საშობაო ზღაპარი
წითელი ვაშლის სიტკბოთი გაჟღენთილ სიამოვნებას რომ ორგანიზმში გადაუძახა, და წიგნის კითხვისგან დაღლილმა საკუთარი თავი სარკეში დაჟინებით შეათვალიერა, გონებაში ბავშვობის მოგონებებისთვის გამოყოფილმა უჯრედებმა აღდგენა იწყეს და გოგონამ ოთახის ბოლოს აციმციმებული მისი ლანდი ჯადოსნური სარკიდან მაცქერალ დედოფალს შეადარა. არა,არა...მაშინვე გაფანტეს ეს ფიქრები მასში მცხოვრებმა რეალობაზე სასოწარკვეთილად მიჯაჭვულმა არსებებმა და შემოსძახეს: „რა დროს ფიფქიას ზღაპრებით საზრდოობაო.“ ისიც მის სამფლობელოში დაბუდებულ ზამთრის თანმხლებ მყუდროებას შეეზარდა და გააგრძელა ჟამთა სვლით გაყვითლებულ ფურცლებზე მოთხრობილი თავგადასავლების ზმანებაში გაცოცხლება. მაგრამ განა ზოგიერთივით იღბლიანი გახლდათ (ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ მისი ფიქრები იყო) ჩვენი გმირი,რომ ენატრა და ჯადოსნურად თუ არა, შემთხვევით მაინც შესძლებოდა სახლში მარტო დარჩენა? ჰოდა, ეს წარსულში მოგზაურობანიც უცნაურად მოკაზმულმა დედამ შეაწყვეტინა, რომელმაც იატაკის სიგრძემდე დაფენილი წითელი კაბა, გოგონაზე კიდევ უფრო გაკვირვებულ საკიდზე მოათავსა და უკვე გასასვლელიდან მოაძახა შვილს გაემზადეო. -რამეს ვზეიმობთ? - გაოცებული ფიქრები გაათავისუფლა ელსამ და დღეს საეჭვოდ მოჭარბებული წითელი ფერის გამო, საკუთარი თავი კიდევ ერთხელ შეათვალიერა სარკეში,რომ ამჯერად დარწმუნებულიყო არც ბებიას სანახავად მიმავალი წითელქუდა გახლდათ, ორცხობილებით დატვირთული რომ ეზიარებოდა საფრთხეებს. მაგრამ ორცხობილების თავბრუდამხვევად ტკბილმა არომატმა რომ გამოიწვია მისი ყნოსვა, სამზარეულო ოთახისკენ გაემართა და ოჯახს შეუერთდა. - რამე ხდება? - ინტერესით დატვირთული სიტყვები გადმოაფრქვია ჰაერში და მათ ნაცვლად მწვანე კრემით გაფორმებული ნამცხვრით აღიდგინა ენერგია. - საშობაო კარნავალია დღეს, ელსა. - მზრუნველად გადაუსვა ხელი მამამ და ცხოვრების ბრძოლით დასევდიანებული ნაცრისფერი თვალები შეაგება,რომელიც გოგონას მუდამ აგრძნობინებდა, რომ საყვარელი ადამიანების გულებიდან გაზიარებული სითბო ყოველთვის ამსხვრევს ზამთრის ყინულებს. - ჰოო, დღეს 6 იანვარია ელსა, რა გჭირს. სანტას გუშინ არ გავუგზავნეთ წერილები? - ორცხობილებით პირგამოტენილი მისი პატარა ძმა სნიზი დაემოწმა მისაბაძ მამიკოს და ელსას ხელი ჩასჭიდა,რომ ნაძვისხესთან მიეყვანა. - აი, ხვალ დილით აქ უკვე საჩუქრები დაგვხვდება და პირველი მე უნდა გავხსნა. იცოდე მეწყინება. - საჩვენებლი თითით სასაცილო მუქარა გაუგზავნა დას და ბედნიერების ნათურებით აბრწყინებულ ხეს ირგვლივ ცეკვით შემოუარა. „უკვე დიდი გოგო ვარ და ოჯახური დღესასწაულები არ მომწონს“ სინდრომით შეპყრობილ გოგონას უნდოდა თავი მობეზრებით გადაექნია და მასში გაღვივებული საშობაო სითბო ჩაექრო, მაგრამ ელფის ფორმაში გამოწყობილი პატარა ძმის სიხარულმა მასშიც მოახერხა ფესვების გადგმა და ჩვენი გმირიც კარნავალისთვის ბავშვური მოუთმენლობით გაემზადა. წითელი საღამოს კაბა გვერდზე გადადო და საგულდაგულოდ შემონახულ ცისფერ ნაჭერში გაეხვია, ოლაფის ნაქსოვი სვიტერი თბილად მოირგო და ირმის ყურებიც სასიამოვნოდ შეუხამა საშობაო გარეგნობას. „აბა, ვინ უფრო მოკაზმულია ახლა?“ გაუცინა საკუთარ თავს და წასვლამდე ტრადიციული ოჯახის ფოტოს გადასაღებად შეუერთდა დანარჩენებს. ამჯერად, თავიანთ მონჯღრეულ მანქანაზე უარი განაცხადეს დედის დაჟინებული თხოვნით და ზამთრის ვარსკვლავებით გაკვალულ ბილიკს ფეხით დაუყვნენ. ოჯახის უფროსის რჩევების გათვალისწინება რომ ურიგო არ ყოფილა, კარგად გააცნობიერეს, როცა ფუტკრის სკასავით მოხმიანე საახალწლოდ გამოწყობილ ქალაქს გულწრფელი ღიმილი უწილადეს და თოვლის შემდეგ ნაშობი ბედნიერებით გაივსეს გულები. ელსას ვერ გაეგო რამ გამოიწვია მისი სულის ჰანგების აცეკვება და აუტანლად ცივმა ტემპერატურამ როგორ გაათბო მისი გაყინული თითები, რომ პეპლებივით მოფარფატე ფიფქებმა იწყეს ფეხით მოსიარულეთა დალაშქვრა და ქუჩის ცენტრში თავმომწონედ გაბრწყინებულ ნაძვის ხეს სათამაშოებივით მოეფინენ. 7 იანვრის მოლოდინში მოფუსფუსე გაახალგაზრდავებული გულების ცქერაზე მშვენიერი განა რამე გეგულებათ? არაო, თქვენსავით ფიქრობდა ელსას ოჯახიც და სიმშვიდესთან ერთად, თბილ ღიმილსაც უტოვებდა უცნობ გამვლელებს. მშობლები ამაყად უცქერდნენ თოვლში ანგელოზების დახატვით გართულ სნიზსს და დარწმუნებით იცოდნენ,რომ იგი მასზე დაკისრებულ ამოცანას - მსოფლიოსთვის თავისი ბავშვური გულწრფელობა გაეზიარებინა, სხვა დროსაც პირნათლად შეასრულებდა. როცა საახალწლო სიმღერის მელოდიურობამ შორიდანვე დაიპყრო პატარა სნიზის სმენა და აცნობა,რომ დანიშნულების ადგილზე მისვლას აღარაფერი აკლდა, მანაც გადაწყვიტა თავისი აღფრთოვანება სირბილით გამოეხატა და შენობაში შესასვლელი კიბეებისკენ სწრაფად დაიძრა. - სნიზ დაიკარგები. - დაედევნა ელსა როგორ ამბობენ ხოლმე? ჰოო.. იყო და არა იყო რა, შობის ღამეზე უკეთესი რა იქნებოდა თუ არა ზეციური ძალებით გაწერილი შემთხვევითობა? კიბეზე არბოდა ელსა, გარესამყაროს მოწყვეტილი და პატარა ძმას დამტუქსველ, თუმცა სიყვარულით გაჟღენთილ მზერას უგზავნიდა. უცებ რაღაცამ შეაფერხა. ფაქტია, კარი ან სხვა რომელიმე მატერიალური საგანი მისთვის ამხელა სითბოს განაწილებას ვერ მოახერხებდა, ამიტომ არც რეალობააღქმულმა მისმა ფიქრებმა დააყოვნეს გოგონას გონებაში შემოჭრა და უცნობს გაფართოებული თვალები მიაპყრო. - ბოდიშს გიხდით. - დაიბნა გოგონა. - ვერ დაგინახეთ.-გაიღიმა რომ დაძაბულობა გაეფანტა. - არაფერია. ეს ჯადოსნური ღიმილიც საკმარისი იქნებოდა. - თბილი, საოცრად თბილი ჟღერადობით დატვირთული ფრაზები ელსამ ჰაერში გაგზავნილი კოცნის მსგავსად დაიჭირა, რომ სხვა დროსაც გახსენებოდა. კვლავ შეანათა მომღიმარ, მაკნატუნას ფორმაში გამოწყობილ, უცნობს თვალები და სნიზი გაახსენდა. შეტრიალდა საკუთარი მისიის გასაგრძელებლად, ჩუმად ჩაიჩურჩულა „მშვიდობითო“ და შენობაში დასადგურებულ განწყობას შეერია. მართალია მაკნატუნას რამდენიმე გაბრძოლება სასიამოვნო მელოდიასავით გაჰყვა შენობამდე, მაგრამ არ გაჩერებულა და ზამთრის სუსხიდან სწრაფად გადაინაცვლა დარბაზის სითბოში, რომელმაც განწყობასთან ერთად ორცხობილების, ელსას საყვარელი საშობაო ღვეზელებისა და დიდი სიყვარულის სურნელი, კეთილი მასპინძელივით გულხვად უწილადა. სნიზი დალანდა. საფრთხე ჩავლილია, მაშ კიდევ ერთი წამი აქვს ამ სურნელების თავიდან აღსაქმელად, სანამ ადამიანების ჟრიამულს შეუერთდება. თმაზე თითები ნაზად გადაიტარა და სანამ იქვე მდგომ ბედნიერების მასხივებელ ფიფქის ფორმაში გამოწყობილ გოგონას, რომელსაც წარწერა დაეჭირა „უფასო ჩახუტება,“ თავის ღიმილს გაუცვლიდა, შენიშნა, რომ თავზე ირმის ყურები აღარ ეკეთა. ნუთუ წასვლამდე მოიხსნა? ამ ფიქრებით გაემართა ზემოხსენებულ ფიფქიასთან და უფასო ჩახუტება, მისგან წამოსულ სიხარულის სხივებს შეურია. - ძალიან ლამაზი ხარ! - აღუნიშნა ჩვენმა ზღაპრის გმირმა ფიფქიას და მისთვის გამოწვდილი თეთრი შოკოლადი დააგემოვნა, თან ნახევარი პატარა ძმისთვისაც გადაინახა. როცა მშობლები შენობაში დაიგულა, მათკენ გაემართა და დედას დილით გამომცხვარი ორცხობილები გამოართვა, რომ იქ მყოფთათვის გაეზიარებინა, ტრადიცსიისამებრ, თუმცა ერთი-ორით პირი თავადაც ჩაიტკბარუნა. ჩვენ, მკითხველები, დილიდანვე ვადევნებდით ელსას საშობაო განწყობას თვალს და ალბათ ყველასთვის საამაყო, მისი გარდასახვა გახლავთ. შემთხვევითობა როდია, რომ ცისფერი საღამოს კაბა, თავისი აზრით მის ყინულივით ცივ ბუნებას შეუხამა, მაგრამ ვუყურებ ადამიანების სითბოთი გაბედნიერებულ ჩვენს გმირს და ვფიქრობ, შობის ღამე მართლაც ჯადოსნური ხომ არ არის-მეთქი? მაგრამ, განა შობის ღამეა ჯადოსნური თუ ძალა, რომელსაც თუნდაც უცნობების ღიმილი განიჭებს? ალბათ, მეორე და ყოველდღიურობად რომ გვექცია ეს ბედნიერება, იქნებ არც შეგვექრვა ამ ისტორიისთვის ზღაპარი. გარდა ერთი გარემოებისა.. პირველად ფერების აღქმა მაშინ დავიწყე, როცა სიყვარულის უცნაური ნაპერწკალი გაღვივდა ჩემში და უფრო გულდასმით დავაკვირდი, სიცოცხლისა და სიკვდილის მონაცვლეობას. ანუ, შენვნიშნე, რა გრაციოზულობით ცვლიდა ღამეს ახალი დღე და კიდევ ერთი სინათლის თანამონაწილედ გვაქცევდა. 12 საათი შესრულდა, ახალი დღის მომასწავლებელი ჭიკჭიკი წამებისა არც ელსას გაბრწყინებულ ცისფერ თვალებს გამოჰპარვიათ და კუთხეში მდგარმა მაკნატუნამაც შეიგრძნო ის წამი, რასაც მე ფერების უსასრულობას ვუწოდებ. გოგონასკენ დაიძრა და ხელი ფრთხილად შეაგება მის ცაში გაწვდილ ნატიფ თითებს: - უნდა წავართვა ყველა აქ მყოფს თქვენთან პირველი ცეკვის სიამოვნება.-ჩაიჩურჩულა, რომ სასიამოვნოდ დატვირთული ეს წუთები სიტყვების ზედმეტ ჟღერადობას არ დაერღვია. ნაზი ჰანგებიც შემოეგება ელსას სინარნარით გათანგულ ყმაწვილს, გოგონას მისი დაკარგული ირმის ყურები მოარგო და ნელი მოძრაობებით მისწვდნენ ცას. - პირველი შეხვედრისას მხოლოდ ღიმილი და ირმის ყურები გამოიმეტეთ ჩემთვის. - გაიღიმა მაკნატუნა. ჩუმი შეძახილი აღმოხდა ელსას და თავი ყმაწვილის მხარს ჩამოადო რომ უხერხულობა დაეფარა. - თუმცა თქვენი მოხდენილი ცეკვა, პეგასის გრაციით იჭრება ჩემში და ვფიქრობ, სწორედ ასე ჯადოსნურად დამამახსოვრდებით. - დაამშვიდა გოგონა და მის თვალებში აციმციმებული თანავასკვლავედი რაღაც ახლის საწყისად დაიგულა. საწყისად, რომელსაც ნამდვილად ვუწოდებთ მოკვდავნი ზღაპარს, მისი სილამაზიდან გამომდინარე. სილამაზე სწორედ სიყვარულიდან იღებს სათავეს, სიყვარული კი ყოველი შობის ღამეს თავდაპირველად იჟღენთება დედამიწაზე, როცა ადამიანები ერთი დღით მაინც ცდილობენ ღიმილი მასშტაბურ დღესასწაულად აქციონ.. ____________ პ.ს რაც შეეხება ჩემს ისტორიას, "დეკემბრის რომანი" ხვალიდან აღვადგენ აქამდე ვერ მოვიცალე <3 ისიამოვნეთ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.