შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ.ი. (საცდელი 1 თავი)


23-12-2016, 01:39
ავტორი fencer
ნანახია 1 816

არსებობს სიყვარული?
როგორც სხვა ბევრ თემასთან დაკავშირებით,აქაც საზოგადოების აზრი სხვადასხვა გვარად იყოფა.ვიღაც თვლის, რომ სიყვარული არსებობს,რომ ის დედამიწაზე ყველაზე დიდი და წრფელი გრძნობაა,ვიღაც თვლის, რომ სიყვარული ადამიანის მიერ შექმნილი ილუზიაა და რომ ის უბრალო ∆შეჩვევაა∆,ზოგს უბრალოდ ნეიტრალური პოზიცია უჭირავს.
მე ვთვლი, რომ სიყვარული არის დედამიწის ზურგზე ყველაზე ტკბილი და ამავდროულად ყველაზე მწარე გრძნობა.არასდროს გამომცდია მაგრამ დავიფიცებ,რომ ის არსებობს.მაგალითი? დედაჩემი და მამაჩემი. ჩემი მშობლები, ჩემთვის ურთიერთგაგების,პატივისცემის,თანადგომის,ერთგულების და სიყვარულის ნომერ პირველი მაგალითია. არ მახსოვს მათი ჩხუბი,არ მახსოვს მამას გამო ატირებული დედა,არ მახსოვს მამას ყვირილი სახლში დედას მისამართით,არ მახსოვს ოდესმე დედას მამაზე სალანძღავი სიტყვები ეთქვას,არ მახსოვს არცერთი ისეთი შემთხვევა,რომელიმეს ოჯახს გარეთ პრობლემები ჰქონოდათ და ჯავრი ოჯახში ამოეღოთ,არცერთმა არასდროს იცოდა საკუთარი პრობლემების ოჯახში შემოტანა,უთქმელად ხვდებოდნენ ერთმანეთის სატკივარს და ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს.იყო,მართლა იყო პატარ პატარა კამათები,სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ არასდროს გადაჰქონდათ ეს ყველაფერი სერიოზულ ჩხუბში.იყო ათასი ადამიანის ბოროტი ენა,მცდელობები მათი წაჩხუბებისთვის,მაგრამ მათი ნომერ პირველი წესი! ,,გაითვალისწინე გარშემომყოფთა აზრი,მაგრამ არასდროს მისცე უფლება მათ,შენ ცხოვრებაში,შენი სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიგაღებინონ!"
პრინციპში არვიცი წარსულში რატომ ვყვები,ყველაფერი დღემდე ასეა!

უფროსი ძმა მყავს-გიორგი ჭოხონელიძე, ჩემზე 8 წლით დიდია-30 წლის არის.ჩემი უზარმაზარი ბედნიერება! იურისტია. საკუთარი იურიდიული ფირმა აქვს. არც ცოლი ყავს და არც შეყვარებული,თუმცა მისი გული მაინც დაკავებულია, ჩემს *ტრუსიკის დაქალზე*-ა ვინ იცის უკვე რამდენი ხანია შეყვარებული. თსუ აქვს დამთავრებული,შემდეგ კი ლონდონში სპეციალური კურსები აქვს გავლილო,საკუთარი ფირმა თითქმის 2წელია რაც ჩამოაყალიბა.იცით რა სიმპატიური ბიჭი მყავს ჩემი გიორგი? სწორი ცხვირი,ყავისფერი თმა,ყინულივით თვალები და გრძელი წამწამები აქვს,არცისე სქელი წარბები და მუდამ ,,გაპარსული'' სახე.საოცრად წესრიგის და შრომის მოყვარეა.თავისი საქმის სპეციალისტია და 5დან 4საქმე მისი გამარჯვებით მთავრდება,მოკლედ წარმატებული ბიჭი მყავს.არ მოგატყუებტ,16-17 წლამდე სანამ მივაღწევდი,ერთმანეთს ცოცხლად ვჭამდით,სულ ვჩხუბობდით,სულ შენიშვნებს მაძლევდა,სულ რაღაცისკენ მითითებდა,ვერ იტანდა ჩემი ასაკის ზრდასთან ერთად მომატებული თაყვანისმცემელთა რიცხვს,მაშინ ამის გამო ავადმყოფად ვრაცხავდი,ახლანდელი გადმოსახედიდან კი ის უბრალოდ მიფრთხილდებოდა,მივლიდა და ცდილობდა გული არ მტკენოდა,სამაგიეროდ თვითონ მოდიოდა მინიმუმ კვირაში 4ჯერ ნატკენი ხელებით... არასდროს დამავიწყდება, 14წლის ასაკში,კლასელებთან ერთად,სკოლასთან ახლოს მყოფ სადარბაზოში, სიგარეტი რომ გავსინჯეთ მე და თათამ და ჩვენ ჯინაზე არსაიდან როგორ გამოჩნდა ჩემი ძმა და მისი საძმაკაცო.სადარბაზოდან ,,მშვიდად" გვთხოვა გამოსვლა . იმ დროს მეც და თათასაც სიკვდილი გვერჩივნა.
ვერ წარმოიდგენთ როგორ გვეჩხუბა ,ალბათ მისი ძმაკაცები რომ არა შუაზე გაგვხევდა. გიორგის ძმაკაცებისთვის მეც და ,,გიორგის სიყვარულიც" პრინცესები ვიყავით და ისე გვიფრთხილდებოდნენ როგორც გიორგი. გიორგისგან კი გვიხსნეს მაგრამ ცალკე მერე ეგენიც მაგრად გვეჩხუბნენ.მე და გიორგის ურთიერთობა,ჩემს ზრდასთან ერთად დათბა,როდესაც მიხვდა რომ სანდო ვიყავი.

—————

საწოლზე წამოწოლილი ვიყავი და Facebook-ში თათას ვწერდი.
∆რას შვები თათუკ
∆რავი მარუს ნიკუშას და შენ გწერთ ახლა,შენ?
∆რავი არაფერს საერთოდ,ვინ ნიკუშას წერ?
∆გოგო,ჩვენი კურსელი რო იყო ,აბაშიძე.
∆ვაა,რა უნდა?
∆რავიცი გოგო მე,წაიღო ტვინი მნახე სალაპარაკო მაქვსო
∆არ ნახო რა,ვერ ვიტან მაგ ბიჭს
∆ვაიმე რა ბანძია იცი???
∆კი ვიცი აჰაჰ,რაო რა მინდაო?
∆სიყვარული ამიხსნა ონლაინშიი
,,ვაი შე უბედურო თუ გაიგო გიორგიმ აგაორთქლებს" გავიფიქრე ჩემთვის და წინასწარ ვუსამძიმრე აბაშიძეს.
∆რა მიწერე?
-არაფერი გოგო რა უნდა მიმეწერა ვა კაიათქო,პროსტა ეგეთ რაღაცეებს ონლაინში არ არკვევენთქო,აბა რამექნა არ მნახულობო,მეთქი არანაირი სურვილი არ მაქვს შენი ნახვისთქო და კარგი გასაგებიაო
∆უიმე უბედური,სად ხაარ?
∆ მარშუტკაში,ლილისთან მივდივარ,რა იყო?
∆ააამ,არაფერი მარტო ვარ მეთქი გამოვათქო
∆გოგო საღამოს გამოვალ,ეხა ბებოსთან რო არ მივიდე არ გამკდის ორი თვეა ვპირდები მოვალთქო
∆რას მიხსნი გოგო გცემ ეხა,გელი საღამოს,გიორგი მოვიდა მგონი ხმები მესმის გავედი გაკოცე და არ გადამაგდო
∆მიდი მიდი

°°°°°°°°

სასტუმრო ოთახში გავედი,სახლის მოკლე შორტით და რაღაც ამოღებული მაისურით.
ყველა გადავკოცნე და გიორგის 100 წლის უნახავივით ჩავეხუტე.
-რატომ არ ხართ სამსახურში ?
-დღეს ადრე წამოვედით გოგო იოანე ჩამოვიდა-პასუხი საბამ გამცა
-ეგ ის თქვენი ძმადნაფიცი ტიპია,იმდღეს რო მეჩხუბეთ როგორ არ გახსოვსო?
-ზუსტაააად,კიდე ვერ გაიხსენე?-მკითხა გაბრიელმა და თვალები ააფახუნა
-წარმოდგენაც არ მაქვს,ვაბშე ვერ ვიჯერებ რომ ვიცნოობ
-ეეე დკეროზა ხარ გადი რააა-ეს უკვე გიორგი იყო
-ნუ სკლეროზია ფაქტიურად,22წლის გოგოს რომ არ გემახსოვრება ვიღაც ვინც უკანასკნელად 14 წლის წინ ნახე ვსო სკლეროზიანიხარ რა
გავბრაზდი მე და ფეხზე ავდექი,რომ ოთახში გავსულიყავი
-აუ კაი ნუ ბრაზდები,გეხუმრებით დაჯექი რაა.იცი რომელია ბათუმში ზღვაზე შენ თავს ჩვენ რო არ გვატანდა მაკო(დედიკო) და იოს რომ გაბარებდა-ეს კაკი იყო
-ნუ შემჭამეთ ხალხო არ მახსოვს! აუ გიორგი თათაზე ესე როდემდე უნდა იყო?
მომენტალურად შევცვალე თემა.
გაოცებული სახით შემომხედა,გაიკვიფვა რა თათაო.პირველად წამოვჭერი მასთან ამ თემაზე საუბარი
-ბატონო?
შეიცხადა მან
-აუუ,ისე გაიკვირვე თითქოს ვერ ხვდებოდე,დებილი კი არ ვარ?
ბიჭების ჩაფხაკუნება და გიორგის თვალების ბრიალი ერთი იყო.
-რაგინდა არ მესმის?
-რამინდა არ გესმის? მე რას მატყუებ მთქმელი და ზედმეტის გამკეთებელი რომ არ ვარ არიცი? იყავი კაცო მე რა მენაღვლება,ანგელოზივით გოგო მყავს თათუნა,პროსტა 90 წლის რო იქნები და შენს გრძნობებში დარწმუნდები თათას ოჯახს ნუ დაუნგრევ არიქა სამარის კარს მიმდგარი მივხვდი მიყვარხარო.
ნაწყენმა ვუთხარი და თვალები დავხარე რომ არ გამცინებოდა ,სამაგიეროდ გაბრიელი,კაკი და საბა ხარხარებდნენ
-ოო გადით რააააა.
-მართლა დააგვიანებ ჩემო სიყვარულო,ხოიცი ისევ შენთვის გეუბნები,რამდენ მართლა კარგ ბიჭზე ვუთხრა,რომ უვარგისები არიან?გუშინ წინ ერთი მართლა ანგელოზივით ბიჭი ისე გამოვულანძღე პირი ღა დარჩა, ,,გენდობი და შენ თუ არ გევასება კარგად იყოს"-ო.იციიი როგორ ევასება ამ დროს ის ბიჭი და პირიქით იმ ბიჭს თათა?რამე ქენითორე მომბეზრდა მეც შენი ადგილის ,,დაკავება"- ვცდილობდი როგორმე ,,ამეგდო",რომ ერთხელ და საბოლოოდ ,,შველოთ" ორივეს .
-იმ ბიჭის სახელი და გვარი მითხარი რა
გაბრახებულმა მითხრა დაბალი მკაცრი ხმით
-შანსიარაააა გეყოფა ეხა რააააააა!!!! იმისთვის არ მითქვამს რონ ვიღაცეები მიბეგვო,უბრალოდ მგონი დროა მოქმედებაზე გადახვიდე-ვუთხარი და ბდღვერვით გადავხედე ბიჭებს-მომეხმარეთ იდიოტებო.
-კრისტალს ბაზრობს გიუშ ჩვენი მარიამი ხოიცი ?- ეს გაბრიელი იყო
-ოო გეყოფათ,გავიგე,გა-ვი-გე
-ვერაფერიც ვერ გაიგე რააა,დღეს საღამოს ამოვა ჩემი სიხარული და იქნეებ სულ სულ პატარა ნაბიჯი მაინც გადადგა?
-ვნახოთ,თუ გიყვარვარ ნამიოკების რტყმა არ დაიწყო რა.
-არა შენთავსვფიცავარ ეგრე მიცნობ? აუუ ხო გიყვარს?
-მაფანატებს ,მიყვარს რომელია
გადაიხარხარა მან.
-როდის მოფრინავს იოანე?
-თვითმფრინავშია უკვე 2 საათზე საქართველოში იქნება ღამე.
-ხვდებით ხო აეროპორტში?
-იასნია
-სახლში მოხვალთ?
-დიახ დიახ,აუ გოჭუნ დღეს დედა და მამა არიქნებიან,ყვარელში შეხვედრაზე თუ სადღაც ხო ჩავიდნენ და რჩებიან.
-ეს ნამიოკი იყო რომ უნდა დავტრიელდე და რაღაცეები გავაკეთო?
-რაღაც ეგეთი
გამეკრიჭნენ 4 ერთად.
-ოოოო ჰო კაი ამოვაა თათა და გავაკეთებთ რამეს


^^^^^^

უკვე საღამოს მე და ჩემი სიყვარული საჭმელებს ვამზადებდით.
-თათა ქათამს შენ მიხედე რა ხოიცი დავწვავ შეწვის ნაცვლად,მე ცეზარს გავაკეთებ კუბეტი ხო წამოიღე?
-კიიი ჩანთაშია ნახე რა.ბიჭები სად არიან?
-არვიცი გავიდნენ,გოგო იო გახსოვს შეენ?
- ღადაობ კიიიი,არ გახსოვს?
-აუ არაააააა ჯანდაბა ყველა მაგას მეკითხება
-გოგო იცი რომელიააა ძაან პატარები ვიყავით ესე 6 წლამდე,ოჯახებით სვანეთში რომ წავედით მაგასთაან და მე და შენ ტყეში რომ დავიკარგეთ და ერთი საათის მერე სულ შემთხვევით რომ გვიპოვა.
-სვანეთში ტყეში დავიკარგეთ? რეებს იგონებ არ მახსოვს აუუ
-გოგოოოო შტაბისავით ჰქონდა ტყეში რა და მაგ შტაბში რაღაცეებს ინახავდა და ასაღებად მიდიოდა რაღაცის ჩვენ ჩაკეცილები რომ მოვთქვამდით მგელი შეგვჭამს მგელი შეგვმჭამსო.
-მოიცა მოიცა,მერე რომ მივედით დამშვიდებულები სახლში ტირილი რომ დავიწყეთ არ გიყვარვართ ჩვენი დაკარგვა ვერ შენიშნეთთქო?
-ხოოოოოო გოგო გაგახსენდაა?
-ეგ სიტუაცია კი მარააა იო არა
-უიმეე არაუშავს კაცო მოვა მალე.
-ხოოომ.

სადღაც პირველი საათისთვის ყველაფერი მზად გვქონდა,ის კიარა ნამცხვარიც კი გამოვაცხვეთ,შემდეგ დაახლოებით ნახევარი საათი სამზარეულოს დალაგებას და ახუნძლული ჭურჭლის დალაგებას მოვუნდით.სუფრაც გავშალეთ და ცოტა დასასვენებლად ტელევიზორთან ჩამოვჯექით,ჰოპ და მიგვეძინა კიდევაც.ხმაურზე გამოვფხიზლდი,ზარი იყო კარებზე თან თათა მაღვიძებდა მოვიდნენ გამოფხიზლდიო,შეძლებისდაგვარად მორფეოსს დავემშვიდობე და სწრაფად წამოხტი კაფის გასაღებად. გიორგი შემოვიდა და მიგვიხუტა მე და თათა
-კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემთან 14 წლის შემდეგ
ყურებამდე გაკრეჭილი ლაპარაკობდა-ჰაააა უცებ შეხედე ჩემ გოგოებს და თქვირო ვერცნოობ
-თათააა
მხიარულად წამოიძახა კარში სახე გაბადრულმა ზე სიმპატიურმა ბიჭმა რომლის სახე ღრმა მოგონებებში ამომიტივტივდა
-იოანეე
ჩაეხუტნენ ერთმანეთს
-რაგოგო ხარ ტო ბოდიში ამ 999 წლის ბებრის ფრაზისთვის მარა მართლა სუ ამხელა მახსოვდი-იატაკიდან თავის წელამდე მანძილი გამოყო-პრინციპში გაიზარდე სიმაღლეში თორე ზუსტად ისევ ისეთი ხარ ,მომნატრებიხააარ პატარა დაიკო
-მეც მომნატრებიხარ აჰაჰ ჩემი არვიცი და შენ უზომოდ შეცვლილი ხარ
-ხო რავიცი-ამდროს ჩემსკენ გამოიხედა-ჩემი კაიი -გაუშეშდა სახე-გიუშ ეხა რაღაც მერევა მგონი
-არაფერი არ გერევა
გაუცინა ძმაკაცს
-აბა ეს მარიამია ეხა?
-დიახ დიახ
-კაი ტო მარიამიიი?-ჩამეხუტა-რამხელახარ გოგოოოო
-მოღალატეა იუშ ეგ ნუ ეხუტები
-ოოო გაბრიელ
ამოვიბუზღუნე მე
იოანე გაიკრიჭა, ხელი გადამხვიე და გაბოსკენ შეტრიალდა
-აბა რა დაააშავააა ქალბატონმა
-რა ძმაო და არ ახსოვხარ
-მართლა?
შეიცხადა და ხელი ამიშვა
-მე..ისა...როგორ არა,თავიდან ვერ გაგიხსენე და ეხა გამახსენდი,სვანეთში ტყეში რო გვიპოვე მე და თათაა
ვთქვი და თათას თვალებით ვთხოვე არაფერი ეთქვა
-ოო ვახსოვარ ბავშვს რას ერჩით,ვაიმე ბოდიში რაღა ბავშვს,დაამთავრე ხოო უნივერსიტეტი?
-კიიი ბაკალავრი ვარ
ვთქვი უხერხულად.
თქვენ არიცით იმდროს როგორ მცხვენოდა,თან იცით რა სიმპატიური იყო?ტიპიური სვანი,სქელი ტუჩები,ლამაზი ცხვირი,საოცრად სექსუალური ტანი და ჩემი სუსტი წერტული - თვალები.ულამაზედი თვლები,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.შავი სფეროები ისე უბრწყინავდა,თვალებით ანათებდა ადამიანი.....აუფ რა ტუჩები აქვს,მარწყვივით....რეებზე ვფიქრობ ჯანდაბა.


°°°°°°°°
აზრი აქვს გაგრძელებას?
თქვენი აზრი მითხარით რა.



№1  offline წევრი fencer

ჩემო საყვარლებო,ტელეფონით ავტვირთე გუშინ და გადახედვა ვერ შევძელი,ახლა გადავხედე და ბოდიში დაშვებული შეცდომებისთვის <3
--------------------
მ.კოკო

 


№2  offline წევრი deep

მარიამი რა მაგრად გამოძვრა თათას მონაყოლიდა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent