შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არცერთი წუთი შენს გარეშე [სრულად]


22-12-2016, 20:13
ავტორი Maiaabuladze
ნანახია 11 199

ვუყურებ და მისით ვტკბები.. პერანგს ვაწვდი უხეიროდ იკრავს ღილებს და მკერდთან ორ ღილს შეხსნილს იტოვებს.. მე ვდგავარ და ნერწყვს ძლივს ვაგორებ გამშრალ ყელში.. პერანგს ვუსწორებ და მიდის მე კი ხარბად ვაყოლებ თვალს.. ხო რავქნა მისი დახმარება ჩემი სამსახურია ის მოდელია მე კი აქ უბრალო დამხმარე ვარ... ნეტა თუ იცის რომ მას ვიყურებ.. იქნებ გიჟადაც ჩამთვალოთ მაგრამ მე მას ვუთვალთვალებ, აქ სააგენტოშიც და გარეთაც.. ვიცი რა უყვარს რას ჭამს, როგორი ყავა უყვარს ყავას ყოველდღე მე ვუდუღებ.. მაგრამ გაბრიელი ვერც კი მამჩნევს, მისთვის ერთი უბრალო ასისტენტი ვარ რომელიც სულელივით ელოდება თუ როდის ეტყვის ვინმე რომ გაბრიელს დაეხმაროს.. სულელი ვარ მისი ყველა ნაკვთი მიყვარს მისი სხეულს საკუთარზე უკეთ ვიცნობ მაგრამ შეხებით არცერთხელ შევხებივარ... მწვანე თვალები აქვს... უფრო სწორად რომ ვთქვა ჭაობისფერი... სისხლივით წითელი სავსე ტუჩები და ქათქათა კბილები... სწორი ცხვირი და კუშტი კავკასიური გამოხედვა, საყურის და ტატუების მიუხედავად გაბრიელის მზერაში მაინც დაინახავ ტიპიურ ქართველ ბიჭს... წვერს ატარებს, წამოზრდილი თმა უკან აქვს გადავარცხნილი... ახლა კედელთან დგას ერთი ფეხი კედელზე აქვს მიდებული, ერთი ხელი ტუჩებთან მეორე კი შარვლის უკანა ჯიბეში... და იღიმის მისი არამქვეყნიური ღიმილით....
-ანა სულ ესე ხარ როცა გაბოს იღებენ..
-და როგორ დიანა?
-რავი ისე უყურებ ლამის აქვე გააუპატიურო..
დიანას ნათქვამზე გულიანად გამეციან და ფოტოგრაფთან ახლოს დავდექი.. გიორგი ზედმეტად მოსაბეზრებელია.. მხოლოდ ბრძანებებს გასცემს და სულ ყვირის აი გაბრიელთან კი სულ სხვანაირია ხმას არასოდეს უწევს... იმიტომ რომ გაბრიელს არ უყვარს როცა ვინმეს ამცირებენ და გიორგის ჩვენდამი დამოკიდებულებას სულ დამცირებას უწოდებს... დავინახე ჩვენი ერთერთი გადაპრანჭული მიდელი ლიკა როგორ მივიდა უკანალის ქნევით გაბრიელთან..
-გაააბ, არ შევისვენოთ გინდა ყავას მოგიდუღებ...
-ლიკა ყავას დავლევ მაგრამ არა შენს მოდუღებულს.. აი იმ გოგოს რა ქვია?
მისგან ზურგით ვიდექი ამიტომ ვერ დავინახე ლიკას ვისზე ანიშნა.. ისიც არ გამიგონია რა უპასუხა ლიკამ..
-ანასტასია, გთხოვ ყავა მომიდუღე.
მან მე დამიძახა? მეე? არა მომეჩვენა თუ მისმა ბაგეებმა ჩემი სახელი წარმოთქვა? გული ისე ამიფართხალდა ლამის ყელში ამომიხტა.. ძალა მოვიკრიბე სახე დავალაგე და მისკენ შევტრიალდი... ისე ახლოს იყო ჩემთან რომ სუნთქვა შევწყვიტე და თვალები გამიფართოვდა...
-ანასტასია ყავას მომიდუღებ?
დავინახე როგორ გადაურბინა ღიმილმა სახეზე...
-ახლავე.. ვთქვი და მხოლოდ სამზარეულოში შესვლის შემდეგ ამოვისუნთქე შვებით.. სანამ სხვა მოდელებსაც გადაიღებდნენ გაბრიელს დრო ქონდა ამიტომ გასახდელში იყო კარზე ფრთხილად დავაკაკუნე ხმა რომ არავინ გამცა კარები ნელა შევაღე გაბრიელი ბოლომდე წიგნში ჩაკარგული ისე შევედი რომ ვერც კი გაიგო ჩემი შესვლა.
-თქვენი ყავა მზად არის..
-მადლობა ანასტასია..
-უბრალოდ ანა, ეგრე არავინ მეძახის.
-მით უკეთესი მე პირველი ვიქნები..
მის ღიმილზე ისევ გავშტერდი.. წიგნს შევხედე და გამეღიმა არ გამოჰპარვია..
-წაკითხული გაქვს?
-რა? უცებ დავიბენი..
-"გრეის ორმოცდაათი ელფერი".... წიგნზე მანიშნა.
-კი სამივე ნაწილი..
-მერე მოგწონს კრიტიანი?
-რაღაც მომენტში კი როგორც შეყვარებული მამაკაცი, მაგრამ მისი გადამეტებული მზრუნველობა ანას მიმართ და მისი დაკარგვის ფანატიკური შიში ცოტა მაღიზიანებს.. რათქმაუნდა არც ანას არ ვამართლებ რაღაც მომენეტებში არც ის არ მომწონს კრისტიანთან მიმართებაში...
ჯერ ტუჩის კუთხე ჩაეტეხა ჩემს ლაპარაკზე მერე კი მისი სახე მთლიანად მოიცვა ღიმილმა.. ინტერესით აღსავსე მზერით მიყურებდა და თვალს არ მაშორებდა.
-ნუთუ შენ არსებობ.
-რას ნიშნავს ნუთუ ვარსებობ? აშკარად ძალიან ვიბნევი მასთან.
-ანუ შენ პირველი ხარ ვინც ამ წიგნს "პორნოგრაფიის სახელმძღვანელო" არ უწოდა და როგორც რომანს ისე შეხედა... მომეწონე ანასტასია კარგი გოგო ჩანხარ სამეგობროდ..
"სამეგობროდ" ამ ერთმა სიტყვამ ყველა იმედი ჩაკლა ჩემში... რომელმაც ამ ხუთი წუთის მანძილზე ფრთები გამოისხა..
-არც შენ ჩანხარ ცუდი..
-ხო მართლა მადლობა ყავისთვის ისეთს აკეთებ მე რომ მიყვარს..
-ეს ჩემი სამსახური ვალდებული ვარ ჩემით კმაყოფილი იყოთ..
-კიდევ ერთხელ გადაურბიან სახეზე ღიმილმა და ისევ წიგნს მიუბრუნდა...
.......
-ახლა რა იქნება ანა? გაბო თუ უარს იტყვის გადაღებაზე უფროსი დაგვხოცავს... ეს გიორგიც სადღაც გაქრა... არც მოდელი გოგოები არიან არსად... გაფიცვაა თუ რა ხდება?
-დიანა დაწყნარდი ყვეაფერი კარგად იქნება.
-ანა როგორ შეგიძლია ასეთი ოპტიმისტი იყო?
-დიანა მე და შენ ხომ ფოტოგრაფების დიპლომები გუშინ ავიღეთ?
-ხო.. მეთანხმება დიანა მე კი ჩემი იდეით შეპყრობილი ნაზად ვიღიმი..
-ხო და შენ ფოტოგრაფი მე-მოდელი... გაბრიელს კი მე დაველაპარაკები არამგონია უარი მითხრას..
-გაგიჟდი მგონი შენ.. გიორგი დაგვხოცავს, უფროსიც.
-თუ არ გამოვა ვერავინ გაიგებს გპირდები..
-კარგი ჯანდაბას დამარწმუნე..
მუხლების კანკალით მივდივარ გაბრიელის გასახდელამდე და კარებზე ვაკაკუნებ... იქ გაბრიელი მხვდება წელსზევით შიშველი ამაზე სუნთქვა მეკვრის და აზრები მეფანტება...
-ანასტასია რამე გინდოდა?
-ბატონო გაბრიელ...
უცებ გულიანად გადაიხარხარა...
-ანასტასია... რა დამიძახე? მოაშორე რა ეს ბატონო.. ხო კიდე გაბო, გაბრიელს არავინ მეძახის...
-კარგია მაშინ პიველი ვიქნები გაბრიელ.. მისი სახელი მკვეთრად წარმოვთქვი და ნიშნისმოგებით გავუღიმე..
-რა გინდოდა?
-გაბრიელ.. იცი, ჩვენი ფოტოგრაფი და მოდელები სადღაც გაქრნენ.. თუ ამ შეკვეთას დავკარგავთ სამსხურსაც დავკარგავ და კარიერასაც.. ვიცი შენთვის შეიძლება ეს არაფერს ნიშნავდეს მაგრამ გთხოვ დათანხმდი ჩემს წინადადებას... დიანა ფოტოგრაფი იქნება მე კი მოდელი... გთხოვ დაგვთანხმდი გადაღებაზე...
გაბრიელი ერთხანს დაძაბული მისმენდა მერე უცებ გამხიარულდა.. ჩემმა წინადადებამ აშკარად გაამხიარულა..
-რომ არ გამოგივიდეთ?
-თუ არ გამოგვივა ამას ვერავინ გაიგებს..
თვალები დააწვრილა და ტუჩები გამომცდელად მოკუმა...
-კარგიი.. თანახმა ვარ..
გახარებული გამოვიქეცი გაბრიელის გასახდელიდან და დიანას ვახარე სტუდიაში მხოლოდ მე, დიანა და გაბრიელი ვიყავით... მე და დიანამ აპარატურა მოვანზადეთ მერე მეც მოვემზადე და გაბრიელიც გამოვიდა.... შავი პერანგი და შავი შარვალი ეცვა... ისეთი მომაჯადაოებელი იყო რომ გავშეშდი..
......
-გაბო ცოტა უფრო ახლოს მიიწიე ანასთან არ იკბინება.
გაბრიელმა ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია და ზურგიდან ამეკრო... ისევ შევწყვიტე სუნთქვა მისი სიახლოვისას სულ ასე მემართება..
-ისუნთქე ანასტასია თორემ გაიგუდები..
უცებ ამოვისუნთქე და მას შევხედე, ისე ახლოს იყო რომ მისი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა... სანამ ჩვენ ასე გაშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს, დიანამ ყველა რაკურსიდან მოახერხა ჩვენი გადაღება.. ჩვენი სიმყუდროვე დიანას ტელეფონის ხმამ დაარღვია... მე და გაბრიელიც მოვშორდით ერთმანეთს...
-მაპატიეთ ბავშვს სიცხე აქვს და უნდა წავიდე.
-მე გაგიყვან.
-არა გაბრიელ ქმარი მომაკითხავს... თქვენ თუ გინდათ გააგრძელეთ მუშაობა.
ცოტახანს ვუყურებდი გაბრიელს რომელიც პერანგის ღილებს იხსნიდა.. მერე გავიაზრე რასაც ვაკეთებდი და შევტრიალდი..
-ანა აგრძელებ ჩემს გადაღებას?
-კი ოღონდ ამას გამოვიცვლი...
-რატომ? საოცრად გიხდება ეგ კაბა აქედან კლუბში წავიდეთ ჩემი მეგობრები მელოდებიან..
არვიცი რატომ მაგრამ დავთანხმდი.. მესიამოვნა მისი ყურადღება, გაბრიელი პუფში ჩაჯდა და ხელში წიგნი დაიკავა რამოდენიმე ფოტო გადავუღე მერე ტანსაცმელი გამოიცვალა...
-გაბრიელ გთხოვ კამერის წინ ნუ მსახიობობ უბრალოდ გაიღიმე.. წარმოიდგინე რომ შენს წინ უბრალო გოგო დგას რომელსაც ამ შენი მსახიობის იმიჯით ვერ დაკერავ და შენი უბრალოება უნდა აჩვენო მიდი...
ყველაფერი ისე გააკეთა როგორც ვუთხარი იმწამს ალბათ ჩემთვის ხელი რომ შეეხო დავდნებოდი.. რამოდენიმე ფოტო ტელეფონზე საუბრისასაც გადავუღე ეს ფოტოსესიისთვის არა ჩემი პირადი გალერიისთვის იყო სადაც ალბათ უკვე გაბრიელის ათასობით ფოტო მქონდა..
გაბრიელმა მანქნის კარი გამიღო...
-სად მივდივართ?
-რავიცი კლუბში თუ წამოხვალ, ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.
-კარგი წავიდეთ... მაგრამ სახლში მალე უნდა დავბრუნდე.
-რატომ?
-ფოტოები მაქვს ხვალისთვის გასამზადებელი..
-მარტო ცხოვრობ?
-კი.. ბებიას დატოვებულ ბინაში,მაგრამ დედა ხშირად მთხოვს სახლში დაბრუნდიო.. აი მამა კი პირიქით როგორც შენ გინდა ისე მოიქეციო..
-ეს დედების წესია შვილი სულ გვერდით უნდათ რომ ყავდნენ..
კლუბში მივედით გაბრიელის სამეგობრო სულ სამი ადამიანისგან შედგებოდა.. ლუკა, მათე და ანიკო.. ანიკო მათეს ცოლი იყო... ლუკა და გაბრიელი გარეთ გავიდნე მათე კი დასალევის მოსატანად წავიდა...
-ეტყობა ძალიან მნიშვნელოვანი ხარ მისთვის..
-ცდები ანიკო, მე და გაბრიელი უბრალოდ მეგობრები ვართ უფრო სწორედ რომ ვთქვა.. ის ჩემი სამსახურია...
-ანუ ფოტოგრაფი ხარ?
-ხო.. ფოტოგრაფი ვარ.
-გაბოს უბრალო გოგოები მოსწონს აი როგორიც შენ ხარ... გადაპრანჭულ ქალებს ვერ იტანს...
-ხოო.. ეგ მეც შევნიშნე ჩვენს რამოდენიმე მოდელს არაფერი გამოუვიდა მასთან.
გვერდით ლუკა მომიჯდა, მართლაც სასიამოვნო ბიჭი იყო მაგრამ გაბრიელი მაინც სხვა იყო ჩემთვის...
-ანა შენზე გავიგე საუცხოო ფოტოგრაფიაო და არ გინდა ჩემს სტუდიაში გადმოხვიდე?
-ეგ ვინ თქვა ჩემზე?
-გვყავს მე და შენ საერთო ნაცნობი..
-ხო და ეხლა ეს საუცხოო ფოტოგრაფი უნდა წავიდეს სახლში და თქვენი მეგობრის ფოტოები დაამუშაოს.... სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა...
-ანა არ დაიკარგო..
ვისარგებლე იმით რომ გაბრიელი ტელეფონზე ლაპარაკობდა და კლუბიდან გამოვეპარე თან ქუჩას ფეხით დავუყევი... უცებ ვიგრძენი რომ ვიღაც მომყევბოდა უკან თან მანქანით..
-უკაცრავად მისის ანასტასია, თქვენ არ გასწავლეს რომ ღამით მარტო სიარული საშიშია?
-უკაცრვად თქვენი სახელი მისტერ?
-გრეი.. კრისტიან გრეი.
გაბრიელმა გამიღიმა, მანქნიდან გადმოვიდა.. წინ ამესვეტა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიდო..
-მე ის მასწავლეს რომ არ უნდა ვენდო კრისტიან გრეის მაცდური ღიმილით.
-რა ენაკვიმატი ყოფილხართ მის ანასტასია... კარგით მაშინ თქვენი მონა-მორჩილი მისტერ გაბრიელი გაგაცილებთ სახლში... კრისტიან გრეის იმიჯს კი სხვა გოგოსთვის შევინახავ...
-ზედმეტად ჭკვიანი ხართ მისტერ გაბრიელ მაგრამ მე ფეხით მინდა გავისეირნო თან აქვე ვცოვრობ..
-მაშინ წავედით ფეხით.. სეირნობა კარგია ჯანმრთელობისთვის...
ჩემს გვერდით მოაბიჯებდა, ჩემი ოცნების მამაკაცი.. კაცი რომელზედაც ფანატიკურად ვიყავი შეყვარებული, ვიცოდი რომ ეს უბრალო ბიჭის ღიმილი მისგან მხოლოდ მეგობრულ დამოკიდებულებას მიქადდა.. მე კი ამითაც ბედნიერი ვიყავი მისი სიახლოვით ვიყავი ბედნიერი..
-ეს სადარბაზოა... მადლობა, თუ გინდა ამოდი ნახე შენი ფოტოები..
-შენს საფირმო და უგემრიელეს ყავას მომიდუღებ?
მე უბრალოდ გავუღიმე და სადარბაზოში შევედი.. მეორე სართულზე ვცხოვრობ ამიტომ ლიფტს არასდროს ვიყენებ.. ქუსლიანი ფეხსაცმელი გავიხადე და საფეხურებს ფეხშიშველი ავუყევი... ვიგრძენი ჩემს საქციელზე როგორ ჩაეღიმა გაბრიელს.. სანამ მე ფოტოებს შევასწორებდი რომ ენახა მდივანზე ჩასძინებოდა... ფეხსაცმელი ფრთხილად გავხადე და ვეცადე გამესწორებინა... ამით მასზე ახალი რაღაც შევიტყვე ღრმა ძილი სცოდნია.. პლედი დავაფარე და მეც დასაძინებლად წავედი..
როგორ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რომ დამეძინებოდა როცა, აქ ჩემს სახლში, ჩემს მისაღებში ჩემივე დივანზე ეძინა, ჩემი ოცნების კაცს.. გული ყელში მქონდა მობჯენილი და საოცრად მცხელოდა.. ისე რომ ლამის ეს თხელი პერანგიც გამეხადა.. უკვე მთვარე საქართველოს ციდან გაქრობას ლამობდა თვალები რომ დავხუჭე და ძილის სამყაროში გადავეშვი.დილით რომ ავდექი გაბრიელი არსად იყო, მხოლოდ მაგიდზე პატრა ფურცელი დამხვდა.. "მადლობა მასპინძლობისთვის, ბოდიში რომ შეგაწუხე... ფოტოები მიმაქვს თავად მივუტან დირექტორს... შენ და დიანას შეგიძლიათ რომ დღეს ცოტა დაგაგვიანდეთ.." გამეღიმა მისგან უკვე წერილიც მქონდა მართალია არა სასიყვარულო მაგრამ ხომ იყო რაღაც, სასწრაფოდ ჩავიცვი და დიანასთან ავირბინე რომელიც ჩემს ზემოთ ცხოვრობდა..
ხო მართლა დიანაზე არ მომიყოლია ჩვენ ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით ოთხი წელია განუყრელი მეგობრები ვართ მე პატარა ბარბის ნათლია ვარ.. დიანა სოფლიდან იყო ჩამოსული შემეცოდა ქირისთვის და ჩემთან ვაცხოვრებდი ჩემს მეზობელს და ბავშვობის მეგობარ გიას დიანას სილამაზე არ გამოჰპარვია და მხოლოდ ექვსი თვე დასჭირდა იმისთვის რომ დიანასთვის თავდავიწყებით შეეყვარებინა თავი.. ამ ექვს თვეში ნიშნობაც მოასწრეს, ქორწილიც და როგორც იტყვიან ბავშვიც გააკეთეს...
ვიდექი დიანას კარებთან და ზარს ვრეკავდი არ მადარდებდა რომ ჯერ მხოლოდ რვა საათი იყო.. კარი გიამ გამიღო და თვალები მოიფშვნიტა..
-ოჰ რა დიდი პატივია ცოლის დავ მობრძანდიი.. ეეე ის ბიჭი სად წაიყვანე?
-ვინ ბიჭი რეებს ბოდიალობ... უცებ შევკარი წარბები და გიას მივაშტერდი.
-აი ის სახლში რომ მოგაცილა.
-ააა გაბრიელზე ამბობ.. სხვათაშორის დღეს მე და შენს ცოლს ცოტა დაგვიანების უფლებაც მოგვცა.
-ალბათ მხოლოდ შენი ლამაზი თვალების ხათრით.
-ხო, ხო სულ ჩემი თვალების ხათრით...
დიანამ გამოყო სამზარეულოდან თავი და მოგვაძახა.
-ბავშვი ხომ გააღვიძეთ და სახლში მაინც შემოდით მეზობლებსაც ნუ გააღვიძებთ.
სამზარეულოს მაგიდასთან ვიჯექი დიანას ველოდი გიას როდის გააცილებდა..
-რა უნდოდა გუშინ აქ გაბრიელს?
-შენ რა იცი?
-შუაღამისას ისევ აუწია სიცხემ ბარბარეს და საავადმყოფოში გვყავდა რომ მოვედით სადარბაზოდან გადიოდა..
-არც არაფერი სახლში მომაცილა ყავა დავლიეთ და სანამ მე ფოტოებს ვასწორებდი დივანზე ჩაეძინა..
-ანუ თქვენს შორის არაფერი ყოფილა?
-დიანა დამიმალავს რამე შენთვის?
დიანამ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად..
.......
დირექტორის კაბინეტში.
-და გაბო შენ ამბობ რომ ის გოგოები მოდელიც და ფოტოგრაფიც აქ ასისტენტად მუშაობენ? რა გამოდის რომ არა ისინი ყველაზე მსხვილ შეკვეთას დავკარგავდი?
-დიახ ყველაფერი სწორად გაიგე.
-ახლა რას მოითხოვ? შენ ხომ ტყუილად არაფერს აკეთებ?
-ხოოო... (გაბრიელმა გაიცინა და სკამზე გადაწვა) ამჯერად საქმე მარტივადაა.. დიანაც და ანაც უნდა გახდნენ ამ სტუდიის ფოტოგრაფები.. აი ანა კი ჩემზე უნდა მუშაობდეს მარტო.
-ეს შენი მორიგი ახირებაა?
-რაც გინდა ის უწოდე ეს გოგო ჩემზე უნდა მუშაობდეს მის ობიექტივში სხვა მოდელი არ უნდა მოხვდეს..
-ვიცნობ გაბო ამ მზერას მე...
-აბა მეგობარი ტყუილად ხომ არ ხარ.
-ის სხვებს არ გავს კისერზე არ ჩამოგეკიდება... მას საწოლში ვერ შეითრევ იცოდე... გაებმები..
-ეგ უკვე შევნიშნე...
თვალი ჩაუკრა გაბრიელმა მეგობარს და თავისი საქციელით კმაყოფილმა ღიღინით შეაღო გასახდელის კარი.
..........
მე და დიანა დირექტორმა დაგვიბარა, მისი კაბინეტის კარი კანკალით შევაღე... ორივე ფოტოგრაფებად აგვიყვაენს დიანამ გიორგი შეცვალა მე კი... მე მხოლოდ გაბრიელი უნდა გადამეღო, ეს მისი მოთხოვნა იყო.. ეს რას ნიშნავს აზრები ამერია რომ არ დავთანხმდე და ლუკას სტუდიაში გადავიდე? მაგრამ მეც ხომ ეს მინდოდა, მისი სიახლოვე..
-ვაიმე რა მაგარია ანა არ მჯერა მე გიორგი უნდა შევცვალო და შენ?
-ხო მხოლოდ მასზე უნდა ვიმუშავო.
-შენც ეგ არ გინდოდა?
-კი მაგრამ ეხლა მე უნდა ვუთხრა რომელ გოგოს სად დაადოს ხელი... რომელს უფრო მეტად ვნებიაბად შეხედოს... მისი ტრუსებისამარა გადაღებაც მომიწევს.
-იქნებ თვითონაც მოეწონე და ამიტომ უნდა რომ შენ გადაიღო მხოლოდ.. სხვისთვის არ ემეტები..
-კარგი რა დიანა რას ბოდიალობ წავედი ნახევარ საათში ფოტოსესია მაქვს..
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა უცნობი ნომერი იყო..
-ალო, გისმენთ..
-მის ანასტასია შეგიძლიათ ჩემს გასახდელში შემობრძანდეთ.. თქვენი ჯადოსნური ყავით.
-ააა მისტედ გრეი თქვენ ხართ.. რათქმაუნდა.
ყავა მოვადუღე ორივესთვის და გასახდელში შევედი ის ისევ წელს ზევით შიშველი იყო.. უცებ დამცხა და ცივმა ოფლმა დამასხა ვცადე თვალი ამერიდებინა... მაგრამ უნდა შევგუებოდი მისი გადაღება ასეთ ფორმაში ხშირად მომიწევდა.
ყავა მაგიდაზე დავდგი და იქვე დავდექი მაგიდას დავეყრდენი.. გაბრიელი ჩემსკენ წამოვიდა ისე მომიახლოვდა რომ ფეხებში ძალა გამომეცალა ცოტაც და სხეულზე ამეკრობოდა... ხელი შეაცურა მეგონა წელზე მომხვევდა მაგრამ მაგიდიდან ტელეფონი აიღო... ისე დაიხარა რომ მთელი ტანით ამეკრო.. წამით სუნთქვაც დამავიწყდა.. მერე ჩაიცინა თვალებში შემომხედა და ისევ დივანზე ჩამოჯდა..
-რა გააკეთე?
-რა გავაკეთე?
-უფროსს რატომ მოთხოვე რომ მარტო შენ უნდა გადაგიღო..
-ასე მინდოდა და იმიტომ.. რას აპირებ არ გადამიღებ თუ სამსახურიდან წახვალ?
-არსად წასვლას არ ვაპირებ... მე არავის სათამაშო არ ვარ... მე შენი ის სათამაშო არ ვარ ბავშვობაში რომ იტირებდი და მოგცემდნენ... ჩემით ვერ ითამაშებ ამის უფლებას არ მოქცემ.
გაბრიელს სახეზე ღიმილი მოედო... მაგრამ ეს არ იყო გაკვირვების ღიმილი ეს გამარჯვების ღიმილი იყო.. მომიახლოვდა და მხრებში ჩამჭიდა ხელები... თვალებში ვერ შევხედე და თვალები მის ტუჩებთან გავაჩერე..
-ეს არაა ჩემი ახირება და არც შენით თამაშს არ ვაპირებ... არ გამკვირვებია შენი რეაქცია პირიქით გამიხარდა... გამიხარდა რომ შენში არ შევმცდარვარ.. შენ პირველი ხარ ვინც ჩემი ვიზუალით არ დაინტრესდა, აქამდე მეგონა რომ ჩემი სხვა ელფერი არავის აინტერესებდა... შენ ხარ პირველი ვინც მაჩვენა რომ ფოტოს გადაღებისას ბუნებრიობა უფრო დასაფასებელია ვიდრე გადაპრანჭულობა... გუშინ შენ დამანახე თუ რა შეუძლია ადამიანის რწმენას, შრომისმოყვარეობას და პასუხისმგებლობას.... როცა ლუკამ მასთან მუშაობა შემოგთავაზა შენს ადგილას სხვა იმ წამსვე დათანხმდებოდა მინიმუმ კი მოვიფიქრებო ეტყოდა შენ კი მისი სიტყვები გაატარე, მაშინ შენით ავღრფთოვანდი შენი ერთგულება დავინახე.. ეხლა კი ამ შრომისმოყვარეობის და ერთგულების საფასურს იღებ..
დაასრულა ლაპარაკი და მომშორდა მე კი იმედგაცრუების მეტს ვერაფერს ვგრძნობდი... მერჩივნა ამ გამოსვლას და თბილი სიტყვების ფრქვევას უბრალოდ ეთქვა რომ ეგოისტურად მოვწონდი და ჩემთან ახლოს ყოფნა უნდოდა... მადლობა ვუთხარი და საპირფარეშოში გავიქეცი პირველად მომინდა გულით მეტირა... მიუხედავად იმისა რომ ამდენი ხანია უკვე უიმედოდ მიყვარს, ახლა პირველად ვიტირე არა იმაზე რომ ვერ შემამჩნია... არამედ ჩემს სისულელეზე რომ ოცნების კოშკები ავაგე რომ მისი სითბო შევიფერე და ახლა ყველა ჩემი აგებული კოშკი თავზე მენგრევა... საკუთარ თავს სარკეში შევხედე და დავპირდი რომ აღარ ვიტირებდი... რომ დღეიდან სამუდამოდ დავივიწყებდი გაბრიელს... ტელეფონზე ისევ უცხო ნომერმა დამირეკა..
-ანა.. ანიკო ვარ გაბოს მეგობარი როგორ ხარ?
-კარგად ანიკო შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად ანა, შენ გუშინ თქვი რომ პოეზია გიყვარს... ხო და დღეს საღამოს ლიტერატურულ კაფეში გელოდები..
-მადლობა ანიკო შენ არ იცი როგორ გამახარე...
-სამადლობელო არაფერია უბრალოდ ძალიან მომეწონე და მინდა რომ დავმეგობრდეთ.
-მეც მინდა ანიკო... მაშინ საღამომდე.
ანიკოს დავემშვიდობე მოვწესრიგდი და გაბრიელის გადასაღებად მოვემზადე.. აშკარად ახლა უფრო თავისუფალი ვიყავი ტირილმა მიშველა ცოტა დავიცალე.. ვუღებდი ფოტოებს და იმის ნაცვლად რომ დამვიწყებოდა უფრო ძლიერ შემოდიოდა ჩემს გულში.. გადაღება დავასრულე გადავწყვიტე ფოტოები სახლში გამეკეთებინა ამიტომ პირდაპირ ანიკოსთან მივდიოდი... ტაქსს ველოდებოდი გაბრიელი რომ გაჩერდა ჩემს წინ..
-მის ანასტასია სად მიბრძამდებით?
-ლიტერატურულ კაფეში მისტერ გაბრიელ..
-ერთი გზა გვქონია დაბრძანდით... ანიკომ დაგპატიჟა ხომ?
-ხოო ანიკომ დამმპატიჟა უნდა რომ ვიმეგობროთ..
-კარგია ანიკოს ეხერხება ადამიანების გამოცნობა ამიტომ ცოტა მეგობარი ყავს..
-ალბათ გვაქვს რაღაც საერთო.
-ალბათ..
ისე ვნახე ანიკო და ისე დავჯექი ჩემს მაგიდასთან რომ გაბრიელისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.. ჩემი ყურადღება განსაკუთრებით ერთმა ბიჭმა მიიპყრო რომელიც საოცარი გრძნობით კითხულობდა ლექსებს... უცებ ნაცნობი ბარიტონი გაისმა დარბაზში და ახალი აღმოჩენა გავაკეთე..
-თავს დიდხანს არ შეგაწყენთ მხოლოდ ორ ლექსს წაგიკითხავთ... პირველი ლექსი ეკუთვნის ზურაბ გორგილაძეს.. რახან ლექსების უმეტესობა ქალებზე იყო მეც ამ თემას გავაგრძელებ...
ჭკვიანი ქალი დასცინის ლამაზს,
ლამაზი ქალი დასცინის ჭკვიანს,
სულ ასე იყო ამ ქალურ თამაშს,
ადამის ვაშლის ნაფცქვენი ჰქვია.

ადამს კი... სადღაც მიურბის თვალი
და ველ-მინდვრებში მოხეტეს ბუნდად,
ჯერ უნდა ყოვლად ლამაზი ქალი
და მერე ქალი ჭკვიანი უნდა.
ბოლო სიტყვები ისეთი ხაზგასმით წარმოთქვა რომ ტანში ჟრუანტელმა დამიარა.. ჩაახველა და მეორე ლექსიც დაიწყო.
ვეღარ გამიგია, მძულხარ,
თუ მიყვარხარ, ისე მომრევია გესლი.
ხანა ხარ ნაყოფი ედემის ხისა და
- ხანაც სიძულვილის თესლი.
ისიც კი ვიფიქრე, სამოთხის ჩიტი ხარ,
მე კი ვარ დემონი ზეცის.
მე უკვე ნასროლი თოვლის გუნდა ვარ და
შენ ფიფქი შერჩენილი ხელში.
ერთხელ მოგიძღვენი მცხუნვარე კოცნა და
თითქოს ჩავიფერფლე ცეცხლში.
არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში...
სუნთქვა შეკრული ვუსმენდი მის სიტყვებს და ტანზე ბუსუსები მაყრიდა... თითქოს იცოდა რომ ამ ლექსზე ვგიჟდებოდი.. მიყურებდა და სახეზე ამოუცნობი ღიმილი დასთამაშებდა...
......
თითქმის ივლისი იწურებოდა... შვებულების დრო იყო, მიჭირდა გაბრიელთან ურთირთობა მისი ქცევები... მაგიჟებდა ჭკუიდან გადავყავვარ, ჩემი აღმაფრენაა მისდამი საოცარ მიზიდულობას ვგრძნობ... მისი თვალები ჩუმი გამოხედვა და ვნებიანი სავსე ტუჩები... მგონი სასმელი მეტი მომივიდა...
-ანუ შევთანხმდით... ყველანი მივდივართ ბათუმში ერთი კვირით..
-ანიკო დარწმუნებული ხარ რომ დავეტევით?
-შენ და ლუკა ერთ ოთახში იქნებით მე და ჩემი ქმარი მეორეში და ანა მესამე ოთახში..
-ჩემო ვნებინო ვეფხვო...
-ლუკა ახლა მოგხვდება...
ადვილი არ იყო ჩემთვის გაბრიელის სიახლოვე მაგრამ მეგობრები შევიძინე... მათე, ლუკა და ანიკო ჩემი მეგობრებიც გახდნენ და რაც არუნდა გასაკვირი იყოს ჩემი მეგობარი გახდა გაბრიელიც... რომელიც ხშირად მაჩვენებდა ფოტოებს რომელი გოგო ჯობდა... მეც უდარდელად ვპასუხობდი მაგრამ ჩემს გულში რა ხდებოდა მხოლოდ მე ვიცოდი...
სახლში მივედი და ერთი კვირის საყოფისი ბარგი ჩავალაგე... გაბრიელი დილით გამომივლიდა და მზად უნდა დავხვედროდი... მთელი ღამე ვერ დავისვენე მთელი ერთი კვირა მომიწევდა მასთან ერთად ცხოვრება ერთ ჭერქვეშ... ანიკოს ვერ ვუთხარი უარი თორემ არ წავიდოდი..
..........
-მთელი გზა ჩუმად იჯდები..
-მე ფოტოებს ვიღებ გაბრიელ..
-ანასტასია რაზე ოცნებობ?
-მინდა რომ ჩემი ფოტოებით ხალხი აღფრთოვანდეს... მე შეიძლება ფოტო გადავუღო დაჭმუჭნილ ქაღალდს და ამაში სილამაზე ვიპოვნო... მინდა ადამიანების ღიმილი გადავიღო.. საკუთარი გამოფენა მინდა გავაკეთო.. შენ რაზე ოცნებობ გაბრიელ?
-ბედნიერ სიბერეზე შვილების და შვილიშვილების გარემოცვაში... მინდა სიკვდილისას ხელში საყავრელი ქალის დამჭკნარი ხელი მეჭიროს.... მინდა ჩემი სიყვარული სუფთა იყოს ვერავინ უნდა წაბილწოს.. წმინდა სიყვარული მინდა...
-შენი აზრით რა არის გაბრიელ სიყვარული?
-სიყვარულიი... ეს გრძნობაა რომელიც გვაყენებს დიდ სიამოვნებას და ამავდროულად დიდ ტკივილს... სიყვარულია როცა მას შიშველს ხედავ და მხოლოდ ბედნიერი ხარ მისი დანახვით მას ხარბად რომ არასოდეს შეხედავ... სიყვარული არის ნდობა ერთმანეთის მიმართ... სიყვარულია როცა დათმობებზე მიდიხართ ორივე... სიყვარულია როცა უბრალოდ სიჩუმეც კი მღერის შენთვის... როცა წვიმასთან ერთად შეგიძლია იცეკვო... სიყვარულთან არავითარი კავშირი არ აქვს ვნებას... სიყვარულია ერთმანეთზე ზრუნვაც.. სიყვარულია როცა მის გარეშე ძილი გიჭირს, როცა ჰაერი გეცოტავება... სიყვარულია როცა ისიც კი გახარებს რომ მის ფანჯრებში შუქი ანთია.. როცა უსიტყვოდ ხვდები როდის ჭირდება შენი მოფერება და როდის უბრალოდ მატო ჯდომა.. შენ გჯერა მარადიული სიყვარულის?
-მჯერა გაბრიელ... იმისაც მჯერა რომ ადამიანი შეიძლება ისე გიყვარდეს რომ მის გვერდით საერთოდ არ იყო... მჯერა რომ შეიძლება ადამიანზე იცოდე ყველაფერი და მაინც გიყვარდეს... მე იმის მჯერა რომ გული ჩვენ არასოდეს გვეკითხება ვინ უნდა აირჩიოს... მჯერა რომ გულის მიერ არჩეული ადამიანი ყოველთვის არის ჩვენი სიყვარულის ღირსი.. თუნდაც ის ვერ გამჩნევდეს შენ მაინც რომ სიცოცხლეზე მეტად გეყვარება ასეთი სიყვარულის მჯერა... მჯერა მარადიული სიყვარულის და არ ვფიქრობ რომ ეს მხოლოდ ფილმებში და წიგნებში არსებობს... მჯერა რომ სიყვარულს საზღვრები არ აქვს.. რომ ნამდვილ სიყვარულს დრო ვერ გააუფერულებს რადგან ნამდვილი სიყავრული დღითიდღე უფრო იზრდება და ფერადდება უფრო კაშკაშა ხდება.
ორივე გავჩუმდით ამ წამს დუმილი უფრო მეტის მთქმელი იყო ვიდრე სიტყვები.. გზაც გაიწელა ახლა მხოლოდ მისგან შორს ყოფნა მინდოდა..
...........
ლუკას ოხუნჯობაც კი ვერ გვახალისებდა მე და გაბრიელს.. ორივე სადღაც დავფრინავდით მთელი კვირაა უბრალოდ ერთმანეთს თავს ვარიდებთ.. მიუხედავად იმისა რომ უკვე გვიანი იყო სანაპიროზე გასეირნება გადავწყვიტე... ბოლოს ქვებზე გავწექი და ცას ვუყურებდი თან ისევ ტუჩს ვიწვალებდი...
-შეგცივდება...
-არ ცივა გაბრიელ იმასაც ვაპირებ რომ ვიბანაო არ შემომიერთდები?
-დიდი სიამოვნებით ქალბატონო..
სარაფანი გავიხადე და ზღვაში შევედი წყალი თბილი იყო.. მაგრამ გაბრიელი მოახლოებაზე ბუსუსებმა დამაყარა.. ისევ ტუჩის წვალება დავიწყე... გაბრიელი მომიახლოვდა და ტუჩზე ცერა თითი გადამისვა.. კანკალმა ამიტანა...
-უფრო საინტერესო გზა ვიცი რითაც შეიძლება შენი ტუჩები დაკავდნენ...
ჩემსკენ დაიხარა და მისი ბაგეები, სისხლივით წითელი ბაგეები ნაზად შეეხო ჩემს გაცრეცილ ბაგეებს... მიუხედავად იმისა რომ წყალში ვიყავი სხეულზე ცეცხლი მომედო... ყველა ნერვმა ერთდროულად დაიწყო ფეთქვა... უცებ თითქოს გონს მოვიდაო გაბრიელი მომშორდა და წყლიდან ამოვიდა... მე კიდევ ტუჩზე თითებს დავასრიალებდი ახლაც ვგრძნობდი მისი ბაგეების გემოს... სიგარეტის გემოს... მეც მას მივბაძე და სახლში მივედი არავინ იყო ამიტომ პირდაპირ ჩემს ოთახში ავიპარე... უცებ კარი გაიღო და გაბრილი შემოვიდა მე კი საცურაო კოსტიუმის ამარა ვიდექი.. უბრალოდ გაიღიმა და კარებს მიეყრდნო.. ხელი ისევ სარაფანს დავავლე და ავიფარე..
-მე ბოდიშის მოსახდელად მოვედი.. არ მინდა რომ დავშორდეთ ამის გამო მინდა ისევ მეგობრები ვიყოთ...
-და რა მოხდა?
-ანუ არ გახსოვს...
-არა და გთხოვ რომ გარეთ გახვიდე უნდა დავიძინო..
-დავრჩები რა.. ლუკასთან ძილი არ მინდა.
-და ჩემთან ერთად დაიძნებ?
-რატომაც არა.. საკმაოდ დიდი საწოლია და არამგონია ისე ვერ დავწვე რომ არ მოგეკარო.
თვითონაც არ ვიცი რატომ მაგრამ დავთანხმდი.. ისე დავწექით რომ ერთმანეთს არ ვეხებოდით ჩვენს შორის მანძილიც კი იყო დარჩენილი...
-ვინმე გიყვარს?
-რა გაბრიელ?
-მამაკაცზე გეკითხები არის ვინმე ვინც ისეთი სიყვარულით გიყვარს როგორიც აღწერე?
-კი... მიყვარს არის ერთი მაგრამ ის ვერცკი მამჩნევს..
-თუ გიყვარს ახლა აქ ჩემს გვერდით რატომ წევხარ...
-გინდა სიმართლე გითხრა? მინდა რომ ამ სიყვარულითვის საპასუხო გრძნობა მივიღო ან საერთოდ ამოვიგლიჯო გულიდან მაგრამ არ გამომდის გესმის?
ცრემლები ვეღარ შევიკავე და ავტირდი.. გაბრიელი ჩემსკენ მოჩოჩდა და გულში ჩამიკრა..
-დამშვიდდი... ზოგჯერ უბრალოდ უნდა ეცადო შეგამჩნიონ..
-და შენ გაბრიელ შენ გიყვარს ვინმე?
-არ ვიცი, აქამდე მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი როგორ შემეტყუებინა საწოლში ახლა კი იმაზე ვფიქრობ რომ იმ საწოლში სადაც ვიძინებ მის გარეშე სიცარიელეა.. რომ მინდა სულ ჩემს სიახლოვეს იტრიალოს... არ მინდა მისი ცრემლების ნახვა მე მხოლოდ მისი ღიმილი მინდა....
..........
ჯერ ზარი ანასტასიასთან დავრეკე ეტყობა სახლში არ იყო... ტელეფონიც გამორთული ქონდა.. მერე დიანასთან ავედი... კარი გამიღო და გაცოფებული სახით მომაჩერდა...
-რა გინდა მითხარი რატომ არ ისვენებ... რა დაუშავე? რით აიძულე რომ წასულიყო მითხარი დროზე.
დიანამ ხელები მკერდზე დამიშინა და ატირდა.. მისი დამშვიდება ვცადე მაგრამ მომიშორა ვერ ვხვდებოდი მე რა დავუშავე ანას... იმღამით მხოლოდ გვეძინა ბათუმიდან დაბრუნების მერე კი უბრალოდ გაქრა...
-დიანა დაწყნარდი და ამიხსენი რა ხდება?
-შენ მას უყვარდი... გაბრიელ უყვარდი გესმის? არ ვიცი რა მოხდა ბათუმში მაგრამ იქიდან განადგურებული დაბრუნდა დღეს დილას კი წერილი დამხვდა კარების ქვეშ რომ მიდის მარტო ყოფნა ჭირდება და არ მოვძებნოთ... შენი ბრალია რაც შენ გაგიცნო მისი სილაღე გაქრა.. ეს მისი ბინის გასაღებია ყველა პასუხს იქ იპოვნი..
გასაღები გამოვართვი და ანას ბინაში შევედი ის მართალი იყო თითქოს ერთ თვეში ეს ბინა შეცვლილიყო... ახლა ყველგან ჩემი ფოტოები ეყარა... ყველა ფოტოდან ჩემი თავი მიცქერდა... იქვე ეგდო მისი დღიურიც ვიგრძენი რომ მისი წაკითხვა გასცემდა ყველა ჩემს კითხვას პასუხს...
......
დღეს ზღვის სანაპიროზე ბიჭი დავინახე, ფოტოსესია ქონდა იცი რაღაცნაირი თვალები ქონდა მგონი შემიყვარდა... სიგიჟეა არა შეგიყვარდეს ადამიანი რომელიც მხოლოდ ერთხელ ნახე და მასზე არაფერი არ იცი.. უბრალოდ ნამდვილი სიგიჟეა მგონი მართლა გავგიჟდი... მერე იგივე ბიჭი კაფეში დავინახე ამჯერადაც სევდიანი თვალები ქონდა.. მომინდა მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი მაგრამ ვერ გავბედე..
.......
უკვე რამოდენიმე დღე გავიდა მე კი არ მავიწყდება ის ბიჭი... დღეს მისი ფოტო ვნახე ჟურნალში და მივხვდი რატომ ქონდა სევდიანი თვალები... გაბრიელ ბერიძე ყოფილა რამოდენიმე დღის წინ მისი საცოლე გარდაცვლილა ავტოავარიაში მომხდარა.. მიუხედავად იმისა რომ არ ვიცნობდი გული მეტკინა მგონი მართლა გავგიჟდი არაა..
.....
დღეს სამსახურში აგვიყვანეს მე და დიანა მასთან ისე ახლოს ვარ და ისე შორს რომ გული მეკუმშება... პირველივე დღეს მიყვირა გიორგიმ მან კი დამიცვა.. მიუხედავად იმისა რომ არ იცოდა ვინ ვიყავი დამიცვა, მისი თვალები შეცვლილა ისეთი სევდიანი აღარ აქვს თითქოს უფრო ლაღი გამხდარა... მგონი შევცდი ის ტკივილს საოცრად შეუცვლია, ახლა ქალებს წინდებივით იცვლის... მაგრამ არცერთთან არ აქვს ერთ ღამეზე მეტი ურთუერთობა.. გოგოები ლაპარაკობდნენ რომ მის საწოლში დაძინების საშუალებას არავის აძლევს.. მის ბინაში თითქმის ყველა მოდელია ნამყოფი მის საძინებელში კი არავინ.
.......
მისი აჩრდილი გავხდი უკვე მისი ცხოვრებით ვცხოვრობ.. ვიცი რა უყვარს, პიცა უყვარს... წიგნის კითხვის დროს ვერაფერს ამჩნევს.. მწარე ყავა უყვარს ნეტა თუ იცის რომ ყავას მე ვუდუღებ? ალბათ არა... სულელივით ვდგავარ და ველოდები როდის დამიძახებს ვინმე რომ მას დავეხმარო... ხვალ ფსიქოლოგთან ვაპირებ მისვლას.
......
რამოდენიმე დღის წინ ფსიქოლოგთან ვიყავი... იცი არ დაუცინია მხოლოდ ის მითხრა რომ გაბრიელი დროებითი გატაცებაა მე კი ვიცი რომ ნამდვილად მიყვარს... ახლა როცა მასთან ასე ახლოს ვარ როგორ შემიძლია რომ დავივიწყო? განა ეს შესაძლებელია?
არა ეს შეუძლებელია მე მარადიული სიყვარულის მჯერა... მჯერა რომ სიყვარულს შეუძლია სიგიჟეები ჩაგადენიოს.. მეც სიგიჟეს ჩავდივარ ვუთვალთვალებ... მისით ვსუნთქავ, მისით ვივსები...
.......
დღეს უბედნიერესი ვარ პირველად წარმოთქვა ჩემი სახელი... დამელაპარაკა თურმე იცის რომ ყავას მე ვუდუღებ.. მაგრამ ამავდროულად გული მეტკინა როგორც მეგობარს ისე შემომხედა.. სხვა გოგოებივით შებმა არ დამიწყო.. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის უბრალოებაში...
....
ახლა ის აქ არის ჩემს სახლში.. ჩემს დივანზე ჩაეძინა.. მძინარეს ცოტახანს ვუყურე... დღეს მომეჩვენა რომ მეფლირტავებოდა. მისი მეგობრები გამაცნო, როცა გამოვეპარე უკან გამომყვა აი მანდ მომეჩვენა რომ ჩემთან ფლირტის გაბმა უნდოდა... შემიძლია მშვიდად დავიძინო რადგან ახლა ვიცი სად არის და როგორ არის.
....
ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი მოხდა ჩემს ცხოვრებაში... კარგი ისაა რომ სამსახურში ამიყვანეს ცუდი კი ისაა რომ მხოლოდ გაბრიელთან მომიწევს მუშაობა შენ როგორ ფიქრობ გავძლებ რომ მასთან ასე ახლოს ვიყო ისეთი თბილი სიტყვები მითხრა თუ რატომ ამირჩია მე მაგრამ ამ ყველაფრის მოსმენას მერჩივნა რომ ეთქვა ეგოისტურად მოვწონვარ და ჩემთან ახლოს ყოფნა უნდა... დღეს კიდევ მოხდა ერთი რაღაც პირველად მოვისმინე მისი წაკითხული ლექსი.. თან იცი ჩემი საყვარელი ლექსი წაიკითხა..
....
დასრულდა... გუშინ მომხდარის შემდეგ გადავწყვიტე ყველაფერი დასრულდა იქ სადაც დაიწყო, ვივიწყებ დღეიდან სამუდამოდ ვივიწყებ გაბრიელს.. როგორ? ეგ არ ვიცი.. ერთი კვირით მოვშორდები თბილისს და მოვიფიქრებ როგორ დავივიწყო... იცი რა მოხდა გუშინ? მაკოცა.. ამ სიტყვის წერისასაც კი ჟრუანტელი მივლის... ცეცხლი მეკიდება.. ჩემს გვერდით ეძინა და მირჩევდა რომ მეცადა შევემჩნიე... მე კი უარის მეშინია და მის დავიწყებას ვცდილობ.. დღეიდან ყველაფერს ვასრულებ...
.......
თურმე ვუყვარდი.. მას კი შეშინდა, არ შეიძლება ადამიანს ესე ძალიან უყვარდე და ვერ შეამჩნიო.. ახლა მე დავიწყე სიგიჟეების ჩადენა და მის სახლში ცხოვრება ერთი ვიცოდი ერთი კვირა მქონდა მოსამზადებლად, იმ დღეს რომ ის სისულელეები არ მეთქვა და უბრალოდ სიმართლე მეთქვა რომ მომწონდა.. ახლა ერთად ვიქნებოდით და ერთმანეთით დავტკბებოდით... გადაწყდა დღეიდან მე ვიწყებ მისთვის ბრძოლას..
.....
ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე რომ გაბრიელი დამევიწყებინა ამიტომ ცოტა ხანს აღარ უნდა მენახა... სოფელში წავედი ბებიასთან ტელეფონიც გამოვრთე და არც არავისთვის მითქვამს სად მივდიოდი... მაგრამ სოფელში ვერ გავძელი და სამ დღეში თბილისში დავბრუნდი...
კარის საკეტი გადავატრიალე ჩაბნელებულ სახლში შევედი და კაბა გავიხადე მხოლოდ საცვლების ამარა შევაბიჯე მისაღებში და ადგილზე გავშეშდი..
-შენ აქ რა გინდა?
-მე აქ ვცხოვრობ...
-გაბრიელ რა გინდა აქ ან როგორ შემოხვედი..
ჩემსკენ რომ წამოვიდა უკან დახევა ვერ მოვახერხე.. ისიც მხოლოდ შორტებით იყო.. მომიახლოვდა და სხეულზე ამიკრო.. ახლა იმის ნაცვლად რომ ხელები მექნია და მეთხოვა გამიშვი მეთქი მის ხელებში ყინულივით დავდნი..
-გაგ ტუჩს თქვი დაანებე თორემ რაც მოხდება შენს თავს დააბრალე..
-რა გინდა აქ? ან რა გინდა ჩემგან.
-ბათუმში დაწყებული საქმე უნდა დავასრულო..
ნაზად შემეხო ბაგეებზე ჯერ ნაზად მკოცნიდა თანდათან უფრო მომთხოვნი გახდა.. ჩემი ტუჩები კბილებს შორის მოიქცია და თეძოებზე ხელები მომიჭირა.. ამაზე ნაზად ამოვიკვნესე... საწოლთან ბიუსჰალტერისგანაც გამანთავისუფლა... ჯერ ყელზე გადავიდა ნაზი და სხელი კოცნით, მერე მკერდზე.. ვნებისგან თვალები დავხუჭე და ქვედა ტუჩი ისევ კბილებს შორის მოვიქციე..
-ნუ ცდილობ გამაგიჟო.. ტუჩს თავი დაანებე..
ისევ მკერდს მიუბრუნდა.. ეხლა ტრუსებს დაწვდა და გამხადა... მხოლოდ მიყურებდა ვნებიანი და ამღვრეული თვალებით.. მერე გაჩერდა და შემომხედა...
-არ შემიძლია... შენგან თანხმობის გარეშე არ შემიძლია.. არ მინდა რამე ინანო.. ვნებას ვერ მივცემ უფლებას ჩვენი სიყვარული წაბილწოს..
-ჩვენი სიყვარული... მხოლოდ ეს გავიმეორე და ახლა მე მოვიქციე მისი ქვედა ტუჩი კბილებში.. ცდილობდა რაც შეიძლება ნელა გაეკეთებინა ყველაფერი რომ ჩემთვის არ ეტკინა.. ყურთან მეჩურჩულებოდა..
-ეგოისტი ვარ სხვისთვის არ მემეტები შენ მარტო ჩემი ხარ ჩემი ანასტასია... პირველად იმ დღეს დაგისაკუთრე გიორგი რომ გეჩხუბა.. შენ ჩემი ხარ.. ჩემი ქალი ხარ, ჩემი ცოლი და ჩემი შვილების დედა.. ერთადერთი ხარ ვისთან ერთადაც ძილი მინდა.. მინდა შენით ვივსებოდე შენზე ზრუნვით დავიღალო.. მინდა ლექსებს გიკითხავდე.. მხოლოდ შენი სუნთქვა უნდა ეფინებოდეს ჩემს მკერდს..
ამ ყველაფრის მოსმენისას თვალებიდან ცრემლები წამომივიდა...
-გთხოვ არ იტირო.. გთხოვ მაპატიე არ მინდოდა შენთვის მეტკინა.. ცხოველი ვარ..
-არა მაგისგამო არ ვტირი... არ მტკენია მე ბედნიერებისგან ვტირი ეს ცრემლები ბედნიერებისაა.. შენი ვარ შენი მარტო შენი ქალი ვარ, შენი ცოლი და შვილების დედა ვიქნები სხვისი არასოდეს.. მხოლოდ შენს მკერდზე დამეძინება მშვიდად.. მიყვარხარ გაბრიელ.
-მეც მიყვარხარ ჩემო ანასტასია..
......
-გაბრიელ საზამთო მინდა..
-კარგი რა ანასტასია სად ვნახო შუა თებერვალში საზამთრო..
-მე არ მინდა შენს შვილებს უნდათ..
გავებუტე და თავი შევატრიალე... მუცელთან დაიხარა და ბავშვებს დაუწყო ლაპარაკი..
-მამიკო დედიკოს გაუფრთხილდით მე კი წავალ და საზამთროს მოვიტან სამივესთვის..
....
სამოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაბრიელი და ანასტასია საწოლში იწვნენ... გაბრიელს ანასტასიას დამჭკნარი ხელი ეჭირა და ხვდებოდა რომ დრო იყო.. ჯერ გაბრიელმა ამოისუნთქა უკანასკნელად მერე კი ანასტასიამ შეასრულა საქორწინო ფიცი და ქმართან ერთად მანაც ბოლოჯერ ამოისუნთქა...
არცერთი წუთი არ უცოცხლია ანასტასიას გაბრიელის გარეშე...
ვიცი ბევრს არ ჯერა რომ სიყარული მარადიულია მაგრამ მე მჯერა სწორედ ასეთი სიყვარულის სჯეროდათ ჩემს მშობლებს.. გაბრიელ ბერიძესა და ანასტასია აბაშიძეს.. მშობლიურ ქალაქში დაწყებული სიყვარული მარადიული გახდა.. სიგიჟეებსაც ჩადიოდნენ.. ბევრი ბედნიერი წელი იცხოვრეს ერთად ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო რაც დედაჩემი მამააჩემის ქალი, ცოლი და შვილების დედა იყო..
ჩემი დამჭკნარი ხელი ჩემი ქმრის ხელს შევაგებე და თბილად გავუღიმე..
გახსოვდეთ თუ გწამთ რომ სიყვარული მარადიულია ეს ასეც იქნება..
"ერთხელ მოგიძღვენი მცხუნვარე კოცნა და
თითქოს ჩავიფერფლე ცეცხლში.
არც შენ იყავი ყინულის ნატეხი და
ლამის შემომადნი ხელში..."



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

me momewona dzalian. kargi da tbili istoria iyo!!!

 


№2  offline წევრი natia-natia

Dzaan sayvareli istoria iyo <3

 


№3 სტუმარი Guest Firefly

საოცრება იყო!

 


№4  offline მოდერი Maiaabuladze

nawkas12345
me momewona dzalian. kargi da tbili istoria iyo!!!

მადლობა ❤ ექსპრომტად დავწერე და არ მეგონა თუ ვინმეს მოეწონებოდა ❤

natia-natia
Dzaan sayvareli istoria iyo <3

მადლობა ❤
Guest Firefly
საოცრება იყო!

მადლობა ❤

 


№5  offline წევრი ლელუკა

ტირილით გავსკდი ძალიან იმოქმედა შემზე

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

ლელუკა
ტირილით გავსკდი ძალიან იმოქმედა შემზე

მადლობა ❤ არ ვიცი რა გითხრა ეს ისტორია ჩემს ისტორიებს შორის ყველაზე მოკლე ხანში დავწერე.. რაღაცნაირად მთელი ჩემი გრძნობა და აზრები ჩავდე შიგნით.... მიხარია თუ მოგწონთ ეს ჩემთვის სტიმულია ❤

 


№7  offline წევრი gvanciii kereselidze

ვაიმეეე რაა კარგი იყო ...ყოჩაღ ძალიანნ მაგარიი იყო... იმედიი სხვაა ისტორიასაცც დადებბ... <3
--------------------
G.ke

 


№8  offline წევრი TeddyBear

ძალიან მომეწონა ^^
ლამაზი ისტორია იყო ❤
ვნანობ აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული ❤

 


№9  offline მოდერი Maiaabuladze

gvanciii kereselidze
ვაიმეეე რაა კარგი იყო ...ყოჩაღ ძალიანნ მაგარიი იყო... იმედიი სხვაა ისტორიასაცც დადებბ... <3

აუცილებლად ეხლა ვწერ ერთს ❤

TeddyBear
ძალიან მომეწონა ^^
ლამაზი ისტორია იყო ❤
ვნანობ აქამდე რომ არ მქონდა წაკითხული ❤

ვაიმე ტედი შენმა კომენტარმა ისე გამაბედნიერა ამას სიტყვებით ვერ გადმოვცევ ❤ ვგიჟდები შენზე

 


№10  offline წევრი Mmariami)

როგორ მომეწონა ❤️
როგორი განსხვავებული იყო გაბრიელი და როგორი ძლიერი იყო ანას სიყვარული ❤️
მე მჯერა მარადიული სიყვარულის
ესეთი სიყვარულის
და
ამათი სიყვარულის მჯერა მე:) ❤️

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

Mmariami)
როგორ მომეწონა ❤️
როგორი განსხვავებული იყო გაბრიელი და როგორი ძლიერი იყო ანას სიყვარული ❤️
მე მჯერა მარადიული სიყვარულის
ესეთი სიყვარულის
და
ამათი სიყვარულის მჯერა მე:) ❤️

მადლობა მარიამ ❤ შენ არ იცი ეხლა როგორ გამახარე ❤

 


№12  offline ადმინი შამანი

აუ, როგორი თბილი იყო❤
ძალიან ,ძალიან ვისიამოვნე კითხვით და შინაგანად გავთბი❤
გაბრიელი კიდე რა მაგარი ბიჭია ❤ ყოჩაღ მაი, ასეთი ტკბილი და თბილი ისტორიის დაწერისთვის❤❤❤❤
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№13  offline მოდერი Maiaabuladze

შამანი
აუ, როგორი თბილი იყო❤
ძალიან ,ძალიან ვისიამოვნე კითხვით და შინაგანად გავთბი❤
გაბრიელი კიდე რა მაგარი ბიჭია ❤ ყოჩაღ მაი, ასეთი ტკბილი და თბილი ისტორიის დაწერისთვის❤❤❤❤

ანინე შენს კომენტარს ველოდი გულისფანცქალით ❤ მადლობა, გავიბადრე და უსაზღვროდ გავბედნიერდი ❤

 


№14  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaa ❤

 


№15  offline მოდერი Maiaabuladze

Laliashvili009
Dzalian momewonaa ❤

მადლობა ❤

 


№16  offline წევრი მეDina

როგორ 'დამიტკბო' საღამო შენმა ისტორიამ მაიკოო ♥️
--------------------
☆NaT☆

 


№17  offline მოდერი Maiaabuladze

მეDina
როგორ 'დამიტკბო' საღამო შენმა ისტორიამ მაიკოო ♥️

როგორ მიხარია ❤ მადლობა რომ დრო დამითმე ❤

 


№18  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Boloshi dzaan waazgapre magram ertianobashi araushavda

 


№19  offline მოდერი Maiaabuladze

uchveulo
Boloshi dzaan waazgapre magram ertianobashi araushavda

მადლობა ❤

 


№20 სტუმარი Dea

Lamazi daxvecili da dzalian spetaki istoria iko kocjax ese gaagrdzele

Lamazi daxvecili da spetaki istoria iko kochag ese gaagrdzele

 


№21  offline მოდერი Maiaabuladze

Dea
Lamazi daxvecili da dzalian spetaki istoria iko kocjax ese gaagrdzele

Lamazi daxvecili da spetaki istoria iko kochag ese gaagrdzele


დიდი მადლობა ❤️

 


№22 სტუმარი ეკა 5

აი, ძაააალიან მომეწონა ❤️ უბრალოდ, არ ვიცი, როგორ ვთქვა... სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაღ, მიყვარს ასეთი ისტორიები, არც გაწელილი, არც გადატვირთული, არც ზედმეტი არაფერი! წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება ????????????????❤️❤️❤️❤️❤️

 


№23  offline მოდერი Maiaabuladze

ეკა 5
აი, ძაააალიან მომეწონა ❤️ უბრალოდ, არ ვიცი, როგორ ვთქვა... სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაღ, მიყვარს ასეთი ისტორიები, არც გაწელილი, არც გადატვირთული, არც ზედმეტი არაფერი! წარმატებები და ბედნიერი ცხოვრება ????????????????❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა, ეს ისტორია თუ კიდევ ვინმეს ახსოვდა არ მეგონა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent