შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანი ( l ნაწილი)


22-12-2016, 14:00
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 3 085

ა?
-კიი._საწოლიდან წამოვფრინდი და ფანჯარასთან მივედი, ყველაფერი გადათეთრებულია, მაგრამ ეზოში მოუსწრიათ უკვე ბავშვებს მაიმუნობა. მიყვარს ზამთარი, სიცივით, სითეთრით და ყველაფრით. სიცივისგან, რომ გაიყინები, შემდეგ თბილ სახლში მიხვალ, დალევ ყავას ან ჩაის, ცხელი სითხისგან მოგვრილი სითბო სასიამოვნოდ დაივლის მთელ სხეულში და ეს სიცივეც უცებ გაივლის.
მე ნინი დემეტრაძე ვარ, 19 წლის, საშუალო სიმაღლის, წაბლისფერი გრძელი თმით, ყავისფერი თვალებით და შეყვარებული არ მყავს. ვარ სტუდენტი პირველი კურსის, ვმუშაობ ბარში. მშობლები არ მყავს, ამის გახსენება არ მსურს. ვცხოვრობ ბიძასთან, მის მეუღლესთან და ბიძაშვილებთან ერთად. ბიძამ საკუთარ თავზე აიღო ჩემი აღზრდა, ისინი ჩემი მეორე მშობლები არიან. ავთო ჩემი ბიძაშვილია, 20 წლის, ცუდი ბიჭი არაა უბრალოდ აუტანელია. მყავს პატარა ბიძაშვილებიც: სესილი, პატარა ფერია, 6 წლის და ბატონი გიორგი 14 წლის. ბიძას დავითი ქვია, საკუთარი ბიზნესი აქვს და მას უძღვება, ავთოც ეხმარება და თან სწავლობს, მესამე კურსის სტუდენტია უკვე. ალბათ იფიქრებთ ბიზნესმენი ბიძა თუ ყავს მუშაობა რა საჭიროაო. ჩემთვის საჭიროა, საკმარისად დამეხმარნენ უკვე და მინდა ჩემი ფული მქონდეს, ხო მართალია ბევრი არაფერი არაა მაგრამ მაინც ჩემი შრომითაა ნაშოვნი.
-დღეს მე წაგიყვან უნივერსიტეტში.
-კაი._აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, გავემზადე და სამზარეულოში გავედი, ყველანი იქ იყვნენ. მივესალმე და მაგიდას მივუჯექი, ვისაუზმეთ და ყველა თავის საქმეს მიუბრუნდა. მე და ავთო უნივერსიტეტში, სესილი და გიორგი სკოლაში, დავითი სამსახურში და ბიცოლა სახლში. უნივერსიტეტში მივედით, ქუჩაში ავთოს ძმაკაცები იდგნენ და საუბრობდნენ. მათთან მივედით, ბიჭებს მივესალმე, აკომ ხელი გადამხვია და მიმიხუტა. აკო ჩემი მეგობარია სულ ასე ვართ ერთმანეთთან, თან ავთოს ძმაკაცია. ვინმე სხვას, რომ გაეკეთებინა ეს ალბათ კარგად იჩხუბებდა, ალბათ კი არა იჩხუბებდა.
-დღეს ჩემთან ავალ.
-რატომ?
-სამსახურიდან პირდაპირ იქ წავალ თან ნახატი მაქვს დასამთავრებელი.
-თუ გვიან მორჩები დამირეკე და მოვალ.
-იქ დავრჩები.
-კარგი რა.
-ხო იცი, რომ აზრი არ აქვს მაგ თემაზე საუბარს. წავედი ბიჭებო მე, ჭკვიანად იყავით._ავთოს ვაკოცე და შენობისკენ წავედი, თოვლის გუნდა გავაკეთე და მათეს ვესროლე, გაკვირვებულმა შემომხედა, სიცილი ამიტყდა და შენობისკენ გავიქეცი. უკან კი მისი ხმა მომეწია.
-გამოხვალ შენ აქ და მერე ნახე რა მოგივა.
აუდიტორიაში სიცილით შევირბინე, სალომეს გვერდით მივუსკუპდი და ამოვისუნთქე. სალო ჩემი მეგობარია, გიჟი, გადარეული, რავი ყველაზე კარგი მყავს.
-რა იყო გოგო?
-მათეს გუნდა გავარტყი და გამოვექეცი._გამეცინა და აუდიტორიას თვალი მოვავლე. ერთი უცხო გოგო მომხვდა თვალში და მაშინვე სალოს მივუბრუნდი.
-გიჟი ხარ რა.
-ის გოგო ვინაა?
-ჩვენი ახალი ჯგუფელი.
-წამო გავიცნოთ.
-წამო.
იმ გოგოსთან მივედით.
-გამარჯობა.
-გამარჯობა.
-მე ნინი ვარ, ეს სალომეა ჩემი მეგობარი. შენ რა გქვია?
-მე მარი მქვია. როგორც ჩანს ჩემი ჯგუფელები ხართ.
-კი ნამდვილად ეგრეა._გავუცინე, მანაც გამიღიმა.
-ჩვენთან გადმოჯექი.(სალო)
-კარგი._ჩვენს ადგილს დავუბრუნდით, მარი შუაში დავსვით. ლექცია დაიწყო, როგორც სკოლაში ფურცელზე რაღაცეებს ვწერდით და ერთმანეთს ვაძლევდით. მთელი ლექცია სიცილში გავატარეთ. ლექციები, რომ დამთავრდა უნივერსიტეტის შენობიდან ერთად გავედით. თვალი მოვკარი თოვლის გუნდით მდგარ მათეს და გავიქეცი, უკან ვიხედებოდი როცა ვიღაცას დავეჯახე და ძირს დავეცით ორივე ერთად. თვალები გავახილე და სიმპათიური ბიჭი შემრჩა ხელში, რომელსაც ზემოდან ვეგდე ასე, რომ ვთქვათ. თვალებში ვუყურდბდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
-ტუჩიდან სისხლი მოგდის._მისმა ბარიტონმა სასიამოვნოდ გაიელვა ყურებში, ჟრუანტელმა დამიარა, ასეთი არასდროს არაფერი მომსვლია. მათე ჩვენთან გიჟივით მოვარდა, ფეხზე წამომაყენა და ჩამეხუტა.
-კარგათ ხარ?
-კი.
-ბიჭო წინ არ უნდა იყურო?
-ჩემი ბრალია მე არ ვიყურებოდი წინ._გამოვესარჩლე იმ ბიჭს. გოგოებიც მოვიდნენ.
-დამიანე._თქვა მარიმ და ჩაეხუტა.
-ხო მე დამიანე ვარ, მარის ძმა.
-ძმაო, ეს ნინია თოვლში, რომ ამოგაყირავა, ჩემი ჯგუფელი._თვალებზე ხელი ავიფარე, დანარჩენებს გაეცინათ.
-სასიამოვნოა._ხელი გამომიწოდა.
-ჩემთვისაც._ხელი ჩამოვართვი, ისევ ჟრუანტელი და აჩქარებული გული.
-მათე, ნინის ძმაკაცი._ხელი ჩამოართვა მათემ.
-ეს სალომეა, ასევე ჯგუფელი.
-ძალიან კარგი._გამიღიმა.



№1  offline წევრი მოლურჯო

ქართველებს და არ გაგვაჩნია?

ზედმეტად ბანალურია პირველი ნაწილი
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent