შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი (1)


22-12-2016, 13:26
ავტორი Freak
ნანახია 1 679

-ემოციები არ გაქვს და ესეებსაც მოვალეობის მოხდის მიზნით წერ.. სიმართლე , რომ გითხრა შენი წარმატებები მიხარია, მაგრამ აქტიურობა და ემოციები ზედმეტად გაკლია. ამის გარეშე კი არაფერი არ გამოვა! რვეული მომაწადო მასწავლებელმა და მეც, სევდაშერეული გულნატკენობით დავხედე რვეულს სადაც ასე 14-16 ქულა ეწერა..
ციოდა კლასში.
ზარიც დაირეკა.
მე წამოვედი სახლში, სახლი რომელიც ჩემს ისტორიას ინახავს, სადაც მისვლა ხანდახან მიჭირს კიდეც. ჩვენს მეზობელს ძალიან ცუდი ძაღლი ჰყავს და ხშირად მიწევს ხოლმე, 15-10 წუთი გარეთ დგომა, სანამ ვინმე არ გამოჩნდება და არ გამაცილებს სახლამდე. დღესაც ასე ვიყავი.. და თავში მიტრიალებდა სიტყვები „უემოციო“ „ რობოტი“ „გრძნობაგაყინული“ „მოვალეობი მიზნით“ მოკლედ რომ ვთქვა გული მტკიოდა. არა იმიტომ რომ ეს შეიძლება სხვებისთვის მართლაც ასე ჩანდეს, იმიტომ რომ ეროვნული გამოცდებზე ქულა დამაკლდებოდა და ჩემს მიზანს ვერ მივაღწევდი. სხვებს კი ეს რატომ არ ესმით ვერ ვხდები!
არ ვარ უემოციო ადამიანი, შეიძლება იმაზე მეტი გრძნობაც მქონდეს ვიდრე სხვას , მაგრამ ვერ გამოვხატავ. შიშის გრძნობა მაქვს , რადგან მგონია ვერავინ ვერ გამიგებს. ჩემი ფსიქოლოგია შეცვალა იმან, რომ ყველას მდიდარი ვეგონე , და არ მქონდა სადმე რამეზე უარის თქმის უფლება.. სინამდვილეში კი ვიცოდი, რომ იმ ფულს რომელსაც ხანდხან კლასის „ქეიფში“ მივყავდი და უფრო იშვიათად ექსკურსიაზე, ბებოჩემის პენსია წარმოადგენდა და გული ძლიერ, ძლიერ მტკიოდა.
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი კ ი ა ს ე დ ა ი წ ყ ო..
- ალბათ, ჩემს მშობლებს უბრალო გატაცება აკავშირებდათ (სიყვარული ნამდვილად არ )
- ჯვრის წერა.
- ჩემი დაბადება.
სულ ჩხუბი სახლში, ერთმანეთის უპატივისცემლობა.. სახლი, სადაც სიყვარული არ სუფევს. ჩემთვის აუტანელი ხდებოდა ცხოვრება.. ერთი დღე ისე არ გავიდოდა არ მეტირა, ამას კი ვერც დედა და ვერც ვერავინ იგებდა. ვტიროდი ჩემთვის და ირეალობაში ჩემთვის სანატრელ ოჯახს წარმოვიდგენდა.. დრო გადიოდა ამ წარმოდგენილ ოჯახში მე ჩემი ადგილი დავიმკვიდრე და ღამით, ძილის წინ იქ ვაგრძელებდი ცხოვრებას სადაც ბედნიერი ვიყავი ცოტა ხნით.. ყველაფერი ისე ხდებოდა , როგორც მე მინდოდა.. შემდეგ ეს ჩვევად მექცა.. ახლა კი რეალობაში ჩემს თავს არაფრად ვთვლი,, ირეალურში კი მწვერვაალებს ვიპყრობ.. ცოდო ვარ ვიცი, მაგრამ ამ ცხოვრებამ მეტის შესაძლებლობა არ მომცა. ადამიანები ვინც , ჩემთან ერთად იზრდებოდნენ. მე დამშორდნენ, ზოგირთმა წარმატებას მიაღწია, ზოგირთმა კი- ცხოვრების ახალი გზა იპოვა და მიატოვა ის ადამიანი, ვინც მათ უკვე აღარ სჭირდებოდათ. ადამიანი, რომელიც არავის სჭირდება. და რომელიც თავისთვის იბრძვის რაღაცას, ისიც ალბათ ხელების ფათურს გავს სიბნელეში დაკარგული ბედის საძებნელად.
ერთი ძმა მყავს , რომალსაც გული ამოვსებული აქვს ჩემ მიმართ ბოღმით, რაღაცნაირად ვერ მიტანს, სულ ის ჰგონია დედაჩემს მე უფრო ვუყვარვარ ვიდრე ის და საღამოთი სულ ერთმანეთის „ჭამაში“ ვართ, ვჩხუბობთ, ერთმანეთს რა სიტყვებს აღარ ვეძახით. მამაჩემმა შეაჯავრა ასე ჩემი თავი, და ალბათ ნაწილობრივ ცხოვრებამაც! _გული მტკივა , და გაყინულ ასფალტზე გაცვეთილ ფეხსაცმელებს ვაბაკუნებ.
გამოჩნდა სანატრელი მგზავრი , რომელსაც ველოდი ,რომ მასთან ერთად ამევლო..
სახლში მივედი.
სახლშიც ცივა.
გულაცრუებული ვარ . მაგრამ ბრძოლის უნარი არ დამიკარგავს. მივუჯექი წიგნს და ხარბად დავიწყე მეცადინეობა , თან ცრემლები მცვიოდა, მამაჩემის სურათას ვუყურებდი კუთხეში დაკიდებლს და ზიზღის ჭია გულს მიღრღნიდა.. როგორ შეიძლება შვილს ასე სძულდეს მამა, და მისი სიკვდილი ცხოვრებაში უამრავჯელ ენატროს.. „მმე ე ხომ ამის უფლება არ მაქვს! ის ჩემი მშობელია!“ ვნანობდი იმას, რომ მის სიკვდილს ვნატრობდი, როდესც საავადმყოფოში იწვა, რადგან რომ მოვიდოდა ისევ დაიწყებოდა ყვირილ- ჭყივილი და ჩვენი ლანძღვა მეზობლების და ნათესავების წინაშე..
„“ . -მიანტერესებს ემოციები დატოვა თუ არა ამ ნაწყვეტმა თქვენში?’’“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent