შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთგვარი განტოლება 3


21-12-2016, 21:34
ავტორი ნიკოლეტა
ნანახია 1 223

შეუძლებელია იმის ზუსტად გადმოცემა, რაც მაშინ დამემართა. არ ვიცი რას ვგრძნობდი, ან რას განვიცდიდი, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო-ჩემი პულსაცია სადაცაა წყობიდან გამოვიდოდა, რადგან უკვე ზუსტად ვიცოდი, თუ ვინც მედგა ზურგს უკან. როგორც კი ძალა მოვიკრიბე, მძიმედ მივბრუნდი მისკენ და ალექსის ღიმილის დანახვამ ლამის ადგილზე ჩამკეცა. რაღაც არაამქვეყნიურად ლამაზი იყო იმწუთას. ალბათ ამის გამო იყო, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში ხმის ამოღებაც კი ვერ შევძელი.
-შენ? აქ რას აკეთებ? -ძლივს ამოვთქვი დაბნეულმა და მეორე ყურსასმენიც მოვიხსენი
-ლიფტის შემკეთებლად გამომიძახეს -ისეთი სერიოზული სახით თქვა წამით დავიჯერე კიდეც, თუმცა შემდეგ მაინც მივხვდი, რომ იხუმრა და გამეღიმა
-სასაცილოა
-სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენი დანახვა. აქ ცხოვრობ არა? -ცალი მხრით ლიფტის მარჯვენა კედელს მიეყრდნო და გვერდულად გამომხედა
-ჰო, მეშვიდე სართულზე -არც კი ვიცი ასე დაკონკრეტება რა საჭირო იყო, მაგრამ ეს მაინც გავაკეთე
-იპოვე შენი ძმა?
-საბედნიეროდ. გმადლობ ყურადღებისთვის. და შენ მოასწარი შენს ლამაზმანებთან შეხვედრა? -ამის თქმა იყო და მომინდა იქვე, იმწამსვე ფეხქვეშ მიწა გამსკდომოდა. რა სულელი ხარ ნენსი, რამდენს ლაპარაკობ და რა უაზროდ -გავლანძღე გონებაში ჩემი თავი, თან ცერა თითის ფრჩხილი საჩვენებელს თითს მთელი ძალით ჩავაჭირე. ყოველთვის ასე ვიქცეოდი, როდესაც რამეზე ვნერვიულლობდი
ალექსს ამ კითხვაზე ჩაეღიმა, ჩემს ყელზე გადმოკიდებული ცალი ყურსასმენი აიღო და მარცხენა ყურში გაირჭო. იმდენად ახლოს იდგა ჩემთან, რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, რაც კიდევ უფრო მეტად მაბნევდა.
-მუსიკალურ გემოვნებას ნამდვილად არ უჩივი -გაეღიმა და ყურსასმენი კვლავ უკან დამიბრუნა. სიტყვები დამთავრებული ძლივს ჰქონდა, რომ ამ დროს ლიფტის კარიც გაიღო და იქედან ორივენი ერთდროულად გამოვედით. გარეთ ალექსის მანქანა დავლანდე. სწორედ მისკენ მიიწევდა და რადგან ერთი გზა გვქონდა მეც მის გვერდით მივაბიჯებდი.
-ამ საღამოს დაკავებული ხარ ნენსი? -უეცრად მკითხა და თავი ჩემკენ მოაბრუნა
-რატომ მეკითხები?
-კარგი დაივიწყე -თავი გადააქნია
იმედგაცრუება ვიგრძენი. მეგონა სადმე დამპატიჟებდა ან რამე ამდაგვარი, მაგრამ მწარედ მოვტყუვდი. ვიცი რომ ამას აპირებდა, მაგრამ რატომ გადაიფიქრა? ნუთუ სულ ოდნავ მაინც არ მოვწონვარ? თავი ისე საშინლად ვიგრძენი, რომ ლამის ცრემლები წამსკდა. "მე შენ გიჩვენებ სეირს" გავიფიქრე გაგულისებულმა და ამაყი მზერით გადავხედე უკვე მანქანასთან მისულს ალექსს.
-შენ წარმოიდგინე მაინც არ მეცალა -მივახალე რაც შემეძლო მკვახედ
-როგორ გეტყობა, რომ კაცი გჭირდება. ის ვინც მოგარჯულებს, დაგაშოშმინებს -ნელ-ნელა ჩემკენ იწევდა და ბოლოს მარჯვენა ყურთან გაჩერდა -საოცრად მიმზიდველი ხარ ნენსი. ჩემს მორიგ შეცდომას ძალიან ჰგავხარ -ეს, რომ თქვა კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში დაჟინებით, შემდეგ კი მანქანის კარი გამოაღო, შიგ ჩაჯდა და იქაურობას ბორბლების ღრჭიალით გაეცალა.
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გაოგნებული დამტოვა. ჯერ კიდევ ვერ გამეგო რას ნიშნავდა მისი სიტყვები: "შენ ჩემს მორიგ შეცდომას ჰგავხარ". იმწამს მხოლოდ ერთ რამეს ვაცნობიერებდი-ეს ადამიანი უკვე საშინლად მაგიჟებდა. ისეთი მომნუსხველი და სიმპათიური იყო, რომ თავს ძლივს ვიკავებდი არ მოვხვეოდი, არ მეკოცნა ან უარესი სიგიჟე არ ჩამედინა. მე ხომ ნენსი ვიყავი? მე და გიჟური საქციელი ერთმანეთს ყოველთვის მშვენივრად ვეწყობოდით. აი ამიტომ მეშინოდა.
-არა ნენსი. ამაზე არ იფიქრო -შევუძახე ჩემს თავს მკაცრად -ამოიგდე თავიდან ეს ბიჭი. იგი შენი მაინც ვერასდროს გახდება. მისნაირები მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ და შენც დიდი დიდი ერთი დღე "გაქაჩო". მერე კი ისე მოგისვრიან როგორც უსარგებლო ნივთს. ეს გადაწყვეტილება თითქოს დამეხმარა კიდეც გონს მოვსულიყავი და გზა განვაგრძე. უმისამართო მივუყვებოდი თბილისის ქუჩებს, თან გზადაგზა გამვლელებს ვათვალიერებდი, რომელთაგან თითოეულს თავისი საქმე და სარუნავი ჰქონდა. ზოგი სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, ზოგიც ავტობუსში ჯდებოდა, ზოგი კიდევ ჩემსავით გზააბნეული დახეტიალობდა და გარშემო ვეღარაფერს ამჩნევდა.
მართლა არ ვიცოდი კიდევ რამდეხანს უნდა მევლო ასე უაზროდ. წამით ისიც კი ვიფიქრე ხომ არ სჯობს გოგოები შევკრიბო და სადმე წავიდე მეთქი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ახლა არავის ხასიათზე არ ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო მომენტები, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა მშველოდა-ახლა სწორედ ის მდგომარეობა იყო . . .

დიდი ხნის სიარულის შემდეგ ერთ პარკში გავჩერდი, ცარიელ სკამზე ჩამოვჯექი და მიდამო დაკვირვებით მოვათვალიერე. მაინდამაინც ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა, თუმცა არც სიჩუმეში ჩაძირულს ჰგავდა იქაურობა. მე კი კვლავ მელოდიის ჰანგებით "ვიკვებებოდი" და ჩემთვის ჩუმად ვღიღინებდი. იმწამს ვნატრულობდი, რომ იქ ჩემს გარდა არავინ ყოფილიყო, თუმცა წარმოდგენაც კი არ მქონდა ეს რაში მჭირდებოდა. ალბათ მორიგი სულელური ახირება იყო, ან რაიმე ამდაგვარი, რომლის დანაკლისს ამ ბოლო დროს ნამდვილად არ განვიცდიდი . . .
და ისევ ერთი და იგივე . . .
კვლავ დროის გაყვანა და სახლში დაბრუნება . . .
ახალი დღე.
ახალი კამათი.
და გადაწყვეტილების მიღება . . .
ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ბევრად უფრო დიდი ხნის წინ უნდა მიმეღო-სახლიდან უნდა წავსულიყავი და ჩემთვის, ცალკე მეცხოვრა. ამის საშუალება ნამდვილად იყო. ბებიას დანატოვარ სახლში გადავიდოდი, რომელმაც არც ჩემი ძმა დატოვა მის გარეშე და თავისივე სიცოცხლეში ეს უძრავი ქონება ჩვენს სახელზე გადმოაფორმა. ლაშას ბინაში ახლა დროებით მისი მეგობარი ცხოვრობდა, რომელიც თბილისში რაღაც ობიექტზე დასაკვირვებლად იყო მიწვეული და აქ კიდევ რამდენიმე კვირით აპირებდა დარჩენას. როგორც ბავშვობის მეგობარს, ჩემმა ძმამ მას თავისი სახლი შესთავაზა და დიდი თხოვნის შემდეგ, საბოლოოდ იგიც დასთანხმდა. რაც შეეხება ჩემსას იგი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერ წამს შემეძლო იქ მისვლა, როცა მომინდებოდა. პარალელურად ვეცდებოდი რაიმე სამსახურიც მომეძებნა, რა თქმა უნდა სწავლასთან შეთავსებით. თანახმა ვიყავი თუნდაც სამ ადგილას ერთდროულად მემუშავა, ოღონდ კი ჩემი თავი თვითონვე მერჩინა და მეტად აღარავინ შემეწუხებინა . . .
ახლა მთავარი ერთი რამ იყო. ეს ყველაფერი ლელასთვის უნდა მეთქვა, რომელიც ჩემი ვარაუდით ამ ამბავს მაინდამაინც გახარებული არ შეხვდებოდა. მიუხედავად ამისა უკან დახევას არ ვაპირებდი. აღარ მინდოდა ამდენი ჩხუბის და გაუთავებელი კამათის მომსწრე გავმხდარიყავი. იქნებ მე რომ წავიდოდი და მამა თავის ერთ-ერთ გერს აღარ დაინახავდა ურთიერთობა ოდნავ მაინც დალაგებოდათ. ვინ იცის?!


8 8 8
ეს "საბედისწერო" დღეს დადგა. ლექციებიდან დაბრუნების შემდეგ მტკიცედ გადავწყვიტე დედასთვის ყველაფერი მეთქვა და როგორც კი ტანსაცმელი გამოვცვალე და ვისადილე საუბრის დასაწყებად მოვემზადე. მაინც მეტყობოდა რომ ვნერვიულობდი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ხელებს ვიმტვრევდი.
"მიდი ნენსი, შენ ამას იზამ" -გავამხნევე ჩემი უსუსურობა გონებაში და პირდაპირ მისაღებ ოთახს მივაშურე, სადაც დედა დივანზე იჯდა და ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებდა.
-შენთან სალაპარაკო მაქვს -დავიწყე დაუბედავად და გვერდით მივუჯექი
-რა მოხდა ნენსი? -სახეზე ფერებმა გადაუარა ლელას და ტელევიზორს ხმა სასწრაფოდ ჩაუწია -შენს ძმას დაემართა რამე? სახლში ამიტომაც არ მოდის არა?
-ნუ ნერვიულობ გთხოვ. ლაშა კარგადაა. ახლა სხვა რამეზე მინდა საუბარი -დამავშვიდე როგორც შემეძლო და ერთი ღრმად ამოვისუნთქე
-დედა ჩემს ბინაში მინდა გადასვლა ... ცალკე ...
-აქედან წასვლა გინდა? -მზერა ისეთი სევდიანი გაუხდა, რომ იმწამს საკუთარი თავი შემძულდა კიდეც
-ძალიან გთხოვ არასწორად ნუ გამიგებ. უბრალოდ ახლა ეს უნდა გავაკეთო. მართლა მჭირდება მარტოობა, თან უკვე ცხრამეტი წლის ვარ და დროა ჩემს თავს თავადვე მივხედო. ვიმუშავებ, ვისწავლი და შენც და მამაც მორიგდებით ერთმანეთში
-ესეიგი შენი აქედან წასვლის მიზეზი მამაშენია
-არა ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი არ ვარ ჩემზე ყოველთვის ზრუნავდა და ვუყვარდი. მაგრამ ვხედავ რომ უთანხმოება გაქვთ. იქნებ ჩემი წასვლის შემდეგ ურთიერთობაც დაგილაგდეთ
-იქ შენ თავს როგორ მიხედავ? რას შეჭამ ან რას დალევ? არც თბილად ჩაიცვამ -მოჰყვა დედებისთვის დამახასიათებელ მონოლოგს ლელა
-ნუ ღელავ ჩემს თავს კარგად მივხედავ. უბრალოდ გამიგე კარგი? ახლა სხვანაირად არ შემიძლია და ძალიან გთხოვ არ შემაჩერო. ეს უკვე მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი და არ გადავქთქვამ
-კარგი როგორც გინდა -მის დამაჯერებელ ტონშიც კი ვიგრძენი, თუ რამხელა ნებისყოფად დაუჯდა ამის თქმა და თვალებზე ცრემლები მომადგა
-საუკეთესო დედა ხარ -ვუთხარი და ძალიან მაგრად მოვეხვიე -გთხოვ მამასთან შენ მოაგვარე კარგი?
არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავი დამიქნია მსუბუქად. დარჩენილი დრო ორივემ სიჩუმეში გავატარეთ. როგორც ჩანს ლელა თავის ფიქრებში ჩაძირულიყო, მე კი კვლავ ჩემსას დავტრიალებდი . . .

8 8 8
ყველაფერი იმაზე მალე მოგვარდა, ვიდრე ამას მე ველოდი. მამას პირადად ჩემთან ამ თემაზე არ ულაპარაკია, თუმცა ვხვდებოდი, რომ ეს გადაწყვეტილება მაინდამაინც არც მას მოსწონდა. რაც არ უნდა იყოს არ შემწინააღმდეგებია. ალბათ ხვდებოდა, ამას რის გამოც გავეთებდი და თავს ნაწლობრივ დამნაშავედაც გრძნობდა. ლაშას რაც შეეხება იმ დღის შემდეგ არც კი შემხმიანებია. რამდენჯერმე თავად დავურეკე, მაგრამ ყურმილი არც ერთხელ არ აიღო და მერე მეც შევეშვი. ვგრძნობდი, რომ ამ ყველაფრის გადახარშვა მას უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე მე.



№1  offline წევრი Mtirala

Vaime ra tkbili tavi iyo da gamatbo magram me ufro meti aleqsi mindonda imitom rom aleqsze vafren da chkua meketeba momwons es istoria da male dade miyvarxar
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent