შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

My life Sucks!! 3 (+15)


20-12-2016, 20:46
ავტორი Constance
ნანახია 1 863

- კიდევ ერთი მშვენიერი დღე, დიმიტრისთან ერთად - გამოაცხადა ტალიამ, როდესაც სკოლაში შევაბიჯეთ.
- მორჩი ტალია - გავაფრთხილე, მთელი დილა ტვინი შემიჭამა.
- გამხიარულდი - მითხრა ოლივერმა. შემდეგ, შეჩერდა და სიცილი დაიწყო - გამხიარულდი!
- იდიოტი ხარ - უიმედოდ ამოვიოხრე.
- ახალი მეგობრები გვჭირდება - მითხრა ტალიამ და ჩემსავით ამოიოხრა.
მიმოვიხედე - ოჰ, მის ფეხებთან მინდა მეგობრობა. ამ შორტებს ხედავთ?
ოლივერმა და ტალიამ ჩემი მზერის მიმართულებით გაიხედეს და ალექსი დაინახეს, რომელიც მეგობრებთან ერთად შემოვიდა. იღიმებოდა და ყავისფერ კულულებს ყურს უკან იწევდა. ძალიან, ძალიან მოკლე შორტები და ღია ცისფერი მაისური ეცვა. გარუჯული, გრძელი ფეხებით მოაბიჯებდა.
- ღმერთო, როგორი ლამაზია - გოგონას ყოველ ნაბიჯს დაკვირვებით ვუყურებდი.
- თუ მასთან დაწოლას აპირებ, მის სახლში წადი. შენი საძინებელი ჩემს პირდაპირ არის და ამ ხმაურის მოსმენა ნამდვილად არ მომინდება - მითხრა ტალიამ და თვალები გადაატრიალა.
- თიო მასთან ვერ დაწვება, ლაპარაკსაც კი ვერ ბედავს - თქვა ოლივერმა.
- მართალია - დაეთანხმა ჩემი ტყუპიც.
- ბავშვებო! მასთან ლაპარაკი შემიძლია. გუშინ ველაპარაკე - შევახსენე.
- მხოლოდ იმიტომ რომ იდიოტივით ზედ შეასკდი - მითხრა ტალიამ და ოლივერმა ბოროტაც ჩაიცინა.
- შეიძლება ძალით დავეჯახე - ვეცადე თავი დამეცვა.
- ჰო და შეიძლება ჩვენ ნათესავები არ ვართ, მაგრამ სამწუხარო რეალობაა რომ ნათესავები ვართ. შენ კი თავს ირცხვენ - მხრები აიჩეჩა ტალიამ.
ენა გამოვუყავი - იდიოტო!
- შენი ახალი და ვიქნები თიო - ოლივერმა მხარზე ხელი გადამხვია.
- სწორი არ იქნება - ბიჭისგან თავი დავიხსენი.
ზარი დაირეკა და სამივე კლასისკენ გავემართეთ. დღე იწელებოდა სანამ სასწავლო შესვენების დრო არ დადგა.
- ძლივს - ვთქვი როდესაც კაფეტერიაში შევედით - შენობის დანარჩენ ნაწილში ძალიან ცხელა.
- უკაცრავად, დაგტოვებთ მაშინ - შეიცხადა ოლივერმა.
- დაგვტოვე - თქვა ტალიამ ირონიით და ხელი აიქნია, თითქოს თავს იგრილებდა - შენი სექსუალურობის გამო ცხელა ოლივერ.
ჩვენს ადგილებზე დავსხედით და მისის კლარკი შემოვიდა. სიის კითხვა რომ დაამთავრა, კარი გაიღო და დიმიტრი შემოვიდა. ტელეფონში წერდა და თავისი მეგობრების მაგიდისკენ გაემართა. დღეს უფრო სასაცილოდ გამოიყურებოდა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მუქი იასამნისფერი, მოტკეცილი ჯინსი ეცვა, რომელიც მის ბრწყინავ თმას შეესაბამებოდა. ყვითელი მაისურით და კონვერსებით მიაბიჯებდა. შარვალზე ვარდისფერი ქამარი ეკეთა და ყელზე იასამნისფერი შარფი შემოეხვია, რომელიც ოქროსფრად ბოლოვდებოდა. შარფისა და შარვლის იისფერიც კი არ შეესაბამებოდა ერთმანეთს. თითებზე, როგორც ყოველთვის, ბეჭდები ეკეთა და თვალზე შავი ფანქარი ესვა. დიმიტრიმ ტელეფონი უკანა ჯიბეში ჩაიდო, თავი ასწია და ოთახი გადაათვალიერა. გაიკრიჭა და მიმართულება შეცვალა, ამჯერად ჩვენსკენ მოდიოდა. ჩუმად შევიგინე, როდესაც ჩვენს მაგიდასთან გაჩერდა.
- პატარა თეოდორ, არ ვიცოდი ეს პერიოდიც შენთან ერთად თუ მქონდა - მითხრა მან.
- დ.მ.ი. შენი ინიციალებია? - იკითხა ტალიამ და დიმიტრის შარფი შეათვალიერა.
- დიმიტრი მიხეილ ივანოვ. ჩემი დიდებული სახელია - გვითხრა ბიჭმა და იისფერი თმა სახიდან მოიშორა.
- მაგარი შარფია - უთხრა ტალიამ - მომწონს.
- დედაჩემმა გააკეთა. მისის უისლივითაა, ჰარი პოტერში რომ არის. განსხვავება ისაა, რომ ჯემპრის მაგივრად, ინიციალები შარფზე ამომიქარგა - უპასუხა დიმიტრიმ.
ტალიას ნათქვამის შემდეგ, შევამჩნიე დიმიტრის მართლაც რუსული აქცენტი ჰქონდა. სწორედ ეს აძლევდა მის ხმას მუსიკალურობას. დამაინტერესა მართლა რუსი იყო თუ არა.
- პატარა თეოდორ, მიყურებ. სურათი ხომ არ გინდა? - მკითხა ბიჭმა და წარბი ასწია.
- ძნელია არ უყურო ბიჭს, რომელიც ბჭყვიალებს - ამოვიოხრე. ნათურის ქვეშ იდგა და თმა უბზინავდა.
- სრულყოფილებას ვასხივებ - მიპასუხა ამაყად და შარფი მხარზე გადაიგდო.
- არა. უბრალოდ იმდენად უცნაური ხარ, რომ თმაში ბჭყვიალებს იყრი,
ტალიამ იდაყვი მომარტყა და ამოვიკვნესე, გვერდი დავიზილე. ჩემმა ტყუპმა შემომხედა და მანიშნა დიმიტრისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ კარგით რა, ბიჭი თვითონ მოვიდა, ჩემი ბრალი სულაც არ იყო.
- შეიძლება გამოცდები ჩავაბაროთ და მისნაირ ხალხს მოვშორდეთ? - ოლივერს მივუბრუნდი და დიმიტრისკენ ვანიშნე.
- თიო! - თავში ჩამარტყა ტალიამ და დავიწუწუნე.
დიმიტრიმ ჩაიცინა - ძალიან საინტერესო ხარ, პატარა თეოდორ.
გაკვირვებულმა შევხედე - შენი აზრით საინტერესო ვარ? ძმაო, სარკე გაქვს?
- დიმიტრი! მოდი აქ! - ერთ-ერთმა ბიჭმა დაუძახა მანამ, სანამ რამეს მიპასუხებდა.
დიმიტრიმ ამოიოხრა - საუბედუროდ უნდა წავიდე, პატარა თეოდორ. ვიცი ჩემთან დაშორებით გამოწვეულ უბედურებას სიგიჟემდე მიჰყავხარ, მაგრამ კიდევ ერთი გაკვეთილი გვაქვს ერთად!
- ნუ მეძახი პატარა თეოდორს! ჩემი სახელი თიოა! - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- მაგრამ შენი რეალური სახელი თეოდორია - შემომხედა ოლივერმა.
- აი, უკანა პლანის პერსონაჟმა რაღაც სიბრძნე თქვა. მალე გნახავ პატარა თეოდორ - დიმიტრიმ თვალი ჩამიკრა და იმ ბიჭისაკენ გაემართა, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაუძახა.
- ოლივერ! - დავიყვირე.
- უკანა პლანის პერსონაჟი? - დაიწუწუნა ბიჭმა - აღშფოთებული ვარ!
- თიო, ნუ ექცევი მას ესე ცუდათ! უბრალოდ გეხუმრება - მითხრა ტალიამ და თვალები დამიბრიალა.
- არ მომწონს რომ მელაპარაკება! - ვუპასუხე გაბრაზებულმა.
- ეს ბიჭი არც მე მომწონს. ისე გამოვყავარ, თითქოს რომელიმე ისტორიის უმნიშვნელო პერსონაჟი ვიყო! - გაბრაზებულმა ოლივერმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
ტალიამ თვალები გადაატრიალა - მერე რა. უბრალოდ მორჩით მის დაცინვას.
- მის დაცინვას? - ვკითხე გაკვირვებულმა - ტალია, ის თვითონ მოვიდა ჩვენთან!
- ხო მაგრამ ცუდათ ექცევით, თვითონ კი უბრალოდ გეხუმრებათ - გვითხრა ჩემმა ტყუპმა, წიგნი ამოიღო, კითხვა დაიწყო და გვაცნობა, რომ საუბარი დასრულებული იყო.
- უჰჰ. ეს დები - ჩავიბუზღუნე, ტალიამ ფეხი მომარტყა.
ჩემი აიპოდი ამოვიღე და ყურსასმენი გავიკეთე, ერთი კი ოლივერს გადავაწოდე. მე და ის ერთად ვუსმენდით მუსიკას და ზარის დარეკვამდე აიპოდში ვთამაშობდით.
ავდექი, ჩანთა მხარზე გადავიკიდე და ტალიას და ოლივერს დაველოდე. დავინახე როგორ გავიდა დიმიტრი მეგობრებთან ერთად. ჩვენც გავედით და მომდევნო გაკვეთილისკენ გავეშურეთ. შემდეგ ორ კლასზე ფაქტიურად მეძინა და ბოლოს ლანჩის დროც დადგა.
მე და ოლივერი ჩვენს ჩვეულ მაგიდასთან, ერთად დავსხედით. ოლივერმა მიმოიხედა და თვალები გაუფართოვდა. ვეცადე მისი მზერის მიმართულებით გამეხედა, მაინტერესებდა რამ გააოცა ესე ძალიან, მაგრამ ბიჭი წინ ყურებას მაიძულებდა და თავს გიჟივით აქნევდა.
- შენს ადგილზე არ გავიხედავდი. სავარაუდოდ გულის შეტევა გექნება - მითხრა მან.
ხელი მოვაშორებინე და შევბრუნდი. როდესაც ოლივერმა თქვა, რომ გულის შეტევა მექნებოდა, თურმე საერთოდ არ ხუმრობდა.
ტალია დიმიტრისთათ, კიმთან და ვიღაც მოსწავლესთან ერთად იდგა. ლაპარაკობდნენ და დიმიტრი ხელებს იქნევდა. ტალია იცინოდა და ბიჭს თავს უქნევდა. დიმიტრიმ ნელა დაუშვა ხელები და სულელური ღიმილი დაუბრუნდა სახეზე.
დიმიტრიმ, კიმმა და კიდევ ვიღაცამ ტალიას ხელი დაუქნიეს და წავიდნენ. ჩემი ტყუპი შემობრუნდა და ჩვენთან მოვიდა.
- ეს რა ჯანდაბა იყო? - ვკითხე და იმ ადგილისაკენ მივუთითე, სადაც ორი წუთის წინ იდგა.
- ადამიანური ურთიერთობები - მიპასუხა ტალიამ.
- ტალია! რატომ იყავი ესე ‘მეგობრულად’ მასთან? - ვიკითხე ისევ.
- იმიტომ რომ ჩვენმა მათემატიკის მასწავლებელმა, ჩვენ ოთხს გვთხოვა ტრიგონომეტრიაში სხვებს დავეხმაროთ. სწორედ ამიტომ ვაპირებ დავრჩე სკოლის შემდეგ და მოსწავლეები ვამეცადინო - მიპასუხა მან.
- დიმიტრი? სხვებს ეხმარება? - დაუჯერებლად მეჩვენებოდა.
- მართლა ჭკვიანია - დაიჟინა ტალიამ - გაკვირვებული დარჩები. სიმართლე ითქვას, არაფერს ეკიდება სერიოზულად, მაგრამ გენიოსია.
- ვისთან ერთადაც იდექი ყველა მათემატიკაზე შეშლილები იყვნენ? - ჰკითხა ოლივერმა.
- ჩვენ მათემატიკაზე შეშლილები არ ვართ! მაგრამ ჰო, კიმი, დიმიტრი, ჯორდანი და მე მათემატიკის ინტელიგენტი მოსწავლეები ვართ.
- ჯორდანი! ვიცოდი რომ მეცნობოდა - ვთქვი თავისქნევით - არამგონია დიმიტრისთან მეგობრობა სიამოვნებდეს.
- თიო, ყველას არ სძულს დიმიტრი. ჯორდანი ფიქრობს, რომ მხიარულია - მითხრა ტალიამ.
- უბრალოდ არ უთხრა, რომ ლანჩზეც მასთან ერთად ვარ - ჩავიბუზღუნე და ჩიფსები პირში ჩავიტენე.
- არამგონია ისე ადარდებდეს როგორც შენ ფიქრობ. თითქმის დარწმუნებული ვარ, უბრალოდ შენს ფეთქებად ხასიათზე ხალისობს.
- თუ ესე ‘ მეგობრულად’ აპირებ მასთან ყოფნას, უთხარი რომ თავი დამანებოს - ვუთხარი გაღიზიანებულმა.
- ნწ. სასაცილოა თქვენ ორის ყურება - გაიკრიჭა.
- ძუკნა ხარ - დავიწუწუნე.
- უბრალოდ აყევი, მორჩება შენს შეწუხებას - მირჩია ტალიამ.
- არა მადლობა - ჭამას დავუბრუნდი. დიმიტრიზე ლაპარაკი უკვე დავამთავრე. მირჩევნია ეს ბიჭი საერთოდ არ არსებობდეს.
შევჭამეთ და ვილაპარაკეთ სანამ ზარი დაირეკებოდა. ინგლისურის კაბინეტისკენ გავწიეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. გულში ამოვიოხრე, არ მინდოდა დიმიტრის დანახვა.
ზარი დაირეკა. როგორც ყოველთვის, ბიჭი დაგვიანებით შემოვიდა. მისის სლეითმა სასტიკი მზერით შეხედა და არაფერი უთხრა. დიმიტრიმ ჩემს გვერდით დაიკავა ადგილი. მისი ყურსასმენიდან მუსიკა მესმოდა. ვეცადე ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ ვნატრობდი გამოერთო.
მუსიკა ისევ ისმოდა. აიპოდი ამოიღო და დააპაუზა, ყურსასმენები მოიხსნა და მოსაცმელში ჩადო.
- სალამი პატარა თეოდორ - გამიღიმა და ხელი დამიქნია - ამდენი ხნის შემდეგ, ისევ შევხვდით ერთმანეთს!
- დიმიტრი! ჩუმად იყავი ან კლასიდან გაგაგდებ! - დაიძახა მკაცრად მისის სლეითმა.
- გთხოვთ გააგდეთ - შევევედრე.
- მაპატიე თიო. ვიღაც უნდა იჯდეს მის გვერდით - მხრები აიჩეჩა მასწავლებელმა.
- პატარა თეოდორს უყვარს ჩემს გვერდით ჯდომა - თქვა დიმიტრიმ და ისევ გამიღიმა. მისი სრულყოფილი კბილები,თითქმის დამაბრმავებლად თეთრი იყო. ვიღაც აშკარად სერიოზულად უვლიდა კბილებს.
- როგორც ვფიქრობ სიტყვა ‘სიყვარული’ სხვადასხვა მნიშვნელობით გვესმის - ვუთხარი და მკაცრად გადავხედე.
- ‘სიყვარული’ როგორც არსებითი სახელი, ნიშნავს ღრმა ეფექტით გამოწვეულ ძლიერ გრძნობას. როგორც ზმნა, ნიშნავს რომანტიულ და სექსუალურ მიზიდულობას ვიღაცის მიმართ - თქვა დიმიტრიმ და თავდაჯერებული ღიმილი დაუბრუნდა სახეზე - ასე რომ შენზე ძლიერ ეფექტს ახდენს ჩემს გვერდით ჯდომა. ესეც იმიტომ რომ ჩემს მიმართ ძლიერ რომანტიულ ან სექსუალურ მიდრეკილებას გრძნობ... გასაკვირი ნამდვილად არ არის. ბევრია შენსავით.
- ვინ? შენი ძაღლი?
- სიმართლე გითხრა, უფრო კატები მიყვარს - მიპასუხა დიმიტრიმ - და ჰო, ჩემს კატას, ჰუგოს, ნამდვილად ვუყვარვარ. შენ და ჰუგოს ეს საერთო გაქვთ!
- შენს დაწყევლილ კატასთან არაფერი საერთო არ მაქვს! - ჩავისისინე გაღიზიანებულმა.
- ორივე საყვარლები ხართ - მითხრა და თვალი ჩამიკრა.
ოჰ, ღმერთო ჩემო, დიმიტრი ივანოვი მეფლირტავებოდა. მართლა დაწყევლილი ვარ.
- დიმიტრი, იცი გაჩუმება რას ნიშნავს? - იკითხა გაბრაზებულმა მისის სლეითმა.
- ის არასდროს ჩუმდება მისის სლეით - უპასუხა კიმმა და თვალები გადაატრიალა.
- ან გაჩუმდი ან დირექტორის კაბინეტში გაბრძანდი - თქვა მასწავლებელმა და ჰამლეტის ასლი აიღო.
- მირჩევნია ჩემს პატარა თეოდორთან დავრჩე - უფრო მეტად გაიკრიჭა დიმიტრი.
- შეგიძლია შეწყვიტო ამის ძახილი? ჩემი სახელი თიოა! - დავიყვირე გაცოფებულმა.
- ყველამ იმ გვერდზე გადაშალეთ, სადაც შევჩერდით - თქვა მისის სლეითმა და მე და დიმიტრის ყურადღება არ მოგვაქცია.
გადავშალეთ და კითხვა დავიწყეთ. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, დიმიტრის ბევრი არაფერი უთქვამს. მხოლოდ ზოგჯერ უკეთებდა კომენტარს წიგნს.
ზარი დაირეკა და მაშინვე წამოვხტი. ტალიასთან მივედი, ის და ოლივერი დამცინოდნენ. ჩემმა ტყუპმა ხელი გადამხვია.
- მზად ხარ სასწავლო შესვენებისთვის პატარა თეოდორ? - მკითხა ტალიამ ღიმილით. ოლივერმა ჩაისისინა.
- მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიკვდილისთვის მზად ხარ, ძუკნავ. პატარა ძუკნავ - ვთქვი თავაზიანად.
- გამხიარულდი თიო! მთელი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია, რა გინდა - მითხრა ოლივერმა როდესაც კლასიდან გავედით.
- რომელიმე თქვენგანი ადგილს გამიცვლის? გთხოვთ? - შევევედრე.
- არა, ვფიქრობ დიმიტრის გვერდით ჯდომა კარგი იქნება შენთვის - თქვა ტალიამ და თავზე ხელი გადამისვა.
ჩვენს ჩვეულ ადგილზე დავსხედით და ოლივერს, ხვეწნით შევხედე.
- არა! არც კი შემომხედო. მის გვერდით ჯდომას არ ვაპირებ - მითხრა ბიჭმა და სახე გამაწევინა.
- უბრალოდ ალექსზე იფიქრე. კარგ ხასიათზე მოგიყვანს - თქვა ტალიამ და თავი ისე შემატრიალებინა, რომ გოგონა დამენახა.
- ღმერთო, ეს შორტები - ამოვიოხრე.
- ესეც ჩემი ბიჭი! - მხარზე ხელი დამარტყა ოლივერმა.
ზარი დაირეკა და ისევ ალექსს ვუყურებდი. მეგობრებს შეუტრიალდა, საუბარი გაუბა და თმის წვალება დაიწყო.
- ან მას უყურე - მითხრა ოლივერმა და ამჯერად ისე შემატრიალა, რომ დიმიტრი დამენახა, რომელიც კიმთან ერთად შემოვიდა ოთახში.
- რა საზიზღობაა. საყვარელი დამიძახა - თავი ზიზღით გავაქნიე.
- ანუ... დიმიტრი გეია? - იკითხა ოლივერმა და ტალიას გახედა.
გოგონამ მხრები აიჩეჩა - წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება ხუმრობდა.
- ჰო, არა. ამას არ ჩავთვლიდი. ეს ბიჭი თავზე ბჭყვიალებს იყრის - ამოვიოხრე ისევ.
- აწწ, პატარა თეოდორ, ჩემი ბჭყვიალები არ მოგწონს?
დიმიტრის შევხედე. ჩვენი მაგიდის წინ იდგა და მკერდზე ხელები გადაეჯვარედინებინა.
- ბჭყვიალები უფრო მომწონს ვიდრე შენ - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- გასაგებია - სკამი აიღო და ჩვენს წინ დაჯდა - მოკლედ, უნდა მოგიბოდიშო, მაგრამ შენს გამო არ ვარ აქ პატარა თეოდორ - მზერა ტალიაზე გადაიტანა - სკოლის შემდეგ ვრჩებით? ძვირფას კიმბერლის აინტერესებდა.
- რა თქმა უნდა. არაფერი მაქვს გასაკეთებელი - უთხრა ტალიამ - თიო, შეგიძლია დაბრუნდე და წამიყვანო როდესაც დავამთავრებთ?
- საჭირო არ არის - თქვა დიმიტრიმ და ხელი აიქნია - შემიძლია სახლამდე მიგიყვანო. კიმიც მე მიმყავს.
- ჰო, სწორედ ის მჭირდება, რომ იცოდე სად ვცხოვრობ - თვალები გადავატრიალე - მე წაგიყვან ტალია.
- ოჰ პატარა თეოდორ. არ ვაპირებ შენს სახლში ღამით შემოპარვას - გაიცინა დიმიტრიმ - ესეთი თავდაჯერებულიც ნუ იქნები.
- თიო მორჩი - მითხრა ტალიამ და მხარში ჩამარტყა. დიმიტრის მიუბრუნდა და გაუღიმა - მადლობა დიმიტრი. შენს შემოთავაზებას მივიღებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ.
- ორი მშვენიერი ქალბატონის, ჩემი მანქანით მგზავრობის წინააღმდეგი არასდროს ვარ - გაუღიმა ჩემს დას.
- აჰამ - ჩავახველე და თვალები დავუბრიალე.
მაგრამ დიომიტრიმ ყურადღება არ მომაქცია და შებრუნდა - კიმბერლი ძვირფასო, სკოლის შემდეგ დავრჩებით. შენ და ტალიას სახლში მე წაგიყვანთ - უთხრა გოგონას.
კიმმა ცერა თითები ასწია და ისევ დავალებას დაუბრუნდა. დიმიტრი შემობრუნდა.
- კარგი, ეხლა შეგიძლია წახვიდე - ვუთხარი მოუთმენლად.
- ოჰ პატარა თეოდორ, როგორი უხასიათო ხარ - მითხრა და მომინდა გადავწვდომოდი და სახეში შემომერტყა.
- ნუ მეძახი პატარა თეოდორს! რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ ჩემი სახელი თიოა? - ხელები მოვმუშტე.
- მაგრამ შენი სრული სახელი თეოდორია, ხომ ასეა? - იკითხა მან.
- ნუ ჰო, მაგრამ არ მომწონს თეოდორს რომ მეძახიან, უბრალოდ თიო - ვუპასუხე გაღიზიანებულმა.
- მაგრამ შენმა მშობლებმა თეოდორი დაგარქვეს, სწორედ ამიტომ თეოდორს დაგიძახებ. არამგონია შენს მშობლებს ის დაერქმიათ შენთვის, რისი დაძახებაც არ ენდომებოდათ. მშობლები შვილებს ზედმეტსახელებს არ არქმევენ - მითხრა დიმიტრიმ.
- კიმზე რას იტყვი? მას კიმს ეძახი! - აღვნიშნე.
- უმეტესად კიმბერლის მეძახის - მითხრა კიმმა და გაიცინა - თიო, თავი დაანებე, დიმიტრი არავის ეძახის შემოკლებულ სახელს.
- პასუხიც მიიღე პატარა თეოდორ - მითხრა დიმიტრიმ, ყვითელი მაისურის სახელოები აიწია და სამაჯურით სავსე მაჯები გამოაჩინა.
ოლივერს მივუბრუნდო - ზოგჯერ მაინტერესებს რას გააკეთებს ლაპარაკისას სახეში რომ დავარტყა.
- სავარაუდოდ შეურაწყოფილი დარჩება - მითხრა ჩაფიქრებულმა ოლივერმა.
- ძალიან ფეთქებადი ხასიათი გაქვს პატარა თეოდორ, მგონი დახმარება გჭირდება - შემომხედა დიმიტრიმ.
- მეუბნევა დახმარება გჭირდებაო, როდესაც თმაზე ბჭყვიალები აქვს - ჩავიცინე.
- შეიძლება მართლა გჭირდება. შენს მოსაწყენ ტანსაცმელს შეხედე - მიმითითა ოლივერმა.
- რომ იცოდე მართალია. მართლა ძალიან უბრალოდ გაცვია. ოდნავ განსხვავებული სტილი უფრო მოგიხდება - მითხრა დიმიტრიმ და შემათვალიერა. ჩვეულებრივი თეთრი მაისური და გახუნებული ჯინსი მეცვა.
ჩემს მკერდზე მიმითითა - შავი მაისური სცადე, შენს მშვენიერ მწვანე თვალებს გამოკვეთს - თვალი ჩამიკრა.
- შეგიძლია ყველა შავი მაისურის დაწვაში დამეხმარო? - ვკითხე ისევ ოლივერს.
- სიმართლე ითქვას პატარა თეოდორ, არ მესმის ესე ძალიან რატომ გძულვარ - ჩაიცინა დიმიტრიმ.
- შეიძლება იმიტომ რომ აუტანელი ხარ და თავს არ მანებებ?
ზარი დაირეკა და ოდნავ შევხტი. დიმიტრი ადგა, სკამი უკან დასწია და ტალიას ხელი გაუწოდა.
- შეგვიძლია წავიდეთ ძვირფასო? - ჰკითხა მომხიბლავად.
თავი ვაიძულე მისთვის არ დამერტყა. რატომ არ შეუძლია თავი დაგვანებოს? აუტანელი .
ტალიამ გაიცინა და მის ხელს შეხედა - რა თქმა უნდა. კარგად თიო, კარგად ოლივერ - გაგვიღიმა და ხელი დაგვიქნია, სანამ ოთახიდან დიმიტრისთან და კიმთან ერთად გავიდოდა.
ჩემი ნივთები ავიღე და ავდექი, ოლივერმაც იგივე გააკეთა. საკლასო ოთახი დავტოვეთ და დერეფანს ერთად გავუყევით.
- ღმერთო, როგორ მძულს - ჩავიბუზღუნე.
- ალბათ უფრო შეგძულდება თუ შენს დასთან იფლირტავებს - მითხრა ოლივერმა და ოდნავ გაიცინა.
- ღმერთო ჩემო - ვიყვირე შეძრწუნებულმა.
- ტალიას ხომ იცნობ, თუ დაახლოვდებიან დიმიტრიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება. სახლშიც კი მოვა ხოლმე - თქვა შეშფოთებულმა ოლივერმა.
ჩემი მეგობრის მაისურს ჩავებღაუჭე, პანიკის შემოტევას ვგრძნობდი - ძმაო, ეს არ უნდა მოხდეს! - ვუთხარი და ხელი გავუშვი.
ვფიქრობდი როგორ უნდა ჩამომეშორებინა დიმიტრი ტალიასგან. თუ ერთმანეთთან შეხვედრას არ დავუშლიდი, ტალია დიმიტრის ჩემი ცხოვრების ნაწილად აქცევდა.

- კარგით, უკვე დროა მის მოსაძებნად პოლიციას დავუკავშირდეთ - ვთქვი და ტელეფონს გადავწვდი.
მამაჩემმა ხელში ჩამარტყა, დავიწუწუნე და უკან დავწიე. მან ჟურნალიდან ამომხედა და ამოიოხრა.
- თიო, მორჩი დრამატულობას. ჯერ ოთხიც არ არის - მითხრა გაბეზრებულმა.
- მამა შენ შვილზეა საუბარი! ნუთუ არც გაინტერესებს? - დავიჩივლე.
- მომწერა და მითხრა, რომ სკოლაში ოთხის ნახევრამდე დარჩებოდა. ალბათ უკვე გზაშია - მიპასუხა უინტერესოდ და ისევ გაზეთს დახედა.
- მე უნდა წამომეყვანა. ღმერთო, ალბათ დიმიტრი ხელებს უფათურებს - ვამბობდი და მისაღებში წინ და უკან დავდიოდი.
- ეცადე დამშვიდდე თიო. ტალიამ მითხრა, რომ ბიჭი, რომელიც მის მოყვანას აპირებს, სასიამოვნო ახალგაზრდაა - მითხრა მამამ.
- მამა, დარწმუნებული არც ვარ დიმიტრი ბიჭია თუ არა! მაკიაჟს და ბჭყვიალებს ატარებს - დავიყვირე - და საყვარელი დამიძახა!
- თუ შენ გეფლირტავება, მაშინ შენს დაზე ნამდვილად არ უნდა ნერვიულობდე - მხრები აიჩეჩა მამამ.
სანამ პასუხის გაცემის შანსი მომეცემოდა, კარი გაიღო და ტალია შემოვიდა.
- სად ბრძანდებოდი ახალგაზრდა ქალბატონო? - მოვთხოვე პასუხი.
- უჰ... მეცადინეობაზე?!
- მეცადინეობა 3:30-ზე დამთავრდა. ეხლა კი ხუთის ნახევარია! - თვალები დავუბრიალე.
- დიმიტრი გაზგასამართ სადგურზე შეჩერდა. საწვავი ელეოდა - თქვა და მამას სკამის სახელურზე ჩამოჯდა.
- მამა, უთხარი რომ ამის მერე აღარ შეუძლია იმ ბიჭთან ერთად მგზავრობა! - ვუთხარი გაბრაზებულმა.
- შენს ძმას ყურადღება არ მიაქციო, მგონი ჭკუიდან შეიშალა - უთხრა მამამ - მეცადინეობა როგორი იყო?
- ზოგიერთი ისეთი ძნელი ასატანია - ამოიოხრა ტალიამ - წარმოდგენაც არ გაქვს რა იდიოტები არიან მათემატიკაში.
მამამ ჩემზე ანიშნა - თიო გინახავს? დამიჯერე ტალია, უკვე ვიცი.
- ეი! - დავიწუწუნე - მაინც არ მჯერა, რომ დიმიტრი ეგეთი ჭკვიანია.
- ძალიან მაგარი მწვრთნელია. წარმოუდგენელი მოთმინება აქვს და გეფიცებით სულ კარგ ხასიათზეა.
- მოკლედ, ამიერიდან მე წამოგიყვან ხოლმე - ვუთხარი ჩემს ტყუპს.
- თიო, მორჩი! უფრო მარტივია დიმიტრიმ წამომიყვანოს. მითუმეტეს ჩვენგან ძალიან შორს არ ცხოვრობს. დაახლოებით ათი წუთის სავალია - მიპასუხა ტალიამ.
- ღმერთო ჩემო, გადავდივართ - ამოვიოხრე, დივანზე დავეცი და სახე ხელებში ჩავმალე.
- ესე ძალიან რატომ გძულს ეს ბიჭი? - მკითხა მამამ.
- მეც მაინტერესებს. შეიძლება ჭრელია, მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის - დაამატა ტალიამ.
- მაღიზიანებს - ჩავიბუზღუნე. ნორმალური მიზეზი არ მქონდა დიმიტრის სიძულვილისთვის, უბრალოდ რაღაც არ მომწონდა.
- შენ მე მაღიზიანებ! ნახვამდის! - დამემშვიდობა ტალია და ოთახიდან გავიდა.
- მამა არაფერი არ გაინტერესებს? - ვკითხე დაუჯერებლად - შენი შვილი ვიღაც შეუთავსებელ, ჭრელ ბიჭთან ერთად დადის და არც გადარდებს?
მამამ გაზეთი სხვა გვერდზე გადაშალა - ნწ, სიმართლე ვთქვა საერთოდ არ მაინტერესებს.
- საშინელი მამა ხარ - დავიჩივლე და დივნიდან წამოვდექი.
- თიო, ტალიამ თქვა რომ კარგი ბიჭია - მიპასუხა მამამ.
- მაშინ შეხვდი - ვთქვი თავმომწონედ - ტალიას აიძულე რომ გაგაცნოს, შენ თვითონ დარწმუნდი კარგი ბიჭია თუ არა.
- თიო, შენ ხარ ის ვინც თვლის, რომ კარგი ბიჭი არ არის და არა მე - შემახსენა მამამ.
- ანუ შეხვდები? გთხოვ? - შევევედრე.
მამაჩემი, როდესაც დიმიტრის შეხვდებოდა, რა თქმა უნდა გაგიჟდებოდა მისი ჩაცმულობის გამო. შემდეგ ტალიას აიძულებდა მისგან თავი შორს დაეჭირა და მეც აღარ მექნებოდა საშიშროება, რომ ბიჭი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა.
- თუ ამას გავაკეთებ, მოკეტავ? - მკითხა მამამ.
თავი დავუქნიე - ჰო!
- მაშინ კარგი, ვეტყვი ტალიას რომ სადილზე მოიწვიოს - მხრები აიჩეჩა.
- ესეც ასე! წლის მამა ხარ! - დავიყვირე გამხიარულებულმა და მამაჩემისკენ გადავხტი.
ხელი ამიწია - არ ჩამეხუტო, გაზეთს ვკითხულობ. მოგვიანებით შეგიძლია დაბრუნდე. წადი, ვითომ საშინაო დავალებას ასრულებ.
- დიახ სერ! - ვთქვი და ჩემი საძინებლისაკენ გავეშურე.
საწოლზე დავწექი, ტელეფონი ამოვიღე და ოლივერს მივწერე, რომ ყველაფერს ვაკონტროლებდი. მამაჩემი დიმიტრის შეხვდებოდა და ნამდვილად გაგიჟდებოდა!
ავდექი და ლეპტოპთან, დროის მოსაკლავად დავჯექი. ჩემს გენიალურ იდეაზე, აღფრთოვანებული ვცქმუტავდი.
- თიო! ტალია! სადილზე ჩამოდით! - ერთი საათის შემდეგ დაგვიძახა დედამ.
კომპიუტერი გამოვრთე და დაბლა ჩავედი. მაგიდასთან, ტალიას გვერდით და მშობლების წინ დავჯექი. სასადილო ოთახიც გვქონდა, მაგრამ უმეტესად პატარა, უბრალო, სამზარეულოს მაგიდასთან ვჭამდით.
- ტალია, როგორი იყო მეცადინეობა? - ჰკითხა დედამ.
- გამაღიზიანებელი, მაგრამ ძალიან ცუდი არა - უპასუხა ჩემმა დამ და საჭმელი გადაიღო.
- ის ბიჭი, რომელმაც სახლამდე მოგიყვანა... - დაიწყო მამამ და ისე შემომხედა, თითქოს უნდოდა ჩემთვის მაგრად დაერტყა - შეიძლება შევხვდე? მინდა დავრწმუნდე, რომ მასთან უსაფრთხოდ იმგზავრებ.
- გულისხმობ რომ თიოს უნდა შენი და დიმიტრის შეხვედრა - შეასწორა ტალიამ.
- ჰო, მაპატიე. ერთადერთი გზა იყო მის გასაჩუმებლად - მხრები აიჩეჩა მამამ.
- მამა! - დავიწუწუნე.
ტალიამ მაგიდის ქვეშ ფეხი ჩამარტყა და ამოვიკვნესე. თვალები დავუბრიალე, მან კი უდანაშაულოს სახით გამიღიმა.
- დედა, ტალიამ ფეხი ჩამარტყა! - შევჩივლე ქალს.
- დიახ ჩაგარტყი - მითხრა ტალიამ ტკბილად და თმა ამიჩეჩა.
- მორჩით - თქვა დედამ და თვალები გადაატრიალა.
ტალიას ჩემი თმიდან ხელი მოვაშორებინე. ღმერთო, დები ძალიან ბოროტები და მჩაგვრელები არიან.
- კარგით, შეგიძლიათ დიმიტრის შეხვდეთ - თქვა ტალიამ - ხვალ შემოვიყვან, შემდეგ კი თიო ამაზე წუწუნს მორჩება.
- დიმიტრი - თქვა დედამ ნელა - ყოველთვის მომწონდა ეს სახელი. სიმართლე ითქვას, თიოსთვის ამ სახელის დარქმევას ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ თეოდორსა და პატრიკს შორის გავაკეთეთ არჩევანი.
- ღმერთო დიდებულო. თავს მოვიკლავდი დიმიტრის მოსახელე რომ ვყოფილიყავი - ვთქვი შეძრწუნებულმა.
- მორჩები? და გირჩევნია ხვალ, როდესაც დიმიტრის მოვიყვან, თვალით არ დამენახვო. არ მაქვს სურვილი ვნახო, როგორ ცუდათ ექცევი ბიჭს - მითხრა მკაცრად ტალიამ.
კიდევ ერთი გენიალური იდეა, მადლობა ტალიას.
თუ აქ ვიქნებოდი და დიმიტრი მეფლირტავებოდა ან რამე, მშობლები უფრო მეტად გაგიჟდებოდნენ და მერე ტალიას ნამდვილად დაუშლიდნენ მასთან ურთიერთობას.
- რა თქმა უნდა, თვალით არ დაგენახვები - ვუთხარი და მომხიბლავად გავუღიმე.
თვალები დამიბრიალა - მამა, რაღაცას აპირებს. შეიძლება სარდაფში ჩავკეტოთ, როდესაც დიმიტრის მოვიყვან?
- არა ტალია. შენს ძმას სარდაფში ვერ ჩავკეტავთ. იდიოტია და არა ცხოველი - უთხრა მამამ და რძე მოსვა.
- თიო, ხვალ კარგად მოიქცევი? - მკითხა დედამ.
- ყოველთვის კარგად ვიქცევი - ვუპასუხე ღიმილით.
- ჰო და მე კლეოპატრა ვარ - ჩაიბუზღუნა მამამ.
- მართლა? შეიძლება ფულის სანაცვლოდ მუზეუმში გაგყიდო? - ვკითხე.
- არა, შეგიძლია ჭამას მორჩე და აქედან მოშორდე - მიპასუხა უხასიათოდ.
- ბიჭებო! გეყოთ - თავი გაქნია დედამ და მამას მხარში ჩაარტყა - ერთმანეთს კარგად მოექეცით.
ჭამისას უაზრო თემებზე ვლაპარაკობდით. როდესაც მოვრჩით, მე და ტალიამ სამზარეულო დავალაგეთ, ოთახებში საბანაოდ ავედით და დავალება დავწერეთ.
მომდევნო დღეს, სასწავლო შესვენებისას ოლივერთან ერთად ვისხედით. ტალია კარადიდან წიგნების მოსატანად გავიდა და მე მეგობარს მივუბრუნდი.
- მოკლედ დიმიტრი ჩემს მშობლებს ჭკუიდან გადაიყვანს და შემდეგ სანერვიულო აღარ გვექნება, რომ ტალია მას ჩვენი ცხოვრების ნაწილად აქცევს - ვთქვი ამაყად.
- პატარა ბოროტი გენიოსი ხარ და ვგიჟდები შენზე - მითხრა ბიჭმა.
- ერთმანეთი გვიყვარს - დავეთანხმე - წარმოუდგენელი, ჰეტეროსექსუალური სიყვარული გვაკავშირებს.
- შეიძლება საავადმყოფოს ხალათები ჩავიცვათ და ერთად ვიმღეროთ? -
- მოდი ჩვენს შესახებ ფაქტებს გადავხედოთ, ჩვენს სიყვარულს მიზეზი აქვს?
- დიახ! ჩვენი მეგობრობაა მიზეზი.
გავიხედე და დავინახე დიმიტრი, რომელმაც კაფეტერიაში დაგვიანებით შემოაბიჯა. როგორც ყოველთვის აღმაშფოთებლად ეცვა. ჩემთვის ჩავიღიმე, ნამდვილად გააგიჟებდა ჩემს მშობლებს.
მოტკეცილი, ცალ ფეხზე ყვითელი, ცალზე კი ღია თეთრი ფერის შარვალი ეცვა და V-ს ფორმის ყელიანი, გრძელმკლავება მაისური, შავი სახელოებითა და სხვადასხვა ფერის მკერდით. მაისური ყელზე ღრმად იყო ამოჭრილი და ყელსაბამი მოჩანდა, რომელზეც ბეჭედი ეკიდა. ფრჩხილები შავად ჰქონდა შეღებილი და თმა, როგორც ყოველთვის ბჭყვიალა იისფერი.
- სერიოზულად? საერთოდ როგორ პოულობს ესეთ შარვლებს? - მკითხა ოლივერმა, რომელიც დიმიტრის ჯინსს ათვალიერებდა.
- ვის აინტერესებს? დედაჩემს გულის შეტევა ექნება მისი დანახვისას - ვთქვი მშვიდად.
ოლივერმა თავი გააქნია - მაინტერესებს დიმიტრის დედას თუ აქვს გულის შეტევა, როდესაც ყოველ დღე თავის შვილს ხედავს. ჩემი შვილი რომ იყოს, კლინიკაში გამოვამწყვდევდი.
- ტალია მოდის, ამ საღამოზე არაფერი თქვა - ვუთხარი, როდესაც ჩემი ტყუპი კაფეტერიაში შემოვიდა.
ჩვენს მაგიდასთან დაჯდა, მათემატიკის წიგნი გადაშალა და რამდენიმე ამოცანა გადაწერა. მეც ამოვიღე წიგნი და კითხვა დავიწყე, ოლვიერი კი დავალების წერას შეუდგა.
- ტალია, ძვირფასო, დღეს მეცადინეობა გვექნება?
დიმიტრის მუსიკალურ ხმაზე ავიხედეთ. ჩვენს მაგიდასთან იდგა და ტალიას უყურებდა.
- დიახ დღეს გვაქვს, თუ შენ პრობლემა არ გექნება - უპასუხა ჩემმა ტყუპმა.
- რა თქმა უნდა არ მაქვს პრობლემა - დაეთანხმა დიმიტრი - სახლში მე წაგიყვანო?
- თუ არ შეწუხდები, თან ჩემს მშობლებს შენი გაცნობა უნდათ - თქვა ტალიამ და მაგიდის ქვეშ ფეხი ჩამარტყა.
- აუ! - დავიყვირე და თვალები დავუბრიალე.
- მაპატიე, კუნთი დამეჭიმა - მითხრა ტკბილად.
გადავწვდი და მხარში ჩავარტყი - მაპატიე, კუნთი დამეჭიმა.
ტალიამ ყურადღება არ მომაქცია, დიმიტრის შეხედა - იმედია პრობლემა არ გექნება - უთხრა მობოდიშებით.
დიმიტრი გაიკრიჭა - არანაირად. მსიამოვნებს ხალხის გაცნობა, თუნდაც მშობლების.
- ჰო დარწმუნებული ვარ მშობლებსაც სიამოვნებთ - ჩავიბუზღუნე ჩუმად. შევხტი, როდესაც ტალიამ ფეხში ჩამარტყა.
- აჰ, პატარა თეოდორ. ცოტა ხნით დამავიწყდა, რომ ტალია შენი დაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შენს მშობლებს ვხვდები - თქვა და გაიკრიჭა - როგორი დიდებულია.
- შენი მოსვლისას თიო იქ არ იქნება. სარდაფში, გალიაში გამოვამწყვდევთ და პირს ავუკრავთ - უთხრა ტალიამ.
- ჰო, პატარა თეოდორი მსგავსი გართობის მოყვარული ჩანს - დაეთანხმა დიმიტრი და თვალი ჩამიკრა.
მის პასუხზე გავწითლდი - რა ჯანდაბაა? ამაზრზენია! შეშლილი ხარ!
- აჰ, ვაჟიშვილი. თითქოს ისედაც აშკარა არ იყო - ჩაიცინა დიმიტრიმ და კიდევ ერთხელ ჩამიკრა თვალი - ამის გამოსწორება შემიძლია.
ოლივერს მივუბრუნდი - სერიოზულად გეკითხები, ამ ტიპს ორიენტაცია გააჩნია?
- შეიძლება პანსექსუალია - მიპასუხა ბიჭმა.
- პანსექსუალი? ესეიგი პანსები მოსწონს? - ვკითხე დაბნეულმა.
- თიო, სულ რაღაც წუთების საკითხია და მაგრად გცემ - მითხრა გაღიზიანებულმა ტალიამ.
- ოჰ პატარა თეოდორ, ძალიან სასაცილო ადამიანი ხარ - გაიკრიჭა დიმიტრი და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. შევამჩნიე, რომ მუქი იისფერი ქამარი ეკეთა.
- დღეს შარფი არ გიკეთია დიმიტრი? - ვკითხე - ვიფიქრე ყოველთვის თან გქონდა. შენი ჩვეული, ჭრელი აქსესუარი არ უნდა იყოს?
- ვიფიქრე ჩემი შესანიშნავი მკერდის ყურების საშუალებას მოგცემდი - მაისურის ყელი ოდნავ ქვევით დასწია. თითებზე, როგორც ყოველთვის, ბეჭდები ეკეთა, მაგრამ დღეს სამაჯურების გარეშე იყო.
- დიმიტრი მორჩი თიოს შეწუხებას და აქ მოდი! - დაიყვირა ერთმა ბიჭმა.
- ბედისწერა მიხმობს. მოგვიანებით გნახავ პატარა თეოდორ - თვალი ჩამიკრა და თავის მეგობრებთან დაბრუნდა.
- არ ვიცი რომელი უფრო დიდია, ჩემი სიძულვილი დიმიტრის მიმართ თუ მისი ეგო - საფეთქლები დავიზილე.
- ამ საღამოს - დაბალ ხმაზე შემახსენა ოლივერმა - დღეს გაუძელი და შენი მშობლები მიხედავენ ყველაფერს.
ზარი დაირეკა და მომდევნო კლასისაკენ გავემართეთ, მე ჩემს ჩვეულ ადგილზე დავჯექი. ორი წუთის შემდეგ დიმიტრი შემოვიდა.
- მისტერ ივანოვ, კიდევ ერთხელ თუ დაიგვიანებთ კლასში, თქვენს მშობლებს დავურეკავ - უთხრა მისის სლეითმა მკაცრად.
- უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემს ძას ჩვევად აქვს ტელეფონის აღება და ანიმეების შესახებ ლაპარაკი, მაგრამ თუ თქვენ მასთან საუბარი გნებავთ, დარწმუნებული ვარ არ მოგაწყენთ - უპასუხა დიმიტრიმ, ჩემს გვერდით დაჯდა და მასწავლებელს გულგრილად გაუღიმა.
- დიმიტრი მართალია. მისი ძმა არ მოგაწყენთ - დაამატა კიმმა.
- დიდებული ბავშვია - თქვა ამაყად დიმიტრიმ.
- მაშინ დედაშენის მობილურზე დავრეკავ - უთხრა მისის სლეითმა.
- თუ ასეა, ჩემგან მოკითხვა გადაეცით - მხიარულად უპასუხა ბიჭმა.
- ამას არ ვეტყვი, მაგრამ აუცილებლად გადავცემ, რომ პატარა, მავნებელი თავხედი ხარ - ჩაიბუზღუნა მასწავლებელმა.
ჩავიცინე, ჰამლეტის ასლი ავიღე და იმ გვერდზე გადავშალე, რომელზეც ვიყავით. გვერდზე გავიხედე, მაგრამ დიმიტრი გაბრაზების ნაცვლად, თავისი ჩვეული, სულელური ღიმილით იკრიჭებოდა. ზარის დარეკვამდე ვკითხულობდით, ბოლოს წამოვხტი და ტალიასთან და ოლივერთან ერთად სასწავლო შესვენებისკენ გავემართე. ჩვენს მაგიდასთან დავსხედით და შეიძლება ითქვას, რომ აღტაცებით ვცქმუტავდი, რადგან მალე ჩემი მშობლები დიმიტრის გაიცნობდნენ და ტალიას ჩამოაშორებდნენ.
ზარი დაირეკა და რამდენიმე წუთის შემდეგ დიმიტრი და კიმი, ერთად შემოვიდნენ ოთახში. ჩვენთან ახლოს დასხდნენ, როგორც ყოველთვის.
- ნეტავ ალექსს ისევ ის მოკლე შორტები ეცვეს - ამოიოხრა ოლვიერმა და ოთახის მოპირდაპირე მხარეს გაიხედა.
თვალებზე ხელი ავაფარე - მორჩი მის ყურებას, ის ჩემია!
ოლივერმა ხელი მომაშორებინა და დაიწუწუნა - ის მიუკერძოებელია, თიო.
- არ მჯერა რომ ეს თქვი. ჩვენს სიყვარულს ბოლო მოეღო. ძმობა განადგურებულია. ჩვენი შიფი იძირება.
- შიფი იძირება? თიო, არც არასდროს გშიფავდათ ვინმე შენ და ოლივერს. ღმერთო, რას დაუძახებდნენ საერთოდ? ოლეო? თივერ? რა საზიზღრობაა - ტალია დაიჯღანა.
- უბრალოდ გშურს - ენა გამოვუყავი.
- შენი წიგნები წაიკითხე და ლაპარაკს მორჩი - მითხრა ტალიამ და წიგნი სახეში მესროლა.
მისი რჩევა გავითვალისწინე და წიგნის კითხვას შევუდექი. დიმიტრი არ მოსულა ჩვენს შესაწუხებლად. კიმთან საუბარში იყო გართული. მოგვიანებით ზარი დაირეკა და სკოლისგან გავთავისუფლდით. წიგნი ჩანთაში ჩავდე, ავდექი და ჩანთა მხარზე გადავიკიდე.
- ტალია, მზად ხარ ძვირფასო? - ჰკითხა უეცრად ჩვენს წინ მდგარმა დიმიტრიმ. კიმი მის უკან იდგა.
- კი მზად ვარ. ჯორდანი თავის კარადასთან იქნება? - იკითხა ტალიამ.
- წესით. სამწუხარო იქნება მის გარეშე წასვლა - უპასუხა დიმიტრიმ.
დიმიტრის დავაკვირდი - მკერდზე ბჭყვიალები გაქვს?
მოღეღილ ყელზე დაიხედა - არ მიკვირს ჩემს მკერდს რომ უყურებ, პატარა თეოდორ. და ჰო, ბჭყვიალები მაქვს, როგორი დიდებული ვარ.
კიმმა თვალები გადაატრიალა, დიმიტრი შეაბრუნა და სახელოებიდან და მკერდიდან ბჭყვიალები მოაშორა.
- ძალით არ დაუყრია. როდესაც თმას ეხება, ხელზე გადასდის და შემდეგ მკერდზე - ახსნა მან.
- ესე უნდა გაამხილო ჩემი საიდუმლო - დრამატულად ამოიოხრა დიმიტრიმ - კიმბერლი, ძვირფასო, დაანებე ჩემს მკერდს თავი, იყოს ბჭყვიალა.
- წამოდით - გაიცინა ტალიამ - ჯორდანი ვიპოვოთ.
დიმიტრის ხელი მოჰკიდა და კიმთან ერთდ ოთახიდან გავიდნენ. მე და ოლივერი ჩვენს კარადებთან დავრჩით, პარკინგზე გავედით და ჩვენი ნივთები, სახლში წასაღებად მანქანაში ჩავტენეთ.
- იმედი მაქვს შენი გეგმა იმოქმედებს - მითხრა ოლივერმა, ხელით მანქანის გასაღები აათამაშა.
- იმოქმედებს - ვთქვი თავდაჯერებულმა - იცნობ დედაჩემს და მამაჩემს. დიმიტრისი შეეშინდებათ და ტალია მის მახლობლად აღარ ენდომებათ.
- დამირეკე და მომიყევი რა მოხდება - თქვა ოლივერმა, ხელი დამიქნია და თავის მანქანაში ჩაჯდა.
მეც დავემშვიდობე და ჩემს მანქანაში ჩავჯექი. სახლში სწრაფად მივედი და მისაღებ ოთახში შევარდი.
- დღეს! - ვიყვირე, როდესაც მამაჩემის წინ შევჩერდი.
- ჰო, დღეს შენი დის მეგობარს შევხვდები - მითხრა მამამ, რომელიც თავის საყვარელ სავარძელში მოკალათებულიყო და ნოველას კითხულობდა.
- მეგობრები არ არიან - ვუთხარი მას - და დამიჯერე, როდესაც ამ ბიჭს ნახავ, არც გენდომება რომ მეგობრები იყვნენ.
- თიო, უბრალოდ მოგვშორდი როდესაც შევხვდებით. იცოდე ტალია მოგკლავს და ნამდვილად არ მინდა ხალიჩა შენი სისხლით დაისვაროს - მიმითითა თეთრ ხალიჩაზე.
დავიწუწუნე - როგორც გენებოს.
შევბრუნდი და ჩემს ოთახში ავედი. დავალება დავწერე სანამ ოთხი გახდებოდა. ხშირად ვიხედებოდი ფანჯრიდან და ვუყურებდი ყოველ გამვლელ მანქანას. საბოლოოდ თეთრი ჰონდა გაჩერდა და ტალია მანქანიდან გადმოვიდა. შევბრუნდი და მისაღებ ოთახში ჩავედი, სადაც მამა ისევ თავის სკამზე იჯდა და კითხულობდა. დედაც მას შეუერთდა, დივანზე დაჯდა და ნოველის კითხვას შეუდგა.
კარი გაიღო და ჩემმა მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს, წიგნებში სანიშნეები ჩადეს და დაელოდნენ. ტალია ოთახში შემოვიდა, უკან კი დიმიტრი შემოჰყვა, რომელიც თითებით გასაღებს ათამაშებდა.
მამაჩემმა წარბები ასწია მის დანახვაზე და გავიკრიჭე. დედამ ორჯერ შეათვალიერა და შემდეგ ხელი გაუწოდა.
- დიმიტრი არა? - იკითხა მან.
ბიჭმა ხელი ჩამოართვა და მომხიბლავად გაუღიმა.
- დიახ ქალბატონო. მე გახლავართ დიდებული დიმიტრი ივანოვი - უპასუხა დიმიტრიმ.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა. მე მისის ლაითი ვარ და ეს ჩემი მეუღლეა, მისტერ ლაითი - მიუთითა დედამ, სავარძელში მჯდომ მამაზე.
- სალამი დიმიტრი - მიესალმა მამაც.
- გამარჯობა სერ - თავაზიანად გაუღიმა ბიჭმა.
გონებაში ამოვიოხრე. ჩემს მშობლებს ნამდვილად არ აგიჟებდათ მისი ჩაცმულობა! როგორც ჩანს ჩემი გამოჩენის დრო იყო.
მათკენ წავედი - ოჰ! რა სურპრიზია. არ ვიცოდი დღეს თუ ვინმე გვეყოლებოდა - ვთქვი ყალბი გაოცებით.
- პატარა ხარ - თვალები დამიბრიალა ტალიამ.
- კარგი რა. იცოდი რომ მოსვლას აპირებდა - თვალები გადაატრიალა მამამ.
- ოჰ პატარა თეოდორ. იმედი მაქვს ჩემი ნახვა გაგიხარდა - მომხიბლავი ღიმილი, თავხედურით შეცვალა. მე და დედაჩემს გვიყურებდა - როგორ გავხარ დედაშენს.
- მოხუცს ვგავარ? - შევიცხადე.
- ზოგჯერ ვნატრობ ტალიას მუცელში შეეჭამე - ამოიოხრა დედამ.
- ოჰ სამწუხაროა - ვუპასუხე მოღუშულმა.
ბოლოს მამაც ადგა და დიმიტრი შეათვალიერა - დიმიტრი, სადილად ხომ არ დაგვეწვეოდი? - შესთავაზა ჩაფიქრებულმა.
.... ჩემი გეგმა სრულიად საპირისპიროდ წარიმართა.



№1 სტუმარი Guest მარუ

მომწონს

 


№2 სტუმარი mariami

Momwons

Male dade Ra shemdehi da cudad AR daamtavro winasavit

 


ძალიან, ძალიან, ძალიან, მაგარია.უბრალოდ "ჩამითრია" ველოდები სულ მოუთქმელად შემდეეეეგს <3 blush

 


№4 სტუმარი ლორენა

როგორ მომწონს მაგრები არიან . ველოდები შემდეგ თავს

 


№5 სტუმარი Tako...^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent