შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტკბილი შურისძიება [სრულად]


21-12-2016, 16:19
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 16 206

დგება დღე როცა ყველა ადამიანმა რაღაც სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს.... რთულია 22 წლის ასაკში აღმოაჩინო რომ ამ ხნის მანძილზე ტყუილში გიცხოვრია მთელი შენი ცხოვრება ერთი დიდი ფარსია და მეტი არაფერი.... რთულია გააკეთო არჩევანი რეალობასა და ფარსს შორის მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება ირჩევ რა უფრო გინდა იცხოვრო ფარსში თუ პირისპირ აღმოჩნდე რეალობასთან რაცარუნდა მწარე იყოს ის.
.............
2011 წელი იანვარი.. (სტამბული)
ალბათ ამინდის ბრალია ჩემი დამძიმებული სხეული გული ცუდს მიგრძნობს მაგრამ რაღა უნდა მოხდეს იმაზე ცუდი რაც აქამდე მოხდა... ორი თვის წინ ჯერ მამა დამეღუპა მისი ავტომობილი გაყინულ გზაზე მოსრიალდა რამოდენიმე კვირაში კი დედა მამას დაკარგვა ვერ გაუძლო.... მე ლალე დევრიზი ვარ.
-ქალბატონო ლალე ბატონი იუსუფი მოვიდა.
ბიძია იუსუფი მამას მეგობარი და ჩემი იურისტია რომ არა ის ამ მძიმე დღეებში ალბათ ჩემი კომპანია გაკოტრდებოდა.
-დილა მშვიდობის ბიძია იუსუფ.
-შვილო როგორ ხარ?
-ვცდილობ კარგად ვიყო.
-ლალე ეს დედაშენის წერილია რომელიც მამაშენის გარდაცვალების შემდეგ დაწერა და შენთვის დატოვა ალბათ სჯობს მარტომ წაიკითხო... გთხოვ ცხელ გულზე გადაწყვეტილებას ნუ მიიღებ კარგად დაფიქრდი... მე წავალ.
და აი ისიც ის რასაც გული მიგრძნობდა ხელის კანკალით გავხსნი დედას წერილი და იქვე მისაღების ტახტზე ჩამოვჯექი... დედას ლამაზი კალიგრაფია ვიცანი მიუხედავად იმისა რომ ხელი უკანკალებდა მაინც ნატიფი ასოები ეწერა და კალიგრაფიაც არ იყო გაკრული ხელით დაწერილი:
"ლალე ჩემო ძვირფასო ახლა რასაც გაიგებ შენთვის დიდი დარტყმა იქნება ცოცხალმა ამის თქმა ვერ გავბედე შემეშინდა რომ დაგკარგავდი მე და მამაშენს შენს გარდა არავინ გვყავდა... გთხოვ გვაპატიე თუ შეძლებ...
ყველაფერი 23 წლის წინ დაიწყო მე და მამაშენმა გავიგეთ რომ შვილი არასოდეს გვეყოლებოდა ამიტომ შვილის აყვანა გადავწყვიტეთ მაგრამ არ გვინდოდა ეს ვინმეს ცოდნოდა და საქართველოში წავედით.. იქ 9 თვე დავყავით ერთ ქალს შევუთანხმდით მან გვითხრა რომ მის მეგობარს ბავშვის მოშორება უნდოდა მაგრამ თუ ჩვენ სოლიდურ თანხას გადავიხდიდით და ბავშვსაც ჩვენს შვილად გავატარებდით ის ქალი სუროგატი დედა იქნებოდა... მან ყველაფერი მოაგვარა საავადმყოფოში მე გამაფორმეს დედად მამაშენი-მამად... ისეთი პატარა და უსუსური იყავი რომ დანახვისთანავე შეგვიყვარდი როგორც კი ხელში აგიყვანე რაღაც სხვა ვიგრძენი გეფიცები... ამის ახსნა შუძლებელია ვგრძნობდი რომ ჩემში იზრდებოდი, რომ შენი ერთადერთი მშობლები მე და დემირი ვიყავით... მან გვითხრა რომ ტყუპები გაჩნდით მაგრამ შენი და დაბადებისთანავე დაიღუპა.... ჩვენ შენი ბიოლოგიური მშობლები არასოდეს გვინახავს... ლალე საყვარელო ამას ცოცხალი რომ ვიყო ალბათ ვერასოდეს გაიგებდი გთხოვ თუ შეძლებ გვაპატიე ნუ იტყვი შენს ცხოვრებაზე უარს იყავი ისევ ლალე დევრიზი და ნურავის ძებნას ნუ დაიწყებ.. გთხოვ მაპატიე ჩემო ძვირფასო... დედას ერთადერთო...
მიყვარხარ ლალე"
არ ვიცი რას ვგრძნობდი გავიყინე... აქამდე ვიცოდი ვინ ვიყავი ახლა კი მხოლოდ ის ვიცი რომ ვარსებობ, ამას თუ არსებობა ქვია... მთელი სხეული დამეჭიმა, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა მეგონა ვკვდებოდი მაგრამ ეს უბრალოდ ტკივილი იყო რომელიც ჩემმა არარსებობამ გამოიწვია ჩემში.. ტელეფონი ავიღე და ბიძია იუსუფს დავურეკე:
-ლალე გისმენ შვილო.
-ბიძია იუსუფ შენი ნახვა მინდა.
-მოვალ მალე აქვე ვარ ახლოს.
სანამ ბიძია იუსუფი მოვიდოდა ალბათ მთელი სახლი შემოვიარე ნერვიულობისგან მაგრამ ერთი ფაქტი იყო გადაწყვეტილება მივიღე.
-ბიძია იუსუფ შენ იცოდი?
-კი ლალე..
-რამდენი ხანია რაც იცით?
-მე დავაკავშირე იმ ექთანთან ვინც შუამავალი იყო.
-საქართველოში მივდივარ ხო და კიდევ კარგი დეტექტივი მჭირდება.
-ლალე შეცდომას უშვებ.
-მე მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე.
-კარგი როგორც შენ იტყვი.
...........
2011 წელი ივნისი... (თბილისი)
-ქალბატონო ლალე მზად ხართ?
-კი მზად ვარ.
-თქვენს დას მძიმე ფეხმძიმობა აქვს თან სულ მარტოა გვერდით არავი ყავს... მას ნანიკო ქვია... ნანიკო ქალდანი ის ხუთი თვის ფეხმძიმეა.
-მინდა მისი ნახვა მაგრამ მეშინია რამე არ მოუვიდეს.
-მე მას უკვე ველაპარაკე ის მზადაა თქვენთან შესახვედრად...
და ვიპოვნე ბედნიერებით ვიყავი აღსავსე ვფიქრობდი როგორც კი ვნახავდი გულში ჩავიკრავდი, ნელა მივაბიჯებდი საფეხურებზე და აზრს ვალაგებდი რას ვეტყოდი ნანიკოს რას მოვუყვებოდი და რას მოვისმენდი მისგან... ზარი ხელის კანკალით დავრეკე, მუხლები მეკეცებოდა მეგონა რომ ნანიკო კარის გაღებას ვერ მოასწრებდა ისე ჩავიკეცებოდი... კარი გაიღო ზღურბლის მეორე მხარესაც მე ვიდექი ოღონდ წინ გამოზრდილი მუცლით მასაც ჩემსავით დიდ მწვანე თვალები და შავი თმა ქონდა წყლის ორი წვეთივით ვგავდით ერთმანეთს...
-არ შემოხვალ? (რუსულად მკითხა ნანიკომ)
მე მხოლოდ თავი დავუქნიე ნანიკო გაიწია და გზა დამითმო მძიმე ნაბიჯებით შევაბიჯე ბინაში და ტახტზე ჩამოვჯექი... ნანიკო გვერდით მომიჯდა.
-ჩაი თუ ყავა?
-წყალი.
ხმის ტემბრიც კი ერთნაირი გვქონდა.. მაგრამ ჩემი ხმა ახლა ისეთი ჩამწყდარი და უსიცოცხლო იყო ვერც კი იცნობდით.. ნანიკომ წყალი მომიტანა და ისევ ჩემს გვერდით დაჯდა... ლაპარაკიც თავად დაიწყო.
-რთულია ვიცი... უცებ აღმოაჩენ რომ სულაც არ ხარ ის ვინც გგონია... მე ბავშთასახლში გავიზარდე, იქ მითხრეს რომ შენ მოკვდი, მაგრამ მე ვგრძნობდი რომ რაღაც გიჭირდა ერთ წამს შეიძლება ძალიან კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი და სრულიად უმიზეზოდ ტირილი დამეწყო ან პირიქით... ასეთ მანძილზეც კი ვგრძნობდი რომ სადღაც იყავი რომ არ მომკვდარხარ... ლალე მითხრი რამე გთხოვ...
ერთიანად იფეთქა ჩემში ყველა ტკივილმა და აქამდე სიმწრით ნაკოწიწები სიმშვიდე ერთიანად იქცა ნამსხვრევებად.. ავტირდი თავი ნანიკოს კალთაში ჩავდე ისეთი თბილი და მზრუნველი იყო მისი ხელები როცა მეფერებოდა..
-ნანიკო მე.... იცი მეგონა რომ მოვკვდებოდი... რას ვგრძნობ ამას სიტყვებით ვერ აღვწერ ბედნიერი ვარ და ვგრძნობ რომ ეხლა მთლიანი ვარ რომ ჩემი ნაწილი ვიპოვნე და გავბედნიერდი.
-ლალე მომიყევი შენზე მე მხოლოდ შენი სახელი ვიცი.
-მე ლალე დევრიზი ვარ... ჩემს გამზრდელ მშობლებს აილა და დემირი ერქვათ.. ერთერთი ყველაზე მსხვილი სამშენებლო კომპანიის და საფეხბურთო კლუბ ბეშიკტაშის მფლობელი ვარ... აქამდე მეგონა რომ ასე იყო ახლა კი საერთოდ არ ვიცი ვინ ვარ და რას წარმოვადგენ..
-ლალე, ქალდანი ჩვენი ნამდვილი გვარია.
-იქნებ გვყავს ვინმე...
-დედა ჩვენი დაბადებისთანავა გარდაიცვლა მაგრამ ქალდანი მამას გვარია როგორც ვიცი.
-ნანიკო ბავშვი? სადაა მამამისი?
-მამამისმა არ იცის მისი არსებობა და არც არასოდეს ეცოდინება...
-რატომ? თუ მოყოლა არ გსურს არ დაგაძალებ.
-იმიტომ რომ ლუკა საოცარი ადამიანია მაგრამ მან კარიერა უნდა შეიქმანს თან ისეთი რამ ჩავიდინე რომ ლუკა ბავშვის გამოც არ მაპატიებს... ლუკას დედას არ უნდა რომ ის ფეხბურთ გაყვეს და საზღვარგარეთ წავიდეს ამიტომ მე დამიქირავა ლუკას ლოგინში ჩასაწვენად არ ვიცი ეს როგორ მოახერხა მაგრამ ფაქტია რომ მე ხელოვნური განაყოფიერება გავიკეთე მერე მთვრალ ლუკასთან შიშველი ჩავწექი და მას ეგონა რომ.... ის არც კი შემხებია, მე ის შემიყვარდა მისი ბედნიერებისთვის იმისთვის რომ ოცნებები აეხდინა მასზე და იმ შეთანხმებაზეც უარი ვთქვი... მაგრამ ბავშვს ვერ მოვიშორებდი... ის მისი და ჩემი შვილია...
-ნანიკო ლუკამ ბავშვის არსებობა არ იცის??
-არა ხომ გითხარი და ჯერ ვერც გაიგებს... ლალე რაღაც უნდა გთხოვო მე ანევრიზმა მაქვს რომელიც ქორურგიული ჩარევის შემთხვევაში შეიძლება გასკდეს ცოცხალი ვერცერთ ვარიანტში ვერ გადავრჩები ამიტომ ყველას უნდა ეგონოს რომ ლუკა შენი შვილია..
-ნანიკო მე ხომ ჯერ მხოლოდ დღეს გიპოვნე ამას არ დავუშვებ... გეფიცები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში წაგიყვან და შენს სიკვდილს არ დავუშვებ...
-ლალე ეს გარდაუვალია.
-არა ხვალვე წავალთ სტამბულში გესმის... სადაც საჭირო გახდება იქ წაგიყვან.
-ლალეეე... ჩემი გადარჩენის შანსი 0%-ია..
-არაა... არაა... ამას არ დაუშვებ..
სასოწარკვეთილი ვიმეორებდი რომ ნანიკოს გადავარჩენდი ის ოთხი თვე რაც მასთან ერთად გავატარე ჩემი ცხოვრების უბედნიერესი ოთხი თვე იყო... ნანიკოს სურვილით ის რამოდენიმეჯერ ჩაჯდა ჩემს მანქანაში პაპარაცებმაც დააფიქსირეს პრესა ჭორაობდა ჩემს ფეხმძიმობაზე... მე და ნანიკომ დედას საფლავი ვიპოვნეთ..
-დე... დედიკო... ნახე ორივე მოვედით მეც და ლალეც, შენ არ იცი ლალე როგორი ძლერია მას არც წარსულის ეშინია და არც მომავლის... შენ არ ინერვულო მე სულ მალე სამუდამოდ შენთან ვიქნები... ლალე ყველაფერს გაუძლებს და ჩემს ლუკასაც კარგად მოუვლის..
-დე უთხარი რა ნანიკოს რომ არ წავიდეს... არ წაიყვანო რა მე ის ძალიან მჭირდება შენც მჭირდები დეე... მე ხომ ახლა ვიპოვნე ის ნუ წაიყვან რა გთხოვ..
.....
25 ოქტომბერი 2011 წელი (ნიუ იორკი)
ნანიკო სამშობიარო ბლოკში შეიყვანეს.... მე არ შემიშვეს ბოლო ერთი წლის მამძილზე მხოლოდ ერთხელ ვიტირე როცა ნანიკო ვნახე პიველად... ახლა ძალიან მინდა რომ ცრემლები წამომივიდეს მაგრამ არ მოდის ყელში მაქვს ბურთად გაჩერილი... ნელა და მტანჯველად მახრჩობს, ყოველწამს საოცრად ნელა იზრდება... არ მინდა ჩემი დის დაკარგვა არავის გამო... არაფრის ფასად არ მინდა მისი დაკარგვა რომ შემეძლოს ჩემი სიცოცხლე მივცე დავთმობდი სულ უყოყმანოდ მივცემდი ჩემს სიცოცხლეს... მინდა რომ ვიყვირო გარშემო ყველაფერი დავლეწო ამის ნაცვლად კი დერეფნის ცივ იატაკზე ვზივარ და მუხლებზე მიდევს თავი... მკლავს ჩემი უძლურება, ყველაზე მეტად ჩემი ტკივილი მკლავს... აქამდე მეგონა რომ თუ ადამიანი არ ტიროდა მას არ ტკიოდა მაგრამ როცა გაუსაძლისია ტკივილი ტირილიც შეუძლებელია... თურმე ყველაზე ძალიან ის ადამიანი იტანჯება ვისაც უნდა და ვერ ტირის, ვისაც სახეს თბილი და მლაშე სითხე არ უსველებს... იმდენადაა გამოფიტული რომ ტირილიც არ შეუძლია.. მოსიარულე გვამი ვიყავი ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მესმოდა და ვერაფერს ვხედავდი...მხოლოდ ის მესმოდა რომ ისევ ნახევარი დავრჩებოდი ერთი მთლიანობა აღარასოდეს ვიქნებოდი... ვფიცავ რომ ჩემი დის სიცოცხლის წართმევისთვის ყველა სათითაოდ აგებს პასუხს მე შურს ვიძიებ ყველა მათგანზე სათითაოდ.. ექიმი გამოვიდა ისეთის სახე ჰქონდა რომ მივხვდი მოსალოდნელ ცუდ ამბავს..
-ექიმო ჩემი და როგორაა? ბავშვი?
-ქალბატონო ლალე ვწუხვარ... თქვენი დის გადარჩენა ვერ მოვახერხეთ.. ბავში ჯამრთელი და ძლიერი ბიჭია...
რა ვიგრძენი? ტკივილი? ეს გრძნობა ჩემთვის უკვე იმდენად ახლო იყო რომ ჩემი ნაწილი იყო... ცრემლები ისევ სადღაც გამქრალიყო... ვიდექი გაუნძრევლად არც ცრემლები მომდიოდა და ვერც ვერაფერს ვამჩნევდი... გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როცა ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი...
-კარგად ხართ? ექიმმა გამომგზავნა იმისთვის რომ ბავშვმა დედის სითბო იგრძნოს თქვენს მკერდზე უნდა დავაწვინოთ.
ამ ხნის მანძილზე პირველი ცრემლი მაშინ ვიგრძენი როცა ლუკა გულზე დავიწვინე... ეს ის გრძნობა იყო როცა ყველა ტკივილი ერთიანად გაქრა მხოლოდ მის პაწაწინა ხელებს ვგრძნობდი.. ის საოცრება იყო ახლა ისეთ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი როგორც არასდროს... ჩემში დედობრივმა ინსტიქტმა გაიღვიძა.. არ ვიცი რისი იყო ის ცრემლი ბედნიერების თუ ტკივილის მაგრამ საოცარი შვება მომგვარა... ვუყურებდი პატარა ლუკას და ვხვდებოდი რომ ნანიკოს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი არც დედაჩემი დამვიწყებია დარწმუნებული ვარ მანაც იცოდა რომ ჩვენ თუ გაგვაჩენდა მოკვდებოდა მაგრამ ჩვენი სიცოცხლე არჩია... ახლა ისე როგორც არასდროს მესმოდა აილასი მესმოდა რა იგრძნო როცა პირველად ამიყვანა ხელში... მესმოდა და მისი მადლიერი ვიყავი რომ დედობა გამიწია უნდა ვაღიარო აილა საუკეთესო დედა იყო მსოფლიოში...
......
2011 წელი ნოემბერი (სტამბული)
-ლალე ეს ბავშვი... შენი შვილია მამამისი სად არის?
-ბიძია იუსუფ ეს ჩემი პირადი ცხოვრებაა... მე ბეშიკტაშის პრეზიდენტთან მინდა შეხვედრა როგორც მფლობელს.
-რატომ ლალე.. რა ხდება?
-ბიძია იუსუფ მე გითხარით რომ შეხვედრა მინდა დღესვე..
-ლალე რა დაგემართა შვილო ასე რატომ შეიცვალე..
-მე არ შევცვლილვარ უბრალოდ... ტკივილმა გამაძლერა.. ხომ იცით რაც არ გკლავს გაძლერებს.
....
-ქალბატონო ლალე გავიგე ჩემი ნახვა გინდოდათ.. ნუთუ ჭორები მართალია და კლუბის გაყიდვას აპირებთ?
-არა არ ვაპირებ კლუბის გაყიდვას მე მინდა რომ ეს მოთამაშე იყიდოს ჩემმა კლუბმა (წინ ლუკას ფოტოები დავუდე)
-ქალბატონო ლალე გალათასარაი ამ ბიჭის გაყიდვას არ აპირებს..
-მე მინდა ეს ბიჭი ბეშიკტაშში თამაშობდეს არ მაინტრესებს მასში რამდენის გადახდა მომიწევს... ჩემი გუნდი ნომერ პირველია მთელს თურქეთში.
-მისი საწყისი ფასი 15 მილიონია.
-30 გადაიხადეთ.. არ მაინტერესებს.
-კლუბს არ აქვს ამჟამად ფული ტრანსფერისთვის...
-მე ვიხდი ფულს... ეს ბიჭი მწვერვალზე უნდა ავიდეს ვარსკვლავი უნდა გადეს გესმით.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ.
.........
2016 წელი (სტამბული)
-დედააა...
საწოლზე ლუკა ამოხტა და ზედ დამაჯდა.
-ხო დედას სიხარულო... ვინ არის დედას პრინცი..
-დე იცი ბაღში რა მითხრეს გუშინ??
-რა დედიკო?
-რომ მე ვარ... მამა არ მყავს?
-ეგ ვინ თქვა დედიკო? შენ გყავს მამა და მას ძალიან მალე გაიცნობ.
-ჩემს დაბადების დღეზე მოიყვან მამიკოს?
-იქნებ მოგიყვანო კიდეც.
.......
-დეფნე გავგიჟდები ალბათ... დღეს ისეთი რამ მითხრა ლუკამ რომ გავაფრენ.
-რა ხდება ისევ ბაღში უთხრეს რამე?
-ხო ისევ მამამისი იკითხა.
-ლალე დროა ლუკამ გაიგოს რომ შვილი ყავს.
-დეფნე ჩემს დას პირობა მივეცი..
-ლალე ლუკას მამა ჭირდება, იმ ბიჭზე შენ შურის ძიებას აპირებ?
-რათქმაუნდა ყველაზე ვიძიებ შურს.
-მაშინ რატომ აიყვანე ის ბიჭი კარიერულ მწვერვალზე?
-დედამისს შვილი წავართვი.. ის გავაკეთე რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ლუკა საქართველოში აღარ დაბრუნდება აქ თუ წარმატებას მიაღწევს.
-ლალე თუ მას შვილს აჩვენებ ის არასოდეს დაბრუნდება საქართველოში... წააკითხე შენი დის დღიური გაიგოს ვინ არის სინამდვილეში დედამისი... ხომ იცი პრესა ისეც ლაპარაკობს რომ ლუკა მისი შვილია, მისი სახელი ქვია თან საოცრად გავს მამისს შენი მხოლოდ თვალების ფერი აქვს.
-ფიქრობ რომ დროა ლუკა მორალურად გავანადგურო?
-ხვალ შენი შვილის დაბადების დღეა შენ მას მამას დაპირდი.
........
-ლუკა..
-გისმენთ ბატონო პრეზიდენტო..
-გუნდის მფლობელს ლალე დევრიზს სურს შენთან შეხვედრა.
-როდის?
-დღეს თავისთან გელოდება ვახშამზე.
-ჩემთვის დიდი პატივია ვეახლო დედოფალ ლალეს.
-ლუკა იმ გოგოსთან ეგრე არ დაიწყო დღეს თუ რამეს მიაღწიე მისი დამსახურებაა შენში 47 მილიონი გადაიხადა.
-კარგით ბატონო პრეზიდენტო.. ხო მართლა ლალეს მარტო უნდა შევხვდე?
-კარგი არ თქვა რომ იმ გოგოსი გეშინია.. უკანა შესასვლელით უნდა შეხვიდე რადგან.
-ხო ვიცი მისი შვილის მამობას მაბრალებენ.
.......
ლუკა რვა საათზე მოვიდოდა, ცხოვრებაში პირველად ვნერვიულობდი ასე... დღეს იწყებოდა ჩემი შურისძიება ლუკა მებონიაზე.
-ქალბატონო ლალე სტუმარი მოვიდა.
-შემოიყვანე.
....
მოსამსახურემ მისაღებში შემაცილა ჩემგან ზურგით ქალი იდგა.. როგორც კი შემოტრიალდა გავშეშდი, მთელი ჩემი მამაკაცური სიძლიერე სადღაც კუთხეში მიიმალა 28 წლის კაცს პირველად ამიკანკანლდა მუხლები ჩემს წინ ნანიკო იდგა რომელიც 5 წლის წინ დავმარხე..
-ნანიკო... შენ.. შენ ხომ.. (წინადადება ვერ დავასრულე)
-ლუკა მე ნანიკო არ ვარ. (გოგონამ თურქულად მომმართა.)
-აბა ეს მსგავსება რას ნიშნავს?
-ლუკა აგიხსნი მოდი ჩამოჯექი.
რობოტივით მივედი ტახტამდე და მის წინ ჩამოვჯექი... ვუყურებდი და არ მჯეროდა ჩემს წინ იჯდა ქალი რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ნანიკოს და მეუბნებოდა რომ ლალე იყო და ყველაფერს ამიხსნიდა.
-ლუკა ეს ნანიკოს წერილია... ვიცი ჯერ ძალიან ადრეა მაგრამ მე მეტის მოთმენა აღარ შემიძლია.
გავხსენი კონვერტი ნაწერი ქართული იყო როგორც მივხვდი ის ვერ წაიკითხავდა რომც გაეხსნა.
"ლუკა ახლა თუ ამას კითხულობ ალბათ ჩემი სიკვდილიდან დიდი დროა გასული შენ საკუთარი ცზოვრება გაქვს და გყავს ოჯახი. (მივხვდი რატომ მითხრა ჯერ ძალიან ადრეაო) ალბათ შვილები გყავს ან იქნებ პირიქით ძალიან ცოტა დროა გასული და ჩემმა დამ ვერ გაუძლო.. იქნებ ჩემი და უფრო სუსტი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა და მალე მოგძებნა, ნეტა თუ გახსოვვარ ალბათ აღარც... ჯდახარ და ფიქრობ ნეტა ვინ იყო ნანიკოო.. ალბათ ლალეს დანახვისას გეგონა რომ მკვდრეთითაღვსდექი...
ლუკა მე შენ დანახვის პირველი წამიდან მომეწონე როგორც კი ვატომ ერთმანეთი გაგვაცნო.. ალბათ ვერ გამიგებ მაგრამ ფული ძალიან მჭირდებოდა, დედაჩემის ბინას დავკარგავდი ამას კი ვერ დავუშვბდი მაშინ არ ვიცოდი ჩემი და თუ ცოცხალი იყო... დედაშენმა რამოდენიმეჯერ მნახა შენთან ერთად იცოდა რომ ფული მჭირდებოდა, ამიტომ შემომთავაზა შენგან დავფეხმძიმებულიყავი იცოდა შვილს არ დატოვებდი თუ საჭირო გახდებოდა ოცნებებზე უარს იტყოდი... ჯერ დავთანხმდი, შენ როგორც მეგობარს ისე მიყურებდი... არასოდეს მოგწონდი ხომ? იცი ამას როდის მივხვდი ჩემს საწოლში რომ გაიღვიძე და შეშლილი სახით მიყურებდი, მივხვდი გერჩივნა მიწა გამსკდარიყო და ჩაეტანე ვიდრე ჩემს საწოლში , ჩემს გვერდით შიშველს გაგეღვიძა.. მინდა დაგამშვიდო არაფერი მომხდარა ჩვენს შორის იმ ღამით მთვრალი იყავი და გაითიშე... დედაშენს რომ ვუთხრი რაც მოხდა მან არ ვიცი როგორ მაგრამ შემომთავაზა რომ ხელოვნური განაყოფიერება გამეკეთებინა... მე მიყვარდი ლუკა... ექიმს შევუთანხმდი და დედაშენი მოვატყუე რომ განაყოფიერება უშედეგო იყო... მინდოდა შენი ოცნებები აგესრულებინა ამიტომ ბავშვზე არაფერი გითხარი.. მერე ჩემმა დამ მიპოვნა.. ვიცოდი რომ ანევრიზმა მქონდა მუცლის ღუში და ვერ გადავრჩებოდი მაგრამ ამ დანაშაულის გამოსასყიდად რაც შენს წინაშე ჩავიდინე ჩვენს შვილს გიტოვებ.
("შვილი" გონება ატრიალებდა ამ ერთ სიტყვას მე შვილი მყავდა... ნანიკო მართალი იყო მან ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი შვილი მაჩუქა და ამით ის ტყუილი გამოისყიდა მაგრამ დედაჩემი უნდა მძულდეს ამ ტყუილისთვის და ეგოიზმისთვის?)
ლუკა გთხოვ ლალეს ბავშვი არ წაართვა მას მხოლოდ ის დარჩა და ნუ წაართმევ. მხოლოდ ის გახსოვდეს რომ მიყვარდი.."
წერილის კითხვა დავასრულე და ლალეს მივაშტრდი... ამხელა კაცი ცხოვრებაში პირველად ვტიროდი...
-ანუ ლუკა ჩემი შვილია?
-კი ის შენი და ნანიკოს შვილია.
-ახლა სად არის?
-მამაჩემის მეგობართან... ლუკა ვიცი ფიქრი გჭირდება ეს ნანიკოს დღიურია თუ გინდა წაიკითხე..
-მე ფიქრი მჭირდება.
კართან მისული ლალეს სიტყვებზე შევჩერდი.
-ხვალ ლუკას დაბადების დღე აქვს მე მას დავპირდი რომ მამა მოვიდოდა მოხვალ?... მან თქვა რომ არ უნდა სტუმრები, ტორტს მხოლოდ მაშინ დაჭრის როცა შენ მოხვალ.... იცი მას შენ როგორც ფეხბურთელი ძალიან უყვარხარ მისი გმირი ხარ... ცდილობს მოგბაძოს... ლუკა მოხვალ?
-რამდენი წლის ხდება?
-ხუთის... მოხვალ?
ვუყურებდი როგორ მოუთმენლად იმტვრევდა ლალე თითებს... ჩემი პასუხის მომლოდინე ლამის იქვე დაილია.
-მოვალ.. ჩემი შვილისთვის.
გასვლას ვაპირებდი რომ ლალემ დამიძახა.
-ლუკააა.
-გისმენ.
-ერთი წუთი დამელოდე რაა.
ზემოთ აირბინა და უკან რაღაც ყავისფერი ყუთით დაბრუნდა... ხელში მომაჩეჩა და გაუბედავად გადამეხვია.
-მადლობა რომ ლუკას გააბედნიერებ.
-დედას შენ გეძახის?
-კი.
-ქათული იცის?
-კი, ჩვენ ძიძა ქართველი გვყავს... ქართულ-თურქულ ბაღში დამყავს.. მე და ლუკა მშობლიურ ენას ერთად ვსწავლობთ.
წამოვედი ლალეს სახლიდან ყუთით და დღიურით ხელში.. რას ვგრძნობდი? სიხარულს... იმედგაცრუებას... ტკივილს.... აი უცებ რომ სიმწრით ნაკოწიწები 28 წლიანი ცხოვრება თავზე გენგრევა.. წარმატებული კარიერა? ეს ის არის რაც იმ ქალის დამსახურებით მაქ ჩემი შვილი დედას რომ ეძახის, იმ ქალის წეღან მოუთმენლად რომ ელოდა ჩემს პასუხს შეუსრულებდა თუ არა შვილს პირობას, იმ ქალის რომელიც გაუბედავად მომეხვია და თანამიგრძნობდა მიუხედავად იმისა რომ მე მას და წავართვი ნეტა რამდენი ხანი გაატარეს ერთად? ერთი თვე? ორი? ან იქნებ რამოდენიმე კვირა?... სახლში როგორც კი შევედი ვისკის ბოთლი ავიღე იქვე კედელთან ჩავჯექი და დღიური გადავშალე... ვკითხულობდი როგორ მოვწონდი ნანიკოს და ვკვდებოდი...
"დღეს ლუკას დედამ ისეთი რაღაც შემომთავაზა გავგიჟდი.. ჯერ ვეჩხუბე ეს ჩემზე როგორ იფიქრეთ მეთქი მან კი ასე მითხრა რომ არ მჭირდებოდე სხვა კანდიდატურა რომ მყავდეს ჩემს შვილს ახლოსაც ვერ გაეკარებოდიო.. არ მჭირდება შენნაირი მდაბიო და მათხოვარი რძალი მაგრამ დედა ვარ და შვილის დაკარგვა არ მინდაო... საშინელი ეგოისტია მაგრამ ფული ძალიან მჭიდება... ექვს თვეში ამხელა თანხას ვერ ვიშოვი და დედაჩემისგან დარჩენილ ერთადერთ ბინას დავკარგავ... სხვა გზა არ მრჩება უნდა დავთანხმდე.."
ვკითხულობდი დღიურს და ვგრძნობდი რომ საკუთარ დედას არ ვიცნობდი.. მძულდა? არა მეცოდებოდა რომ ასეთი იყო... ახლა მესმოდა მამაჩემის რომელიც გაიქცა მეგონა რომ მიგვატოვა თურმე თავი დაიხსნა დედაჩემის კლანჭებიდან... ალბათ ეგონა რომ დედა მაინც იქნებოდა კარგი...
"დღეს ტესტი გავიკეთე... ლუკასთან მივედი სიმართლე უნდა მეთქვა მან კი ბედნიერმა მახარა რომ თურქეთში მიდის... ისეთი აღფრთოვანებული და ბედნიერი იყო რომ ვერაფერი ვუთხარი პირიქით ექიმთან მივედი თვალცრემლიანი და ყველაფერი მოვუყევი შევეცოდე და ლუკას დედას სიმართლე დაუმალა.. მე დედა ვხდები უბედნიერესი ქალი ვარ რადგან ჩემს სხეულში ჩემი საყვარელი მამაკაცის ნაწილი გაიზრდება.."
"დღეს ექიმთან ვიყავი ბავშვის სქესი გავიგე ჩემი ბიჭი ჯამრთელია მაგრამ მე მუცლის ღრუში ანევრიზმა მაქვს თუ აბორტს არ გავიკეთებ მშობიარობას ვერ გადავიტან და მოვკვდები... ჩემი პატარას ბედი მაღელვებს დღეს დავინახე ამიტომ ვერ მოვკლავ.. მისი პატარა გულის ცემა გავიგონე.. მას ვერ მოვკლავ არ შემიძლია... ამიტომ დღეს დავიწყე ჩემი წარსულის გამოძიება ბავშვის გაჩენამდე ექვსი თვე მაქვს მაგრამ სამ თვეში ბინას დავკარგავ... თუ ჩემი ტყუპისცალი მართლა მკვდარია და ვერ ვიპოვნი ლუკას სიმართლეს ვეტყვი."
რა მოხდებოდა ნანიკოს ლალე რომ ვერ ეპოვნა? ჩემი შვილი ჩემთან გაიზრდებოდა? კი მაგრამ მას დედა არ ეყოლებოდა.. ვისკი მოლომდე გამოვცალე ბოთლიდან და მეორე ბოთლი ავიღე...
"დღეს ჩემთან დეტექტივი იყო ხომ გეუბნებოდი ვგრძნობ რომ ჩემი და ცოცხალია მეთქი... ისიც მეძებდა ხვალ ჩემთან მოვა მხოლოდ ის ვიცი რომ თურქეთში გაიზარდა და ლალე ქვია მეტი არაფერი... ჩემი პატარა უკვე ხუთი თვისაა ძალიან ცელქი ბიჭია... მამასავით ფეხბურთელია სულ ფეხბურთს თამაშობს მუცელშიც.."
" უკვე დავიღალე ლალე არ ნებდება... არ უნდა დაიჯეროს რომ მოვკვდები.. ევროპის საუკეთესო ექიმებთან წაგიყვანო... ჩემი ანალიზები ამერიკაში გაგზავნა იმედი ვერავინ მიცა, ის მებრძოლია და არ ნებდება... არ ტირის მეგონა რომ უგულო იყო მაგრამ დავინახე როგორ ცდილობდა ეტირა... ცრემლებს ეძებდა მაგრამ თითქოს გაუშრაო... გუშინ პირობა მომცა რომ ლუკას მწვერვალზე ასვლაში დაეხმარება და ოცნებებს აუხდენს... იცი სულელური ფიქრები მაწუხებს ვიფიქრე რომ ლუკას ლალე რომ ჩემზე ადრე გაეცნო აუცილებლად შეუყვარდებოდა... ლალე ძლიერია, ჭკვიანია, აი ზუსტად ისეთი დინჯი გოგოა ლუკას რომ მოწონს... ვიცი სისულელეა მაგრამ ვისურვებ რომ ჩემი შვილის მშობლები იყვნენ, თბილ და ოჯახურ გარემოში გაზარდონ.."
დღეს თუ რამეს წარმოვადგენ ესეც ნანიკოს დამსახურება.. ლალემ დღიური იმიტომ მომცა რომ ჩემს ცხოვრებაზე სიმართლე გამეგო? რომ არა ნანიკო ვინ ვიქნებოდი? ან ახლა სად ვიქნებოდი? დედაჩემის ამბიციების მსხვერპლი ვიქნებოდი... ავიხდენდი კი ოცნებას? ლალეს უნდა ვძულდე... იქნებ ვძულვარ კიდეც მაგრამ დისთვის მიცემულ პირობას ვერ გაექცა... მაქვს კი უფლება ჩემს შვილს დედის იმედი წავართვა... ან საერთოდ უფლება მაქვს ლუკას შვილი ვუწოდო? უკვე ხუთი წელია ვისმენ ჭორებს რომ ლალე დევრიზის შვილის მამა მე ვარ... მე რა კაცი ვარ ერთხელაც არ დამაინტერესა ვინ იყო ეს ქალი.. ან ბავშვი რომლის მამობასაც მაბრალებდნენ... მე მხოლოდ ჩემი გოლები და კარიერა მაინტრესებდა.. პოპულარობამ გამაგიჟა?... რაც ხელში მომყვა და რისი დამტვრევაც შეიძლებოდა ყველაფერი დავლეწე სახლში მაგრამ ტკივილი წამითაც არ შემმსუბუქებია... ბოლო ხმაზე ვღრიალებდი მაგრამ არა პირიქით უფრო მეტად მტკიოდა.. ლალეს მოცემული ყუთი გამახსენდა.. გავხსენი შიგნით ალბომი იდო... მივხვდი იმას ნანიკო ვერ გააკეთებდა ეს ლალეს გაკეთებული იყო...
ლუკას სულ პირველი ფოტო ჯერ კიდევ სულ პატარა ჩანასახი რომ იყო... მერე სამი თვის ჩანასახის ფოტო იქვე დისკიც იყო იქ ლუკას ექოსკოპიის ვიდეო იყო მისი პიველი გულის ცემა... მერე ექვსი თვის ლუკა როგორ აქტიურად მოძრაობს აქაც ფოტოები და ვიდეო... ვიდეო თუ როგორ ურტყამს ნანიკოს ფეხს მუცელზე... ხელი კომპიუტერის ეკრანს მივადე და თითქოს ვიგრძენი ჩემი ბიჭის დარტყმა... მერე მისი დაბადება და პირველი ტირილი.... როგორ იზრდებოდა.. ვიდეო თუ როგორ საყვარლად ღურღულებდა... მისი პირველი სიტყვა "მამა".... პირველი ნაბიჯები... პირველი დაბადების დღე.... მეორე... როგორ წავიდა პირველად ბაღში... მესამე დაბადების დღე... მეოთხე... ვიდეო თუ როგორ იყურებდა ჩემს თამაშს ტელევიზორში და მქომაგობდა... ჩემი ფორმა ეცვა.. ჩემნაირი ვარცხნილობა ქონდა...
არ ვიცი უკვე მერამდენედ ვუყურებ ამ ვიდეოს... ვუყურებ ვიდეოს და ვგრძნობ თითქოს მისი ჩასახვის დღიდან დღემდე ჩემს შვილს არც კი დავშორებივარ... მოვისმინე მისი გულისცემა... მისი დარტყმა ვიგრძენი... გავიგონე როგორ იტირა.. ცრემლები გადმოვღავრე როცა პირველი მე დამიძახა... აღფრთოვანებით შევხვდი მის პირველ ნაბიჯებს... ვიყავი მის დაბადების დღეებზე... წავიყვანე ბაღში... ჩემი ყველა გოლი მას მივუძღვენი... ვიჯექი პატარა ბავშვივით და ვტიროდი მაგრამ რას ვერ ვხვდებოდი... ჩემს დანგრულ ოცდა რვა წელს თუ შვილისგან შორს გატარებულ ხუთ წელს...
დილით.. არა ალბათ უკვე შუა დღე იყო ტელეფონის ზარმა გამაღვიძა უცნობი ნომერი იყო.
-ლუკა ლალე ვარ..
-გისმენ ლალე..
-ვიცი გუშინ ბევრი გადაიტანე მაგრამ მაინტრესებს მოხვალ დღეს? ლუკას უნდა რომ მთელი დღე ერთად გავატაროთ მე, შენ და ლუკამ...
-მოვალ.
-მადლობა ლუკა.
ხმა უკანკალებდა... მივხვდი რამ აიძულა რომ ჩემთვის სიმართლე ეთქვა... ლუკას მამა ჭირდებოდა... ვიცი რას ნიშნავს ელოდო მამას... როცა ყველაზე მეტად გჭირდება მისი მეგობრული დამოკიდებულება, ელოდები... ყველა ტელეფონის ზარზე გგონია რომ ის გირეკავს.. ყველა კარის გაღენაზეც ელოდები რომ მამა შემოაბიჯებს... არ დავუშვებ რომ ჩემმა შვილმაც ის გადაიტანოს რაც მე გადავიტანე ის უმამოდ არ გაიზრდება...
......
კარზე ზარი დარეკეს ავდექი და გავაღე თავი მისკდებოდა...
-ბიჭო გუშინ სად იყავი?
-ვაიმე ვატო ცოტა ჩუმად რა თავი მისკდება..
-ყველა ჟურნალი შენს ლალე დევრიზთან სტუმრობაზე წერს..
-ვატო იცოდი?
-რა?
-ლალე რომ ნანიკოს და იყო?
-ორი თვის წინ გავიგე..
-რატომ არ მითხარი? ბავშვზეც იცოდი?
-რა ბავშვზე ხომ არ გარეკე ორი თვის წინ რომ ჩამოვედი მაშინ შემთხვევით ვნახე ჩემი გოგო ხომ იცი დეფნე ინტერნეტით რომ ვწერდი მისი დაქალი ყოფილა მე ნანიკო დავუძახე მან კი ამიხსნა უბრალოდ.. ბავშვზე არაფერი ვიცოდი..
-მე და შენს მეგობარს შვილი გვყავს.
-შენ და ნანიკოს ის ხომ?
-ხო მერე აგიხსნი ახლა უნდა მოვწესრიგდე შვილთან მივდივარ.
-ლალე რა შუაშია?
-ის ზრდიდს ბიჭო მან იცოდა რომ ნანიკო მისი და იყო შენზეც იცის ყველაფერი და ჩემზეც.
-აუუ ავირიე..
-მოდი ეს წერილი წაიკითხე და გაიგებ რა.. მე წავედი ვიბანავებ.
.......
მთელი ღამე ვერ დავიძინე ლუკა ჩემთან იწვა ვუყურებდი და ვფიქრობდი მოვიქეცი თუ არა სწორად... ლუკა რომ წამართვას? მოვკვდები... არ მაქვს მისი სიბრალულის უფლება მე ის უნდა მძულდეს მაგრამ მართლა შემეცოდა როცა დავინახე რომ ტიროდა, მამაკაცის ტირილი პირველად ვნახე... ახლა იმის მაგივრად რომ ბედნიერი ვიყო ჩემი გადადგმული ნაბიჯით გული საშინლად მტკივა... პირიქით უფრო დავიძაბე... რომ არ მოვიდეს? ნეტა ასეთი რა ეწერა იმ წერილში ან იმ დღიურში... ხუთი წელია მე მაქვს და არც კი მიცდია წამეკითხა, ვიცი სულელი ვარ მაგრამ რას იზამ.. ნეტა ჩემი გაკეთებული ვიდეო ნახა?? რა იგრძნო? რას ფიქრობს? ..... ფიქრებში როდის ჩამეძინა არ ვიცი მაგრამ დილით ისევ ლუკამ გამაღვიძა.
-დეე.
-ხო დედას სიხარულო?
-დე დღეს მამა მოვა?
-არ ვიცი გავიგებ..
-დაურეკოთ რა..
-შენ ბაღში არ მიდიხარ?
-არა მე მამა მინდა...
-გინდა დღეს ვარჯიშზე წავიდეთ? ფეხბურთელებს ნახავ.. შენც ითქმაშებ მათთან ერთად.
-ლუკა იქნება? დედა იცი მითხრეს რომ ის მამაჩემია.
-ვინ გითხრა?
-ბავშვებმა.
-კი დედიკო ლუკა იქნება.. შენს დაბადების დღეზეც მოვა აი ნახავ.
-მამაც მოვა?
-იმედია მოვა.
-მე სტუმრები არ მინდა..
-აბა?
-მე, შენ და მამა.. წავიდეთ პარკში გთხოვ.
-კარგი წავიდეთ
ბავშვს იმედი მივეცი მაგრამ ლუკა რომ არ მოსულიყო.. არ მინდოდა ისე ადრიანად დამერეკა მთელი დღე სახლში მიდი-მოვდიოდი ვერ ვისვენებდი... ბოლოს როგოც იქნა დავრეკე.. ხმა მიკანკალებდა მაგრამ რატომ არ ვიცოდი როცა მითხრა რომ მოვიდოდა ამოვისუნთქე ახლა შემეძლო მშვიდად ვყოფილიყავი... არ მინდოდა ლუკას და მამისის შეხვედრას ვინმე დასწრებოდა მაიტომ მის იდეას დავთანხმდი და მთელი დღის გატარებას ჩემს შვილთან და მამამისთან ერთად ვაპირებდი...
.........
არ ვიცი ლუკას რა ვაჩუქო მე ხომ მას არ ვიცნობ... ლალეს ვკითხავ.
-გისმენ ლუკა.
-ლალე მე საჩუქარს ვარჩევ მაგრამ ვერაფერი გადავწყვიტე შეგიძლია დამეხმარო?
-ლუკა იცი ის ავტომობილებს აგროვებს... სუპერმენის არ აქვს მხოლოდ... მაგრამ მინდა იცოდე რომ მისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი შენი მოსვლა იქნება...
-კი მაგრამ ეს ჩემი კი არა შენი საჩუქარი იქნება.. ბევრ სტუმრებს ელოდები?
-არავის ველოდები მე მინდა რომ მამა შვილი ერთმანეთს მშვიდ გარემოში შეხვდეთ..
-მადლობა.
-რისთვის?
-რომ შვილთან შემახვედრებ.
-ეს ლუკას გამო ხდება... მას მამა ჭირდება არ მინდა ჩემს შვილს ვინმემ უწოდოს.
-ის არასოდეს იქნება მას მამა ყავს... დროებით ლალე.
-შეხვედრამდე ლუკა.
საოცარი შვება იგრძნობოდა მის ხმაში... გასაოცარი ოყო მისი ხმა როცა წარმოთქვამდა 'ჩემს შვილსო'... ისიც კი იფიქრა რომ შვილთან მარტო მომინდებოდა შეხვედრა... საჩუქარი ვიყიდე და ლალეს სახლისკენ გავეშურე.
-ხო ვატო.
-მიხვედი?
-არა ჯერ საჩუქარი ვუყიდე.
-ლალეს?
-რა ლალეს?
-ყვავილები მაინც უყიდე ჯენტლმენობა გამოიჩინე.
-მადლობა რომ მასწავლე.
-არაფრის ჩემო ძვირფასო..
ვატო მართალი იყო ლალესთვის მადლობის ნიშნად თაიგული მაინც უნდა მეჩუქებინა...
მე 28 წლის ლუკა მებონია ვერასოდეს წამოვიდგენდი თუ ოდესმე გული ყელში მომებჯინებოდა... ვიდექი ლალეს სახლის კართან ყვავილებით და ლუკას საჩუქრით ხელში... იმ ბავშვივით სამასწავლებლოს კარზე დაკაკუნების რომ ეშინია, ზარის დარეკვას ვერ ვბედავდი რა მაშინებდა თვითონაც ვერ ვხვდებოდი... ზუსტად ისეთი გრძნობა მქონდა ახლა როგორც ბავშვობაში ბაბუა რომ დამიძახებდა თავისთან და მუცელი რომ ამეწვებოდა... ყველა დანაშაულს რომ ვიხსენებდი... ეხლა ლალეს კარებთან მდგომი ზუსტად 10 წლის ლუკას ვგავდი.. ვიცოდი რომ შვილი მელოდა მაგრამ შესვლას ვერ ვბედავდი.. არა და ამბობენ კავკასიელი კაცები ყველაზე ძლიერები არიანო, ნუთუ ეს სტერეოტიპი ყალბია... ჩემი მამაკაცური სიძლიერე კუთხეში მიყუჟულა და იმ ლუკას თვალებით მიყურებს დაბადების დღეზე მამას რომ ელოდა... ქვეცნობიერი კი მახსენებს რომ მე რაც გადავიტანე ჩემმა ვაჟმა ის არ უნდა გადაიტანოს, ის იქ მელოდება ისე როგორც ოდესღაც მე ველოდი მამაჩემს, ის არ მოვიდა მე კი მოვედი... ზარი არ დამირეკია ჩემს წინ კარი გაიღო ლალე იდგა შავ სადა კაბაში გამოწყობილი თმებიც მაღლა ქონდა აწეული.. ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა.
-ლუკა კიდე დიდხანს იდგები მანდ.
-არა შემოვალ... ხო მართლა ეს ვარდები შენ.
-მადლობა.
-ლუკა სადაა?
-თავის ოთახში.
-შემოდი დაჯექი წყალს მოგიტან სახეზე ფერი არ გადევს.
-რამე უფრო მაგარი მომიტანე რა.
-რატომ? ეხლა არ მითხრა რომ გეშინია.
-რა მოგატყუო და ცოტა.
-რისი გეშინია? იმის რომ ლუკა როგორ შეგხვდება თუ მამობის პასუხისმგებლობის?
-მეშინია რომ კითხვებს დამისვამს?
-ლუკა ბავშვი მხოლოდ 5 წლისაა.. უბრალოდ გაუღიმე ჩაეხუტე და უთხარი რომ მოგენატრა.
-რომ მკითხოს აქამდე სად იყავიო?
-მან იცის რომ როცა ეძინა მოდიოდი დილით კი მის გაღვიძებამდე მიდიოდი რადგან არ გეცალა... ხო მართლა ისე იცოდე რომ დანარჩენ დაბადების დღეებზეც ავტომობილებს შენ უგზავნიდი მას... თუ მზად ხარ წამოდი.
ღრმად ჩავისუნთქე და ლალეს გავყევი.. ოთახის კარზე დააკაკუნა.. იქედან ისეთი საყვარელი ქართული აქცენტით უთხრა ბავშვმა მობრძანდიო რომ ლამის ვიტირე... (გუშინდელიდან მოყოლებული ძალიან სენტიმენტალური გავხდი)
-მე ვარ დედიკო.
-მე ძიძა მეგონე რომ დააკაკუნე.
-დე მე შენ ვიღაც მოგიყვანე..
-მამა?
-კი მამა მოგიყვანე..
-აბა სადაა?
ლალე გამოვიდა ოთახიდან და ხელი ჩამჭიდა... ოთახში პატარა ქერათმიანი და მწვანე თვალება ბავშვი დამხვდა... ჩემსკენ გამოიქცა მე კი გაშეშებული ვიდექი... ჩემს ფეხებთან შეჩერდა და მკითხა...
-მამა არ ჩამეხუტები?
.......
ლუკა მამამისისკენ მიდიოდა ბედნიერი სახით და გაცისკროვნებული თვალებით.. ის კი გაშეშებული იდგა და უყურებდა... როცა ბავშვმა კითხა არ ჩამეხუტებიო მაშინ მოვიდა გონს და მუხლებზე ჩაიკეცა... ბავშვი კარგად შეათვალიერა მერე კი ისეთი ძალით ჩაიკრა გულში რომ მეგონა დაახრჩობდა.. მთელს სახეს უკოცნიდა პატარა ლუკას... როგორ შეიძლება გული არ აგიჩუყდეს როცა ამ ყველაფერს დაინახავ..
-მამას ვაჟკაცი..
-მაა მომენატრე..
-მეც ძალიან მომენატრე... წამო ქვევით ჩავიდეთ.
ბაშვი ხელში აიყვანა და ისე დაუყვა საფეხურებს ლუკამაც მაგრად შემოხვია ხელები თითქოს ეშინია ეს ყველაფერი ილუზია არ იყოსო.. მაშინ პირველად და ყველაზე ძლიერ შემეშინდა ლუკას დაკარგვის.. ეს პანიკური შიში იყო იმის რომ შვილს დავკარგავდი.. ვუყურებდი როგორ ეფერებოდა მამამისი და შიში უკვე ისტერიკაში გადამდიოდა.. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია ყოველთვის გაწონასწორებული ვიყავი.. სწრაფად გავიქეცი სააბაზანოში და წყალი შევისხი... მისაღებ ოთახში დაბრუნებულს ლუკა და ბავშვი იქ არ დამხვდნენ ვიფიქრე ალბათ ისევ ზევით ავიდნენ მეთქი და ავედი მაგრამ არა იქ არ იყვნენ... პანიკაში ჩავვარდი მთელი სახლი შემოვირბინე და ვერსად ვიპოვნე... უკვე ვიხრჩობოდი გონებაში ათასი ცუდი აზრი მიტრიალებდა მეგონა რომ ბავშვი წაიყვანა და წავიდა.... მართლა შემეშინდა მეგონა რომ მოვკვდებოდი მერე ბაღში გავედი და დავინახე როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს... გული ამოვარდნაზე მქონდა ხელი მივიჭირე იქვე საფეხურზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე.. ლუკამ დამინახა და ჩემთან მოვიდა...
..........
მე და ლუკა ბაღში ბურთს ვთამაშობდით ლალე სახლიდან შეშლილი სახით რომ გამოვარდა... ეტყობა მთელი სახლი შემოირბინა ჩვენს ძებნაში.. ალბათ ეგონა რომ ბავშვი წავიყვანე და წავედი... რომ გავიქეცი ბავშვთან ერთად... როცა დავინახე როგორ დაჯდა საფეხურზე და ატირდა გული შემეკუმშა... ძალიან შემეცოდა... მივედი და მოვეხვიე..
-ლალე რა ხდება რა გატირებს?
-ლუკა მე... მეგონა რომ ბავშვი... შენ ის წაიყვანე... რომ წამართვი...
-კარგი დამშვიდდი არ ვაპირებ ლუკას წართმევას..
-მართლა? მართლა არ წამართმევ ბავშვს?
-არა არც კი მიფიქრია..
ლალე მემოხვია და ლოყაზე მაკოცა.. საოცარი შეგრძნება იყო ჟრუანტელმა დამიარა (მეგონა ასეთ რამეს მხოლოდ გოგოები გრძნობდნენ)
-წავალ მოვწესრიგდები არ მინდა ლუკამ ასე მნახოს.
-კარგი და გირჩებ ეგ მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გაიხადო არა მგონია ჩვენს შვილთან მაგით თამაში შეძლო.
-კარგი.
........
ოთახში ავედი კაბა გავიხადე მაკიაჟი ჩამოვირეცხე და გამოვიცვალე... სულელივით ვიღიმოდი ლუკას საქციელზე ის ჩამეხუტა და დამამშვიდა მითხრა რომ შვილის წართმევას არ მიპირებს... მე კი უკვე წარმოვიდგინე რომ შვილი წამართვა რომ მასთან წაიყვანა... მან თქვა "ჩვენს შვილთანო" ისეთი სასიამოვნო მოსასმენი იყო სიტყვა ჩვენი... ჯინსის შარვალი, ბლუზა და კეტები ჩავიცვი და ქვევით ჩავედი..
-დედა მოვიდაა..
-ხო, ეხლა რა გავაკეთოდ?
-პარკში წავიდეთ რა?
ლუკა მომიახლოვდა და ჩუმად მიჩურჩულა..
-მზად ხარ ახალი სკანდალისთვის?
-მზად ვარ.
-მაშინ წავიყვანოთ ჩვენი შვილი პარკში.
ისევ "ჩვენიო" პარკში მივედით ლუკა და მამამისი თითქმის ყველა ატრაქციონზე იჯდნენ..
-ლალე შენ არ წამოხვალ?
-მე..
-აუ დედა გთხოვ..
ამერიკული მთები.. ეს ხომ საშინელებაა დრაივი მიყვარს მაგრამ ეს მეტისმეტია... ნელა რომ დავიწყეთ სვლა მშვიდად ვიყავი მაგრამ როგორც კი პირველი მაღლიდან დაშვება დაიწყო.. ლუკას ჩავაფრინდი ხელზე და ავეწებე...
-შენ რა გეშინია?
-ძალიან.
-არა და შენზე გავიგე ძალიან ძლიერი ქალიაო.
-ეგრეც არის უბრალოდ.
-შენც გაქვს სისუსტეები.
-ხო რას ვიზამთ.
როგორც იქნა დასრულდა ლუკამ ხელი შემაშველა გადმოსვლისას..
-მამა წამოდი დედასთვის დათუნია მოვიგოთ.
-წამოდი..
-მა რაც შეიძლება დიდი დედას უყვარს.
-აუცილებლად..
-ლალე ხვალ ჩემს თამაშზე...
-მოვათ ლუკა არ ინერვიულო.. ამჯერად სახლიდან ყურებას არ ვაპირებ.
-მართლა მოხვალთ?
ლუკა ძალიან გაახარა იმან რომ ხვალ მამისის თამაშს დავესწრებოდით... ბედნიერებით დაფრინავდნენ ორივე მამააც და შვილიც... დიდი დათუნია მაჩუქეს... სახლში დავბრუნდით უკვე გვარიანად იყო დაღამებული.. დეფნემ დამირეკა მე და ვატო მოვალთო.
-დე ძაან დაიღალე?
-არა, არ დავღლილვარ...
-მაშინ დავჭრათ ტორტი? მე, შენ და მამამ?
-კი დავჭრათ.. ლუკამ გახარებულმა შეყვირა..
ტორტი მისმმა ძიძამ ნანა დეიდამ შემოიტანა სანთლებიც სამივემ ერთად ჩავაქრეთ... ტორტის კრემით გამალამაზეს მამა-შვილმა არც მე დავაკელი ლუკას... დეფნე და ვატო მოვიდნენ...
-უიი ბავშვები ერთობიან ნახე დეფნე.
-ვატო ამოგაძრობ ენას... (ქართულად უთხრა ლუკამ ეგონა ვერ გავიგებდი)
-აუუ გახუმრებაც მეკრძალება სამივე ისე იყავით სრულყოფილ ოჯახს გავდით ინტერნეტში რომ ვიდეო გავრცელდა... კი მარა რამ გადაგრიათ ხომ იცოდით რომ გადაგიღებდნენ.
-აუუ მიდი რა.. მერე იმის გამო რომ გვიღებენ ჩვენი შვილი არ გავაბედნიეროთ?
-რაო რა თქვი ბიჭო ჩვენი შვილიო? გუშინ უცოლო იყავი არც შვილი გყავდა, დღეს უკვე ცოლ-შვილიანი ხარ.
-ვატო მოკეტე... კიდევ კარგი შენი არ ესმით..
მე და დეფნე ზემოთ ავედით..
-რა მოხდა დღეს?
-რა უნდა მომხდარიყო? უბრალოდ ბავშვი გავახარეთ.
-ლალე რა ხდება მითხარი... სხვანაირად გიბრწყინავს თვალები...
-დეფნე ნუ იგონებ რაღაცებს ხომ იცი ჩემი ერთადერთი მიზანი შურისძიებაა..
-მე კიდე უკვე ეჭვი მეპარება რომ მაგ შურისძიებას დასასრული ისეთივე ტკბილი ექნება როგორც ეს ტორტია..
-აუუ მაგიჟებს რა შენი ფანტაზია დეფნე.. წადი სერიალებისთვის სცენარი დაწერე.
-აი ნახავ თუ არ დავწერ სათაურით "ტკბილი შურისძიება" მთხოვ მთავარ როლს მაგრამ არ გათამაშებ.
-იყოს ეგრე..
ჩემი ოთახიდან გამოვედი და დავინახე ლუკა ბაავშვით ხელში როგორ ცდილობდა ოთახის კარი გაეღო.. დეფნეს ვანიშნე ჩასულიყო მე კი ლუკას კარი გავუღე..
-დაეძინა და შენ აღარ შეგაწუხე... მაგრამ მაინც გამოვიდა რომ შეგაწუხე.
-ის მე არასოდეს მაწუხებს..
ბავშვს ნელა გავხადე ტანსაცმელი და პიჟამოები ჩავაცვი ლუკაც მეხმარებოდა.
-წამო ქვევით ჩავიდეთ.
ორივე ერთდროულად დავიხარეთ ბავშვისკენ საკოცნელად... მე მარჯვენა ლოყაზე ვაკოცე ლუკამ მარცხენაზე..
-ლალე..
-ხო დეფნე.
-შენი აზრით რამდენს გადამიხდიან ფოტოში სადაც მილიარდელი ბიზნეს ლედი და ბეშიკტაში კაშკაშა ვარსკვლავი ოჯახურ გარემოში შვილს პიჟამოებს აცვამენ..
-დეფნე მოგკლავ... ხო კარგი რა გინდა?
-იცი შენ..
-ხო ჯანდაბას დავთანხმდები შენს ძმას ინტერვიუზე...
-და შენ ლუკა?
-რა მე?
-ექსკლუზივი ჭიდება ჩემს ძმას თქვენი სახით.
-ხო კარგი ოღონდ ლალეს ხათრით..
-თუ გინდა ათათურქის ხათრით იყოს მთვავრია ინტერვიუ ახლად გამომცზვარ ოჯახთან.
-ახლა გააქრე ეგ ფოტო.
-არ რატომ ქორწილზე გაჩუქებთ.
-დეფნეეე...
ბალიში ვესროლე ის გაიწია მაგრამ ლუკას მოხვდა..
-ძაან გეტკინა.
-აუუფ რა ძალა გქონია.
-სულაც არა უბრალოდ გაბრაზებულზე ცოტა უხეშად გამომივიდა... ბოდიში რა შენთვის არ იყო განკუთვნილი...
-ვიცი არაუშავს..
ვატოს და დეფნეს რომ ვაცილებდი დეფნე მომიახლოვდა...
-ლალე, იმის ნაცვლად რომ თვალებიდან ნაპერწკლებს ყერიდე, მისი შემოხედვისას დნები ხომ ხედავ... ცეცხლს ეთამაშები და იცოდე ეგ ბიჭი შეგიყვარდება... ვატომ მომიყვა და მივხვდი ეგ ბიჭიც ისეთივე გარემოების მსხვერპლია როგორიც შენ...
-დეფნე ვერ გადამაფიქრებინებ აზრი არ აქვს..
დეფნე გავაცილე და მისაღებში დავრუნდი... ლუკა კომპიუტერის ეკრანს იყურებდა და იღიმოდა... მეც დამაინტრესა და გვერდით დავუჯექი.
-მე უბრალოდ...
-მიდი ნახე არ არის პრობლემა... ეს ლუკას ბაღის კონცერტია... მაგ დღესაც გელოდა...
-მთავარია დღეიდან აღარ მოუწევს ლოდინი..
ლუკა ჩამოტანტალდა ფეხშიშველი და მძინარე...
-მამააა...
-ხოო.
-ჩემთან დაიძნე რაა.
ლუკამ კითხვით აღსავსე მზერა მომაპყრო.. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ბავშვთან ერთად ზევით წავიდა..
იმ ღამის შემდეგ მშვიდად არ მიძინია.. ერთი თვის მანძილზე ყოველ ღამე პანიკურად მეღვიძებოდა.. ვამოწმებდი ლუკა იწვა თუ არა საწოლში.. როცა მთხოვდა მამას გავყვები სადმეო მის სახლში მოსვლამდე ერთ სიცოცხლეს ვათავებდი... გიჟს დავემსგავსე.. დღეს ლუკა მამამისთან დავტოვე მაგრამ ვერ ვიძინებ ვზივარ ბავშვის საწოლზე და მის ნივთებს ვეფერები ისეთი შეგრძნება მაქვს რომ აღარ დაბრუნდება.. გამოფიტული ვარ სხეული ცარიელი მაქვს... ბავშვის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს მის მაისურს გულში ვიხუტებ და ვცდილობ დავიძინო.. დილით დეფნე მაღვიძებს..
-ლალე ნახე ყავა მოგიტანე ადექი დალიე..
-მადლობა დეფნე..
-ლალე ხომ იცი ასე გაგრძელება აღარ შეიძლება..
-რას მირჩევ დეფნე?
-არ ვიცი გამოსავალი მხოლოდ ერთია.. შენ იცი რომ მამას არ მოწონს შენი და ლუკას ურთიერთობა...
-არასოდეს დავთანხდები თქვენს წინადადებას მე ძალიან მიყვარს ბიძია იუსუფი მაგრამ მას არ მოვუსმენ როცა საქმე ლუკას ეხება..
.........
-ლუკა დეფნეს ძმას უნდა შენი ნახვა..
-ეგ ჟურნალისტია ხომ ვატო?
-კი ჟურნალისტია... მაგრამ ახლა სხვა თემაზე უნდა შენთან საუბარი.
-ლალეზე ხომ?
-ხო თუ თანახმა იქნები საღამოს მოვა.
-მოვიდეს ჯანი ქვია ხომ.
ლუკა მივუყვანე ლალეს ეტყობოდა ღამით არ უძინია... ამ ერთი თვის მანძილზე თითქოს ასაკი მოემატა და მისი ბავშვურობაც სადღაც გაქრა... მისთვის არ მითქვამს რომ ჯანს ჩემი ნახვა უნდოდა სახლში წავედი და დაველოდე..
-ლუკა რა ხდება შენსა და ლელს შორის?
-რატომ უნდა აგიხსნა?
-მე და ლალე ბავშვობიდან ერთად გავიზარდეთ მაგრამ მინდა იცოდე რომ ის ჩემთვის და არასოდეს არ ყოფილა... ბიძია დემირი და მამა ყოველთვის გვასწავლიდნენ რომ დეფნე და ლალე ერთნაირად უნდა მყვარებოდა.... ლალე განსაკუთრებულია მე ის დასავით არ მიყვარდა, ვუთხრი კიდეც და მაშინ მითხრა რომ არ ვუყვარდი... რამოდენიმე თვეში ბავშვით ხელში დაბრუნდა იმდენად მიყვარდა რომ სხვისი შვილის მამობაზეც კი თანახმა ვიყავი არც მაშინ დამთანხდა ხუთი წელია დავსდევ და მაშინ როცა იმედი მომეცა შენ გამოჩნდი... მაგრამ ლალე მაინც არაა ბედნიერი პირიქით ბოლო ერთი თვეა ლაღად აღარ გაუღიმია... გული მიკვდება მის უძილობისგან დასიებულ თვალებს რომ ვხედავ თუ ასე გაგრძელდა 28 წლის ასაკში გაჭაღარავდება... გადაწყვიტე გინდა თუ არა ოჯახი... ის რომ ლალე უკვე შერცხვა საკმარისი უნდა იყოს რაცარუნდა თანამედროვე ქვეყანაში იცხოვრო გოგო რომ შვილს მამის გარეშე აჩენს ეს მისი სახელის გატეხვაა, ის ერთხელ უკვე შერცხვა მაგრამ ამაყად დააბიჯებდა სანამ შენ გამოჩნდებოდი ახლა კი მალე ალბათ სრულიად შეუმჩნეველი გახდება... ახლა როგორც ლალეს ძმა და არა ის კაცი ვისაც უყვარს შენგან ჩემი დის პატივისცემას მოვითხოვ... ახლა ნახვამდის იმედია სწორად გამიგებ... და გყავს?
-კი მყავს.
-ხო და შენი და წარმოიდგინე ლალეს ადგილზე.
ჯანი წავიდა მე კი ისევ იქ ვიჯექი სადაც დამტოვა ჯანმა... მისი გადმოსახედიდან რაღაც მომენტში ის მართალი იყო რადგან სიმართლე არ იცოდა.. ლალეს უნდა ველაპარაკო აუცილებლად ასე გაგრძელება აღარ შეიძლება...
.................
ლალეს სახლთან გავაჩერე მანქანა და ვფიქრობდი შევსულიყავი თუ არაა... ბოლოს გადავწყვიტე ზარი დავრეკე და დაველოდე როდის გამიღებდა კარს..
-ლუკა ამ დროს აქ რამ მოგიყვანა? მშვიდობაა?
-ლალე მე შენთან მინდოდა დალაპარაკება..
-მოდი შემოდი.. რას დალევ?
-რაიმე მაგარს...
-მე რახს ვსვამდი დალევ?
-შენ რაღა გჭირს?
-ბიძია იუსუფს ვეკამათე.. მერე დეფნე იყო... არ ესმით რომ არ მაინტერებს რას იტყვის ხალხი.
-ლალე მეც მაგ თემაზე სალაპარაკოდ მოვედი... ლალე ხალხი შენზე ცუდად ლაპარაკობს...
-შენთან ვინ იყო? ვინ მოვიდა შენთან სალაპარაკოდ მითხარი..
-არავინ ლალე უბრალოდ გიყურებ ბოლო ერთი თვეა და ვხედავ რა დღეშიც ხარ ცუდად გამოიყურები.
-და ლუკა რა გამოსავალს ხედავ რომ ხალხი გაჩუმდეს.. ბავშვს მიატოვებ?
......
ლუკას პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შევწყვიტე.
-არა ცოლად მოგიყვან..
-რა?? შენ მთავაზობ რომ..
-ლალე ეს მხოლოდ ფორმალური ქორწინება იქნება..
-რამდენ ხანს გასტანს ეს ქორწინება??
-მანამ სანამ არ მოგვბეზრდება...
-იქნებ არ ვარ თანახმა... იქნებ მიყვარს ვინმე..
-არ მინდა ჩემს შვილს სხვა მამა ჰყავდეს..
-ანუ შენ მეუბნები რომ არჩევანი უნდა გავაკეთო სიყვარულსა და შვილს შორის?
გაცეცხლებული წამოვვარდი სკამიდან ლუკაც ადგა და წინ ამესვეტა..
-ლალე გთხოვ დაფიქრდი... თუ უყვარხარ გაგიგებს.
-რას გამიგებს რომ უნდა ვიქორწინო ჩემი შვილის მამაზე და ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ მე და მან... შენ გაიგებდი?
-ალბათ ვერა... ლალე გთხოვ ამას შენთვის და ჩვენი შვილისთვის გთხოვ არ მინდა მან დედამისზე რამე ისეთი გაიგოს რაც ნამდვილად არ არის..
- კარგი ვიფიქრებ..
ლუკა გავაცილე და ტელეფონს დავწვდი...
-ჯან გაამართლა, ასეთი რა უთხარი? მოდით რა შენ და დეფნეე.
საკუთარი თავით კმაყოფილი დავაბიჯებდი სახლში და ველოდი ჯანის და დეფნეს მოსვლას... დეფნე წინააღმდეგი იყო თავიდან მაგრამ მისი დარწმუნება არ იყო რთული...
'ახ, რა საწყენია რომ ლუკა ასეთი სულელი აღმოჩნდა... რა მალე გაება მახეში... ცოტა ცრემლები და საუკეთესო მეგობარი რომელიც გეია აღმოჩნდა საკმარისი რომ ლუკა მახეში გამება..'
........
-გისმენ ლუკა..
-ლალე ჩემს წინადადებაზე იფიქრე?
-მთელი ღამე ვფიქრობდი ლუკა და.... არჩევანი შვილზე შევაჩერე.
-ანუ თანახმა ხარ.
-კი თანახმა ვარ..
მართლია ლალეს გონია რომ ჩემი და მისი ქორწინების მიზეზი მხოლოდ ბავშვია მაგრამ ქორწინებისას მასაც ისე თავდავიწყებით შევიყვარდები როგორც მე მიყვარს... მე არ ვიყო ლუკა მებონია ეს თუ არ მოვახერხო... სახლიდან გავედი ლალესთვის ბეჭედი შევარჩიე, ვარდები ვუყიდე და მასთან წავედი...
......
"რას ნიშნავს ლალე დევრიზის ხელზე ნიშნობის ბეჭედი?"
" შედგება თუ არა წლის ქორწინება მშვენიერ ბიზნეს ლედისა და ბეშიკტაშის ვარსკვლავს შორის?"
"რატომ მალავდნენ ლალე დევრიზი და ლუკა მებონია თავიანთ სასიყვარულო ურთიერთობას?"
"შვილი თუ სიყვარული რა არის მათი ქორწინების მიზეზი."
-ლუკა გავგიჟდები ეს ჟურნალისტები სულ გამოშტერდნენ...
-დაწყნარდი ლალე წავიდეთ მე და შენ საქართველოში ჩემებს გაგცნობ და მერე დავნიშნოთ ქორწინების თარიღი..
-როდის მივფრინავთ?
-ხვალ.. რაიმე პრობლემაა?
-არა არაფერი... გინდა კლუბში წავიდეთ დეფნესთან და ვატოსთან ერთად..
-კარგი წავიდეთ... საღამოს გამოგივლი ეხლა ვარჯიშზე მაგვიანდება..
ხვალ ვნახავდი პირისპირ იმ ქალს ვინც ჩემს დას ცხოვრება დაუნგრია რომ წარმოვიდგინე რა სახე შეიძლება ქონოდა ჩემი დანახვისას... ალბათ გაგიჟდება რომ გაიგებს მისი შვილიშვილის დედა ვარ... კმაყოფილმა შევარჩიე შავი ტანზე მომდგარი კაბა, საკმაოდ მოკლე მე ხომ ლუკას გვერდით უნდა გავიბრწყინო...
საღამოს ლუკამ გამომიარა დავინახე როგორ შემთვალიერა და როგორ გადააგორა ყელში მოზრდილი ნერწყვი... გავბრაზდი? არა ეგოისტურად მსიამოვნებდა როცა ასე მიყურებს... თვალს რომ ვერ მწყვეტს... მეც ასე ვარ საოცრად უხდებოდა შავი ჯინსი და შავი მაისური... მამაკაცურობას მატებდა ღიმილი... კავკასიური კუშტი გამოხედვის უკან დამალული თბილი თვალები... წვერი რომლის მიუხედავად მაინც ავის მომასწავლებლად მიღიმოდნენ ვარდისფერი ტუჩები.. თბილად გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი..
კლუბში ნელი მუსიკა ჩაირთო ლუკამ ხელი მომკიდა და საცეკვაო მოედნის ცენტრში გამიყვანა... ფრთხილად შემახო წელზე ხელები და თავისკენ მიმწია.. მეც ნაზად დავადე მხარზე თავი, ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას რომელიც სახეზე მეფინებოდა თითქოს გეფერებაო, იმ წამს მინდოდა ყველა გამქრალიყო დამევიწყებინა ყველა შურისძიების გეგმა და უბრალოდ მის მკლავებში მშვიდად მესუნთქა... მის სიახლოვეს რაღაც სხვას ვგრძნობდი... შეეძლო მის წინ სრულიად უძლური გავეხადე ან პირიქით ძალიან ძლერ ადამიანად ვექციე... ჩემში ერთმანეთს ებრძოდა ქალი რომელსაც უყვარდა და ქალი რომელსაც დის გამო შურისძიება უნდოდა..
.......
ლუკას სახლისკენ მივდიოდით და პირველად არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ გეგმაში... ლუკას ჩემს ცხოვრებაში გამოჩენის შემდეგ მეორედ ვიგრძენი შიში... შვილის დაკარგვის, ერთადერთი რაც მადარდებდა იყო ის რომ დავკარგადი შვილს...
სახლში შევედით კარებში მისი და ხატია შეგვეგება ჯერ შეჩერდა ფერი დაკარგა.. მერე კი ლუკას მიაპყრო მზერა რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირა..
-ხატია არ მოგენატრე?
-ლუკა.. მე.. კი ძალიან მაგრამ... ერთი წუთი ეს გოგო... ნანიკო...
ხატია ცდილობდა რამე ეთქვა ლუკამ ბავშვი დასვა და ხატიას ჩაეხუტა.
-ხატიააა, ეს ლალე დევრიზია ჩემი საცოლე... ეს კი ჩვენი შვილი და შენი ძმიშვილია ლუკა.
-ლალეე? ლუკა ეს მსგავსება?
მე თითქოს ვერ ვხვდებოდი რას ლაპარაკობდნენ თვალებს ვაცეცებდი ხან ერთ ვუყურებდი ხან მეორე..
-დედა მოვა და აგიხსნით ეხლა კი შეგვიშვი სახლში.
ლუკამ ხელი ჩამკიდა და მისაღებში შევიდა ხატიამ ძმიშვილი ჩაიკრა გულში და ნაზად ეფერებოდა ქერა თმაზე...
-ლუკაა... მე იცი მეშინია.
-რისი ლალე? არაფერი მოხდება... ხომ გასხოვს ლუკა 4 წლისაა.. მათ უნდა იცოდნენ რომ დედა შენ ხარ.
-როგორც შენ გადაწყვეტ ლუკა ისე იქნება... ეს შენი ოჯახია შენ უკეთ იცი.
ლუკა დედამისს მოეხვია მაგრამ არა ისე თბილად როგორც მონატრებულ დედებს ეხვევიან... პირველი ნაბიჯი გადაგმული იყი მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ლუკას დედას... შვილს კარგავდა... ჩვენმა გაცნობამ მშვიდად ჩაიარა აი შვილიშვილის ნახვისას კი ქალბატონი თამარი ლამის წაიქცა... მაშინ ვნახე უსაზღვრო შიში მის თვალებში... ლუკამ დაისვა დედა და და წინ უნდა ესაუბრა მათთან... მე გასვლა დავაპირება მაგრამ დარჩენა მთხოვა.
......
იმ წამს ისე როგორც არასდროს მიჭირდა საუბრის დაწყება რადგან უნდა მეყურებინა დედაჩემისთვის და უნდა მომეტყუებინა... ასე რატომ ვიქცეოდი თავადაც არ ვიცოდი... ნუთუ მეშინოდა რომ ლალეს დავკარგავდი.. აი მთავარი მიზეზიც შვილის და საყვარელი ქალის დაკარგვის მეშინოდა... ბოლოს როგორც იქნა ჩავისუნთქე და ძალა მოვიკრიბე.
-ყველაფერი ხუთი წლის წინ დაიწყო როცა ნანიკოს დაკრძალვის შემდეგ თურქეთში წავედი.. ლალე იქ გავიცანი ის იმ გუნდის მფლობელია სადაც მე ვთამაშობ.. მისი პირველი ნახვისას მეც იგივე რეაქცია მქონდა რაც თქვენ... მეგონა რომ ნანიკო აღსდგა მკვდრეთით მაგრამ როცა მივხვდი არ იცოდა ლალემ ვინ იყო ნანიკო ქალდანი და რა საერთო შეიძლება ქონოდა მასთან... გავაცნობიერე რომ მას როგორც ჩემი მეგობრის აჩრდილს კი არა როგორც ლამაზ ქალს ისე ვიყურებდი... ჩემი და ლალეს ურთიერთობა არ აეწყო მაგრამ იმის ნაცვლად რომ მას გავეგდე გუნდიდან და ჩემი კარიერა დაენგრია ვარსკვლავად მაქცია... ოთხი წელი ვისმენდი ჭორებს რომ ლალე დევრიზის შვილის მამა ვიყავი.. ყოველ ჯერზე ლალე მიმტკიცებდა რომ ბავშვი ჩემი არ იყო სახელი მაეჭვებდა მაგრამ არაფერს ვამბობდი... ვხვდებოდი რომ დღითიდღე მიყვარდებოდა და მიუხედვად იმისა იყო თუ არა ბავშვი ჩემი მინდოდა ლალესთან ყოფნა... როცა ვუთხარი რომ მიყვარდა მხოლოდ ამის შემდეგ მითხრა რომ ლუკა ჩვენი შვილია მას არ უნდოდა პასუხისმგებლობის გამო მომეყვანა ცოლად... ამ ქორწინებასაც არ თანხმდებოდა ეგონა ლუკას გამო მომყავდა მაგრამ მე ის მიყვარს... არ ვაპირებ მოგისმინოთ თქვენ.. შეეწინააღმდეგებით ამ ქორწინებას და დამკარგავთ... მიიღებთ ლალესაც და ლუკასაც...
დედა არც კი გაიფიქრო რომ რაიმე ინტრიგების საშუალებით შეძლებ აქ დამაბრუნო... მინდა იცოდე რომ მკვდარმაც არ შეინახა შენი საიდუმლო ნანიკომ, სიმართლე ვიცი... ვიცი რასაც აპირებდი, ჯერ კიდევ გაბრაზებული ვარ შენზე.. არც კი გაბედო რამის ახსნა სცადო... ლალემ მხოლოდ ის იცის რომ ნანიკო მისი და და ჩემი მეგობარი იყო... არ გაბედოთ და არ უთხრათ რომ ნანიკოს ვუყვარდი თქვენ იცით რომ მხოლოდ მეგობარი იყო ჩემთვის.
......
ლუკა ისე მშვიდად ლაპარაკობდა, აშკარად კარგი მსახიობი იყო... რა კარგია როცა გონიათ რომ მათი არ გესმის შენ კი ზიხარ და უსმენ თუ როგორ ამბობს ის რომ უყვარხარ... არა ისე როგორც ნანიკოს აჩრდილი და მისი შვილის დედა, არამედ ქალი რომელმაც ბედნიერება აჩუქა..
ხატია იმაზე კარგი აღმოჩნდა ვიდრე ნანიკო მიყვებოდა და თბილადაც მექცეოდა აი ქალბატონი თამარი კი მასზე ამას ვერ ვიტყვი ის ცდილობდა ლუკას გარეშე დამლაპარაკებოდა... მეც ვცდილობდი რომ ჩვენი სუბარი ლუკას მოესმინა, თუნდაც შემთხვევით...
იმ დღეს როცა უკან ვბრუნდებოდით ქალბატონი თამარი ჩემს ოთახში შემოვიდა..
-გამარჯობათ ქალბატონო თამარ რამე გინდოდათ?
-ბრავო ლალე... მოახერხე ის რაც შენმა სულელმა დამ ვერ შეძლო.. არც კი იფიქრო რომ ჩემს სახლს და ჩემს ქონებას დაეპატრონები.
კარში გაშეშებული ლუკა დავინახე და უცებ შევცვალე ამ ქალთან ჩხუბის გეგმა..
-არ მესმის რა გინდათ ჩემგან ქალბატონო თამარ... მე მხოლოდ მშვიდი ცხოვრება მინდა ლუკასთან და ჩვენს შვილთან ერთად... მე არ მჭირდება თქვენი ქონება გთხოვთ შეურაწმყოფას ნუ მაყენებთ...
-არ მჯერა მე მაგ შენი ნიანგის ცრემლები... რა გგონია შვილს წამართმევ, შენი თ დააბამ ჩემს შვილს..
-დედააა...
ისე იღრიალა ლუკამ ადგილზე გავშეშდი.. მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა..
-ლუკა შენ არასწორად გაიგე..
-მე გავიგე არასწორად? რა არის აბა სწორი? შენი საქციელი? ჩათვალე რომ დღეს შენი ვაჟი დამარხე.. არც კი გაბედო ჩემს ცოლსა და შვილს მიუახლოვდე გაიგე..
ლუკამ ჩემოდან დაავლო ხელი და აეროპორტში წავედით... ისე ჩავსხედით თვითმფრინავში და ჩავფრინდით სტამბულში რომ ხმა არცერთ არ ამოგვიღია... მე და ბავშვი სახლში მიგვიყვანა და წასვლას აპირებდა როცა ბავშვმა დაუძახა.. თითქოს ჩემი სათქმელი უთხრა ლუკას.. ორი კვირის მანძილზე საოცრად მივეჩვიე მის მკლავებში ძილს.
-მამაა... ამაღამ არ დარჩები?
-დედას ვკითხოთ ნებას თუ დაგვრთავს..
ორივემ მე შემომხედა.. თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე...
ბავშვი დავაძინეთ და ლუკა ისევ ქვევით ჩამოვიდა..
-ლუკა არ გინდა ვილაპარაკოთ.
-არა ლალე უბრალოდ მინდა წამით ყველაფერი დავივიწყო..
-სულ ყველაფერი რაც ამ ორ კვირაში მოხდა საქართველოში?
-ერთი რამის გარდა..
-მაინც..
ლუკა ჩემსკენ გადმოიხარა.. პირველად მომებჯინა გული ყელში...
-შენს გვერდით გატარებული ღამეების დავიწყება არ მინდა.
-ლუკა.. ჩვენ ხომ მხოლოდ გვეძინა.
-მერე რა მე შევეჩვიე შენს გვერდით ძილს..
-ასე ახლოს მოსვლა არ იყო საჭირო ამის სათქმელად.
ლუკა გაიწია მაგრამ ის ღიმილი მე რომ მაგიჟებდა მაინც დასთამაშებდა ტუჩებზე...
-წავედი ვიძინებ.. შენ ბავშვთან დაიძინებ თუ..
-შენთან..
-ლუკა მე სტუმრების ოთახი ვიგულისხმე..
-არა მე უფლება მაქვს ჩემს მომავალ ცოლთან დავიძინო...
ოთახის კარი ცხვირწინ მივუხურე და კარებს ავეკარი.. ლუკა კარებთან იდგა და სიცილისგან ჩაბჟირებულიყო.
-რა გაცინებს?
-შენს სახეზე გამეცინა..
-რა ჭირს ჩემს სახეს შენი სასაცილო?
-წამოდი გითხრა.
-ლუკა..
სუნთქვა გამიხშირდა როცა ოთახში შემომყვა და სახეზე მომკიდა ხელები... მომიახლოვდა ცოტაც და ბეგეზე მის შეხებას ვიგრძნობდი... ერთიანად მომეკიდა ცეცხლი მთელ სხეულზე... ლუკა აჭიანურებდა ჩემს კოცნას.. ნელა შემახო ტუჩები ჯერ ლოყებზე... მერე ცხვირზე და ბოლოს ვიგრძენი მისი ბაგეების გემო... ამ კოცნას რისი გემო ქონდა? ლუკასი, სიგარეტის და რახის... მაგრამ მე უფრო მომთხოვნი გავხდი ხელები პერანგში ჩავავლე და გახსნას ვაპირებდი ლუკა რომ შეჩერდა...
-ლალე შეცდომას ვუშვებთ...
-იქნებ მსურს ამ წამს რომ ეს შეცდომა დავუშვათ...
-ლალე თუ ასე გააგრძელებ ვერ გავჩერდები და იცოდე.. ახლა ორივე ნასვამი ვართ დილით რომ ვინანოთ..
ლუკას ვაკოცე, ხელები პერანგში ჩავალე ნაბიჯი გადავდგი უკან საწოლისკენ წავედი და ლუკაც თან გავიყოლე...
......
დილით მარტომ გავიღვიძე საწოლში.. საათს დავხედე უკვე თერთმეტი იყო.. სწრაფად მოვიცვი ხალათი და ბავშვის ოთახში შევედი საწოლზე წერილი დამხვდა...
"კი არ შეგიყვარე,
შემიყვარდი,
ჩემდა უნებურად
მოხდ ასე."
იმ აზრმა რომ ლუკას ვუყვარვარ მთელი სხეული გამითბო... სააბაზანოს მივაშურე, მერე კი დეფნეს დავურეკე..
-ლალე რას აპირებ შენ ის ბიჭი გიყვარს... გთხოვ უარი თქვი ამ შურისძიებაზე და იყავი ბედნიერი მასთან ერთად.
-დეფნე შენ არ გესმის... როცა ბავშვს ვუყურებ ჩემი და მახსენდება...
-არც ვაპირებ გაგიგო... გთხოვ დაფიქრდი გიღირს კი ამ უაზრო შურისძიებას შესწირო საყვარელი მამაკაცი?
-დეფნე.
-რა ლალე?
-გთხოვ.
დეფნე წავიდა მე კი მარტო დავრჩი... რას ვგრძნობდი? ბედნიერებას და ტკივილს ერთად ბედნიერი ვიყავი ლუკას სიყვარულით მაგრამ მტკიოდა ის გრძნობა რომ ლუკას სიყვარულით დას ვღალატობდი... ლუკას მე შევუყვარდი თითქოს ამით ჩემს დას ვუღალატე...
.......
ლალე ჩემი იყო, მე მისთვის პირველი ვიყავი... ახლა ასმაგად მიყვარდა ლალე... მთელი ვარჯიში დაბნეული დავრბოდი... ბიჭები იცინოდნენ წინა საქორწინო მღელვარების გამოა ასეო... ლალე არ იყო ჩემთვის პირველი ქალი მაგრამ... არა ლალე პირველი იყო ქალთან სიყვარულით პირველად ვიწექი.. ნეტა რას გრძნობდა ახლა ლალე? ნანობს? ქორწილს ხომ არ ჩაშლის.. უკვე იმ გოგოსავით ვიყავი შეშინებული სექსის მერე რომ ეშინია შეყვარებულმა ქორწინებაზე უარი არ უთხრას... საკუთარ თავს დავცინე.. სახლში მივედი გამოვიცვალე და ბავშვთან წავედი ბაღში... გზად ლალეს შეტყობინება გავუგზავნე რომ ბავშვს მე მივიყვანდი...
ლალე სახლში არ დაგვხვდა... მსახურმა გვითხრა ოფისში წავიდაო...
-ლუკა, მამიკო გინდა დედას სიურპრიზი მოვუმზადოთ?
-კიიი.
-ნაძვის ხე მოვიტანოთ.. დედა რომ მოვა მერე ერთად მოვრთოდ...
-აუუ, კი...
......
სახლში მივედი ძალიან ვიყავი დაღლილი... მისაღებში არ შევუსლვარ ისე გავემართე ჩემი ოთახისკენ.. ხელები გავშალე და ლოგინზე დავეცი... ვიგრძენი როგორ მიხურა ლუკამ ოთახის კარი და საკეტიც გადაატრიალა... ყურში ჩამჩურჩულა:
"კი არ შეგიყვარე,
შემიყვარდი,
ჩემდა უნებურად
მოხდა ასე,
და
რა იქნება
რომ
ჩემი ხათრით,
კი არ შემიყვარო,
შეგიყვარდე..."
მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი მერე კი სველი კოცნა დამიტოვა ყურთან ახლოს... მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, აქამდე მოდუნებული სხეული ერთიანად დაიმუხტა.. თმა გადამიწია და თლილი თითები მოშიშვლებულ ზურგზე აატარ-ჩამოატარა რიტმულად... მერე ჩავარდნილი ხმით მითხრა:
-გამოცვალე, გელოდებით..
გამოვიცვალე ზოზინით და ქვევით ჩავედი ყველაფერი მოემზადებინათ ნაძვის ხის მორთვისთვის...
-კარგად ხარ... მე გუშინდელზე გეუბნები..
-კი არ ინერვიულო კარგად ვარ...
ვუყურებდი როგორი აღფრთოვანებით აწყობდა მამა-შვილი ნაძვის ხეს როგორ ალამაზებდნენ... როგორი მხიარულება იგრძნობოდა სახლში, ვიღიმოდი პირველად ვიღიმოდი ნამდვილი ბედნიერებით.. განა რაღა უნდა ინატროს ქალმა იმაზე მეტი რომ გვერდით საყვარელი კაცი და შვილი ყავდეს... უყურებდეს როგორი ბედნიერებით აწყობენ მამა შვილი ნაძვის ხეს, როგორ უღიტინება ლუკა ბავშვს და როგორ მოცვა მისმა სიცილმა სახლი... პირველად შემეკრა სუნთქვა თითქოს ვიღაც მძლავრად მიჭერდა ხელებს ყელში და ჩემს დახრჩობას ცდილობდა... საპირფარეშოში შევედი და საუთარ თავს დავაკვირდი..
-რა გჭირს ლალე?
-ის რომ საკუთარ დას ღალატობ... მის საყვარელ კაცთან გაატარე ღამე... ახლა კი ნაზად ეხუტები და გულში იკრავ..
მგონი გავგიჟდი... ხმები მესმის ჩემს თავს ველაპარაკები... ლალე ცრემლები მოიწმინდე და გადი ლუკასთან და ბავშვთან.. ვაიძულე საკუთარი თავი რომ ბედნიერი ვყოფილიყავი..
-ლალე კარგად ხარ?
-კი ლუკა უბრალოდ ძალიან დავიღალე...
-დედას ეძინებაა..
-ხო დედიკოს სიამაყევ დედას ეძინება..
-მამაა.. ჯერ მე დამაძინე რააა... მერე დააძინე დედიკო...
ლუკამ ეშმაკური მზერით გამომხედა და ბავშვი ხელში აიტაცა..
-წამოდი აბა მამიკო...
მერე მე შემომხედა და ხელი ჩამკიდა.... მე ჩემს საძინებელში წავედი ღამის პერანგი ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი... უკვე თითქმის ჩაძინებული ვიყავი როცა ვიგრხენი როგორ მომხვია ხელები ლუკამ და ზურგზე ამეკრო.. მხარზე მაკოცა და ტკბილი სიზმრები მისურვა... მას მალე ჩაეძინა მე კი გადმოვტრიალდი და მძინარეს ვაკვირდებოდი... ახლა მესმოდა ნანიკოსი, ლუკა მართლაც საოცარი ადამიანი იყო ჩემი დის ადგილას მეც ისე მოვიქცეოდი...
" ნანიკო მოდიოდა ჩემსკენ განრისხებული... ჯერ სილა გამაწნა მერე ყელში მწვდა ვთხოვდი მაგრამ არ ესმოდა ის ჩემს დახრჩობას ცდილობდა...
-შენ შურისძიებას დამპირდი... ასე იძიებ შურს?
-გთხოვ... ნანიკო.. გთხოვ გამიშვი... ვიხრჩობი გთხოვ..."
-ლალე გაიღვიძე... ლალე აქ ვარ გაიღვიძე..
ლუკამ გულში ჩამიკრა... მაისურზე ჩავავლე ხელები და ავტირდი...
-ლალე ნუ ტირიხარ გთხოვ ბავშვს შეაშინებ..
ბავშვის გახსენებაზე ცოტა დავმშვიდდი და უკვე ჩუმ ტირილზე გადავედი...
-ჩუუ.. ლალე ჩუ.. ეს უბრალოდ კოშმარი იყო დაწყნარდი გთხოვ... დავიძინოთ.
ლუკას მკლავებში თანდათან დავმშვიდდი მაგრამ ის კოშმარი არ მასვენებდა... არ მასვენებდა იმაზე ფიქრი რომ ჩემს დას ვღალატობდი...
.....
დღეს 20 დეკემბერია ჩემი და ლუკას ქორწილის დღე, ყველაზე მნიშვნელოვანი დღე რომელიც გაჟღენთილი უნდა იყოს ბედნიერებით, მაგრამ მე მხოლოდ დანაშაულის გრძნობა მაწუხებს... ჩემი დის, ლუკას და ბავშის წინაშე... თეთრ ტანზე მოდგუმულს საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ველოდები ლუკას და საერთოდ არ მესმის რას მელაპარაკებიან დეფნე ან ჯანი.. უცებ ფიქრებიდან ჯანის ხმამ გამომიყვანა...
-ლალე საყვარელო.. გთხოვ ნუ ფიქრობ სხვებზე, ამ დღეს მაინც იყავი ბედნიერი და ოფიქრე შენს თავზე, შენს სიყვარულზე დატკბი შენი ქორწილით და გაიღიმე... ნუ ჩამოუშვუ ცხვირი... ეს ხომ წლის ქორწილია, ლალე დევრიზის და ლუკა მებონიას ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი... მხოლოდ ერთი რამ არ მომწონს რომ შენც მებონია უნდა გახდე.
-ჯან... მე ახლა მხოლოდ დანაშაულის გრძნობა გამაჩნია...
-ჩუ ჩემო ლამაზო, მხოლოდ ბედნიერი უნდა იყო.
ჯანმა ფანჯარასთან მიმიყვანა და ეზოში მყოფ ჩემს მომავალ ქმარზე და შვილზე მიმითითა..
-აი ამის გამო უნდა იყო ბედნიერი..
ღრმად ჩავისუნთქე და ყველა აზრი გავფანტე გონებიდან... ახლა მხოლოდ ვიღიმოდი და საკუთარ თავს ვაკვირდებოდი სარკეში... სადა მაკიაჟი და ასევე სადა ვარცხნილობა..
-დედოფალი ხარ ლალე... ჩემი სულთანი ხარ შენ.
ჯანს უბრალოდ გავუღიმე და გულში ჩავიკარი...
....
-მშობლების სახელები.
-აილა და დემირი.
-ალექსანდრე და თამარი.
-ლალე დემირის ასულო დევრიზ თანახმა ხარ თუ არა ცოლად გაყვე ლუკა ალექსანდრეს ძე მებონიას...
ცოტახანს შევჩერდი, დავინახე როგორ დაკარგა ლუკამ სახეზე ფერი..
-დიახ, თანახმა ვარ..
ხალხის ტაში და ლუკას შვებით ამოსუნთქვა ერთი იყო.
-ლუკა ალექსანდრეს ძე მებონია თანახმა ხართ თუ არა ცოლად შეითოთ ლალე დემირის ასული დევრიზი...
-რათქმაუნდა თანახმა ვარ..
მეჯვარეების თანხმობის შემდეგ მოსამართლემ ქორწინების მოწმობა გადმომცა და მოგვილოცა... ამ დროს დავინახე როგორ მანიშნებდა ჯანი ფეხიო, სანამ ლუკა გაიაზრებდა ფეხი დავადგი... ამაზე ყველას გაეცინა ლუკას მიუხედავად იმისა რომ ბედნიერი იყო მაინც აწუხებდა ის რომ დედამისი არ ჩამოვიდა ქორწილში.
-უკაცრავად პატარძალს სურს რაღაცის თქმა... (ჯანი)
ჯანმა უცებ მომაჩეჩა ხელში მიკროფონი და მელოდიაც გაისმა... გაოცებულ ლუკას შევხედე ჩემსკენ წამოვიდა და ჩემთან ერთად დადგა სეცეკვაო მოედნის ცენტრში..
"Gökçe - Herşey Bitmedi Bitmez" ერთხელ ვთქვი რომ ჩემს ქმარს აუცილებლად ვუმღერებდი ამ სერენადას...
ლუკამ წელზე მომხვია ხელები და რიტმულად დაიწყო მოძრაობა ჩემთან ერთად თან ტუჩები მომადო საფერთქელთან და ნაზად მაკოცა... ნაცნობმა ტალღამ დაუარა სხეულს...
ლუკა შიგადაშიგ იმეორებდა ჩემს ნამღერ სიტყვებს ქართულად და მპირდებოდა ყველაფერს რასაც სიმღერაში ვუმღეროდი და ვთხოვდი...
-არაფერი დასრულებულა, არაფერი დასრულდება.. გპირდები ამ შეშლილი სიყვარულის გამო არსად წავალ... ყველა ბედნიერ დღეს დაგიბრუნებ... არ გავყოფ ჩვენს სიყვარულს... გაპატიებ ყველაფერს რაცარუნდა ჩაიდინო...
უფრო მაგრად მივეკარი ლუკას... მუხლები მეკვეთებოდა, ვგრძნობდი მის ხელებს რომელიც მწვავდა.. შანთივით მწვავდა მისი ხელები..
.....
-დაგეხმარები კაბის გახდაში...
ლუკამ კაბის ელვა ჩახსნა და მხარზე სველი კოცნა დამიტოვა... ერთიანად დამიარა სხეულში დენმა... თითის წვერიდან თმის ბოლო ღერამდე დამიარა ჟრუანტელმა, კაბა ჩასრიალდა და იატაკზე ჩემს ფეხებთან დაეცა, ლუკამ ხელები მუცელზე შემომხვია და უკნიდან ამეკრო...
-ლალე მიყვარხარ, მინდიხარ, მინდა სამუდამოდ ჩემი გერქვას მინდა დილა შენით იწყებოდეს და საღამოც შენით მთავრდებოდეს.
შევტრიალდი და ლუკას ვაკოცე.. მხოლოდ ერთი შეტორტმანება და საწოლზე აღმოვჩნდით..
დილით ლუკას პერანგი ჩავიცვი და ლუკას საუზმე საწოლში ავუტანე.. ვუყურებდი მძინარეს და ვტკბებოდი მისით.. უცებ მოეფინა სახეზე ღიმილი, წელზე ხელი მომხვია და ზემოდან მომექცა...
-რაო მოგწონს ჩემი ყურება?
-არა გიმახსოვრებ.
-რატომ? მე ხომ შენთან ვიქნები სულ?
-ახლაც როცა ჩემს გვერდით ხარ, ახლაც კი მეშინია ლუკა რომ წახვალ და გაქრები... რომ უბრალოდ მირაჟი ხარ დავხუჭავ თვალებს და რომ გავახელ აღარ იქნები მეშინია...
-ლალე შემომხედე აქ ვარ შენს წინ.. უკვე შენი ქმარი ვარ და არსად აორთქლებას არ ვაპირებ... საუზმე მომიმზადე?
-კი ამოგიტანე, ყავაც აქ არის და ტოსტიც.
-მადლობა, მაგრამ მე სხვა რემე მშია..
ნელა შემახო ტუჩები ჯერ შუბლზე, მერე ისევ ბაგეებზე გადმოინაცვლა და ნელა დაიწყო პერანგის ღილების ჩახსნა...
........
-ლალე დღეს ვარჯიშზე მივდივარ...
-ლუკა ჩვენ ხომ მხოლოდ ორი დღეა ვიქორწინეთ...
-გუნდის მფლობელი ავი ქალი ყოფილა და გამომაგდებს გუნდიდან.
-ლუკააა..
-ნუ წუწუნებ რა გთხოვ...
.........
რომანტიული ვახშამი მოვამაზადე მაგიდა ორ კაცზე გავშალე და ლუკას ველოდი... მანქანის საბურვების ხმა როგორც კი გავიგე სანთლები ავანთე, ლუკა სახლში წაშლილი სახით შემოვიდა...
-ლალე, რას ავღნიშნავთ? ჩემს განადგურებას? ჩემს დაცემას?
იმდენი ზიზღი იგრძნობოდა ლუკას ხმაში რომ, მერჩივნა ეს ხმა არ მომესმინა და მოვმკვდარიყავი...
-ლუკა რა ხდება?... რა დაცემა?... რა განადგურებაზე ლაპარაკობ?
-არ მითხრა რომ არ იცი შენს კომპანიაში რა ხდება..
მიახლოება ვცადე მაგრამ იმხელა იყვირა რომ ადგილზე გავიყინე.
-არ გაბედო გესმის? არ მომიახლოვდე... იმ ყველაფრის შემდეგ რაც დღეს გააკეთე როგორ იფიქრე რომ ოჯახურ გარემოში ვივახშმებდით მე და შენ? ... ეს გინდოდა არა? ეს იყო შენი მიზანი რომ განადგურებული გენახე... ხო და აქ ვარ შენს წინაშე, ყველაფრის გარეშე დარჩენილი... დღეს დასამარდა ჩემი ოჯახური ბიზნესი და საფეხბურთო კარიერა... გუნდიდან ჩემი გაგდება არ იკმარე და დედაჩემს და ჩემს დასაც გადასწვდი მაგრამ ამ შურისძიებაში შენც აღმოჩნდები დაზარალებული და ეს იცოდე ლალე...
-ლუკა რა გავაკეთე? მე გაგაგდე კლუბიდან? მე დავასამარე შენი კარიერა? არ მესმის რას ლაპარაკობ... რა ბიზნესი დავასამარე გთხოვ მშვიდად ამიხსენი...
-ლალე აღარ მჯერა ამ ცრემლების გესმის... ეს ყველაფერი რაც ბოლო თვეების მანძილზე იყო სიყალბეა... ყველაფერს მაშინ უნდა მივმხვდარიყავი ერთხელაც რომ არ გითქვამს ჩემთვის რომ შენც გიყვარვარ... ან შენ საერთოდ იცი რა გრძნობაა სიყვარული? როცა ვინმე გიყვარს მას არ ტკენ... შენ კი რა გააკეთე.. გამანადგურე? შური იძიე? ახლა ბედნიერი ხარ? კმაყოფილი ხარ ლალე?... ახლა რასაც გეტყვი მას შემდეგ ვერც შენ იქნები ბედნიერი..
-ლუკა, გთხოვ მომისმინე, მართლა არ ვიცი რას ლაპარაკობ..
-ლალე იცი რა ერქვა ან რა გვარის იყო ჩემი ფინანსური დირექტორი რომელიც ეხლა ციხეშია? ან მამამისი რომელიც სიკვდილს ებრძვის?... არ იცი არა ლალე? მოდი მე გეტყვი... ჩემს ფინანსურ დირექტორს ცოტნე ქვია.... ასე ვერ ხვდები ხომ? მოდი გვარს გეტყვი იქნებ რამეს მიხვდე მისი გვარია ქალდანი... მაინც ვერ ხვდები ლალე? შენს უაზრო შურისძიებას მხოლოდ მე და ჩემი ოჯახი კი არ შევეწირეთ მსხვერპლად... შენ ციხეში ჩასვი საკუთარი ძმა რომლესაც ორი მცირეწლოვანი შვილი ყავს ამის გამო გულის შეტევა მოუვიდა მამაშენს და ეხლა სიკვდილს ებრძვის... ახლა რას იტყვი ლალე დევრიზ კმაყოფილი ხარ შენი შურისძიებით? სული დაიმშვიდე?
-ლუკა გთხოვ... მომისმინე მართლა არ მესმის რაზე ლაპარაკობ... ვინ ჩავსვი ციხეში? ან ვინ მოხვდა საავადმყოფოში ამიხსენი.
გასასვლელთან როცა ხელზე ჩავებღაუჭე მაშინ მოტრიალდა და სევდიანი თვალებით შემომხედა... მიუხედავად იმისა რომ გაცოფებული იყო ჩემთვის ტკენა არ უნდოდა ნელა მოიშორა ჩემი ხელები და მითხრა..
-როცა შეძლებ რომ ეს ყველაფერი საკუთარ თავს აპატიო... როცა ყველა ადამიანისგან და პირველ რიგში საკუთარი თავისგან მიიღებ პატიებას მხოლოდ მაშინ ეცადე რომ მომძებნო... ერთი სულ გახსოვდეს... მე ჩემ და უნებურად შემიყვარდი და ამას არ ვნანობ მიუხედავად იმისა რომ გამანადგურე, მაინც ჩემი ნაწილი ხარ და მიყვარხარ..
ნაზად შემახო შუბლზე ტუჩები და წავიდა.. ისევ გავშეშდი მხოლოდ ერთი რამის თქმა მოვახერხე.
-მეც მიყვარხარ..
ვნახე როგორ მოწყდა ლუკას მანქანა ეზოს... ისე გაწყდა ჩემს სხეულში რაღაცაც ერთიანად ამიტანა კანკალმა უკვე ვღრიალებდი ისტრიკა მქონდა.. ცოტა რომ დავმშვიდდი ტელეფონს დავუწყე ძებნა...
.......
სახლიდან ბედნიერი მივედი ვარჯიშზე.. გასახდში ვიყავი როცა მითხრეს რომ პრეზიდენტი მელოდა, მის კაბინეტში რომ შევედი ბატონი იუსუფი დამხვდა.
-რა ხდება ბატონო იუსუფ.
-ლუკა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე საქმეზე გადავალ და პირდაპირ გეტვი...
-რამე პრობლემაა ბატონო იუსუფ ლალეს რამე დაემართა? ჩემს შვილს?
-ლალე საქმე მას ეხება... მე ყველაფერი ვიცი ლალეს დაბადებიდან დაწყებული, მე ჩამოვიყვანე ის აქ და ჩემს ხელშიც გაიზარდა არასოდეს განმისხვავებია დეფნესგან და ჯანისგან.. მაგრამ ექვსი წლის წინ როცა ჯერ დემირი გარდაიცვალა მერე კი აილა... ლალე შეიცვლა, ცივი გახდა, უგრძნობი, მისი ცრემლები არ გვახსოვს მერე მიზნად დაისახა შენი და შენი ოჯახის განადგურება... ჯერ მწვერვალზე აგიყვანა და გააკეთა ის რისიც დედაშენს ეშინოდა შვილი წაართვა.... მერე შვილი გაჩვენა და მისი დის დღიური მოგცა ამით კიდევ ერთხელ დაგაშორა დედას, ვხვდებოდით რომ შეუყვარდი... ბევრჯერ ვთხოვეთ რომ ამ შურისძიებაზე უარი ეთქვა, დეფნე არ თანხმდებოდა და განზე გადგა, ჯანი კი ის მისი ძალიან ახლო მეგობარია და ლელეს დაეხმარა, შენთან მოვიდა და დაგარწმუნა რომ ლალე ცოლად მოგეყვანა... ლალემ მიზანს ბოლომდე მიაღწია და ცოლად მოიყვანე.. ახლა კი მეცოდები ძალიან კარგი ბიჭი ხარ და აღარ მინდა მეტი შურისძიების მსხვერპლი გახდე... ლალე ვერ შევაჩერე ამიტომ შენ გეუბნები, მან გუნდის პრეზიდენტს საბუთები გაამზადებინა რომლის მიხედვითაც არცერთი საფეხბურთო გუნდი შენს აყვანას არ მოინდომებს ასამარებს შენს კარიერას და ამასთან ერთად შენს ოჯახსაც... ლალემ მოახერხა და შენი ბიზნესი ჩაძირა, შენი ფინანსური დირექტორი ციხეში ზის მამამისი კი დღეს გულისშეტევით საავადმყოფოში მოათავსეს.... ლუკა ლალესთან დალაპარაკება ვცადე მაგრამ არ მომისმინა თქვენი ფინანსური დირექტორი ლალეს ძმაა, ეს რომ ცოდნოდა ის უდანაშაულო ბიჭი ციხეში არ იჯდებოდა... გთხოვ ლალე შეაჩერე.
ავდექი, უხმოდ და უთქმელად გამოვედი უფროსი კაბინეტიდან და ვაანალიზებდი იმას რაც რამოდენიმე წუთის წინ გავიგე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი 'ეს ყველაფერი ლალეს გეგმის ნაწილი იყო? ნუთუ არ ვუყვარდი? არა მას ხომ მხოლოდ შურისძიება უნდოდა.... ნუთუ ასეთი უგულოა ასე გამანადგურა? მე კი მაგრამ ჩემმა ოჯახმა რა დაუშავა? იქნებ ეს კაცი მატყუებს? კი მაგრამ რასი სჭირდება ჩემი მოტყუება? ხატიას დავურეკე მან მითხრა რომ მართლა იძირებოდა ჩვენი კომპანია მაგრამ დედას არ უნდოდა ჩემთვის ეს ეთქვა... მთელი დღე ვიხეტიალე გაგებულს ვაანალიზებდი და ვხვდებოდი რომ ცხოვრება იმაზე მეტად დამსაჯა ვიდრე ვიმსახურებდი..
..........
ანერვიულებული ვრეკავდი ზარს და ველოდი რომ კარს ვინმე გამიღებდა... კარი დეფნემ გამიღო..
-ლალე რა დაგემართა? რა სახე გაქვს?
-მამაშენი სად არის?
-მისაღებშია წამოდი..
მისაღებში შევედი და ფეხზე წამომდგარ ბიძია იუსუფს წინ ავესვეტე...
-ბიძია იუსუფ.. ამიხსენი რას ნიშნავს ყველაფერი... მე ხომ ლუკაზე შურისძიებაზე უარი დიდი ხნის წინ ვთქვი... ხომ გითხარით რომ მასთან ბედნიერება მინდოდა და ყველა გეგმა უნდა დაგევიწყებინათ? რა არის ეს?? რას ნიშნავს? ამიხსენი..
-ლალე რაზე ლაპარაკობ შვილო?
-ლუკას კომპანია იძირებაა.
-ლალე დამშვიდდი მე არავითარი ბრძანება არ გამიცია გადავამოწმებ..
მეტი ძალა არ მქონდა და მოწყვეტით დავეცი ძირს... ჯანი ჩემს გვერდით ჩაჯდა და გულში ჩამიკრა.. თავზე მკოცნიდა და მამშვიდებდა.. მერე სახლში მიმიყვანა და ბავშვი თავისთან წაიყვანა რომ ჩემი ცრემლები არ ენახა..
ჯანი და ლუკა გავაცილე და სახში დავიწყე ხეტიალი, არა და ამ სალში რომელიც ახლა მძულდა რამდენი ბედნიერი დღე მქონდა გატარებული, მერე სხვენში ჩემს სამალავს მივაშურე..
..........
იუსუფი კაბინეტში იჯდა და სახეზე ბედნიერების ღიმილი გადაურბენდა ხოლმე... კაბინეტის კარი დაუკაკუნებლად ჯანდანმა შემოაღო და ქმრის წინ დადგა... ქმარს სიბრალულით აღსავსე სახით შეხედა.
-რა გააკეთე იუსუფ? უდანაშაულო გოგონას ცხოვრება დაუნგრიე? მან რა დააშავა თუ აილამ შენ კიარა დემირი აირჩია... ეს მისი დანაშაულია?
-ეს შენ არ გეხება.... წადი მომწყდი თავიდან.
-ალაჰი არ გაპატიებს ამას..
ჯანდანმა პალტო მოიცვა და ლალესთვის სიმართლის მოსაყოლად წავიდა..
.........
სხვენში ჩემი და მამას საიდუმლოებების ყუთი ვიპოვნე... ქვევით ჩამოვიტანე და გახსნას ვაპირებდი დეიდა ჯანდანი რომ მოვიდა... მზრუნველად მომეფერა და დედაშვილურად ჩამიხუტა გულში.
-ლალე მე აქ შენთვის სიმართლის მოსაყოლად მოვედი.
-რომელი სიმართლის?
-რომელიც უკვე დიდი ხანია უნდა იცოდე... მაგრამ გთხოვ არ გამაწყვეტინო... შენ ამ ამბავში ყველაზე ნაკლებად ხარ დამნაშავე... ყველაზე მეტადაც შენ დაისაჯე...
-მაშინ მითხარით რამეს დალევთ?
-ჩაის.
-მსახურს ვეტყვი და მოვალ..
არ მესმოდა რა უნდა ეთქვა დეიდა ჯანდანს ისეთი რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.. მის წინ ჩამოვჯექი...
-ლალე... ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, მაშინ როცა აილამ დემირი აირჩია... ისუფს აილა უყვარდა მაგრამ მისი ბედნიერებისთვის განზე გადგა... მაგრამ არასოდეს დავიწყებია ეს გულის ტკენა სწორედ ამიტომ ხარ დღეს შენ აქ და არა დემირის ნამდვილი შვილი... დემირმა აილას უღალატა და სხვა ქალისგან შვილს ელოდა, შენ და ის გოგონა ერთ დღეს გაჩნდით... მე თქვენი საბუთები შევცვალე ამიტომ დემირს ყოველთვის მისი ქალიშვილი ეგონე... იუსუფმა დემირს არ აპატია საყვარელი ქალის წართმევა, მერე მასზე ღალატი ახლა კი ამ უაზრო შურიძიების გამო შენი და ლუკას დაშორებას ცდილობს მაგრამ ამჯერად იუსუფი მარტო არ არის მას ლუკას დედა ეხმარება.. ლალე გთხოვ იყავი ძლიერი მოძებნე შენი ქმარი და არავის მისცე უფლება რომ სიყვარული წაგართვას.
-ამ ყველაფერს რატომ მიყვებით?
-იმიტომ რომ არასოდეს მქონია ოჯახი, მართალია ორი შვილი და ქმარი მყავს მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს ოჯახი..
-ანუ თქვენ ამბობთ რომ ბიძია იუსუფმა გააკეთა ეს ყველაფერი მან იცოდა რომ ბიჭი რომელიც ციხეში ჩასვეს ჩემი ძმაა... მან ისიც იცოდა რომ ჩემი და ცოცხალი იყო? ყველაფერი მისი გეგმის ნაწილი იყო?
-კი ლალე მან ყოველთვის იცოდა ნანიკოს არსებობის შესახებ.
დეიდა ჯანდანი წავიდა მე კი ისევ ჩემს ფიქრებთან დავრჩი.. მეორედ ვერ ვხვდებოდი უკვე ვინ ვიყავი.. პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ ბიძია იუსუფი ჩემს ყველა საქმეს ჩამოვაშორე... ისევ მისაღებში ვიჯექი... ჩემი და დემირის საიდუმლოებების ყუთს ვუყურებდი, იქ მე და დემირი ჩვენს საიდუმლოებებ ფურცელზე დაწერილს ვინახავდით, ექვსი წელი გავიდა დემირის სიკვდილიდან მე კი არც კი მიფიქრია მისი გახსნა... დემირს მხოლოდ ერთი საიდუმლო ქონდა ჩაგდებული იმ ყუთში... არა ეს საიდუმლო კიარა წერილია..
"ლალე ჩემო პრინცესა, მაპატიე გთხოვ რომ დედას დაგაშორე მე ეს არ მინდოდა მაგრამ აილას ვერ დვკარგავდი... მე ის მიყვარს... შენ ჩემი შვილი ხარ ჩემი სიამაყე, ჩემი სისხლი და ხორცი... ამ საიდუმლოს ალბათ საფლავში ჩავიტან.. ჩემო გოგონა მაგრამ მინდა იცოდე რომ ამ ქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს.. შენი მწვანე თვალები მაძლევს იმის ძალას რომ გავუძლო.. შენი ჩახუტება კი ყველა დაღლილობას მავიწყებს.. მიყვარხარ ჩემო პრინცესა.. "
პირველად მეტკინა გული როცა გავაცნობიერე რომ ეს წერილი მე კიარა დემირის ნამდვილ ქალიშვილს ეკუთვნოდა.. ახლა უკვე დევრიზიც აღარ ვიყავი.. იქვე მდივანზე მოვიკეცე ემბრიონის ფორმაში... ვაანალიზებდი ყველაფერს რაც გავიგე, ეს ცრემლები კი ისევ სადღაც გამქრალიყო ისევ არსად ჩანდა... არადა მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა.. როგორი უსუსურები ვართ ადამიანები როცა ვინმეს ვკარგავთ.. მე კი ახლა ყველაზე უსუსური ვიყავი რადგან ვკარგავდი არგაცნობილ მამას და ძმას... ვკარგავდი საყვარელ მამაკაცს და რისთვის ვიღაცის შურისძიებისთვის? მე რა დავაშავე? ის რომ შემიყვარდა? გადაწყვეტილება მივიღე საქართველოში მივდივარ..
ჯანს დავურეკე და ბავშვის მოყვანა ვთხოვე.. ლუკა გავამზადე და აეროპორტში წავედი.. ჯერ რაც ყველაზე მთავარი იყო უნდა მომეძებნა დემირის ქალიშვილი...
.........
31 დეკემბერი 2016 წელი (თბილისი)
-ლუკა დღეს მაინც დაისვენე შვილო...
-მალე მოვალ დე ოფისიდან... დედა, ხატიამ რაო ბავშვი დღეს ჩვენთან იქნება თუ ლალე ხვალ მოიყვანს?
-ჯერ არ ვიციო ლუკამ დამირეკოსო ასე დაგიბარა რომ გადიოდა..
-კარგი დავურეკავ..
ერთი კვირა გავიდა იმ დღის მერე რაც მე ლალეზე სიმართლე გავიგე და წამოვედი.. როგორც გავიგე ლალეც იმ ღამით ჩამოფრენილა... ჩემს დას აქვს მასთან ურთიერთობა მაგრამ მე მასთან არ მილაპარაკია... ლალეზე ფიქრებით დამძიმებული ოფისში შევედი არავინ იყო დაცვის გარდა, ჩემს კაბინეტში შევედი მაგიდაზე პატარა ყუთი დავინახე... გავხსენი იქ ლალეს ქორწინების ბეჭედი იყო რაღაც მეტკინა ძალიან... მხოლოდ ეხლა მივხვდი რომ მე არ მომიხსნია ხელიდან საქორწინო ბეჭედი... ბეჭედთან ერთად პატარა ფურცელი იყო...
"კი არ შეგიყვარე,
შემიყვარდი,
ჩემდა უნებურად
მოხდა ასე,
და
რა იქნება
რომ
ჩემი ხათრით,
კი არ შემიყვარო,
შეგიყვარდე..."
ლექსის მონაკვეთი წავიკითხე ეს ჩემი ნაწერი იყო რომელიც ლალეს დავუტოვე, ეს ნიშნავდა რომ ლალე ყველაფერს მიბრუნებდა? აქ კიდევ ერთი წერილი იყო..
"სხვისი არც პატიება და არც სიყვარული არ მჭირდება.. მხოლოდ შენ მჭირდები, გაიგე რომ უშენოდ ვერ ვსუნთქავ... უშენოდ ვცარიელდები და ვკვდები, მეც ჩემდა უნებურად შემიყვარდი და შენ ოღონდ ჩემთან იყავი და თუ გინდა შემიყვარე, მთავარია გიყვარდე და იყო ჩემთან, მთავარია რომ გინდოდეთ მე და ბავშვი... შენ ხომ დამპირდი გახსოვს ჩვენი ქორწილის დღე რას მეჩურჩულებოდი ყურში? არაფერი დასრულებულა, არაფერი დასრულდებაო.. გპირდები ამ შეშლილი სიყვარულის გამო არსად წავალო... ყველა ბედნიერ დღეს დაგიბრუნებო... არ გავყოფ ჩვენს სიყვარულსო... გაპატიებ ყველაფერს რაცარუნდა ჩაიდინოო... მაშინ დაბრუნდი და მაპატიე..."
.........
24 დეკემბერი 2016 წელი (თბილისი)
მშობლიური ბინის კარი შევაღე... პირველი რაც თვალწინ წარმომიდგა ჩემი და ნანიკოს პირველი შეხვედრა იყო ამ სახლში... ხატიას დავურეკე და ბავშვის დატოვება ვთხოვე ისე გაახარა ამ ფაქტმა რომ აეროპორტში დაგვხვდა... მისი დღიური გადავშალე და კითხვა დავიწყე ამდენი წლის მერე პირველად ვკითხულობდი ნანიკოს დღიურს... ახლა ვხვდებოდი რომ ლუკა მართლაც უდანაშაულო იყო... მეორე დილითვე შევხვდი იმ დეტექტივს ვინც ნანიკო მიპოვნა... დამპირდა რომ დემირის შვილს თუ ისევ საქართველოში იყო რამოდენიმე დღეში იპოვნიდა...
........
26 დეკემბერი (2016)
ვიდექი დემირის შვილის კართან და აზრებს ვალაგებდი თუ რას ვეტყოდი.. კარი შუახნის ასაკის ქალმა გამიღო ჩემი დანახვისას სახე შეეცვალა..
-გამარჯობათ ქალბატონო მარინა..
-შენ? მაგდას შვილი ხარ?... შემოდი შვილო..
მისმენდა ქალბატონი მარინა და ვხედავდი როგორ გამოესახა დემირის ხსენებისას სახეზე ტკივილი..
-ანუ დემირი აპირებდა ჩემთვის შვილი წაერთვა? მე მის მეგობარს მადლობა უნდა გადავუხადო რომ თათული ჩემთან გაიზარდა? ახლა რისთვის მოხვედი აქ?
-დემირის ბოლო სურვილს ვასრულებ... მინდა რომ ქალდანი გავხდე არ მინდა რომ დევრიზი ვიყო.. შენს ქალიშვილს უნდა დავუბრუნო ყველაფერი რაც მას ეკუთვნის.. მე ეს მჭირდება.. მინდა მამა, ძმა და ქმარი დავიბრუნო.. ამისთვის არ უნდა ვიყო ლალე დევრიზი მე უნდა ვიყო ლალე ქალდანი ერთი ჩვეულებრივი გოგონა.
-მე თუ არ მინდა რომ თათულიმ ეს ყველაფერი გაიგოს?
-ჯობია თვითონ უამბოთ, ჩემგან ძალიან ეტკინება და ვერ გაიგებს....
იქედან საავადმყოფოში წავედი მისაღებში ვიკითხე თუ რომელ პალატაში იწვა თემურ ქალდანი, მის პალატასთან ცოტნე და მისი ცოლი იყვნენ მისვლა ვერ გავბედე და უკან დავიხიე...
-გოგონა კარგად... ექიმს სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა მისკენ შევტრიალდი..
-შენ? შენ?
-რა მოხდა რა სახე გაქვთ? რა მე?
-ჩემს კაბინეტში წამოდი და აგიხსნი..
კაბინეტში შევედით ის თავის სკამზე ჩამოჯდა მე კი მის პირდაპირ.. მიყურებდა და რაღაცას ბუტბუტებდა..
-არ მჯერა, არ მჯერა ეს უბრალოდ შეუძლებელია... ის გოგონა ხომ მოკვდა.
-ამიხსნით რა არ გჯერათ? ან ვინ მოკვდა?
-შენ აქ ამ საავადმყოფოში რა გინდა?
-მე მამასთან მოვედი.. უფრო სწორედ ბატონ თემურ ქალდანთან...
-მამაშენთან? შენ ნანიკო ხარ? მე ვიყავი შენს დაკრძალვაზე მაშინ აქ როგორ ხარ..
გამეღიმა.. აქ ყველას სულ ყველას ნანიკო რატომ ვგონივარ?
-მე ნანიკო არ ვარ მე ლალე დევრიზი ვარ... უფრო სწორედ რომ ვთქვა ლალე ქალდანი..
-ეხლა დავიბენი ანუ? შენ ლალე ხარ?
-თუ მეტყვით ვინ ხართ თქვენ იქნებ გიამბოთ კიდეც სიმართლე..
-გივი ამაღლობელი მე შენი მშობლების მაგდას და თემურის მეგობარი ვარ მე გავაცანი ისინი ერთმანეთს..
ვუყვებოდი ყველაფერს და ვაკვირდებოდი მისი სახის ყველა მიმიკას..
-შენ ახლა გინდა რომ ეს ყველაფერი უამბო თემურს? მან გამოიგლოვა ქალიშვილი ასე პირდაპირ რომ შესულიყავი შეიძლება ვერ გადაეტანა პალატაში გუშინ გადავიყვანეთ.. მოდი ასე მოვიქცეთ აქ დამელოდე მე დაველაპარაკები მას და მერე ნახე კარგი?
არ ვიცი რატომ მაგრამ ვენდე და კაბინეტში ველოდი... მოუსვენრად ვიმტვრევდი თითებს.. მერე ავდექი და კაბინეტში დავიწყე სიარული ფოტოებს ვაკვირდებოდი... ფოტოზე ჩემი რძალი იყო გივისთან ერთად მერე მამა და გივი... მერე ჩემი ძმა და გივი... ვერც კი მივხვდი როდის გავხადე ეს ოჯახი ჩემი როდის ვუწოდე მათ ოჯახი და როდის მოვინდომე მათი ოჯახის წევრობა... ვარ კი ღირსი რომ მიმიღონ? ხელში ცოტნეს, თემურის და გივის ფოტო მეკავა ვიღაცამ კარი რომ გააღო შიშისგან ფოტო დამივარდა...
-მაპატიეთ არ მინდოდა თქვენი შეშინება.. მე უბრალოდ გივიმ მითხრა მოიყვანეო..
-არაუშავს...
მისგან თბილი ღიმილი მესიამოვნა... მე ხომ და-ძმა არასოდეს მყოლია მარტო გავიზრდე.. მერე მყავდა ნანიკო მაგრამ მის გათავისებაც ვერ მოვასწარი რომ დავკარგე.. ახლა კი ის აქ იდგა ჩემს წინ და მამასთან მივყავდი...
-შენი სახელი?
-ლალე შენ?
-ცოტნე სასიამოვნოა...
მივდიოდი ცოტნეს გვერდით და ფეხები უკან მრჩებოდა.. გული ნერვიულობისგან საშინლად მიცემდა... ცოტნეს ჩემნაირი დიდი მწვანე თვალები ქონდა..
-მამაჩემს საიდან იცნობ?
-მე... მე მას ჯერ არ ვიცნობ.
-ანუ? მისი რომელიმე მეგობრის შვილი ხარ?
-მე... მე... მისი...
პალატის კარი გაიღო და გივი გამოვიდა აქ გადამარჩინა ამ კაცმა მეორედ..
-ლალე გელოდება შეგიძლია შეხვიდე..
-გივი ამიხსნი რა ხდება? ვინაა ეს გოგო ან მამა რატომ ელოდება?
-ორივეს გელოდებათ.. სულ მალე გაიგებ ყველაფერს ცოტნე...
ცოტნემ პალატის კარები გამიღო და შემატარა... კარებთან გავჩერდი ნაბიჯის გდადგმა ვერ გავბედე.. კაცმა შემომხედა სევდიანი და ამავდროულად ბედნიერი სახით... იმ წამს რაღაც ამოუცნობი მუხტი ვიგრძენი მის მიმართ..
-ცოტნე დაეხმარე გოგონას და აქ ჩამოჯექით..
ცოტნემ მიბიძგა და მის საწოლთან მდგარ სკამზე ჩამოვჯექი... ხან მე მიყურებდა ხან ცოტნეს, არც ცოტნე იყო კარგ დღეში ისიც იგივეს აკეთებდა ცდილობდა გამოეცნო რა ხდებოდა...
-ცოტნე, შენ იცი რომ დედაშენს პატივს ვცემდი მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ერთი ქალი მიყვარდა... ოცდა ცხრა წლის წინ ჩემი და იმ ქალის გზები გადაიკვეთა მე უკვე ცოლი და შვილი მყავდა... ჩემსა და ამ ქალს შორის ურთიერთობა იყო მას სურდა რომ მისი პირველი მამაკაცი მე ვყოფილიყავი ერთად ვიყავით და ვტკბებოდით ერთმანეთით... იმ დროს მე და დედაშენი განქორწინებას ვაპირებდით...
-მამა ამას ახლა რატომ მიყვები?
-მაცადე ცოტნე და მიხვდები... მერე ის ქალი გაქრა და მეც დედაშენთან დავბრუნდი... ექვსი წლის წინ.. გივიმ მითხრა რომ საავადმყოფოში ნახა გოგონა რომელიც მაგდას გაჭრილი ვაშლივით გავდა... მე და გივიმ გამოძიება დავიწყეთ და გავარკვიეთ რომ... შენ გყავდა და...
ცოტნეს სახე შეეცვალა... ტკივილი დავინახე მის სახეზე რამოდენიმე წამით სუნთქვაც კი შეწყვიტა მერე მე შემომხედა...
-რამდენი ხანია იცი?
-ხუთი დღეა...
-ცოტნე მაცადე დავასრულო...
-ახლა მე გავაგრძელებ რა..
ცოტნე მხოლოდ გაჩუმდა და მთელი სხეულით ჩემსკენ შემოტრიალდა..
- ექვსი წლის წინ გავიგე რომ ნაშვილები ვიყავი... რათქმაუნდა ნათესავების ძებნა დავიწყე და ვიპოვნე ჩემი ტყუპისცალი, ნანიკო ქალდანი..
-ანუ ამდენი წელი ნანიკო ჩვენს გვარს ატარებდა..
- ნანიკო ხუთი თვის ფეხმძიმე იყო... მას მუცლის ღრუს ანევრიზმა ქონდა... (ცრემლები წამომივიდა... ისევ ვიტირე..) ნანიკო მშობიარობას გდაყვა მე კი... (ისევ შეეცვალა სახე ცოტნეს ტკივილიგან უფრო მეტად დაემანჭა)... იმ დღიდან მე პატარა ლუკას დედა გავხდი და მიზნად შურისძიება დავისახე... ისე ვინახავდი ნანიკოს დღიურს და წერილს ხუთი წელი რომ არ წამიკითხავს.. ლუკას მამა.. ლუკა მებონია ვარსკვლავად ვაქციე... დედამისს წავართვი შვილი რომლის დაკარგვისაც ასე ეშინოდა სწორედ ამის გამო გაუკეთა ნანიკოს ხელოვნური განაყოფიერება.. ნანიკომ ლუკას მოტყუება ვერ შეძლო და გარიგებაზე უარი თქვა... (ამ ჯერად ცოტნემ ფართოდ გახელილი თვალები მომაპყრო)... სამი თვის წინ ლუკამ სიმართლე გაიგო.. ოც დეკემბერს მე და ლუკამ ვიქორწინეთ...
-რა? შენ ლუკას ცოლი და ის გოგო ხარ?
-გთხოვ ცოტნე მომისმინე...
-გისმენ მაინტრესებს რა გაქვს სათქმელი... რით გაიმართლებ თავს.
-მე ლუკა შემიყვარდა და შურისძიებაზე უარი ვთქვი.. მაგრამ დემირის ანუ ჩემი გამზრდელი მამის მტერმა ყველაფერი ისე მოაწყო რომ.. თითქოს მე გავაგდე ლუკა გუნდიდან, მე გავაკოტრე მისი კომპანია და მე ჩაგსვი შენ ციხეში... გეფიცები შვილის სიცოცხლეს გეფიცები უდანაშაულო ვარ...
ცოტნეს ხელებს ჩაბღაუჭებული მისგან პატიებას ველოდი... ვიგრძენი თითქოს ცოტნე მოეშვა... ხელები ფრთხილად გამაშვებინა და სკამიდან წამოდგა.. მივხვდი არ დამიჯერა არ მაპატია..
-უნდა დავფიქრდე დღეისთვის უკევ ბევრი გავიგე... ჯერ გავიგე რომ და მყავდა რომელიც გარდაიცვალა მერე გავიგე რომ მეორე და მყავს ცოცხალი ეს და კი ის ქალი აღმოჩნდა რომელმაც გამანადგურა ახლა კი ვიგებ რომ შენ არაფერ შუაში ხარ და შენც მსხვერპლი ხარ...
გავიდა გარეთ, მხოლოდ ახლა შევხედე მამაჩემს რომელსაც დანაოჭებულ სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა... ის მწვანე თვალები ტკივილისგან ჩამუქებოდა.. მივუახლოვდი ჩემდა გასაკვირად ფართოდ გაშალა ხელები.. მართალი უთქვამთ რანაირიც არ უნდა იყოს შვილი მშობელს მაინც უყვარს... ჩავეხუტე და ავტირდი... ამდენი ხნის მონატრებული მამამის სითბო ვიგრძენი...
-შენი ქმარი? ბავშვი?
-ჩემი ქმარი... მან არ მომისმინა არ მენდო...
-მოგისმენს დამიჯერე.. თუ უყვარხარ გაპატიებს, ნუ ნერვიულობ ცოტნესაც მალე გადაუვლის... ანუ შვილიშვილიც მყავს... ლალე საოცრად ჰგავხარ დედაშენს, ბევრი დრო დვკარგეთ მე და შენ... არ უნდა გადაგეტანა ამდენი ტკივილი უნდა დამეცავით...
-მადლობა მამა რომ მაპატიე..
ისევ აევსო თვალები ცრემლებით.. ვერც კი დავფიქრდი ისე წამოვთქვი "მამა"..
-არა შვილო შენ მადლობა რომ არსებობ და რომ მოგვძებნე.. ნუ დაკარგავ იმედს ცხოვრების.. გახსოვდეს რომ მარტო არ ხარ გვერდით მამა გყავს..
-და ძმაც..
არ მომესმა ის იყო ცოტნე იდგა კარებში.. გვიყურებდა... მე მიყურებდა... თვალები ამბობდა ყველაფერს... მის კენ წავედი ჯერ ნელი ნაბიჯით მერე ცოტა ჩქარით და წინ ავესვეტე.. თმები ნერვიულად აიჩეჩა და მიყურებდა თითქოს ორჭოფობდა მივხვდი რაც ხდებოდა და თავად მოვეხვიე... მანაც მომხვია ხელები ჯერ გაუბედავად მერე კი ძლიერად..
-აქედან რომ გავედი... როცა კარებს გავცდი საკუთარ თავს ვკითხე რას ვაკეთებდი.. სად მივდიოდი მე ხომ ამდენი ხანი მინდოდა რომ და ან ძმა მყოლოდა მამას ვსაყვედურობდი რომ თუ დედა არ გიყვარდა და ის არ გინდოდა სხვა მოგეყვანა ცოლად და მე მარტო არ დაგეტოვებინე თქო... მივხვდი რომ ვიღაცის შურისძიების გამო არ ღირს რომ დრო წყენაში დავკარგო რადგან ჩვენ ისეც ბევრი წელი დავკარგეთ..
-მაპატიე ცოტნე რომ ციხეში იყავი ჩემს გამო... ისიც მაპატიე რომ მამა ასეთ დღეშია...
-ჩუ.. ახალი ცხოვრება იწყება...
-ლალე ქალდანის ცხოვრება..
........
31.12.2016
-ხატია დედამ მითხრა დაგიბარა დამირეკოსო რა ხდება?
-ამას ტელეფონით ვერ გეტყვი უნდა გნახო.. სად ხარ?
-ოფისში ვარ მოდი..
ჩემს დას ცუდი ხმა ქონდა... შემეშინდა იქნებ ლალეს ჭირდა რამე ან ლუკას? ხატია ათ წუთში ოფისში იყო და ჩემს წინ მჯოდომი ყავის ფინჯანს დაჰყურებდა..
-ხატია აღარ იტყვი რა ხდება?
-ლუკა დღეს ისეთი რამ გავიგე რომ... დედას საუბარი მოვისმინე (თვალი გამისწორა ხატიამ თითქოს სიტუაციის შეფასება უნდაო) ის იმ კაცს ელაპარაკებოდა ლალეს ადვოკატს.. რა ქვია? -ხო იუსუფს... უთხრა რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის შენ და ლალე აღარასოდეს შერიგდებით და არც შენ წახვალ არასდროს სხვაგან... მერე ლალესთან ვიყავი ისიც ისეთივე მსხვერპლია როგორც შენ... ეს ბეჭედი მხოლოდ იმიტომ დაგიბრუნა რომ უარს ამბობს დევრიზის ქონებასა და ცხოვრებაზე.... ახალ ცხოვრებას იწყებს როგორც ლალე ქალდანი მას ოჯახი ყავს მამა ყავს, ძმა ყავს, ძმა რომელმაც მოუსმინა და აპატია... ლუკა წადი ლალესთან დაიბრუნე ის არ მიატოვო ეს შენი შვილისთვის კი არ გააკეთო შენი ბედნიერებისთვის გააკეთე წადი და ბედნიერი იყავი ლალესთან... ლუკა იცი თურმე მამას ვუყვარვარდით... დედამ და ბაბუამ სასამართლოს ძალით მას ჩვენი ნახვა აუკრძალეს... ლუკა დააფასე ლალე მიუხედავად იმისა რომ შენ მას არ ენდე და არ მოუსმინე.. მას შენთვის შვილი არ წაურთმევია... მან ეს შენთვის და ლუკასთვის გააკეთა... დააფასე ის როგორც ქალი და როგორც დედა..
ხატია გავიდა კაბინეტიდან მე კი ლალეს ბეჭედს ვატრიალებდი ხელში... რას ვგრძნობდი? ტკივილს, იმედგაცრუებას, მტკიოდა ის რომ ლალეს არ მოვუსმინე... იმედი უკვე იმდენჯერ გამიცრუვდა რომ ჩემი თანმდევი იყო... ხატია მართალი იყო უნდა დამებუნებინა ცოლი და შვილი... ჩვენ გვქონდა ბედნიერების უფლება...
..........
დილით სალონში წავედი და თმა შევიჭერი.. ლუკა ბაბუამისთან იყო ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავისთვის მიმეხედა... ლუკას ოფისში წერილი და ბეჭედი დავტოვე და სახლში ვბრუნდებოდი თავბრუსხვევა რომ ვიგრძენი, თვალებშიც მიბნელდებოდა... გამახსენდა რომ გადამიცდა, აფთიაქში ტესტი ვიყიდე და სახლში წავედი... პასუხი ხელისკანკალით ვნახე... მე ახლა ყველაზე უკეთ მესმოდა დედაჩემის და ჩემი დის... დედა ვხდებოდი ჩემში ძგერდა ჩემი და ლუკას ნაწილის გული... ბავშს ველოდი საყვარელი კაცისგან მალე მეორე შვილი მეყოლებოდა... მაგრამ ამჯერად მის შემოტევას ხელისგულზე კი არა შიგნიდან ვიგრძნობდი იქნებ პატარა და ლამაზი გოგონა მეყოლებოდა ლუკას თვალებით ღიმილით და ქერა კულულებით ისეთივე იქნებოდა როგორიც ჩვენი ბიჭია... მინდოდა ყველასთვის მეთქვა მაგრამ გაჩუმება ვარჩიე... თითქოს ამით ამ პაწაწუნა არსებას ვიცავდი... მას ვისაც ახლა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი... მას ვინც ახლა ყველაზე მეტად გამაბედნიერა და ჩემი ცხოვრება გააფერადა... ლუკა ახალწელს მამამისთან ხვდებოდა მეც ვაპირებდი ცოტნესთან წასვლას და ახალი წლის ოჯახთან ერთად აღნიშვნას მაგრამ რაღაც ძალამ მაიძულა რომ სახლში დავრჩენილიყავი... მე ბედისწერის მჯერა... მჯერა თუ შენი ბედისწერის წიგნში წერია ბედნიერება აუცილებლად იქნები ბედნიერი... უკვე გვიანი იყო სახლში მხოლოდ მე და ჩემი პატრა ვიყავით... ლუკას არ ვგულისხმობ ჩემს გოგონას ვგულისხმობ.. ვგრძნობ რომ ჩემი პატარა გოგოა... ზარი დარეკეს... კარი ისე გავაღე რომ არ გამიხედავს...
-დე მოვედით...
-მოხვედით? არა და კარში მხოლდ ბავშვი იდგა..
-კი, მე და მამა მოვედით მაგრამ მამას აინტრესებს თუ მისცემ უფლებას რომ შემოვიდეს..
ბავშვი სახლში შევატარე და იქვე საფეხურზე მჯდარ ლუკას გავხედე...
-შემოხვალ?
-შემომიშვებ?
-მოდი.
თითქოს ამ ერთ კვირაზე შეცვლილიყო... უფრო მომატებოდა ასაკი, არც ის სხივი ჩანდა მის თვალებში მე რომ ასე მიყვარდა.. მე რას ვგრძნობდი? ველოდი თუ არა? ველოდი გულის სიღრმეში ველოდი მის მოსვლას.. მაგრამ ეს იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა..
-ჩაი თუ ყავა?
-ჩაი... რატომ არ მითხარი თუ ქართული იცოდი..
-არ გიკითხავს...
-ლუკა მამა შეგიძლია ოთახში ითამაშო? დედას უნდა ველაპარაკო..
-თუ დედა აღარ იტირებს კი..
-გპირდები..
მათი ხმა მესმოდა სამზარეულოში და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი...
-ლალე ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ?
-რაზე ლუკა? განქორწინებაზე?
-არა.. ამას არ დავუშვებ მე მაგ საბუთებს ხელს არ მოვაწერ.. ლალე მე შენ მიყვარხარ.
-რა სიყვარულზე მელაპარაკები როცა არ მენდე?
-ლალე გახსოვს რა გითხარი როცა მოვდიოდი?
-კი.. მითხარი რომ ჩემს სიყვარულს არ ნანობდი რომ სულ შენი ნაწილი ვიქნებოდი და რომ გიყვარვარ.. რა გეგონა ლუკა? რომ კარებში ბედნიერი სახით დაგელოდებოდი და გეტყვოდი რომ უნდობლობა გაპატიე?
-ამას არც ველოდი მაგრამ ერთი იცოდე მე შენი და ჩემი შვილის დათმობას არ ვაპირებ... ეს ბეჭედი აიღე და მოხსნა არც იფიქრო...
-მე შენი ცოლი არ ვარ... შენი ცოლი ლალე დევრიზია მე კი ლალე ქალდანი ვარ.. საბუთებს ვაგვარებ და მალე ლუკას დაბადების მოწმობაშიც მასე იქნება მითითებული... ხო და შენი ქორწინებაც არარსებულ ქალთან ბათილია..
-ანუ?
-ხო უცოლო მამაკაცი ხარ არ მჭირდება განქორწინება მე თავისუფალი ქალი ვარ ქმარი არ მყავს..
-ლალე გთხოვ დაასრულე ეს შურისძიება... მე გითხარი რომ არ ვაპირებ შენი და ჩემი შვილის დათმობას..
უკვე კართან იყო მისული რომ მივაძახე.. უცებ შემოტრიალდა გაოცებული სახით..
-შვილის არა... შვილების.
ჯერ ვერ გაიაზრა რაც ხდებოდა... რომ მიხვდა ჩემსკენ წამოვიდა და ხელები მომხვია წელზე..
-რა თქვი?
-რაც გაიგე.. მამა ხდები უკვე მეორედ...
დამაფრიალა... მერე დამსვა სიხარულისგან რას აკეთებდა ვერ ხვდებოდა...
-ვიღაც მოვიდა...
-მე გავაღებ შენ იჯექი..
-ლუკა ვინ არის?
ლუკა ხმას არ იღებდა ამიტომ წამოვდექი და გავედი კარებში მამაჩემი, ჩემი ძმა, რძალი და ძმიშვილები იდგნენ... დაძაბული უყურებდნენ ერთმანეთს ამიტომ სიტუაციის განმუხტვისთვის საუბარი მე დავიწყე...
-ხოოო... მგონი დროა ერთმანეთი გაგაცნოთ.. ლუკა გაიცანი ეს მამაჩემია თემური... ეს ჩემი ძმაა ცოტნე... ეს ჩემი რძალია თიკო.. ესენი კიდე ჩემი ძმიშვილები არიან ლანა და მაგდა..
-ანუ შენ ხარ ყოფილი და უკვე მომავალი სიძე? (ცოტნე)
-მე ვარ...
-ხო და ხელი მაინც ჩამომართვი...
სახში შემოვიდნენ რახან მე არ წავედი ცოტნემ გადაწყვიტა რომ თვითონ მოსულიყვნენ.. მამას სევდიან თვალებს გადავაწყდი...
-მა რა ხდება?
-ამ ბინაში ბოლოს 30 წლის წინ ვიყავი... მაშინ დედაშენი რომ დამშორდა...
-მა ეს ბინა ბევრ ბედნიერ და უბედურ მოგონებას ინახავს... აქ ვიპოვნე ნანიკო.. დღეს კი აქ ყველაზე ბედნიერი ახალი წელი მაქვს...
10... 9... 8... 7... 6... 5... 4... 3... 2... 1... 0..
შამპანიურის ჭიქა ხელში დავიჭირე და ყურადღება ვითხოვე...
-ერთი წუთით თქვენს ყურადღებას ვითხოვ... თქვენთვის ორი ამბავი მაქვს კარგი და ძალიან კარგი.. მოდი კარგით დავიწყებ.. კარგი ისაა რომ მე და ლუკა შევრიგდით და ისევ ვაპირებთ ვიქორწოთ...
-ეგ უკვე ორი ამბავი იყო... ძალიან კარგი რაღაა?
-რა ცოტნე და..... გილოცავ.
-რას?
-ბიძია ხდები უკვე მეორედ...
...........
ხომ გითხარით რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება დღე როცა რაღაც სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს.... რთულია გააკეთო არჩევანი რეალობასა და ფარსს შორის მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება ირჩევ რა უფრო გინდა იცხოვრო ფარსში თუ პირისპირ აღმოჩნდე რეალობასთან რაცარუნდა მწარე იყოს ის.... მე რეალობა ავირჩიე და არ ვნანობ... იმიტომ რომ რეალობაში გვერდით მყავს მამა, ძმა, ძმიშვილები, შვილები და იდეალური მამაკაცი რომელსაც ჩემი ქმარი ქვია... ხო ის ჩემთვისაა იდეალური... ყველა ქალისთვის მისი საყვარელი მამაკაცია იდეალური...
..........
ჩემთვის რომ ეკითხათ როგორია შენთვის იდეალური ქალიო ვეტყოდი რომ ჩემთვის იდეალური ის ქალია სამსახურიდან დაღლილი რომ დაბრუნდები და მუცელ გამობერილი სახლში დაგხვდება ღიმილით მიუხედავად იმისა რომ არც თვითონაა დასვენებული... იდეალური ის ქალია ვისაც უყვარხარ და ვინც გიყვარს რა აზრი აქვს როგორია სუსტი თუ მსუქანი? ქერა თუ შავგრემანი? მწვანე თვალები აქვს თუ თაფლისფერი? მაღალია თუ დაბალი? გრძელი თმა აქვს თუ მოკლე? რა აზრი აქვს კაბა აცვია თუ შენი მაისური? იდეალურია შენთვის ის ვინც გიყვარს ვისი დაკარგვაც არ გინდა ვის გარეშეც ფიქრობ რომ ვერ იცოხლებ იდეალური ის ქალია ვინც სიცოცხლეზე მეტად გიყვარს... ვინც სამსახურში წასვლისას შენი მაისურით მოფუსფუსე საუზმეს გიმზადებს... ვინც სულ შენს მაისურებს და პერანგებს იცმევს და იმიზეზებს რომ თავისი აღარ ეტევაა... იდეალურია ის ქალი ვისი მუცლიდანაც შენი გოგონა შენს ლაპარაკზე საპასუხოდ პაწაწინა ფეხს გირტყამს... ვფიქრობ რომ ყველა მამაკაცს სახლში თავისი იდეალური ქალი ყავს.... ჩემთვის კი ის ქალია იდეალური ახლა პაწაწინა სასწაული რომ მაჩუქა... მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია ეს ყველაზე ტკბილი შურისძიება იყო რაც კი მიგემია ყველაზე ტკბილი ქალისგან..



№1  offline აქტიური მკითხველი თაკოთაკო

ვაიმე აღფრთოვანებულუ ვარ უმაგრედი ისტორიაა იყოოო ყოჩაღ
--------------------
თ.ჭიღლაძე

 


№2  offline მოდერი Maiaabuladze

თაკოთაკო
ვაიმე აღფრთოვანებულუ ვარ უმაგრედი ისტორიაა იყოოო ყოჩაღ

მადლობა ❤ რომ მამხნევებ ❤

 


№3  offline წევრი მოლურჯო

ამდენი წერტილები რა საჭიროა ვერ ვხვდები
ძალიან ბევრ ადგილას აკლია სასვენი ნიშანი
--------------------
მარიამი

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მომეწონა , სიტყვები არ მყოფნის მაგარი იყო.

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

lalita
ძალიან მომეწონა , სიტყვები არ მყოფნის მაგარი იყო.

მალობა

 


№6 სტუმარი Guest კოკი

amm . sayvarloba iyoo dzaliann tumca ragacnaurad ucnaurii da damabnnevelii asevtqvat chaxlartulii ambavi iyooo ... magram maincc kargiaaa .. momewona

 


№7  offline მოდერი Maiaabuladze

Guest კოკი
amm . sayvarloba iyoo dzaliann tumca ragacnaurad ucnaurii da damabnnevelii asevtqvat chaxlartulii ambavi iyooo ... magram maincc kargiaaa .. momewona

მადლობაა <3

 


№8 სტუმარი მკითხველი

ლაშა მარგიანის ლექსის დანახვამ საოცრად გამახარა

ტკბილი ისტორია იყო, ამდენი ტკივილის მიუხედავად.მადლობა.

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

მკითხველი
ლაშა მარგიანის ლექსის დანახვამ საოცრად გამახარა

ტკბილი ისტორია იყო, ამდენი ტკივილის მიუხედავად.მადლობა.

ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ლექსია ❤ მიხარია თუ მოგეწონა

 


№10  offline წევრი ucnobi_18

ძალიან კარგი იყო

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

ucnobi_18
ძალიან კარგი იყო

მადლობა ❤

 


№12  offline მოდერი ენემი

ვაიმეეე საოცრებაა heart_eyes heart_eyes

 


№13  offline მოდერი Maiaabuladze

ენემი
ვაიმეეე საოცრებაა heart_eyes heart_eyes

ვაიმე დიდი მადლობა ❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მომეწონა კარგი იყო ,????????????

 


№15  offline მოდერი Maiaabuladze

სტუმარი ნესტანი
ძალიან მომეწონა კარგი იყო ,????????????
დიდი მადლობა ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent