შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნინი and დამიანე ( ll ნაწილი)


23-12-2016, 21:45
ავტორი ანა♥ანა
ნანახია 2 832

-ბოდიში, უბრალოდ ამ იდიოტს გავურბოდი.
-არა რა ბოდიში, შენ დაშავდი ისევ, აშკარაა, რომ ტუჩი გაგიხეთქე.
-ეს შემთხვევით მოხდა.
-შენც შემთხვევით დამეჯახე._ისევ გამიღიმა, რა საყვარელია ისე. ტანსაცმლიდან თოვლი დაიფერთხა, შემომხედა და თვალს არ მაცილებდა. გამოკვეთილი ნაკვთები, წაბლისფერი თმა და ყავისფერი თმა, ფერმკრთალი ტუჩები, ჩემზე ცოტა მაღალი და კარგი ტანით. მისი მეტყველი თვალები მითრევდა ყველაზე მეტად და ამხელა გოგო შტერივით ვუყურებდი. მხოლოდ ავთოს ხმის გაგონებისას მოვედი გონს.
-რა ხდება ჩემო გოგო?
-არაფერი.
-მოიცა ტუჩზე რა გჭირს?
-უბედური შემთხვევა მოვახდინე._გავუცინე.
-აბა მოყევი...
-მათე მომდევდა გუნდით ხელში, მე გავიქეცი. უკან, რომ ვიყურებოდი ამ ბიჭს დავეჯახე და ტუჩი გამისკდა. ეს დამიანეა, მარის ძმა. მარი ჩემი ჯგუფელია.
-მოიცა გავაანალიზო... ხო სასიამოვნოა, მე ამ ქალბატონის ბიძაშვილი ვარ, ნუ ფაქტობრივად ძმა._ხელი გადამხვია და შუბლზე მაკოცა.
-შენთან ბარში წავიდეთ რა.(სალო)
-წამოდით მერე ისედაც სულ იქ არ ხართ?
-მარი თქვენც ხო წამოხვალთ?

-ძამიკო ხო წამოხვალ?_კატის თვალებით ახედა მარიმ ძმას, გამეცინა და ავთოს მივუბრუნდი.
-შენც მოდიხარ ხო?
-კომენტარის გარეშე.
-ნეტა რატომ არ მიკვირს._მხარზე ხელი მივარტყი, ისედაც სულ ბარშია ვინმემ, რომ არ შემაწუხოს, თვითონ თუ არაა თავისი საძმაკაცოს, რომელიმე წევრს ტოვებს. მაგრამ უფრო მათე, ალექსანდრე, თოკო და აკო არიან ხოლმე იქ. დანარჩენებსაც ვიცნობ მაგრამ ვისთანაც კარგად ვარ ისინი რჩებიან ხოლმე. მე და სალო ავთოსთან ჩავსხედით, დამიანე და მარიც წამოვიდნენ. ბარში მივედით, გოგოებს მივესალმე, სანამ ჩემი სამუშაო საათი დაიწყებოდა მაგიდას მივუსხედით, ნახევარი საათი ასე საუბარში და ხუმრობაში გავატარეთ, დამიანე თვალს არ მაშორებდა.-წავალ გამოვიცვლი.
-ვერ მივხვდი?_გაიკვირვა მარიმ.
-მე აქ ვმუშაობ მარუსი.
-რატომ მუშაობ?_მკითხა დამიანემ. გამიკვირდა მაგრამ თან გამიხარდა.
-ვერც მე ვიგებ._ჩაერთო ავთო.
-ავთო გთხოვ ეხლა არ დაიწყო._წავედი და ბარის წარწერიანი მაისური გადავიცვი. ისე ბარის ლოგო და სახელწოდება ჩემი დახატულია. სამუშაო დღეც დაიწყო, ხალხმა იმატა, მაგრამ მაინც ვგრძნობდი დამიანეს მზერას. შეკვეთები მიმქონდა მაგიდებთან და სულ ასე დავდიოდი ღამის 12-მდე. იმ დღისით რაღაც სასწაული მოხდა, არც ავთო იყო იქ და არც რომელიმე ბიჭი. ბარი დაიცალა, ჩემი ტანსაცმელი ჩავიცვი და ბარიდან გავედი, ფეხით გავუყევი თბილისის თოვლიან ქუჩებს. ტელეფონი მირეკავს და ვპასუხობ:
-გისმენთ.
-დამელოდე._გავიგე ის ხმა, რომელმაც ასე მიმიზიდა.
-დამიანე?
-კი. უბრალოდ დამელოდე სადაც ხარ.
-კარგი._ყურმილი დავკიდე და დაველოდე როდის გამოჩნდებოდა. მაგრამ ტყუილად, გზა განვაგრძე, გულში ჩემ თავს ვლანძღავდი.-ვის უჯერებდი, ვის? ერთხელ ნახე და გადაირიე მოკლედ. ვიღაც ტიპს დაუწყე ლოდინი ან რისთვის. ამ დროს კორპუსამდეც მივედი, ჩემ ბინაში ავედი.

ჩემი მშობლების სახლი, სახლი სადაც 10 წლამდე მხიარულება და ჟრიამული იყო, მის შემდეგ კი არაფერი, მხოლოდ მშობლების ოთახია ისევ ისეთი როგორიც იყო, ყველა ნივთი ისე დევს, როგორც დედამ და მამამ დატოვეს. 15-ის, რომ გავხდი ეს სახლი ჩემ შემოქმედებად ვაქციე. ყველა კუთხეში, კედელზე, ჭერსა თუ იატაკზე შეამჩნევდით ნახატს. დაინახავდით გამათბობელთან დაგდებულ ლეიბს, მის გარშემო კი ფუნჯებს, საღებავებს, მისასხურებელ საღებავებს, მოლბერტს, ფანქრებს, ფლომასტერებს, ფურცლებს და ყველაფერს რაც ხატვისთვისაა საჭირო. მშობლების ოთახის ჭერზე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მთვარე მქონდა დახატული, ეს მხოლოდ მე ვიცოდი და იქ შესვლის უფლებას არავის ვაძლევდი. ახლა კი ავთოს პორტრეტი უნდა დამემთავრებინა, რადგან მისი დაბადებისდღე გათენდებოდა ერთი დღის შემდეგ. ხატვას შევუდექი, ტელეფონის ხმა გავიგე, ისევ უცხო ნომერი იყო, ვუპასუხე:
-გისმენთ.
-მარი ვარ.
-ხო მარი გისმენ.
-სად ხარ?
-სახლში. რა ხდება?
-არა არაფერი. შენი ფბ-ზე დამატება მინდა და.
-დარწმუნებული ვარ სალომე დაგამატებდა უკვე. ველოდები მეგობრობის მოთხოვნას._გავიცინე.
-მეგობრობის თხოვნა ადგილზეა.
-თანხმობაც ადგილზეა._რამდენიმე წამში კი დამიანესგან მოვიდა მეგობრობის თხოვნა, დავამატე ჩემი რაღა მიდიოდა. სულმა წამძლია და მის გვერდზე შევედი, ძალიან სიმპატიურია ვაღიარებ.

ვგიჟდები მგონი უკვე, მისი გვერდიდან სასწრაფოდ გამოვედი.
-გოგო, რას აკეთებ?_გავიგე ისევ მარის ხმა, სულ დამავიწყდა, რომ ველაპარაკებოდი საერთოდ.
-ვხატავ, შენ რას აკეთებ?
-დამიანესთან ერთად ფილმს ვუყურებ._მისი სახელის გაგონებაზე გული ამიჩქარდა და მისმა სახემ გამიელვა თვალწინ.
-კარგია. უნდა გავთიშო ნახატი მაქვს დასამთავრებელი.

-შენი ნახატები ერთხელ აუცილებლად უნდა ვნახო.
-ხვალ გამომიარე და გაჩვენებ.
-მისამართი მომწერე უეჭველი.
-კაი მოგწერ._ყურმილი დავკიდე და მარის ჩემი ბინის მისამართი მივწერე, შემდეგ კი ხატვა გავაგრძელე. 4 საათი ხდებოდა საბოლოოდ, რომ მოვრჩი ხატვას. ნახატი ჩარჩოში ჩავსვი და შევფუთე. დავწექი, ვერ ვიძინებდი, სულ დამიანე მიტრიალებდა თავში და ეს უკვე მაღიზიანებდა. როგორც იქნა ჩამეძინა.



№1 სტუმარი eto

ertaderti tasac ver mivxvdi is iyo damianem rato ar miakitxa?

 


№2 სტუმარი Shore shore

xo eg verc me mivxvdi imedia umizezod ara kargia gaagrzele

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent