შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 4 (+15)


21-12-2016, 20:39
ავტორი Constance
ნანახია 2 006

- რა? - დავიყვირე გაოცებულმა.
- სადილი. აი ხომ იცი, ლანჩის შემდეგ რომ ჭამ - მითხრა მამამ.
- ვიცი სადილი რაც არის! - ვთქვი გაბრაზებულმა.
დიმიტრიმ ჩაიცინა - თუ დარწმუნებული ხართ, დედაჩემს დავურეკავ და დავრწმუნდები შევძლებ თუ არა.
- რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ - თავაზიანად დაუქნია თავი მამამ.
დიმიტრიმ მობილურზე ნომერი აკრიფა და დაელოდა სანამ უპასუხებდნენ. ტელეფონიდან ქალის ნაზი ხმა მომესმა.
- დედა, მეგობრის სახლში სადილზე დამპატიჟეს, პრობლემა იქნება რომ დავრჩე? - ჰკითხა, ცოტა ხანს ქალის ლაპარაკს უსმენდა და თავისთვის თავს აქნევდა - დარწმუნებული ვარ, ჩემს ძვირფას მამას პრობლემა არ ექნება, რომ გალენი ფეხბურთის ვარჯიშიდან წამოიყვანოს - შემდეგ დედამისმა რაღაც უთხრა და ბიჭი შეცბა - ჰო, ნამდვილად არ მესიამოვნება გალენი თუ ჩემი კატის კუდს აწვალებს, არც ჩემს ძვირფას ჰუგოს ესიამოვნება, ასე რომ მამას უთხარი ორივეს ყურადღება მიაქციოს - ქალმა კიდევ რაღაც უთხრა - კარგი მაშინ, მადლობა დედა. გნახავ როდესაც სახლში დავბრუნდები.
ტელეფონი გათიშა და მამას ღიმილით შეხედა - დედაჩემმა ნება დამრთო სადილზე დაგეწვიოთ.
- გალენი შენი ძმაა არა? - ჰკითხა ტალიამ.
დიმიტრიმ ამოიოხრა და თავი დაუქნია - ჰო და ძალიან მიყვარს ეს დიდებული ბავშვი, მაგრამ ჩემი კატის კუდით თამაში უყვარს, როდესაც სახლში არ ვარ. რა თქმა უნდა ჰუგოს ეზიზღება.
- რამდენი წლისაა შენი ძმა? - იკითხა ისევ ჩემმა დამ.
- გალენი შვიდის არის - უპასუხა დიმიტრიმ.
- სადილის მომზადებას დავიწყებ. ტალია შეგიძლია დიმიტრისთან ერთად სარდაფში ჩახვიდე. თიო, შენს დას უფლებას ვაძლევ ფიზიკური ზიანი მოგაყენოს თუ თავს არ დაანებებ - თქვა დედამ.
- პირადად მე არ მაქვს პრობლემა პატარა თეოდორი თუ შემოგვიერთდება - თავმომწონედ თქვა დიმიტრიმ, შემომხედა და თვალი ჩამიკრა - ასე რომ წამოდი და ჩვენთან ერთად ითამაშე პატარა თეოდორ.
ღმერთო ჩემო, მამა, ამ ბიჭის წინ დგეხარ. თავს ნუ აჩვენებ თითქოს არაფერი დაგინახავს.
მამაჩემს შევხედე, მან კი ყურადღება არ მომაქცია, დედას სამზარეულოში გაჰყვა და მე, ტალია და დიმიტრი მისაღებ ოთახში დაგვტოვა.
- გახსოვდეს, ეს შენი იდეა იყო - მითხრა ტალიამ, გაიკრიჭა და დიმიტრი მისაღებიდან გაიყვანა.
არ მინდოდა მარტო დარჩენილიყვნენ, ასე რომ მეც გავყევი და ბილიარდის მაგიდასთან მივედით.
- აჰ ბილიარდი. დიდი ხანია არ მითამაშია - თქვა დიმიტრიმ.
- მოდი ვითამაშოთ - გავიწიე და ბილიარდის ჯოხი ავიღე.
- არა. შეგიძლია ოლივერი გააცურო, მაგრამ დიმიტრის თავი დაანებე - ხელი მკრა ტალიამ.
- ბილიარდი კარგად იცი პატარა თეოდორ? - მკითხა დიმიტრიმ.
- მამამ ასწავლა, როდესაც ძალიან პატარა იყო. ცხრა წლიდან შესანიშნავად თამაშობს - უთხრა ტალიამ და თვალები გადაატრიალა - ესე შოულობს ფულს. მეგობრები, ოჯახი... ყველა ვისაც თამაში შეუძლია, თიოს სამიზნე ხდება.
- მახსოვს როდესაც ბაბუას 50$ მოვუგე - ვთქვი ამაყად - მას შემდეგ ვძულდი.
- მეც კარგად ვიცი თამაში, მადლობა ჩემს საკუთარ მამას, მაგრამ სხვა დროს ვითამაშოთ პატარა თეოდორ - გაიკრიჭა დიმიტრი - შეიძლება სადილის შემდეგ.
- შევთანხმდით - ვუპასუხე. ზუსტად ვიცოდი ბილიარდში დიმიტრის ადვილად დავამარცხებდი. შეიძლება ნიძლავიც დამედო, თუ მოვიგებდი თავს დამანებებდა.
- ბიჭები - თავის ქნევით ჩაიბუზღუნა ტალიამ.
- ეს რაღაც ბიჭი არ არის - ვანიშნე დიმიტრიზე.
- მამაკაცის სასქესო ორგანო მაქვს. გინდა დაგიმტკიცო? - უფრო ფართოდ გაიღიმა და ხელები გადაიჯვარედინა.
- მორჩი ჩემთან ფლირტაობას! შენსავით გეი არ ვარ! - ვთქვი გაღიზიანებულმა.
- ოჰ ძვირფასო, მე გეი არ ვარ, უბრალოდ შენთვის ზედმეტად დიდებული ვარ - მიპასუხა მხიარულად.
- შენ თუ ჰეტეროსექსუალი ხარ, მე თავკომბალა ვყოფილვარ.
- თუ ასეა ძალიან გამიხარდებოდა შენი სახლში წაყვანა და აკვარიუმში შენახვა, სანამ ბაყაყად არ გადაიქცეოდი. ბავშვობაში, მშობლებთან ერთად თავკომბალებს ვიჭერდი და შინაურ ცხოველებად ვზრდიდი - მითხრა ჩაფიქრებულმა დიმიტრიმ.
- თიო მოკეტე და გაეთრიე! დიმიტრის ორიენტაცია შენი საქმე არ არის - თავი გააქნია ტალიამ.
- ჩემი საქმეა, როდესაც მე მეფლირტავება - დავიყვირე.
- თავში ნუ აგივარდება, პატარა თეოდორ. ისე ძალიან მიმზიდველი ხარ - ჩემი სხეული შეათვალიერა.
- ალბათ იმიტომ რომ ნორმალური ადამიანივით ვიცმევ - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- თიო, შენ მოსაწყენი ადამიანივით იცმევ - შემისწორა ტალიამ.
- მოკეტე ტალია - ისე შევხედე, როგორც მოღალატეს.
სარდაფის კარი გაიღო - სადილი მზად არის - ჩამოგვძახა მამამ.
სამზარეულოში გავედით და მაგიდასთან დავსხედით, მშობლებიც შემოგვიერთდნენ.
- დიმიტრი რამდენი წლის ხარ? - ჰკითხა დედამ
- 17-ის ვარ - უპასუხა მან.
- თქვი რომ ძმა გყავს. სხვა დედმამიშვილებიც გყავს? - ამჯერად მამამ ჰკითხა.
დიმიტრიმ თავი დაუქნია - დიახ. როგორც უკვე ვახსენე დიდებული პატარა ძმა მყავს და ერთი წლით უფროსი და - უთხრა ბიჭმა.
- ბეჭედი რომ გიკეთია... ძვირფასი ჩანს - დედამ ბეჭედზე მიუთითა, რომელიც ყელსაბამზე ეკიდა.
დიმიტრიმ ხელი მოჰკიდა და მხიარულად დაუქნია თავი - ჩემი დიდი ბაბუის ბეჭედია. მამაჩემმა მაჩუქა.
- შტამბეჭდავია, ძალიან გვაინტერესებს - ვთქვი ირონიულად.
- აუ! - დავიყვირე და ფეხი დავიზილე - ნუ მირტყავ ტალია!
- მე ვიყავი - დედაჩემმა ხელი ასწია, კიდევ ერთხელ ჩამარტყა და შევხტი.
- რატომ არ გაინტერესებთ, რომ თქვენი შვილი მასთან ერთდ მგზავრობს? ხედავთ მისი მაისური როგორი ამოღებულია? - დიმიტრის მოშიშვლებული მკერდზე მივუთითე.
- ამას ხშირად აღნიშნავ პატარა თეოდორ, თითქოს ყურებას ვერ წყვეტ - თავდაჯერებულად გამიღიმა დიმიტრიმ.
- ნუ მეძახი პატარა თეოდორს! ჩემი სახელი თიოა! - მაგიდის ქვეშ ხელები მოვმუშტე და თვალები დავუბრიალე - არ მაინტერესებს შემოკლებული სახელები მოგწონს თუ არა! არასდროს მეძახიან თეოდორს!
- მხოლოდ მაშინ გეძახიან, როდესაც შარში ხარ. როგორც ეხლა თეოდორ - მითხრა დედამ და მკაცრად შემომხედა - ნორმალურად მოიქეცი.
დიმიტრის აუღელვებლად იჯდა - ნწ.ნწ. ძალიან დაძაბული, ფეთქებადი ადამიანი ხარ - მითხრა მან.
- დიმიტრი, შენს მშობლებს პრობლემა ხომ არ აქვთ, რომ ტალია სახლში მოგყავს? - ჰკიხა მამამ.
- ესე რომ გაცვია, მშობლები საერთოდ როგორ გიძლებენ? თავს დავიხრჩობდი ჩემი შვილი რომ ვიყო - ჩავიბუზღუნე.
- დამიჯერე თიო, გამომიცდია ეს გრძნობა - ამოიოხრა მამამ.
- ეი!!! - დავიყვირე უკმაყოფილო სახით.
დიმიტრიმ ჩაიცინა - ჩემს მშობლებს არაფერი აქვთ წინააღმდეგი. თქვენი სახლი მაინც გზად მაქვს გასავლელი.
- კიმზე რას იტყვი? - ვკითხე მე.
- აჰ, დიახ, ძვირფასი კიმბერლი, ჩემგან რამდენიმე სახლის მოშორებით ცხოვრობს. ასე რომ არც ამაზე აქვთ პრობლემა - მიპასუხა ბიჭმა.
- აქცენტი გაქვს, ამერიკიდან ხარ? - ინტერესით ჰკითხა დედამ.
- დიახ. ჩემი მშობლები არ არიან. ალბათ აქცენტი მათგან გადმომეცა - მხრები აიჩეჩა.
- ოჰ, ამის წყალობით, ეხლა მუსიკალური აქცენტი ემატება შენს ჭრელ ჩაცმულობას - ვთქვი ყალბი აღტაცებით.
- ოჰ ღმერთო ნუ მირტყავთ! - დავიყვირე და ფეხი ისევ მოვისრისე, როდესაც ტალიამ და დედაჩემმა ერთდროულად ჩამარტყეს.
- ოუ, ღმერთს არ ჩაურტყავს, დედიკომ ჩაგარტყა - მითხრა დედამ.
- და მე! - გაიცინა ტალიამ.
დიმიტრი თავმომწონედ მიღიმოდა - არ მოგწონს ჩემი ჩაცმულობა პატარა თეოდორ?
- შენი შარვალი სხვადასხვა ფერია და თმაში ბჭყვიალები გაქვს. სერიოზულად ძმაო, სარკე გაქვს? - ვკითხე ბიჭს.
- დიახ მაქვს, თანაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ მის წინ და ჩემს დიდებულ გარეგნობას ვეთაყვანები - მხიარულად მიპასუხა დიმიტრიმ.
მისი ჯიბიდან ვიბრაციის ხმა მოგვესმა. ტელეფონი ამოიღო და უპასუხა.
- გისმენთ? - ცოტა ხანს გაჩერდა, მობილურიდან მამაკაცის ხმა მომესმა - მამა, ძვირფასო, ოჯახში მართვის მოწმობა მხოლოდ მე არ მაქვს - თქვა და ცოტა ხანს გაჩერდა, სანამ მამამისი ლაპარაკობდა - დიახ, დიახ. მადლობა. ნახვამდის.
ტელეფონი გათიშა და ჯიბეში ჩაიდო. ტალიამ ინტერესით შეათვალიერა.
- ყველაფერი კარგად არის? - ჰკითხა მან.
- დიახ. მამაჩემს უნდოდა, რომ ჩემი ძმა ვარჯიშიდან წამომეყვანა. ყველაფერი მოვვაგვარე - ხელი აიქნია დიმიტრიმ.
- კარგით. ბავშვებო მილქშეიკი ხომ არ გინდათ? - გვკითხა მამამ, როდესაც ჩვენს დაცარიელებულ თეფშებს გადახედა.
- რა თქმა უნდა! - დაიყვირა ტალიამ.
მამა ადგა, თეფშები აიღო და ვანილის მილქშეიკები დაგვიმზადა. ღვთაებრივი გემოს გასინჯვისას ამოვიკვნესე. მამაჩემი ამ სამყაროში, მხოლოდ და მხოლოდ უგემრიელესი, სრულყოფილად შეზავებული რძის კოქტეილების დასამზადებლად დაიბადა.
- თუ გინდათ, შეგიძლიათ სარდაფში ჩახვიდეთ - თქვა დედამ - შენს გარდა თიო. ძალიან გამაღიზიანებელი და უზრდელი იყავი. ძალიან მაცდურია იდეა, რომ მთელი ღამის მანძილზე გარაჟში გამოგამწყვდიო..
- პატარა თეოდორ, სიმართლე ვთქვა ჩვენს შეთანხმებაზე ვფიქრობდი, ბილიარდი ვითამაშოთ - მითხრა დიმიტრი, თვალებში იდუმალი გამომეტყველება გაუკრთა.
ჩემი მილქშეიკით ავდექი და გავიკრიჭე - როგორც გინდოდეს, ბჭყვიალა ბიჭო.
- თიო! - დედამ თავი გააქნია და ჩამარტყა.
გაბუტული სახით შევხედე და გვერდზე გავდექი. ტალია და დიმიტრი კოქტეილებით ადგნენ და სარდაფში გამომყვნენ.
- შეგიძლია დაიწყო - ვუთხარი და ბილიარდის ჯოხი გადავაწოდე.
- ნიძლავის გარეშე? - მკითხა დაკვირვებით - ვიფიქრე სტიმული გინდოდა.
შევჩერდი და გავიღიმე - რა თქმა უნდა, დავნიძლავდეთ. ოღონდ ფულზე არა, თუ მოვიგე თავს დამანებებ.
თვალები გაუბრწყინდა - კარგი. მაგრამ თუ მე მოვიგე, უნდა მაკოცო.
ყბა ჩამომივარდა - ალბათ ხუმრობ.
- ხუმრობის მეტყობა რამე პატარა თეოდორ? - მისი ცისფერი და ჩემი მწვანე თვალები ერთმანეთს მკაცრად უმზერდნენ.
- მიდი რა თიო. წეღან ძალიან თავდაჯერებული იყავი - მითხრა ტალიამ და გაიკრიჭა.
- კარგით - ვუთხარი გამწარებულმა და დიმიტრის ხელი გავუწოდე.
თავდაჯერებულმა და ამაყმა ჩამომართვა ხელი და მაგიდას გარშემო შემოუარა. თამაში დავიწყეთ. რაც კი მახსოვს, ყველაზე დაძაბული თამაში იყო. ჩუმად ვიყავით და მხოლოდ ბილიარდზე ვფოკუსირებდით.
- ბიჭებო თითქმის თანაბრად ხართ - თქვა ტალიამ და ჩაუსტვინა.
დიმიტრიმ მერვე ბურთს დაუმიზნა. ტუჩები დავიჭამე, შანსი არ იყო, რომ დიმიტრის ბურთი ჩაეგდო. ცუდათ ისვრიდა და შემდეგ ჩემთვის გაამარტივებდა თამაშს. ბიჭმა ბურთს დაარტყა და დაუჯერებლად შევყურებდი როგორ მოიგო.
დიმიტრი გასწორდა და ამაყად გადმომხედა. მაგიდას მიეყუდა და თავისი სულელური ღიმილით გამიღიმა.
- როგორ... ეს როგორ გააკეთე? - ვკითხე თითქმის დაუჯერებლად.
- გეომეტრია ძალიან გამოსადეგია თუ იცი სწორად როგორ გამოიყენო - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
ტალიამ გაიცინა - პირველად ვნახე ვიღაც, ვინც თიო დაამარცხა - თქვა მან.
- უჰ.. - ჩავიბუზღუნე და ბილიარდის ჯოხი კედელს მივეყუდე - სხვა დროს დაგამარცხებ.
- აწწ, თიო როგორი ლუზერი ხარ - მითხრა ტალიამ, ძალიან ერთობოდა ჩვენი ყურებით.
- მოკეტე! - დავიყვირე და თვალები დავუბრიალე. ვერ ვიტანდი წაგებას.
- ეხლა კი როგორც მახსოვს, რაღაც პირობები გვქონდა პატარა თიოდორ - თქვა დიმიტრიმ და ბილიარდის მაგიდაზე ჩამოჯდა.
- რაზე ლაპარ... - გავშეშდი, როდესაც გამახსენდა რა ნიძლავი დავდეთ.
„თუ მე მოვიგებ, უნდა მაკოცო“
- სერიოზულად არ ვამბობდით - ჩავიბუზღუნე.
- ოჰ, მაგრამ სერიოზულად რომ ვამბობდით? - მითხრა დიმიტრიმ, მაგიდიდან წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა - მე რომ წამეგო, თავს დაგანებებდი, მაგრამ მე არ წამიგია პატარა თეოდორ. შენ წააგე.
- ნიძლავი ნიძლავია თიო - თქვა გამხიარულებულმა ტალიამ.
კარგი. კარგი თიო, დამშვიდდი. უბრალოდ კოცნაა, ხომ ასეა? გოგონებისთვის აქამდეც მიკოცნია და ბიჭს რომ ვაკოცო გეი არ გავხდები. არავის ეცოდინება. თუ დიმიტრი ეტყვის ვინმეს, უბრალოდ ვუარყობ და ტალია არავის ეტყვის. შეიძლება ცხოვრების ბოლომდე სიცოცხლე გამიმწაროს, მაგრამ სხვასთან სიტყვას არ დაძრავს.
ნერწყვი გადავყლაპე - კ-კარგით.
დიმიტრი ჩემთან მოვიდა, ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი ამაწევინა. ცერა თითით ლოყაზე მეფერებოდა და თვალებში მიყურებდა.
- ნიძლავი ნიძლავია პატარა თეოდორ - ტალიას სიტყვები გაიმეორა.
ლოყაზე მეფერებოდა და თვალები მაგრად დავხუჭე. ჯობდა გავქცეულიყავი და ოთახში ჩავკეტილიყავი სანამ დიმიტრი სტუმრად იქნებოდა, მაგრამ უკვე ძალიან გვიანი იყო. ამის გაკეთება მომიწევდა. ხელები მოვმუშტე, ისე რომ ფრჩხილები ხელისგულზე ძლიერად მესობოდა.
და შემდეგ, დიმიტრი ივანოვი მკოცნიდა.
მას წარმოუდგენლად რბილი ტუჩები ჰქონდა, მაშინვე ავყევი, მინდოდა ეს უაზრო ნიძლავი მალე დასრულებულიყო. დიმიტრიმ ხელი ლოყიდან კისერზე ჩამომიცურა და უფრო ახლოს მიმიზიდა, კოცნა გააღრმავა. მისი ტუჩები ისე მოძრაობდნენ, თითქოს კოცნაში დახელოვნებული იყო.
ბიჭს მოვშორდი - დრო ამოიწურა.
- აბა რას იტყვი, ესეთი ცუდი იყო პატარა თეოდორ? - გაიცინა დიმიტრიმ.
- ვიცოდი, რომ გეი იყავი - ჩავიბუზღუნე.
- ორიენტაცია მეტად დამღლელი რამ არის. სქესს, პიროვნული თვისებები მირჩევნია - მხრები აიჩეჩა.
- არ მაინტერესებს. საზიზობა იყო - ვუპასუხე ამაყად. სიმართლე რომ ვთქვა ასეც არ იყო. ჩვეულებრივი კოცნა იყო, მაგრამ არ მინდოდა ვინმეს ჩემი ორიენტაცია ეჭვქვეშ დაეყენებინა ან ეფიქრათ, რომ დიმიტრი ივანოვის კოცნით ვისიამოვნე.
- ოჰ, ძალიანაც მოგეწონა. ამას შენს თვალებში ვხედავ და ძვირფასო, დამიჯერე, არავის ეზიზღება ჩემი კოცნა - თვალი ჩამიკრა - და არც უფრო მეტი..
- ნეტავ ვის უნდა უნდოდეს შენთან ‘უფრო მეტი’ - მოვუჭერი მოკლედ.
უეცრად, ემოციები მომეძალა, რომლებიც მე თვითონაც არ ვიცოდი რამ გამოიწვია. როდესაც დიმიტრის შევხედე, გონებაში წარმომიდგა როგორ კოცნიდა სხვებს, ან ეხებოდა, ან ეხუტებოდა.
ეს დამაბნეველი ემოციები, სიბრაზედ ვაქციე, რადგან სხვა ვერაფერს დავუკავშირე. დიმიტრის სიძულვილით შევხედე.
- თავი დამანებე! არ მაინტერესებს ბილიარდი წავაგე თუ არა! მორჩი ჩემთან ლაპარაკს და განსაკუთრებით ფლირტაობას. ბიჭები არ მომწონს! გოგონები მომწონს! იცი რა მომწონს? ალექსის დანახვა მოკლე შორტებში და არა შენი კოცნა, საზიზღარო, ბჭყვიალა ნაგავო!
ტალია პირღია შემომყურებდა. ვხედავდი როგორ ბრაზობდა და თან აინტერესებდა რა მომივიდა. ბრაზობდა, რადგან დიმიტრის ესე მოვექეცი, მაგრამ გრძნობდა, რომ რაღაც ნორმალურად არ მქონდა. აი დიმიტრი კი უბრალოდ თავდაჯერებული მიღიმოდა, თითქოს რაღაც იცოდა. მობილური ამოიღო, რომელიც რეკავდა და დრამატულად ამოიოხრა.
- რა სამწუხაროა. დედაჩემს სახლში ვჭირდები - თქვა მან, თავი გააქნია და მისი თმიდან ბჭყვიალები ჩამოცვივდა.
- და არასდროს აღარ დაბრუნდე - მივახალე ბიჭს.
- დამშვიდდი თიო - მითხრა ტალიამ, ადგა და ჩვენთან მოვიდა. ხელი მხარზე დამადო და შემცბარმა შემომხედა. ორივეს საზიზღარი მზერა ვესროლე, შევტრიალდი და მისაღებ ოთახში ავირბინე. დივანზე ვიწექი და მესმოდა როგორ ამოვიდნენ დიმიტრი და ტალია.
- დიმიტრი მიდის - თქვა ტალიამ.
- ძალიან სასიამოვნო იყო შენი გაცნობა - უთხრა დედამ და წარმოვიდგინე მამამ როგორ დაუქნია თავი.
- ორივეს გაცნობა ჩემთვისაც ასევე სასიამოვნო იყო - უპასუხა დიმიტრიმ თავისი მუსიკალური ხმით, რომელმაც ისე გაიჟღერა მისაღებში, თითქოს ჩემს ყურამდე მოღწევას ლამობდა.
ავდექი კარი მივაჯახუნე და ჩემს ოთახში ავედი. საწოლზე დავწექი და ოთახის ჭერს შევხედე.
- თიო?
თავი წამოვწიე და ტალიას შევხედე, რომელიც ოთახში გაოცებული სახით შემოვიდა.
- რატომ გაგიჟდი წეღან? კარგად ხარ? - მკითხა ჩემმა დამ.
- ნიძლავი წავაგე და მომიწია ბჭყვიალასთვის მეკოცნა. ჰო ტალია, ძალიან მაგრად ვარ - ჩავიბუზღუნე.
- აწწ, დამშვიდდი თიო. უბრალოდ კოცნა იყო. არავის არ ვეტყვით ამის შესახებ - ჩემი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
მეც წამოვჯექი - საქმე ამაში არ არის ტალია.
- აბა რაშია?
ხელი თმაში შევიცურე, ჯანდაბა, მეც კი არ ვიცოდი რაში იყო საქმე. წარმოდგენა არ მქონდა რატომ გავბრაზდი, როდესაც დიმიტრის ვაკოცე. ტალია მართალი იყო, ეს უბრალო კოცნა იყო.
- უბრალოდ... არ მინდა ამის შესახებ ლაპარაკი. ეს ბიჭი ჩემს ნერვებზე მოქმედებს - ვუთხარი უხასიათოდ - ეხლა გაეთრიე ჩემი ოთახიდან.
ამოიოხრა - როგორც გინდა თიო.
ტალია ადგა და ოთახი დატოვა, გასვლისას კარი დაკეტა. ვიწექი, თვალები დავხუჭე და ვეცადე კოცნა დამევიწყებინა.
...
- მისი ნახვა მაინც მოგიწევს - მითხრა ტალიამ, როდესაც მეოთხე გაკვეთილისკენ გავემართეთ.
- მოკეტე ტალია - ჩავიბუზღუნე. შეიძლება დიმიტრი სკოლაში არ იყო. მთელი დღე არ მინახავს და სურვილიც არ მქონდა.
ზარი დაირეკა და კარი რამდენიმე წუთის შემდეგ დიმიტრიმ შემოაღო.
შავი და მწვანე მაისური ეცვა, ღია ცისფერი გვერდით. თავისი ინიციალების შარფი ეკეთა და თმა ჩვეულ ფერზე ჰქონდა. მისი ჯინსები ღია ცისფერი იყო და ცისარტყელის ფერების ვანსები ეცვა. ხელებზე ბეჭდები და სამაჯურები ეკეთა.
დიმიტრი თავის მაგიდასთან მივიდა, სხვა მხარეს გავიხედე, ვეცადე მისი არსებობა არ შემემჩნია.
- მაიგნორებ პატარა თიოდორ? - მკითხა მხიარული ტონით.
- გითხარი, რომ თავი დაგენებებინა - თვალები დავუბრიალე.
- მე კი ვამჯობინე არ გამეთვალისწინებინა - სკამი აიღო და ტალიას გვერდით დაჯდა.
შევამჩნიე, რომ ჩვეული ცხვირის საყურის ნაცვლად, ნათელი ვარდისფერი საყურე ეკეთა. თმაზეც უფრო მეტი ბჭყვიალები ეყარა.
გრძელი წამწამებიდან ამომხედა - მიყურებ.
- იმიტომ რომ გოგოს გავხარ - ვუპასუხე დაკვირვებით.
- თიო! - ტალიამ ჩამარტყა და შევხტი.
- არა! - ფეხი დავიზილე და ჩემს დას ზიზღით შევხედე - ეს მისი ჩაცმის სტილის გამო არ მითქვამს. მართლა გოგოს გავს.
დიმიტრიმ ჩაიცინა - უთქვამთ რომ ლამაზი ბიჭი ვარ.
და იყო კიდეც. გრძელი წამწამები, სქელი ტუჩები, ნაზი კანი, მაღალი ყვრიმალები და დელიკატური, მკვეთრად მოხაზული სახის ფორმა ჰქონდა. მართლაც ლამაზი ბიჭი იყო.
მაგრამ მაინც მეზიზღებოდა თავისი ჩაცმის სტილით და საუბრით.
- ვხვდები რასაც გულისხმობთ - თქვა ტალიამ და მის სახეს დააკვირდა.
დიმიტრიმ ხელი თმაზე ჩამოისვა, ყავისფერ ნაწილზე და არა იმ სულელურ იისფერზე. ხელი ბჭყვიალებით აევსო, მაგრამ არ შეიმჩნია.
- ჰო, ტრაგიკულიც კია. მირჩევნია მკაცრი შესახედაობის კაცს ვგავდე, როგორც პატარა თეოდორი - დრამატულად ამოიოხრა.
- ვერ გიტან - ჩავიბუზღუნე.
დიმიტრი გაიკრიჭა - არავის შეუძლია ჩემი დიდებულების სიძულვილი პატარა თეოდორ.
- დარწმუნებული ვარ ყველას შეუძლია - ვუპასუხე უინტერესოდ.
- გაოცებულიც კი დარჩები - მითხრა გამხიარულებულმა.
- შენი გაძლება არ შემიძლია და ჩემი წიგნები მჭირდება. წამომყევი ოლივერ - ხელი ჩემს მეგობარს მოვკიდე და ფეხზე ავაყენე.
- აჰ, თითქმის ვერც შევნიშნე. სამუდამოდ დაიგნორებული უკანა პლანის პერსონაჟი, რომელიც მხოლოდ მხარდაჭერისთვისაა და სხვა არაფრისთვის - თქვა დიმიტრიმ.
- შეშლილი ხარ - უპასუხა ოლივერმა და უფლება მომცა კაფეტერიიდან გამეყვანა.
- ჩვენი დრო გამოვიყენოთ. ტალიას შეუძლია მასთან დარჩეს, რადგან ის არის მიზეზი დიმიტრის ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად გამოჩენისა - ვთქვი, როდესაც დერეფანს ჩავუყევით.
- გუშინ არ დაგირეკავს. რა მოხდა? -მკითხა ოლივერმა.
ჩემს კარადასთან შევჩერდი და კომბინაციის აკრეფვა დავიწყე - მამაჩემმა სადილზე მოიპატიჟა. ჩემს მშობლებს მოეწონათ - თავი ზიზღით გავაქნიე - დღეს დილით მამაჩემმა თქვა რომ უცნაური იყო, მაგრამ სასიამოვნო ბიჭი ჩანდა.
ოლივერმა ამოიოხრა - მშვენიერია, ეხლა ტალია ჩვენს ცხოვრებაში შემოათრევს.
კოცნა გამახსენდა და ვეცადე გონებიდან ამომეგდო - ნუ მახსენებ.
კარადა გავაღე და წიგნები ჩანთაში ჩავტენე და ჩემი საყვარელი კალმის ძებნა დავიწყე.
- არ მინდა ჩვენს გარშემო ტრიალებდეს. მართლა ძალიან მძულს - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- მეც. ისე გამოვყავარ, თითქოს უმნიშვნელო ვიყო! - დაიწუწუნა ოლივერმა.
კალამი დავინახე და ავიღე, ისიც ჩანთაში ჩავტენე და კარადა დავკეტე. მე და ოლივერი ნელა გავუყევით კაფეტერიისაკენ გზას.
- შეიძლება ტალიას მობეზრდეს - მითხრა ბიჭმა იმედიანად.
წავიფრუტუნე - ძალიან მეეჭვება. ტალიას კარგად იცნობ, თანაც ფიქრობს რომ დიმიტრი მიმზიდველია. დედაჩემს ვუთხარი რომ თვალის ექიმთან მიეყვანა.
- თიო, რა მოხდება თუ დიმიტრისთან ურთიერთობაზე უარს ვიტყვით? ანუ როდესაც ტალია ეცდება მის ჩვენთან მოყვანას, ჩვენ თავს დავიძვრენთ? - მკითხა ოლივერმა.
- შეიძლება.. - ვთქვი ჩაფიქრებულმა - ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ მართლა ვერ ვიტანთ. შეიძლება მორჩეს ჩვენს დაახლოებას. მომწონს შენი აზრები უმნიშვნელო უკანა პლანის პერსონაჟო! - მხარზე ხელი დავარტყი და გავიცინე.
ოლივერმა მკაცრად შემომხედა და ხელი გამაწევინა - მორჩი!
- მაგრამ რამე კოდური სიტყვა უნდა გვქონდეს, როდესაც თავის დაძვრენას ვეცდებით - ვუთხარი გამხიარულებულმა.
- რაღაც, რასაც ვერ მიხვდება - მითხრა ოლივერმა და ნიკაპი მოაზროვნე სახით მოისრისა.
- ვიცი! - დავიყვირე და თითები აღტაცებით გავატკაცუნე.
- რა? - მკითხა დაინტერესებულმა ოლივერმა.
- ვთქვათ „ შუაღამის ყვავები“. ვერასდროს მიხვდება. შეუმჩნეველია.
- მამაშენმა ამ დილით ყავა დაგალევინა?
- დიახ!
- შეგვიძლია უბრალოდ ავდგეთ და წამოვიდეთ - მხრები აიჩეჩა ოლვიერმა.
- როგორი მოსაწყენი ხარ, მაგრამ კარგი - ამოვიოხრე.
კაფეტერიაში შევედით და ჩვენს ადგილზე დავსხედით. ტალია და დიმიტრი მათემატიკაზე ლაპარაკობდნენ და ისე მოვიწყინე, რომ ლამის სიცოცხლის ხალისი დამეკარგა.
- რამე საინტერესოზე ვილაპარაკოთ. მათემატიკა თავს მატკივებს - შევუბრუნდი ოლივერს.
- იმიტომ რომ დებილი ხარ - შემახსენა ტალიამ.
- მათემატიკა თავს მტკენს, ჩემი და კი გულს. რა თქმა უნდა მათ ერთმანეთი ეყვარებათ - ხელი გულზე დავიდე, გავიხედე და ამოვიოხრე - ალექსი კი ჩემს თავმოყვარეობას სტკენს. მართლა უნდა ვცადო მასთან დალაპარაკება..
ალექსი მეგობართან ერთად იჯდა და დავალებას აკეთებდა. დაბნეული იყურებოდა და რვეულს ნერვიულად შლიდა.
- არც ისე ძნელია სხვებთან ლაპარაკი პატარა თეოდორ - მითხრა დიმიტრიმ - ხედავ? ჩვენ ვლაპარაკობთ.
- არ ვლაპარაკობთ - განვაცხადე კატეგორიულად - მე არ გელაპარაკები.
- თიო, ხუთის არ ხარ - მითხრა ტალიამ და თვალები გადაატრიალა.
- ძალიან ცდილობ რომ ვერ მიტანდე. ვფიქრობ სინამდვილეში მოგწონვარ - წარბები ამითამაშა.
ისევ ის უაზრო კოცნა გამახსენდა და დამაბნეველი ემოციებიც გამოჩნდა. ზიზღი? სიძულვილი? აჰ... რატომ არ ვიცი რა ჯანდაბას ვგრძნობ?
- ოლივერ, გეგმა - ხელი მივკარი ჩემს მეგობარს.
ორივენი წამოვდექით - Adios Bitchachos - ვთქვით ერთდროულად და კაფეტერიიდან გავედით.
- ერთდროულად ვთქვით, დაგეგმვის გარეშე! - დაიყვირა ოლივერმა როდესაც დერეფანში გავედით.
- როგორი ლამაზი ძმური რომანია - შევყვირე მეც და ხელი მხარზე გადავხვიე.
- ყველაზე ლამაზია - დამეთანხმა ოლივერიც.
- შეიძლება ეს მომენტი ტვიტერზე დავდო? ეხლავე უნდა დავტვიტო - ტელეფონი ამოვიღე და ეს საოცარი მომენტი დავტვიტე.
ზარი დაირეკა და ორივე შევხტით, გავიცინეთ და მეხუთე გაკვეთილისაკენ გავეშურეთ.
ლანჩის დროს ჩვენს მაგიდას მივუსხედით და ტალიას დაველოდეთ. გავიხედე და დავიჯღანე, როდესაც ჩემი და, კიმი, დიმიტრი და ჯორდანი დავინახე, რომელბიც ჩვენი მაგიდისაკენ მოემართებოდნენ.
- ჯანდაბა - ჩავისისინე და ოლივერს ხელი მივცხე. ბიჭმა მხარს ზემოდან გაიხედა.
- გეგმა გვაქვს ესეთ სიტუაციებს რომ გავუმკლავდეთ.
- მაგრამ არ მინდა მას დავეხმარო. ყველაზე დებილია! - თქვა ჯორდანმა, როდესაც მაგიდასთან გაჩერდნენ.
- შენ უნდა ამეცადინო ჯორდან, ვწუხვარ - გაიცინა კიმმა.
- ოჰ დამშვიდდი კიმბერლი ძვირფასო. ჯორდან, მას მე მივხედავ - თქვა დიმიტრიმ და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- ძლივს! დიმიტრი სიცოცხლის გადამრჩენი ხარ. ეს გოგო მათემატიკის აზრზე არ არის - ამოიოხრა ჯორდანმა.
მათემატიკაზე შეშლილები.
- არასდროს წარმომედგინა რამდენად რთულია მისნაირი ხალხის მეცადინეობა - თავი გააქნია ბიჭმა.
ტალიამ შემომხედა - ოჰ, დამიჯერე, ვიცი რა ძნელიცაა დებილების მეცადინეობა.
გაბუტულმა შევხედე, მან ჩაიცინა და თმა ამიჩეჩა. ხელი მოვაშორებინე და დავიწუწუნე.
- სალამი პატარა თეოდორ - მომესალმა დიმიტრი.
- რამე გესმის? მე არაფერი მესმის - შევხედე ოლივერს.
- მე მესმის ჩემი ძმა როგორ იქცევა ხუთი წლის ბავშვივით - თქვა ტალიამ და თავში წამომარტყა - მორჩი თიო.
დიმიტრიმ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, მაგრამ შანსი არ მიეცა, ვიღაც ბიჭი დაეჯახა. დიმიტრი შებარბაცდა, მაგრამ წონასწორობა დაიბრუნა და ბიჭს შეხედა. გაიკრიჭა და თვალები გაუნათდა.
- სასიამოვნოა შენი ნახვა მარკ - უთხრა გახალისებულმა დიმიტრიმ.
- თავს ნუ აჩვენებ თითქოს მეგობრები ვართ, ნაძირალა - ჩაისისინა ბიჭმა. ვიცანი ვინც იყო, მარკ ოდონელი, ცნობილი თავისი საშინელი ხასიათით.
- როგორი უცენზურობაა - თავი გააქნია დიმიტრიმ.
- პატარა ბჭყვიალა პიდარასტო - დაიღმუვლა მარკმა და ხელი ჰკრა.
დიმიტრიმ წონასწორობა ისევ შეინარჩუნა და უდარდელად შეხედა - ძალიან არ მომწონს სიტყვა 'პიდარასტი'.
- მე კიდევ შენ არ მომწონხარ. იმსახურებ, რომ სიკვდილამდე გცემო - მარკმა ხელები მომუშტა - მას შემდეგ რაც ჩემს დას გაუკეთე.
- ოჰ მარკ, უნდა შეგახსენო რომ მხოლოდ იმას ვაკეთებდი რაც მას უნდოდა? - ჰკითხა დიმიტრიმ.
- ჰოო? მასთან დაწოლა და შემდეგ გულის გატეხვა? ავადმყოფო - მარკმა ხელი ასწია რომ დიმიტრისათვის დაერტყა.
- ეი! გაჩერდი! - დავიყვირე და მათ შორის, დაუფიქრებლად გადავხტი - არ დაარტყა!
მარკმა შემომხედა და გამოხედვა გაუმკაცრდა, ისევ დიმიტრის შეხედა - ეს ვინ არის დიმიტრი? შენი ახალი სათამაშო? ჰაჰ?
- მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ პატარა თეოდორს მოვწონვარ, სათამაშოს მაინც არ დავუძახებდი. არავის არ დავუძახებდი სათამაშოს - თქვა დიმიტრიმ და ადვილად მოიცილა მარკის ხელი, რამაც არ გამაკვირვა. დიმიტრი ძლიერი აღნაგობის ჩანდა.
- თავი დაანებე მარკ - თქვა კიმმა და დიმიტრის გვერდით დადგა - ისე იქცევი, თითქოს დიმიტრიმ შენი და გააუპატიურა. დენიმ კარგად იცოდა რას აკეთებდა. სიმართლე რომ ვთქვა, თუ სწორად მახსოვს, დენის თვითონ უნდოდა ეს. ასე რომ სანამ გავბრაზებულვარ დიმიტრის თავი დაანებე.
- ოჰ, დაიჭირეთ სანამ გაბრაზებულა - დაიყვირა დიმიტრიმ.
- ამისთვის სამაგიეროს გადაგიხდი ივანოვ. შეიძლება მას შენთან დაწოლა უნდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ არ სდომებია მისთვის გული გაგეტეხა. ამისთვის გაზღვევინებ - დაისისინა მარკმა და სწრაფად მოგვშორდა.
- დრამატიზმი ყველაფერს საინტერესოს ხდის - თქვა დიმიტრიმ.
- უჰ, ვერ ვიტან მარკს - თქვა კიმმა და თვალები გადაატრიალა.
დიმიტრიმ შემომხედა და გაიღიმა - ჩემმა ძვირფასმა პატარა თეოდორმა დამიცვა! როგორი საყვარლობაა.
გავწითლდი და ჩემს ადგილს დავუბრუნდი - ვცდილობ ვჭამო. არ მინდა ვიღაც ჩემს წინ მოკვდეს, როდესაც მე ჭამას ვცდილობ - ჩავიბუზღუნე. სინამდვილეში დარწმუნებული არ ვიყავი რატომ დავიცვი დიმიტრი.
უბრალოდ მარკი დავინახე, რომელმაც დასარტყმელად ხელი ასწია.... ჯანდაბა, არ ვიცი, პანიკამ მომიცვა და ინსტიქტურად ვიმოქმედე.
- დენი ოდონელთან იწექი? - იკითხა გაოცებულმა ჯორდანმა.
დიმიტრიმ ამოიოხრა - ესეთ რაღაცეებს უმეტესად არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ რადგან მარკმა გადაწყვიტა ამის აფიშირება, დიახ, ვიწექი, მაგრამ არავის უთხრათ. უკანასკნელი რაც მინდა ის არის რომ დენიმ და მარკმა მოსაკლავად უკან მდიონ. სისხლი ჩემს თვალის ფერს არ მოუხდება.
- ძმაო, მათემატიკის გენიოსი ისედაც იყავი და ეხლა კი ლეგენდაც ხარ. დენი ოდონელი უსექსუალურესია - თქვა ჯორდანმა.
- მასზე დაწყებით კლასებში ვგიჟდებოდი - თქვა ოლივერმა.
- შეიძლება ამის შესახებ არ ვილაპარაკოთ? ვის აინტერესებს დიმიტრის სექსუალური ცხოვრება? - ვკითხე გაღიზიანებულმა.
- პატარა თეოდორს ვეთანხმები - თქვა დიმიტრიმ და თავდაჯერებულად გამიღიმა.
- მაინც... ძნელი დასაჯერებელია. ძმაო დიმიტრი, თუ მასთან დაწოლა შეგიძლია, ეს ნიშნავს რომ ნებისმიერი გოგოს ხელში ჩაგდება შეგიძლია.
- ღმერთო, ხალხო გაჩუმება უნდა ისწავლოთ - მოვუჭერი, წამოვხტი და ჩემი ჩანთა ავიღე. კაფეტერიიდან გავვარდი, ამის შესახებ არაფრის გაგონება აღარ მინდოდა.
ჩემს კარადასთან დავჯექი, დერეფანი ცარიელი იყო. საფეთქლები დავიზილე და ამოვიოხრე. რატომ ვბრაზდებოდი ესე ძალიან? რატომ მაღელვებდა დიმიტრის სექსუალური ცხოვრება? ჩემი სანერვიულო არ იყო. შეეძლო იმასთან ყოფილიყო, ვისთანაც მოუნდებოდა. შეიძლება ჯორდანის სიტყვებმა გამაბრაზა. იქნებ დიმიტრის ალექსთან დაწოლა ეცადა, ჩემი ოცნების გოგოსთან? ან უფრო უარესი, იქნებ ჩემს დასთან ეცადა რამე?
მაგრამ... ეს თითქოს სიმართლედ არ მეჩვენებოდა. რა თქმა უნდა ამაზეც ვდარდობდი, მაგრამ ეს ჩემი გაბაზების მთავარი მიზეზი არ იყო. რაღაც სხვა ხდებოდა.... რაღაც სხვა...
დიმიტრი აშკარად ტალიასთან ცდილობდა ურთიერთობას. ვხედავდი როგორ ეფლირტავებოდა, მასთან ერთად დროს ატარებდა და ჩემი დის გულის მოგებას ცდილობდა. ნერწყვი გადავყლაპე. მგონი მასზე ვეჭვიანობდი. ვეჭვიანობდი იმაზე, რომ ჩემს დასთან დაახლოებას ცდილობს.
ვეჭვიანობდი, რომ ტალიასთან დაახლოებას ცდილობდა და არა ჩემთან.



№1 სტუმარი ლორენა

მე ამ ისტორიაზე უკვე ვგიჟდები ველოდები შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი ლელუკა

გეთანხმები ძალიან მაგარია მეც ველოდები აცხალ თავს kissing_heart

 


№3 სტუმარი Loka

აღარ დებ ახალ თავს

დადე რა ახალი თავი

 


№4 სტუმარი Tako...^^

Jandabaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent