შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"hopeless" (თავი 9,10,11)


21-12-2016, 00:08
ავტორი DevilGirl
ნანახია 1 817

დილით, რომ ავდექი ნიკა ლოგინში არ დამხვდა, ვიფიქრე სამსახურში წავიდა თქო, მაგრამ სამზარეულოდან რაღაცის დამსხვრევის ხმა,რომ მომესმა გავიქეცი და.... დამხვდნენ ჩემი ნიკა , ნინა, გეგა, ალექსანდრე, ელენე და ტორტი ეჭირათ ხელში, მე მიმღეროდნენ:
-ჩემო ანგელოზო , სიხარულო, სიყვარულო, ბედნიერება, საჩუქარო, ჩემო გიჟო გილოცავ დაბიდუბიიიის!-მეხვეოდა ნინა
-ვაიმე ბასასუნააა!
-ბუსუნაა!
-გილოცავ ან, აი ყველაზე მეტად მიყვარხარ ხო იცი, ძალიან ბევრ ბედნიერებას, სიხარულს და ულევ სიყვარულს გისურვებ ჩემო სიცოცხლე!
-გეგუნააა!
-ანო ჯერ ეხლა გაგიცანი, მაგრამ შენ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
-ელჩიიიკ!
-იმდენი მოგილოცეს აღარ ვიცი რაგითხრა, მაგრამ ძალიან მაგარი ადამიანი ხარ, ყველაფერს საუკეთესოს და წიგნის მალე დამთავრებას გისურვებ!
-სანდროოო!
-აბა ცოლო სიხარულს, ბედნიერებას,სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
-ნიკაა!
-ვაიმე ბავშვებო როგორ გამახარეეეეთ!
-აუ დღეს სადმე ავღნიშნოთ
-აბა რაა, ეხლა ჩემ დაბიდუბიზე თუ არ მოვკვდი სმით ისე როგორ!
-მომენატრა შენთან ერთად სმა ბუსუნაა
-ხოდაა დღეს წავიდეთ პიკნიკზე!
-სად?
-პიკნიკზე
-აუ ხო ოღონდ დავრჩეთ მთებში რაა! ეს ერთი დღეე
-აუ რესტორანში არ გირჩევნია ან?
-არა გეგუნა მხოლოდ მთაში!
-სვანეთი?
-ააააარაააა!
-ხისთავიანი ხარ რაა.
-აბაა
მე ,ელე და ნინაჩკა კისკისით მივედით მანქანამდე. მე წინ დავჯექი ნიკასთან ერთად დანარჩენები უკან. მაშინვე მუსიკებისკენ გავიწიე და ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე. FIX YOU-ს ავყევით გოგონები და ვერც კი მივხვდით როგორ მივედით მთამდე:
-დაჯექით ეხლა და იპიკნიკეთ!
-ოხ შენ და შენი იუმორი, რა ხართ რაა!
-მაშ!
მივედით გავშალეთ კარვები დავჯექით , სასმელი, ცეკვა, გიტარა, სიმღერა და საყვარელი ადამიანები:
-წამო გეცეკვო.
მე და ნიკამ იქამდე ვიცეკვეთ სანამ ქანცი არ გაგვწყდა. ვსვით და ვსვით გათიშვამდე ნინას გარდა ყველამ, ბოლოს ყველა კარავში შევედით: მე და ნიკა, ელე და სანდრო, ნინა და გეგა. ტელეფონმა დამირეკა კარავში შესვლამდე:
-ალო
-ანო როგორ ხარ?
-რომელი ხარ?
-ირაკლი ვარ.
-ვაიმე არ მახსოვხარ ეხლა ხვალ გადმომირეკეე.
-მთვრალი ხარ ანო?
-ხო ქმარმა დამათრო-ავკისკისდი მეც.
-კარგი ხვალ მოგილოცავ.
გავუთიშე და კარვისკენ დავიძარი:
-ისა და ნიკა, ხვალ შენ არ მუშაობ?
-ერთი დღე არ მივალ არაუშავს.
-კარგია, ვაიმე ირაკლიმ დაირეკა და ისე მოვიქეცი ვითომ არ მახსოვდა თორემ დამიწყებდა ჯერ ეგ მოლოცვას, მერე ეკა, მერე ნია და რავიცი მეე .
-ეგ ვინღაა?
-უი შენ არ იცი, ჩემი კურსელი იყო, დაიკიდე რა.
-კაი
მერე უბრალოდ ჩავეხუტე , უბრალოდ კი არა მივეკარი , მანაც მომხვია ხელები, მე მის ყელში ჩავრგე თავი და ყველაფერი დამავიწყდა, ნიკამ ხელები მომხვია და მასაც ყველაფერი დაავიწყდა, უბრალოდ ტკბებოდა ამ ყველაფრით.
დილით:
თავი წამოვყავი და ნიკა აღარ მეწვა გვერდით, როგორ უყვარს კაცო ამ ბიჭს მოულოდნელად გაქრობა:
-ანოო-შემომივარდა კარავში ნინა.
-ბასასუნა მოხვედი?-ხელი შემოვხვიე.
-ბუსუნა მოგენატრე?
-ხოო ბას.
-აღსდექ უნდა წავიდეთ!
-ულვაშები მიიკარი, ხმა გაამკაცრე და ჰიტლერი ხარ რაა!
-ხო, ხო ჰიტლერი, გენიოსი გვყავხარ რაა!
-მაშ!-თავზე ხელი მივიდე.
მოვემზადეთ ბავშვები და ისევ გუშინდელივით მოვეწყეთ:
-რა ნაღვლიანად ანათეეეებს, ჩემი მზე ჩემიიიი მთვარეოოო!
-ეჰ ანო , შენ მგონი ბუნებასთან უნდა დაგვეტოვებინე!-ხითხითებს ნინა.
-დამპალოო!
სახლში მშვიდობით დავბრუნდით:
-ბავშვებო დღეს კლუბში შევხვდეთ.
-კაიი.
დავიშალეთ. ვემზადებოდით კლუბისთვის, ჩავიცვი:შავი , მოკლე, მოტკეცილი კაბა, ასევე შავი მაღალქუსლიანები, თმები გაშლილი დავტოვე და...დადააამ! ოხ რა ანგელოზივით გოგო ვარ რაა! რომ გავედი შევამჩნიე რომ ნიკას ჩვეულებრივი ჩაცმულობა საოცრად უხდებოდა. მივედით კლუბში:
-ბუს იბერები შენ ნელ-ნელა.
-აუ შეამჩნიე ბას?
-ხო ნინ აბა მაგას ვერ შევამჩნევდი?
-სიყვარულო.
-გოჭო.
ტვალეტში გავედი და უკან, რომ დავბრუნდი ნიკა ვიღაც მაღალ ქერას ელაპარაკებოდა.დამპალი მახინჯი!-ვლანძღავდი გოგოს. კაცმა, რომ კითხო ამ ვაჟბატონს ეხლა იწყებს სიყვარულს და უმზირე შენ! შენმა მზემ რაა ეხლა თქვენ გიყურებთ და ეჭვიანი ცოლის როლს მოვირგებ!:
-ნინა დავლიოთ.
-დებილო არ ვსვამ!
-უი ხოო. მაშინ წამო რა წავიდეთ აქედან თორემ ეხლა მაგრად ვარ ნერვებზე.
-რატომ?
-კაცმა, რომ კითხო იმ ვაჟბატონს ვუყვარვარ იმ დღეს მინიშნება მომცა და ეხლა კიდე უყურე რაა!
-რას ქვია უყვარხარ?
-როგორც ჩანს არ ვუყვარვარ და იტყუებოდა , კიდევ კარგი არაფერი ვუთხარი მე.
-მომიყევი სწრაფად.
მოვუყევი ყველა მინიშნება და ყველაფერი რაც კი მოხდა.
-ანო გიყვარს?
-ხო ნინა.
-მგონი გაეჭვიანებს.
-არ გამოუვა, უფროსწორედ არაფერს შევიმჩნევ.
-ანო, მაინც რას გრძნობ?
-აუ ამაზე აქ ნუ ვილაპარაკებთ რაა, წამო ნაყინი ვიყიდოთ გავისერინოთ ცოტა და მოგიყვები, საახალწლო საიდუმლო იყოს ეს ჩვენი.
-წამოდი , გეგას ვეტყვი.
-გეგა ჩვენ ნაყინის საჭმელად მივდივართ.
-ჩვენ გვტეხავთ პონტიდან?
-მაგარი პონტია ძაან რაა, რაღაცაზე უნდა ვილაპარაკოთ და თქვენ არ გვჭირდებით.
-ხო კაი , კაი მე და ნიკაზე ჭორაობას , რომ მორჩებით დაბრუნდით.
-თქვენზე ლაპარაკს არ ვაპირებთ ჩვენ უფრო ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიოზე ჭორაობა გვიზიდავს.
-რაო, რაო?-შემოტრიალდა ნიკა
ინება ძლივს იმ გოგოსთვის თავის განებება.
-რადა ნაყინი უნმდა ვჭამოთ და ბრედ პიტზე , ლეონარდო დიკაპრიოზე და კიდევ უამრავ სიმპათიურ ბიჭზე ვიჭორაოოოთ.
-კარგი, რომ მორჩებით მერე თქვენ სიმპათიურ ქმრებს დაუბრუნდით.
-მგონი უჩვენოდაც კარგად ერთობით თქვენ.-ნაგლი მზერა ვესროლე ორივეს და დავტოვეთ იქაურობა:
-გეგუნა არ იცელქო!
-ნუ ნერვიულობ ანო, ნინა კუბოში ჩამდებს!
გავედით ნაყინი ვიყიდეთ და გზას ფეხით გავუყევით:
-ნინა ხო გითხარი, აი პროსტა ამდენი მინიშნება მომცა და მეც შემიყვარდა, მაგრამ არ მაინტერესებს,იცი რას ვიზამ?
-რას აპირებ?
-ვკითხავ როდის უნდა დავშორდეთ თქო.
-ანო ინანებ.
-სხვას ვიპოვი, ასე არ შეიძლება საკუთარ თავს დააბრალოს რაა.
-ანო , პირველად ბიჭი შეგიყვარდა და შენ აპირებ დაშორდე?
-პირველად ამ შემყვარებია! მე მაშინაც მიყვარდა და კრახით დასრულდა ჩემი პირველი ურთიერთობა რა მოჰყვა ამას? ჩემი გულის ტკენა , ახლაც მეტკინება და მორჩა.
-ასე ადვილად რატომ უყურებ?
-იმიტომ, რომ ადვილია. მას თუ არ ვაინტერესებ კარგს ვიზამ თუ დავშორდები. მკითხა ჩემს პირველ სიყვარულზე და მოვატყუე არავინ ყოფილა მასეთი თქო, ნინ სიმართლე ვერ ვუთხარი.
-ანო გაგიგებს თუ უყვარხარ, ხომ გესმის , რომ რაც შენ გადაგხდა თავს ძალიან რთული მოსაყოლია შენთვის?
-ვიცი ნინ , ვიცი, აუ აქედან წასვლა მინდა სასწრაფოდ.-თვალზე მომდგარი ცრემლი მოვიწმინდე.
-წამოდი ვუთხრათ და ჩემთან დარჩი დღეს.
-არა , არა დარჩი შენ , წავალ მე .
-არა ანო დღეს შენ ჩემთან რჩები, ესეთს ნიკა არ გნახავს!
-კარგი ხო.
-წამოდი ვუთხრათ.
-მე აქ დაგელოდები, აღარ მინდა იმის შებმის ხერხების ყურება! გველი.
-კარგი.
ნინა შევიდა:
-გეგ მე და ანო მივდივართ, ნიკა დღეს ანო ჩემთან რჩება, არ დაელოდო.
-რამე ხომ არ მოხდა?
-არა, თავს ცუდად გრძნობს .
-რატომ?
-ვიღაც გაახსენდა, მოკლედ წავედი მე გარეთ მელოდება.
ანო ამ დროს იდგა და იქითა მხარეს, ტროტუარზე გაიარა მისმა პირველმა სიყვარულმა, აი ამას ნამდვილად არ ელოდა. ნინა გამოვიდა და ანოს გაოცებული სახე , რომ დაინახა იქით გაიხედა. ამ დროს გამოვიდა ნიკაც:
-ანო მე ხვალ დილით ადრე გავდივარ და გასაღები აიღე.
-ხო.
იქითა მხრიდან ჩემი პირველი სიყვარული გიორგი გადმოვიდა:
-ანო როგორ ხარ?
-კარგად, შენ?-ამოვილუღლუღე.
-კარგად, კაი წავედი მე.
არაფერი მიპასუხია:
-ანო, ფერი არ გადევს -აღელდა ნიკა
-კარგად ვარ.
-ვინ იყო ასეთი?
-ხვალ მოგიყვები, წავედით ჩვენ.
ნინას მივყავდი და თან მამშვიდებდა, ნიკას კი ის გაახსენდა ნინამ, რომ თქვა ანოს ვიღაც გაახსენდაო:
-გეგა ანო ვინმე გიორგის იცნობდა?
-ეჰ ,ის ნაბი*ვარი!
-ვინ არის გიორგი?
-ანოს პირველი სიყვარული, როგორც ამბობდა სამუდამო, მაგრამ ისეთი რაღაც გააკეთა, რომ ყველაფერი დაავიწყდა.
-ანოს , რომ ვკითხე არ მყვარებია არავინო და...
-მაგაზე საერთოდ არ ლაპარაკობს, ეხლა ნინასთან ერთად დაჯდება აივანზე , შემოაწყობს მოაჯრიზე ფეხებს და ძალიან ბევრს იტირებს, ოღონდ არა იმიტომ , რომ ისევ უყვარს...არა უბრალოდ გაახსენდება რა გადაიტანა. მაგის მერე ანო ძალიან გულგრილი გახდა ყველას მიმართ, მაგრამ ანოს იმდენი ლექციები ვუკითხე, რომ ისევ ისეთი თბილი და კეთილი გახდა, მაგრამ აღარ უყვარდება...უბრალოდ არ შეუძლია, აღარ დაუშვებს, რომ ისევ ეტკინოს...და არც მე დავუშვებ ამას.
-რა დააშავა მაინც ასეთი?
-გულის ასე ტკენა უბრალოდ შეუძლებელია 16 წლის ანომ იმდენი გადაიტანა, რომ უარესი არ შეიძლება.
-მაინც?
-ისე აჩვენებდა ის ნაბი*ვარი თავს თითქოს ძალიან სანდო, კეთილი და ყურადღებიანი იყო, ერთ ღამეს ანოს დაურეკა გეგა, ნინა და ყველა აქ ვართ მოდიო ხოდა ანოც წავიდა, იქ ის არაკაცი ძმაკაცებთან ერთად დახვდა და...მერე ხომ ხვდები,ახლა კი ასე ურცხვად შეუძლია მოვიდეს ანოს დანახვაზე და მიესალმოს.
-ხო ეხლა მიესალმა.
-16 წლის იყო როგორც გითხარი...მთელი 5 წელი დეპრესიაში გაატარა, სულ რაღაც 1 წლის წინ აღადგინდა ცხოვრება, შეცვალა ყველაფერი განაახლა სახლი, ტანსაცმელი, ყველაფერი შეცვალა. მშობლებიც ადრე დაკარგა 11 წლისამ მერე ეს ყველაფერი გადაიტანა, არ დავუშვებ გული ეტკინოს, არავითარ შემთხვევაში, ეხლა უკვე იმაზე ვფიქრობ, რომ მივალ როგორ დავამშვიდო, ვიცი ისევ ისე ტკივა...
-არ დავუშვათ, რომ ეტკინოს.
-რას მთავაზობ?
-ეხლავე დავბრუნდეთ სახლში და სადმე წავიყვანოთ ანო და ნინა ყურადღებას გადაიტანს.
-წამოდი.

ანოსთან:
-ნინა ხვდები? ხვდები რა გააკეთა იმ არაკაცმა? ისე მომესალმა თითქოს ძველი მეგობრები ვართ!-ვტირი და ვერ ვჩერდები
-არაკაცია! საზიზღარია!გეგამ ხომ ცემა ძალიან და დანარჩენს უფალი მიუზღვის.
-ნინა ვერ ვივიწყებ რა გააკეთა, მე...მე...მე არ შემიძლია ნინა.-აქ ვჩერდები და ბოლო ხმაზე ვიწყებ ტირილს.
-ბუს გთხოვ დაწყნარდი რა! გთხოვ.
-არა ნინ, არ შემიძლია!
კარი გაიღო და ნიკა და გეგა შემოვიდნენ,მაშინვე ტვალეტისკენ დავიძარი, გავიქეცი არ მინდოდა რომელიმეს ასეთი ვენახე:
-ან გააღე, ნინა ვარ გთხოვ.
-ანო ნუ შემოგვამტვრევინებ და ნუ მაგიჟებ გააღე ეხლავე.
-გთხოვთ ცოტახანი თავი დამანებეთ მარტო ნინას შემოვუშვებ.
ჩემი ნინა შემოვარდა და წყალს მასხავდა. გონს მოვედი, მოვწესრიგდი და გავედი:
-გაემზადეთ მივდივართ.
-არ მინდა არსად წასვლა , გთხოვთ არ მაიძულოთ.
-ან ასე არ შეიძლება.
-ნიკა გთხოვ!
-გავხევ ცემაში, იმ ნაბი*ვარს ისევ! როგორ გაბედა პროსტა!
-გეგა! დაანებე თავი რაა.
-როგორ იცავ ისევ ანო?
-გამწვავება არ ჭირდება ამ საქმეს. ცოტახანი მომეცით დრო აივანზე უნდა გავიდე.

-აუ ეხლა ისევ დეპრესიაში , რომ ჩაგვივარდეს რა ვქნათ?
-გახსოვს მაშინ ცადა.
-იგივე , რომ ქნას?
-არ დავუშვებთ.
-არავითარ შემთხვევაში.
-ანო შემოდი რაა.
შევედი ოთახში:
-ნინა , შენი კაბა მათხოვე რაა!
-ანუ მივდივართ?
-ხო-გავიღიმე ნაძალადევად, მაგრამ ბუნებრივად არ მინდოდა ჩემთვის ძვირფას ადამიანებს გული სტკენოდათ.
-წამო, წამო გათხოვო.
უკან მივყევი. ბოლოს:შინდისფერი, მოშვებული, მუხლებამდე კაბა ჩავიცვი.
ბოულინგის სათამაშოდ წავედით , ძალიან გავერთეთ. ბოლოს უკან დავბრუნდით და ამ საღამოს მე და ნიკაც გეგასთან და ნინასთან დავრჩით. დავწექით უკვე ვიძინებდით:
-ვწუხვარ, რომ გაცნობისთანავე მოგატყუე.-ვუთხარი ოდნავ აღელვებულმა.
-მესმის.
ძილი არ მინდოდა , ვიცოდი ისევ იმ კოშმარს ვნახავდი და ყვირილით გავიღვიძებდი, არა, არა! წამოვდექი და აივანზე გავედი, პირდაპირ მოკლე მაიკის ამარა, პუფში ჩავხტი და ფეხები მოაჯრიზე შემოვდე. გეგა ძალიან კარგად მიცნობს წეღანაც , რომ თქვა ასე იზამსო მართლა მასე ვქენი ახლაც, სულ ასე ვარ . :
-ვერ იძინებ?
-სიმართლე გითხრა არ ვიძინებ და არა ვერ.
-ყველაფერს დაგავიწყებ გპირდები.
-გენდობი.
-ანო ჩემზე რას ფიქრობ?
-ამას ხშირად მეკითხები.
-პასუხი არ გაგიცია.
-არვიცი. შენ?
-სანამ შენ არ მეტყვი არ გეტყვი.
-მე გოგო ვარ!
-მე ბიჭი!
-ხოდა იმ ქერათმიანს კითხე მაშინ!
-ოჰ, ვიღაც ეჭვიანობს.-ჩატეხა ტუჩის კუთხე.
-დიდი ამბავი შენი ცოლი ვარ მე ცნობისთვის.
-მერე მე შენი ქმარი ვარ.
-და ვისით გაეჭვიანე?
-ბარმენით.
-რომ მცოდნოდა ეჭვიანობდი უფრო დავკერავდი.-გადავიკისკისე მე.
-ხოდა კარგი მიქნია ქერასთან.
-დამპალო!
-ეჭვიანო!
-აი რატომ უნდა ვეჭვიანობდე?
-ერთი მიზეზი აქვს ამას ანო.
-მაინც?
-შურიანი ხარ და ქერასი შეგშურდა.-ახარხარდა ნიკა
-რისი შემშურდებოდა ჩემი ქმარი ხარ ზედმეტი ხმა და წამოვიდოდი დაგიფრთხობდი იმ შენს ქერას.
-ესე ადვილად არ გავუშვებდი. იცი ერთი ჩვევა მაქვს.
-რა ჩვევა?
-ვინმე თუ შევიყვარე სამუდამოდ მიყვარს და ეგრე ადვილად არ გავუშვებ.
-ქერამ ეგრე შეგაყვარა თავი?-ეხლა მე გადავიკისკისე
-არა ქერამ არა, ერთი შავგრემანია რააა.
-ოჰოო, იცი თქო რომ ცოლი გყავს?
-იცის და არ მაქ პრობლემაო.
-უნამუსო.
-ეჭვიანო!
-ჩემს თავზე რატომ უნდა ვიეჭვიანო?
-რავი.
-ანუ არ უარყოფ , რომ გიყვარვარ ხო?
-არა.
-რა დაუჯერებელი დამთხვევაა , არა?
-რა?
-მეც იმავეს ვგრძნობ, ძვირფასო ქმარუკავ!
-აჰა, ხომ ვთქვი იეჭვიანე თქო არაა!
-ცოლები ეჭვიანები არიან!
-ქმრებიც.
-ანუ ეხლა შენ ჩემი ეჭვიანი ქმარუკა ხარ?
-შენ ეჭვიანი ცოლუკა ძვირფასო
ახლოს მოიწია და ჩამეხუტა, ეს საკმარისი იყო.

ბავშვებო 5 ან 4 დღე ვერ დავდებ შემდეგ თავს ამდენი იმიტომ დავდე, ეხლაც ძლივს მოვახერხე. ძალიან დიდი ბოდიში, რომ ვერაფრით მოვახერხე დადება, მაგრამ სამაგიეროდ გპირდებით,რომ უფრო დიდ თავებს დავდებ ბევრად. ახალი მოთხრობის იდეა გამიჩნდა კრიმინალურია და თან სასიყვარულოც როგორც კი ამას დავასრულებ მერე იმას შემოგთავაზებთ! მიყვარხართ ჩემო ბუსუსუნებოო ! <3



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძაან მაგარია.მომწონს ისტორიის ასეთი განვითარეა .აბა შEნ იცი ველოდები შმდეგს!!!!

 


№2  offline წევრი LSD

Vaime rogor gelodi shen arici am tavit dzaan gamaxare mara rameko ai dzaan tbili tkbili da emociuri tavi iko lamis torili daviwye mec umagresi gogoxar arvici raa ❤❤ dzaan shemakvare shen an istoriit tavi imdenxans velodi ro davinaxe yvirili unda damewko maragame iko da ai arvici martla rogor gamaxare vgijdebi ubralod am istoriaze ❤❤

 


№3  offline წევრი DevilGirl

nawkas12345
ძაან მაგარია.მომწონს ისტორიის ასეთი განვითარეა .აბა შEნ იცი ველოდები შმდეგს!!!!

მადლობაა <3

LSD
Vaime rogor gelodi shen arici am tavit dzaan gamaxare mara rameko ai dzaan tbili tkbili da emociuri tavi iko lamis torili daviwye mec umagresi gogoxar arvici raa ❤❤ dzaan shemakvare shen an istoriit tavi imdenxans velodi ro davinaxe yvirili unda damewko maragame iko da ai arvici martla rogor gamaxare vgijdebi ubralod am istoriaze ❤❤

ყველაზე ტკბილო და კეთილო , საყვარელო , აი მე კიდე შენ მახარებ<3

 


№4 სტუმარი tlana

Am istoris gagrfzelebas afar apirrb tu ra xeebaa ramdeni xania geli

 


№5  offline წევრი DevilGirl

tlana
Am istoris gagrfzelebas afar apirrb tu ra xeebaa ramdeni xania geli

სხვა დავიწყე და ამასაც დავამთავრებ, მე მეგონა , რომ დაიბეჭდა რადგან როგორც წესი უკვე დავწერე , მაგრამ ალბათ რამე შეცდომა მქონდა და არ დადეს , შენ , რომ დაწერე კომენტარი შევამოწმე , არ მეგონა თუ არ დადეს, დავდებ აუცილებლად ხვალვე ან ზეგვე დასასრულს უკვე!

 


№6 სტუმარი Idioti

Rameeni xania qr dagidia gagtdzelebas agar apireeeb

 


№7  offline წევრი DevilGirl

Idioti
Rameeni xania qr dagidia gagtdzelebas agar apireeeb

ეს იყო დასასრული....აუხსნეს ერთმანეთს სიყვარული და ახლა მივხვდი ,რომ ზუსტად ასეთი დასასრული მინდოდა ასეთი მოთხრობისთვის.

 


№8 სტუმარი Pliiiz

ძან მომწონს ეს ისტორია და გააგრძელე რა გთხოოვ

 


№9 სტუმარი

შმდეგს ველიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent