შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბაბლუანი (I თავი)


23-12-2016, 23:13
ავტორი mushvan
ნანახია 1 887

ნია ჯავახიშვილი,20 წლის.
დედა - ნინო გიორგაძე (დიასახლისი)
მამა - დემეტრე ჯავახიშვილი (ბიზნესმენი)
მზის სხივებმა მაიძულა თვალები გამეხილა.10 წუთი ვცდილობდი,რომ გამოვფხიზლებულიყავი.აბაზანაში შევედი,დილის პროცედურები ჩავიტარე.ოთახში დავბრუნდი,რომ ტანსაცმელი შემერჩია და უნივერსიტეტში წავსულიყავი.ნახევარი საათი ვემზადებოდი.ქვემოთ ჩავედი.დედიკომ საუზმე გამიმზადა.ვისაუზმე და უნიში გავიქეცი.მამაჩემი ახალი წლისთვის აპირებს ჩამოსვლას.საფრანგეთშია წასული ბიზნეს შეხვედრაზე.დღეს კარგი ამინდია.ლექციებმა ჩვეულებრივ ჩაიარა.განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.მალე ახალი წელი მოდის.ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული.მხიარულება,სითბო,სიყვარული და საყვარელი ადამიანები.სახლში მე და ჩემი საუკეთესო დაქალები (ლიზი,ნატა) დავბრუნდით.გადავწყვიტე,რომ ნაძვის ხე მომერთო.ჩემი გიჟი გოგოები დამეხმარნენ.საბოლოოდ ლამაზი გამოვიდა.დედიკო ბიბლიოთეკაში წიგნს კითხულობდა.მე გოგოები გავაცილე და ჩემს ოთახში ავედი.საწოლში ჩავწექი და სანამ დამეძინებოდა ფიქრებში გადავეშვი.ფუფუნებაზე შეყვარებული გოგო არ ვარ.ვთვლი,რომ ფულზე მნიშვნელოვანი ადამიანობაა.მამიკოს და დედიკოს ძალიან ვუყვარვარ და არაფერს მაკლებენ.შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ.მოწონებით მომწონებია ბევრი,მაგრამ ნამდვილი სიყვარული არ მწვევია.ნატას და ლიზის შეყვარებულები ჰყავთ,თორნიკე და გიორგი.ერთმანეთი ძალიან უყვართ,საყვარლები არიან.ჩემი გოგოების ბედნიერება მეც მახარებს.
უნივერსიტეტიდან დაგვითხოვეს.მთელი ეს დრო უაზრობა იყო და საინტერესო არაფერი მომხდარა.
დღეს მამიკო ჩამოდის,ხვალ კი ახალი წელია.საღამოს ჩამოფრინდა ბატონი დემეტრე.საჩუქრები ჩამოგვიტანა მე და დედიკოს.ერთ-ერთი საჩუქარი იყო შანელის გრძელი შავი კაბა,გრძელმკლავიანი,გულ-მკერდზე დახურული,გაშლილი,ზურგი კი მოშიშვლებული.ძალიან მომეწონა.ხვალ საღამოს სახლში შევხვდებით ახალ წელს.მამაჩემს სტუმრები ეყოლება.თორმეტის მერე ჩემს სამეგობროსთან ერთად კლუბში მივდივარ.
-ნია,გაიღვიძე.
-ცოტახანი მაცალე დედიკო და ავდგები.
გამოვფხიზლდი,დილის პროცედურები ჩავიტარე,ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.მთელი დღე ვემზადებოდით.მხიარულ განწყობაზე ვიყავით მე,დედიკო და ჩემი აღმზრდელი ქეთო.დრო ისე სწრაფად გავიდა,ვერ შევამჩნიეთ.ნელ-ნელა სუფრა გავაწყვეთ.ყველაფერი ლამაზად გამოვიდა.მამაჩემი და მისი მეგობრები მოვიდნენ.ბევრნი არ იყვნენ,გამიკვირდა.
-ნია,მამაშენი კაბინეტშია,შენთან საქმე აქვს.
კაბინეტში შევედი,მარტო იყო დემეტრე.
-ნია,მოდი ჩემთან.
-რა ხდება,მამიკო?
-ნია,მამა,დღეს ჩვენთან დარჩი.შენს დაქალებს დაურეკე და მოვიდნენ.მინდა,რომ სახლში იყო.მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გამოვაცხადო.გამიხარდება ჩემს ჩამოტანილ კაბას თუ ჩაიცვამ.
-კარგი მამიკო.
ჩემს გოგოებს დავურეკე,ვთხოვე ჩემთან შეხვედროდენ ახალ წელს.მითხრეს,რომ მალე ჩემტან იქნებოდნენ.მე ოთახში ავედი და ლამაზად გამოვეწყვე.მალე მოვიდნენ ჩემი გიჟები.ოთახში,რომ შემოვიდნენ გაკვირვებულები ჩანდნენ.
-ნია,ქვემოთ ერთი ძალიან სიმპატიური ბიჭი შევნიშნეთ. (ლიზი)
-ვინ არის? (ნატა)
-ბიჭი? მე არ ვიცი.ქვემოთ არ ჩავსულვარ.
-ძალიან გვაინტერესებს.
თვალები უციმციმებდათ.მაინტერესებდა ვინ იყო.ქვემოტ,რომ ჩავედი მამაჩემმა მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-ნია შვილო,გაიცანი ალექსანდრე ბაბლუანი,მირიან ბაბლუანის ვაჟი.
ბიჭს როდესაც შევხედე ტანში ცივმა ტალღებმა დამიარა.მაღალი,შავგვრემანი,შავთვალა,ძალიან სიმპატიური.წარბები შეკრული ჰქონდა,მკაცრი სახე,ღრმა,ბნელი და არაფრის მთქმელი თვალები.წარმოდგენა შემექმნა,რომ ძალიან საშიში ადამიანი,დაუნდობელი და ყინულივით ცივი ადამიანი უნდა ყოფილიყო.არადა მირიან ბიძია ასეთი არ არის.მამა-შვილი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.საინტერესოა,რომ აქამდე არ ვიცნობდი.
-სასიამოვნოა. ვუთხარი.
-ჩემთვისაც.
ძალიან ბოხი და სუსხიანი ხმა ჰქონდა.არ მინდა ვაღიარო,მაგრამ მისი შემეშინდა.
-რა არის ნია? რა სახე გაქვს?
-გავიცანი ის ვაჟბატონი,რომელმაც ასე მოგხიბლათ.
-ვაიმე,მერე?
-არ ვიცი,არ მომეწონა.
-კარგი რაა.ვერ ხედავ როგორი სიმპატიურია?
-სიმპატიური არის,მაგრამ ძალიან უცნაურია.მგონი დემონია.
ჩემს ნათქვამზე სამივეს გაგვეცინა.ცოტახანში მამაჩემმა ყურადღება ითხოვა.
-მინდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი შეგატყობინოთ.ძალიან მალე ჩემი ქალიშვილის ქორწილია.ჩემი ნია ალექსანდრე ბაბლუანს მიჰყვება ცოლად.
სრული შოკი მივიღე როდესაც ყოველივე ეს მოვისმინე.ალექსანდრე უემოციო სახით იდგა.ყველანი გაკვირვებულები გვიყურებდნენ.მამაჩემისკენ ნელა მივდიოდი და ნათქვამის გაანალიზებას ვცდილობდი,რომ უეცრად გონება დავკარგე.



№1  offline მოდერი bibo

რა დაგიმალო და კაობა მარწყვის გუნდა გაგრძელე ხო ძან ნუ გაბანალურებ კიდო ეს სისასტკე ბოლოს ცუდი დასასრულები დაშორებები აქედანვე ამოიგდე თავიდანე რო იცოდე აქედანვე გაგაფრთხილებ ბარტყი ხო თავებს თუ გაზრდი სუ კამფეტი გოგო იქნები ბასასუნა

 


№2 სტუმარი Ana

Momewona <3 gaagrdzele da ecade gtxov tavebi yoveldge ro dado <3

 


№3 სტუმარი eto

dzaan dzaan momewona dasawyisi d omedia dasasruli kanpetivit tkbili iqneba :d aqedan e icode bevrs nu gvatireb shevecodos mkitxvelebi :d da nurc dashirebebs da sherigebebs daiwyeb momewona ragacanaurad ucnauri aleqsabdre babluani

dges velodebi axal tavs da cota dids

 


№4  offline წევრი მოლურჯო

ძალიან მოკლე იყო
და ზედმეტად ბანალური
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent