არ დაემალა და თავისთვის არ დაეტოვა.
ადამიანები გვერდს უვლიდნენ პატარა გოგონას, ზოგი ჩერდებოდა, ფულს აძლევდა და გზას განაგრძობდა. არავის უფიქრია, რომ ბავშვის ნათქვამი ,, დამეხმალეთ“ ფულის თხოვნაზე მეტი იყო. ეს იყო პატარა ადამიანის სასოწარკვეთილი ამოძახილი რომელსაც ფულზე, ტანსაცმელზე და საკვებზე მეტად დედა, მამა და მათი სიყვარული სჭირდებოდა. თუმცა არ იყო ახლოს არც დედა, არც მამა და არც სხვა თუნდაც უცხო მაგარმ კეთილი ადამიანი რომელიც მოეფერებოდა და დაიცავდა ამ უსუსურ არსებას ცხოვრების ყველა სიავისგან. ის სრულიად მარტო იდგა ცხოვრების პირისპირ, სახეში უყურებდა მას და თავისი პატარა ასაკის მიუხედავად უშიშრად უსწორებდა თვალს სასტიკ რეალობას.
და მაინც როგორ აღმოჩნდა ეს პატარა ამ დღეში?! ყველაფერი კი დაიწყო იმით რომ ქეთის და ლუკას ერთმანეთი შეუყვარდათ და ერთ დღესაც გადაწყვიტეს დაქორწინება, მაგრამ მშობლებს მათი გადაწყეტილება არ მოეწონათ. ქეთი 16 წლის იყო, ლუკა 18-ის. მშობლების თანხმობის გარეშე ვერ დაქორწინდებოდნენ და გადაწყვიტეს გაპარულიყვნენ, 3 დღის მერე ქეთის მშობლებმა, შორეულ ნათესავებთან მიაგნეს და სახლში წამოიყვანეს. ლუკა არასრულწლოვანის გატაცებისთვის დააპატიმრეს, ქეთის კი დედამ შინაპატიმრობა მიუსაჯა და ერთ თვეში აღმოაჩინა რომ მისი შვილი მალე დედა გახდებოდა. ,, ოჯახის შერცხვენას ვერ დავუშვებთ“- განაცხადა საოჯახო თათბირზე და მალევე მოძებნა თავისი თქმით ღირსეული კანდიდატი. ქეთის დაემუქრა რომ თუ არ გაყვებოდა ლუკას ციხეში მოკლავდნენ და საბრალო ბავშვი დიდი ზარ ზეიმით გადასცა მეზობლის ნათესავ 29 წლის მამუკას.
სამი წლის შემდეგ ქეთი საავადმყოფოში მისვლამდე სასაწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა, გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად მისი კიბიდან ვარდნის შედეგად მიღებული მრავლობითი და სიცოცხლისათვის შეუფერებელი ჭრილობა გამოცხადდა. არაოფიციალური და რეალური მიზეზი კი ის იყო რომ გალეშილმა მამუკამ იმდენი ურტყა სანამ სიკვდილის პირს არ მიიყვანა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, არაერთხელ სთხოვა ქეთიმ დედას წამიყვანე აქედან, მეც მცემს, ბავშვსაც და აღარ შემიძლია აქ ცხოვრებაო, მაგრამ დედას მხოლოდ ის აფიქრებდა ხალხი რას იტყოდა და მზად იყო ერთადერთი შვილი სამუდამო ტანჯვისთვის გაეწირა, ოღონდაც არავის ეთქვა რომ განათხოვარი გოგო გყავსო. მშვენივრად ხვდებოდა, რომ ქეთი კიბიდან არ ჩამოვარდნილა და მის სიკვდილში მამუკას ხელი ერია, მაგრამ საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებდა ამას. პირიქით ქეთის სიკვდილის შემდეგ არც უფიქრია რა ბედი ეწეოდა მის საბრალო შვილიშვილს, ისე დაუტოვა ბავშვი მამუკას. მეტიც ისე სძულდა ეს ბავშვი რომ მის სანახავადაც კი არ მიდიოდა და საერთოდ მისი არსებობაც კი დაივიწყა.
ალბათ გაგიჩნდათ შეკითხვა, სად იყო ქეთის მამა იმ დროს როდესაც ეს გულცივი და საკუთარ ,,უმწიკვლო“ რეპუტაციას გადაყოლილი ქალი მის შვილს ღუპავდა. საბერძნეთში. საქართველოში სამსახური, რომ ვერ იშოვა მეგობარმა საბერძნეთში წადიო ურჩია და ისიც ოჯახის სარჩენად საჭირო ფულის გამოსამუშავებლად საზღვარგარეთ გაემგზავრა. უკვე ოთხი წელი იყო რაც იქ მუშაობდა და ოჯახის სანახავად ვერ ჩამოდიოდა, ამიტომ არც კი იცოდა რა ხდებოდა მისი ოჯახის თავს.
ქეთიმ თავის გოგონას ეკატერინე დაარქვა, მოფერებით კი კიტის ეძახდა, პატარას ძალიან მოსწონდა ეს სახელი და თუ შეეკითხებოდი რა გქვიაო ამაყად გიპასუხებდა - კიტი. მამუკამ და მისმა სიდედრმა ყველა წესის დაცვით დაკრძალეს ქეთი. წავიდა მამუკას სახლიდან უკანსკნელი, თანაგრძნობის გამოსახატატ მისული ადამიანიც. გაიხურა კარები და დარჩა კიტი მარტო, დაუცველი, სასტიკი მამინაცვლის პირისპირ.
თავიდან მამუკამ იფიქრა ბავშვი თავიდან მოეშორებინა და ბავშვთა სახლში ჩაებარებინა, ხელი მოკიდა და წაიყვანა კიდეც თავისი გეგმის განსახორციელებლად. თუმცა ბედს კიტისთვის სულ სხვა რამ ჰქონდა გამზადებული, თითქოს არ ეყო უსუსურ ბავშვს ერთადერთი მფარველი რომ წაართვა, ახლა მისი მამუკასგან გადარჩენის ერთადერთი საშუალება - ბავშვთა სახლში მოხვედრის შანსიც დაუნდობლად გამოგლიჯა ხელიდან. აი როგორ მოხდა ეს - ბავშვთა სახლისკენ მიმავალ მამუკას პატარა ბიჭი შეეჩეხა ფეხებში, ხელი გაუწოდა და ოცი თეთრით დამეხმარეო სთხოვა, რა თქმა უნდა მამუკა აღშფოთდა და ბავშვი მოიცილა თავიდან მაგრამ ამ შეხვედრამ მის გონებაში ფულის შოვნის მზაკვრული იდეა წარმოშვა. კიტი სახლში მოაბრუნა და დაუწყო დარიგება როგორ ევლო ქუჩაში და ხალხისთვის ფული ეთხოვა. გოგონას ცემით, მუქარით, ყვირილით, შიმშილით, მოკლედ ყველანაირი საშინელი და სასტიკი მეთოდის გამოყენებით ამზადებდა ქუჩაში სამათხოვროდ. ბოლოს ბავშვი ,, გაიწრთვნა“ და აი ასე ღმოჩნდა ის სამი წლის გოგონა ქუჩაში, რომელზე მოყოლითაც დაიწყო ეს თავი.
გადიოდა წლები, გოგონა იზრდებოდა, ერთადერთი რაც იცოდა ქუჩა-ქუჩა სიარული და მოწყალების თხოვნა იყო. მამუკას მისი აღზრდა-განათლებით თავი დიდად არ შეუწუხებია. კიტი უკვე რვა წლის იყო, მგრამ მისი მამინაცვალი არც ფიქრობდა გოგონას სკოლაში მიყვანას. ალბათ წერა-კითხვას ვერც ისწავლიდა მის ბედს რომ უეცრად სინდისის ქენჯნა არ ეგრძნო ბავშვის ცხოვრების დანგრევისთვის და კიტის ცხოვრებაში გადამწყვეტი, საბედისწერო შეხვედრა არ მოეწყო.
ზაფხულის ცხელი, სულისშემხუთველი დღე იყო. კიტი ჩვეულებისამებრ დაეხეტებოდა ქუჩაში და გამვლელებს დახმარებას სთხოვდა. ნაყინის ჯიხურთან მისი ტოლი ბიჭი იდგა და ნაყინს არჩევდა ვიტრინაში. კიტი შორიახლოს ჩამოდგა და ნერწყვი მოადგა. ძალიან მოუნდა ნაყინის ჭამა, მუჭაში მოგროვილ ხურდებს დახედა, იცოდა, რომ მამუკა დღეს არ უთვალთვალებდა, დილით სადღაც წავიდა, საღამოთი მოვალ და ბევრი ფული დამახვედრე თუ არ გინდა გვერდები კარგად მიგილეწოო დაუბარა. ვერ გადაეწყვიტა ეყიდა ნაყინი თუ არა. ბოლოს იფიქრა ბედს არ გამოვცდი, მეტის შეგროვება რომ ვერ მოვახერხო მაგრად მომხვდებაო, ხურდა ჯიბეში ჩაიყარა, ერთიც შეხედა ჯიხურს, ბიჭი ბედნიერი სახით ართმევდა გამყიდველს ორ ნაყინს. ,, ეჰ, ნეტავ ერტი ჩემი იყოს“- გაიფიქრა გულდაწვეტით და შებრუნდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ბიჭის ხმა მოესმა.
- არ წახვიდე, დაიცა.- კიტიმ ყურადღება არ მიაქცია მის სიტყვებს იცოდა, რომ მას დაცდას არავინ სთხოვდა და ტყუილად უკან რისთვის გაეხედა.
- მოიცადე- მეთქი, არ გესმის.- უკვე გვერდით მდგარმა გაუმეორა ბიჭმა და წინ დაუდგა.
- შენ გელაპარაკები.- კიტიმ დაბნეულად შეხედა ბიჭს, ვერ ხვდებოდა მისგან რა უნდოდა, რისთვის დაუძახა.
- ყრუ ხარ?- გაბრაზდა ბიჭი. კიტი ხმას არ იღებდა, მხოლოდ დაბნეულად აფახუნებდა თვალებს.
- მართლა არ გესმის?- დაეჭვებით ჰკითხა ბიჭმა და თითით ყურზე ანიშნა გესმის თუ არაო. კითიმ უნებურად დააქნია თავი.
- ვეღარ გავიგე.- ბიჭს ნერვიულობა დაეტყო და ვითომ უკეთ რომ გეგონებინა დაუღრიალა.- გესმის თუ არა?
- რა გინდა.- როგორც იქნა ამოღერღა კიტიმ.
- გამომართვი.- ნაყინი გაუწოდა ბიჭმა. კიტის გაუკვირდა მისი საქციელი, გაეხარდა კიდეც, თან რატომღაც შერცხვა.
- არ მინდა.- ძალიან უნდოდა ნაყინი, ძლივს იკავებდა თავს ბიჭისთვის ხელიდან რომ არ გამოეგლიჯა, მაგრამ რაღაც უცნობი გრძნობა აკავებდა, ვერ ხვდებოდა ასე რატომ უპასუხა, რატომ არ გამოართვა. სახე გაუწითლდა, თავი ჩაღუნა, ბიჭს მხარი გაკრა და როგორ სწრაფადაც შეძლო ისე მოჰკურცხლა იქიდან. რამდენიმე ქუჩა გაირბინა, ბოლოს დაიღალა და იქვე მაღაზიის კიბეზე ჩამოჯდა. სულს ძლივს ითქვამდა. უცებ მის წინ აქოშინებული ბიჭი გაჩერდა, დაიხარა და ცალი ხელით მუხლს დაეყრდნო მეორეში ნაყინები ეჭირა.
-მაგრად დარბიხარ.- გვერდით მიუჯდა და ნაყინები გაუწოდა.- გინდა?
კიტიმ დაბნეულად შეხედა და ინსტიქტურად გამოართვა ერთი ნაყინი. ,, რას გადამეკიდა“- გაიფიქრა.
- გუშინ ერთი ლექსი ვისწავლეთ: კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?
ჩამოარაკრაკა ბიჭმა და ამაყი სახით კიტის მიაშტერდა.
- ჰოდა მე გადავწყვიტე დღეს შენ გარგო. ჭამე.- ბიჭმა თავისი ნაყინი შეფუთვიდან ამოიღო და კმაყოფილმა გალოკა. კიტის ყელში ბურთი მოაწვა, თვალებზე ცრემლები მოადგა, წამოხტა და ისევ გაიქცა.
- და მადლობის თქმა.- მიაძახა ბიჭმა. კიტი შორს აღარ წავიდა, გვერძევე შეუხვია, სახლის ეზოში ფარეხებს შორის შეძვრა და ვიწრო გასასვლელში ძლივს ჩაიჭეჭყა რომ დამჯდარიყო. ნაყინი გახსნა, ჭამდა და ლოყებზე ცრემლები მოსდიოდა, ეს მის ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო როდესაც რაღაც უყიდეს. ჭამას მორჩა, ქაღალდი რომელშიც ნაყინი იყო შეფუთული ფაქიზად დაკეცა და ჯიბეში ჩაიდო. სამალავიდან გამოძვრა და ქუჩას გახედა, ფიქრობდა საით წასულიყო. უცებ მის წინ ისევ ის ბიჭი დაერჭო.
- კიტი.- ხელი გაუწოდა ბიჭმა, ისეთი სუფთა და თეთრი ხელი ჰქონდა კიტიმ უნებურად თავის ხელს დახედა. ჭუჭყიანი, ღმერთმა უწყის რამდენი ხნის დაუბანელი ხელი ჰქონდა.
- ამ ხელებით ჭამე?- ზიზღიანად აეწია ბიჭს მაღლითა ტუჩის კუთხე და ეზო მოათვალიერა.
-ევრიკა.- წამოიძახა ბიჭმა ეზოში ონკანის დანახვაზე.- წამოდი.
მკლავში წაავლო ხელი კიტის და ონკანთან მიიყვანა.
- დაიბანე.- უთხრა მბრძანებლური ტონით. კიტიმ უნებურად გაიწოდა ხელები წყლისკენ და დაბანვა აიწყო. ბიჭი ყურადღებით აკვირდებოდა.
- ვინ იბანს ხელებს ეგრე? მიყურე.- გვერძე გასწია კიტი და თვიტონ დაიწყო ხელების დაბანვა.- მიხვდი?
კიტიმ თავი დაუქნია მივხვდიო და ბიჭმაც ისევ დაუთმო ასპარეზი. კიტიმ გაიმეორა მოძრაობები რომელიც ბიჭმა აჩვენა. როგორც იქნა ჩამოიბანა ჭუჭყი და ბიჭმა კვლავ გაუწოდა ხელი.
- კიტი.- თქვა და კიტის მოლოდინით შეხედა როდის ჩამოართმევდა ხელს.- ხელზე ხელი უნდა მომკიდო და შენი სახელი მითხრა, ამას ერთმანეთის გაცნობა ჰქვია. მე უკვე გითხარი ჩემი სხელი ახლა შენ თქვი.
კიტიმ გაუბედავად მიკიდა ხელი გამოწვდილ ხელს მაჯაზე.
- არა ასე არა.- უთხრა ბიჭმა და მარცხენა ხელით კიტის მარჯვენა ხელი აიღო და თავის ხელზე ჩამოართმევინა.- აი ასე. ახლა თქვი რა გქვია.
- კიტი.- ამოილუღლუღა კიტიმ.
- არა ეგ ჩემი სახელია. შენ რასაც გეძახიან, რაც გქვია ის თქვი.
- კიტი.- გაიმეორა კიტიმ.
- ხომ გითხარი ეგ ჩემი სახელია, შენ რა გქვია.- გაბრაზდა ბიჭი.
- კიტი.- გაიმეორა კიტიმ, ბიჭს თავისი ხელი გამოგლიჯა და ქუჩისკენ წავიდა. ბიჭი არ იყო შეჩვეული დაუმორჩილებლობას და კიტის თვითნებური წასვლა არ ესიამოვნა.
-სად მიდიხარ?- შეეკითხა, მაგრამ კიტი ყურადღებას არ აქცევდა. გამოედევნა, ხელში წასწვდა და გააჩერა.
-მოიცადე, რა გქვია.
- რას გადამეკიდე. ხომ გითხარი კიტი.
- არა ეგ მე ვთქვი და შენ გაიმეორე.
- ეგ მე მქვია. მე მქვია, მე მქვია.- დაუყვირა კიტიმ.
- კიტი გქვია?- გაოცდა ბიჭი. კიტი გაბრაზებული უყურებდა, უკვე თავი მოაბეზრა ამ ბიჭმა თავისი კითხვებით.
-ჰო, კიტი მქვია.
- ჰო კი არა დიახ უნდა თქვა. დედაშენმა არ გასწვალა?- მიახალა უცებ ბიჭმა.
- დედა არ მყავს.- არაადამიანური, გაცოფებული ხმით უთხრა კიტიმ, შებრუნდა და ქუჩისკენ გაბრაზებული წავიდა, ხელებს გააფთრებული იქნევდა, ტუჩები ნერვულად უკანკალებდა. მიდიოდა ქუჩაში და ვერაფრით ვერ წყნარდებოდა, ადრეც უთქვამს ეს სიტყვები მაგარმ ახლა თითქოს ერთბაშად შეიგრძნო მათი მწარე, გულის განმგმირავი შინაარსი. ,, მე დედა არ მყავს“- ჩაესმოდა ყურებში საკუთარი ხმა და საშინელ ტკივილს გრძნობდა.
დიდხანს იხეტიალა ქუჩაში, უკვე ბნელოდა სახლში რომ მივიდა. მამუკას ეძინა და კიტი ჩუმად მიიყუჟა თავის კუთხეში, რომელიც საკუჭნაოში ჰქონდა მოწყობილი, დაწვა და უნდოდა დაეძინა მაგრამ თვალს რული არ ეკარებოდა. თვალწინ ის უცნაური ბიჭი ედგა და მასზე ფიქრი დაძინების საშუალებას არ აძლევდა. ,, რა უნდოდა ჩემგან?“- ფიქრობდა და ვერც შეამჩნია ისე ჩაეძინა.
ქალაქის მეორე ბოლოში კი თბილ, რბილ საწოლში იწვა ბიჭუნა რომელიც ჭუჭყიან, უცნაურ გოგონაზე ფიქრობდა და რომელსაც დაძინების საშუალებას არ აძლევდა გოგონას ნათქვამი - ,, მე დედა არ მყავს“. ბიჭი წამოჯდა, ფანჯარას გახედა, ადგა და რაფაზე დაჯდა, ხელები მოკეცილ ფეხებს მოხვია, ნიკაპით მუხლებს დაეყრნო და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა. თვალები ნელ- ნელა დაეხუჭა და ჩაეძინა.
ასე შეხვდა ორი კიტი ერთმანეთს. მაშინ მათ ჯერ არ იცოდნენ რომ ეს იყო დღე რომელმაც სამუდამოდ დააკავშირა ისინი ერთმანეთთან და რომ კიდევ არაერთხელ გადაიკვეთებოდა მათი ცხოვრების გზები.



№1  offline წევრი marqetele

რა საინტერესო ჩანს ,დამაინტრიგე ძაან :დდ გააგრძელე ოღონდ მალე დადე შემდეგი თავი ^^ <3

 


№2  offline მოდერი Nia kvaratskhelia:)

საინტერესო ჩანს ძალიან
აუცილებლად გააგრძელე
მომეწონა
^__^

 


№3  offline წევრი mariia

სიმართლე ვთქვა ჩემი ყურადღება ამ ისტორიაზე მიიქცია ატვირთულმა სურათმაა და ამიტომაც დავიწყე კითხვა. მეგონა ის იქნება რაც სურათთან დაკავშრებით ვიცოდი იმ დრამის ახალი ვარიანტი.თუმცა დავიწყე და მომეწონა. ამ ბავშვის საცოდაობით კიდეე დავიწვი. ქეთის დედას საქციელი დიდად არც გამკვირვებია დღესდღეობით ხომ უამრავი დედა თვითო "კლავს" თავის გოგოს მხოლოდ იმიტომ,რომ "მერე ხალხი რას იტყვის?!" აშინებთ. ასეთი დედა მე თუ მკიითხავ საცოცხლებელი არაა და ღირსიაა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკვილი მთელი ცხოვრება ტანჯავდეს.

 


№4  offline მოდერი Eleniko13

აუ, სათაური აქვს სასწაული.
ჩემს საყვარელ ფილმს და ბიჭს ასე ქვია. კიტი:)
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№5 სტუმარი nnn

au gaagrdzele ra... dzaan mOmwons

 


№6  offline წევრი snazina

marqetele
რა საინტერესო ჩანს ,დამაინტრიგე ძაან :დდ გააგრძელე ოღონდ მალე დადე შემდეგი თავი ^^ <3

ძალიან დიდი მადლობა. ვეცდები მალე დავდო.

kata-nia
საინტერესო ჩანს ძალიან
აუცილებლად გააგრძელე
მომეწონა
^__^

მადლობთ.

mariia
სიმართლე ვთქვა ჩემი ყურადღება ამ ისტორიაზე მიიქცია ატვირთულმა სურათმაა და ამიტომაც დავიწყე კითხვა. მეგონა ის იქნება რაც სურათთან დაკავშრებით ვიცოდი იმ დრამის ახალი ვარიანტი.თუმცა დავიწყე და მომეწონა. ამ ბავშვის საცოდაობით კიდეე დავიწვი. ქეთის დედას საქციელი დიდად არც გამკვირვებია დღესდღეობით ხომ უამრავი დედა თვითო "კლავს" თავის გოგოს მხოლოდ იმიტომ,რომ "მერე ხალხი რას იტყვის?!" აშინებთ. ასეთი დედა მე თუ მკიითხავ საცოცხლებელი არაა და ღირსიაა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკვილი მთელი ცხოვრება ტანჯავდეს.

დიდიხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე დავწერო იმ მძიმე სიტუაციაზე რომელსაც ოჯახში ძალადობა ჰქვია. წლები ვმუშაობდი ძალადობის მსხვერპლ ქალებთან და ვიცი საზოგადოების ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება ამ თემაზე, თვითონ ძალადობის მსხვერპლნიც კი რატომღაც ამ მოვლენას ძალიან ჩვეულებრივ და მისაღებ ამბადაც კი თვლიან და მე ამ ჩემი ნაწარმოებით მინდა დავანახო თუნდაც ადამიანების მცირე ჯგუფს თუ რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ დუმილს. მადლობთ რომ წაიკითხეთ.

Eleniko13
აუ, სათაური აქვს სასწაული.
ჩემს საყვარელ ფილმს და ბიჭს ასე ქვია. კიტი:)

ამ სათაურით ფილმი არ მაქვს ნანახი, აუცილებლად მოვძებნი. მადლობთ კომენტარისთვის

nnn
au gaagrdzele ra... dzaan mOmwons

მადლობთ. გავაგრძელებ და იმედია გაგარძელებაც მოგეწონებათ.

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

au guli metkina pirveli naxevaris wakitxvisass. ar vici ra davwero. ver vitan aset "wreebshi "moqceul mshoblebs, rac sheeexebat mamukasnair cxovelebs ki visurvebdi am cxovrebi s azri gaegot. da normalurad ecxovrat. motxroba dzalian momwons, sainteresod da gulshi chamwvdomad wer. velodebi shemdegs!!!!

 


№8  offline წევრი snazina

ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ. ყველას დიდი მადლობა ვინც კომენტარს მითოვებთ. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მკითხველთან, რა მოგეწონათ და რა არ მოგწონთ. ანუ ველი კრიტიკას.

 


№9  offline წევრი mariia

snazina
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობთ. ყველას დიდი მადლობა ვინც კომენტარს მითოვებთ. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მკითხველთან, რა მოგეწონათ და რა არ მოგწონთ. ანუ ველი კრიტიკას.

აუცილებლად გეტყვი მე პირადად ჩემს მოსაზრებებს <3 რაც შეხება ძალადობას და ძალადობის მსხვერპლთა დუმილსაც ყველაფერი გაუნათლებელი და სხვის აზრზე მოფიქრალი ხალხის ბრალია. მიხარია,რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი სხვაგვარად ფიქრობს და სხვადასხვა ხერხებით ცდილობს მოიყვანოს საზოგადოება აზრზე.

 


№10  offline წევრი Anonimka95

აუცილებლად გააგრძელე. ძაან კარგია და იმდენად რეალურია. ზუსტად აღწეს იმას რაც დღეს ხდება. და ეს კიდევ ლაით ფორმაში უარესებიც ხდება. მადლობა რომ შეეხე ამ თემას.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან დამაინტერესა არაჩვეულებრივად გამოგდის სიუჟეტის აღწერა .იმედია მალ-მალე დადებ თორე ლოდინი მკლავს smile

 


№12  offline წევრი snazina

Anonimka95
აუცილებლად გააგრძელე. ძაან კარგია და იმდენად რეალურია. ზუსტად აღწეს იმას რაც დღეს ხდება. და ეს კიდევ ლაით ფორმაში უარესებიც ხდება. მადლობა რომ შეეხე ამ თემას.

მადლობთ რომ წაიკითხეთ.

sameone crazy girl
ძალიან დამაინტერესა არაჩვეულებრივად გამოგდის სიუჟეტის აღწერა .იმედია მალ-მალე დადებ თორე ლოდინი მკლავს smile

მადლობა. ვეცდები მალე გამოვაქვეყნო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent