სიცოცხლის ფასი 1
ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე გამითენდა. მე(რებეკა) და ჩემი ოჯახი (მამა,დედა,უმცროსი და ლაილა და უფროსი ძმა ფრედი) დასასვენებლად მივდივართ ბორა ბორაზე. წარმოგიდგენიათ?! ჩემი ოცნების კუნძულზე. მართალია ბარგი უკვე ჩავალაგე და ბილეთებიც მილიარდჯერ ვნახე,მაგრამ მაინც არ მჯერა. -ბეკა! ბეკა! ბეკა! ოთახში ლაილა შემოვარდა,სამი წრე დამარტყა გარშემო და ჩემს სარკიან ტუმბოს მიუჯდა. -თმა გამიკეთე. ის მხოლოდ ხუთი წლისაა.თითქმის მე გავზარდე. დედას სულ ვეხმარებოდი. მასთან მივედი. ვაკოცე ორივე ლოყაზე და თმების გაკეთება დავუწყე. ძალიან ლამაზი თმები ქონდა,მუქი ქერა. მზის შუქზე ოქროსფრად უბრწყინავდა. მე ასეთი თმა არ მაქვს. რატომ? იმიტომ რომ ლაი მამას გავს. ქერა და ცისფერთვალება. მე და ფრედი კი დედას. აი ფრედიც შემოვარდა ხსენებაზე. -ბეკა ლეო გელოდება ქვევით. -უთხარი რომ ვერ ჩავალ. არ მცალია. -თქვენ რა?იჩხუბეთ? -არა ჯერ არ გვიჩხუბია და სანამ ჩხუბს დავიწყებ ჯობს წავიდეს. -რამე გაწყენინა? -ფრედ გთხოვ ახლა არ გვინდა. თვალით ლაი-ზე ვანიშნე. -ლეო!ლეო! წამოდი რა ბეკა ვნახოთ! ლაილა სკამიდან წამოხტა,ხელი მომკიდა და კარისკენ გამქაჩა. -ლაი თმა არ დამისრულებია. -ლეო აღარ გიყვარს? მკითხა მან. -ლაი წადი შენ მიესალმე ლეოს. ის ოთახიდან გაიქცა. -ახლა მომიყევი. -ფრედ ოღონდ არაფერი უთხრა მას და არც ეჩხუბო. -ბეკა! -პირობა მომეცი. -ასეთი რა ქნა? -ეგეთი განსხვავებული არაფერი. ის რასაც ყველა ბიჭი აკეთებთ. ახალი გოგო დაინახა და ეგრევე მასთან მიღალატა. -ბეკა… -ვიცი ფრედი უკვე მითხარი სანამ მასთან შეხვედრას დავიწყებდი რომ ის მექალთანეა და ტყუილად მეფიცებოდა რომ შეიცვალა. და ისიც ვიცი რომ ბავშვობის მეგობრები ხართ და უერთმანეთოდ არ შეგიძლიათ ამიტომ ჩემ გამო მასთან ურთიერთობა არ გაიფუჭო. -ბეკა გიჟი ხარ?! შენ ჩემი და ხარ. რომელი მეგობარი გაგიტოლდება შენ? იცოდე რომ ლეო ინანებს თავის საქციელს. ფრედი ჩამეხუტა. დიდი განსხვავება არაა ჩვენს ასაკში,მაგრამ მაინც ჩემი დიდი ძამიკოა. ის 21 საა მე კი 19. -კარგი გვეყო. ფრედი მოვიშორე და სარკესთან დავჯექი მისგან ზურგით. -თმას გავიკეთებ და ჩამოვალ. -კარგი. მალე ქენი. ის ოთახიდან გავიდა. ცრემლები მოვიწმინდე, თავი წესრიგში მოვიყვანე და ჩავედი. დედა და მამა თავის ნივთებს ალაგებდნენ და აქეთ-იქით დქრბოდნენ. ლეო დივანზე იჯდა და ლაილას ეთამაშებოდა. ფრედი თავის მოტოციკლს წმენდდა. -ლეო გარეთ გავიდეთ. ვუთხარი და არც დავლოდებივარ გარეთ გამოვედი. -ფრედი შეგიძლია ლაის მიხედო? ფრედიმ დაინახა ლეო რომ გამოვიდა და უსიტყვოდ შევიდა სახლში. სიტყვის თქმა არ დავაცადე, სილა გავაწანი თან ისეთი ძლიერი რომ ხელი მეტკინა. მან თავი დახარა. -ბეკა დამნაშავე ვარ. რაიანს არ უნდა ავყოლოდი. -არაუშავს დღეს გაპატიებ, ხვალ ჯესიკას აყვები და ასე შემდეგ. -ბეკა გთხოვ მაპატიე, არ მიმდოდა ასე გამოსულიყო. -ლეო წადი. -რომ დაბრუნდები ისევ დავილაპარაკებთ ამაზე ბეკა დაგიმტკიცებ რომ ეს რაიანის გეგმის ნაწილი იყო. მას ხმა უკანკალებდა საუბრისას. ასეთი რამე პირველად შევატყვე მას. რაღაცნაირად ჩავთვალე რომ უნდა მეპატიებინა ლეოსთვის. რატომ? უბრალოდ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ვეღარ ვნახავ, თითქოს ბოლო შანსი მაქვს მასთან ყოფნის. ის უკვე გზისკენ მიდიოდა ნელი ნაბიჯებით. -ლეო! მასთან გავიქეცი და ჩავეხუტე ზურგიდან. -მიყვარხარ! -ბეკა! ის შემობრუნდა და ახლა შევნიშნე ცრემლები მის თვალებზე. -ასე აღარ შემაშინო. ძალიან ძალიან ვწუხვარ. იდიოტი ვარ. მაპატიე. უბრალოდ ვაკოცე მას. რაღაც ინსტიქტურად ვმოქმედებდი. თვითონაც ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდი. ასე ადვილად რატომ ვპატიობდი ღალატს. ცოტა ხანი ერთმანეთს ვეხუტებოდით, მერე შიგნით შევედით. ლაილა ფრედის დასდევდა უკან. -ფრედი რატომ დამიბარე? ჰკითხა ლეომ ფრედ შემოგვხედა და რომ მიხვდა ყველაფერი კარგად იყო თავადაც ისე მოიქცა თითქოს არაფერი მომხდარა. -ლეო ჩემი გოგო დაიტოვე რა -რა პრობლემაა. -ჰაჰა შენი გოგო? ჰაჰა -ბეკა სასაცილო არ არის? ორივემ ერთხმად მითხრა -ო ღმერთო! თქვენ და თქვენი გოგოები! ჰაჰა -იმედია მოტოციკლზე მაინც არ ეჭვიანობ?! -საეჭვიანო ისედაც მყოფნის. ეს ფრაზა დაუფიქრებლად წამომცდა და შევატყვე ორივეს სახე შეეცვალა. -ლეო შენს მოტოციკლზე გამასეირნებ? ვთქვი რომ სიტუაცია განმემუხტა. მას სახე გაუბრწყინდა. -წამოდი ახლავე წავიდეთ. -ბარემ ჩემი წაიყვანე. ფრედის მოტოციკლით მივედით ლეოს სახლში და ის გარაჟში დავტოვეთ. ლეოს მოტოციკლზე დავჯექით. წელზე მოვხვიე ხელები და მაგრად ჩავეხუტე, იმიტომ არა რომ მეშინოდა. დიდი ხანი დავქროდით მისი მოტოციკლით ქუჩებში. სახლში მიმიყვანა. მაკოცა და ჩამეხუტა. -მომენატრები. -მხოლოდ ორი კვირით მივდივარ. -მიყვარხარ. -მეც. სახლში შევედით მალე გავემზადეთ და წავედით აეროპორტში. ლეომ გაგვაცილა. სანამ ჩასხდომა დაიწყებოდა დავემშვიდობე და ვაკოცე. მან ხელში რაღაც ჩამიდო. -სანამ არ ჩაჯდები არ ნახო. -კარგი. მაგრად ჩავეხუტე და მალევე მოვშორდი რადგან ჩასხდომა იწყებოდა. თვითმფრინავში მოვეწყვეთ თუ არა ეგრევე გავხსენი პატარა ყუთი რომელიც ლეომ ჩამიდო ხელში. შიგნით კულონი იყო ოქროსფერი გვირგვინით და წარწერით “keep me in your heart” http://www.yoyoon.com/p-img/1200x1200/201304/Stainless-Steel-Crown-Couples-Necklace-Pendant-Set_2961_2.jpg ყელსაბამი გავიკეთე და ლეოზე ფიქრში ისე გავითიშე რომ ვერც გავიგე. რომ გამომეღვიძა,რაღაც ნაჭერი ვიგრძენი თავზე და გადავწყვიტე მომეშორებინა მაგრამ ხელები ვერ გავამოხრავე რადგან დაბმული მქონდა. ნაჭერი მალევე მომხსნეს თავიდან. კუნძულზე ვიყავი რაღაც ხის სვეტზე მიბმული. როგორ აღმოვჩნდი აქ. ყვირილი მინდოდა მაგრამ დამბლადაცემულივით ვერც კიდურებს ვამოძრავებდი და არც საუბრის უნარი მქონდა. ვიღაც ბიჭი იდგა ჩემს წინაშე სულ შავებში ჩაცმული და სახე სულ მოხატული ქონდა. -მოგესალმებით ჩემს კუნძულზე. ხმა საიდანღაც ისმოდა. ის ბიჭი ხმის გაგონებაზე მუხლებზე დაეცა და თავი მიწამდე დაწია. -თქვენ ჩემს თამაშში ჩაერთეთ. მე ვარ თქვენი მმართველი, თქვენ კი ჩემი მარიონეტები. დანარჩენს მოგვიანებით გაიგებთ. დამიძახეთ აჩრდილი. ბიჭი წელში გაიმართა და რაღაც შემაბოლა სახეში რაზეც კიდევ ერთხელ გავითიშე და გონს რომ მოვედი თავი შავ ოთახში აღმოვაჩინე. უკარო ოთახი იყო ძალიან მაღალი. ფანჯრებიც ძალიან მაღლა ქონდა. საკანში კიდევ ოთხი ადამიანი იყო დაახლოებით ჩემხელა. სამი ბიჭი და ერთი გოგო. ხმა უეცრად ისევ გაისმა რამაც ყველა შეგვაშინა. -მოთამაშეებო გაიცანით ერთმანეთი. რებეკა ბენეტი, ჯინა სმიტი, პოლ დევისი, ენდრიუ ვილსონი და ეშტონ პრესკოტი. წესებს აგიხსნით. ძალიან მარტივია. ვინც გადარჩება ის ნახავს ოჯახს… ...თუ რა თქმა უნდა თქვენი ოჯახის წევრებიც გადარჩებიან. წარმატებებს გისურვებთ. ადიოს. -რა? ღმერთო ეს რა კოშმარია?! ლაი! ლაის რა ეშველება?! -და გყავს? მკითხა გოგონამ როგორც ჩანს ჯინამ. -კი ხუთი წლის ლაილა. -მეც მყავს და სარა ისიც ხუთისაა. -მოიცა ჩემი ძმაც ხუთისაა თქვა ერთმა ბიჭმა -ჩემი დაც -ჩემი ძმაც. იმ ორმაც იგივე თქვა. -თქვენ რამდენი წლის ხართ ყველა 19? ვიკითხე. და ყველა მართლაც 19-ის აღმოჩნდა. -მე უფროსი ძმა მყავს 21 ის ამაზეც ყველა დამეთანხმა რომ მათაც ჰყავთ უფროსი და-ძმა. უეცრად საიდანღაც ის შავებიანი ბიჭი შემოვიდა და იატაკზე ტანსაცმელი დადო. ხმა ისევ ჩაირთო. -დაიმახსოვრეთ აქ დასამეგობრებლად არ ხართ. მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან. ახლა გამოიცვალეთ და ჩემი მსახური გარეთ გაგიყვანთ. ტანსაცმელი უბრალო იყო. გოგოებისთვის მაისურები და მოკლე შორტები. ბიჭებისთვის მხოლოდ შორტები და უბრალო კედები ყველასთვის. გამოვიცვალეთ. ჩვენი ტანსაცმელები და პირადი ნივთები ჩამოგვართვეს. მხოლოდ ყელსაბამის გადამალვა მოვახერხე. იმ ბიჭმა კარი გააღო და სადღაც ჯუნგლებში აღმოვჩნდით. -ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო. საჭმელი და თავშესაფარი იპოვნეთ მალე დაღამდება თუ ვერ მოასწრებთ შესაძლოა ლომების ვახშამი გახდეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.